ოზურგეთის მერიამ ბიუჯეტი აზარალა _ ვინ დააბრუნებს უკან ზედმეტად გადახდილ თანხებს

მთავარი თემა

ოზურგეთის მერიამ ბიუჯეტი აზარალა _ ვინ დააბრუნებს უკან ზედმეტად გადახდილ თანხებს

2018 აგვ 13 09:29:23

გასულ კვირას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის #5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად.

მარტივად რომ ვთქვათ, საქმე ეხება მერიის იმ 39 თანამშრომლის ხელფასის შემცირებას, რომლებსაც თანამდებობრივი სარგო წლის დასაწყისი გაეზარდათ.

_ ორი მუნიციპალიტეტი გაერთიანდა და მობილობის წესით გადანაწილდნენ ადამიანები. ამ პროცესში აქტიური თანამშრომლობა გვქონდა საჯარო სამსახურის ბიუროსთან. გაიცა რეკომენდაციები და ახლა ამ რეკომენდაციებს ვასრულებთ, _ აღნიშნა ლაშა თავაძემ.

მისივე თქმით, იანვარში კანონის შესაბამისად იმოქმედეს, თუმცა, როგორც სხდომაზე გაირკვა, მერიას კანონი ჰქონდა დარღვეული.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ბესო ქათამაძის თქმით, წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ფაქტია, რომ მერიამ შეცდომა დაუშვა და ბიუჯეტი აზარალა, რადგან ამ ხნის განმავლობაში ადამიანები გაზრდილ ხელფასს არასწორად იღებდნენ.

ქათამაძის თქმით, თავის დროზე მუნიციპალიტეტები იმ მიზეზით შეაერთეს, რომ ნაკლები ხარჯი იქნებოდა, თუმცა, ახლა ირკვევა, რომ ნახევარი მილიონით მეტი იხარჯება და ამაზე ვინმემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.

ქათამაძეს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა ჩხიკვიშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ამაზე პასუხისმგებლობა იმ ადამიანებმა უნდა აიღონ, რომლებმაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეცდომა დაუშვეს.

ჩხიკვიშვილი დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია მერიის იურიდიული სამსახურის უფროსს, რა ზარალი მიადგა ადგილობრივ ბიუჯეტს იმ გადაწყვეტილებით, რომლის შეცვლას მერია ახლა ითხოვს:

_ ირკვევა, რომ მერიამ მობილობის წესი არასწორად ჩაატარა და აუცილებლად უნდა დადგეს შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი. ოზურგეთის ბიუჯეტი სერიოზულად დაზარალდა და ამაზე პასუხი უნდა აგონ, _ აღნიშნა ჩხიკვიშვილმა, რომლის კითხვაზე თავაძეს პასუხი არ ჰქონდა და თქვა, რომ ფინანსური საკითხები საფინანსო სამსახურთან უნდა გაარკვიონ.

თავაძის თქმით, მერიას შეცდომა არ დაუშვია, თუმცა, მოხსენების დასაწყისში გარკვევით თქვა, რომ მობილობა მერიამ არასწორად განახორციელა.

მარიკა ჩხიკვიშვილმა სხდომაზე მოითხოვა, რომ ეს საკითხი, როგორც შიდა, ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს.

ამავე სხდომაზე გაირკვა, რომ მერიას კანონდარღვევის შესახებ წლის დასაწყისში ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა, ამ დრომდე არაკანონიერად მომატებულ ხელფასებს ადამიანებს მაინც აძლევდნენ.

_ 2018 წლის 18 იანვარს #5 დადგენილებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა საშტატო ნუსხა და შესაბამისად, განსაზღვრა თანამდებობრივი სარგო. ჩვენ მაშინაც განვმარტეთ და კიდევ ერთხელ ვიტყვი _ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამტკიცებს საშტატო ნუსხას და პიროვნებებს არ ანიჭებს კატეგორიებს და რანგს. მაშინ ვთქვით, რომ მობილობა უნდა ჩატარებულიყო ამ რანგების და კატეგორიების შესაბამისად. თუმცა, აპრილში, მას შემდეგ, რაც პირადად მივმართე საჯარო სამსახურის ბიუროს და გამოვითხოვე დოკუმენტაცია, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საჯარო სამსახურის ბიურომ ოზურგეთის მერს 16 იანვარს გამოუგზავნა წერილი, რომელშიც გარკვევით წერია, რომ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ირკვევა _ "გარკვეულ თანამდებობებზე მოხელეები მობილობის წესით დაინიშნენ უფრო მაღალ თანამდებობაზე. საჯარო სამსახურის შესახებ მოქმედი კანონით კი, კარიერული განვითარება ხდება მხოლოდ კონკურსის საფუძველზე, მობილობა კი გულისხმობს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებისას შესაბამის მოხელის იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას ან უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანას".

