პატიმარი, რომელიც ბრალს არ აღიარებს 121 დღეა შიმშილობს _ "მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა"

მთავარი თემა

პატიმარი, რომელიც ბრალს არ აღიარებს 121 დღეა შიმშილობს _ "მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა"

12 ივლ. 2017, 20:37:06

“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, 121-დღიანი შემშილობის შემდეგ, უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი პატიმარი აკაკი ზანგურაშვილი, რომელიც წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება, აკადემიკოს გ. ჩაფიძის გულის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ზანგურაშვილს მიკროკარდიუმის მწვავე ინფარქტი აქვს და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

აქვე შევნიშნავთ, რომ „გურია ნიუსი“ ყოველთვის მოწოდებულია დაიცვას პატიმრის (ან სხვა ნებისმიერი პირის) პერსონალური მონაცემები, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, თუმცა, როგორც ზანგურაშვილის, ასევე მისი ოჯახის წევრების მოთხოვნის გამო, ვასაჯაროებთ ყველა იმ დეტალს, რაც გამოცემისთვის გახდა ცნობილი.

აკაკი ზანგურაშვილის და, მაკა ზანგურაშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მისი ძმა წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, რის გამოც, პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას თვეების წინ მიმართა.

„120-ე დღეა შიმშილობს. 110 კილო იყო და 49 კილოა დარჩენილი. უკიდურესი მდგომარეობა აქვს, გუშინ გვაცნობეს რომ სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებიდან ჩაფიძის გულის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმს ვესაუბრე და ამბობს, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს. ვეხვეწებით შეწყვიტოს შიმშილობა, ეს არაფერს შეცვლის, მაგრამ ვერ დავარწმუნეთ. იქნებ დაგვეხმაროთ“, _ ამბობს მაკა ზანგურაშვილი.

„გურია ნიუსი“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყებაში განმარტავენ, რომ ზანგურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

„ა.ზ.-მ არასრული შიმშილობა პენიტენციურ დაწესებულებაში 2017 წლის 20 მარტს  დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მას არ ჰქონია რაიმე სახის პრეტენზია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციასთან. პროტესტის აღნიშნულ ფორმას მიმართა იმის გამო, რომ იგი არ ეთანხმება მის მიმართ წაყენებულ ბრალს. 2017 წლის 6 ივლისიდან ა.ზ. გადავიდა აბსოლუტურ შიმშილობაზე. შიმშილობის პერიოდში, ა.ზ. დაწესებულების მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და მისთვის ხელმისაწვდომი იყო ყველა სათანადო სერვისი.  2017 წლის 12 აპრილს, ბრალდებული N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები, ასევე, სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია. ამასთან, მსჯავრდებულს არაერთხელ მიეწოდა ინფორმაცია შიმშილობის  შესაძლო შედეგების შესახებ და მიეცა პროტესტის ამ ფორმის შეწყვეტის შესახებ რეკომენდაცია, თუმცა, ის კატეგორიულად უარს აცხადებდა შიმშილობის შეწყვეტაზე და დათანხმდა მხოლოდ სიმპტომურ ინფუზიურ თერაპიას, რაზეც ასევე, პერიოდულად უარს ამბობდა. გარდა ამისა, პერიოდულად, ლაბორატორიული გამოკვლევების წინააღმდეგიც იყო. 2017 წლის 10 ივლისს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, ის აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს  დიაგნოსტიკისა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით. აღნიშნული კლინიკიდან კი, 11 ივლისს გადაყვანილი იქნა აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, სადაც დაუდგინდა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი.

პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. ამის მიუხედავად, ის კვლავ კატეგორიულ უარს აცხადებს საკვების მიღებაზე და გამოხატული ძლიერი საერთო სისუსტის გამო, ვერ ხერხდება დაგეგმილი კორონაროგრაფიის ჩატარება.

ბრალდებულის მდგომარეობის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ ინფორმირებულია მისი ოჯახიც“, _ აღნიშნულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ „გურია ნიუსისთვის“ მოწოდებულ წერილში.

ცნობისთვის, საქმე 2016 წლის 10 ნოემბერს ქალაქ რუსთავში, მე-11 მიკრო რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ, 21 წლის ახალგაზრდის, გიორგი ძაბახიძის მკვლელობას ეხება.

