ნახევარი მილიონი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის ახალი თავმჯდომარის ოჯახს

მთავარი თემა

ნახევარი მილიონი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის ახალი თავმჯდომარის ოჯახს

9 მაი. 2017, 17:21:24

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის ოჯახმა გასულ წელს ნახევარ მილიონ ლარზე მეტის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ კახა ბექაურის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან 2017 წლის 1 მაისს შეავსო.

გასული წლის განმავლობაში, კახა ბექაურმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობისთვის 233 988,00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული, რაც თვეში დაახლოებით 19 500 ლარია. თუმცა, მისი ოჯახის შემოსავლები მხოლოდ ამ თანხით არ შემოიფარგლება. გარდა ამისა, ბექაურის მეუღლეს, ეკა ბერიძეს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-იდან, სადაც ის კომუნიკაციების დირექტორის  პოზიციას იკავებს, გასულ წელს 303 575,00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

კახა ბექაურს კი, შპს „რითეილ ფროფერთიზ“-იდან, სადაც ის შპს-ს პარტნიორია (თანაპარტნიორები გიორგი ჩხეიძე; გოჩა ცქიტიშვილი), მხოლოდ გასულ წელს 28766,16 ლარი მიუღია.

კიდევ სამი შპს-დან (შპს „ორი ნაბიჯი“, შპს „მეგაპოლის კლასიკი“;  შპს „სხვა არხი“) კი, სადაც ბექაურის წილები აქვს, დეკლარაციის მიხედვით, შემოსავალი გასულ წელს მიღებული არ მიუღია. 

რაც შეეხება დეკლარაციის შევსების მომენტში კახა ბექაურის ანგარიშებზე არსებულ თანხებს, ქონებრივ დეკარაციაში აღნიშნულია, რომ კახა ბექაურს "თი–ბი–სი ბანკის" შემნახველი ანგარიშზე 12050,59 გირვანქა სტერლინგი; ხოლო ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე 52510,98 დოლარი;  3516,46 ევრო და 29355,11 ლარი ჰქონდა. პროკრედიტ ბანკის მიმდინარე ანგარიშზე კი,  58,06 დოლარი ერიცხებოდა. "ქართუ ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე კი, 56667,00 დოლარი ჰქონდა.

რაც შეეხება ბექაურის მეუღლეს, ეკა ბერიძეს, მას "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე  1022,07 ლარი; 3,32 დოლარი და  3,26 ევრო ჰქონდა. ხოლო "თი–ბი–სი ბანკის" შემნახველ ანგარიშზე  28098,21 ლარი; 17240,28 ევრო  და 20000,00 დოლარი ჰქონდა. ხოლო ამავე ბანკის მიმდინარე ანგარიშებზე 45,55 დოლარი და  802,43 ევრო ერიცხებოდა.

საჯარო სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებული დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ კახა ბექაურის ოჯახის შემოსავლები წინა წლებშიც საკმაოდ სოლიდური იყო.  

2016 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ოჯახმა ჯამში 561 092. 73 ლარის შემოსავალი მიიღო, აქედან ბექაურის ანაზღაურება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წევრი 242685.73 ლარი იყო.

2015 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ოჯახს ჯამში 379 593,46 ლარის შემოსავალი მიუღია. აქედან ბექაურის ანაზღაურება 252843.46 ლარია.

რაც შეეხება 2014 წელს შევსებულ დეკლარაციას, მასში მხოლოდ ეკა ბერიძის შემოსავლებია მითითებული, რაც ჯამში 100 000 ლარია. კერძოდ, ეკატერინე ბერიძეს შპს „მეცხრე არხის“ წამყვანობისთვის  87500.00 ლარი, ხოლო  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის  გენერალური დირექტორის მრჩეველის (საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში) პოსტიდან 12500.00 ლარი აუღია.

2017 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნულია, რომ ბექაური-ბერიძის ოჯახი ექვს ბინას, მიწის ნაკვეთს, არასაცხოვრებელ ფართსა და ავტოფარეხს ფლობს.

