"მთავრობა მიდის, მოდის, მოსახლეობა კი 30 წელია უწყლოდაა!"

gurianews.com

მთავარი თემა

"მთავრობა მიდის, მოდის, მოსახლეობა კი 30 წელია უწყლოდაა!"

2018 მაი 15 10:39:38

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გასახორციელებელი პროექტების შესასრულებლად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ რამდენიმე სოფელში ტენდერი 2016 წლის 31 მაისს 123 600 ლარზე გამოაცხადა. ტენდერი კომპანია შპს "უნივერსალმა" 112 997, 98 ლარად მოიგო.

მხარეებს შორის დადებულ ხელშეკრულებაში, რომელიც 2016 წლის 20 ივნისს კომპანიას შპს "უნივერსალსა" მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდა, ჩამოთვლილია იმ პროექტების სია, რომელიც რამდენიმე სოფელში უნდა გახორციელებულიყო: წყალგაყვანილობის მოწესრიგება, წყლის ავზების, ბეტონის გზისა და მილხიდების მოწყობა, ხიდის შეკეთება.

ერთ-ერთი ამ პროექტებიდან სოფელ ძიმითში, ე. წ. "თირის" უბანში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება იყო. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, "თირის უბანში" წყლის გაყვანის ღირებულება 25 039,25 ლარს შეადგენდა.

აღნიშნულმა კომპანიამ წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის 20 ივნისს დაიწყო და 2016 წლის 30 სექტემბერს დაასრულა. მერიაში აღნიშნავენ, რომ ობიექტმა ექსპერტიზა გაიარა შპს "ბილდინგ პროექტკონსალტინგში":

"#133-6 ინსპექტირების საფუძველზე შპს "უნივერსალმა" შეასრულა, ხოლო მუნიციპალიტეტმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების საბოლოო შესრულება", _ აღნიშნულია მიღება-ჩაბარების აქტში, რომელსაც ხელს მუნიციპალიტეტის მაშინდელი გამგებლის ყოფილი მოადგილე ბადრი გობრონიძე აწერს.

ინსპექტირების აქტი #133 - 6: "სოფელ ძიმითში წყლის გაყვანა თირის უბანში, დასრულებული სამუშაოების შემოწმებისას და წარმოდგენილი 11, 30, 09, 2016 ექსპერტ შპს "ბილდინგ პროექტს კონსალტინგის" დასკვნის გათვალისწინებით, საბოლოოდ წარმოდგენილ ფორმა #2-ში მოცემულ სამუშაოები შეადგენს 24 559, 82 ლარს", _ აღნიშნულ დოკუმენტს ხელს აწერენ ინსპექტირების ჯგუფის წევრები: ინფრასტრუქტურის განყოფილების მაშინდელი უფროსი ირაკლი გაგუა და გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი სოფელ ძიმითში დავით ხინიკაძე.

ეს ყველაფერი ოფიციალურ დოკუმენტებში _ სულ სხვაა რეალობა, რომელიც სოფელ ძიმითის მოსახლეობას, ე. წ. "თირის უბანში" მცხოვრებლებს, უკვე წლებია, აწუხებთ _ მათ წყალი არასდროს ჰქონიათ.

აღნიშნული უბნის მოსახლეობა ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობს და განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ დაიწყეს წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები და დადგეს რეზერვუარი, წყალი არც ერთი დღით არ ჰქონიათ.

უწყლობის პრობლემას უჩივიან ე. წ. "ფაფასკურას" უბანშიც. აქ მცხოვრებლები _ ლია გაგუა, მთვარისა მახარაძე, ხათუნა მგელაძე, ნინო ხინთიბიძე, ნინო ხანთაძე და ანა ვადაჭკორია "გურია ნიუსთან" თავის გულისტკივილს ხმამაღლა ამბობენ:

"ყველა არჩევნებზე გვპირდებიან და გვატყუებენ. აქედან 3 კილომეტრზე დაგვაქვს სარეცხი მდინარეზე და იქ ვრეცხავთ. სველი სარეცხის ამოტანა მერე როგორია, ის ნახეთ! წყალი ისე გვჭირდება, როგორც სიცოცხლე.

