ოზურგეთში H1N1-ით ქალბატონი გარდაიცვალა _ ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ

მთავარი თემა

ოზურგეთში H1N1-ით ქალბატონი გარდაიცვალა _ ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ

2019 იან 10 12:17:42

დანარჩენი საქართველოს მსგავსად, გრიპის ვირუსით დაავადებული ადამიანების რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა გურიაშიც.

ჩოხატაურში მდებარე შპს "ჯანმრთელობის სახლის" დირექტორის თემურ კოროშინაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, კლინიკაში 10-ზე მეტი პაციენტია მოთავსებული გრიპის მაგვარი სიპტომებით.

_ მკვეთრად არის გაზრდილი მომართვიანობა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თემურ კოროშინაძემ.

ჩოხატაურის "მედალფას" საავადმყოფოს მენეჯერის ანტონ ხუნდაძის თქმით, აუცილებელია, რომ ადამიანებმა ვირუსის პირველი სიმპტომების აღმოჩენისთანავე ექიმს მიმართონ:

_ ამ დროისთვის ჩვენს კლინიკაში გრიპის მაგვარი სიპტომებით 15 პაციენტი მკურნალობს. აქედან, 5 ბავშვია. ეს ის კატეგორიაა, რომელიც გართულებებით შემოვიდა საავადმყოფოში. სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობა ამ ვირუსს ზერელედ უყურებს და ექიმს გართულების შემდეგ აკითხავს, რაც დაუშვებელია. ყველას ვურჩევთ, პირველივე სიმპტომების გამოვლენის შემდეგ მიმართონ ოჯახის ან უბნის ექიმს და თვითმკურნალობა არ დაიწყონ, _ გვითხრა ანტონ ხუნდაძემ.

მიმართვიანობა გაზრდილია ლანჩხუთშიც _ კლინიკა "მედალფას" მენეჯერის რევაზ კვერენჩხილაძის თქმით, ამ ეტაპზე გრიპის სიპტომებით საავადმყოფოში არც ერთი პაციენტი არ ჰყავთ, თუმცა, ამბულატორიული მიმართვები მკვეთრად არის გაზრდილი. ვირუსის შემდგომი გართულებით პაციენტი არც ლანჩხუთის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში ჰყავთ. ცენტრის წარმომადგენლის, ევგენი ჩიჩუას თქმით, სამშაბათს ორი პაციენტი ჰყავდათ ამბულატორიული მომართვიანობით, რომლებსაც "ტამიფლუ" დაენიშნათ და ბინაზე გადიან მკურნალობას.

ამ ეტაპზე გრიპის ვირუსის გართულებით 11 ადამიანი გადის მკურნალობას ოზურგეთის "მედალფას კლინიკაში, სადაც სამშაბათს, 83 წლის ქალბატონი ვირუსის შედეგად გარდაიცვალა.

"მედალფას" კლინიკური მენეჯერის, ექიმ-ინფექციონისტის, ქეთევან ღლონტის თქმით, გარდაცვლილ ქალბატონს გრიპთან ერთად სხვა დაავადებებიც ჰქონდა:

_ როდესაც ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია თუნდაც რამდენიმე შემთხვევა H1N1-ის, ანალიზი აღარ კეთდება. როდესაც ექიმი კლინიკურად დასვამს გრიპის დიაგნოზს, ყველა ეს ვირუსია. გიდასტურებთ, რომ ქალბატონი გრიპის ვირუსის შედეგად გარდაიცვალა, მაგრამ მას ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა და მომართვაც იყო დაგვიანებული. თუმცა, ეს არის ის რისკჯგუფი, სადაც, ადრე მომართვიანობის შემთხვევაშიც, შესაძლოა, დიდი ალბათობით, ლეტალური შედეგი დამდგარიყო, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ქეთევან ღლონტმა.

მისივე ინფორმაციით, ოზურგეთში, მკვეთრად არის გაზრდილი ამბულატორიული მომართვიანობაც და ამ ეტაპზე კლების ტენდენცია არ შეიმჩნევა.

ექიმი ინფექციონისტი მოსახლეობას ურჩევს, რომ არ დაიწყონ თვითმკურნალობა და პირველი სიმპტომების აღმოჩენისთანვე მიმართონ ოჯახის ექიმს:

_ არსებობს ამის პროტოკოლი და გაიდლაინი, თუ როგორ უნდა მართონ პირველადი ჯანდაცვა, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, ესაჭიროება თუ არა პაციენტს საავადმყოფოში გადაყვანა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი _ პირდაპირ მითითებულია, რა კატეგორიამ უნდა მიიღოს პრეპარატი "ტამიფლუ" მიუხედავად დაავადების სიმძიმისა, თუნდაც, მსუბუქ შემთხვევაში _ ეს არიან ორსულები და ვადას არ აქვს მნიშვნელობა; ეს არიან ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები _ შაქრიანი დიაბეტით, გულის უკმარისობით, არტერიული ჰიპენტენზიით, სიმსივნით დაავადებული ადამიანები და ა. შ.

