ოზურგეთის მერი: "სამი მილიონი გამევიქნიე და თუ ვერ გაიგებთ, მაშინ ფსიქიატრია საჭირო"

მთავარი თემა

ოზურგეთის მერი: "სამი მილიონი გამევიქნიე და თუ ვერ გაიგებთ, მაშინ ფსიქიატრია საჭირო"

2019 მაი 23 17:35:45

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა პროტესტის მწვავე ფორმას მიმართეს და სოფლის ცენტრალური გზა გადაკეტეს. ისინი ითხოვდნენ გაზის, წყლის, გზის და მდინარე სუფსის სანაპიროზე მდებარე სახნავ-სათესი ფართობების პრობლემის მოგვარებას. ეს უკანასკნელი საკმაოდ მძიმე პრობლემაა, რადგან ფართობების დიდი ნაწილი უკვე მიიტაცა მდინარე სუფსამ და როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხელისუფლების შეპირება, რომ მდინარეს ამ მონაკვეთზე კალაპოტს შეუცვლიდნენ, მხოლოდ საარჩევნო დაპირებად დარჩა, იმ "შედეგით" , რომ ტრაქტორი წყალში მხოლოდ სამი დღის განმავლობაში ჩააყენეს, მერე კი ეს ტრაქტორი, მისი მომყვანიც და საარჩევნო დაპირებები ერთად გაქრა.

აქციაზე თავდაპირველად გურიის გუბერნატორის მოადგილე აკაკი შენგელია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე და პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ.

_ გუბერნატორის მოადგილე ამბობს, რომ სამი თვეა, რაც ამ სამსახურში მოვიდა და პასუხს ვერაფერზე აგებს. მართალიცაა _ რა პასუხი მოვთხოვოთ ახლა ამ კაცს? მერის მოადგილის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, მაგრამ თვითონ მერი სად არის? მოვიდეს აქ! სანამ არ მოვა, ფეხს არ მოვიცვლით. არჩევნებზე კარგად დარბოდა, ეგ და სიორიძე რომ "ჭიდაობდნენ"?! ყველაფერი პრობლემაა ჩვენთვის, რომელ ერთზე გესაუბროთ? _ უთხრეს "გურია ნიუსს" აქციის მონაწილეებმა და კონკრეტული მოთხოვნები ჩამოთვალეს, რაც, მათივე თქმით, არა ერთხელ გაუხმოვანებიათ, მაგრამ მინიმალური შედეგიც არ ჩანს და საქმე ადგილიდან არ იძვრის:

თინა მითაიშვილი: _ ასეთი გასაჭირი, მგონი, ომის დროს არ იქნებოდა. ჩაის ვკრეფდი, სტახანოველი ვიყავი, გასაჭირიც მინახავს და დალხინებაც. ახლა რა ხდება? თურქეთშია ხალხი მათხოვრად გაქცეული, ოღონდაც ჩაი იყოს მოსაკრეფი. ბავშვებს უცხოეთში გახიზნული დედები ენატრებათ. გაზი აქ არ არის; ვითომ წყალი კეთდება ამდენი ხანია და საშველი არ დაადგა; სუფსამ წაიღო მთელი სახნავ-სათესი ფართობები და დათესვის თავიც არავის აქვს, რომც იყოს. გზა ბევრგან გაუკეთებელია, ასე ასრულებენ დაპირებას? ჩვენ ქუჩაში უკიდურესმა მდგომარეობამ გამოგვიყვანა...

თათია გეგეჭკორი: _ სოფელი, რომელსაც არაფერი აქვს _ არც გაზი, არც წყალი, არც გზა და არც სახნავ-სათესი _ ეს ჯუმათია. მეტი რა გითხრათ?

ნათელა ბილიხოძე: _ 14 წელია, აქ წყალი არ არის. ვაკეთებთო და რას აკეთებენ?! ამდენი ხანი კეთება გაგონილა? ხან სათავე არ ვარგაო, ხან კიდე ბოლო... მეტი თუ არ იციან, დაანებონ მაინც თავი, ნერვებს ნუ გვიშლიან.

