"მრავალშვილიან დედებს სარი უნდა გათხა...ოთ" _ რა მოხდა სოციალური მომსახურების სააგენტოში (ვიდეო)

მთავარი თემა

"მრავალშვილიან დედებს სარი უნდა გათხა...ოთ" _ რა მოხდა სოციალური მომსახურების სააგენტოში (ვიდეო)

2018 ოქტ 25 14:21:19

სოფო ნინუა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხეში ცხოვრობს. ახალგაზრდა ქალი ხუთ არასრულწლოვან შვილს მარტო ზრდის. ოჯახს მეოთხე თვეა სოციალური დახმარება შეჩერებული აქვს და როგორც სოფო ამბობს, შიმშილით სიკვდილს ახლობლების დახმარებით გადაურჩნენ:

_ სოციალური დახმარება მას შემდეგ გამიჩერეს, რაც ჩემი მეუღლე დააპატიმრეს. 4 თვეა 125 ლარს ვიღებთ მხოლოდ, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, როგორც მრავალშვილიან დედას, ისე მიხდის. სხვა შემოსავალი ჩვენ არ გაქვს და ეს თვეები, ბავშვები პრაქტიკულად მშივრები მყავს, _ გვიყვება სოფო.

ის რომ სოფოს შვილებს შიათ საზოგადოებისთვის უცხო არ არის. მისი უფროსი, 8 წლის ვაჟის მონათხრობს ოჯახის გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მის შესახებ ვიდეორეპორტაჟი სპეციალურ ქსელში საქველმოქმედო ორგანიზაციამ „სიკეთის ქალაქი“ გამოაქვეყნა.

ამ ვიდეოში, რომელსაც ჩვენ არასრულწლოვნის იდენტიფიცირების გამო არ ვაქვეყნებთ, პატარა ბიჭი ყვება, როგორ ენატრება მას და მის ძმებს საჭმელი, ტანსაცმელი.

ის იმდენად მძიმე მოსასმენი იყო, რომ „გურია ნიუსმა“ დახმარებისთვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა და რეაგირებაც იყო _ თვითმმართველობის ორგანომ ამ ოჯახისთვის 2000 ლარი უკვე გამოყო.

ოჯახს ჩოხატაურის ბაღების გაერთიანებაც დაეხმარა, რომლის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სხვადასხვა სურსათ-სანოვაგესთან ერთად მათ რამდენიმე დღის საყოფი შეშაც მიუტანეს.

ის, რომ ოჯახი უკიდურეს გაჭირვებას განიცდის ადგილზე მისულები იოლად გაარკვევთ.

მათ არც ავეჯი აქვთ, არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა და არც სხვა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები.

ერთადერთი ტელევიზორი სოფომ ნინუამ ლომბარდში დატოვა:

_ ჩოხატაურში არიან ადამიანები, რომლებიც ნივთებს იბარებენ. ე.წ. ლომბარდია, თუმცა, იგი ოფიციალურად არ არის რეგისტრირებული.

საკმაოდ დიდი პროცენტები აქვთ, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა და ერთადერთი ტელევიზორი 150 ლარად ჩავაბარე, რომ ბავშვებისთვის პური მეყიდა. 150 ლარზე, ერთ დღეში 1 ლარი და 50 თეთრი უნდა გადავიხადო, _ აღნიშნავს ჩვენი რესპოდენტი.

მისივე მონათხრობით ირკვევა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო პატარების ბედით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოს შემდეგ დაინტერესდა. თუმცა, როგორც გაირკვა,  ინტერესი ამ დაწესებულებაში სხვაგვარად ესმით.

გუშინ, სოციალური მომსახურების ჩოხატაურის განყოფილებაში დაბარებულ სოფო ნინუას ბევრი შეურაცხყოფის ატანა მოუწია.

როგორც თავად მოგვიყვა, მას მრავალშვილიანობის გამო დასცინეს და ბავშვების ჩამორთმევითაც დაემუქრნენ.

ჩვენი რესპოდენტის მონაყოლი იმდენად მძიმე და დაუჯერებელი იყო, რომ ვთხოვეთ, სააგენტოში გამოგვყოლოდა, რაზეც დაგვთანხმდა.

იქ მისულებს კი სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა მისი მონათხრობი პრაქტიკულად დაადასტურეს:

_ ხუთ ვაჟკაცს ვუზრდი ქვეყანას და იმის გამო, რომ ჩემმა შვილმა გაჭირვებაზე ილაპარაკა სასაცილოდ ამიგდეთ. თქვით, რომ მრავალშვილიან დედებს სარი უნდა გათხა...ოთ; რომ მათ არც ყანის დათესვა იციან და არც ლობიოს მოყვანა. სასაცილოდ ამიგდეთ. ჩემი შვილის ვიდეო ჩართეთ და იცინოდით, _ გუშინდელი საუბარი ჩვენი თანდასწრებით შეახსენა ნინუამ სააგენტოს თანამშრომლებს.