მინისტრის ბრძანებით, ოჯახის ექიმი ასეთ პაციენტებს უნიშნავს "ტამიფლუს", რომელიც "ფორმა 100"-ის საფუძველზე უფასოდ გადაეცემა ორსულებს, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს, ბავშვებს და პენსიონერებს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი როლი აქვთ ოჯახის ექიმებს ამ დაავადების მართვაში, _ თქვა "გურია ნიუსთან" საუბრისას ქეთევან ღლონტმა.

ექიმ-ინფექციონისტის თქმით, დაუშვებელია მკურნალობა სოციალურ ქსელში ბოლო დროს აქტიურად გავრცელებული მეთოდებით _ წყალბადის ზეჟანგით, სოდით და ა. შ.

_ ეს არ არის მედიცინა. პოპულარულ ენაზე რომ გითხრათ, ეს არის ექიმბაშობა, რაც დაუშვებელია. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ არ გამოიყენონ მგავსი მეთოდებით და აუცილებლად გაიკეთონ აცრები პრევენციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ვირუსი ფართოდ არის გავრცელებული, ახლაც არის შესაძლებელი აცრების ჩატარება. თუმცა, გეტყვით იმასაც, რომ აცრის შემდეგ ორი კვირაა საჭირო იმუნიტეტის გამოსამუშავებლად. თუკი აცრას გაიკეთებთ, გრიპის ვირუსის მქონე ადამიანთან 2 კვირის განმავლობაში კონტაქტი არ უნდა გქონდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მაინც რისკია. აქვე გეტყვით იმას, ორსულებმა აცრები ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ჩაიტარონ, _ აღნიშნავს ღლონტი.

როგორც "გურია ნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, პრეპარატი "ტამიფლუ" უკვე დარიგებულია ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, რომლებიც, პირველ რიგში, მიეწოდება ორსულებს, ბავშვებს, პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებით ( დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის, ონკოლოგიური) დაავადებულ პირებს უფასოდ, ოჯახის ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო ფორმა-100-ის საფუძველზე.




 ახალი ამბები
  • გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალაგუდაური-კობის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს. ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია. რაც შეეხება მლეთა-გუდაურის მონაკვეთს, ამ შემთხვევაში მოქმედებს გაუჩერებლად გავლის რეჟიმი. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილები დაკრძალესდიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულები ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. მანამდე გარდაცვლილები ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და და ქაშვეთის ეკლესიაში იყვნენ დასვენებულები, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ტაძარში იმყოფებოდა კათოლიკოს-პატრიარქი, თანამოსაყდრესთან ერთად, ასევე თბილისის მერი და სხვა პოლიტიკოსები. დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება, რამაც ნგრევა გამოიწვია, ოთხი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 4 წლის ბავშვი იყო. აფეთქების დროს 8 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებსაც გულგრილობას ედავება.  სასამართლომ მათ დღეს წინასწარი პატიმრობა ... ...
  • აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათდიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა მიიღო. პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. დაცვის მხარე მოითხოვდა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ვაზელ მამადიანის შემთხვევაში 50 ათასი ლარის, ხოლო თორნიკე ტატიშვილის შემთხვევაში 10 ათასი ლარი ყოფილიყო გამოყენებული. ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი ოფიციალურად 19 იანვარს წაუყენეს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. წინასასამართლო სხდომა 14 მარტს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ... ...
  • ძროხების მოპარვის ბრალდებით 3 პირი დააკავესბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბანში, საძოვრიდან 7 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს, რომლებიც შემდეგ გაყიდეს. მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო ქმედებების შედეგად პოლიციამ 1994 წელს დაბადებული ნ.პ. და 1995 წელს დაბადებული შ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, 1986 წელს დაბადებულ ე.შ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • თბილისში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვესთბილისში, რამდენიმე დღის წინ დაკარგული მოზარდი, აფრიკის დასახლებაში, ქაღალდების ქარხანასთან გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახს ძალიან უჭირს, რის გამოც, მოზარდი იძულებული იყო მშობლების დასახმარებლად ჯართი შეეგროვებინა. წინასწარი ინფორმაციით, ის თხრილში სწორედ ჯართის მოსაგროვებლად ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა. ბავშვის იდენტიფიცირება ველოსიპედით შეძლეს, რადგან ის ამით გადაადგილდებოდა. აქვე იპოვეს სხვადასხვა ხელსაწყო, რის დახმარებითაც ჯართს ეძებდა. ზუსტად რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...