თეა დარჩია: _ სულ მილებია გახეთქილი, საშველი ხომ არ დაგვადგა!

აქციის მონაწილე ნინო გულიაშვილი ხმამაღლა გამოთქვამდა პროტესტს პრობლემებზე, რაზეც მერიის ინფრასტრუქტურის თანამშრომელი გოჩა აბაშმაძე განაწყენდა: _ ნინო, არაფერი არ გაკეთებულა, არაფერს გეხმარებიან? შენ ცოტა დახმარება გაგიწიეს? საშენი მასალა მოგცეს და სახლი დაგახურინეს. ეს არაფერია?

_ დიდი ამბავი! წყალი, გაზი გვინდა! თქვენი მოცემული ბეტონი და ცემენტი არ აგვარებს ამ პრობლემასო.

დოდო შარაშენიძე: _ წყალწაღებულია სოფელი ჯუმათი.

თამილა ხავთასი: _ გადახედეთ ჩვენს გასაჭირს სუფსის ხიდიდან. ჯუმათის სახნავ-სათესი ფართობები ოდითგან აქ იყო და წაიღო მდინარემ. აქაურები ამ მიწით საზრდოობდნენ. მდინარის კალაპოტის შეცვლაზე იყო საუბარი არაერთხელ. ამასობაში, სუფსამ წაიღო დიდი ნაწილი და ვინაა პატრონი? გარდა ამისა, უსაშველოდ ძვირია დახვნა-დათესვის საფასური. ათას კვადრატული მეტრის დახვნაში 35 ლარის გადახდა გლეხკაცისთვის თითქმის შეუძლებელია. მეტი არაფერი სჭირდება ამ საქმეს?

ნანა დარჩია: _ შარაშენიძე მოვიდეს აქ და დანაპირებზე პასუხი გაგვცეს, არჩევნებზე რომ "იჭიდავეს" მან და სიორიძემ, გვარბენინეს, წავიდნენ მერე და ხალხი კი დავრჩით ამოშავებული.

დაგვიანებით მოვიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე, რომელსაც აქციაზე ჟურნალისტის დანახვა აშკარად არ ესიამოვნა:

_ ჰე, მოვედი, რანაირად დავილაპარაკოთ ახლა, საქმე მიეცით ახლა ვიღაცეებს ამით, _ თქვა მან (მერის ამ რეპლიკაზე ცისანა ავაკიანმა მითხრა _ "აჰა, გიკბინა, ჟურნალისტო?!" ავტ.).

შარაშენიძემ საუბარი გააგრძელა:

_ახლა რა ვქნათ?! გინდა აქ დავრჩეთ, გინდა სადმე წავიდეთ, გაქვთ პროტესტის უფლება. რანაირად დავილაპარაკოთ, მითხარით, რა ვქნათ?! სამი მილიონი ფული გამევიქინიე ჯუმათში, ასე ქვია. ახლა პროტესტი, კი, შეგიძლიათ, მარა...

_ რას ქვია, "გამეიქნიე"? რა გვჭირს შენი გამოსაქნევი?  შენი დანაპირების შესრულებას ვითხოვთ, პირველ რიგში. დაგავიწყდა, შენი გულისთვის რომ ვირბინეთ? ოთხი წელია, ყანები არ დაგვითესავს. იმდენი დანაპირებიდან, რამე მაინც შეასრულე, _ ამბობდნენ აქციის მონაწილეები.

_ თუ არ გინდათ, დაგეხმაროთ და არ გინდათ, გაიგოთ, მაშინ ზოგისთვის ფსიქიატრია საჭირო. დავსხდეთ, ვისაუბროთ, არ მოგატყუებთ, _ განაგრძობდა შარაშენიძე.

