მრავალჯერ გაპიარებული ბახმაროს პრობლემები _ გაზრდილი ფასები და შემცირებული დამსვენებელი

მთავარი თემა

მრავალჯერ გაპიარებული ბახმაროს პრობლემები _ გაზრდილი ფასები და შემცირებული დამსვენებელი

2019 აგვ 2 10:38:45

დაბა ბახმაროში, რომელიც ხელისუფლების მიერ წლებია, მედიით პიარდება, ბევრი პრობლემაა. იმ ფონზე, როცა მთავრობის პირველი პირები ტურიზმის განვითარებაზე, ბახმაროს პოტენციალზე, მის ოთხსეზონიან კურორტად გაკეთებაზე კამერებთან საუბრობენ, ბახმაროში არც გზაა, არც _ წყალი, არც _ კანალიზაცია და არც _ ნორმალური ხარისხის ელექტროენერგია.

ამ ყველაფერს ბინების გაზრდილი ფასები ემატება, რაც უკვე აისახა დამსვენებელთა რაოდენობაზე _ თუ გასულ წელს, ამ დროისთვის კურორტზე 8000-მდე დამსვენებელი იყო, დღეს მათი რიცხვი 5 000-ს არ ცდება.

ბახმაროში კეთილმოწყობილი კოტეჯის 20 დღით დაქირავება 2 000-დან 3 000 დოლარამდე ჯდება. თუმცა, არის კოტეჯები, რომელიც გაცილებით ძვირად ფასობს და 4 000 დოლარადაც კი ქირავდება.

შედარებით მოუწესრიგებელი ოთახების ფასები, რომლებსაც საპირფარეშო ეზოში ან მეზობელთან საერთო აქვს, 400 ლარიდან იწყება და 1 500 ლარამდე ადის.

ამ თანხაში არ შედის ელექტროენერგიის გადასახადი, რომელიც კეთილმოწყობილი კოტეჯების შემთხვევაში 200 ლარამდეა, ხოლო შედარებით მოუწესრიგებელ სახლებში _ 100 ლარამდე.

კურორტზე ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი კეთილმოწყობილი სასტუმროა, რომელიც კონკურენციის არარსებობის გამო, სრული დატვირთვით მუშაობს და სადაც ფასები ცნობილი ბრენდის სასტუმროებზე ძვირია _ ერთი ოთახი, რომელშიც 4 საწოლი დგას, 130 დოლარი ღირს. ამ ფასში მხოლოდ დილის შვედური მაგიდა შედის.

ბახმაროში რამდენიმე საოჯახო სასტუმროცაა, სადაც ერთი საწოლის ფასი ერთი ღამით 50-დან 70 ლარის ფარგლებში მერყეობს.

_ წარმოუდგენლად მაღალი ფასები და დაბალი სერვისია. ტელევიზიით იმდენჯერ ითქვა, რომ ბახმარო ვითარდებოდა, გვეგონა, რაღაც მაინც დაგვხვდებოდა შეცვლილი, თუმცა, იგივე სიტუაციაა. წყალი გრაფიკით მოდის, დენის სიმძლავრე ისეთი დაბალია, რომ ტელეფონის დამუხტვასაც ვერ ვახერხებთ, _ ამბობენ დამსვენებლები.

"ენერგო პრო ჯორჯიას" პრესსამსახურში "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობენ, რომ დაბალი ძაბვის გამოსასწორებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს:

"ჯერჯერობით, ეს ქსელი არ არის ჩვენი კომპანიის ბალანსზე. იქ, ამ დროისთვის მიმდინარეობს ქსელის მოწყობის სამუშაოები, რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო და სავარაუდოდ, მომავალ წელს გადმოგვეცემა ქსელი. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვცდილობთ, გავუწიოთ დახმარება და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ ამ ორ დღეში ძაბვა გვქონდეს მომატებული", _ გვითხრეს კომპანიაში.

როგორც გავარკვიეთ, დიდი და პატარა დავითიანის, ვაკიჯვრის, ფიზკულტურის, სატყეოს და ინგოროყვას ქუჩების დამსვენებლებს ყველაზე მეტად უწყლობა აწუხებთ _ ამ ადგილებში, წყალი დღეგამოშვებით და მცირე ხნით მოდის, რაც მათ სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს.

