პრემიერის გახსნილ ხელოვნების სასახლეში წყალი ისევ ჩამოდის _ "დედას გეფიცებით გაკეთდება"

მთავარი თემა

პრემიერის გახსნილ ხელოვნების სასახლეში წყალი ისევ ჩამოდის _ "დედას გეფიცებით გაკეთდება"

2018 თებ 16 18:14:34

ჩოხატაურის კულტურის სახლის მშენებლობა დაგეგმილი იყო 70-იან წლებში, შემდეგ ის მიწასთან გაასწორეს და აქ არაფერი იგეგმებოდა. ეს არის ძალიან დიდი შენაძენი ჩოხატაურის რაიონისთვის, მთლიანად გურიისთვის და საქართველოსთვის, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაიონებში კულტურული ცხოვრების აღორძინება და განვითარება.

აქ ბავშვები ივლიან, იქნება წარმოდგენები, შესაძლებელია კინოფილმების ჩვენებაც. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზაფხულის პერიოდში, აქედან წასული ოჯახები დაბრუნდნენ და იყოს სრული კულტურული ცხოვრება, ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, ნახონ ფილმები, დაესწრონ წარმოდგენებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივებისთვის, რადგან შესაძლებელია, ბევრი წრე მოეწყოს, აქ იქნება ბავშვების განათლება კულტურის მიმართულებით და მინდა, ჩოხატაურელებს მივულოცო ეს დიდი შენაძენი", _ ეს განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის 19 ნოემბერს, ჩოხატაურში ხელოვნების სასახლის გახსნაზე გააკთეა.

 გახსნიდან რამდენიმე დღეში, შპს "ვექტორის" მიერ ორი მილიონ ოთხას ოთხმოცდაცხრამეტ ათას ლარად აშენებულ სასახლეში "გურია ნიუსმა" უამრავი ხარვეზი აღმოაჩინა.

ფანჯრები, რომლებიც არ იღება, ვენტილაცია მხოლოდ ფოიესა და დარბაზში; "თაგვების საპატივცემულოდ" დატოვებული საჰაერო კარებსა და იატაკს შორის _ რომ არაფერი ვთქვა იმაზე, რომ შენობას არც საგრიმიორო აქვს, არც გასახდელი და არც სარეპეტიციო დარბაზი.

აქ მომუშავეთა პროტესტი თავიდანვე გამოიწვია ვერანდებმა, სადაც მოსახვედრად ე. წ. კარს უნდა გადაახტნენ. კარს _ პირობითად, რადგან რეალურად ფანჯრის რაფაა, რომლის სიმაღლე 50 სანტიმეტრს აღწევს. თუ გადახვედით, იქ მხოლოდ ორმეტრიანი კედლები დაგხვდებათ _ შესაბამისად, ჩოხატაურის ხედებით დატკბობას ვერ მოახერხებთ.

შენობას ვერანდები უკანა მხარესაც აქვს, სადაც მხოლოდ ხელოვნების სასახლის დირექტორის ოთახის გავლის შემდეგ მოხვდებით. თუ არ გაგიმართლათ და ვერანდაზე გასული ვერავინ დაგინახათ, გამოსვლას იმ უბრალოდ მიზეზით ვეღარ შეძლებთ, რომ კარი შიგნიდან იკეტება, ხოლო გარე მხარეს სახელური არ აქვს. სამაგიეროდ, აქვს ღია "ჟოლობი" _ სახურავიდან ჩამოსული წყალი პირდაპირ ვერანდაზე ჩამოდის (მილის გარეშე), რომელიც შემდგომ კედლის ბოლოში გაკეთებული "ნახვრეტით" ეზოში გადის, სადაც ასევე არ არსებობს სანიაღვრე არხები და წყალი ეზოში დგება.

მიუხედავად იმისა, რომ მშენებლებმა ამ ყველაფრის გამოსწორების პირობა დადეს და ინსპექტირების ჯგუფმაც შესაბამისი რეაგირება დაანონსა, გაირკვა, რომ პრობლემებმა მოკლების ნაცვლად, იმატეს _2017 წლის ივნისში, პრემიერის მიერ ზარ-ზეიმით გახსნილ შენობაში წყალი ჩამოვიდა.

მაშინ, როგოც ხელოვნების სასახლის, ასევე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა გვპირდებოდა, რომ  პრობლემა მალე მოგვარდებოდა და რომ მშენებელი კომპანია ხარვეზს გაასწორებდა.