წინა არჩევნების დროსაც მოვთხოვეთ ხელისუფლებას, თუმცა, პირობა პირობადაა დარჩენილი. მდინარიდან ამოგვაქვს წყალი ცისტერნით. ტრაქტორს ვქირაობთ, საწვავს ვასხამთ და ისე მოგვაქვს. ადრე წყლის მილები მოგვიტანეს და მერე წაიღეს ისევ, სხვა უბანს სჭირდება და ათხოვეთო. ამ უბანში 26 ოჯახი ცხოვრობს. ასეთ გაჭირვებაში ვართ, ჯერ რომ ასე ვიქნებით და მერე ზაფხულში რა გვეშველება? ვისაც ჭა აქვს, ისიც დამშრალია.

მერვე ბრიგადამ გაიყვანა წყალი, ჩვენი მილები წაიღეს და დაგვტოვეს. სასმელი წყალი რომ არ გექნება, სად ვცხოვრობთ გვითხარით. სხვა პრობლემებიც არსებობს _ არც გზაა, არც გარე განათება, ხიდი იშლება, სკოლაში რომ გავუშვებთ ბავშვებს, გვეშინია, არ ჩავარდნენ; აუთვისებელია საყანე ფართობები, ერთი კვადრატული მეტრიც კი არც დაიხვნება, ყანები არ გვექნება _ ძვირი ჯდება და არ გვაქვს საშუალება.

ამ არჩევნებზე როგორ მოგვადგებიან, საინტერესოა, მოვეგეთ ჭკუას _ არ წავალთ არჩევნებზე! _ ამბობენ ისინი.

როგორც "თირის უბნის" მცხოვრებლები ამბობენ, მათ უბანში წყლის შესაყვანად ათიათასობით ლარია გახარჯული. ამ უბნის მცხოვრები გიორგი სამსონია ამბობს რომ წყლისთვის ავზი დადგეს, მაგრამ წყალი მაინც არ არის.

ინგა ბელეშაძის თქმით, ეზოებში ზოგ მოსახლეს ჭა აქვს, რომელიც აგვისტო -სექტემბერში მთლიანად შრება:

"ჭა გვაქვს, რომელშიც წყალი აგვისტო-სექტემბერში საერთოდ არ არის. აქ, დაახლოებით, 30 ოჯახი ვართ ასე უწყლოდ. იყო პროექტი, მაგრამ ბოლომდე არ გააკეთეს. ავზიც დადგეს, მაგრამ არ დარჩა ისეთი სიმძლავრის, რომ წყალი წამოსულიყო. მოკლედ, ჩავარდა პროექტი _ არ არის წყალი. ერთი დღეც არ ყოფილა, არ გამოუყვანიათ, ნებისმიერ ოჯახთან შეგიძლიათ ნახოთ, წყალი თუ მოდის".

გოგა ხინთიბიძე: "არ ყოფილა არასდროს წყალი. სადღაც გააკეთეს ავზი, მაგრამ წყალი არ წამოსულა მოსახლეობაში _ ბიდონებით ვეზიდებით წყალს".

სუზანა ტუღუში: "თირის უბანში ვცხოვრობ. წყალი არ მოგვეწოდება, არც არასდროს გვქონია. ჭა მაქვს ეზოში და იმას ვსარგებლობ. სადმე არის ალბათ გამოყვანილი, მე არ ვიცი".

ჯემალი მუხაშავრია: "სადაა წყალი?! ღელიდან დაგვაქვს წვალებით. თირის უბანში წყალი არ გამოუყვანიათ. გაჰყავდათ არხები, მაგრამ წყალი არ წამოსულა. ზოგს ტყიდან აქვს გამოყვანილი საცივის წყალი".

