ოზურგეთის მერიის მონადირეთა ჯგუფი _ იხდის თუ არა პოლიტიკურ ვალებს შარაშენიძე ბიუჯეტიდან

მთავარი თემა

ოზურგეთის მერიის მონადირეთა ჯგუფი _ იხდის თუ არა პოლიტიკურ ვალებს შარაშენიძე ბიუჯეტიდან

2018 აპრ 18 10:09:22

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ მუნიციპალიტეტის მერიაში მონადირეთა ჯგუფის შექმნის შესახებ ბრძანება 2018 წლის 1 თებერვალს გამოსცა.

ბრძანების თანახმად, „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, აგრეთვე, სამეურნეო საქმიანობისთვის ზიანის აცილების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 8 ინდივიდის რაოდენობის გარემოდან ამოღებისთვის“ რვაკაციანი ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც ნიკოლოზ გობრონიძე ხელმძღვანელობს.

ჯგუფის შექმნიდან რამდენიმე დღეში, უფრო კონკრეტულად კი 2018 წლის 6 თებერვალს, ნიკოლოზ გობრონიძე შარაშენიძეს წერს, რომ 4 მგლის მოკვლისთვის 1 800 ლარი ესაჭიროებათ:

„ჩვენ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოსახლეობიდან შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, მონადირეთა ჯგუფის მიერ, იანვარ-თებერვალში მგლისგან დაზიანებულია მუნიციპალიტეტის შემდეგი დასახლებული ტერიტორია: წვერმაღალა-ურეკი-შეკვეთილი; ლეკიანი-მოლიანი-ჩალიანი; მერიის აეროდრომი-ნარუჯა, ლაითური. განადგურებულია მოსახლეობის პირად საკუთრებაში არსებული 2 ათეულამდე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ცხენები. საკითხის სირთულიდან გამომდინარე, აუცილებელია სასწრაფოდ გახორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები, რისთვისაც აუცილებელია წინასწარი ჩარიცხვით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე 1 800 ლარი, რომელიც გათვლილია 4 მგლის ამოსაღებად საბიუჯეტო გადასახდელების ჩათვლით“, _ აღნიშნულია გობრონიძის წერილში, რომელიც 6 თებერვალს არის კანცელარიაში გატარებული, თუმცა, წერილის ავტორს რატომღაც თებერვლის მონაცემებიც უწერია.

თუმცა, ეს არ არის ერთადერთი ხარვეზი, რაც ამ წერილის თანდართულ დოკუმენტაციებშია და რომელიც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა ატვირთული. საქმე იმაშია, რომ შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტაციის თანახმად, შარაშენიძესა და გობრონიძეს შორის ხელშეკრულება ზემოთ აღნიშნული წერილის მერიაში შეტანის დროს გაფორმებული არ ყოფილა.

ხელშეკრულება, ნომრით 55, ოზურგეთის მერს კონსტანტინე შარაშენიძესა და ინდმეწარმე ნიკოლოზ გობრონიძეს, როგორც მერიაში შექმნილ მონადირეთა ჯგუფის ხელმძღვანელს შორის, 14 თებერვალს არის გაფორმებული.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შარაშენიძემ უნდა განახორციელოს 8 მგლის გარემოდან ამოღების ღონისძიების მომსახურების შესყიდვა და ამისთვის 3 600 ლარი უნდა გადაიხადოს:

„მომსახურების გაწევა უნდა გახორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით“, _ აღნიშნულია დოკუმენტში, რომელშიც, ასევე, დაკონკრეტებულია, რომ „ანგარიშსწორებას „შემსყიდველი“ განახორციელებს ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულების გათვალისწინებით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, მომსახურების გაწევის შემდეგ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში“.

ხაზგასასმელია კიდევ ერთი დეტალი _ ხელშეკრულება დადებულია ინდმეწარმე ნიკოლოზ გობრონიძესთან, ხოლო ხელშეკრულებას ხელს აწერს ფიზიკური პირი ნიკოლოზ გობრონიძე.

