ოზურგეთში ახალი სასტუმრო შენდება _ "ერთ-ერთი საუკეთესო ობიექტი შეემატება ჩვენს ქალაქს" (R)

მთავარი თემა

ოზურგეთში ახალი სასტუმრო შენდება _ "ერთ-ერთი საუკეთესო ობიექტი შეემატება ჩვენს ქალაქს" (R)

30 ივლ. 2018, 14:44:04

ოზურგეთში ახალი სასტუმროს _ „ნიკალას“ მშენებლობა იწყება. ოთხვარსკვლავიან ობიექტს ოზურგეთის ყოფილი მერის, ბეგლარ სიორიძის მეუღლე ბიზნესმენი ლელა თოიძე აშენებს.

ამ ინტერვიუდან გაიგებთ, როგორ მართავს ბიზნესს, უშლიდა თუ არა ხელს მეუღლის მერობა და სად და როგორ აშენებს სასტუმროს, რომლის პროექტი დასამტკიცებლად მერიაში დღეს შეიტანა.

_ ქალბატონო ლელა, გთხოვთ, ორიოდე სიტყვით გვითხრათ თქვენი ბიზნესსაქმიანობის შესახებ, რაზეც, დარწმუნებული ვარ, ბევრმა არც იცის ჩვენს ქალაქში.

_ ალბათ იცით, რომ მას შემდეგ, რაც ჩემი მეუღლე  საჯარო მოხელე გახდა, ჩვენი ოჯახის ბიზნესს მე ვხელმძღვანელობ. გულწრფელად გეტყვით, ბეგი სიორიძის მერობის პერიოდი ჩემი ბიზნესისთვის მხოლოდ შემაფერხებელი იყო და სხვა არაფერი. ეს არ არის მარტივი საქმე, როგორც შეიძლება ვინმეს წარმოუდგენია. ის მოითხოვს უზარმაზარ შრომას, მით უმეტეს, მაშინ, როცა ყველაფერი საბანკო კრედიტით გაქვს შექმნილი და შესაბამისად, იპოთეკით გაქვს დატვირთული მთელი ქონება.

უზარმაზარ რისკთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ეს შენობა, სადაც ახლა საბანკეტო დარბაზი "ელეგანტი" და რესტორანი "ქალაქურია", ვინმეს არ ეგონოს, ასე გამოიყურებოდა წლების წინ (არსებობს შესაბამისი ფოტოები).

ამ ყველაფრის შესაქმნელად ჩვენ ავიღეთ ათწლიანი  საბანკო კრედიტი, რომელსაც უკვე ექვსი წელია ვიხდით. ყოველგვარი გადამეტების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ციდან არასდროს არაფერი არ ჩამოვარდნილა ჩვენთვის. ყველაფერს, რასაც ბეგი სიორიძის ბიზნესი ერქვა, დაკავშირებული იყო უზარმაზარ რისკთან და ნერვიულობასთან.

ასეთ ურთულეს გზაზე ვმოძრაობთ აგერ მთელი 25 წელია. რისკთან ერთად ღვთის წყალობა უნდა ჰქონდეს ადამიანს აუცილებლად, ისე ვერაფერს მიაღწევ. დარწმუნებული ვარ, როცა სიკეთეს აკეთებ, ღვთის წყალობაც თან დაგყვება. ბევრჯერ შეიძლება გული გეტკინოს იმისთვის, რომ შესაბამისად არ დაგიფასონ (ნებისმიერი ადამიანისთვის გულსატკენია მსგავსი რამ), მაგრამ სიკეთის კეთება ამისთვის არ უნდა მივატოვოთ.

_ ქალბატონო ლელა, თქვენი მეუღლე უკვე რვა თვეა, რაც აღარაა ქალაქის მერი და თუ ერევა თქვენს საქმიანობაში, უფრო სწორად, თუ გეხმარებათ ბიზნესის საქმეებში.

_ არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ნამდვილად ძლიერ განიცადა მთელმა ოჯახმა ბეგის წაგება. ენით ვერ გადმოგცემთ ნამდვილად, თუ როგორ უაზროდ შეყვარებულია ის ოზურგეთზე და როგორ დღე და ღამე გასწორებული ჰქონდა იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი ქალაქს დამსგავსებოდა. დილაუთენია სახლიდან გასული შინ შუაღამისას ბრუნდებოდა და ამ ხნის მანძილზე ოჯახში სალაპარაკოდაც კი იშვიათად ვხედავდით.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ერევა თუ არა ჩემს საქმიანობაში, ჩვენთვის არასდროს ყოფილა ოჯახში ჩემი და შენი საქმე, ყოველთვის ერთად ვწყვეტდით და ერთად ვიღვწოდით ჩვენი ოჯახის ბიზნესის სწორად წარმართვისათვის. აგერ უკვე ჩვენი შვილიც (ნიკა სიორიძე)ამ სფეროთია დაინტერესებული და გვიმაგრებს მხარს მშობლებს.

დღეისთვის, როცა ჩემი მეუღლე არ გახლავთ საჯარო მოხელე, რა თქმა უნდა, მეხმარება და გვერდით მიდგას და მომავალში, თუკი კვლავ საჯარო მოხელე იქნება (რომლის სურვილი ნამდვილად არ გვაქვს ოჯახის არც ერთ წევრს), მე მისგან დამოუკიდებლად წარვმართავ ჩემს ბიზნესს, რაც, ვფიქრობ, ცუდად არ გამომდის ბოლო წლების მანძილზე.

_ როგორც ვიცი,ახალი პროექტის დაწყებას აპირებთ ოზურგეთში. იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რის გაკეთებას აპირებს ლელა თოიძე?

_ არაფერი მაქვს დასამალი. უკვე დაგვიმტკიცა ბანკმა სესხი და უახლოეს დღეებში დავიწყებთ ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას. დღეს შევიტანეთ მერიაში პროექტი დასამტკიცებლად და დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი საუკეთესო ობიექტი შეემატება ჩვენს ქალაქს სასტუმრო "ნიკალას" სახით.

_ სად იქნება ტერიტორიულად სასტუმრო "ნიკალა"?

სასტუმრო იქნება გურამიშვილის ქუჩაზე, ყოფილი სანეპითსადგურის შენობის ადგილზე. აღნიშნული შენობა შევიძინე, მაგრამ კარგად არ შევამოწმე მისი ვარგისიანობა ყიდვის დროს. აღმოჩნდა, რომ შენობის ნაწილი ამორტიზირებულია და უნდა დაიშალოს. ასე რომ, არსებული შენობის დასაშლელად სერიოზული ხარჯის გაწევა მოგვიწევს. მიუხედავად ამისა, უკვე დაწყებულ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და ახლო მომავალში ერთად ვიზეიმებთ ჩვენს ქალაქში ახალი სასტუმროს გახსნას.