კერძოდ, კახა ბექაურის 100,00%-იან საკუთრებაშია 2015 წელს, 64 500,00-დოლარად ნაყიდი 44,05 კვ.მ-ის ფართობის ბინა დუშეთის რაიონის, სოფელი კაიშაურებში ("მთავარცლა“), და ამავე მისამართზე არსებული 8000,00-დოლარად ნაყიდი 17,50 კვ.მ-ის ფართობის ავტოფარეხი.

ასევე, 2014 წელს, 80520,00-დოლარად ნაყიდი 73,20 კვ.მ-ის ფართობის ბინა თბილისში, მ. მაჭავარიანის ქუჩაზე, ლისი ვერანდას, B2 კორპუსში.

ამავე წელს, ამავე მისამართზე 101530,00-დოლარად აქვს 92,30 კვ.მ-ის ფართობის ბინა ნაყიდი ბექაურის მეუღლეს, ეკა ბერიძეს. გარდა ამისა, ბერიძეს, ამავე კორპუსში, 2014 წელს, 5880,00-დოლარად 9,80 კვ.მ -ის ფართობის სარდაფიც შეუძენია.

2016 წელს კი, კახა ბექაურს, 52000,00-დოლარად ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე  578,00 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთიც აქვს შეძენილი.

გარდა ამისა, ეკატერინე ბერიძის საკუთრებაშია ასევე, 1998 წელს, 28000,00-დოლარად ნაყიდი 60,00 კვ.მ-ის ფართობის ბინა თბილისში, ი. აბაშიძის ქუჩაზე. ასევე,  2006 წელს მემკვიდრეობით მიღებული 21,00 კვ.მ-ის ფართობის ბინა თბილისში, ახვლედიანის (ყოფ. პეროვის) ქუჩაზე.

ხოლო კახა ბექაურის 100,00%-იან საკუთრებაშია 1997 წელს, 15000,00-დოლარად ნაყიდი 65,00 კვ.მ-ის ფართობის  ბინა თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე.

ეკატერინე ბერიძე ასევე ფლობს მსუბუქი ავტომანქანა ტოიოტა RAV4-ს, რომელიც 2014 წელს 32000,00 დოლარად უყიდია. როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ავტომანქანა ბერიძემ ავტოსესხით შეიძინა. 28800,00, დოლარი მას საქართველოს ბანკიდან 2014 წლის 13 აგვისტოს აქვს გამოტანილი, ვადა 2017 წლის 13 აგვისტოს ეწურება, ხოლო ბანკისთვის გასულ წელს 17544,81 დოლარი გადაუხდია.

გარდა ამისა, ეკატერინე ბერიძის სახელზეა 16000,00-ლარიანი სამომხმარებლო სესხი, რომელიც მას საქართველოს ბანკიდან 2014 წლის აგვისტოში აქვს აღებული და ვადა 2017 წელს ეწურება, ხოლო გასულ წელს ბანკს 4925,82 ლარ გადაუხადა.

2015 წელს, ეკატერინე ბერიძეს კიდევ ერთი,  5310,00-ლარიანი სამომხმარებლო სესხი ჰქონდა საქართველოს ბანკიდან აღებული და ვადა გასული წლის ოქტომბერში ამოეწურა. ბანკისთვის კი, გასულ წელს 4633,53 ლარი გადაუხდია.

დეკლარაციის თანახმად, ეკატერინე ბერიძეს 2016 წელს ფართის გაქირავებით 24500,00 ლარის შემოსავალი მიუღია.

ამავე დეკლარაციიდან ირკვევა, რომ კახა ბექაურს, 2016 წლის 1 დეკემბერს,  შპს „რითეილ ფროფერთიზ“-ის წილი 151 866,22, დოლარად გაუყიდია.

2016 წლის მაისში კახა ბექაურს თი ბი სი ბანკიდან იპოთეკური სესხი აუღია. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, სესხის ვადა 2027 წელს იწურება, ხოლო ბექაურმა ბაკიდან 2016 წელს 47839,16 დოლარი მიიღო.

რაც შეეხება ოჯახის გასავლებს, ეკატერინე ბერიძეს შვილის, მარიამ ბექაურის სწავლისთვის 2770,00 ლარი, ხოლო კახა ბექაურს ასევე შვილის, გიორგი ბექაურის სწავლისთვის 8527,29 ლარი გადაუხდია.

