“მთავარია, გვწამდეს!“ _ მართლმადიდებელი მასწავლებლის და მუსლიმი მოსწავლის გულწრფელი ცრემლები

მთავარი თემა

“მთავარია, გვწამდეს!“ _ მართლმადიდებელი მასწავლებლის და მუსლიმი მოსწავლის გულწრფელი ცრემლები

16 იან. 2021, 17:55:40

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მუსლიმი და მართლმადიდებელი მრევლს შორის შერიგებით დასრულდა.

15 იანვარს, ბუკნარის მოვლენების არა ერთი კადრი გავრცელდა, მათ შორის იყო პედაგოგის და ყოფილი მოსწავლის ფოტოები.

მასწავლებელი ბუკნარის საჯარო სკოლის პედაგოგი მარიკა ხელაძეა, ყოფილი მოსწავლე _ თემურ ირემაძე. მარიკა მართლმადიდებელია, თემური _ მუსლიმი. მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთობა დღემდე გრძელდება.

მარიკა ხელაძე: „1988 წლიდან ვასწავლი სოფელ ბუკნარში. სოფელში არის სიმშვიდე და სხვა ვითარება არც უნდა იყოს აქ. მუსლიმ და მართლმადიდებელ მრევლს შორის ერთი დაპირისპირებაც არ ყოფილა ამ ხნის მანძილზე. არ მომწონს ფრაზა „შერიგება“ _ ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვცხოვრობთ, ერთმანეთს ყველაზე კარგად ვიცნობთ, ერთმანეთის სიხარული გვახარებს და მწუხრს ვიზიარებთ.

მე თავიდან მივმართე ჩემს მოსწავლეებს, რომ არ პროვოკაციებს არ ავყოლოდით. მაგრამ, იმდენად კარგად შეფუთული იყო ეს პროვოკაცია, ვერ ავცდით განვითარებულ მოვლენებს.

მე გაზრდილი ვარ იმ უბანში, სადაც მუსლიმები ცხოვრობენ. ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩადრიანი ქალების მუხლებზე გამიტარებია დიდი დრო. ლექსებს ვამბობდი და ეს ძალიან მოსწონდა ყველას. ამ ურთიერთობას ვერავინ გაანადგურებს, რადგან ერთმანეთის მიმართ  გვაქვს სიყვარული და პატივისცემა.

თემურ ირემაძე იყო ჩემი მოსწავლე. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს. თემური, როდესაც სტუდენტი იყო, არდადეგების დროს, სოფელში დაბრუნებისას, ავტობუსს გააჩერებდა და პირველ რიგში, ჩემთან მოვიდოდა. მოვიკითხავდით ერთმანეთს და შემდეგ ფეხით მიდიოდა სახლში. ერთად სწავლობდნენ და ახლაც სწავლობს მართლმადიდებელი და მუსლიმი აღმსარებლობის ბავშვები. მათ აქვთ არაჩვეულებრივი ურთიერთობა და ამ ურთიერთობას შეწყვეტა არ უწერია“.

თემურ ირემაძე: „გუშინ ყველამ ერთად დავინახეთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. მე ახლა ქალაქ ბათუმში ვიმყოფები, მაგრამ მაქვს კონტაქტი სოფელთან და ვიცი, რომ იქ მშვიდი ვითარებაა. რაღაც ბზარი კი გაჩნდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი მოგვარდება. პირველ რიგში, ერთმანეთის პატივისცემამ გაიმარჯვა, გაიმარჯვა იმ დამოკიდებულებამ, რომელიც გვქონდა ამ წლების განმავლობაში და გაიმარჯვა ღმრთის სიყვარულმა. მთავარია, გვწამდეს, ვილოცოთ და ვიკითხოთ იქ, სადაც ჩვენი სალოცავია“.

“გურია ნიუსმა“ თემურ ირემაძეს ჰკითხა, რომ გაეხსენებინა ისეთი ამბავი, რომელიც მართლმადიდებელი და მუსლიმი მრევლის მეგობრობას ასახავდა:

“როდესაც, სოფელ ბუკნარის ცენტრში ეკლესია შენდებოდა, ჩემი ოჯახიდან მამაჩემმა თბილისიდან რამდენჯერ ჩამოიტანა სამშენებლო მასალა ამ ეკლესიისთვის. იმიტომ, რომ ჩვენს მეგობრებს სალოცავი ჰქონოდათ. ამით ის მინდა ვთქვა, რომ სოფელში ყველას კარგი და თბილი ურთიერთობა გვაქვს. ყოველთვის მეგობრულად ცხოვრობდა მუსლიმი და მართლმადიდებელი მრევლი. არ ყოფილა არანაირი დაპირისპირება და კონფლიქტი“, _ გვითხრა თემურ ირემაძემ.

