"მოგვაშორონ ქვეწარმავლების საბუდარი!"

მთავარი თემა

"მოგვაშორონ ქვეწარმავლების საბუდარი!"

2018 სექ 10 12:48:17

ქალაქ ოზურგეთში, წმიდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლის მოსაზღვრედ მდებარე ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის შენობა და მასზე მიმაგრებული ტერიტორია ოთხ ჰექტარ ფართობს მოიცავს. აქ ახლა გაუვალი ბუჩქნარის, ხეების და ხისმაგვარი ლიანების ისეთი სიმრავლეა, ადგილობრივი მოსახლეობა "ჯუნგლებს" ეძახის.

ფიროსმანის და თენიეშვილის ქუჩის მცხოვრებთა დიდი ნაწილი და ასევე, სამრევლო სკოლის ხელმძღვანელობა ამ გაველურებული ფართობის სასწრაფოდ გასუფთავებას ითხოვს, რადგან საგანგაშო მდგომარეობაა შექმნილი. სასწავლო წელი იწყება და ფაქტობრივად, სკოლის ჭიშკართანვე ხვდება მოსწავლეს პრობლემა _ შევა თუ არა ის მშვიდობიანად სკოლის ეზოში ან პირიქით.

"ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკა, რომლის კუთვნილ ტერიტორიაზე სკვერების და შადრევნების ლამაზი გარემო იყო და იქ გავლას არაფერი სჯობდა, დღეს გაუვალ, უდაბურ ტერიტორიად არის ქცეული. ეს ქალაქის გარეუბანი არ არის და თუნდაც ასე იყოს, ნუთუ ვერც ერთმა მთავრობამ ვერ უნდა შეძლოს ამ "ჯუნგლების" მოწესრიგება? შედით, თუ შეძლებთ და ნახეთ, რა ხდება შიგ _ გველების და ნაირნაირი ქვეწარმავლის საბუდარია. ფაროსანას ხომ შესაშური გარემო აქვს შექმნილი _ აქაურობა არც შეუწამლავთ. მოქეიფეების თავშესაყარიცაა _ ერთ ადგილზე საგანგებო მაგიდა დგას ხის ძირას, ხან გათენებამდე სვამენ და ყვირიან... ახლა "პლანის გაფუტების" უფლება ხომ მიიღეს და დამალვაც აღარ დაჭირდებათ.

გავერანებულ ეზოს, ქვეწარმავლების გარდა, ქეიფის მოყვარულებიც არ თაკილობენ

ანტისანიტარიის ბუდე რომ არის, ადგილზე ნახავთ. მოგვაშორონ ეს ქვეწარმავლების საბუდარი, ყველა მთავრობას ვეხვეწებით. სიორიძე რომ იყო ქალაქის მერი, ისიც გვპირდებოდა, მაგრამ არაფერი ეშველა. ახლა შარაშენიძეც შეგვპირდა, რომ მოაწესრიგებდნენ აქაურობას, მაგრამ ჯერ არაფერი ჩანს სასიკეთო. რაც მთავარია, ეს უდაბური და საშიში ტერიტორია ესაზღვრება სასწავლო დაწესებულებას _ სამრევლო სკოლას, რაც კატეგორიულად დაუშვებელია", _ ამბობენ ფიროსმანის და თენიეშვილის ქუჩის მცხოვრებლები.

მართალია, ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიის ოთხ ჰექტარი ფართობი მაღალი გალავნითაა შემოსაზღვრული, თუმცა, როგორც აქაურები ამბობენ და ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს, ეკალ-ბარდს თუ სხვა ხისმაგვარ ლიანებს გალავანიც "გადმოულახავთ" და მალე ამ ჯებირსაც უდაბურებაში მოაქცევენ.

"მაჯის სიმსხო გველებია ამ გალავანს მიღმა. აქვეა სამრევლო სკოლა და მოსახლეობა. რაც შეეხება გალავნის ერთ კედელში სასაცილოდ და ასევე, საფრთხის შემცველად გამოტეხილ ხვრელს, ეს მოსახლეობის ნამოქმედარია _ აქედან გადადიან მოკლე გზით ჩოხატაურის ქუჩაზე, პურის საყიდლად. აბა, ამ ოთხ ჰექტარ "ჯუნგლებს" ვინ შემოუვლის? მალე ეს ქვეწარმავლები სკოლის ეზოში შემოვლენ. ნამდვილად შეგვპირდნენ, რომ გაწმენდდნენ, მაგრამ სასწავლო წელი იწყება და ჯერ არავინ ჩანს", _ გვითხრა სამრევლო სკოლის დაცვის მუშაკმა რომან ბენდელიანმა.