თუმცა, ხარვეზი არათუ გამოსწორდა, არამედ მოიმატა. დღეს „გურია ნიუსმა“ გაარკვია, რომ ხელოვნების სასახლეში წყალი ისევ ჩამოდის და ძველ ნაპრალს ახალი დაემატა:

_ ორი კვირის წინ ჩამოვიდა. უკვე შევატყობინეთ შევატყობინეთ კომპანიის ხელმძღვანელობას და გვითხრეს, რომ აპრილის ბოლოსთვის ყველაფერი გაკეთდება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ხელოვნების სასახლის დირექტორმა თემურ კოროშინაძემ, რომელიც გვარწმუნებს, რომ აპრილის ბოლომდე სასახლეში „აღარ იწვიმებს“.

თუმცა კითხვას _ რის საფუძველზე გვპირდება ამას მხრების აჩეჩვით გვპასუხობს:

_ დედას გეფიცებით გააკეთებენ. მეც ძალიან ვნერვიულობ. ისე ვუვლი ყველაფერს აქ, როგორც სახლში, რადგან ეს სასახლე თითოეული ჩვენგანისაა. ხდება ხოლმე ხარვეზები და აუცილებლად გამოსწორდება. ყველაფერი დასურათებული და გადაგზავნილი მაქვს მშენებელთან, რომელსაც გაკეთების ვალდებულება აქვს, _ ამბობს კოროშინაძე.

_ ბატონო თემურ, რამდენიმე თვის წინაც იგივე ამბობდით. გვეუბნებოდით, რომ კომპანია ხარვეზს აღმოფხვრიდა, რომ შენობაში წყალი აღარ ჩამოვიდოდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ძველ ადგილს ახალი დაემატა... ისიც გავარკვიეთ, რომ იმ ადგილზე, რომელზეც გასულ წელს ვწერდით ისევ ჩამოდის წყალი...

_ ახლა არ ჩამოდის.

_ ამ წუთს რომ არ ჩამოდის ჩვენს ვიცით და ვხედავთ, რომ მზეა. თუმცა, შევამოწმეთ და ჭერი სველია... ბათქაშიც იყრება...

_ პატარა ადგილზე ამოსაჭრელია და „გიფსო-კარდონის“ ჩაკერება უნდა. გვპირდებით, რომ აპრილის ბოლოსთვის გაკეთდება.

_ აპრილის ბოლომდე წვიმა უნდა ჩადიოდეს?

_ არ ჩავა. კომპანიის ხელმძღვანელი ცოტა ხნის წინ დასაფლავებაზე იყო ჩამოსული, გამოიარა აქ და ნახა. მერე ფილები გამოაგზავნა და დავაგეთ.

_ რას ნიშნავს დასაფლავებაზე იყო და გამოიარა? რატომ არ თხოვთ ვალდებულებების შესრულებას და რატომ აკეთებთ თქვენს მის გასაკეთებელ საქმეს?

_ უბრალოდ, დაემთხვა. ჩვენ არ ვაკეთებთ. თავად გააკეთებენ. ასეთია პირობა, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას კორიშინაძემ.

ხელოვნების სასახლის დირექტორი დედაზე დაფიცებით იმასაც გვპირდება, რომ სახურავთან ერთად, შენობის დაზიანებული კედლებიც გაკეთდება.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის _ კიდევ ერთი პრობლემა რაც დღეს აღმოვაჩინეთ დაზიანებული ფილებია.

_ ეზოს შესასვლელში დაგებული ფილები ავტომანქანებმა დატეხეს. არ იყო ამისთვის გათვალისიწინებული და იმიტომ გაფუჭდა, _ გვითხრა კორიშინაძემ, რომელსაც არა აქვს პასუხი კითხვაზე რატომ არის ფილები დაზიანებული იმ ადგილზე, სადაც ავტომანქანა არ დადის:

_ გპირდებით, დედას გეფიცებით რომ ერთ კვირაში ეს ფილები გაკეთებული იქნება. ახალს დააგებენ, _ გვეუბნება ხელოვნების სასახლის დირექტორი.

_ თითქმის მთელ ეზოში ფილები დაზიანებულია და ყველაფერს გამოცვლიან ერთ კვირაში?

_ ყველაფერი გაკეთდება. ეს ყველას ინტერესია, _ ამბობს კოროშინაძე.

მისივე თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობა ე.წ. „ჟოლუბებსაც“ გააკეთებს და სახურავიდან ჩამოსული წყალი ეზოში აღარ დაიღვრება.

 „გურია ნიუსის“ სატელეფონო ზარებს მშენებელი კომპანიის შპს „ვექტორის“ ხელმძღვანელმა სოსო მამულაშვილმა, რომელიც ერთი წლის წინ ამბობდა, რომ ჩვენთან საუბრის ვალდებულება არ ჰქონდა დღეს არ უპასუხა.