ამასაც რომ ტექნიკური ხარვეზი დავარქვათ, გვერდს ვერ ავუვლით ხელშეკრულების პირობების დარღვევას _ როგორც „გურია ნიუსმა“ შესყიდვების სააგენტოს ვეგვერდზე ატვირთული კანონის სავალდებულო დოკუმენტაციის შესწავლისას გაარკვია, ოზურგეთის მერიამ გობრონიძეს 1 800 ლარი, როგორც ის წერილით ითხოვდა ჯერ კიდევ ხელშეკრულების გაფორმებამდე, წინასწარ, 19 თებერვალს ჩაურიცხა.

ჩვენ, ასევე, გავარკვიეთ, რომ ჯგუფმა ამ დროისთვის მხოლოდ 2 მგლის ლიკვიდირება მოხდინა _ ყოველ შემთხვევაში ასეთი მონაცემები აქვთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რომელთანაც ჯგუფს პირდაპირი ვალდებულება გააჩნია _ სწორედ ამ უწყებას უნდა ჩააბარონ ანგარიში მონადირეებმა, რაც პრემიერის განკარგულებითაც რეგულირდება.

განსხვავებით ანგარიშვალდებულებებისაგან, არც კანონი და არც განკარგულება არ ადგენს მგლის მოკვლის ფასს. როგორც სამინისტროში გვითხრეს, უმრავლეს მუნიციპალიტეტებში მონადირეები ამას უსასყიდლოდ აკეთებენ და ამ დრომდე არ ქონიათ შემთხვევა, როცა ვინმე ფასით დაინტერესებულიყოს.

იურისტების თქმით, მგლის მოკვლის ფასი თვითმმართველობის ხელმძღვანელის და მონადირეების მოლაპარაკების საკითხია. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში ერთი მგლის მოკვლა 450 ლარადაა შეფასებული. თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენი ვარაუდია მათემატიკური ანგარიშგებით, რადგან მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, ოზურგეთის მერიიდან ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მიღება ვერ შევძელით _ სატელეფონო ზარებს არც კონსტანტინე შარაშენიძემ უპასუხა და არც მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა.

კიდევ ერთი მცდელობა კითხვებზე პასუხის მისაღებად მერიის პრესსამსახურთან დაკავშირება იყო _ ეკატერინე მგელაძეს 17 აპრილს, დილით, კითხვები წერილობით გავუგზავნეთ და ვთხოვდით მოეწოდებინა მერის პასუხები შემდეგ საკითხებზე: რატომ ჩაურიცხეს მონადირეთა ჯგუფის ხელმძღვანელს თანხა წინასწარ, როცა ხელშეკრულებაში გარკვევით წერია, რომ ანგარიშსწორება გაწეული მომსახურების შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, გაწეული მომსახურების შემდეგ ხდება; რატომ გახდა აუცილებელი მგლის მოკვლისთვის თანხის გადახდა მაშინ, როცა სხვა მუნიციპალიტეტებში მონადირეები ამას უფასოდ აკეთებენ, რასაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც ადასტურებენ; ვინ დაადგინა, რა ღირს ერთი მგლის მოკვლა და როგორ შეირჩა მონადირეთა ჯგუფის წევრები.

ჩვენ, ასევე, გვაინტერესებდა შარაშენიძის პასუხი კითხვაზე _ ამ შემთხვევაში, აქვს თუ არა ადგილი პოლიტიკური ვალის გადახდას ბიუჯეტიდან, რადგან, როგორც გვითხრეს, მონადირეთა ჯგუფის წევრები, რომლის შემადგენლობაში შედიან: ვიქტორ გობრონიძე, ნიკა გობრონიძე, გია გობრონიძე, თომა დანელია, დავით თოიძე, შოთა ზოიძე და ბექა ხურციძე, შარაშენიძეს წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად ეხმარებოდნენ.

ოზურგეთის მერისგან პასუხები ამ გზითაც ვერ მივიღეთ _ ეკატერინე მგელაძემ, დღის ბოლოს მოგვწერა, რომ შარაშენიძე მთელი დღის განმავლობაში სამსახურში არ მისულა და შესაბამისად, ჩვენი კითხვებიც უპასუხოდ დარჩა.

