ოქრუაშვილის სარჩელი ხალვაშის წინააღმდეგ _ რატომ ითხოვდა ყოფილი მინისტრი "პანორამას" დაყადაღებას (ექსკლუზივი)

მთავარი თემა

ოქრუაშვილის სარჩელი ხალვაშის წინააღმდეგ _ რატომ ითხოვდა ყოფილი მინისტრი "პანორამას" დაყადაღებას (ექსკლუზივი)

2017 მარ 5 11:49:04

2016 წლის 10 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის წარმომადგენელმა გიორგი ზედელაშვილმა განცხადებით მიმართა და ქიბარ ხალვაშის კუთვნილ ქონებაზე (ქალაქი თბილისი , აბაშელის ქ. #19 დაზუსტებული ფართობი: 700.00 კვ. მ.) ყადაღის დადება მოითხოვა.

14 ნოემბერს, საჯარო რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა: „წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს, კერძოდ, არ არის წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტი _ სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს აქტი, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად,“ _ აღნიშნულია საჯარო რეესტრის მიერ გამოცემულ გადაწყვეტილებაში.

ამავე გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენისთვის 3 დღე მისცეს, თუმცა, როგორც ირკვევა, დოკუმენტების წარმოდგენა ვერ მოხერხდა და შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოებაც შეწყდა.

ოქრუაშვილი, აბაშელის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ფართის გარდა, ყადაღის დადებას შპს „პანორამაზეც“ ითხოვდა:

„მოვითხოვ, რომწარმოდგენილიდოკუმენტაციისსაფუძველზე,მოახდინოთ ყადაღის წარმოშობის რეგისტრაცია. საგანი: არამატერიალური ქონებრივი სიკეთე: 100%-იანი წილიშ პსპანორამა-ში, _ აღნიშნულია რეესტრში შეტანილ განცხადებაში.

რეესტრს არც ეს განცხადება დაუკმაყოფილებია. მიზეზი ანალოგიურია _ „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის“ არ არსებობა.

ირაკლი ოქრუაშვილის წარმომადგენელი გიორგი ზედელაშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ საჯარო რეესტრში დოკუმენტების წარმოდგენა სასამართლოს გამო ვერ მოხერხდა:

_ ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, ველოდებოდით ყადაღის დადებას და შესაბამისად, საჯარო რეესტრს ვთხოვეთ შეეჩერებინა რაიმე ქმედების გახორციელება პანორამას წილთან დაკავშირებით. ვინაიდან და რადგანაც სასამართლომ არ მოახდინა უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება, ანუ ყადაღის დადება ამ წილზე, ვერ წარვუდგინეთ საჯარო რეესტრს ყადაღის დოკუმენტი და წარმოებაც შეწყდა, _ გვითხრა ზედელაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, რეესტრში შეტანილი განცხადების საფუძველი ირაკლი ოქრუაშვილის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელია, რომლითაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ვალის დაბრუნებას ითხოვს:

_ ქიბარ ხალვაშს გააჩნია ირაკლი ოქრუაშვილის სასეხო დავალიანება და ამაზე გაფორმებულია შეთანხმება, რაც ერთვის სარჩელს და რაც ადასტურებს ვალის არსებობს. ხალვაშმა ეს თანხა არ გადაიხადა და ამიტომ გახდა ირაკლი ოქრუაშვილი იძულებული სასამართლოში შეეტანა სარჩელი თანხის დაკისრების მოთხოვნით. ასევე, მოვითხოვეთ სარჩელის უზრუნველყოფა, რომ შემდეგ თანხის ამოღების შესაძლებლობა ყოფილიყო.

ირაკლიმ მოითხოვა როგორც ყადაღის დადება და გასხვისების აკრძალვა, როგორც უძრავ ქონებაზე, ასევე , ქიბარ ხალვაშის 100%-იან წილზე „პანორამაში“, _ გვითხრა ზედელაშვილმა, რომლის ინფორმაციით სასამართლო სხდომა ამ დრომდე არ ჩანიშნულა.