შპს „ვექტორი“, რომელიც როგორც ჩანს გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობს, მშენებლად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ჭკუასელმა შეარჩია.

დეპუტატი „გურია ნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, რომ მამულაშვილის კომპანია კარგი რეპუტაციის გამო შეარჩია:

_ მას  შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვალდებულებები არ შეასრულა და პრობლემები შეიქმნა, გადაწყდა რომ შერჩეულიყო ახალი მშენებელი და მასთან ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკების წესით გაფორმებულიყო. კი, გიდასტურებთ, რომ მე შევარჩიე მამულაშვილი, რადგან გავიკითხე და მითხრეს, რომ ძალიან კარგი რეპუტაცია ჰქონდა, _ გვითხრა ჭკუასელმა.

_ ბატონო თემურ, ეს „კარგი რეპუტაციის მქონე ადამიანი“ ჩვენ არ გვესაუბრება. მის მიერ აშენებულ ობიექტზე კი ბევრი პრობლემაა და პასუხს არავინ სთხოვს.. ახლა, როცა ხელოვნების სასახლეში წყალი ისევ ჩამოვიდა, გვეუბნებიან, რომ აპრილის ბოლომდე არ გააკეთებს... არსებობს ინფორმაცია, რომ ის ხელშეუხებლობით თქვენთან მეგობრობის გამო სარგებლობს.

_ ის ჩემი მეგობარი არ არის და არ ვიცი მე რა შუაშია ვარ ამ ამბავთან. რამდენადაც ვიცი მას პასუხი მოსთხოვეს. კომისიაც იყო ჩამოსული. მე შემიძლია, მხოლოდ დავურეკო და ვკითხო რა ხდება. სხვა ამბავში არ ვერევი. რაიონს ჰყავს ხელმძღვანელობა. თუ ვალდებულებებს არ ასრულებს მათ უნდა მოთხოვონ პასუხი. მე რა შუაში ვარ?! მე, კიდევ ერთხელ გეუბნებით, დავრეკავ მეგობრულად და ვკითხავ რა ხდება, _ გვითხრა თემურ ჭკუასელმა.

ჩვენ შევეცადეთ, ამ თემაზე კომენტარი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერისგანაც მოგვეპოვებინა, თუმცა ირაკლი კუჭავამ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მერი არც სამსახურში მისულებს დაგვხვდა.

„გურია ნიუსმა“ აღნიშნულის შესახებ საქმის კურსში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანი ჩააყენა.  გულედანის თქმით, ამ თემით სამინისტრო აუცილებლად დაინტერესდება.