შეგახსენებთ, რომ კახა ბექაური საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) სრული შემადგენლობის უმრავლესობით 2020 წლის 24 იანვრამდე, რამდენიმე დღის წინ, 2 მაისს აირჩია.

GNCCის ცნობით, კახა ბექაურის კანდიდატურა კომისიის თავმჯდომარის არჩევნებზე კომისიის წევრებმა ერთობლივად წარადგინეს. მას კონკურენტი არ ჰყოლია.

ბოლო სამი წლის განმავლობაში კომისიის თავმჯდომარის პოზიცია ვახტან აბაშიძეს ეკავა. იგი კომისიის წევრის რანგში უფლებამოსილებას  2020 წლის 16 აპრილამდე გააგრძელებს.

კახა ბექაური GNCC-ის წევრად 2014 წლის 24 იანვარს დაინიშნა.

2012 წლის მარტიდან 2012 წლის დეკემბრამდე კახა ბექაური ტელეკომპანია “მეცხრე არხს” ხელმძღვანელობდა.

2010-2011 წლებში ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორი იყო.

2005-2010 წლებში ტელეპროდუქციის სადისტრიბუციო კომპანია „Other Entertainment Limited“-ის  გენერალური დირექტორი იყო.

2004-2005 წლებში საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის  თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიცია ეკავა.

2002-2003 წლებში კი – ტელეკომპანია“ მზის“ გენერალური დირექტორი იყო.

 




