პრობლემები ნაგომარში: "არ გვაქვს წყალი, ინგრევა კულტურის სახლის უნიკალური არქიტექტურული შენობა"

მთავარი თემა

პრობლემები ნაგომარში: "არ გვაქვს წყალი, ინგრევა კულტურის სახლის უნიკალური არქიტექტურული შენობა"

19 ნოე. 2020, 13:45:13

სოფელი ნაგომარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ხოლო საბჭოთა ეპოქაში, როგორც მოწინავე კოლმეურნეობით ცნობილი სოფელი, საუკეთესო სოფლების ხუთეულში შედიოდა.

სოფელი ოზურგეთის ცენტრიდან 16 კილომეტრითაა დაშორებული და სამგზავრო ტრანსპორტი დღეში მხოლოდ ერთ რეისს აკეთებს.

ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ხალხს ფეხით სიარული უწევს, არადა სოფელი მრავალუბნიანია, ცენტრიდან სოფლის ბოლომდე კი ათ კილომეტრამდე მანძილია.

_ მიიჩნევენ, რომ რაკი სოფელში ცენტრალური საქალაქთაშორისო გზა გადის და ბევრი ტრანსპორტი მოძრაობს, სარეისო ავტობუსმა მეტი სიხშირით არ უნდა იმოძრაოს. თან, როცა ეს ავტობუსი კერძო პირს ეკუთვნის, როცა გაუხარდება და ჩათვლის საჭიროდ, მაშინ დადის. ამიტომ აუცილებელია, გამოიყოს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელსაც ექნება გარკვეული მარშრუტი და ივლის დიდი უბნების გავლითაც, რომ ხალხს აღარ მოუხდეთ კილომეტრების ფეხით გავლა, _ ამბობენ ნაგომრის მცხოვრებლები.

დღეისთვის სოფელს ბევრი პრობლემა აქვს, რომელთაგან ადგილობრივები ყველაზე უფრო მნიშვნელოვნად უწყლობას მიიჩნევენ.

სოფელში მხოლოდ ჭებით სარგებლობენ. თუმცა, ბევრგან დამშრალია, რის მიზეზადაც მდინარე სუფსაზე გახსნილ უამრავ კარიერს ასახელებენ.

_ პრობლემას რა გამოლევს? უმუშევრობაზე საუბარი ზედმეტია. დღიურად თუ სადმე იმუშავებს ადამიანი, თორემ მუდმივად დასაქმებული ძალიან ცოტაა. უწყლობა უმთავრესი პრობლემაა.

ყველაზე ძალიან, იცით, რაზე გვტკივა გული? სოფლის ცენტრში უნიკალური შენობა გვქონდა, კულტურის სახლი, სადაც ხუთასამდე მაყურებელი ეტეოდა. დღეს ისე ინგრევა, რომ არავინ არაა პატრონი. ყველაზე ძალიან ეს შენობა მენანება.

რამდენი ფილმია ნაგომარში გადაღებული. უძლიერესი კოლმეურნეობა იყო. ახლა თუ იტყვი, რას ამბობ, კომუნისტები არ ახსენოო, _ გეტყვიან. ამ კულტურის სახლის აშენებისთვის, როგორც გვახსოვს, 70 ათასი მანეთი გამოიყო მაშინ სახელმწიფოსგან, რაც ძალიან დიდი ფული იყო. საუცხოოდაც გააკეთეს. ახალგაზრდობის გუგუნი ისმოდა იქიდან. დღეს ხავსის და ვირთხების საბუდარია, იშლება, ინგრევა. ვიღაცამ ხომ უნდა იფიქროს ამაზე და მიუსწროს, რომ გააკეთოსო, _ გვეუბნება ადგილობრივი მცხოვრები დავით დოლიძე.

იგი, ასევე, საუბრობს სამუშაო ადგილების არარსებობაზე.

_ სამუშაო სადაა? მე თავად რომ ვეხმარები სხვას, ხან ფული არ აქვთ, ხან _ პური. უჭირს ხალხს. მეზობლურადაც ვეხმარებით ერთმანეთს, მაგრამ დღიურად რომ მიდიხარ, ასეც უჭირს ხალხს გადახდა.

კომუნისტების დროს იყო წყლის სათავე ნაგებობა, უზარმაზარი აუზი და იქედან მერე მთელი სოფელი მარაგდებოდა. რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, დაინგრა ის ნაგებობაც და ახლა ჭაბურღილებს კი გვპირდებიან, მაგრამ, ჯერჯერობით, ნახევრად დამშრალი ჭების ამარა ვართ. ბევრი რამ კი კეთდება. გაზი შემოიყვანეს, გზაც გაკეთდა. ვიცი, ყველაფერი ერთად არ იქნება, მაგრამ წყალი უპირველესია! _ განაგრძობს ბატონი დავითი.