ავარიული ქუჩები თითქმის ყველა უბანშია. განსაკუთრებული პრობლემა კი ჩოხატაურის ქუჩაზეა, სადაც ვერც ერთი სახის ავტომობილი ვერ ადის:

_ ამ ხელისუფლებას რომ მოუსმინო, ბახმარო ვითარდება, კეთდება. არადა, პირიქით. პრობლემები, მოგვარების ნაცვლად, მატულობს. წელს, ჩოხატაურის ქუჩაზე გავლა შეუძლებელია. კურორტზე, სადაც ყოველ წელს ათასობით ადამიანი ისვენებს და რომელსაც მთავრობა სულ აპიარებს, განსაკუთრებით კი არჩევნების წინ, უამრავი პრობლემაა და ეს არავის ადარდებს. აქ არ არსებობს ბანკის ფილიალი, სწრაფი გადარიცხვის აპარატი, არ არის ბენზინგასამართი სადგური, ნორმალური საპირფარეშოც კი არ დგას. სამაგიეროდ, კატასტროფული სიძვირეა. ევროპის ნებისმიერ კურორტზე უფრო იაფი ჯდება დასვენება, ვიდრე ბახმაროში. ბაზარში, რომელიც ძალიან მოუწესრიგებელია, ყველაფერს ორმაგი ფასი აქვს, _ აღნიშნავენ ჩვენთან საუბრისას დამსვენებლები.

მათივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები და კურორტის დაანონსებული განვითარება იმის საფუძველს აძლევდათ, რომ წელს ბახმაროში განსხვავებული სიტუაცია დახვდებოდათ, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რეალობა არ შეცვლილა:

_ 2012 წელს, საზეიმოდ გახსნილი კინოთეატრი წლებია, უფუნქციოდაა. პატრონი არ ჰყავს და იშლება. ეს ხომ კერძო პირის მიერ არ აშენებულა. ხალხის გადახდილი გადასახადებით ააშენეს. მერე რა, რომ სააკაშვილის დროს აშენდა. ხომ აშენდა? ბევრი სახის დატვირთვა შეიძლებოდა ჰქონოდა, მაგრამ როგორც ხედავთ, არავის ადარდებს, _ გვიყვებიან დამსვენებლები.

ა(ა)იპ კურორტ ბახმაროს დირექტორი, დავით საჯაია არ უარყოფს, რომ კურორტზე ბევრი პრობლემაა:

_ გეთანხმებით, რომ პრობლემები ბევრია, მაგრამ ვცდილობთ, მოგვარებას. როგორც იცით, გამრიცხველიანების პროცესი მიმდინარეობს, რომელიც შემოდგომაზე დასრულდება. რაც შეეხება წყალმომარაგებას, წელს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები გვსტუმრობდნენ, პროექტი ახლა მზადდება და წყალმომარაგების და კანალიზაციის პრობლემა ერთდროულად, სავარაუდოდ, მომავალ წელს მოგვარდება. უკვე დაზუსტებულია, წყალი ორი მიმართულებიდან წამოვა _ ერთი ფაფარას მთიდან, სადაც წამში 24 ლიტრის დებეტია და მეორე შედრეკილის მთიდან, სადაც 2 ლიტრის დებეტი გვაქვს წამში. ეს მთლიანად უზრუნველყოფს ბახმაროს, _ გვითხრა საჯაიამ.

მისივე თქმით, დამსვენებლის პრეტენზია ბანკის ფილიალის არარსებობის გამო სამართლიანია, თუმცა, კერძო კომპანიას ისინი ვერაფერს დაავალდებულებენ:

_ ჩვენ ყველა ბანკს მივწერეთ წერილი. ერთადერთი, "ლიბერთი ბანკი" გამოგვეხმაურა, რომლის მობილური მანქანა კვირაში ორჯერ _ სამშაბათს და პარასკევს ამოდის, თუმცა, ვეთანხმები მოსახლეობას, რომ ეს საკმარისი არაა. ბენზინგასამართი სადგურის არარსებობაც პრობლემაა, მაგრამ ამაშიც ვერ ჩავერევით. რაც შეეხება კინოთეატრს _ წლების მანძილზე ყველა შესაბამის უწყებას მივწერეთ, თუმცა, ჯერჯერობით, ეს პრობლემა ვერ მოვაგვარეთ. არადა, კარგად იმუშავებდა. საკმაოდ დიდი სივრცეა, სადაც რამდენიმე ტიპის გასართობი კუთხის მოწყობა შეიძლება, რაც განსაკუთრებით უამინდობის დროს იმუშავებდა და ჩვენც შემოსავალი გაგვეზრდებოდა, თუმცა, როგორც გითხარით, ამას ვერ ვახერხებთ. გვესმის დამსვენებლების პრეტენზიები, მაგრამ შენობა ჩვენი არ არის და არამიზნობრივ ხარჯს ვერ გავწევთ მის გასაკეთებლად, _ ამბობს საჯაია "გურია ნიუსთან" საუბრისას.

ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნიკა ქამუშაძის თქმით, ყოფილი კინოთეატრის შენობა საპრივატიზაციო ობიექტებს შორისაა:

"მოგახსენებთ, რომ კურორტ ბახმაროს ტურისტული პოტენციალის ამაღლების და ორსეზონიან კურორტად გადაქცევის მიზნით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აქტიურად მუშაობს საპრივატიზებო პაკეტების მოსამზადებლად და ინვესტორებისთვის წარსადგენად. ამ მიზნით, სააგენტომ უკვე მოახდინა ბახმაროში 50 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის მოზიდვა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია მრავალფუნქციური კომპლექსის, მათ შორის, სასტუმროების, კომერციული ფართების და სპორტული მოედნების მშენებლობა.

კურორტზე დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები კიდევ უფრო ზრდის მოთხოვნას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებაზე და დღეის მდგომარეობით, სააგენტო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. საპრივატიზებო ობიექტებს შორის, ასევე, არის 28.24.21.399 (ყოფილი კინოთეატრი) კოდით რეგისტრირებული 2 816 კვ.მ. მიწის ნაკვეთი", _ გვითხრა ქამუშაძემ.

 სანამ სააგენტო ინვესტორების მოძიებას განაგრძობს, მანამ, კურორტის დირექტორი უკვე მოგვარებულ პრობლემებზეც აკეთებს აქცენტს:

_ გასულ წელს, თქვენი დახმარებით მოგვარდა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და წელსაც, კურორტზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა 24 საათის განმავლობაში დგას, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა თქვენ და ავთანდილ თალაკვაძეს გადაგიხადოთ. სრული დატვირთვით და 24 საათის განმავლობაში მუშაობს კლინიკის _ "ჯანმრთელობის სახლი გურიაში" ფილიალი, _ ამბობს საჯაია.

პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებზე და დაგეგმილ პროექტებზე კომენტარი ჩოხატაურის მერმაც გააკეთა:

_ ბახმაროს ბაზრის ტერიტორია, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, რომელიც წელს გადმოგვეცა და მომავალი წლისთვის ეს პრობლემა აუცილებლად მოგვარდება. რაც შეეხება გზებს, გეთანხმებით, რომ პრობლემებია, თუმცა, კურორტზე მიწისქვეშა კომუნიკაციების გაყვანა მიმდინარეობს, ასევე, მომავალ წელს უნდა გაკეთდეს კანალიზაცია და წყალმომარაგების სისტემა, რის გამოც, გზების ასფალტირებას ამ ეტაპზე აზრი არ აქვს. ახლა, ვცდილობთ გზები ისე მოვასწერიგოთ, რომ გადაადგილების პრობლემა არ იყოს. ვიცი, რომ ყველაზე რთული მდგომარეობა ჩოხატაურის ქუჩაზეა. პირადადაც ვიყავი ასული. ამოსაჭრელია ერთი მონაკვეთი და მიმდინარეობს მოლაპარაკება გარემოს დაცვის სააგენტოსთან, რომ მათი ზედამხედველობით, მდინარე ბახვის წყლიდან ამოვიღოთ ინერტული მასალა და დროულად მოვაწესრიგოთ ჩოხატაურის ქუჩა, _ გვითხრა ირაკლი კუჭავამ.

რამ განაპირობა დამსვენებლების სიმცირე კურორტზე, რომლის განვითარების ანონსით ხელისუფლებას მთავრობის სხდომებზე თავი მოაქვს, მერი ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებს:

_ ვფიქრობ, რომ მთავარი მიზეზი ამინდებია _ პრაქტიკულად, მთელი ივლისი წვიმები იყო და ბახმაროში ძალიან ციოდა. ასევე, ერთ-ერთ მიზეზად ბინების სიძვირე შეიძლება დავასახელოთ. გეთანხმებით იმაშიც, რომ ბახმაროს ცნობადობის გაზრდამ, ამ წუთში, გადააჭარბა კურორტის ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებს, თუმცა, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ პრობლემები მოკლე ვადაში აღმოიფხვრას, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლი კუჭავამ.