ეს კი იმის დასტურია, რომ საჯარო სამსახურის ბიურომ ძალიან ნათლად და გარკვევით ჩამოუყალიბა ოზურგეთის მერიას, თუ რა უნდა გაეკეთებინა და ეს მოხდა საშტატო ნუსხის დამტკიცებამდე ორი დღით ადრე. შესაბამისად, კორექტირება უნდა მოეხდინათ. მერიამ დაუშვა შეცდომა _ მობილობის პროცესში ადამიანები დაინიშნენ უფრო მაღალ თანამდებობებზე. მიზეზად მოჰყავთ, რომ თურმე, ძველ მუნიციპალიტეტში უფრო დაბალი რანგი და კატეგორია იყო, ქალაქ ოზურგეთის მერიაში კი იგივე პოზიციაზე იგივე ფუნქცია-მოვალეობებით უფრო მაღალი რანგი და კატეგორია ჰქონდათ თანამშრომლებს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყო ახალი კანონი და შესაბამისი პრაქტიკა არ არსებობდა, აქ კანონმა დაუშვა გამონაკლისი და ყველა უწყებას მიეცა საშუალება, დაშვებული ხარვეზი და შეცდომა გამოესწორებინა 2018 წლის 1 აპრილამდე. უფრო მეტიც _ ამ დრომდე ყველას ჰქონდა საშუალება, 2017 წლამდე გახორციელებული რანგირება დაეკორექტირებინა დასაბუთებულად. ეს ვადაც ხელიდან გაუშვა ოზურგეთის მერიამ, _ აღნიშნა საკრებულოს სხდომაზე ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ.

მისივე თქმით, ამის შემდეგ საკრებულომ არა ერთხელ მიმართა მერიას ხარვეზის გასწორების მოთხოვნით:

_ ამის შემდეგ, 24 აპრილს, მერიიდან მივიღეთ წერილი, რომელშიც ამ ხარვეზის გასწორებას ითხოვდნენ და დავიწყეთ მუშაობა. თუმცა, 28 მაისს მივიღეთ ისევ წერილი, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, არავაკანტური თანამდებობის კატეგორიის შეცვლა არის რეორგანიზაცია, რომელსაც სჭირდებოდა გეგმა. შესაბამისად, მერიამ აპრილში შემოტანილი წერილი უკან გაითხოვა, _ თქვა ღურჯუმელიძემ.

ამავე სხდომაზე გაირკვა, რომ მერია, ბიუჯეტიდან, თვეში 7 000 ლარამდე ზედმეტად იხდიდა:

_ საუბარია 39 ადამიანზე. ამ ადამიანებს სჭირდებათ პასუხი კითხვაზე, ვინ დაუშვა შეცდომა, რატომ მოხდა ეს და რა პროცესები იქნება მომავალში, _ თქვა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.

მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის ლაშა თავაძის თქმით, საკრებულოს მიმართეს მაშინ, როცა ამის შესაძლებლობა მიეცათ, რომ დოკუმენტაციის წარმოება დროს საჭიროებს და ამიტომ დაერღვათ ვადები.

თავაძემ ვერ უპასუხა დეპუტატების შეკითხვას, თუ რატომ არ გაითვალისწინეს 16 იანვარს შემოსული წერილი, რომელშიც გარკვევით იყო აღნიშნული, რომ კანონი ირღვეოდა.

თავაძეს არც იმაზე ჰქონდა პასუხი, თუ რატომ არ გაასწორეს შეცდომა 1 აპრილამდე.

საკრებულოს ფრაქცია "მწვანეების" თავმჯდომარე ხათუნა ცერცვაძე დაინტერესდა, რა პოზიცია ჰქონდა ამასთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე მყოფ ოზურგეთის მერის მოადგილეს ირაკლი სირაძეს და ახსნა-განმარტება მასაც მოთხოვა, თუმცა, სირაძემ განმარტებები არ გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველა კითხვაზე პასუხს ლაშა თავაძე გასცემდა.