 ახალი ამბები
  • გიორგი მარგველაშვილი: „იმედია, როდესაც ეს რაღაც ციებ-ცხელება დამთავრდება, გაიაზრებენ“საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის მედიასკოლის სტუდენტებს შეხვდა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრაზე სტუდენტები დაინტერესდნენ: როგორც შეაფასებდა საქართველოს პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებს და ამ დარღვევებიდან გამომდინარე სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციის საკითხს, პოლიტიკურ პროცესებში მესამე ძალის გაჩენის შესაძლებლობას, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობას, ბიძინა ივანიშვილის პრემიერად დაბრუნების შესაძლო საკითხებსა და საზოგადოების ორად გაყოფისა და პოლარიზაციის შედეგებს. „ცოტა ხანში საქართველოს ეყოლება მე -5 პრეზიდენტი და მე, ქალბატონ სალომეს ვუსურვებ გამარჯვებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ძალიან ნათელია, რომ არჩევნები ჩატარდა ცუდად. არჩევნები ჩატარდა სერიოზული დარღვევებით, ამ დარღვევების მენიუში ჩვენ გვაქვს ყველა ის უარყოფითი გამოცდილება, რომელიც თაობების განმავლობაში საქართველოში ხორციელდებოდა. ეს არის საქართველოში არჩევნების დარღვევების სრული კრებული. მაგრამ ამავე დროს ფაქტია, რომ ასე ჩატარებული არჩევნების შედეგად, ჩვენ გვყავს 20 % -ით უფრო მეტი ხმით არჩეული პრეზიდენტი, რომლის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით ფაქტიურად კითხვები არ ისმება. თუმცა, კითხვა ისმება იმასთან დაკავშირებით, როგორ გავაგრძელებთ ჩვენ ცხოვრებას ხვალ და ზეგ- როგორც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, ასევე იმის შესახებ, როგორი იქნება ზოგადად, საქართველოს როლი: -ის პრიორიტეტი, რითიც ჩვენ ჩვენს დღის წესრიგს ვქმნიდით ევროკავშირში, ნატოში, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან; ამ როლის მიმართ დაისვა სერიოზული კითხვის ნიშნები. კითხვის ნიშნები დაისვა არა აბსტრაქტულად, არამედ რეგიონალურად“,_განაცხადა მარგველაშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, ახლა მივედით ამ წერტილამდე, ჩვენ უნდა გავიაზროთ ამ წერტილის შედეგები ამ რეალობაში და ვიყოთ ადეკვატურები, რადგან ჩვენი პრიორიტეტი - დემოკრატიაა - რითიც ჩვენ ჩვენ თავს ვაწონებდით ჩვენი მხარდამჭერების გასამრავლებლად. „სამწუხაროდ, იმ შეცდომებს რაც დავუშვით, ვეღარ გამოვასწორებთ, მაგრამ შეგვიძლია დიალოგში შესვლა და მე საქართველოში ისეთ საარჩევნო სისტემას შევქმნი, რომელიც ცოტა მაინც დამაბრუნებს დემოკრატიული სტანდარტების ლიდერის რანგში. სამწუხაროდ, მე ამ ტენდენციას ვერ ვხედავ. სამწუხაროა, რადგან ეს არის სრული გაუაზრებლობა იმისა, რა პოლიტიკურ ვითარებაში ვართ და საქართველოში როგორ იქმნება პოლიტიკური პროცესი და როგორ იქმნება პოლიტიკური დინამიკა. შესაბამისად, ჩემი დამოკიდებულება საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ არის შემდეგი. პრეზიდენტი ლეგიტიმურია, მე პირველივე დღეებში გამოვხატე ჩემი პოზიცია ახლადარჩეული პრეზიდენტის მიმართ და ვთქვი,  რომ მზად ვარ დავიწყო ცივილიზებულად უფლებამოსილების გადაბარების პროცესი, მაგრამ თუ იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც ამდენი დარღვევა მოუტანა ქართულ საზოგადოებას, არა „ნაციონალურ მოძრაობას“, პორტირებულებს ან ექპორტირებულებს, არამედ ქართულ საზოგადოებას, რადგან ეს ჩვენი პრობლემაა, ჩვენ ვართ იმ სახელმწიფოს მოქალაქეები, ვისაც ამ სტანდარტით აფასებენ. იმედია, როდესაც ინაუგურაცია ჩატარდება და ეს რაღაც ციებ -ცხელება დამთავრდება, გაიაზრებენ, რა ქვეყანაში, საზოგადოებაში და რეგიონში ცხოვრობენ, რა გამოწვევები აქვს ამ სახელმწიფოს და რომ ნაბიჯებია გადასადგმელი“,_განაცხადა ... ...
  • ხელფასის სახით 506 778 ლარი_ დეპუტატი 69 პლენარული სხდომიდან 62-ს არ დასწრებიამე-9 საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ნაყოფია  პარლამენტის პლენარულ სხდომათა გამცდენ დეპუტატებს შორის, მოწინავე ადგილს იკავებს. დეპუტატის დისციპლინური მოსწრების შესახებ ინფორმაცია „ფლანგვის დეტექტორმა“ შეისწავლა და დაადგინა, რომ ნაყოფია 2017 წელს 69 პლენარული სხდომიდან 62-ს არ დასწრებია. ამ დროის განმავლობაში, დეპუტატი არც 73 საკომიტეტო სხდომაზე იმყოფებოდა. „ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, რომელმაც დეპუტატის სახელფასო შემოსავლებიც დააჯამა, 2008 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, ხალხმა ნაყოფიას, ჯამში, 506 778 ლარი ... ...