თანასოფლელების მსგავსად, უწყლობითაა შეწუხებული დიანა ხინთიბიძე: "წყალი არ გვაქვს, არასდროს ყოფილა! აი, ჩემს ჭაში შეიძლება დასალევ წყალი ამოიღო მხოლოდ. გაწვალებულები ვართ, გვალვაა უკვე და დაშრა ჭები. შემოიყვანენ თუ არა წყალს, არაფერი მსმენია ამის შესახებ".

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი სოფელ ძიმითში დავით ხინიკაძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ "თირის" უბანში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გახორციელებული პროექტი ხარისხიანად არის შესრულებული _ იგი ჟურნალისტებთან მოსაუბრეებს ინტრიგნებს უწოდებს:

 _ ზუსტად ვერ გეტყვით, რა თანხა დაიხარჯა, ხელი კი მაქვს მოწერილი. არაფერი ხდება საგანგაშო _ სადაც იყო წყლის სათავე, იქ გაკეთდა "ბასეინი", გადმოღმით მეორე "ბასეინი" გაკეთდა და წყალსაქაჩი. მაღლა მთაზე დგას კიდევ მესამე "ბასეინი", სადაც წყალსაქაჩით უნდა ასულიყო წყალი. შეიძლება ახლა რაღაც იყოს უმნიშვნელოდ დაზიანებული. მოსახლეობაში წყლის შეყვანაზე ცალკე ტენდერი უნდა ჩატარებულიყო. შემდეგ ზამთარმა მოუსწრო, ზაფხულში უნდა გამოცხადებულიყო, მერე აირ-დაირია ყველაფერი და დარჩა ასე. დანარჩენი ყველაფერი გაკეთებულია დეტალურად და ხარისხიანად. უბრალოდ, რაღაც 2 კილომეტრის რადიუსში უნდა მოხდეს მოსახლეობაში დაქსაქსვა, ჭიშკართან მიყვანა. მოხდა შეფერხება, დარჩენილია უმნიშვნელო ნაწილი და მოსახლეობა მიიღებს წყალს. ძირითადი გაკეთებულია და თუ კი მონდომებულები არიან, მოსახლეობაში წყალი მივიდეს, ამდენ ჩაძიებას და თითების შვერას, ჯობს, მივიდნენ, დათვალონ და გააკეთონ.

_ ვის გულისხმობთ?

_ ვის და ინტრიგნებით რომაა მაქ სავსე ყველაფერი.

_ სად?

_ ჩემ სოფელში და მუნიციპალიტეტშიც, _ გვპასუხობს ხინიკაძე.

სოფელ ძიმითის ორი მოწვევის დეპუტატი ოზურგეთის საკრებულოში ტიტე მგელაძე მოსახლეობას ეთანხმება და მიიჩნევს, რომ წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები არაკეთილსინდისიერად არის შესრულებული.

_ 25 ათასი ლარია დახარჯული. არჩევნების წინ უნდა დაესრულებინათ. მივმართეთ კომპანიასაც, ადგილობრივ ხელისუფლებასაც, მაგრამ რად გინდა _ არ დაამთავრეს! ბევრი რამე არ მსიამოვნებს, რაც იქ გაკეთდა და არის გაკეთებული, მაგრამ გვპირდება ახალი ხელისუფლება და ვნახოთ. მე იმ ხალხთან, ფაქტობრივად, არჩევნების წინ ვერ მივდიოდი და ვერ ვთხოვდი ვერაფერს _ რამდენიმეჯერ მოაწყო ხალხმა აქცია, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ძალიან გაბრაზებული არიან იქაურები.

რაც შეეხება მაგ პროექტს, ჰაერშია გამოკიდებული. კი, ბატონო, საბუთები არის, თუმცა, მე არ ვაწერ ხელს.

ბევრი რამე არ მომეწონა, როცა ავედი და ვნახე, არც გაკეთების პრინციპი მომეწონა. დაახლოებით, 10 000 ლარით ნაკლებიც რომ მიეცათ, გვყავდა ჩვენ ისეთი ხალხი, მაგ პროექტს ბოლომდე მიიყვანდნენ. მთავრობა მიდის, მოდის და მოსახლეობა 30 წელია, უწყლოდაა.