გავრცელებული ინფორმაციით, მე-11 მკ/რნ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხიდის სიახლოვეს, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, აკაკი ზანგურაშვილმა და მ.ყ-მ, ბლაგვი საგნების გამოყენებით, ჯგუფურად, განზრახ მოკლეს გიორგი ძაბახიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მკვლელობიდან მეორე დღეს, 11 ნოემბერს, შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ა.ზ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ მდინარე მტკვარში მეთევზემ ცხედარი შენიშნა. სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ. მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე დაიწყო გამოძიება და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიების მიმდინარეობისას, პოლიციამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მკვლელობის ფაქტს. კერძოდ, 1987 წელს დაბადებულმა ..-რუსთავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ ..-თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის დაფარვის მიზნით, იგი მდინარე მტკვარში ჩააგდო და მიიმალა.

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი მომხდარიდან მეორე დღეს, რუსთავში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-108-მუხლით)“, _ აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

თუმცა, ბრალდებულ აკაკი ზანგურაშვილის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, ბრალდება ეფუძნება ერთი დაინტერესებული მოწმის ჩვენებას და საქმეში არ არსებობს არანაირი სხვა მტკიცებულება, რომელიც აკაკი ზანგურაშვილის მიერ ამ უმძიმესი დანაშაულის ჩადენას ადასტურებს.

ამ მოწმის ჩვენება არის წინააღმდეგობრივი და არასარწმუნო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის აბსოლუტურად უდანაშაულო. აკაკი ზანგურაშვილი უკვე 47-დღეა შიმშილობს, არის უმძიმეს მდგომარეობაში. მრავალი თხოვნის მიუხედავად, ის არ წყვეტს შიმშილობას და ამით აპროტესტებს მისი, როგორც უდანაშაულო ადამიანის მიმართ ბრალის წაყენებას. მას არანაირი შემხებლობა გიორგი ძაბახიძის მკვლელობასთან არ ჰქონია. დაცვის მხარე აუცილებლად დავამტკიცებთ, რომ აკაკი ზანგურაშვილი არის უდანაშაულო. ახლა ჩვენი მიზანია, რომ როგორმე მან შეწყვიტოს შიმშილობა. აკაკი ზანგურაშვილი არის პროკურატურის მიერ არასწორად, არასრულყოფილად, მიკერძოებულად გამოძიებული საქმის მსხვერპლი“, _ აღნიშნა ტარიელ კაკაბაძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას 2017 წლის 9 მაისს. ადვოკატი დღესაც იგივე პოზიციაზე რჩება და ამბობს, რომ ზანგურაშვილის უდანაშაულობა დამტკიცდება.

მისივე ინფორმაციით, პირველ ინსტანციაში სასამართლო პროცესები თითქმის დასრულებულია, მხოლოდ დასკვნითი სიტყვებია დარჩენილი და განაჩენი გამოცხადდება.

პროცესი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხვალ უნდა გაიმართოს, რადგან არც ზანგურაშვილის და არც საქმეზე ბრალდებული მეორე პირის ეტაპირება არ შეიძლება. ადვოკატის ინფორმაციით, ხვალინდელ პროცესზე პროკურატურა დასკვნით სიტყვას იტყვის.

ამავე თემაზე:

