"პანდემია ზოგს სახლში მიარბენინებს გაურკვეველი დროით; ზოგს, ყველას ჯვარი ეწეროს და... სასაფლაოზე"


მთავარი თემა

"პანდემია ზოგს სახლში მიარბენინებს გაურკვეველი დროით; ზოგს, ყველას ჯვარი ეწეროს და... სასაფლაოზე"

26 ნოე. 2020, 09:06:16

"გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდს ეწვია. ჩვენი მიზანია, გავაშუქოთ თითოეული სოფლის პრობლემები; გავიგოთ, რა უჭირს ყველაზე ძალიან სოფლის თითოეულ მცხოვრებს.

ცხემლისხიდში, ისევე, როგორც ყველა სოფელში, მოსახლეობა უმუშევრობაზე საუბრობს. შემდეგ მოდის უწყლობის და უგაზობის პრობლემა, რაც ნაწილობრივაა გადაჭრილი. ცალკეულ უბნებს და ზოგჯერ ერთ თემში შემავალ რამდენიმე სოფლის მცხოვრებლებს სხვადასხვანაირად მიეწოდებათ წყალი თუ გაზი. უფრო სწორად, ზოგან არის, ზოგან ახლა აკეთებენ, ზოგან კი დაწყებულიც არაა პროექტის გახორციელება.

სოფლის ცენტრში ბლომად ნახავთ მიუსაფარ ძაღლებს და ჩამოხეულ საარჩევნო პლაკატებს.

ცხემლისხიდის ცენტრი _ სოფელში ინტერნეტის კაბელი გაჰყავთ,
ხეებზე კი საარჩევნო პლაკატები ისევაა შემორჩენილი

სოფლის ცენტრში უამრავი მიუსაფარი ძაღლია

ცხემლისხიდელი ბადრი გოგეშვილი ერთ-ერთი პირველია, დანარჩენისგან განსხვავებით, ვინც წინა პლანზე წამოსწია სოფელში ელექტრიკოსის შტატის აუცილებლობა.

900-კომლიან სოფელს, ერთი ელექტრიკოსი არ სჭირდება? თქვით ახლა, აბდლები იყვნენ კომუნისტებიო. მოვკვდი კაცი მუქთად მუშაობით. რამდენი "იზოლენტა" დამიხარჯავს, ვინ მოთვლის. ახალგაზრდას კი ვერ ნახავ, ელექტრიკოსის პროფესია რომ ჰქონდეს. დაწერა ხალხმა განცხადება, მოითხოვეს სოფელში ელექტრიკოსი და გამგებელმა უთხრა, როგორ დაგაკმაყოფილოთ, მაგის შტატი არ არსებობს და ჩვენს ხელფასს ხომ არ გავყოფთო. ვიღაცამ ხომ უნდა იღონოს რაღაც?! ძველები მიდიან, ახლებმა არ იციან. დიდ სოფლებში განსაკუთრებით აუცილებელია ელექტრიკოსის შტატი. ვითომ ტყუილს ვამბობ? _ გვითხრა მან, თან დასძინა, ვინც ამ პროფესიას ფლობს, დასაქმებულიც დარჩება, მისთვისაც მადლია და 900 კომლისთვისაც, მინუს-პლიუსი რომ არ იცის ზოგმა და რაღაცას უჩხიკინებს, სანამ არ "წამარცხდებაო".

ბადრი გოგეშვილი: "კომუნისტების დროს იყო
საჭირო ელექტრიკოსი და ახლა _ არა?!"

ცხემლისხიდის თემში შემავალ სოფელ ბაღდადში, სადაც 370 კომლი ცხოვრობს, ადგილობრივები უგაზობის გამო ბრაზობენ.

_ მაგისტრალი კი შემოიყვანეს სოფელში, მაგრამ ორი წელია, საშველი არ დაადგა ჩართვას. მარტო "ტრუბა" რად გვინდა? არ ვამბობ, რომ არ კეთდება საქმე. თუმცა, დაპირება უფრო მეტია, მერე კი არ ახსოვთ. ორი წლის წინ უნდა დასრულებულიყო გაზის შემოყვანა. ახლახან. არჩევნების წინაც შეგვპირდნენ. თუმცა უსაზღვროდ ჭიანურდება და ამიტომ ბაღდადის (ცხემლისხიდის თემი) მცხოვრებლები ძალიან გაღიზიანებული ვართ, _ გვითხრა ადგილობრივმა მცხოვრებმა დალი ძიძიშვილმა.