 ახალი ამბები
  • კუთვნილი სტატუსის მოთხოვნა შესაბამისი ანაზღაურებით თუ კოლეგების დისკრედიტაციის მცდელობამაია ჩხაიძე, რომელიც ლანჩხუთში ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმს ხელმძღვანელობს, სხვა კოლეგებთან ერთად, მუნიციპალიტეტის სამუზეუმო სფეროში შექმნილი პარადოქსული ვითარებიდან გამომდინარე, პრესკონფერენციის გამართვას აანონსებს:  "ვფიქრობ, საკითხის უფრო მეტად კონკრეტიკისა და გამჭვირვალეობისთვის სხვა მუზეუმებთან ერთად საჭირო გახდება პრესკონფერენციის ჩატარება, რათა ერთხელ და სამუდამოდ თავი დავაღწიოთ მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებისგან წარმოებულ დევნა-შევიწროებას". საქმე ისაა, რომ, დაახლოებით, ორი თვის წინ, ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ერთობლივი წერილით მიმართეს, სადაც  ითხოვდნენ "კუთვნილ სტატუსს შესაბამისი ანაზღაურებით": "მოვითხოვთ: მხარეთმცოდნეობის და ეგნატე ნინოშვილის მუზეუმები დარჩნენ, როგორც ძირითადი მუზეუმები და მოგვემატოს ხელფასი, როგორც სხვა მუნიციპალიტეტებშია. თ. ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმი არის ბიბლიოთეკა და შეუერთდეს ცენტრალურ ბიბლიოთეკას; ვ. წულაძის სახელობის თეატრის მუზეუმი შეუერთდეს თეატრს განყოფილების სახით, ხოლო სპორტის მუზეუმი _ სპორტულ განყოფილებას; საკასო აპარატი და ბილეთები მხოლოდ ჩვენთან  და ნინოშვილის მუზეუმში მოქმედებს და რატომ უნდა ვიყოთ მათთან გათანაბრებულები, მით უმეტეს, რომ სადაც უნდა იკითხოთ, მხარეთმცოდნეობის მუზეუმები ყველგან პრიორიტეტულია? გთხოვთ, აღნიშნული საკითხი, ასევე, განიხილოს შესაბამისმა კომისიებმა და სამუშაო ჯგუფებმა. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს მოთხოვნებს გულისხმიერად მოეკიდებით და მოგვანიჭებთ კუთვნილ სტატუსს შესაბამისი ანაზღაურებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებულები ვიქნებით, მივმართოთ სხვა ზომებს", _ ვკითხულობთ აღნიშნულ წერილში. როგორც გაირკვა, ეს წერილი საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე უკვე იყო მსჯელობის საგანი. მუზეუმის თანამშრომლების მოთხოვნას ხელფასების მატებასთან დაკავშირებით, რომელიც არახალია,  არადამაკმაყოფილებელი პასუხი  გაეცა ფინანსური უზრუნველყოფის არარსებობის მოტივით. რაც შეეხება წერილში გაჟღერებულ სხვა მოთხოვნებს, კომისიის განმარტებით,  საკითხზე მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება იმ შემთხვევაში  გახდება შესაძლებელი, თუ  მუზეუმის მხრიდან წარმოდგენილი იქნება  მკაფიოდ ჩამოყალიბებული განვითარების სტრატეგიული გეგმა. პრესკონფერენციის გამართვამდე კი, ზემოთ ნახსენები წერილის გამო, საკუთარ პოზიციას თეატრისა და კინოს მუზეუმის ხელმძღვანელი მაია ჩხაიძე საჯაროდ აფიქსირებს  და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექტივს დისკრედიტაციის მცდელობაში დებს ბრალს. "სულ ახლახან, საკრებულოს განათლების, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიამ განიხილა მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომელთა განცხადება, რომელიც არ ეტეოდა არც ერთ სამართლებრივ ჩარჩოში და აშკარად შეიცავდა ახალშექმნილი მუზეუმების დისკრედიტაციის მცდელობას. საბედნიეროდ და სრულიად სამართლიანადაც, პოზიციამ და ოპოზიციამ (სრული ალოგიკურობის გამო) მათი მოთხოვნა ერთხმად უარყო. აღნიშნულ სხდომაზე, მათი უსამართლო პოზიციის გამო, სხვა მუზეუმების ინტერესების დაცვის მიზნით, მძაფრი დაპირისპირება მომიწია მუზეუმის თანამშრომლებთან. ისინი, აღნიშნულ განცხადებაში ავითარებდნენ შემდეგ მოსაზრებას, რომ მაგალითად, თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმი სინამდვილეში ბიბლიოთეკა იყო და ბიბლიოთეკას უნდა დაქვემდებარებოდა; ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმი ლანჩხუთის სახალხო თეატრის კუთვნილება გამხდარიყო. მაშინ, როცა თეატრი თავად ექვემდებარება ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას. სპორტის მუზეუმი უნდა მიეერთებინა სპორტის განყოფილებას და ა. შ. მხარეთმცოდნეობის მუზეუმს კი  ყოველივე ამის შემდეგ უნდა მიეღო "მთავარი" მუზეუმის სტატუსი და შესაბამისად, გაზრდოდა ხელფასებიც. მართლაცდა, "ქათმის ჰორიზონტის" მსგავსია. ანდა, სრულიად დესპოტი უნდა იყოს ადამიანი, რომ დღეს, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე, იფიქრო მხოლოდ საკუთარი შრომის ანაზღაურებაზე და არ გაითვალისწინო კოლეგების ყოფითი პრობლემებიც, რომლებსაც, ფაქტობრივად, კოლეგებად არც კი თვლიან. და მაინც, თავის დროზე (10 წლის წინ) რა რეალურმა ფაქტორმა განაპირობა ჩვენს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ტიპის მუზეუმების დაარსება, რასაც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დღემდე ვერ ეგუება და რაც ამ წერილის მთავარ საკვანძო საკითხს წარმოადგენს? კანონი მუზეუმების შესახებ განმარტავს, რომ მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდი სრულად უნდა იყოს დაკომპლექტებული მხარის ბუნების, ისტორიის, კულტურის, ეკონომიკის უნიკალური ექსპონატებით. გამომდინარე იქედან, რომ მუზეუმი სრულფასოვნად ვერ პასუხობდა კანონით გათვალისწინებულ გამოწვევებს, წარმოიშვა აუცილებლობა სხვადასხვა ტიპის მუზეუმების დაფუძნებისა. მაგალითად, აი, რას წერს საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი დავით ასკურავა თავის წიგნში "ვალოდია წულაძე _ შტრიხები პორტრეტისათვის": "ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ბატონი ვალოდიას ცხოვრებისა და შემოქმედებითი საქმიანობის ამსახველი ფოტო და წერილობითი მასალა ერთობ მწირია" და არა მარტო ვალოდიასი... სწორედ ამან დაუდო საფუძველი  ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმის დაარსებას, რომელიც ხელოვნების ტიპს განეკუთვნება და რომელიც, ინტენსიურად და ნაყოფიერად ეწევა სამეცნიერო-კვლევით და კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას. პროგრესულ და წარმატებულ საქმიანობას ეწევიან ლანჩხუთში არსებული სხვა ტიპის მუზეუმებიც. ერთადერთი, რითაც მხარეთმცოდნეობის მუზეუმის უპირატესობა ვლინდება, არის მუზეუმის დიდი შენობა, რითაც ხშირად მანიპულირებენ. აქვე აღვნიშნავ, რომ შენობის კეთილმოწყობაში ლომის წილი მიუძღვის, პატივსაცემ პიროვნებას, აწ განსვენებულ მიხეილ გვარჯალაძეს, რომლის მიმართაც საშინელ უმადურობას იჩენენ. საერთოდ, ჩემი აზრით, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას კომპეტენტური პირებისგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც სწორად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში არსებული მუზეუმების (მათ შორის, მხარეთმცოდნეობის) ტიპებს", _ ამბობს მაია ... ...
  • თალაკვაძე: არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა რომელიმე საარჩევნო მოდელი ქართული ოცნების ოფისში ბრიფინგი გაიმართა. როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, არჩვენები 2020 წელს გაიმართება და კანონპროექტის ჩაგდება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს. „სამწუხაროა, რომ ინიციატივამ საჭირო ხმები ვერ მიიღო, თუმცა, ეს არ ნიშნავს ქვეყნის დასასრულს. 2020 წლის არჩევნები ნებისმერ შემთხვევაში დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება. არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა რომელიმე საარჩევნო მოდელი. შევახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ ქართველ ხალხთან ერთად არა თუ დღეს არსებულ დემოკრატიულ გარემოში, არამედ 2012 წლამდე რეპრესიულ გარემოში შეძლო გამარჯვება და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს როცა ამ საკითხზე ვმსჯელობთ. ჩვენს მოქალაქეებს და ქვეყანას სჭირდება მშვიდობიანი, სტაბილური გარემო და სახელმწიფო მზად არის გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. მოვუწოდებ ოპონენტებს, პოლიტიკოსებს აჟიოტაჟის შემქნის ნაცვლად მოემზადონ 2020 წლის საარჩევნო პროცესისთვის“,_ განაცხადა ... ...