 ახალი ამბები
  • "გამწარებული ვარ!" _ ვინ უნდა მოაგვაროს მოქალაქის პრობლემაედვარდ კალანდაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მშენებარე ეკლესიის სიახლოვეს ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრები 85 წლის მამაკაცს სთხოვენ საცხოვრებლად მათთან, ქალაქში გადავიდეს, ბატონი ედვარდი არ თანხმდება _ ის გვეუბნება, რომ მშობლიურ კუთხეს ვერ მიატოვებს. ჩვენი ასაკოვანი რესპონდენტი მხნედ გამოიყურება, მაგრამ ვერ ახერხებს გაჩუმებას სატკივარზე, რომელიც წლებია, აწუხებს. მისი პრობლემა ძლიერი წვიმის დროს ეზოს დატბორვაა და როგორც გვიყვება, ადიდებული წყალი, რომელიც გზას მიჰყვება, რადგან სანიაღვრე არხებში გასვლას ვერ ახერხებს, მის ეზოში ჩადის. ეტბორება ბოსტანი, ერთხელ სარდაფიც დატბორვია და, როგორც გვითხრეს, წყლის ამოტუმბვაში მეზობლები დაეხმარნენ. "მარტო ცხოვრება რთულია, მაგრამ აქ ისე ვარ მიჩვეული, ქალაქში წასვლა არ მინდა. არსად არ წავალ, აქაურობას ვერ მოვშორდები. ვაშლი მაქვს, მსხალი მაქვს, ყველა სახის ხილი მაქვს ეზოში. წიწილებს ვზრდი, თავს ვიქცევ, მაგრამ ამ ღვარმა შემაწუხა და მეც სხვას ვაწუხებ. წყალი ნუ ჩამომივა _ ამას ვითხოვ", _ გვეუბნება ედვარდ კალანდაძე. მისი თქმით, ძლიერი წვიმის დროს გზიდან მოდის ღვარი და ეზოს ტბორავს: "ყოველი ძლიერი წვიმის დროს გამწარებული ვარ. წყალი მოდის ზემოდან, მოყვება მანქანის კვალს. სანიაღვრე ფილები ჩადგეს, მაგრამ არ ჩადის წყალი იქ, გზაზე გადმოდის და ჩემს ეზოში ჩამოდის. ცოტა ხნის წინ ისეთი წვიმა მოვიდა, წყალი სარდაფში შევიდა. მეზობლები დამეხმარნენ და გავწმინდეთ. წვიმის დროს რომ მოხვიდეთ, ნახავთ, რომ ავტომობილები ტალახს ჭიშკარს ასხამენ. მეორე წელია, რაც ჩოხატაურის მერს გაკეთებას ვთხოვ. მერის არჩევნების პერიოდი იყო, როცა ირაკლი კუჭავა ვნახე და ჩემი პრობლემის შესახებ ვუამბე. მან მითხრა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ დამეხმარებოდა. დაპირება დაპირებად რომ დარჩა, მივედი და წერილობით ვთხოვე ბატონ მერს დახმარება. განცხადების პასუხად მივიღე წერილობით გზავნილი, რომელიც ფოსტით მოვიდა და წერია: "თქვენი 2019 წლის 10 ოქტომბრის #7653 განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ თქვენი განცხადება განხილულია. აღნიშნული საკითხის ადგილზე შესწავლის მიზნით მუნიციპალიტეტი გამოყოფს კომისიას, რის შემდეგაც მიღებული იქნება ადეკვატური გადაწყვეტილება". ამის მიუხედავად, არანაირი რეაგირება არ მომხდარა. აღარავინ მოსულა. ჰესის მშენებლობის დასრულებას და გზის გაკეთებას ელოდებიან, მაგრამ მანამდე, იქნებ, წყალმა წამიღოს ან აღარ ვიყო ცოცხალი. ის მწყინს, რომ ამ ხნის კაცი მივედი და ელემენტარული ყურადღება ხომ უნდა მომაქციოს? ან მითხრას, რომ ვერ აკეთებს. ვერ მოიცალა თუ ტექნიკა არ აქვს?" ცნობისთვის, გზის ის მონაკვეთი, რომელზეც ბატონი ედვარდის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს, იმ მანქანების გადაადგილების მარშრუტია, რომლებიც ჰესის მშენებლობაზე ყოველდღე დადიან. როგორც ცოტა ხნის წინ "გურია ნიუსი" წერდა, მოსახლეობა გზის გაკეთებას ითხოვს, რადგან ეშინიათ, რომ ჰესის მშენებლობის დასრულების შემდეგ მშენებელი კომპანია შეთანხმებას დაარღვევს. მოსახლეობასა და ჰესის მშენებელ კომპანიას შორის დადებული მემორანდუმის მიხედვით კი გზა, რომელიც მანქანების გადაადგილების შედეგად გაფუჭდა, მშენებლობის დასრულების შემდეგ კაპიტალურად უნდა გაკეთდეს. ბატონი ედვარდის თქმით, ამ ეტაპზე გზის გაუკეთებლობის მიზეზად ის სახელდება, რომ გზის მოწესრიგების შემთხვევაში, ჰესის მშენებლობაზე მიმავალი მანქანების გადაადგილება გზას ისევ დააზიანებს: "მითხრეს, რომ ახლა გზა რომ გავაკეთოთ, დიდი მანქანები მაინც გააფუჭებსო. ვიდრე ჩემს სახლამდე მოვლენ, სადაც