ქალბატონმა დალიმ ისაუბრა პანდემიის გამო შექმნილ დაბრკოლებებზე. რომ ზოგი კოვიდინფიცირებული არ იცავს რეგულაციებს, მაინც გადის ქუჩაში და ქმნის საფრთხეს:

_ განსაკუთრებით ბავშვები მეცოდებიან. კარგია, რომ ახლა ინტერნეტი შემოდის სოფელში. ხედავთ, გზები როგორაა გადათხრილი, მაგრამ ამას გავუძლებთ. თუმცა, ახლა, როცა სკოლები ონლაინ სწავლებაზეა, ბევრ ბავშვს ხელი არ მიუწვდება ინტერნეტზე. ჩემთან მოდიან და სარგებლობენ "ვაიფაით". რაც შემიძლია, ვეხმარები, მაგრამ, დამერწმუნეთ, თუ ასე გაგრძელდა, ხელთ უვიცი ბავშვები შეგვრჩება. მე არ ვამბობ, რომ პედაგოგები არ მუშაობენ. პირიქით, მაგრამ რა ქნან, თუ ქსელი სუსტია და კომუნიკაცია სათანადო დონეზე არ ხდება? _ გვითხრა მან.


მიუხედავად იმისა, რომ სანაგვე ყუთი იქვეა,
ცენტრში ყველგან ნაგავი ყრია

ცხემლისხიდელმა მევლუდ კალანდაძემ პრობლემად და "გვარის ამომგდებად", უმუშევრობა და ამის გამო წარმოშობილი გაჭირვება მიიჩნია:

_ სამი ბიჭი რომ ჰყავს ოჯახს. სამივე დასაოჯახებელია და ერთი სახლის მეტი არ აქვთ, ვინ დაეხმარება? სამუშაო არაა. დრო არ იცდის. ჰოდა, ასე კი დეიქცა ოჯახი და "ამოვარდა გვარი". დაეხმაროს სახელმწიფომ. თან ქვეყნის გაერთიანებაზე იფიქრონ, ისე კი არა, მიშამ რომ ჩააბარა ნახევარი საქართველო. ბიძინამ კიდე ასეთ ოჯახებსაც დაეხმაროს, ძმები რომ ერთ სახლში ცხოვრობენ _ ვიცი, რომ ქველმოქმედია და ასეთი ქველმოქმედებაც არ აწყენს. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, თუ მკითხავთ. აქამდე თურქეთში გარბოდნენ სამუშაოდ. ახლა პანდემია ზოგს სახლში მიარბენინებს გაურკვეველი დროით, ზოგს _ სასაფლაოზე, ყველას ჯვარი ეწეროს და... _ გვითხრა მან.

სოფელ ცხემლისხიდის მკვიდრი, 64 წლის მარტოხელა მამაკაცი, ნოდარ უნგიაძე, როგორც სოფელში გვითხრეს, ერთ-ერთი ყველაზე შეჭირვებული ადამიანია, რომელსაც სოციალური დახმარება მოუხსნეს.

_ ეს კაცი მარტოხელაა და თუ სადმე მადლი და სამართალია, ამას უნდა დაეხმარონ. უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა. გამგებელი, შოთა მახარაძე რომ არ ყოფილიყო, ნოდარ უნგიაძე მკვდარი იქნებოდა. სამი წილის წინ, პროსტატის ოპერაცია სასწრაფოდ გაუკეთეს. საავადმყოფო არ იღებდა, ფული არ აქვსო. ბატონმა შოთამ რაც მაშინ ირბინა... მერე ქუთაისში გადაიყვანა და ძლივს გამოკეთდა. შარშან ვიღაცამ შარში გახვია. სთხოვეს, თურქეთში მანქანა გადამაყვანინეო. საჭესთან დაჯდა, როგორც მძღოლი. იქ დაუფიქსირეს, რომ გადავიდა მანქანით და ამის გამო მოუხსნეს სოციალური დახმარება. შესაძლოა, კანონი რაღაცას ითვალისწინებს, მაგრამ, არაფერი არ უნდა იკითხო? დეტალებში არ უნდა გაერკვე? მარტოხელა, ავადმყოფი, უძლური... რა ქნას? _ გვითხრეს აქ.

ჩვენ თავად ნოდარ უნგიაძეს შევხვდით. კითხვაზე, როდის შეუწყვიტეს სოციალური დახმარება და თუ დაწერა განცხადება განმეორებით, ასეთი პასუხი გაგვცა:

_ შარშან შემიჩერეს. ერთი წელი უნდა გავიდეს, რომ კვლავ დავწერო განცხადება. თუმცა, რა ვიცი, მომცემენ? ადამიანს დავეხმარე მანქანის საზღვარზე გადაყვანაში. საჭესთან დაჯექიო... რა მექნა? ადამიანისთვის უარი მეთქვა იმაზე, რითაც დახმარება შემეძლო? რა ვიცოდი, ასეთ შარს თუ მომდებდნენ?! ჯანმრთელობა განახევრებული მაქვს, ვარ მარტოხელა, ჯერ პენსიაც არ მაქვს. 60 ძირი თხილი მაქვს, მეტი არაფერი. ჩალიანში მაქვს საყანე ფართობი, მაგრამ დიდი ხანია, არ დამითესავს. სადაა მაგის საშუალება? _ გვითხრა ნოდარ უნგიაძემ.