_ რაზე ვიცინოდით თქვენთან არ შევათანხმებთ. არც უშუალოდ თქვენთვის გვითქვამს. სხვა ბენეფიციარებიც იყო აქ, შემოდგომაა და ვსაუბრობდით, _ განმარტება გააკეთა სოციალური მომსახურების სააგენტოს  თანამშრომელმა ნათია თავბერიძემ.

სააგენტოს ჩოხატაურის განყოფილების უფროსი ზურაბ კალანდაძე უფრო შორს წავიდა და აღნიშნა, რომ ნინუა შეურაცხადია.

_ მისი გჯერათ და ჩვენი არა, _ არ ცხრებოდა სააგენტოს თანამშრომელი ნათია თავბერიძე, რომელმაც რამდენჯერმე დაადასტურა, რომ მრავალშვილიანი დედების შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოში არაკორექტული და შეურაცხმყოფელი საუბრები იყო.

აღსანიშნავია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს აგენტმა, ნესტან თოლორდავამ ვერ გვიპასუხა კითხვაზე თუ რატომ არ დაინტერესდა 4 თვის განმავლობაში არასრულწლოვნების ბედით.

სააგენტოში მისულმა სოფო ნინუამ აღნიშნა, რომ თოლორდავა მათი ოჯახის მდგომარეობით მაშინ დაინტერესდა, როცა მეოთხე შვილი შეეძინა:

_ არ მოვსულვარ და არ დამიწყია აქ მათხოვრობა. ერთხელ დავრეკე და ვიკითხე, დახმარება რომ შემიჩერეს რა უნდა მექნება ბავშვებისთვის, მაგრამ პასუხიც არ გამცეს. არავისთვის არაფერი დამივალდებულებია. თავად დამირეკეს გუშინ და მოვედი. ვიფიქრე, რომ დახმარება სურდათ. თუმცა, დახმარების მაგიერ შეურაცხყოფა მივიღე.

არ მინდა ბევრი რამ ვთქვა და მაიძულებენ. ამ დრომდე ხმა არ ამომიღია და არც ის მითქვამს როგორ მთხოვა ქალბატონმა ნესტანმა, თუ ვინმე დაინტერესდებოდა, მეთქვა, რომ ოჯახში დადიოდა. არადა, სულ სამჯერ იყო მოსული, _ აღნიშნა ნინუამ, რაზეც თოლორდავამ თავდაპირველად თქვა, რომ მას არ აქვს ვალდებულება ყოველთვის იაროს, თუმცა, მოგვიანებით აღნიშნა, რომ სანამ ბავშვი ერთი წლის გახდება, თვეში ერთხელ გადამოწმების ვალდებულება აქვს.

 

 

 

 

 