გადაადგილდებიან ეს სამშენებლო მანქანები, იქ თუ არ ჩავარდა გზა, აქ რატომ ჩავარდება მაინცდამაინც? ასფალტს არ ვითხოვ _ მდინარე ნუ ჩამომივა ეზოში", _ გვეუბნება ედვარდ კალანდაძე. ბატონი ედვარდის პრობლემის შესახებ სასაუბროდ ჩვენ დაკავშირება მუნიციპალიტეტის მერთან ვცადეთ, თუმცა, პრესსამსახურმა თემში ახლადდანიშნულ მერის წარმომადგენელთან, ზურაბ მათითაიშვილთან გადაგვამისამართა. ცნობისთვის, "გურია ნიუსმა" ხიდისთავში არსებულ გზის ამ მონაკვეთის შესახებ პასუხის მიღება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერისგან ადრეც სცადა, მაგრამ ირაკლი კუჭავამ არც სატელეფონო ზარზე და არც სმს შეტყობინებაზე არ გვიპასუხა. მერის პრესსამსახურის თქმით კი, ირაკლი კუჭავა აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებას ჯერ არ აპირებს. შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლებისგან პასუხი კითხვაზე _ თუ როდის იგეგმება გზის მოწესრიგება აღნიშნულ მონაკვეთზე, ვერ მივიღეთ. სოფელ ხიდისთავში მერის წარმომადგენლის ზურაბ მათითაიშვილის თქმით, ბატონი ედვარდის პრობლემა იქამდე ვერ მოგვარდება, ვიდრე ჰესის მშენებლობა არ დასრულდება, რადგან პრობლემის გადასაჭრელად გზის კაპიტალურად გაკეთება და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებაა საჭირო: "სოფელს აქვს გაფორმებული ჰესთან მემორანდუმი, მემორანდუმის თანახმად, ჰესი ვალდებულია, უახლოეს ხანებში, როცა დასრულდება მშენებლობა, კაპიტალურად გააკეთოს გზა თავისი სანიაღვარე არხით და ყველაფრით. ადრე გავაკეთეთ სანიაღვრე, მაგრამ მაინც არ იმუშავა რადგან უნდა კაპიტალურად გაკეთება და ამას გააკეთებს ჰესის მეპატრონეები, იმიტომ რომ ამ მანქანებმა დააზიანეს გზა. ამიტომ ვართ გაჩერებულები და ეს ბატონ ედვარდსაც ავუხსენით. ამ მემორანდუმის თანახმად, სოფელს აქვს ვალდებულებები ჰესთან მიმართებაში, ველოდებით მშენებლობის დასრულებას და ეს პრობლემაც გადაჭრილი იქნება. ეს პრობლემა მთლიანობაში უნდა მოწესრიგდეს და ჰესი ამაზე თანახმაა და გააკეთებს, როგორც კი დასრულდება მშენებლობა", _ გვითხრა მათითაიშვილმა. მისი თქმით, ჰესის მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს: როგორც მათითაიშვილი ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, მერია ედვარდ კალანდაძის საცხოვრებელი სახლის ირგვლივ არსებულ პრობლემას ადგილზე გაეცნობა და თუ შესაძლებელი იქნება, ჰესის დასრულებამდე საკუთარი ძალებით დაეხმარება: "გავეცნობით ადგილზე სიტუაციას და თუ რამე ჩვენი ძალებით იქნება შესაძლებელი, დავეხმარებით, მაგრამ ეს იქნება დროებით გაკეთებული", _ თქვა ზურაბ ... ...
  • აშშ-ის ელჩი: გთხოვთ, მიდით არჩევნებზე და დააფიქსირეთ თქვენი ხმააშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. აშშ-ის ელჩის თქმით, ძალიან დიდი სამუშაო გატარდა იმისთვის, რომ პანდემიის მიუხედავად ხმის მიცემა უსაფრთხოდ წარიმართოს. „უბრალოდ, მოვუწოდებდი ხალხს, ატარეთ ნიღაბი, დაიცავით სოციალური დისტანცია, მაგრამ გთხოვთ, მიდით არჩევნებზე და დააფიქსირეთ თქვენი ხმა. შეერთებულ შტატებს ნამდვილად სურს, რომ ამ არჩევნებმა შეუფერხებლად ჩაიაროს. ძალიან ბევრი სამუშაო ჩატარდა იმისთვის, რომ COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად ხალხმა უსაფრთხოდ მისცეს ხმა. საბოლოო ჯამში, ამ არჩევნების წარმატება საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. იმედი გვაქვს, ქართველები არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ და დარწმუნდებიან, რომ მათი ხმა საარჩევნო ყუთთან დაფიქსირდება“, - აღნიშნა დეგნანმა. მან ასევე უპასუხა კითხვას იმის შესახებ ჰყავს თუ არა აშშ-ს ამ არჩევნებზე ფავორიტი და რა შემთხვევაში აღიარებს ვაშინგტონი შედეგებს. „ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ უნდა მართოს ქვეყანა. შეერთებულ შტატებს არ ჰყავს ფავორიტი კანდიდატი. ჩვენ არ გვყავს ფავორიტი პარტია. ჩვენ ვთანამშრომლობთ ნებისმიერ პარტიასთან, რომელსაც ქართველი ხალხი ლეგიტიმურად აირჩევს. ჩვენი ყურადღება გამახვილებულია სამართლიან პროცესზე და არა შედეგზე“, - განმარტა ... ...
