პოლიტიკური გამარჯვების ფასი _ შესრულებული და შეუსრულებელი გარიგებები ჩოხატაურში

მთავარი თემა

პოლიტიკური გამარჯვების ფასი _ შესრულებული და შეუსრულებელი გარიგებები ჩოხატაურში

2017 ნოე 6 12:17:33

2017 წლის 21 სექტემბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ზუსტად 1 თვით ადრე, მაშინ, როცა პარტიული სიის რეგისტრაციამდე რამდენიმე საათი იყო დარჩენილი, "გურია ნიუსმა" ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ შიდა პოლიტიკური გადაჯგუფების შედეგად, "ოცნების" ჩოხატაურის პარტიული სიის მეოთხე ნომერი გიორგი მაღულარია "თამაშგარეთ" და

ამ ინფორმაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან ერთ საათში მაღულარია გურიის გუბერნატორის მერაბ ჭანუყვაძის მისაღებში დავაფიქსირეთ. როგორც წყარომ გვითხრა, მაღულარიამ მაშინ გაჩუმების სანაცვლოდ გარანტიები მიიღო _ გამგებლის თანაშემწის თანამდებობაზე დანიშვნა.

მაშინ ეს ინფორმაცია მაღულარიამაც უარყო და გურიის გუბერნატორმაც.

მოგვიანებით, G-News TV-ის სტუდიაში სტუმრობისას, მერობის კანდიდატს ირაკლი კუჭავასაც ვკითხეთ, დანიშნავდა თუ არა მაღულარიას თანაშემწედ დუმილის სანაცვლოდ. კუჭავამ ამ კითხვის პასუხად მხოლოდ ის თქვა, რომ მოვლენებისთვის წინ არ უნდა გაგვესწრო.

ამ მოვლენების განვითარებას, რომელიც არჩევნებამდე გაიწერა და რომლის შესახებაც "გურია ნიუსი" წერდა, დიდი დრო არ დასჭირვებია _ გასულ კვირას, გიორგი მაღულარია ირაკლი კუჭავას თანაშემწედ დაინიშნა.

კანონის მიხედვით, ამ პოზიციის დაკავებას კონკურსის გავლა სჭირდება. თუ გამგებელს დავუჯერებთ, ასეც მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, "გურია ნიუსისთვის" წინასწარ იყო ცნობილი, ვინ დაიკავებდა ამ თანამდებობას.

ჩვენ კითხვაზე, რა საჭირო იყო ფორმალური გასაუბრება, როცა მაღულარიას გამგებლის თანაშემწეობა არჩევნებამდე სიიდან ამოღების სანაცვლოდ დაპირდნენ, ირაკლი კუჭავამ ასეთი პასუხი მოგვწერა:

"ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს იყო ფორმალური გასაუბრება, რადგან, კონკურსი ჩატარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, გამგებლის თანაშემწის პოზიციაზე, შრომითი ხელშეკრულებით აყვანის მიზნით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის HR.gov.ge-ს მეშვეობით, კანონის შესაბამისად, გამოცხადდა გამარტივებული კონკურსი. რეგისტრაცია გაიარა 26 კონკურსანტმა, აქედან ოთხმა ვერ გადალახა კონკურსის შემდეგი ეტაპი საბუთების არასრულყოფილად წარდგენის გამო.

გამარტივებული საჯარო კონკურსის მეორე ეტაპზე გასაუბრებაზე გამოცხადდა და რეგისტრაცია გაიარა 22-დან ორმა კონკურსანტმა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამგებლის თანაშემწის პოზიციაზე შრომითი ხელშეკრულებით სამსახურში მისაღებად გამოცხადებული გამარტივებული კონკურსის მეორე _ გასაუბრების ეტაპი, გადალახა ერთმა კონკურსანტმა _ გიორგი მაღულარიამ".