სირაძესთან კითხვები მარიკა ჩხიკვიშვილსაც ჰქონდა, რომელსაც აინტერესებდა, რატომ არ ჰქონდა მერიას რეაგირება 16 იანვარს შემოსულ წერილზე და რატომ არ მოახდინეს კანონით დადგენილ ვადებში ხარვეზის გამოსწორება:

_ გაცემული იქნა პასუხი, რომ მერიას ბევრი, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი აქვს განსახილველი და ვერ მოხერხდა ამ ვადაში ამ საკითხის დასრულება, _ აღნიშნა ირაკლი სირაძემ.

საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ლავრენტი ბიგვავა დაინტერესდა, ვინ აანაზღაურებს ზარალს, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს მიადგა:

_ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ნათლად არის მითითებული, რომ თუ სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეზე გაიცა შრომის ანაზღაურება, ის ექვემდებარება უკან დაბრუნებას. როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია, რომ ამ შემთხვევაში ეს შედეგი დადგეს? _ ჰკითხა ბიგვავამ თავაძეს, რაზეც ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ ეს სამართლებრივი დავის საგანია:

_ მე არ ვამბობ იმ ადამიანებზე, რომლებმაც ეს ხელფასი მიიღეს _ მათ ეს ხელფასი სამართლებრივად მიიღეს. მაგრამ თუ გამოიკვეთა, რომ დახარვეზებული დოკუმენტია შედგენილი, როგორ ფიქრობთ _ მაშინ ვინ უნდა დააბრუნოს ეს თანხა? _ კონკრეტიკა მოთხოვა ბიგვავამ თავაძეს.

მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის თქმით, "ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ვინმე სასამართლოს მიმართავს".

_ სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ უნდა დადგეს იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვის გამოც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა ზარალი ნახა, _ აღნიშნა მარიკა ჩხიკვიშვილმა.