რაც შეეხება "ფაფასკურას", იქ მოსახლეობის ნაწილს გაუკეთდა წყალი, დანარჩენზე ცალკე პროექტი უნდა გაკეთდეს და არ ვიცი, როდის იქნება, _ ამბობს მგელაძე.

"გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაშინდელი გამგებლის ყოფილ მოადგილეს ბადრი გობრონიძეს დაუკავშირდა, რომელიც იმ დროს ინფრასტრუქტურის სფეროს ხელმძღვანელობდა. გობრონიძემ აღნიშნულთან დაკავშირებით ასეთი პასუხი გაგვცა:

_ კი, ბატონო, ხელი მაქვს მოწერილი დოკუმენტებზე. სამუშაოები არ შეწყვეტილა. მე აღარ ვმუშაობ. მერე რა, რომელიც წელიც არ უნდა იყოს _  მაქ არის ხელისუფლება, მერი მისი სამი მოადგილით, მრჩევლებით, თანაშემწეებით. პასუხს გაგცემთ ინფრასტრუქტურის სამსახური.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში კი ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთ განმარტებას იძლევიან: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძიმითში, "ფაფასკურის" უბანში, 2015 წელს წყალმომარაგების სისტემის მოწყობაზე დაიხარჯა 34 977 ლარი. წყალი მიეწოდება 45 ოჯახს. წყალმომარაგების გარეშე დარჩენილია 17 ოჯახი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ აღნიშნულ 17 ოჯახზე გასცა წყლის მილები. მათ სჭირდებათ შესაბამისი ტექნიკა, რათა მილები მიწის ქვეშ განთავსდეს და მოსახლეობამ წყალი სახლებამდე მიიყვანოს.

რაც შეეხება, "თირის" უბანს, აქ წყალმომარაგების სისტემის მოწყობაზე 2016 წელს დაიხარჯა 25 039 ლარი. დამონტაჟდა წყლის დამატებითი ავზი, მოეწყო წყლის მაგისტრალი, დამონტაჟდა წყალსაქაჩები. ამ დროისთვის, წყლის გარეშე დარჩენილია 25 ოჯახი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმირებულია. მიმდინარეობს საკითხის შესწავლა და შესაბამისი თანხების მოძიება ძიმითის წყალმომარაგების პრობლემის აღმოსაფხვრელად", _ ამბობენ მერიაში.