 ახალი ამბები
  • რამდენმა ადამიანმა ისარგებლა სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობითსახელმწიფოს დახმარებით მოქალაქეებს სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობა მიეცათ - გადახდასთან დაკავშირებული პრობლემებისა და შესაბამისი ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით, ყველა ფიზიკურ პირს მიეცა სესხის მომსახურების 3 თვით გადავადების შესაძლებლობა, რითაც 600 000-მდე მსესხებელმა ისარგებლა, - ამის შესახებ კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. „იმის გამო, რომ შექმნილმა ვითარებამ გავლენა იქონია როგორც ქვეყნის მოქალაქეების დიდ ნაწილზე, ისე კომპანიებზე, სახელმწიფომ შეიმუშავა ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია არსებულ გამოწვევებზე. ანტიკრიზისული პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებები 2 ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპი იყო გადაუდებელი დახმარება, რომლის განხორციელება მარტში (ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობამდე) დაიწყო, ხოლო მეორე ეტაპი უფრო მასშტაბურ ღონისძიებებს მოიცავს და მისი წარდგენა აპრილში მოხდა. პირველი ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები წარმოადგენდა ერთგვარ გადაუდებელ დახმარებას, რომლის მიზანი პანდემიით გამოწვეული პირველადი უარყოფითი ეფექტების მინიმიზაცია იყო. ეს მოიცავდა შემდეგ ღონისძიებებს: მოქალაქეებს დაუფინანსდათ 3 თვის კომუნალური გადასახადი - დახმარება შეეხო იმ აბონენტებს, რომელთა მიერ ელექტროენერგიის ყოველთვიური მოხმარება 200 კილოვატზე ნაკლებია, ხოლო ბუნებრივი აირის ყოველთვიური მოხმარება - 200 მ3-ზე ნაკლები. დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც. სუბსიდირების აღნიშნული მექანიზმი სხვა ალტერნატივებთან შედარებით ყველაზე სამართლიანი და მიზნობრივია. ელექტროენერგიის გადასახადის შეღავათის ბენეფიციართა რაოდენობამ საშუალოდ 3 თვის განმავლობაში 1.2 მილიონზე მეტი აბონენტი შეადგინა, ხოლო ბუნებრივი აირის გადასახადის შეღავათის ბენეფიციართა რაოდენობამ საშუალოდ 3 თვის განმავლობაში - 670 ათასზე მეტი აბონენტი. პროგრამის ბიუჯეტი 170 მლნ. ლარია.სახელმწიფომ დააზღვია, რომ არ მომხდარიყო გაცვლითი კურსის ცვლილებით გამოწვეული ფასების მნიშვნელოვანი ზრდა 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე - გაცვლითი კურსის გაუფასურებით გამოწვეული უარყოფითი ეფექტების შერბილების მიზნით, განხორციელდა სახელმწიფო პროგრამა, რომელმაც კრიზისის საწყის ეტაპზე, როდესაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფლაციური რისკები, ხელი შეუწყო პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების მერყეობის შემცირებას. ყველა იმ იმპორტიორი კომპანიისთვის, რომელმაც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით, მოახდინა 9 ძირითადი პროდუქტის შესყიდვა, სახელმწიფოს მიერ მოხდა სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირება განსაზღვრული პირობებით. პროგრამის ბიუჯეტი 14 მლნ. ლარია. სახელმწიფოს დახმარებით მოქალაქეებს სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობა მიეცათ - გადახდასთან დაკავშირებული პრობლემებისა და შესაბამისი ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით, ყველა ფიზიკურ პირს მიეცა სესხის მომსახურების 3 თვით გადავადების შესაძლებლობა, რითაც ისარგებლა 600 000-მდე მსესხებელმა. ანტიკრიზისული გეგმის მე-2 ეტაპი ითვალისწინებს პირდაპირ ფინანსურ დახმარებას მოქალაქეებისსხვადასხვა კატეგორიისთვის. მხარდაჭერა ეხებათ როგორც დაქირავებით დასაქმებულებს, ისეთვითდასაქმებულებს და სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს. კერძოდ: დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, დახმარების სახით მიიღებენ 1200 ლარს 6 თვის განმავლობაში, თვეში 200 ლარს დახმარებით სარგებლობა შეეძლება დაახლოებით 350 000 მოქალაქეს. პროგრამის ბიუჯეტი 450 მლნ ლარამდეა.სხვადასხვა კატეგორიის თვითდასაქმებულები მიიღებენ ერთჯერად დახმარებას 300 ლარს. პირების იდენტიფიცირებისთვის გამოყენებული იქნება მოქალაქის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია რომლითაც დადასტურდება, რომ ეპიდემიამდე აღნიშნულ მოქალაქეს ჰქონდა შემოსავალი პროგრამის ბიუჯეტი 75 მლნ. ლარს შეადგენს. სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, დამსაქმებელი მიიღებს საგადასახადო შეღავათს - 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასი სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. 1500 ლარამდე ხელფასი კი, 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. პროგრამის ბიუჯეტი 250 მლნ. ლარია“, - აღნიშნულია ... ...