  • "გადაგვაგდე? გადაგაგდებთ" _ საპროტესტო აქცია შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე  "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აქციას მართავენ. ისინი, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების მოთხოვნებს უერთდებიან. აქციის მონაწილეები ტრანსფარანტებით და საყვირებით გამოხატავენ პროტესტს. ამბობენ, რომ აქციები პერმანენტულად გაიმართება და მანამ არ შეწყდება, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. წყარო: ... ...
  • „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი დაინიშნა„ქართული ოცნების“ ოფისში 15:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება. მედიის წინაშე განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გააკეთებს. თემა უცნობია. არჩილ თალაკვაძის ბრიფინგს წინ უძღოდა ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან შეხვედრა. დიპლომატი ასევე შეხვდა მმართველი პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს.  „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრები გრძელდება. პარტიის ცენტრალურ ოფისში იმყოფება ბიძინა ივანიშვილი.   დღეს საპარლამენტო უმრავლესობა ზვიად ძიძიგურმაც დატოვა. მასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობიდან „კონსერვატორთა“ ფრაქციის კიდევ ორი წევრი - ნინო გოგუაძე და გიგა ბუკია წავიდნენ. რაც შეეხება ფრაქციის დანარჩენ წევრებს - მუხრან ვახტანგაძეს, რუსლან გაჯიევსა და პაატა კვიჟინაძეს, მათი პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია. მმართველი გუნდი გიორგი ბეგაძემაც დატოვა. ის მე-9 დეპუტატია, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობიდან 14 ნოემბერს წავიდა.  14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ... ...
  • საქართველოს ბანკი SWIFT gpi გლობალური გადახდების ინოვაციურ სისტემაში ჩაერთო (R)15 ნოემბერი, 2019- საქართველოს ბანკი ინოვაციური  სერვისებისა და პროდუქტების დანერგვას განაგრძობს. საქართველოს ბანკი პირველი კორპორატიული ბანკია საქართველოში,  ვინც  SWIFT gpi გლობალური გადახდების სისტემაში სრულად ჩაერთო.  SWIFT gpi არის ახალი სტანდარტი საერთაშორისო სავალუტო  ტრანზაქციებში, რომელიც პროცესს ხდის უფრო სწრაფს და გამჭვირვალეს. ინოვაციური სისტემა იძლევა ტრანზაქციების მარშუტის ონლაინ რეჟიმში შემოწმების, ტრანზაქციების საკომისიოების გამჭვირვალობისა და ეფექტური ანგარიშსწორების შესაძლებლობას. SWIFT–მა შექმნა ერთიანი გლობალური პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ბანკებს ეძლევათ შესაძლებლობა უფრო ეფექტურად, დროის მოკლე მონაკვეთში მოახდინონ ტრანზაქციების განხორციელება და განაახლონ ტრანზაქციის მიმდინარე სტატუსები, ასევე ნახონ მონაწილე ბანკების მიერ ტრანზაქციასთან დაკავშირებული საკომისიოები.  SWIFT gpi პროდუქტის დანერგვამდე,  საერთაშორისო სავალუტო გადარიცხვებში მონაწილე ბანკებისთვის  ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მაშინ, როდესაც აღნიშნული ტრანზაქცია ხვდებოდა მათ სისტემაში. შესაბამისად, პროცესი არ იყო ისეთი გამჭვირვალე, როგორც ახლა. ინოვაციური სისტემის დანერგვამდე ბანკებს არ გააჩნდათ მიმდინარე სტატუსი და სრული სურათი ტრანზაქციებზე არსებულ ჯაჭვში.  SWIFT gpi-ის სერვისით უკვე 3500-ზე მეტი ბანკი სარგებლობს და დღითიდღე იზრდება მონაწილე ბანკების რაოდენობა, რადგან აღნიშნული პროდუქტი დიჯიტალიზაციის მიმართულებით  არის  მნიშვნელოვნად  წინ გადადგმული ნაბიჯი. ხოლო საქართველოს ბანკი კი პირველი კორპორატიული ბანკია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც  Swift GPI მომსახურების სრულუფლებიანი წევრი ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?