ნახვა: 370


 ახალი ამბები
  • უსუფაშვილისა და მარგველაშვილის ალიანსი_ ,,გუნდის ფორმირების პროცესი დაწყებულია“"შენების მოძრაობის“ ლიდერ დავით უსუფაშვილსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის მოლაპარაკება შედგა. საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანება და ერთ გუნდად ჩამოყალიბება_ ეს არის ის მთავარი საკითხები, რომლებზეც დახურულ კარს მიღმა პოლიტიკოსებმა  გუშინ იმსჯელეს. ,,გურია ნიუსი“ ,,შენების მოძრაობის“ ლიდერს, დავით უსუფაშვილს დახურულ კარს მიღმა წამოჭრილ ძირითად თემებსა და აქცენტებზე ესაუბრა: _ შეხვედრა შედგა, ვისაუბრეთ იმ საჭირბოროტო საკითხებზე, რომელიც მიმართვაშიც იყო და რომელზეც არა ერთხელ გვისაუბრია. ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილებები არ არის მიღებული. შეხვედრა იყო საინტერესო და სასარგებლო. მე ზომიერად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ  შევძლებთ ერთად პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას, მაგრამ, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია  პრინციპულ საკითხებზე ერთ აზრამდე მისვლა, კერძოდ, ის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის  პოლიტიკური ახალი ძალა ასპარეზზე არის გამოსასვლელი და ვთავაზობ გიორგი მარგველაშვილს  მოვხმარდეთ ამ საქმეს“, _ გვითხრა უსუფაშვილმა. _ ბატონო დავით, შეხვედრის შემდეგ როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ, როგორ ფიქრობთ, მიიღებს მარგველაშვილი თქვენს წინადადებას გაერთიანებასთან დაკავშირებით? _ არ ვიცი, ჩემი განწყობა გამოვხატე იმით, რომ ზომიერად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. _ თუკი მარგველაშვილი თქვენს წინადადებას დათანხმდება და მეტიც, ის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს, მზად ხართ, თქვენი კანდიდატურა მოხსნათ და მას დაუჭიროთ მხარი? _ რა თქმა უნდა, მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. გიორგი იქნება თუ სხვა, საპრეზიდენტო კანდიდატი, ჩემი ღრმა რწმენით, უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკური გუნდის ამოცანებით გამსჭვალული. მე ცალკე აღებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არ და ვერ ვხედავ. არ მაინტერესებს ისეთი კანდიდატი, რომელიც ამ არჩევნებში მონაწილეობს და იმას იქით,  მეორე და მესამე დღეს საკუთარ პოლიტიკურ გეგმებს არ უკავშირებს ამ პროცესებს. ეს არის კონტექსტი, მთავარი ის კი არ არის, ვინ იქნება კანდიდატი, მთავარია, კანდიდატს  პოლიტიკური გუნდის ფორმირება მიაჩნდეს პრიორიტეტად. _ გარდა მაგველაშვილისა, სამომავლოდ ვის მოიაზრებთ თქვენს გუნდში? _ მე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გუნდზე არ ვფიქრობ. გუნდზე საპარლამენტო არჩევნებისთვის ვფიქრობ. ამ გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი კი  საპრეზიდენტო კამპანიის  პროცესში გამოჩნდება. ზუსტად საპრეზიდენტო კამპანიის დროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გუნდის ფორმირება იქნება.  ჩვენ გვჭირდება 100-150 თანალიდერი, რომლებიც იქნებიან პარლამენტის წარმატებული წევრები. როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ერთკვირიან ვადას ითხოვს. შეძლებენ თუ არა პოლიტიკოსები ერთ გუნდად ჩამოყალიბებას დროის მოცემულ ვადაში გახდება ... ...
  • საპრეზიდენტო კანდიდატი_,,დარწმუნებული ვარ ივანიშვილი დასახელდება“ვინ იქნება მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი _ ,,ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ჯერჯერობით, არ დაუსახელებია, თუმცა მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ მათ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნების მოგება პირველივე ტურში არ გაუჭირდება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კონსულტაციები თვის ბოლოს პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში დაიწყება, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა გამოიკვეთება.   ,,ჩვენს პოლიტიკურ გუნდში არის რამდენიმე კანდიდატი, რომელსაც უმარტივესად შეუძლია პირველ ტურში ამ არჩევნების მოგება, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გადაწყდეს კონსულტაციების საფუძველზე და ამ კონსულტაციებით გაირკვევა, თუ როგორ წარვდგებით  საპრეზიდენტო არჩევნებში“, _განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,სამოქალაქო რეფორმაციის“ დამფუძნებელი, ანდრო ბარნოვი დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი იქნება. მისი თქმით, ,,ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ სხვა კანდიდატს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ალტერნატივა არ გააჩნია. ,,დარწმუნებული ვარ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ივანიშვილი დაასახელებს საკუთარ თავს. სხვა შანსი ,,ქართულ ოცნებას“, უბრალოდ, არ აქვს. ეს არის ერთადერთი თეორიული შანსი, როდესაც შეიძლება, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაიმარჯვოს. სხვა ნებისმიერი  კანდიდატი, რომელიც აქამდე დაუსახლებიათ ან შეიძლება მომავალში დაასახელონ, იმდენად უფერულია, რომ, მერწმუნეთ, აუცილებლად დამარცხდებიან. სალომე ზურაბიშვილი წარმოუდგენლად კომიკური ფიგურაა, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ზოგადად, ჩვენი მოსახლეობისთვის“, _გვითხრა ბარნოვმა ,,გურია ნიუსი“ მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ  მმართველი გუნდის წარმომადგენელს, კახაბერ ოქრიაშვილს ესაუბრა. ოქრიაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი საუკეთესო საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება.  _ ადრეც მქონდა ნათქვამი, რომ თუ ბატონი ბიძინა სრულად დაბრუნდება პოლიტიკაში, არა მარტო პარტიის ხელმძღვანელად, არამედ პრემიერ-მინისტრად, საზოგადოებისთვის კარგი იქნება. კი ბატონო, საპრეზიდენტო კანდიდატადაც საუკეთესო კანდიდატი იქნება თუ თვითონ მოისურვებს“, _ გვითხრა ოქრიაშვილმა. _ ბატონო კახაბერ, როგორ ფიქრობთ, სურს ივანიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა? _ არ ვიცი, ვერ გეტყვით, არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია ამასთან დაკავშირებით. ვისაც ,,ქართული ოცნება“ დაასახელებს, ჩემს საარჩევნო ოლქში იმ კანდიდატს დავუჭერ მხარს და ვიმუშავებ, როგორც მისი შტაბის წევრი. არა აქვს მნიშვნელობა ვინ დასახელდება. _ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერთ? _ კი, რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს ძალიან დიდ პატივს ვცემ. ჩვენი ინფორმაციით, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს, თუმცა, ამ დრომდე გაურკვეველია დაუჭერს თუ არა მას მხარს ,,ქართული ოცნება“. მმართველი გუნდის ერთ-ერთი სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელზეც გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, მიღებული არ არის, ბიძინა ივანიშვილია. საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია თვის ბოლოს გახდება ... ...
  • სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ორი ფაქტი გამოავლინეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ორი  ფაქტი გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა,  რომ ქვემო ქართლის და იმერეთის რეგიონებში, მობილური ტელეფონებითა და მისი აქსესუარებით მოვაჭრე ორი მეწარმე სუბიექტი  ჩინური წარმოების იაფფასიანი მობილური ტელეფონების ნიშანდებას NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით ახდენდა და მის რეალიზაციას ბრენდირებული ტექნიკის სახით  ახორციელებდა. გატარებული საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, ჯამში ამოღებულია NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 3 791 მობილური ტელეფონი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.  ... ...
  • გიურზამ ორი ადამიანი დაკბინა _ რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ შხამიანი ქვეწარმავლის მიერ ორი ადამიანის დაკბენის ფაქტი დაფიქსირდა. შემთხვევა გარდაბანში მოხდა. პაციენტებს შესაბამისი აცრა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიულ კაბინეტში ჩაუტარდათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რა ვითარებაა  საქართველოს დედაქალაქში ქვეწარმავლებთან დაკავშირებით, თბილისის რომელ უბანში უფრო მეტად ჩნდებიან ისინი, როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა თუ ქვეწარმავალს დაინახავს _ ამ საკითხებთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს ესაუბრა. როგორც გვითხრეს, ქვეწარმავლებთან დაკავშირებით გამოძახებები მაისიდან ივლისის ჩათვლით ხშირია. „მაისში,  ივნისში და  ივლისში ხშირია გამოძახებები. ჩვენმა მაშველებმა 2017 წლის მარტში _ 3, აპრილში _ 16,მაისში _ 79, ივნისში- 134, ივლისში- 87 და აგვისტოში- 50 გველი დაიჭირეს. რაც შეეხება მიმდინარე წელს,მარტში _ 3, აპრილში _15 და მაისში _ 100.  