 ცხემლისხიდში დიდი ხანია, პრობლემურია უჩხუბის უბნის სამკილომეტრიანი გზა, რომელიც თავიდან ბოლომდე დაზიანებულია. ახლა უჩხუბის მიმართულებით ინტერნეტის ხაზი გაჰყავთ და გზა ორმაგად დაზიანდა. მოსახლეობას დისკომფორტი აქვს გადათხრილი გზის გამო. ასევე ითხოვენ, რომ სამკილომეტრიანი გზის პროექტის გახორციელება დაჩქარდეს.

უჩხუბის უბანში სამკილომეტრიანი გზის მოწყობა
უმნიშვნელოვანესი საქმეა

ადგილობრივი მცხოვრებლები კმაყოფილებას გამოთქვამენ სოფლის მხარდამჭერი პროგრამით გახორციელებულ სამუშაოებზე.

_ ძალიან კარგია, რომ ეს პროექტი კვლავ ამოქმედდა. მილხიდების , სოფელში არსებული მრავალი ხიდის მოაჯირის, აღმართებზე ბეტონის საფარის დაგება, განსაკუთრებით სასაფლაოებთან, ნამდვილად სასიკეთო საქმეა, _ ამბობენ ისინი.

ოთხ ხიდზე მოაჯირები სოფლის პროგრამით გაკეთდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ცხემლისხიდში, შოთა მახარაძე არსებულ პრობლემებზე, რაც მოსახლეობისგან მოვისმინეთ, ვრცელ კომენტარს აკეთებს:

_ შაბათ-კვირასაც რომ სამუშაო დღე მაქვს და ყველა ეს პრობლემა ჩემთვის ცნობილია. ჯერ ბაღდადზე მოგახსენებთ. ცხემლისხიდის თემის ამ სოფელში გაზის შეყვანა დასრულებულია. ყველა ჭიშკართან მიყვანილია. უმთავრესი გაკეთებულია. პანდემიამ ყველგან შექმნა დაბრკოლება. ხომ კარგად იციან, რომ მალე ყველა ოჯახს ექნება? უკვე დაწყებული მაქვს განცხადებების მიღება.

რაც შეეხება უჩხუბის უბნის გზის ვრცელ მონაკვეთს, მართალია, სამკილომეტრიანი მონაკვეთი თავიდან ბოლომდე გასაკეთებელია, თუმცა, აქ ჯერ წყალგაყვანილობის მაგისტრალი უნდა გავიდეს. ეს არის 12-მილიონიანი პროექტი. ნოემბრის ბოლოს იქნება ტენდერი. სათავე ნაგებობა, კომუნისტების დროინდელ ლოკაციაზე უნდა გაკეთდეს. მოხდება ადრინდელი ნაგებობის რეაბილიტაცია. საუკეთესო წყალი მოდის აქ. ლამის, ქვესკნელი ამოაქვს. თან ისეთი ცივი და ანკარაა, ძნელად ნახავ უკეთესს. კომუნისტების დროს აქ უზარმაზარი სათავე ნაგებობა იყო. ვინმეს ჭკუა რომ ეხმარა და არ გაეცამტვერებინათ ამხელა კომპლექსი, რა გვიჭირდა? თუმცა, ეს უკვე წარსულია.

წყლის სათავე ნაგებობა კომუნისტებისდროინდელ
ლოკაციაზე უნდა განთავსდეს

ამ პროექტის დასრულების შემდეგ გაკეთდება გზა, რადგან, თუ წყლის გაყვანამდე ასფალტი დაიგო, მერე ხელახლა უნდა დაზიანდეს და ორმაგ ხარჯს რატომ გასწევს ვინმე? ყველგან ასე ხდება _ თუ წყალია გასაკეთებელი, ჯერ მიწისქვეშა სამუშაოები უნდა დასრულდეს, მილების ჩაყრით დაწყებული და მერე დაიგება ასფალტის საფარი... და ეს მალე იქნება.