ასეთი გასაუბრებები და ეტაპების გადალახვა, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, კიდევ ბევრ ადამიანს მოუწევს _ ზოგს არჩევნებში მიღებული წვლილის გამო, ზოგსაც კიდევ არჩევნებში "სხვა მხარეს" დგომისთვის. ამ უკანასკნელთა შორის კი, როგორც გვითხრეს, გამგებლის წარმომადგენელი დაბლაციხის თემში გიორგი ოსეფაიშვილიცაა, რომელსაც, ჩვენი ინფორმაციით, კუჭავას სასარგებლოდ არ უმუშავია, მერობის კანდიდატს ეს პირადადაც უთხრა და მიუხედავად იმისა, რომ კონკურსით დანიშნული პირია, თანამდებობის დატოვებაც მოუწევს.

ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს გიორგი ოსეფაიშვილი:

_ რატომ უნდა დავტოვო თანამდებობა? არავითარი დაპირისპირება ჩემსა და ბატონ ირაკლის შორის არ მომხდარა. როგორც ჩანს, არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. იქნებ, გამგებლის სხვა წარმომადგენელზეა საუბარი? _ გვითხრა ოსეფაიშვილმა.

ინფორმაციას უარყოფს ირაკლი კუჭავაც, რომლის თქმით, ოსეფაიშვილთან არანაირ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი _ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, "გურია ნიუსს" მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ირაკლი კუჭავას და "პატრიოტთა ალიანსის" მერობის კანდიდატს მაია კუტუბიძეს შორის გარიგება შედგა, რომლის თანახმადაც მაია კუტუბიძე საკუთარი ხმებისთვის არ იმუშავებდა, სამაგიეროდ კი, ირაკლი კუჭავა პარტიულ ხმების აღებაში მიეხმარებოდა, რის შედეგადაც "პატრიოტთა ალიანსი" საკრებულოში 3 კაცს შეიყვანდა, რაც ავტომატურად ფრაქციის შექმნას ნიშნავდა. აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებით კითხვები ორივე მხარეს, დებატების დროს დავუსვით და ორივე მხრისგან კატეგორიული უარი მივიღეთ. თუმცა, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, გარიგება ნამდვილად შედგა _ კუჭავასგან კუტუბიძემ ფრაქციის აუცილებლად შექმნის პირობა მიიღო, თუმცა, იმის გამო, რომ "პატრიოტთა ალიანსმა" საკრებულოში მხოლოდ ორი ადამიანის შეყვანა მოახერხა, ახლა, ახალარჩეულ მერს და მოქმედ გამგებელს, საკრებულოში ერთი ადამიანი ჰყავს მოსაძებნი, რომლის "პატრიოტთა" რიგებს შეუერთდება.

ამ ინფორმაციას ირაკლი კუჭავა უარყოფს და აღნიშნავს, რომ საკრებულოში ფრაქციების შექმნა მისი კომპეტენცია არ არის:

_ არც ეს გარიგება შემდგარა და არც ჩემი კომპეტენციაა საკრებულოში ფრაქციების შექმნაში ჩარევა. მით უმეტეს, ოპოზიციური ფრაქციების, _ აღნიშნა ირაკლი კუჭავამ.

მაია კუტუბიძე ამ ინფორმაციას ზღაპარს უწოდებს:

_ საიდან მოაქვთ ეს ზღაპრები? "შეკრული" რომ ვყოფილიყავი და გარიგება რომ ყოფილიყო, ხიდისთავს თავზე არ "დაგვამხობდნენ", ისევე, როგორც ფარცხმაში და ფრაქციის წევრი სხვისი მოსანახი არ მეყოლებოდა. ეს ინფორმაცია რომ ნამდვილი ყოფილიყო, გაიყვანდნენ ჩვენს კანდიდატს ხიდისთავში და აღიარებდნენ მის გამარჯვებას. გაიკითხონ _ მთელი სოფელი ფეხზე დგას. სამი ხმით მოაგებინეს მათ კანდიდატს და ეს სამარცხვინოა. რა გარიგება, რის გარიგება _ ვინმემ დაინახა და მოისმინა? თვითონ თუ ავრცელებს, არ ვიცი. საიდან მოაქვთ ეს სისულელეები. რაღაცას ხომ უნდა ჰქონდეს საფუძველი?! _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კუტუბიძემ.

_ ქალბატონო მაია, ის, რომ თქვენ გაცილებით ნაკლები ხმა აიღეთ, ვიდრე 2014 წლის არჩევნებში, ბევრისთვის კითხვებს აჩენს და ამ ინფორმაციების საფუძველიც შეიძლება იყოს...