ადგილობრივები "გურია ნიუსთან" იმ პრობლემებზეც საუბრობენ, რას სეზონურ სამუშაოებს ახლავს:

_ ხვნა-თესვის დროს უმეტესობას მიწის დასამუშავებლად სამყოფი ფული არ აქვს. ნისიად ახლა არავინ არ მუშაობს. ადრე უფრო ხნავდნენ და თესავდნენ ისე, რომ თხილის მოსავლის აღებამდე გაცლიდნენ თანხის გადახდას. ახლა თხილიც დაავადდა. ძველებურად აღარაა მოსავალი და ტრაქტორისტიც არ მოგყვება დაპირების ამარა. ასევეა შემოდგომაზეც. როგორღაც ვახერხებთ სიმინდის ყანების მოტეხვას, თუმცა, გაჭირვებით. ძალიან გაჭირდა ცხოვრება, _ გვეუბნებიან სოფლის მცხოვრებლები. ბევრი მათგანი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს, რადგან თვლიან, რომ მათი ნაამბობით შესაძლებელია, ვინმე გაანაწყენონ.

სოფელში მცხოვრები ახალგაზრდები ხაზს უსვამენ დასაქმების საკითხს, რაზეც უკვე ხელჩაქნევით საუბრობენ უფროსი თაობის წარმომადგენლები:

_ ჩვენს ახალგაზრდებს არანაირი საშუალება და რესურსი არ აქვთ, რომ საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ. სახელმწიფო ვერანაირ შესაძლებლობას ვერ უქმნის მათ. განსაკუთრებით იჩაგრებიან ის ახალგაზრდები, რომლებმაც საშუალო სკოლა კი დაამთავრეს, თუმცა, მერე ვერსად ვერ მოიკიდეს ფეხი, რადგან საამისო შრომითი ბაზა არ არსებობს.

გარდა ამისა, არ გვაქვს წყალი. მხოლოდ ჭების ამარაა სოფელი და ისინიც უმეტესად დამშრალია ან შრება.

ტრანსპორტს რაც შეეხება, ამ მხრივაც ძალიან ცუდი მდგომარეობაა _ მიიჩნევენ, რომ რაკი ნაგომარი ქუთაისი-ბათუმის ცენტრალურ გზაზე მდებარეობს, საჭირო არაა, სოფლის ავტობუსმა მთელი დღის განმავლობაში იაროს. სამარშრუტო ტრანსპორტი მხოლოდ ერთ რეისს აკეთებს დღის განმავლობაში. დილით, ცხრა საათზე მიდის ქალაქში და უკან დღის პირველ საათზე ბრუნდება. ეს შეიძლება? სოფლის ცენტრალური ტრასიდან, ბოლო დასახლებამდე შვიდი კილომეტრია, არის ბევრი უბანი და ხალხს ამ მანძილის ფეხით გავლა უწევს, თან რამდენიმე კილომეტრის, თორემ მცირე მანძილის გავლაზე არავინ წუწუნებს, _ გვეუბნება ნაგომრის მკვიდრი ახალგაზრდა თამარ ონიანი.

მანანა დოლიძე, 21 წლის, ნაგომრის მკვიდრი: "ჩემს სოფელში ბევრნაირი პრობლემაა, თუმცა, ყველაზე უკიდურეს პრობლემად მოსწავლეთათვის ინტერნეტის ხელმიუწვდომლობა მიმაჩნია. მე მყავს უმცროსი სამი და-ძმა, რომელთაც ცნობილი პანდემიის გამო, დღეს ონლაინ რეჟიმში უწევთ სწავლა, თუმცა, ინტერნეტი მათთვის ხელმიუწვდომელია. მე მაქვს ტელეფონზე ინტერნეტი, ჩემს უფროს ძმასაც, თუმცა, შინ ერთად არ ვართ ყოველთვის. არ ვიცი, ამ საქმეს რა ეშველება.

გვინდა, სოფელში იყოს რაიმე გასართობი ცენტრი. განახლდეს ძალიან ლამაზი კულტურის სახლის შენობა, რაზეც მთელი სოფელი ოცნებობს. ასევე, ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა სოფლისთვის უწყლობაა. ნახევრად დამშრალი ჭების იმედადაა ხალხი".

"გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ნაგომრის მცხოვრებთა მიერ ჩამოთვლილ პრობლემებზე პასუხისმგებელ პირებს ესაუბრა, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურული კუთხით.

კითხვებზე _ რა გეგმები აქვთ სოფელ ნაგომარში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, დღემდე რა გაკეთდა, ან რას აპირებენ უახლოეს მომავალში, გვიპასუხა მერის მოადგილემ, ოსიკო თოთიბაძემ, რომელიც მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულ მიმართულებას კურირებს:

"ჩვენთვის ცნობილია არათუ ნაგომრის, ყველა სოფლის პრობლემა. ვიცით ისიც, რომ წყალი ბევრგან უჭირთ და გეტყვით, რომ სულ ახლახან ხუთი ჭაბურღილის მშენებლობა დასრულდა სხვადასხვა სოფელში.

დაგეგმილია, სოფელ ნაგომარშიც გაკეთდეს წყლის მიწოდება ჭაბურღილის სისტემით, თუმცა, უცებ არ ხერხდება ეს ყველაფერი. ასევე, ვიცით ნაგომრის კულტურის სახლის შესახებ. ნამდვილად მაღალი დონის არქიტექტურაა და ისევე, როგორც სხვა სოფლებში არსებული უნიკალური შენობების, ასევე, ნაგომრის კულტურის სახლის რეაბილიტაციაც დაგეგმილია. ახლახან სოფელ შრომაში გადაიხურა კულტურის სახლი. რამდენიმე სოფელშია სარეაბილიტაციო ასეთი შენობები და ყველას განახლებას ვაპირებთ. თუმცა, ძალიან შეგვიშალა ხელი პანდემიამ. ძირითადად, ესაა შეფერხების მიზეზი. მიუხედავად რთული ვითარებისა, ჩვენ ამ ყველაფერს მივხედავთ. უცბად კი, როგორც გითხარით, ყველაფერი არ კეთდება", _ გვითხრა თოთიბაძემ.