უამრავი რამ გაკეთდა სოფლის მხარდამჭერი პროგრამით. დაიგო ბეტონის გზა სასაფლაოს მიმართულებით და ახლა მეორე სასაფლაოსთან კეთდება. სკოლის ეზოს კაპიტალური შეღობვა მოხდა და ასევე სოფელში ჩამომავალ მდინარე ნაბჟუარაზე, რომელიც ადიდებისას მდინარეს ჰგავს, ხუთ ადგილზე, ხიდებზე გაკეთდა მოაჯირები. მდინარე ბევრგან კვეთს სოფლის გზებს. უჩხუბის გზის მონაკვეთის გასაკეთებლად, ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქმის კურსშია. იყვნენ ჩამოსული. 600 ათასი ლარი უნდა გაიხარჯოს ამ მიმართულებით.

რაც შეეხება ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ მარტოხელა ნოდარ უნგიაძეს, რაც შემეძლო, ძალისხმევა არ დამიკლია, როცა ავად იყო. სოციალური დახმარება აბსურდული მიზეზით მოუხსნეს, თუმცა, ერთი წელი უნდა შესრულდეს შეწყვეტიდან, რომ კვლავ დაწეროს განცხადება. რა თქმა უნდა, დავაკვალიანებ, _ გვითხრა შოთა მახარაძემ. 




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება18 იანვარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ლელა იმედაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, 1 თებერვლამდე გაგრძელდება ონლაინ რეჟიმში სწავლა. ამ ეტაპზე უცნობია 1 თებერვლის შემდეგ მოხდება თუ არა სწავლის გაგრძელება საკლასო ... ...
  • ლანჩხუთში სწავლა ონლაინ რეჟიმში განახლდებაგანათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციურად სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში. ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ირკვევა, რომ 18 იანვარს სასწავლო პროცესი ლანჩხუთშიც ონლაინ განახლდება. ამის შესახებ განმარტებები მერის მოადგილის ეკა გუჯაბიძისგან მივიღეთ. მისი თქმით, ორშაბათიდან სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დისტანციურ რეჟიმში განახლდება. „18 იანვარს მუნიციპალიტეტის სკოლებში სწავლა ონლაინ რეჟიმში განახლდება. ამ ეტაპისთვის გათვლილი გვაქვს, რომ სწავლების დისტანციურ რეჟიმზე პირველ თებერვლამდე ვიქნებით, თუმცა ყველაფერი ეპიდ ვიტარებაზეა დამოკიდებული“, _ გვითხრა ეკა ... ...
  • ფირუზ წულუკიძე: "საჯაროდ მოვრიგდით და ღმერთს მადლობა ამისთვის“ბუკნარში, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მუსლიმი თემის წარმომადგენელმა ფირუზ წულუკიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა. "მიზანი მიღწეულია და იმედია უკეთესად გაგრძელდება აქ თანაცხოვრება. საჯაროდ მოვრიგდით და ღმერთს მადლობა ამისთვის", _ განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ... ...
  • ირაკლი კუჭავა: "ამ სოფელში გაგრძელდება თანაცხოვრება მშვიდობიანად“ბუკნარში, ქრისტიან და მუსლიმ თემს შორის შეხვედრა შერიგებით დამთავრდა. შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. "ამ სოფელში გაგრძელდება თანაცხოვრება მშვიდობიანად. ყველა ილოცებს თავის აღმსარებლობის მიხედვით და ეს არ იქნება გაღიზიანების საბაბი. არც აქამდე ყოფილა და ვინც პროვოცირებას ეცდება, ის გამოაშკარავდება", _ განაცხადა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ... ...
  • “ბესო ქათამაძე არის პოლიციის შენობაში და მიმდინარეობს მისი დაკითხვა“ - დავით მჟავანაძე“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დავით მჟავანაძის თქმით, ბესო ქათამაძე ამ წუთებში არის ოზურგეთის პოლიციის შენობაში და მიმდინარეობს მისი დაკითხვა. “ტელევიზიით გავიგე, რაც მოხდა სოფელ ბუკნარში. როდესაც “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ ხელით შეეხო ბესოს, დაკავებით კი ბესო დააკავეს. შემიძლია გითხრა, რომ ის არის პოლიციის შენობაში. მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება _ მისი ტელეფონი გამორთულია", _ გვითხრა დავით მჟავანაძემ. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, სოფელ ბუკნარში, სადაც ცოტა ხნის წინ ხმაური იყო და ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე და „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე დაუპირისპირდნენ, არავინ დაუკავებიათ. როგორც კონსტანტინე ანანიაშვილმა განაცხადა, ბესო ქათამაძე სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს და ვითარებას განარიდეს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ახლა პოლიციაში სიტუაციის გარკვევის მიზნით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....