მან სკოლაში სწავლის პერიოდზეც ისაუბრა:

“33 ბავშვი ვიყავით ერთ კლასში და დღემდე გვაქვს საოცარი, სამაგალითო, მეგობრული ურთიერთობა. მუსლიმ და მართმადიდებელ ბავშვებს საოცარი დამოკიდებულება გვქონდა. ეს დამოკიდებულება, ეს მოგონებები, ბავშვობის წლები როგორ დამავიწყდება?! მასწავლებლებთან მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა და დღესაც გვაქვს“.

იამზე ვაჩეიშვილის ფოტოები




 ახალი ამბები
  • ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება - რა ხდება პარლამენტთანპოლიტიკური დიალოგის განახლების მიუხედავად, ოპოზიცია პიკეტირებასა და აქციებს მაინც აპირებს. საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე პიკეტირებისას, მას შემდეგ, რაც ერთერთმა აქტივისტმა გზის გადაკეტვა სცადა, ის სამართალდამცველებმა დააკავეს. "ხელი გამიშვით, თქვენ პოლიცია არ უნდა გერქვათ, თქვენ ხართ ოდეპე, ივანიშვილის რეჟიმი კი მაინც დაემხობა", - დაიყვირა აქტივისტმა, ენმ-ის წევრმა ცესიკ გაზდელიანმა, სანამ მანქანაში ჩასვამდნენ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს, რასაც წინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, პროტესტი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ძირითადი მოთხოვნები არ ... ...
  • შარლ მიშელი 2 კვირიან ვადას ასახელებს შარლ მიშელი 2 კვირიან ვადას ასახელებს, როდესაც ბრიუსელში ასოცირების საბჭოზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ანგარიშს ჩაიბარებს, თუ რა შედეგი მოჰყვება ოპოზიციისა და  ხელისუფლების დიალოგს. "ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი. პოლიტიკური პარტიებსა და მთავრობას შორის უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები და ყველა მონაწილემ უნდა იზრუნოს დიალოგის გაძლიერებაზე. ჩვენ განვაგრძობთ მხარდაჭერას ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტისთვის, რომ ეს დიალოგი დარჩეს ძალაში. მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა", _ ამბობს შარლ ... ...
  • ვადა დაახლოებით 2 კვირა დაინიშნა - ხაზარაძე "მთავარია, პროცესი დაიძრა და ამ პროცესს კონკრეტული ვადები ახლავს. ვადა დაახლოებით 2 კვირა დაინიშნა. 2 კვირაში არის შეხვედრა ბრიუსელში და იმ დღისთვის, ჩვენ უნდა მოვახერხოთ რომ ეს შეთანხმებები ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გადაწყდეს. საუბარი ყველა საკითხზე იყო, გაიცვალა აზრები დ შევთანხმდით რომ წარსულზე არ უნდა იყოს საუბარი. პროცესი სხვა კატეგორიაში გადავიდა და იმედი მაქვს, რომ თუ ხელისუფლება იქნება გონივრული და მოქნილი, გამოსავალს ვნახავთ,"- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შეხვედრის დასრულების შემდეგ „ლელოს" ლიდერმა მამუკა ... ...
  • გავცვალეთ პოზიციები - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა დასრულდახელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე დასრულდა. მხარეებს შორის დიალოგი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევაზე ჯერ საუბარი ნაადრევია. „გავცვალეთ პოზიციები და ვუთხარით მთავრობის ხელმძღვანელს, რომ არსებულ ვითარებაში გამოსავალია ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება“,_ განაცხადა ... ...
  • "ვიბრძოლოთ მამა-პაპების დანატოვარი მიწისთვის"- ჩოხატაურში აქცია იგეგმებახვალ, ჩოხატაურში მერიის შენობასთან სუფსის ხეობის გადასარჩენად საპროტესტო აქციის ჩატარებაა დაგეგმილი. ინფორმაციას ამის შესახებ გოგი ტრაპაიძე სურების საინციატივო ჯგუფის სახელით ავრცელებს. „ყველას ვისაც გული გიძგერთ და სიყვარული ,სითბო გაგაჩნიათ სუფსის ულამაზესი ხეობის მიმართ, მოგიწოდებთ შევიკრიბოთ 2021 წლის 2 მარტს 11 სთ 30წთ-ზე ჩოხატაურში მერიის შენობასთან მშვიდობიან გამაფრთხილებელ აქციაზე. საქმე ეხება ზემოსურებში ათეულობით ჰექტარი მიწის ნაკვეთის “სუფსა-ენერჯი ჯორჯიაზე”გადაცემას 49-წლით ჰესების მშენებლობისთვის.   მოგიწოდებთ ყველა სურებელს და სურებიდან წასულს, ყველას ვისაც შეხება აქვს სურების ხეობასთან დავდგეთ ერთად, ვიბრძოლოთ ჩვენი მამა-პაპების დანატოვარი მიწისთვის. ხეობაში არ უნდა განმეორდეს “ნამახვანი -2”. ვითარება საგანგაშოა,საქმე სასწორზე დევს. უნდა ვიბრძოლოთ თორემ მერე გვიან იქნება. გელოდებით ყველას სუფსის ხეობა საფრთხეშია!“_ წერია ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...