 ახალი ამბები
  • „ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ _ ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისიახვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია. ტრადიციულ დოღს,  რომელიც მეორე წელია,  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით გაიმართება, წელს ბევრი სიახლე ახლავს _ „ბახმაროს თასი 2019“ ღონისძიებისათვის კომპანია „წყალი მარგებელმა“ ახალი სპონსორები მოიძია, რის გამოც საპრიზო ფონდი გაზრდილია. _ წინა წელს დავიწყეთ ეს ღონისძიება ამ მასშტაბით და მაშინ დავპირდით  პირველ რიგში გურულებს და მთელ საქართველოს, რომ ბევრად დიდი მასშტაბი იქნებოდა წელს, რაც ვფიქრობ, რომ შევძელით.  ჩვენი გეგმა, რომ 10 წლის მანძილზე ბახმარო გავხადოთ არამარტო გურიის, არამედ მთელი საქართველოს სავიზიტო ბარათი.  დღეს ვნახე და ძალიან გამიხარდა, რომ დოღში მონაწილეთა რაოდენობა გაზრდილია _ მონაწილეები დაგვემატნენ ბათუმიდან, პანკისიდან,  რაც მისასალმებელია. ასევე, სასიხარული და მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა ბიზნესის ჩართულობაც _  “საქართველოს ბანკის“ შემდეგ, დაგვემატა „გალფი“, „გლოვო“, „კროკო ბეთი“. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ნაწილი და მთავარი ნაწილი შეიძლება ითქვას . ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ სახე ქვეყნის და ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის, _ ამბობს კომპანია “წყალი მარგებლის“ დამფუძნებელი მიხო სვიმონიშვილი. სვიმონიშვილი იმედოვნებს, რომ წელს, ბახმაროს დოღს შარშანდელზე მეტი ადამიანი დაესწრება: _  წინა წელს 27 000 ათასი ადამიანი დაესწრო დოღს და ამდენი გაღიმებული ადამიანის ერთად ნახვა ბედნიერებაა. იმედი მაქვს, წელს, ეს რიცხვი მეტი იქნება, _ აღნიშნა სვიმონიშვილმა. კომპანია „გალფის“ ვიცე პრეზიდენტის ნინო ჯიბლაძის თქმით, „გალფისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და ეკოლოგიურად პასუხისმგებელობიანი აქტივობების მხარდაჭერა“: _  წელს პირველად დავუჭირეთ მხარი ბახმაროს დოღს და მოხარულები ვართ, რომ გარდა საპრიზო ფონდში თანამონაწილეობისა, საჩუქრებს და პრიზებს დავაწესებთ ოთხივე გარბენის გამარჯვებულისათვის, _ თქვა ნინო ჯიბლაძემ. ერთი სიტყვით, „ნაბეღლავი“, წყაროს წყალი „ბახმარო“, მათი გენერალური მხარდამჭერი „საქართველოს ბანკი“ და ღონისძიების სპონსორები _ „გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი ხვალ, 19 აგვისტოს, ბახმაროში კარგ სანახაობას გპირდებიან. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე გამართული დოღი ასეთი იქნება: ,,ბახმაროს თასი“ – 4 800 მეტრი; „ნაბეღლავის თასი“ – 2 400 მეტრი; „გმირების თასი“ – 1200 მეტრი; „გურიის თასი“ – 1200 მეტრი; ,,ბახმაროს თასი“მარულა გარბენის მანძილი: 4 800 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.საპრიზო ფონდი: 4 800 ლარი I ადგილი 2 500 ლარი; II ადგილი 1500 ლარი; III ადგილი 800 ლარი; „ნაბეღლავის თასი“გარბენის მანძილი: 2 400 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1800 ლარი I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გმირების თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გურიის თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი; I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ... ...
  • გადაიწევს თუ არა აბიტურიენტთა ჩარიცხვების ვადების გამოცხადებააბიტურიენტები სახელმწიფოს მიერ 2019 წელს სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას ელოდებიან, რომელიც, ჯერჯერობით, არ ჩანს. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში edu.aris.ge-ს განუმარტეს, რომ დოკუმენტს ახლო მომავალში გამოაქვეყნებენ და ვადებში ეტევიან. თუმცა, ფაქტია, რომ  აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების შესატანად ცოტა დრო რჩებათ. საგულისხმოა, ისიც რომ გასულ წლებში უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი აგვისტოს დასაწყისში უკვე გამოქვეყნებული იყო, მაგალითად: 2016 წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების სია გამოქვეყნდა 28 ივლისს, 2017 წელს – 2 აგვისტოს, 2018 წელს – 6 აგვისტოს. უკავშირდება თუ არა სიის გამოქვეყნების დაგვიანება სამინისტროს მიერ უფასო ფაკულტეტების დაფინანსების წესში შესატან ცვლილებებს, ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ სამინისტრო პირველ ეტაპზე, 2019 წლისთვის უფასო ფაკულტეტების დაფინანსების მოდელში ცვლილებების შეტანას აპირებდა, მოგვიანებით კი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მის საერთოდ გაუქმებაზე ალაპარაკდა, რაც შემდეგ 2020 წლისთვის გადადო. ცნობისთვის! – აბიტურიენტებს უფასო ფაკულტეტების არჩევის ვადა, აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან შემდეგი დღის 18:00 საათამდე აქვთ. “ნაეკის” ინფორმაციით, აპელაციის შედეგების გამოქვეყნება, სავარუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს დასრულდება. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ფაკულტეტების სია, ამ პერიოდისთვის გამოქვეყნებული ... ...
  • საქართველოს საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავსმივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს შვიდი მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში. „შეშფოთებას გამოვთქვამთ საოკუპაციო ძალების მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან შვიდი ადგილობრივი მცხოვრების გატაცების გამო. იმ პირობებში, როცა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად დაძაბულია მდგომარეობა სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას. საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი. ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი; საქმის კურსში არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „ჩვენ დაუყოვნებლივ გავააქტიურეთ ცხელი ხაზი; უკვე დავუკავშირდით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს; პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზზე და პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა არის ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ერთადერთი გზა. მივმართავთ ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ... ...
  • რუსმა სამხედროებმა სოფელ არცევთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავესრუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. საქართველოს მოქალაქეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. სუს-ის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება და ე.წ. სასამართლო პროცესს ელოდება. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მათ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში სდებენ ბრალს. ე.წ. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ ჩაინიშნება. სუს-ის ინფორმაციით, ცხელი ხაზის რამდენჯერმე გააქტიურების შემდეგ, გვიან ღამით შედგა დე-ფაქტოცხინვალის წარმომადგენლობასთან კომუნიკაცია, რომლებმაც დაადასტურეს საქართველოს შვიდი მოქალაქის ... ...
  • დამტვრეული ინვეტარი, მიტოვებული, არგახსნილი მუზეუმი და ბალახებში ჩაფლული პარკი შემოქმედშიეს ფოტოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედის ერთ-ერთ პარკსა და 2 წლის წინ აშენებულ, ჯერ არგახსნილ, ვარლამ სიმონიშვილის ეთნოგრაფიულ მუზეუმში არის გადაღებული. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ახალგარემონტებულ პარკში, ახალაშენებულ საპირპარეშოში საშინელი მდგომარეობა. დამტვრეული ინვეტარი. სოფელ შემოქმედში ახალი პარკი და ეთნოგრაფიული მუზეუმი 2015-2017 წლებში ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...