_ ბატონო გიორგი, შპს „პანორამა“ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით „რუსთავი 2“-ის 40%-იან წილს ფლობს. რატომ ითხოვდა ოქრუაშვილი ყადაღის დადებას მაინცდამაინც „პანორამაზე“ და არა სხვა ქონებაზე?

_ ირაკლიმ სარჩელი 4 თვის წინ შეიტანა სასამართლოში.

_ ხალვაშმა სასამართლო დავა „რუსთავი 2“-ის დასაბრუნებლად გაცილებით დიდი ხნის წინ დაიწყო...

_ ყადაღის დადება მოვითხოვეთ იმ ქონებაზე რაც მოვიძიეთ და რაზეც ხელი მიგვიწვდებოდა, _ აღნიშნავს „გურია ნიუსთან“ საუბრისას ირაკლი ოქრუაშვილის წარმომადგენელი, რომლის ინფორმაციით თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავის გაგრძელებას აპირებს.

ჩვენს შევეცადეთ ამ თემაზე ქიბარ ხალვაშიც კომენტარიც მოგვეპოვებინა, თუმცა, ამ ეტაპზე მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

თუმცა, „გურია ნიუსის“ არქივში არსებობს ამ თემაზე მის მიერ გაკეთებული კომენტარი. მას შემდეგ, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ არსებობს ხალვაშთან 2010 წელს, ბერლინში გაფორმებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ „ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის შესაძენად დადებული ყველა გარიგებაში ის წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით, არ იმოქმედებდა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ არც ერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე და ამ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში ოქრუაშვილს გადაუხდიდა 7 მილიონ დოლარს, ხალვაშმა განაცხადა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება:

„მართალი  ყოფილა  ახალი  საუკუნის  ქართულიანდაზაყოფილი  ნაცი  არ  არსებობსნაციონალი  არის  ყველა, ვინც  ცხოვრობს  წესითხელისუფლებისთვის  და  ფულის  საშოვნელად  ყველაფერი  მოსულა. ამას  წარსული  დავიწყებია  და  აუცილებლად შევახსენებ. იმდენი  არ ქნას,უსახლკაროდ  დარჩეს. „მაესტროს“ ამბები  რომ წამოიწყესმგონი 2012 იყო, იმის შემდეგ  ურთიერთობა არ მქონია. ვფიქრობდი, რომ მიშასთან შეთანხმებით მუშაობდა, მაგრამ მაინც ბოლომდე არ მეჯერა. ახლა დავიჯერე. მაინც მეცოდება, გავაფრთხილებ: მიშასთან თამაში საშიშია," _ ამბობდა ქიბარ ხალვაში.