  • „დეპუტატები საპარლამენტო საქმიანობისთვის ჯერ კიდევ არ არიან მზად” _ ცისკარიშვილი„საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტართა შორის მომხდარი გაწევ-გამოწევა სამარცხვინო სანახავი იყო. როგორც ჩანს, დეპუტატები საპარლამენტო საქმიანობისთვის ჯერ კიდევ არ არიან მზარდ, ვერ მომწიფდნენ. ჩვენს კანონმდებლებს არ აქვთ ამბიციური ქვეყნისთვის დამახასიათებელი დეპუტატების კულტურა, რაც სამწუხაროა“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებს შორის მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას გამოეხმაურა. ცისკარიშვილი „ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ დღეს სახელმწიფო სტრუქტურების დამოუკიდებლობა ნულოვანია, რაც ქვეყნის განვითარებას აფერხებს. „დღეს მთავრობა და პარლამენტი ბიძინა ივანიშვილის მიერ არის პრივატიზებული. სახელმწიფო სტრუქტურების დამოუკიდებლობა ნულოვანია. დღემდე არაერთი მაგალითი გვახსოვს იმისა, რომ გუნდმა, რომელიც ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილმა შექმნა, საზოგადოებისთვის დადებითი შედეგი ვერ მოიტანა“, _  აღნიშნა ... ...
  • „ივანიშვილმა რეორგანიზაცია საკუთარი თავით უნდა დაიწყოს“ _ ვახტანგ ძაბირაძე„ათეული წლების განმავლობაში, ყველა ხელისუფალი ერთსა და იმავეს აკეთებდა, კადრებს ცვლიდა, რაც ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამოსწორებაზე პოზიტიურ გავლენას არ ახდენდა და თუ ასე გაგრძელდება, არც მომავალში შეიცვლება მდგომარეობა“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ. ძაბირაძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლების სტრუქტურული რეორგანიზაცია აუცილებელია. „მხოლოდ საკადრო ცვლილებების გახორციელებით არაფერი გამოვა, თუ ხელისუფლების სტრუქტურული რეორგანიზაცია არ გახორციელდა და კომპლექტური სამოქმედო გეგმა არ ჩამოყალიბდა. დღეს მმართველობით სისტემაში რეფორმების გახორციელება კრიტიკულად აუცილებელია. მხოლოდ ერთ სამინისტროში გახორციელებული რეფორმა ვერ იმუშავებს“, _ განაცხადა ძაბირაძემ. ექსპერტი „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ დღეს ქვეყანა კონსტიტუციის მიხედვით არ იმართება. ექსპერტი ივანიშვილს მოუწოდებს, როგორც ქვეყნის პირველმა პირმა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავოს. „ბიძინა ივანიშვილმა რეორგანიზაცია საკუთარი თავით უნდა დაიწყოს. საქართველოს კონსტიტუცია იმისთვის არსებობს, რომ  მისი ძალით იმართებოდეს ქვეყანა. ქვეყანაში ნომერ პირველი პირი არის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ივანიშვილმა, როცა მოუნდება მაშინ კი არ უნდა დანიშნოს, არამედ, როგორც ქვეყნის პირველმა პირმა, თავად უნდა დაიკავოს აღნიშნული თანამდებობა. თანამდებობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დღეს იკავებს, კონსტიტუციურად, ფაქტობრივად, არაფერს ნიშნავს, ამიტომ ან საერთოდ წავიდეს პოლიტიკიდან ან მისთვის შესაფერისი ადგილი დაიკავოს“, _ აღნიშნა ... ...
  • „რატომ მაიძულებთ „ნაციონალების“ დღის წესრიგით ვიცხოვრო?!“_ ინაშვილი ჟურნალისტებს„რატომ მაიძულებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით ვიცხოვრო?!  არ მაინტერესებს“, _ განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა ირმა ინაშვილმა  დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც ოპოზიციის მიერ თელავში დაანონსებულ აქციას ეხებოდა. ინაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობაში ეჭვი არ ეპარება.   „სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. ვერავინ იტყვის, რომ ზურაბიშვილს არ აქვს ლეგიტიმაცია. ის მეორე ტურში ნამდვილად გახდა პრეზიდენტი და მოითხოვა ქართველი ხალხის მხარდაჭერა. მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს დაიწყოს გამოძიება 780 ათასი ხმის შესახებ, რომლებიც „ნაციონალებმა“ არჩევნებში მიიღეს, რამდენად რეალურია. პარალელურად, ჩვენ ვაწარმოებთ გამოძიების, რომელიც ფაქტებს დადებს. არავითარი 700 ათასზე მეტი ხმა „ნაციონალებს არ მიუღიათ, რასაც დავამტკიცებ“, _ აღნიშნა ... ...

არქივი

ზაფრანი

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც ხარობდნენ

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც...

სკოლაში მალე რობოტებიც ივლიან

ავსტრალიაში სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებზე მალე...

ნივთიერებები, რომლებიც ოქროზე ძვირი ღირს

ალბათ  ვერ დაასახელებთ მეტალ კალიფორნიუმ-252-ის...

სასიყვარულო წერილები ზოდიაქოს ნიშნებისგან

ვერძი _  "მე ძალიან ვეჭვიანობ და...

ადამიანის გატაცება და ასტროლოგია

ვერძი. მთელი ცხოვრების მანძილზე ვერძი...
კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...