_ იმისთვის, რომ გაიგონ, ეს რას ნიშნავს, ყველამ ანალიზი უნდა გააკეთოს. ჩოხატაურში, დაახლოებით, 5 000 კაცი მუდმივად არის ოპოზიციურ განწყობაზე და ეს ხმები, ფაქტობრივად, გადანაწილდა ოპოზიციურ კანდიდატებში. როგორც ეტყობა და როგორც ვუყურებ, საარჩევნო კამპანიაში ახალი პიროვნების შემოსვლა გავლენას ახდენს _ ვგულისხმობ გოჩა მეგრელიშვილს. მიმაჩნია, რომ ამას აქვს მნიშვნელობა. აქტიურად იყო საუბრები არჩევნების წინა დღეებში ამომრჩევლის მოსყიდვაზე და ამას ხალხი არ მალავდა. უფრო მეტს გეტყვით _ ჩვენს კანდიდატს ბუკისციხეში ნასვამმა ადამიანმა პირდაპირ უთხრა, რომ 300 ლარი მისცეს და მას რომ 100 ლარი მაინც მიეცა, ხმას აუცილებლად მისცემდა.

_ შეგიძლიათ, დაასახელოთ ის ადამიანი, რომელმაც ეს თქვა? ეს სისხლის სამართლის დანაშაულია...

_ სიმართლე გითხრათ, არც დავინტერესებულვარ მისი ვინაობით და რომც დავინტერესდე, რა აზრი აქვს?! ადამიანებს არ სურთ ამაზე ხმამაღლა საუბარი და ესაა ჩვენი უბედურება _ ყველაფერს არ არქმევენ თავის სახელს. ეს რომ გამჟღავნდეს, რა, აღარ გაიმეორებენ?! დამშეული და გაუბედურებული ადამიანები ისევ ელოდებიან რაღაცეებს არჩევნებზე და ეს ცვლის სიტუაციას. ჩვენ ჩავატარეთ "კარდაკარი", გვქონდა კვლევები და ყველა მონაცემით ჩოხატაურში მეორე ტური გარდაუვალი იყო. ამის შემდეგ რა მოხდა _ ერთიანად გაუნათდა ტვინი ამომრჩეველთა 54 პროცენტს და უცებ იფიქრეს, რომ დაგვემხობა თავზე ყველაფერი, თუ პირველ ტურში არ გაიმარჯვებდა "ოცნებაო"?!

მე არ მქონდა ის მოლოდინი, რომ პირველ ტურში გავიმარჯვებდი, მაგრამ ისეთი განწყობა და სიტუაცია იყო, რომ მეორე ტური უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, პრაქტიკულად ერთ ღამეში ყველაფერი შეიცვალა.

ამას ამატებენ გარიგების თემას, რაც არ მომხდარა. პირიქით _ საუბრები იყო იმაზე, რომ გარიგებას ჩემსა და გოჩა მეგრელიშვილს შორის ჰქონდა ადგილი. რატომღაც ადამიანებმა ჩვენ ერთიანად აღგვიქვეს _ ჩემი ახლობლებიც კი ვერ დავარწმუნე ამაში. მეუბნებოდნენ, რომ მე და გოჩა გავიყოფდით ხმებს, რომ ერთნი ვიყავით, რაც აბსურდი იყო. რა გაყოფა, რის გაყოფა _ ვაშლები ხომ არ არის?! არც ვიცი, ეს ვისგან მოდიოდა ეს ხმები, მაგრამ ამას პირადად წავაწყდი, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მაია კუტუბიძემ.