  • კორონავირუსით საზღვარგარეთ საქართველოს 16 მოქალაქე გარდაიცვალაCOVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშის თანახმად, 22 მაისის ჩათვლით, საქართველოში მთავრობის დახმარებით, 12 720 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა, მათ შორის, საჰაერო გზით - 7 107, სახმელეთო გზით - 5 223 და საზღვაო გზით - 390 ადამიანი. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტის თანახმად, დაბრუნებულთა შორისაა ქრონიკული დაავადების მქონე 483 პირი, 34 - შშმ პირი, 259 - ხანდაზმული, 102 - ორსული, 435 - მცირეწლოვანი, 173 - ონკოლოგიური პაციენტი, 1 118 - ტრანზიტული მგზავრი, 29 - მეზღვაური და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე 90 პირი. აგრეთვე, საცხოვრებლისა და სტიპენდიის გარეშე დარჩენილი 794 სტუდენტი (საერთო ჯამში განსაკუთრებული საჭიროების მქონე - 3 517 მოქალაქე). „აღსანიშნავია, აშშ-ს მთავრობასთან თანამშრომლობით, აშშ-დან განხორციელებული სპეციალური რეისი, რომელმაც უზრუნველყო სამშობლოში 79 ქართველი მოსწავლის და სტუდენტის და სომხეთის მოქალაქე 35 ბავშვის დაბრუნება. გარდა ამისა, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ - 21 190 მოქალაქეს, მათ შორის, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილთა თავშესაფრით უზრუნველყოფის, საკვების, მედიკამენტების, ასევე სხვა პირველადი და აუცილებელი საჭიროების პროდუქტების და მომსახურების მიწოდების გზით. ასევე, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაფორმებისას, მოქალაქეები გათავისუფლდნენ საკონსულო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან. განხორციელდა 74 ავიარეისი მსოფლიოს 27 ქვეყნიდან, მათ შორის ჩინეთი, ირანი, იტალია, გერმანია, საბერძნეთი და ა.შ. განხორციელებულ ფრენებს შორის - 33 პირდაპირი რეისი შეასრულა ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებმა“. 22 მაისის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული იყო საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს 118 მოქალაქე, უმრავლეს შემთხვევებში სახეზეა დაავადების ნაკლებად მძიმე ფორმები. ინფექციით საზღვარგარეთ გარდაიცვალა საქართველოს 16 მოქალაქე (ავსტრია - 1, ესპანეთი - 4, თურქეთი - 1, ბრიტანეთი - 2, აშშ - 5, საფრანგეთი - 2, ლატვია - 1)“, - აღნიშნულია ... ...
  • რამდენი მილიონი დახარჯა მთავრობამ საკარანტინო ზონებისთვისსაკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი 32.5 მლნ ლარს შეადგენს. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. ამავე ანგარიშის თანახმად, 22 მაისის მდგომარეობით, საკარანტინო ზონაში შედიოდა ქვეყნის მასშტაბით 84 სასტუმრო, რაც ჯამში აერთიანებდა 6 500-ზე მეტ ოთახს, რომლებშიც სავალდებულო კარანტინი 19 002 ადამიანმა დაასრულა. „ამასთან, 2 თვის განმავლობაში მუდმივად დაკავებული იყო საშუალოდ 4 500-5 000 ოთახი. პროექტის განხორციელებით ხელი შეეწყო 23 მცირე ზომის (5-დან 40 ნომრამდე), 42 საშუალო (41-დან 100 ნომრის ჩათვლით) და 18 დიდი ზომის სასტუმროს (101 ნომერი და ზემოთ) ოპერირებას, რამაც უზრუნველყო როგორც სექტორის წარმომადგენლებისათვის, ისე სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის სამსახურისა და შემოსავლების შენარჩუნება. უნდა აღინიშნოს, რომ საკარანტინო ზონების პროექტის არსებობით ხელი შეეწყო არა მხოლოდ COVID19-თან ეფექტიან ბრძოლას, არამედ ისეთი სფეროების წარმომადგენლების ფინანსურ მხარდაჭერას, როგორიცაა: სატრანსპორტო სერვისი, ქეითერინგი და საკვები პროდუქტების დისტრიბუცია, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება და სხვ. საკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი შეადგენს 32.5 მლნ ლარს“, - ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშში ასევე განმარტებულია, რომ საკარანტინო ზონების პროექტის დაწყებიდან, მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა მცირე, საშუალო და დიდი ზომის სასტუმროებთან. ჯამში, მოლაპარაკებები წარიმართა დედაქალაქისა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარე 300-ზე მეტ სასტუმროსთან. „საკარანტინო სივრცედ სასტუმროს შეჩევის პროცესში საქართველოს მთავრობა ეყრდნობოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კრიტერიუმებს. სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნა დაიწყო 2020 წლის 10 მარტიდან, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე. საზღვრებიდან სასტუმრომდე მოქალაქეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა მთავრობა. გრძელი მანძილების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყო ტრანსპორტში საკვების მიწოდება. ასევე, უზრუნველყოფილი იყო სასტუმროების პერსონალის სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგება და სხვა საჭირო აქტივობების განხორციელება. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას სასტუმროს ნომრის ღირებულება ყოველ ჯერზე წარმოადგენდა მოლაპარაკების საგანს. 2020 წლის 21 მარტიდან ახალი სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას პროექტში ჩართული ყველა სასტუმროსათვის ამოქმედდა ერთიანი ტარიფი, რომელიც ითვალისწინებს სასტუმროს ნომრის ღირებულებას - 59 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), საიდანაც სამჯერად კვებით მომსახურებაზე ფიქსირებული ტარიფი ყოველი სასტუმროსათვის შეადგენს 25 ლარს“, - ნათქვამია ... ...
  • თიბისი სესხების გადავადების მეორე ტალღას 13 ივნისიდან იწყებს (R)ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე თიბისი სესხების სამთვიან გადავადებას სთავაზობს პანდემიის შედეგად დაზარალებულ იმ მომხმარებლებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური ან შეუმცირდათ შემოსავალი. 10 ივნისის ჩათვლით თიბისი ეტაპობრივად დაუკავშირდება და შესთავაზებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობას ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურის ბაზაში და იღებს საქართველოს მთავრობისგან კომპენსაციას. ასევე, საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ ის მომხმარებლები, რომლებიც ბანკის მიერ არიან იდენტიფიცირებული და რომლებსაც მნიშვნელოვნად შეუმცირდათ ან დაკარგეს შემოსავალი. თიბისი სხვადასხვა არხის მეშვეობით შეატყობინებს მათ საშეღავათო პერიოდის გააქტიურების შესახებ.  საშეღავათო პერიოდი გავრცელდება შემდეგ პროდუქტებზე: სამომხმარებლო და იპოთეკურ სესხებზე, სასწრაფო სესხებზე, ავტოსესხებზე, განვადებაზე, საკრედიტო ბარათებზე, ოვერდრაფტებზე და სტანდარტული გრაფიკის მქონე ბიზნეს სესხებზე.  ბიზნეს და აგრო სესხების შემთხვევაში თიბისი სესხების გადავადებას შესთავაზებს ბანკის მიერ იდენტიფიცირებულ ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელთა ბიზნესმაც მიიღო გრძელვადიანი ფინანსური სტრესი და მომავალ თვეებში ვერ შეძლებენ სესხზე შენატანის განხორიცილებას. ასევე იმ პირებს, რომლებიც შემოსავალების სამსახურში დარეგისტრირდნენ ერთჯერადი დახმარების მიღების მიზნით.  ყველა სხვა შემთხვევას თიბისი ინდივიდუალურად განიხილავს. ამისათვის დაინტერებული პირი უნდა დაუკავშირდეს საკრედიტო ექსპერტს ან ბიზნეს ბანკირს, შეავსოს განაცხადი და დაელოდოს გადაწყვეტილებას. სესხების გადავადების პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია 13 ივნისიდან და იგი გაგრძელდება მომდევნო სამ თვეს. თიბისიმ სესხების გადავადება უკვე მეორედ შესთავაზა მომხმარებელს, პირველი ტალღა ქვეყანაში პანდემიის გამოცხადებისთანავე დაიწყო. მარტში სესხების გადავადების სამთვიანი პერიოდით მომხმარებლების 78%-მა ისარგებლა, ხოლო მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის 59%-მა.  უფრო დეტალურად ინფორმაციას გაეცანით თიბისის ვებგვერდზე.                                                                                                                                                     ... ...
  • თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში სესხის მიღების პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა (R)მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, აქ, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში, ახლა, სამომხმარებლო სესხის მიღება კიდევ უფრო მარტივადაა შესაძლებელი.  სიახლით სარგებლობისთვის მომხმარებლებმა სასურველ თანხაზე მოთხოვნა ციფრული არხების საშუალებით, დისტანციურად უნდა დააფიქსირონ. ამისათვის კი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში მხოლოდ მარტივი განაცხადის შევსებაა საჭირო.  განაცხადის შევსებიდან ერთ სამუშაო დღეში თიბისის გუნდი მომხმარებელს დაუკავშირდება.  ინტერნეტ და მობაილბანკს  ახალი ფუნქციონალი უკვე დაემატა. გამარტივებული პროცედურით სარგებლობა  იმ მომხმარებლებს  შეუძლიათ, რომლებსაც  სესხის ლიმიტი სრულად არ აქვთ ათვისებული და სურთ დამატებითი თანხის მიღება.  თიბისის ციფრული არხებით შესაძლებელია  500-დან  60,000 ლარამდე თანხის მიღება, 6 თვიდან 48 თვემდე დაფარვის ვადით. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?