 ახალი ამბები
  • თბილისის მერია და უშუალოდ კახა კალაძე მზად არიან პატარა ანიტას დასახმარებლადდედაქალაქის მერია და უშუალოდ თბილისის მერი კახა კალაძე მზად არიან პატარა ანიტას დასახმარებლად, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მერიის პრესსამსახურში განუცხადეს. თბილისის მერიაში აღნიშნავენ, რომ მერიის წარმომადგენლები ოჯახთან კონტაქტზე არიან. „ველოდებით შესაბამის საბუთებს, რათა მერიამ შეძლოს ანიტას მკურნალობის დაფინანსება“, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში. ორი წლის ანიტა ფაცაციას დახმარება სჭირდება. მას დაუდგინდა უმძიმესი დაავადება – დილატაციური კარდიომიოპათია. საჭიროა, სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში ჩატარდეს. პატარას ესაჭიროება სპეციალური აპარატი, რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, ვიდრე გულის ტრანსპლანტაციისთვის საჭირო თანხა მოგროვდება და დონორს იპოვიან. ბავშვი არის ავსტრიაში, სადაც ეს ოპერაცია დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება. ანიტას დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ, ჩარიცხოთ ანგარიშის ნომრებზე: „თიბისი“ ბანკი – GE38TB7855945064300017; „საქართველოს ბანკი“ – GE28BG0000000100761966 – მიმღები ლია ჩხაიძე (ანიტას ბებია). ... ...
  • კოხრეიძის მინიშნება ნათია ზოიძის მაუწყებლიდან წასვლაზე და ჟურნალისტების განცხადებააჭარის მაუწყებლის ახალმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ არჩევის დღესვე უკვე რამდენიმე მინიშნება გააკეთა მაუწყებლის დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძის „სამსახურიდან წასვლაზე“. ნათია ზოიძე დღემდე მაუწყებელში დირექტორის  მოვალეობას ასრულებდა, მან 19 ნოემბერს საჯაროდ განაცხადა, რომ ტელევიზიის დირექტორობას გიორგი კოხრეიძეს ჩააბარებდნენ და ეს დღეს მართლაც ასე მოხდა. ასევე, მაუწყებლის თანამშრომლები საჯაროდ აცხადებენ, რომ გიორგი კოხრეიძე მათი სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის არის გამოწვევა. დღეს, გადაცემა „მთავარში“, ახალარჩეულ დირექტორს ტელეწამყვანმა თეონა ბაკურიძემ პირდაპირ ეთერში ჰკითხა, აპირებს თუ არა ნათია ზოიძესთან თანამშრომლობას. გიორგი კოხრეიძემ ამ კითხვის პასუხად თქვა – „როგორ არ ვაპირებ, მე ღია ვარ თანამშრომლობისთვის…“ თუმცა იქვე დასძინა: „თუ ვიღაცას არ შეუძლია და მას აქვს სხვა დღის წესრიგი, აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი და არიან ასეთი ადამიანები, მე ამას დავუსაბუთებ… თვითონვე უნდა გადაწყვიტონ… ან დარჩებიან იმ პოზიციაზე, ან იქნებიან გუნდის  წევრები იმიტომ, რომ მე მჭირდება ისეთი გუნდი, სადაც ყველა ეცდება გააკეთოს ის, რაც გვექნება დასახული“. გიორგი კოხრეიძემ ნათია ზოიძეზე დღეს სხვა ეთერებშიც ისაუბრა და დასვა რიტორიკული კითხვა – „შეიძლება ჩვენი მუშაობა ერთად? მე მინდა, რომ ვიმუშავოთ ერთად. მაგიტომ ვამბობ – ნათია ზოიძის სათქმელია დღეს და გადასადგემლი ნაბიჯია, რომელსაც მე დაველოდები“. ჟურნალისტმა თეონა ბაკურიძემ გიორგი კოხრეიძეს სთხოვა დაეზუსტებინა, კონკრეტულად რას ელის ნათია ზოიძისგან. „მე პასუხს ველოდები, იმ ტალახზე, რაც მან ისროლა – მე ვყოფილვარ მატყუარა და ცრუ, ეს ერთი. ნახეთ მისი პოსტები. თქვენ წახვალთ ბრძოლაში, როდესაც იცით, რომ ვიღაცამ შეიძლება ზურგში დანა ჩაგარტყათ? გუნდის წევრი თუ უნდა ადამიანს, უნდა იყოს გუნდის წევრი და მაგიტომ ვამბობ, ნათია ზოიძემ უნდა მითხრას, რა იყო ამის საფუძველი, იქნებ ჩემთვის გასაგებია და მისაღებია“ – განაცხადა კოხრეიძემ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გიორგი კოხრეიძემ ნათია ზოიძის შესახებ აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემა „მთავარში“ დღეს, 22 ნოემბრს ისაუბრა. მაუწყებლის ჟურნალისტების ერთი ნაწილი გიორგი კოხრეიძის მიერ გაკეთებულ შეფასებებს, საინფორმაციო გამოშვების დასასრულს, პირდაპირ ეთერში ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა. ამ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსადმი მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და აღიარება არის ჩვენი, ამ მაუწყებლის თანამშრომლების საერთო მონაპოვარი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი უფრთხილდება. ვერავინ, მათ შორის ვერც ხელისუფლება და ვერც ახალი მენეჯმენტი ამ მონაპოვარს ჩრდილს ვერ მიაყენებს, ვიდრე ჩვენი გუნდი ერთიანია. საინფორმაციო სამსახურის ყველა თანამშრომელი ამ მონაპოვრის დაცვას საკუთარი პროფესიული უნარებითა და საქმით ვაპირებთ. 6 თვის განმავლობაში განვითარებული პროცესების გარდა ჩვენს შეშფოთებას იწვევს დღეს არჩეული დირექტორის პირველი ინტერვიუ, რომელშიც გიორგი კოხრეიძემ თქვა, რომ მაუწყებელში არის კონკრეტული ადამიანი, ვისთან თანამშრომლობაც კითხვის ნიშნის ქვეშაა, საუბარია ნათია ზოიძეზე. ის დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. ნათია ზოიძე ამბობს, რომ გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევა, სარედაქციო პოლიტიკის პროსახელისუფლებო ვერტიკალზე გადასვლის მცდელობაა. ვფიქრობთ, რომ კოხრეიძის განცხადება იმ ადამიანის შესახებ, რომელიც ყველაზე რთულ და კრიტიკულ სიტუაციაში არის ჯანსაღი სარედაქციო პოლიტიკის გარანტი, არის ნიშანდობლივი სიგნალი. მოვითხოვთ, ახალმა მენეჯერმა გამონახოს თანამშრომლობის ყველა რესურსი და არ გააჩინოს ახალი კითხვის ნიშნები.  აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები კატეგორიულად ვემიჯნებით კოხრეიძის შეხედულებას, რომ ჩვენი შიში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის შესახებ გარკვეული პირების მიერ თავსმოხვეული. ჩვენ გვაქვს საკუთარი აზრი და ნება, გავაგრძელოთ ჩვენი პროფესიული საქმიანობა ჟურნალის​ტიკის მაღალი სტანდარტით”. ... ...