სპეციალური ხვრელი გალავანში გასაძრომად და მომდევნო ქუჩაზე გადასასვლელად

ცოტა გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ და ამ ხვრელში გავძვერით. ადგილზე ნანახი მონათხრობს სრულად ემთხვევა. მეტიც _ მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა და საკითხავი ის არის, ამ უდაბურ გარემოში არსებული წვრილი გზით გავლა, დღის პირობებშიც კი, როგორ არ ეშინია მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც საჭიროების გამო, აქ გადაადგილდება.

სკოლის სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელი თამარ ჩხარტიშვილი, კითხვაზე _ როგორ აპირებენ ამ პრობლემის მოგვარებას, გვპასუხობს, რომ არაერთხელ მიმართეს ქალაქის მერიას, საიდანაც დახმარება აღუთქვეს:

"ჩვენ სამჯერ მივმართეთ მუნიციპალიტეტის მერიას აღნიშნულის თაობაზე. უმძიმესი მდგომარეობაა. ანტისანიტარია, ქვეწარმავლების და მღრღნელების საბუდარია. დაგვპირდნენ, დაგეხმარებითო და ვიმედოვნებ, დაპირებას შეასრულებენ", _ გვითხრა მან.

სამრევლო სკოლის ეზოს მარცხენა მხარეს "ჯუნგლებია"

ცნობილი მონადირე და ბუნების ქომაგი ენვერ კომახიძე არსებულ მდგომარეობას შემაშფოთებელს უწოდებს:

"დიდი ხანია, ეს პრობლემა არსებობს. ყველა ხელისუფლების დროს, რაც კომუნისტური ეპოქა დაინგრა, ამ ტერიტორიის გაველურების პროცესი სწრაფად ხდებოდა. რა არ ბუდობს შიგ _ თუ რამ ქვეწარმავალი და მღრღნელი არსებობს ჩვენში, აქაა. კვერნა გამოვარდა და მოსახლეობაში წიწილები არაერთხელ შეჭამა. ამასთანავე, ვიცით, საშიში მღრღნელია, ანტისანიტარიის გამავრცელებელი. ეს ტერიტორია იმდენად დიდია, ერთ კვირაში ვერავინ გაწმენდს, მაგრამ საქმის დაწყება ხომ შეიძლება?" _ ამბობს ის.

თენიეშვილის ქუჩის მცხოვრებლები იხსენებენ დროს, როცა ფაბრიკის დირექტორი ირაკლი მახარაძე იყო და ეს გარემო ბაღნარს ჰგავდა.

"ასანთის ღერი რომ დაეგდო ვინმეს ფაბრიკის ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე, შავ დღეს დააყრიდა. სკვერები, შადრევანი... საუკეთესო გარემო იყო. არ გვინდოდა კომუნისტები, მაგრამ ყველაფერი უარესი რატომ უნდა ქნა?! მას შემდეგ რამდენი დრო გავიდა. ვისია ეს ტერიტორია? ხან სიორიძისააო, ხან პეტრესი და ხანაც _ პავლესიო, _ იძახიან. ვისიცაა, მიხედონ აქაურობას _ რას დაემსგავსა, ვერ ხედავენ? ვის აქვს ქალაქის გამშვენიერება-განაშენიანებაზე პრეტენზია? ოზურგეთსა და ოზურგეთელობაზე საზეპიროებით რომ დებენ თავს, აგერაა ოზურგეთის სახე _ ოთხი ჰექტარი ქვეწარმავლების საბუდარი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. გველებმა ბავშვები რომ არ დაგიკბინონ, ამას მაინც მიხედონ. რომელიმე მთავრობამ ხომ უნდა მიხედოს, ნაწილობრივ მაინც ამ საქმეს?" _ გვეუბნებიან ფიროსმანის და თენიეშვილის ქუჩის მცხოვრებლები, სამრევლო სკოლის მოსწავლეთა მშობლები.

ჩვენ აღნიშნული პრობლემის შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას კითხვით მივმართეთ.

მერიის პრესსამსახურმა მოგვაწოდა ქალაქ ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსის, თენგიზ ქუტიძის განმარტება, რომ "უახლოეს ორ დღეში აღნიშნული ტერიტორიის გასუფთავება დაიწყება, განსაკუთრებით, სასწავლო დაწესებულების შემოგარენში, შემდეგ კი მთელ ტერიტორიაზე გაგრძელდება".