 ახალი ამბები
  • გვარამია: რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს"მე რუსთავი 2დან გავედი გამარჯვებული. ჩემი მისია შევასრულე - 7 წელი (არხის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ვიყავი დირექტორი) არხი ვამუშავე წარმოუდგენელ რეჟიმში, ფაქტიურად, ბოლო ორი წელი, საოცრების ხარჯზე. სრულიად არავის დახმარებით, მტრულ გარემოში, ფინანსრური თავდასხმების და არხის ამჟამინდელი მფლობელის დამანგრეველი ყადაღის მიუხედავად, ყველა ხელფასი ყოველთვის გავეცი, თვითონაც არ ვიცი როგორ. ყველას, ვისაც განსაკუთრებულად უჭირდა, დავეხმარე" _ წერს სოციალურ ქსელში რუსთავი 2_ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისივე თქმით, "რ2 გახდა სახელმწიფო სახელმწიფოში - სავსე თავისუფალი, ნიჭიერი, ფერადი ხალხით, ვინც არ გაეკარა ბნელ ქართულ ოცნებას, ვისაც უნდოდა დასავლეთი და თავისუფლება, და ვისი ერთადერთი ნავსაყუდელი რ2 გახდა. იმიტომ მიხაროდა მანდ მოსვლა - ქვეყანაში უანალოგო თავისუფლების კუნძული იყო, ჰაერში ეკიდა თავისულფების სუნი": _ამ არხმა 7 წელიწადში დაანგრია ამ ქვეყნის მთავარი მტერი - რუსული გავლენა. დიახ, დაანგირა და გააშიშვლა ხელისუფლება, რომელიც რუსული აღმოჩნდა თავიდან ბოლომდე. ბოლო კვლევით, რაც ვნახეთ, გავრილოვის ღამემდეც კი, რუსეთი არაა ამ ქვეყნის არჩევანი და ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი დამსახურება რ2ისაა, ღრმად მწამს, და ისიც მწამს, რომ რუსებმაც კარგად იციან ეს. იმიტომაც ყეფენ ხან დუმის ტრიბუნიდან, ხან პუტინის პირით და ხან ლავროვის განცხადებებით. დიახ, რუსეთმა კარგად იცის, ვინ იყო მისი მთავარი მტერი საქართველოში. კარგად იცის და არც მალავს. სამწუხაროა, რომ კვლევით ვინცაა ჩვენი არჩევანი, შვიდი წელი ვისი ფასეულობების დასამკვიდრებლადაც ვიბრძოდით სიკვდილ-სიცოცხლის ფასად, იმისი ხელით დავიხურეთ სწორედ. ირონიაა, მაგრამ ძალიან მწარე. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ და აუცილებად შევაფასებ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას დეტალურად. არაფერი არაა ამ ქვეყნად წმინდა ძროხა, რომლის კრიტიკა არ შეიძლება. მათ შორის, არც ევროსასამართლო. კონსპირაციები განზე დავტოვოთ, საგნობრივი კრიტიკა კი ნამდვილად საჭიროა. მივუბრუნდეთ თემას.  მე რუსთავი2დან გავედი გამარჯვებული. მე მოვუგე ყველა ბრძოლა მტრულად განწყობილ სახელმწიფოს და მის დამნაშავე ბოსს, უზურპატორ ბიძინა ივანიშვილს. მე მოვიგე ყველა ბრძოლა ყველა ეტაპზე საქართველოში, მაგრამ დავმარცხდი იქ, სადაც არ შეიძლებოდა უბრალოდ რომ დავმარცხებულიყავი. ჩვენ ვერ დაგვხურა მთელმა ქრთულმა პოლიტიკურმა მანქანამ, მაგრამ სამწუხაროდ ეს გააკეთა იმან, ვისაც ეს არასგზით არ უნდა გაეკეთებინა.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული. თუმცა ამ გამარჯვებას ნამდვილად ჯობდა გაემარჯვა სხვას, ყველაზე მნიშვნელოვანს მთელ ამ ამბავში.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ეროსის შექმნილი, ბევრის ღვაწლით განვითარებული, და ბოლოს ჩემი გზარდილი, ათასუბედურება გატარებული, ჩემი და ჩემი გუნდის მიერ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში მთავარ და საუკეთესო ტელევიზიად ქცეული რუსთავი 2.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცცხდა თავად რუსთავი 2. დამარცხდა პირველად 25 წლის მანძილზე. პირველად 25 წლის მანძილზე ქვეყნის მთავარი მცველი რუსეთის გავლენისგან, გახდა რუსული. ჯერ ამას ვერ აცნობიერებენ კარგად, სანამ ჩვენი გუნდი კიდევ იქაა და ფაქტიურად წინააღმდეგობის მოძრაობა აქვს გაჩაღებლი და გმირულად იბრძვის მტრულ გარემოში. მაგრამ ძალიან მალე მოვა გაცნობიერების დრო და მაშინ მიხვდებიან ზუსტად ჩვენი მაყურებლები და არამაყურებლებიც, რა კატასტროფას მოაწერა ხელი შვიდამა ევროპელმა მოსამართლემ.