ფეშენებლური ვილების მიღმა _ რა ხდება შეკვეთილში და რა პრეტენზიები აქვს დამსვენებელს ხელისუფლებასთან

მთავარი თემა

ფეშენებლური ვილების მიღმა _ რა ხდება შეკვეთილში და რა პრეტენზიები აქვს დამსვენებელს ხელისუფლებასთან

22 აგვ. 2019, 12:50:24

შავი ზღვის ნაპირას, მდინარე ნატანების შესართავთან, ზღვის დონიდან 2 მეტრზე, ოზურგეთიდან 21 კილომეტრის დაშორებით მდებარე კურორტ შეკვეთილის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები _ ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, ზღვის წყალი და მაგნიტური ქვიშაა. როგორც მედიკოსები ამბობენ, ჰაერის, მზისა და ქვიშის აბაზანები გულსისხლძარღვთა, ნერვიული სისტემის ფუნქციური დაავადებებს, მეორად ანემიას, რაქიტს, პერიფერიულ ნერვულ სისტემისა და სახსრების დაავადებებს შველის. შესაბამისად, წლების განმავლობაში კურორტი დამსვენებელს არ უჩიოდა.

ბოლო წლებში, შეკვეთილის სახელი საერთაშორისო საძიებო სისტემებშიც გამოჩნდა, რასაც ხელი"ციცინათელამ","მინიატურულმა საქართველომ","მუსიკოსების პარკმა","ბლექ სი არენამ" და სასტუმრო"პარაგრაფმა" მნიშვნელოვნად შეუწყვეს.

თუ ინტერნეტმასალებს დაეყრდნობით, გაიგებთ, რომ შეკვეთილში დასვენებისა და გართობისთვის საუკეთესო პირობებია. თუმცა, ეს ყველაფერი ერთ ზოლში _ იქ, სადაც ფეშენებლური ვილები და გასართობი ობიექტებია.

დანარჩენი უბნები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებოდ აქვს მიტოვებული _ იქ არც გზაა, არც სანაგვე ურნები, არც დასასვენებელი ადგილები.

უფრო მეტიც, იმ ადგილებში, სადაც უამრავი ტურისტი კარვებითა და მანქანებით მიდიან, ბალახის მოთიბვითაც კი არავინ იწუხებს თავს.

ამ ადგილებში გზა ისეა დაზიანებული, რომ ძლიერ სიცხეშიც კი ტალახია... ტყეში, ეკალ-ბარდებთან ერთად უამრავი ნაგავი ყრია, რაც დამსვენებლების სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს:

_ უნიკალური კურორტია ძალიან დიდი პოტენციალით, თუმცა, მის კეთილმოწყობაზე, როგორც ჩანს, შერჩევით ზრუნავენ _ მდიდარი ხალხის სახლებთან გზაცაა, განათებაც და სისუფთავეც. ის ადგილები კი, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები ყოველდღიურად დადიან, როგორც ჩანს, არავის ადარდებს, _ აღნიშნავენ დამსვენებლები.

მოუწესრიგებელ კურორტზე ყურადღებას უცხოელი ტურისტებიც ამახვილებენ:

_ არაჩვეულებრივი კურორტია _ კარგი ზღვა, ჰაერი, თუმცა, ძალიან მოუწესრიგებელი. საპიკნიკე ადგილები არ არსებობს, კარავსაც ვერ ვშლით ნორმალურად, რადგან ყველგან ტალახი და ეკლებია. არადა, ინტერნეტში სხვა რამ იძებნება, _ აღნიშნეს"გურია ნიუსთან" საუბრისას პოლონელმა ტურისტებმა.

მათ მსგავსად ფიქრობენ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებიც და ადგილობრივებიც:

_ დასუფთავების მანქანა მხოლოდ მდიდრულ ვილებთან და ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დადის. ალბათ, იმისთვის, რომ ივანიშვილს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, რომლებსაც შეკვეთილში ფეშენებლური კოტეჯები აქვთ, დაანახონ, თუ როგორ მუშაობენ. იმ მხარეს ასუფთავებენ, უვლიან და აქეთ, სადაც უამრავი ტურისტია და ჩვეულებრივი ადამიანები ყოველდღე მოდიან, არც კი იყურებიან. არაერთხელ ვთხოვეთ ოზურგეთის მერიას, რომ ეს ტერიტორიებიც დაესუფთავებინათ, გზა მოეწესრიგებინათ, ეკალ-ბარდები მოეჭრათ, თუმცა, უშედეგოდ. არადა, ხელისუფლებას რომ ჰკითხო, ტურიზმის განვითარება მათი პრიორიტეტია. ეს პრიორიტეტი როგორაა დალაგებული, თქვენც ხედავთ, _ გვიყვებიან შეკვეთილში ჩასულებს.