_ ჯერ არ მოუტყუებია!!! რად მინდა ახლა ამის ტყუილების მოსმენა?! კი ვიცნობ, რაც არის, _ თქვა ჯუმათის მკვიდრმა, აქციის მონაწილემ მანანა ჯორბენაძემ და სხვებთან ერთად გვთხოვა, იქნებ, დაგვეხმაროთ და ჯუმათში გუბერნატორი ამოვიდეს, ნასარაიას გვინდა, შევხვდეთო.

აქციის მონაწილეებს ჯუმათელი ნანა დარჩია გამოეყო და შარაშენიძეს მიმართა:

_ სათვალე მოიხსენი ჯერ _ ისე უნდა გელაპარაკო. თქვენს და სიორიძეს შორის რომ ბრძოლა იყო, ხომ გახსოვს? მხარი რომ დაგიჭირეთ, რას შეგვპირდი, ხომ გახსოვს? დამთავრდა არჩევნები, სამი დღე დააყენეთ ტრაქტორი წყალში, თავი მოგვაჩვენეთ და დამთავრდა ეგ ამბავიც. სახნავ-სათესი სუფსას მიაქვს. რად გვინდა გზა, გაზი და წყალი, თუ ამ გაზზე მჭადი ვერ გამოვაცხვეთ? სოფელში მეტი რა უნდა ქნას ადამიანმა?! დანაპირების შესრულებას ვითხოვთ. არავის ეხალისება ქუჩის გადაკეტვა, _ თქვა ქალბატონმა.

_ უძინარი ვარ, _ თქვა შარაშენიძემ და სათვალე მოიხსნა, _ მე თქვენზე მეტად მაღელვებს ეს ამბები წყალსადენთან დაკავშირებით. თუ გვერდში დამიდგებით, მოგვარდება პრობლემა. მაგის გამო დიდი ჩხუბები მაქვს გადატანილი. მე დაპროექტებული დავტოვე. ჩემი მეორედ მოსვლის მერე აბრალებდნენ ვიღაცეებს. სულით და გულით მინდა გავაკეთო, მარა ეს კარუსელები ტრიალებს. მე თქვენ ამირჩიეთ და დაგპირდით. უარესი ამბავი დამხვდა ახლა და თუ დამაცდით ცოტას, გავაკეთებ. სიტყვაზე ვთქვი, თორემ გამოსაქნევი რა გჭირთ?! კაი გაგებით ვთქვი. მძიმე მემკვიდრეობა დამხვდა. მილიონებია დახარჯული, გაკეთებული არაფერია და ჩემი საკეთებელია. მე თქვენზე უფრო მაზარალებს ეგ თემა. გასაკეთებელია ბევრი რამ, _ თქვა შარაშენიძემ და ამჯერად ტელეფონით სცადა "სოკარის" ხელმძღვანელებთან დაკავშირება.

_გაზის საკითხის მოგვარება ჩვენ შუამდგომლობით შეგვიძლია. ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ვთხოვთ, ახლაც პასუხს ველოდები, ვესაუბრე, რომ დროულად მოგვარდეს ეს საქმე, წყლის სათავე ნაგებობის ამბავიც მოგვარდება, გზა რომ კეთდება, კი იცით, _ უთხრა შარაშენიძემ აქციის მონაწილეებს.

მოგვიანებით, ხანგრძლივი საუბრის, კამათის და დავის შემდეგ, აქცია დაიშალა და გზა გახსნეს.

სოფელ ჯუმათის წარმომადგენელმა ოზურგეთის საკრებულოში, მერაბ ბერიძემ "გურია ნიუსთან" თქვა, რომ არც ისეა საქმე, რომ რაიმე არ კეთდება:

"ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას გზიდან ჯუმათის ცენტრის გავლით 5 კმ-ზე მეტი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ახლა მიმდინარეობს.

პროექტის ღირებულება 1 434 400 ლარია და ის რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. უახლოეს პერიოდში დასრულდება სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, რის შემდგომაც ჯუმათის მოსახლეობას წყლის მიწოდება 24-საათიან რეჟიმში აღუდგება".