ჩვენ დეტალების გარკვევას მონადირეთა ჯგუფის ხელმძღვანელთან ნიკოლოზ გობრონიძესთანაც შევეცადეთ, თუმცა, სატელეფონო ზარებს არც მან უპასუხა.

ერთადერთი, ვინც კომენტარი გააკეთა, ჯგუფი წევრი, ვიქტორ გობრონიძე იყო, რომელიც ნიკოლოზ გობრონიძის ძმაა:

_ არ ვიცი, რა შეცდომაა დოკუმენტებში. წესით არ უნდა იყოს. იმდენჯერ შეაცვლევინეს _ ხან აუდიტმა დაიწუნა, ხან შესყიდვების სამსახურმა და კიდევ შეცდომა როგორ შეიძლება! ამაზე არაფრის თქმა არ შემიძლია. რაც შეეხება პოლიტიკურ ვალს _ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კონსტანტინე შარაშენიძეს მხოლოდ მე ვეხმარებოდი იმ ჯგუფიდან და მას ჩემი ვალი არ აქვს. მე არც სიორიძის წინააღმდეგ ვყოფილვარ _ ვიდექი მხოლოდ სიმართლის მხარეს და მეტ დეტალზე საუბარი არ მინდა. თქვენს კითხვაზე, რომლის თანახმადაც, შარაშენიძე არჩევნების წინ სამსახურს მპირდებოდა და ვერ გამიკეთა, შემდეგ კი თითქოს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის ადგილის დაკავებაში მეხმარება, შემიძლია, მხოლოდ ის გითხრათ, რომ მე 63 წლის კაცი ვარ და ამ ასაკში ვერავის დავუწყებ დევნას. მაწუხებს ბუნება, ბრაკონიერებიც, მაგრამ ნამდვილად არ შემიძლია ახლა მათ ვდიო, _ გვითხრა გობრონიძემ.

მისივე თქმით, მგლები მოსახლეობისთვის სერიოზული პრობლემაა და მისი მოკვლა ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული:

_ შეიძლება სხვა მუნიციპალიტეტებში აკეთებენ ამას უფასოდ, რადგან ფული აქვთ. საკმაოდ ძვირი პროცესია _ ერთი მგლის მოკვლისთვის 4 ტყვია მაინცაა საჭირო. საწვავი სჭირდება, უნდა გამოიტანო, დამარხო. არ არის მარტივი და იაფი საქმე ნამდვილად, _ აღნიშნა გობრონიძემ.

ვიქტორ გობრონიძის თქმით, ჯგუფმა არა ორი, არამედ 4 მგელი მოკლა:

_ სამინისტროს განყოფილებაში მაშინ ყველა დაპატიმრებული იყო და ამიტომ მხოლოდ ორი მგელი ჩავაბარეთ. ოთხია მოკლული და რამდენიმე დღეში ჩემი ძმა დეტალურ ანგარიშსაც წარადგენეს, _ თქვა „გურია ნიუსთან“ საუბრისას ვიქტორ გობრონიძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მონადირეთა ჯგუფის ხელმძღვანელისთვის თანხის წინასწარი გადარიცხა დარღვევაა:

_ წინასწარ თანხის გადარიცხვა შესაძლებელია, თუ ეს ხელშეკრულებით იქნება განსაზღვრული. საქართველოს კანონის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ თანახმად: „შემსყიდველი ვალდებულია: საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულებისა და მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“. მოწოდებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მონადირეთა ჯგუფის ხელმძღვანელს ნიკოლოზ გობრონიძესა და ოზურგეთის მერიას შორის 2018 წლის 14 აპრილს დადებული ხელშეკრულება #55 არ ითვალისწინებს წინასწარ თანხის გადახდას. უფრო მეტიც, აღნიშნული ხელშეკრულების 2.4. პუნქტში ნათქვამია: „ანგარიშსწორება მიმწოდებელთან გახორციელდება ეროვნულ ვალუტაში მომსახურების გაწევის შემდეგ... “ . ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მონადირეთა ჯგუფისთვის წინასწარ თანხის გადახდა ხელშეკრულების პირობების დარღვევას წარმოადგენს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ტრაპაიძემ.