იმის გასაგებად, თუ რატომ ასუფთავებენ მხოლოდ ერთ ნაწილს და რატომ არ ითვალისწინებენ ჩვეულებრივი ადამიანების თხოვნას, ოზურგეთის მერთან დაკავშირება ვცადეთ. თუმცა, კონსტანტინე შარაშენიძემ, ჩვეულებას არ უღალატა და "გურია ნიუსის" სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

გურიის გუბერნატორმა, ზურაბ ნასარაიამ თავდაპირველად გვითხრა, რომ შეკვეთილი ერთი კვირის წინ დასუფთავდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ვუთხარით, რომ საპირისპირო სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა გაგვაჩნდა და რომ ის ადგილები, სადაც ფეშენებლური ვილები არ დგას (განსაკუთრებით ე. წ."კაპროვანი") ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, გვითხრა, რომ აუცილებლად გაარკვევდა:

_ ზუსტად არ ვიცი, ლოკაციები სად დაასუფთავეს. ამიტომ, დავუძახებ დასუფთავების სამსახურს, გავერკვევი და შესაბამის მითითებებს მივცემ, _ აღნიშნა ნასარაიამ.





 ახალი ამბები
  • NCDC: იმ პირებისთვის, ვინც „ფაიზერის“ პირველი დოზა მიიღო, ვაქცინის მეორე დოზა დარეზერვებულია „ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს“,_ ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო. ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო პფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე ... ...
  • "მთელი სოფელი გლოვობს" _ 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი იპოვესსაზარელი ტრაგედია მოხდა გორში, სოფელ მეჯვრისხევში. ადგილობრივების ინფორმაციით, 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი, საკუთარ სახლში ნახეს. "მთელი სოფელი გლოვობს. უპატიოსნესი გოგო იყო. რა მოხდა, არ ვიცით", _ აცხადებენ ადგილობრივები. სუიციდის ფაქტს ადასტურებს "გურია ნიუსთან" მერის წარმომადგენელი მეჯვრისხევში _ გიორგი ნარიკაშვილის თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა: "უცნობია მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება", _  ამბობს ... ...
  • როდის აღდგება წყლის მიწოდება ხიდისთავშიჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხიდისთავის თემს წყალი უკვე რამდენიმე დღეა არ მიეწოდება. „სარემონტო სამუშაობია, გადართვები მიმდინარეობს.  ამიტომ დავცალეთ ცენტრალური მილი. დღეს გავავსებთ ბასეინს და ხვალ დილიდან იქნება წყალი“,_ გვითხრა მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის თემში, ზურა მათითაიშვილმა. ამავე თემაზე: რატომ არ მიეწოდება წყალი ... ...
  • ვარლამ გოლეთიანი კერძო საკუთრების წინააღმდეგ?„მიწის საკითხი არის ჩვენთვის წითელი ხაზი. მიწასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს რამდენიმე მიმართულებით. 381 ჰექტარი სამუდამო მფლობელობაშია თურქული კომპანიისთვის და აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის ასე გასხვისება კერძო პირზე“ - „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანის ამ პოზიციამ საზოგადოების სხვადასხვა წრეებში აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია. როგორც გოლეთიანი ამბობს, მიუღებელია, როდესაც  ისეთი დიდი ტერიტორია, როგორიცაა მაგალითად, ხეობა კერძო პირის ხელში გადადის. გოლეთიანი უკვე მერამდენედ და ხაზგასმით ამბობს, რომ მისი ეს პოზიცია უშუალოდ თურქულ კომპანიას არ ეხებას: „ქართველი კერძო პირიც რომ იყოს, იგივენაირად პრობლემა გვაქვს ამაზე. არ შეიძლება, როდესაც გეოგრაფიული არეალი დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში, ეს არის მიუღებელი“, – ამბობს გოლეთიანი. გოლეთიანის თქმით, სტრატეგიული ობიექტები თუკი აშენდება ქვეყანაში,  სახელმწიფომ უნდა ააშენოს და მფლობელი იყოს ქართული საზოგადოება. კიდევ ერთი საინტერესო გზავნილი რომელიც ვარლამ გოლეთიანს ეკუთვნის და რომელიც მან ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის ეთერში განაცხადა ჰესის მშენებლობის პირობებს ეხება. „თუკი ამ პირობებით, როგორც არის სხვაგან, განვითარებად ქვეყნებში, მოხდებოდა გადაცემა, მაგალითად, 30-წლიანი სარგებლობის უფლებით ააშენებდა კომპანია „ენკა“ ნამახვანში პირობითად რომ ვთქვათ, ჰიდროელექტროსადგურს და შემდეგ დაუბრუნებდა ჰიდროელექტოსადგურს სახელმწიფოს, ბუნებრივია, ამ ნაწილში კითხვა აღარ გვექნებოდა“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა. ... ...
  • რას განიხილავენ ოპოზიციის ლიდერები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ცოტა ხნის წინ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრა დაიწყო. როგორც ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს,  შეხვედრაზე განიხილავენ 15 მაისს დაგეგმილ აქციასა და სამოქმედო გეგმას. განსახილველი თემა აქციის გარდა, ასევე არის „ქართული ოცნების“ ნაბიჯი - კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული წინადადების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...