 ახალი ამბები
  • საირმის საკარანტინო ზონა მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში, საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად,  სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში  არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ. ... ...
  • რომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას კარანტინის დროსრომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ ისაუბრა. „აუცილებლად იმუშავებენ სააფთიაქო ქსელები და სურსათის მაღაზიები. რა თქმა უნდა სრული ხელმისაწვდომობა ექნება ჩვენს მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებაზე. იმუშავებენ მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები, ტელევიზიები, ბენზინგასამართი სადგურები ასევე საფოსტო მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი. ყველა ის მუნიციპალური სერვისი, როგორიც არის წყალი, დენი, გაზი. იმუშავებს სურსათის მომარაგების მთელი ჯაჭვი, რომელიც საჭიროა მაგალითად პურის საცხობები და თონეები“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. მინისტრის თქმით მზა კვების ობიექტები დისტანციური მიწოდების რეჟიმით იმუშავებენ, ასევე ფუნქციონირებას გააგრძელებენ მიტანის სერვისებიც. „ყველაფერი ის, რაც გარდაუვალი და აუცილებელია ჩვენი ფუნქციონირებისთვის, მასთან დაკავშირებული საქმიანობა, როგორიც არის თუნდაც სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა, რომელიც არის საჭირო სასურსათო მაღაზიების უზრუნველყოფისთვის, ესეც ბუნებრივია იმუშავებს. გარდა ამისა, როდესაც უკვე ვსაუბრობთ ეკონომიკის სხვა მიმართულებებზე, სადაც შესაძლოა კითხვის ნიშნები არსებობდეს, ეს თუ ის საწარმო რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ამ შემთხვევაში ასევე ჩვენ, მაგალითისთვის თუნდაც ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სადაც უფრო მკაცრი საკარანტინო პირობები იქნა შემოღებული, იქაც კი სოფლის მეურნეობის და ეკონიმიკის სამინისტროს მიერ იყო განსაზღვრული ის ობიექტები, მაგალითად კონცერნი „მარნეული“ რომელიც საკონსერვო პროდუქციას აწარმოებს დ აგრძელებს მუშაობას“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. ... ...
  • ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამომხმარებლო პროდუქტების შესაძენად ადგილობრივ ბიუჯეტიდან 50 000 ლარამდე დაიხარჯება. ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროდუქტებს სახლში ... ...
  • დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდებაქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდება. საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, თბილისის „მეტროპოლიტენით“ გადაადგილება იკრძალება. აკრძალვა, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის, ასევე, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე იმოქმედებს. „აღნიშნულ პერიოდში, დედაქალაქის მასშტაბით გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით, იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად იქნება გათვალისწინებული - ავტომანქანაში, მძღოლის ჩათვლით, უნდა მოთავსდეს მხოლოდ სამი ადამიანი. მათგან ორი ადამიანი, უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, გარკვეული დისტანციის დაცვით. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ტაქსის მძღოლებს, რომ მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ“,_ ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ... ...
  • რა მნიშვნელოვანი შეზღუდვები წესდება ქვეყანაშისაქართველოში ხვალიდან საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდატის საათი ამოქმედდება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. რას ითვალისწინებს აღნიშნული მდგომარეობა ქვეყანაში, რა მნიშვნელოვანი შეზღუდვები უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულ პროფესორს, კონსტიტუციონალისტ კოტე ჩოკორაიას ესაუბრა. „პრემიერ-მინისტრის განცხადებას ვუსმინე, რაც გულისხმობს პირველ რიგში შეზღუდვებს გადაადგილებასთან დაკავშირებით, ანუ მნიშვნელოვანი შეზღუდვებია. იკრძალება ყველა ტიპის სატრანსპორტო გადაადგილება ქალაქებს შორის, გარდა ავტომობილისა, მათ შორის თბილისში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა. გადაადგილება მხოლოდ ავტომობილით არის შესაძლებელი და იქაც თავისი წესებია. 3 ადამიანზე მეტი არ შეიძლება, რომ იყოს ავტომობილში. მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რაც აქამდე არ იყო 3-ზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვაა და ასევე მნიშვნელოვანი შეზღუდვა ეხება  70 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანებს, რომელთაც პრინციპში ეკრძალებათ გამოსვლა და მეოთხე, ესაა ე.წ. კომენდატის საათი. ეს არის უბრალოდ გადაადგილების შეზღუდვა, საკარანტინო შეზღუდვის კომპონენტი, როდესაც ადამიანებს ეკრძალებათ საღამოს 9-დან დილის 6-ამდე გამოსვლა. იმისთვის, რომ უფრო მარტივი აღსაქმელი ყოფილიყო ამიტომ თქვეს ე.წ. კომენდატის საათი. კომენდატის საათი ცოტა სხვა რაღაცებს მოიცავს თავის თავში, თუმცა, შინაარსით ამას ჰგავს. ე.წ. კომენდატის საათი, ნიშნავს იმასაც, რომ ადამიანებმა მგზავრობა ისე უნდა დაგეგმონ, რომ გადაადგილება არ გახორციელდეს 9 საათის მერე“,_ გვითხრა ჩოკორაიამ. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის კიდევ უფრო მკაცრი სახით ამოქმედება კორონავირუსთან ბრძოლას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...