"გურია ნიუსი" აღნიშნული პრობლემის მოგვარების პროცესს დააკვირდება.




 ახალი ამბები
  • ბახმარო თანამედროვე მუსიკალურო ფესტივალის სამზადისში _ ის, რაც არ უნდა გამოტოვოთSunset Fest Bakhmaro 2019-ის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. უკვე მოწყობილია კარვების ქალაქი, მოსასვენებელი კუთხეები, კაფე-ბარები. ამ წუთებში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე საკონცერტო სცენის აწყობა მიმდინარეობს. ბახმაროში, ხვალ, 19 აგვისტოს ბევრი სიურპრიზი და დიდი მხიარულება გელით. ტრადიციული დოღის დასრულების შემდეგ, 17 საათზე, მზის ჩასავალი გორის მიმდებარედ (ასასვლელი ვერტოდრომიდან) თანამედროვე მუსიკის ფესტივალი გელოდებათ არაჩვეულებრივი შემსრულებლებით _ Bedford Falls, LOUD speakers, Kordz & Dro, Pitter J, Anushka Chkheidze, Lua და Kraumur თქვენს შესანიშნავ განწყობაზე დილამდე იზრუნებენ. შეაგროვე მთელი წლის სამყოფი ენერგია და მოგონებები. სუფთა ჰაერი, ნისლი, წიწვოვანი ტყე, კოცონები, ვარსკვლავებიანი ცა, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა, ზაფხულის მზესთან დამშვიდობება _ ეწვიეთ 19 აგვისტოს ბახმაროს! არ გამოტოვოთ დიდი მხიარულება. ფესტივალი „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება და მისი თანადამფინანსებელია საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო. გენერალური სპონსორია „წყალი მარგებელი“. სპონსორები და მხარდამჭერები არიან: „ზედაზენი“; “New Road”; „ორბი ჯგუფი“; „ვასაძის პური“; „სანდომი“; „თქვენი მარკეტი“ ასკანგელი“, ‘გზამშენი 18“, „ლიდერფუდი“, „ბითი ჩერითი ჯგუფი“, „ბახმარო ჰოტელი“; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია; „ენერგო პრო ჯორჯია“; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; ფესტივალის მედია პარტნიორი და საინფორმაციო მხარდამჭერია ... ...
  • „ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ _ ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისიახვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია. ტრადიციულ დოღს,  რომელიც მეორე წელია,  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით გაიმართება, წელს ბევრი სიახლე ახლავს _ „ბახმაროს თასი 2019“ ღონისძიებისათვის კომპანია „წყალი მარგებელმა“ ახალი სპონსორები მოიძია, რის გამოც საპრიზო ფონდი გაზრდილია. _ წინა წელს დავიწყეთ ეს ღონისძიება ამ მასშტაბით და მაშინ დავპირდით  პირველ რიგში გურულებს და მთელ საქართველოს, რომ ბევრად დიდი მასშტაბი იქნებოდა წელს, რაც ვფიქრობ, რომ შევძელით.  ჩვენი გეგმა, რომ 10 წლის მანძილზე ბახმარო გავხადოთ არამარტო გურიის, არამედ მთელი საქართველოს სავიზიტო ბარათი.  დღეს ვნახე და ძალიან გამიხარდა, რომ დოღში მონაწილეთა რაოდენობა გაზრდილია _ მონაწილეები დაგვემატნენ ბათუმიდან, პანკისიდან,  რაც მისასალმებელია. ასევე, სასიხარული და მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა ბიზნესის ჩართულობაც _  “საქართველოს ბანკის“ შემდეგ, დაგვემატა „გალფი“, „გლოვო“, „კროკო ბეთი“. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ნაწილი და მთავარი ნაწილი შეიძლება ითქვას . ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ სახე ქვეყნის და ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის, _ ამბობს კომპანია “წყალი მარგებლის“ დამფუძნებელი მიხო სვიმონიშვილი. სვიმონიშვილი იმედოვნებს, რომ წელს, ბახმაროს დოღს შარშანდელზე მეტი ადამიანი დაესწრება: _  წინა წელს 27 000 ათასი ადამიანი დაესწრო დოღს და ამდენი გაღიმებული ადამიანის ერთად ნახვა ბედნიერებაა. იმედი მაქვს, წელს, ეს რიცხვი მეტი იქნება, _ აღნიშნა სვიმონიშვილმა. კომპანია „გალფის“ ვიცე პრეზიდენტის ნინო ჯიბლაძის თქმით, „გალფისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და ეკოლოგიურად პასუხისმგებელობიანი აქტივობების მხარდაჭერა“: _  წელს პირველად დავუჭირეთ მხარი ბახმაროს დოღს და მოხარულები ვართ, რომ გარდა საპრიზო ფონდში თანამონაწილეობისა, საჩუქრებს და პრიზებს დავაწესებთ ოთხივე გარბენის გამარჯვებულისათვის, _ თქვა ნინო ჯიბლაძემ. ერთი სიტყვით, „ნაბეღლავი“, წყაროს წყალი „ბახმარო“, მათი გენერალური მხარდამჭერი „საქართველოს ბანკი“ და ღონისძიების სპონსორები _ „გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი ხვალ, 19 აგვისტოს, ბახმაროში კარგ სანახაობას გპირდებიან. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე გამართული დოღი ასეთი იქნება: ,,ბახმაროს თასი“ – 4 800 მეტრი; „ნაბეღლავის თასი“ – 2 400 მეტრი; „გმირების თასი“ – 1200 მეტრი; „გურიის თასი“ – 1200 მეტრი; ,,ბახმაროს თასი“მარულა გარბენის მანძილი: 4 800 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.საპრიზო ფონდი: 4 800 ლარი I ადგილი 2 500 ლარი; II ადგილი 1500 ლარი; III ადგილი 800 ლარი; „ნაბეღლავის თასი“გარბენის მანძილი: 2 400 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1800 ლარი I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გმირების თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გურიის თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი; I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ... ...
  • გადაიწევს თუ არა აბიტურიენტთა ჩარიცხვების ვადების გამოცხადებააბიტურიენტები სახელმწიფოს მიერ 2019 წელს სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას ელოდებიან, რომელიც, ჯერჯერობით, არ ჩანს. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში edu.aris.ge-ს განუმარტეს, რომ დოკუმენტს ახლო მომავალში გამოაქვეყნებენ და ვადებში ეტევიან. თუმცა, ფაქტია, რომ  აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების შესატანად ცოტა დრო რჩებათ. საგულისხმოა, ისიც რომ გასულ წლებში უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი აგვისტოს დასაწყისში უკვე გამოქვეყნებული იყო, მაგალითად: 2016 წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების სია გამოქვეყნდა 28 ივლისს, 2017 წელს – 2 აგვისტოს, 2018 წელს – 6 აგვისტოს. უკავშირდება თუ არა სიის გამოქვეყნების დაგვიანება სამინისტროს მიერ უფასო ფაკულტეტების დაფინანსების წესში შესატან ცვლილებებს, ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ სამინისტრო პირველ ეტაპზე, 2019 წლისთვის უფასო ფაკულტეტების დაფინანსების მოდელში ცვლილებების შეტანას აპირებდა, მოგვიანებით კი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მის საერთოდ გაუქმებაზე ალაპარაკდა, რაც შემდეგ 2020 წლისთვის გადადო. ცნობისთვის! – აბიტურიენტებს უფასო ფაკულტეტების არჩევის ვადა, აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან შემდეგი დღის 18:00 საათამდე აქვთ. “ნაეკის” ინფორმაციით, აპელაციის შედეგების გამოქვეყნება, სავარუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს დასრულდება. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ფაკულტეტების სია, ამ პერიოდისთვის გამოქვეყნებული ... ...
  • საქართველოს საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავსმივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს შვიდი მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში. „შეშფოთებას გამოვთქვამთ საოკუპაციო ძალების მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან შვიდი ადგილობრივი მცხოვრების გატაცების გამო. იმ პირობებში, როცა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად დაძაბულია მდგომარეობა სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას. საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი. ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი; საქმის კურსში არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „ჩვენ დაუყოვნებლივ გავააქტიურეთ ცხელი ხაზი; უკვე დავუკავშირდით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს; პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზზე და პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა არის ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ერთადერთი გზა. მივმართავთ ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ... ...
  • რუსმა სამხედროებმა სოფელ არცევთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავესრუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. საქართველოს მოქალაქეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. სუს-ის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება და ე.წ. სასამართლო პროცესს ელოდება. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მათ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში სდებენ ბრალს. ე.წ. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ ჩაინიშნება. სუს-ის ინფორმაციით, ცხელი ხაზის რამდენჯერმე გააქტიურების შემდეგ, გვიან ღამით შედგა დე-ფაქტოცხინვალის წარმომადგენლობასთან კომუნიკაცია, რომლებმაც დაადასტურეს საქართველოს შვიდი მოქალაქის ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...