  • არჩილ თალაკვაძემ On.ge-ს ჟურნალისტს პასპორტი არ ანახაპარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე უარს ამბობს, რომ On.ge-ს ჟურნალისტს პასპორტი აჩვენოს. ამ დოკუმენტში იქნება ასახული დატოვა თუ არა მან საქართველო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და რომელ ქვეყანაში ჩავიდა. ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასაშუალებები, მთავარი და ფორმულა ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ის ამტკიცებს, რომ იტალიაში, კომოს ტბაზე არ ყოფილა. "ტელეკომპანიებმა მთავარმა და ფორმულამ გაავრცელეს უკიდურესად მიკერძოებული და პოლიტიზირებული ინფორმაცია, სადაც ისინი საზოგადოებას უმტკიცებდნენ, რომ თითქოს მე ახლა ვიმყოფები კომოს ტბაზე", — უთხრა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ და ამავე შინაარსის ვიდეომასალა ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა. ამ ვიდეომასალის გავრცელებას ევროპული საქართველოს დეპუტატი, გიორგი კანდელაკიც გამოეხმაურა. მისი თქმით, მან და მისმა თანაგუნდელმა, გიგი წერეთელმა გასულ ღამეს თვითმფრინავით თალაკვაძესთან ერთად იმგზავრეს. "რადგან თქვენ თავადვე გადაწყვიტეთ კონტრშეტევაზე გადასვლა და შავზე თეთრის მტკიცება, მოგიწოდებთ თქვენი წუხანდელი ბილეთი გამოაქვეყნოთ და მედია, როგორც თავად აღნიშნეთ, "უკიდურეს მიკერძოებაში" ამხილოთ", — დაწერა კანდელაკმა ფეისბუქზე. გარდა ამისა, ფეისბუქში ზურაბ მელიქიშვილმა გაავრცელა ფოტომასალა, სადაც თბილისის მერი, კახა კალაძე ცოლთან ერთად და არჩილ თალაკვაძე არიან გადაღებული. ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია და არც მისი ავთენტურობა დადასტურებულა, თუმცა ამ მოვლენასთან დაკავშირებით ინტერნეტში გავრცელდა. წყარო: ... ...
  • სუს-ი: "სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. "გვსურს გამოვეხმაუროთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები საპროტესტო აქციებზე იმყოფებოდნენ და მიმდინარე პროცესების ფოტო/ვიდეოგადაღებებს აწარმოებდნენ. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ პირებს არ წარმოუდგენიათ არანაირი მტკიცებულება იმის დამადასტურებლად, რომ კონკრეტულ საპროტესტო აქციებზე მყოფი პირები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან. ამასთანავე, გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ საპროტესტო აქციებზე ან სხვა მასობრივი შეკრების ადგილებში უწყების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულებთან დაკავშირებით მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების თავიდან ასაცილებლად, კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესასრულებლად (“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11, მე-12 მუხლები), ახორციელებს პრევენციულ და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედებებს, რომლისთვისაც ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იყენებს ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს (ამავე კანონის 43-ე მუხლი). სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების პროცესში, “საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, კანონიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და  თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპებით მოქმედებენ," - ნათქვამია ... ...
  • აჭარის ტელევიზის შენობასთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანესაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს. მათი თქმით, ამით გამოხატეს ის განწყობა, რომელიც მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ გაუჩნდათ: "დღეს, მრჩეველთა საბჭომ, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა მოკლა", _ აცხადებენ ისინი. აქცია, მაუწყებლის შენობასთან, ამ წუთებშიც ... ...

არქივი

ზაფრანი

საჭმელი, რომელიც კიბოს აჩქარებს

გამოცემა Sciencealert - ის ცნობით,...

რა სასმელი უნდა დალიოთ რომ დიდხანს იცოცხლოთ?

ესპანეთში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, რომელიც...

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე კომბოსტოს ფოთოლი

კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია....

შეიძლება თუ არა ვარჯიში, როცა გაციებული ხართ

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ალბათ, თქვენთვის...

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?