გლდანის ციხეში პატიმარი 47- დღეა შიმშილობს




 ახალი ამბები
  • თბილისში, ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდათბილისში, ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა ტიბაანის გასასვლელის N20-ში დაფიქსირდა.  ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „მოქალაქის მომართვის საფუძველზე, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომლის ბუნებრივი ლეტალობის დაფიქსირების შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მასალის კვლევის შედეგად, ცხოველში ცოფის ვირუსი დადასტურდა. ცოფის ვირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთობლივად განახორციელებენ“,_ ნათქვამია განცხადებაში. მიმდინარე წელს, დედაქალაქში ცოფის ვირუსის ხუთი შემთხვევა ... ...
  • „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეწვია (R)რეგიონული ტურნეს ფარგლებში, „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეწვია. სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მხარისა ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდულ საკითხებში ჩართულ თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად განხორციელებული და გეგმიური აქტივობები განიხილეს. მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება გულისხმობს, 64 მუნიციპალიტეტში, წელს კი საპილოტედ შერჩეულ 11 მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, ახალგზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შექმნას, ასევე, ადგილზე შესაბამისი ადამიანური რესურსის მომზადებას, რომელსაც სააგენტო 4 ეტაპად გეგმავს. მათ საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში, სტრასბურგის ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში 5 დღიან ტრენინგზე მიღებული გამოცდილებაც დაეხმარებათ, სადაც ისინი მიმდინარე წლის მარტის თვეში სააგენტოს წარდგენით იმყოფებოდნენ. ახალგაზრდობის სააგენტომ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით ახლახანს დაასრულა ახალგაზრდების საჭიროებების რაოდენობრივი კვლევა, რომლის ფოკუსს წარმოადგენს ახალგაზრდების პრობლემები, გამოწვევები, საჭიროებები და შესაძლებლობები. ... ...
  • „იური ლომაძე მოძალადე არ არის“გასულ კვირა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხუთმა მამაკაცმა ქალაქ ბათუმიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში გაიტაცა 35 წლის მამაკაცი. ამ საქმეზე უკვე სასამართლომ ხუთივე მათგანს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულს შორის არის ოზურგეთელი იური ლომაძე, რომელიც წარმატებული მოჭიდავეა. „გურია ნიუსი“ იური ლომაძის მწვრთნელს, ბექა როყვას დაუკავშირდა საქმის დეტალებზე. „იური ლომაძე მოძალადე არ არის. მას კარგად ვიცნობ და  შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ის არის შრომისმოყვარე და წარმატებული ახალგაზრდა. რაც შეეხება იური ლომაძის საქმეს, ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, რადგან დარწმუნებული ვარ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მე პირადად დარწმუნებული ვარ იურის უდანაშაულობაში“,- აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ბექა ... ...
  • ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 532 ფაქტი გამოვლინდაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 532 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 63 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 609 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 199 ფაქტი, აჭარაში - 151, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 138, ქვემო ქართლში - 131, შიდა ქართლში - 112, სამცხე-ჯავახეთში - 111, მცხეთა-მთიანეთში - 39, გურიაში - 25, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 11 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ამავე, 6-თვიან პერიოდში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, უკანონო ტყითსარგებლობის 6 ფაქტი გამოავლინეს. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2 700 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 149 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 57 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია ... ...
  • " მიჩნდება ძალიან საფუძვლიანი ეჭვი“ - რას წერს ლომაძის საქმეზე ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილისპორტული ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი სპორტსმენი იური ლომაძის საქმეზე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. “იური ლომაძის საქმის გარშემო რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვისმინე: 1. ის, რომ მომჩივანი ცემეს და აწამეს ამისი მტკიცებულება მხოლოდ მომჩივანის ჩვენებაა. 2. საქმეში არ მსმენია ექსპერტიზის თაობაზე, რომელიც მომჩივანს ჩაუტარდა და ფიზიკური ძალადობისა და წამების კვალი დადასტურდა. 3. მომჩივანი რეალურად არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ ყოფილა მოთავსებული მკურნალობის მიზნით. 4. მომჩივანი 32 წლის მამაკაცი ორჯერ არის ნასამართლევი თაღლითობისთვის და ახლაც პრობაციონერია. 5. გამოძიება ეყრდნობა მხოლოდ მის ჩვენებას და საქმეში სხვა მტკიცებულება არ დევს. 6. მიუხედავად იმისა, რომ ბრალი გატაცებაზეა, გავიგეთ, რომ თავისი ნებით ჩაუჯდა მანქანაში. 7. ე.წ გატაცებული პირი ტაქსით ბრუნდება სახლში, ასე აბრუნებენ და არავითარი რამდენიმე დღე დაბმული არაად ყოფილა. 8. იური ლომაძე დანარჩენ ოთხ პირთან ერთად თავად მიდის საგამოძიებო ორგანოში და ის არ იმალება. ახლა მე მიჩნდება ძალიან საფუძვლიანი ეჭვი და ლოგიკური კითხვა, ორჯერ თაღლითობაში მსჯავრდებული და ამჟამად პრობაციონერი პირი უჩივის სპორტსმენს, რომლისგანაც ფულის გამოძალვის იმედი აქვს სარჩელის გამოტანის სანაცვლოდ? პირი, რომელიც გარდა იმისა, რომ სასამართლოს ორი განჩინებით თაღლითობაში იყო მსჯავრდებული და ამასთან მოძალადე, რომელიც ფიზიკურად ძალადობდა ქალზე, არის მომჩივანი და მხოლოდ სიტყვაა ამ ბიჭის წინააღმდეგ? კარგი ადვოკატი ამ საქმეს მოიგებს. პ.ს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ინტუიცია მკარნახობს ამ გამომძიებელ-მოსამართლისა და მომჩივანის რაღაც კონტაქტებს და მოვიძიებდი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...