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი ნაზარდი და საყვარელი რუსთავი 2, ქვეყანაში თავისუფლების და დასავლეთის მთავარი და ალბათ ბოლო ბასტიონი. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის განმავლობაში შექმნილი და გაძლიერებული ერთერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, დასავლეთის, ხარისხის და თავისუფლების სიმბოლო. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი უმაღლესი კლასის და დასავლური შინაარსის და დონის ტელევიზია. ალბათ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი მთავარი და ყველაზე წარმატებული ბრენდი - რუსთავი 2. ეს ფაქტი შედგა და მხოლოდ ცოტა დრო ჭირდება ამის სრულად გაცნობიერებას. ეს ფაქტი შედგა და არა მგონია, ოდესმე მისი უკან შექცევა მოხდეს. მე მხოლოდ გამიხარდება და წარმატებას ვუსურვებ, ვინც ამ საქმეს მომავალში ხელს მოკიდებს.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა რუსთავი 2, ხელახლა მოკლეს ეროსი კიწმარიშვილი და დაიხურა ბოლო ფანჯარა დასავლეთში.  რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი სამშობლო.  რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს"_ წერს ... ...
  • სემეკმა მიმდინარე კვირაში მოქალაქეებს 54 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა (R)საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში გამართულ საჯარო სხდომებზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავები განიხილა. საკითხების უმეტესობა მოქალაქეთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა და ჩამოწერილი თანხების ოდენობამ, ჯამში,  54 887 ლარი შეადგინა. მიმდინარე კვირაში სემეკმა 5 საჯარო სხდომა გამართა და დღის წესრიგებით გათვალისწინებული 99 საკითხი განიხილა. მოქალაქეთა საჩივრები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა  უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს. საჯარო სხდომებზე განსახილველად საკითხები წარადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა  და ენერგოომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენლებმა. კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე: 16 216, ისე  სემეკის Facebook გვერდზეც. ... ...
  • სახელმწიფო ფონდის ხარჯზე შემცირებული თანხები ლანჩხუთის ბიუჯეტშიბესიკ ტაბიძის ხელმძღვანელობით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს მორიგი სხდომის თარიღად 25 ივლისი დაანონსდა და წესისამებრ, ბიურომ სწორედ ამ დღისთვის განსაზღვრა, როგორც განსახილველი საკითხები, ასევე, ამ საკითხის მომხსენებლები.  ბიუროზე წარმოდგენილი საკითხების მიხედვით გაირკვა, რომ მომავალი საკრებულოს სხდომის  დღის წესრიგით დეპუტატებს მიმდინარე წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე მოუწევთ მსჯელობა. მერიის საფინანსო  სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას მიერ წარმოდგენილი საკითხის  მიხედვით,  რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან  მთავრობის განკარგულებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს  185 209 ლარი ერგო  ადმინისტრაციულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიისა და მშენებლობის დასაფინანსებლად. კერძოდ,  ზემონახსენები თანხიდან 20 418 ლარი აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიხარჯება, 22 030 ლარი _ აცანაში, შუხუთში _ 21 765 ლარი, ნიგოითში კი _ 27 828 ლარი. რაც შეეხება სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ საექიმო ამბულატორიის მშენებლობის ტერიტორიის მომზადებისთვის  11 430 ლარია გამოყოფილი, უშუალოდ მშენებლობისთვის კი- 81 828 ლარი.  საფინანსო სამსახურის უფროსის მიერ ხელმოწერილი  განმარტებითი ბარათის მიხედვით,  ირკვევა, რომ რეგიონებში გასახორციელებელი  პროექტების ფონდიდან  გამოყოფილი თანხა  324 265 ლარით შემცირდა, აქედან ეს შემცირება გახორციელდება სახელმწიფო ფონდის, მათ შორის  წყლის სისტემის რეაბილიტაციის, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ექსპლუატაცია-რეაბილიტაციის, ასევე, გზების რეაბილიტაციის თანხების შემცირების ხარჯზე.  