  • "საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს დემოკრატიაზე თავდასხმის შესაძლებლობას"მოველით, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამ ფაქტს სათანადო შეფასებას მისცემენ, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგს. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს დემოკრატიაზე თავდასხმის შესაძლებლობას. "საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფარქვეშ, მოქალაქეებისთვის დესტაბილიზაციის და ძალის გამოყენების შეთავაზება, თუნდაც ირიბი სახით, ეწინააღმდეგება მშვიდობიანი, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების იდეას და საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩანს, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, ვინც ამ მეთოდოლოგიით გამოჰკითხეს, ჰქონდათ შესაბამისი რეაქცია და აღშფოთება, რადგან მათ ინფორმაცია გაასაჯაროეს. მოველით, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამ ფაქტს სათანადო შეფასებას მისცემენ. საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს დემოკრატიაზე თავდასხმის შესაძლებლობას!"-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. ცნობისთვის, როგორც ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, „რადიკალურ ოპოზიციასთან მჭიდროდ დაკავშირებულმა კომპანიამ - „აიპიემ“-მა დაკვეთილი კვლევის ანკეტაშიც ჩაწერა კითხვა - პროტესტის რა ფორმა იქნება მისაღები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ, ხოლო კითხვის პასუხებს შორის მოქალაქეებს შესთავაზეს „გამაოგნებული პასუხი“ - სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება“. „ეს ნიშნავს, რომ 2016, 2018 და სხვა წლების მსგავსად, რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს! ეს არის სრულიად გამაოგნებელი ფაქტი და არანაკლებ გამაოგნებელია მათი პარტნიორი კვლევითი კომპანიის წარმომადგენლების რეაქცია ჟურნალისტის კითხვაზე ამ ფაქტთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ კვლევითი კომპანიები ინფორმირებულები არიან და იციან მოსახლეობის რეალური განწყობები. ... ...
  • სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს N18 დაწესებულებაში პატიმრებს სათანადო სამედიცინო მომსახურება არ მიეწოდებათ (R)სოციალური ქსელის საშუალებით ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს N18 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს მედპერსონალი ყურადღებას არ აქცევს. "ერთ-ერთ ჩემს კლიენტს, რომელსაც ერთი ფეხი მოკვეთეს იქვე და ახლა მეორე ფეხია მოკვეთის საშიშროების წინაშე, წამალსაც არ აწვდიან გამაყუჩებელს",- წერს ადვოკატი კუბლაშვილი სოციალურ ქსელში. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე. მსჯავრდებულ ე.კ.-ს, რომელსაც სავარაუდოდ გულისხმობს ადვოკატი, საჭიროებიდან გამომდინარე სათანადო მკურნალობა უტარდება (ისევე, როგორც ყველა სხვა პატიმარს) და შეთავაზებული აქვს ყველა შესაბამისი სამედიცინო სერვისი. კერძოდ, მსჯავრდებული ე.კ. N18 (სამკურნალო) დაწესებულებაში 2020 წლის 25 მაისს მოთავსდა დიაგნოზით: ქვემო ¬კიდურების არტერიების ათეროსკლეროზი; ანგიოქირურგიული ჩარევების შემდგომი მდგომარეობა; მარცხენა ქვემო კიდურის მუხლზედა ამპუტაციის შემდგომი მდგომარეობა; კიდურის ფანტომური ტკივილები; შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, ინსულინმომხმარებელი; ტრემორი; მიოკარდიუმის გადატანილი ძველი ინფარქტი, და მკურნალობის კურსს ახლაც გადის. მსჯავრდებულ ე.