_ ბატონო თამაზ, შეიძლებოდა თუ არა მონადირეთა ჯგუფის განცხადება გამხდარიყო წინასწარ თანხის გადარიცხვის საფუძველი?

_ შესაძლებელი იყო. ამას როგორც სახელწიფო შესყიდვების კანონი, ისე დადებული ხელშეკრულებაც ითვალისწინებდა, მაგრამ ამისთვის ხელშეკრულების 10.3 პუნქტის თანახმად, აუცილებელია იგი გაფორმებული იყოს წერილობითი ხელშეკრულების დანართის სახით. არსებულ ხელშეკრულებაში არსად არ არის მითითებული, რომ ხელშეკრულებას ახლავს დანართი. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ განცხადება დათარიღებულია 6 თებერვლით, ხოლო ხელშეკრულება გაფორმებულია 14 თებერვალს. ამდენად, ასეთი პირობა ხელშეკრულების ძირითად ნაწილში უნდა ასახულიყო, ხოლო თუ ხელშეკრულების შემდეგ დაიწერა განცხადება, დამატებითი პირობები დანართის სახით უნდა არსებობდეს. ამდენად, აქაც დარღვევასთან გვაქვს საქმე, _ ამბობს თამაზ ტრაპაიძე, რომლის თქმით, ასეთი დარღვევების გამომწვევი მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს:

_ მაგალითად: წლების განმავლობაში არსებული არასწორი პრაქტიკა; დაუდევრობა; კომპეტენციის ნაკლებობა და ა. შ. მიზანმიმართული კანონდარღვევა ნაკლებ სავარაუდოა, რადგან მისი გამოსწორება და კანონის ფარგლებში მოქცევა მარტივ პროცედურას წარმოადგენდა, _ მიაჩნია იურისტს.




 ახალი ამბები
  • მუშების დაშავებასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებსდღეს, ზესტაფონში, სს „საქართველოს რკინიგზის“ დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს საწყობში, მოხდა  უბედური შემთხვევა და სამუშაოს შესრულების დროს, მარაგი ნაწილების ჩამოშლის შედეგად,  სხეულის დაზიანება მიიღო რკინიგზის ორმა თანამშრომელმა - სახელოსნოს მჭედელმა მიხეილ ბებიაშვილმა და ხელოვნური ნაგებობების ბრიგადირმა მერაბ ნებიერიძემ. დაშავებულებს გაეწიათ  სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს  საავადმყოფოში.   სს „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა, ამასთან ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები.  სს „საქართველოს რკინიგზა“ მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულებსა და მათ ოჯახებს.  (R)       ... ...
  • უბედური შემთხვევა თბილისში _ მაღაზიაში ამწე შევარდაცოტა ხნის წინ, უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში. გურამიშვილის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი და ამწე ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების გამო ამწე ერთ-ერთი მაღაზიაში შევარდა. ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. მათგან ორი მცირეწლოვანია. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 271-ე მუხლით ... ...
  • წვიმა და სეტყვა _უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 27-28 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +23, +28, ხოლო 29-31 მაისს +28, +31 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი ... ...
  • 9 წლის გოგოს მკვლელობა _ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეეფარდასასამართლომ 9 წლის გოგოს მკვლელობისა და მის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეუფარდა.გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა და არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ... ...
  • პატრიარქის ფონდი გაქურდეს პატრიარქის ფონდი გაქურდეს, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე კომენტარი ფონდიდან არ გაკეთებულა. ამ დროისთვის უცნობია რა ნივთებია წაღებული ფონდის ოფისიდან. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ნივთების ისტორიიდან - ტუნიკა

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა,...

როდის ხდება წყლის დალევა ორგანიზმისთვის მავნებელი

არ შეიძლება ნებისმიერი სითხის სულმოუთქმელად...

ნუ დანებდებით

ვის არ უჩხუბია და უკამათია......

ნაბახუსევზე მარილიანი ყავა სასარგებლოა

ნებისმიერ ადამიანს ხშირად ერთი პრობლემა...

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...