აქციის დასრულების შემდეგ, ჯუმათელებმა "გურია ნიუსთან" განაცხადეს, რომ გაზმომარაგების, წყალმომარაგების და სახნავ-სათესი ფართობების გადარჩენის მიზნით, არსებული პრობლემების მოგვარების საქმეში დროულ ღონისძიებას თუ არ გაატარებენ და კვლავ დაპირების ამარა დატოვეს, პროტესტის ფორმებს გაამწვავებენ:

_ ახლა აქ გადავკეტეთ გზა და მერე "რაიკომთან" ჩავალთ და იქ, ცხვირწინ დავუკეტავთ გზას. კარგი იქნება, ერთხელ გუბერნატორი თუ შეგვხვდება. გთხოვთ, ხმა მიაწვდინოთ, _ დაგვაბარეს მათ.




 ახალი ამბები
  • ლისაბონში ვებპროგრამირების სამიტზე ორი ოზურგეთელი მიემგზავრება“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ყოველწლიურ ვებპროგრამირების სამიტზე, რომელიც ყოველწლიურად ლისაბონში ტარდება, წელს ოზურგეთიდან ორი ქალი თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი მიეგზავრება. წელს, აპრილსა და მაისში სოციალური მედიისა და ვებპროგრამირების ტრენინგი ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ფონდის ეგიდით მიერ ჩატარდა და ემსახურებოდა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. პროექტი ჩატარდა დასავლეთ საქართველოში 5 რეგიონში, მათ შორის გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში და ლანჩხუთში. კონკურსში მონაწილეობდა 11 ადამიანი, აქედან ოთხი იყო ოზურგეთელი _ იაკო თავდიშვილი, თამო ონიანი, სოფო კალანდაძე, მერი ეძიეშვილი. საბოლოო ჯამში, გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული, რომელიც ლისაბონში მიემგზარება ყოველწლიურ ტექნოლოგიების ვებსამიტზე. თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი პირველად არიან მსგავსი ტიპის შეხვედრაზე. “ეს არის ძალიან პრესტიჟული და საკმაოდ მნიშვნელოვანი სამიტი. სასიხარულოა, რომ სამიტზე პირველად გურიიდან ორი ქალი მიეგზავრება. საქართველოდან სამიტზე წლებია ესწრებიან ქალები", _ გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა ტრენერმა ხათუნა ... ...
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...
  • ოზურგეთში, ღია დიალოგის რეჟიმში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ღია დიალოგის რეჟიმში, ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია სოფელ ჯუმათის, ზვანის უბნისა და გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივებს ინფორმაცია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიაწოდეს. მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სკვერის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემის მოწყობის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხია. აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება. შეხვედრებს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. ... ...
  • გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყოსაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, _ ნათქვამია პროკურატურის ... ...
  • ანზორ ჩუბინიძე: ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონიასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა. როგორც ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცა პასუხი. „20-21 ივნისის მოვლენებზე გამოვიკითხე და რაც მკითხეს, ვუპასუხე. რა დონეზე ვმონაწილეობდი, როგორ ვიყავით ჩართულები და პირადად ჩემთან ქონდათ გარკვეული კითხვები ჩემი მონაწილეობის შესახებ. მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტის შენობა არის დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და აქ კითხვა არაა, თუ რატომ ვიყავი იქ. მე მითითებებს გავცემდი მხოლოდ და მხოლოდ სდსს თანამშრომლებზე. რა თქმა უნდა, არ გავცემდი არანაირ ბრძანებას სროლაზე“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ. ამასთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თქმით, ის პასუხისმეგებლობისგან გაქცევას არ აპირებს. ​ „რაც შეეხება იმას, რომ სდსს-ის თანამშრომლები იყვნენ განლაგებული პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო და იქნება, სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი სდსს-ის. ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონია. არავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე, თუ დადგება ეს საკითხი. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ანზორ ჩუბინძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...