კ-ს N18 დაწესებულებაში მოთავსებამდეც მრავალჯერ გაწია სამედიცინო მომსახურება სამოქალაქო სექტორის არაერთ კლინიკაში. კერძოდ, 2018 წელს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინოს ცენტრში ჩაუტარდა ჯერ მარჯვენა ქვედა კიდურის მაგისტრალური არტერიების სტენტირება და შემდგომ მარცხენამხრივი ბარძაყ-მუხლქვეშა შუნტირება და მარცხენამხრივი მუხლქვეშა არტერიის პლასტიკა. ასევე 2019 წელს შპს „ავერსის“ კლინიკაში ჩაუტარდა ბარძაყ-მუხლქვეშა და ბარძაყ-ტიბიალური შუნტის ამოკვეთა. 2019 წლის 16 ოქტომბერს საჭირო გახდა მარცხენა ქვემო კიდურის მუხლზედა მიოპლასტიური ამპუტაცია. ხოლო 2020 წლის 20 მაისს მსჯავრდებულ ე.კ.-ს კლინიკა „ვივამედში“ გაუკეთდა მარჯვენა თეძოს საერთო და გარეთა არტერიის სტენტირება, თრომბენდარტერექტომია, ბარძაყის არტერიის პლასტიკა. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულ ე.კ. სისტემატიური მკურნალობის კურსს გადის ანგიოქირურგის, ენდოკრინოლოგის და ნევროპათოლოგის დანიშნულების საფუძველზე. ამასთან, მსჯავრდებული N18 სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში რამდენჯერმე იქნა გაყვანილი გამოკვლევებისთვის სამოქალაქო სექტორის სხვადასხვა კლინიკაში. ბოლოს 2020 წლის 20 ოქტომბერს მას კლინიკა“ვივამედში“ გაეწია ნევროპათოლოგის კონსულტაცია და დაესვა დიაგნოზი: კიდურის ფანტომური ტკივილები. მსჯავრდებულს ე.კ -ს დაენიშნა და ამ ეტაპზე მიეწოდება შესაბამისი თერაპია (თიოგამა, დულოქსეტინი, დიკლოფენაკი და სხვა სიმპტომური ანალგეზიური მედიკამნეტები), გარდა ამისა უგრძელდება ინსულინოთერაპია და მიეწოდება ანტიკოაგულანტები. მსჯავრდებულისთვის 2018-2020 წლებში მხოლოდ სამოქალაქო სექტორის კლინიკებში ჩატარებული გამოკვლევები და ქირურგიული ჩარევები სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს 66 537.5 ლარი დაუჯდა. ამ ციფრებიდან გამომდინარე ადვოკატის მხრიდან მედიკამენტების მიწოდებაზე საუბარი რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 7 სექტემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომ მსჯავრდებულს მარცხენა ქვედა კიდურის პროტეზი დაუმზადდეს. უახლოეს პერიოდში მსჯავრდებულს ეს მომსახურებაც მიეწოდება. შესაბამისად, რაიმე სახის უყურადღებობაზე ან სამედიცინო სერვისის არ მიწოდებაზე საუბარი ყოველგვარ საფუძველს ... ...
  • შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამას ახალი ბრალი დაემატაშაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამას თამაზ ხომასურიძეს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება, _ აღნიშნულის შესახებ ხომასურიძის ადვოკატმა მამუკა ბასილაშვილმა განაცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, თამაზ ხომასურიძეს ექსპერტიზა მისი შუამდგომლობის საფუძველზე უტარდება. ბასილაშვილის თქმითვე, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი. დღესვე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს. თუმცა, ექსპერტიზის გამო, ის შესაძლოა, გადაიდოს. ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, თამაზ ხომასურიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს კიდევ ერთი ბრალი დაემატა. სააგენტოს ცნობით, ბრალდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებიდან მალევე, ციხის რეჟიმის ინსპექტორს თავს დაესხა. ცნობისთვის, თამაზ ხომასურიძეს ცრუ ჩვენების მიცემას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, მუქარასა და სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟმის ინსპექტორზე თავდასხმას ედავებიან. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...