გასული წლისა და წლევანდელ მაისის მონაცემებში სხვაობაა, თუმცა, ეს ცვლილება საგანგაშო არ არის“,_ ამბობენ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში. მათივე თქმით, ყველაზე მეტი შემთხვევა მოსახლეობის მიერ ქვეწარმავლის შენიშვნის კრწანისში და დიდ დიღომშია, თუმცა, ამ სეზონზე შხამიანი ქვეწარმავლები ჯერ არ აღმოუჩენიათ. რამდენად სახიფათოა ადამიანისთვის მისი ნაკბენი, როგორ უნდა აღმოვუჩინოთ მას პირველადი დახმარება _ ამ საკითხებზე „გურია ნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი, ევროპის კლინიკურ ტოქსიკოლოგთა და ტოქსიკოლოგიის ცენტრების ასოციაციის ნამდვილი წევრი, თეიმურაზ კობიძე ესაუბრა. ტოქსიკოლოგი რჩევას აძლევს მოსახლეობას, თუ როგორ უნდა დაეხმარნონ დაშავებულს საველე პირობებში: „დააწვინეთ ავადმყოფი და შეძლებისდაგვარად დაამშვიდეთ. ნაკბენი წყლით ჩამობანეთ. ნაკბენის ადგილზე ხელით აიღეთ კანი ფართოდ, ისე რომ შეიქმნას ნაოჭი და კბილების კვალი ანუ ორი ნაჩხვლეტი მოხვდეს ნაოჭის ზედა ზედაპირზე. ხელის მოძრაობით „გამოწველეთ“ კანი, ჭრილობა „პირს დააღებს“ და დაიწყებს გამოსვლას სისხლნარევისითხე-ლიმფა, მასთან ერთად კი შხამი. ავადმყოფს დაუფიქსირეთ ნაკბენი კიდური ორი სახსრის დონეზე არტაშანით ან  რაიმე სახელდახელო საშუალებით, მაგალითად, ხის ტოტით. შეშუპების საზღვარი მონიშნეთ მელნით. მიეცით დასალევად შეძლებისდაგვარად ბევრი სითხე-წყალი. თუ გაქვთ, გაუკეთეთ შრატი. ავადმყოფი დააწვინეთ საკაცეზე ან მსგავს სახელდახელო მოწყობილობაზე და რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანეთ საავადმყოფოში ან დარეკეთ 112-ზე და შეძლებისდაგვარად ზუსტად გადაეცით თქვენი ადგილმდებარეობა. არ გათიშოთ ტელეფონი პირველმა, ოპერატორს შეიძლება კიდევ ჰქონდეს შეკითხვა, გარდა ამისა, თუ ტელეფონს არ გათიშავთ, შესაძლებელი იქნება თქვენი ადგილმდებარეობის დადგენა“, _ ამბობს თეიმურაზ კობიძე "გურია ნიუსთან" ... ...
  • ქურდული სამყაროს წევრობა _ სასამართლომ 10-ივე დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულ 10-ივე პირს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გრატიაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ასევე პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა ე.წ. კანონიერ ქურდს მინდია ლავასოღლის. გადაწყვეტილებას დარბაზში დაკავებულთა ახლობლების უკმაყოფილება მოჰყვა. ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. წინასასამართლო სხდომა 12 სექტემბრისთვის ჩაინიშნა. შეგახსენებთ, გუშინ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 10 პირი დააკავეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და აჭარის რეგიონში, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით. უწყების ცნობით, მინდია ლავასოღლის კანონიერი ქურდობისა და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით დაუსწრებლად წარედგინა ... ...

არქივი

ზაფრანი

მარსის საიდუმლო

ყველას დაგვბადებია კითხვა ვართ თუ...

გამქრალი ტბა

2007 წლის მაისში, ჩილეში პატაგონიაში,...

ცხოველთა სამყაროც ირჩევს

გასული საუკუნის 30–იან წლებში, როდესაც...

საინტერესო ფაქტები ცისარტყელაზე

ცისარტყელა უძველესი დროიდან იპყრობდა ადამიანის...

პატარა ეშმაკობა შოპინგის დროს

მაღაზიებში ცდუნებისგან თავს ვერ იკავებთ...
კარმიდამო ჩემი

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...

წიფლის წიწიბო

წიფელი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მძლავრი...

ჩეხური "კალაჩი"

ჩეხური სამზარეულო ლუდის გემრიელი მენიუსა...

როგორ ვიმკურნალოთ თაფლით

ხალხურ მედიცინაში არ მოიპოვება ისეთი...

პეტუნიას პოპულარობა და თავისებურება

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენში განსაკუთრებული...

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...