ამის გარდა, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები  სახელმწიფო ფონდის ხარჯზე  22 086 ლარითაა შემცირებული. საფინანსო სამსახურის მიერ ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილი განმარტებების მიხედვით, გაირკვა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთის ხარჯზე  მერია გეგმავს  ხუთი ათასი ლარით გაზარდოს გზის მიმდინარე სამუშაოების დაფინანსება, ხოლო ვიდეო კამარების ინსტალაციისთვის  763 ლარი გამოყოს. ამავე თანხიდან, სახელოვნებო სკოლათა გაერთიანების მოთხოვნის საფუძველზე, დამატებით ოთხი ათასი ლარი უნდა მიიმართოს    სამხატვრო სკოლის შტატგარეშე მუშაკთა დასაფინანსებლად.  სპორტული ღონისძიებების დასაფინანსებლად კი _ 1 100 ლარი. გარდა ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებისა, ბიუროზე  საკრებულოს სხდომისთვის სხვა რიგი საკითხებიც წინასწარ მოთელეს დეპუტატებმა. როგორც გაირკვა,  ცვლილება შეეხება ლანჩხუთის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ განკარგულებას. ასევე, ცვლილება შედის საკრებულოს 2019 წლის 28 მარტის N18 განკარგულებაში „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“. საკრებულოს სხდომის გამართვამდე კი ამ საკითხების კიდევ ერთხელ გავლა მოუწევთ დეპუტატებს დარგობრივ ... ...
  • "შეინახეთ კადრები, სადაც სალია ამბობს სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლებაო და შემდეგ გავახსენოთ"ძალიან გთხოვთ, შეინახოთ ის კადრები, სადაც სალია ამბობს რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება , _ ამის შესახებ მედიაექსპერტმა ნინია კაკაბაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. კაკაბაძის თქმით, პაატა სალია ასე იტყვის რამდენიმე თვის განმავლობაში, თუმცა მათი მთავარი მიზანი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.  "ბუნებრივია, რომ ამას იტყოდა პაატა სალია პირველ დღეს. მეტსაც გეტყვით, ამას იტყვის ერთი თვე, ორი თვე, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს, მაგრამ ეს განცხადება, ცხადია, ღიმილის მომგვრელია, რბილად რომ ვთქვათ. რისთვის იბრძოდნენ ისინი?- იბრძოდნენ იმისთვის, რომ შეცვლილიყო ამ არხის სარედაქციო პოლიტიკა. ამას ჩვენ ერთად ვნახავთ. ძალიან გთხოვთ, შეინახოთ ის კადრები, სადაც სალია ამბობს რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება და შემდეგ გავახსენოთ. საბედნიეროდ, გვაქვს უკვე საკმაო მასალა, სადაც ის ამ პოზიციას აფიქსირებს",- თქვა კაკაბაძემ ... ...
  • გრიგორი კარასინი - საქართველოს მიმართ ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დახურულიასაქართველოსთვის ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დღეს დახურულია, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა. „რუსეთში, რომელსაც მრავალი წელია თვითონაც სანქციები აქვს დაწესებული, მსგავსი შემზღუდავი ზომების გამოყენებას სხვა ქვეყნების მიმართ ცდილობენ ფრთხილად მოეკიდონ. საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე ივნისის ბოლოს - ივლისის დასაწყისში სახელმწიფო სათათბიროში რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის აკრძალვის საკითხი განიხილებოდა. მაგრამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თავშეკავებისკენ და გააზრებული მიდგომისკენ მოგვიწოდა. დაგვავალა გვეხელმძღვანელა ჩვენი ინტერესებით და „ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემით“. ასე რომ, დღეისთვის ღვინის სანქციების თემა საქართველოს მიმართ დახურულია“, _ განაცხადა კარასინმა „რია ნოვოსტისთან“ ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...