 ახალი ამბები
  • ნაგავსაყრელად ქცეული მერია-კონჭკათის გზა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების, მერია-კონჭკათის  გზაზე,  ცენტრალურ ადგილზე,  უამრავი  საყოფაცხოვრებო და  სამშენებლო ნაგავია დაყრილი.  ძნელი ამოსაცნობი არაა, რომ ეს ადგილობრივ მცხოვრებთა ნამოქმედარია.  გასაკვირი ისაა, რომ აქედან არც ისე შორს, არაერთგან არის სანაგვე ურნა  განთავსებული. „გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  მერიის სერვისცენტრის  დირექტორს, თენგიზ ქუტიძეს ესაუბრა. _ არაერთხელ ხდება ასე. ადგილობრივი მოსახლეობის ნამოქმედარია, აბა, ოზურგეთიდან არ შეიტანს ვინმე კონჭკათში ნაგავს. ერთხელ ასეთი ფაქტიც გვქონდა _ ვინც დაყარა ნაგავი, თვითონ დარეკა მერიაში „შეშფოთებულმა“, ეს რა ხდებაო. მერე თავად გამოვიჭირეთ ფაქტზე... მე დღესვე გავუშვებ  ჩვენს თანამშრომლებს, რომ ნაგავის გატანა მოხდეს. გასაკვირი ისაა, რატომ აკეთებენ ამას ადამიანები, როცა სანაგვე ურნები ყველგან არის, _ გვითხრა  მან. ქუტიძემ ცალკე ისაუბრა მყარ სამშენებლო ნარჩენებზე, რომელიც სპეციალურად განკუთვნილ  ადგილზე, ანასეულის სიახლოვეს  უნდა მიიტანონ. _ მინიმალური თანხის გადახდას არიდებენ   თავს და იმიტომ არ  მიაქვთ მყარი ნარჩენები სპეციალურად განკუთვნილ ადგილზე, - თქვა ... ...
  • სოციალური პროექტი _ იუსტიციის სახლი განცხადებას ავრცელებს იუსტიციის სახლი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მათი სოციალური პროექტის წინააღმდეგ ნეგატიური კამპანია აგორდა. „იუსტიციის სახლი განცხადებას ავრცელებს ერთ-ერთი სოციალური პროექტის წინააღმდეგ აგორებულ ნეგატიურ კამპანიასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, იუსტიციის სახლი სს „გეფასთან“ ერთად 2016 წლიდან სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახორციელებს პროექტს „კეთილი იყოს შენი მობრძანება“. პროექტის ფარგლებში სოციალურად დაუცველ მშობლებს დაბადების მოწმობასთან ერთად, რომელიც ახალშობილის პირველი დოკუმენტია, იუსტიციის სახლიდან საჩუქრად ატანენ სხვადასხვა ნივთებს და ფულად ვაუჩერს. იუსტიციის სახლი წუხილს გამოთქვამს, თუკი ვინმესთვის ჩვილის დაბადების ამ ფორმით მილოცვა, არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, დასაცინი გახდა. კიდევ უფრო სამწუხარო და სამარცხვინოა ეს პროცესი მაშინ, როდესაც საქმე ეხება სოციალურად დაუცველ ახალშობილებს, რომლებისთვისაც უკვე მეოთხე წელია, იუსტიციის სახლი „გეფასთან“ ერთად გასცემს საჩუქრებს. დღემდე, მოქმედი პროექტით 15 000 პირმა უკვე ისარგებლა. გუშინ კი, იუსტიციის სახლმა სს „გეფასთან“ განაახლა მემორანდუმი და პროექტი, რომელიც 2016 წლიდან დღემდე მხოლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისთვის იყო განკუთვნილი, საყოველთაო გახდა. აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში სხვადასხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა და ერთ-ერთი ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა იმ პროექტის დისკრეტიდაცია სცადეს, რომლითაც 2016 წლიდან დღემდე 15 000 პირმა უკვე ისარგებლა. იუსტიციის სახლი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ 25 ლარიანი ვაუჩერი, არის ერთ-ერთი კომპონენტი სასაჩუქრე პაკეტთან ერთად და ის არის არა დახმარება, არამედ საჩუქარი კერძო სექტორისა და იუსტიციის სახლისგან იმ მშობლებისა და ბავშვებითვის, ვინც იუსტიციის სახლში დაბადების მოწმობის ასაღებად მივა. ინფორმაციისთვის, პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ ახალშობილებს ორ განსხვავებულ პაკეტს სთავაზობს: . სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 25-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ; ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის ბრენდებზე კი, ერთი წლის განმავლობაში 30-40-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამასთან, ბენეფიციარები სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენისას ერთჯერადად 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობას შეძლებენ. . სოციალურად დაუცველი ოჯახების გარდა, სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა ყველა მშობელს, რომლებიც პირველად იღებენ ბავშვის დაბადების დამადასტურებელ მოწმობას. მათ ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების 25-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. გარდა ამისა, ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის კონკრეტული ბრენდების შეძენას 10-20-40%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. პროექტის ბენეფიციარები ვაუჩერების გამოყენებას სს „გეფას“ სააფთიაქო ქსელებში − „ფარმადეპოსა“ და „ჯპს“-ის ფილიალებში შეძლებენ, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში ფუნქციონირებს“, – აცხადებენ იუსტიციის სახლში. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს ბავშვის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, სპეციალური სასაჩუქრე ვაუჩერი ... ...
  • "ხელისუფლებას არ აინტერესებს მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულთა ბედი" _ ჭიჭინაძემცირე და საშუალო ბიზნესი, მათი მფლობელები, თუ იქ დასაქმებული ადამიანები,  „ოცნების“ მთავრობისთვის მხოლოდ სტატისტიკური ერთეულები არიან, _ ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძის თქმით, ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებს ის ასიათსობით ადამიანი, მათი ბედი,  ვინც სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესში არიან დასაქმებული. "მათ არ აინტერესებთ, ვინც თავიანთი შრომით და შესაძლებლობით შოულობს ფულს, ინახავს ოჯახებს და კეთილსინდისიერად იხდის გადასახადებს ქვეყნის ბიუჯეტში. აი, ამიტომ კეტავენ, ამიტომ დაუწესეს  მათ შეზღუდვები ასე ერთი ხელის მოსმით, რადგან მათგან შესული გადასახადი, ამ მთავრობისთვის, უბრალოდ,  უმნიშვნელოა. „ოცნების“ ჩინოვნიკებისთვის მთავარია  ე.წ. მსხვილი ბიზნესია, ხელმწიფის კარზე დაწინაურებული რამდენიმე ფინანსური ჯგუფი, რომელიც მუდმივად იღებენ და ატრიალებენ მილიარდებს. ან ის მონური შემადგენლობა, ვისაც პერიოდულად იბარებენ და   ვინც მთავრობას „ამხნევებს“ და ამისთვის იღებენ მილიარდებს... შემდეგ კი,  ეს მილიარდები დღგ-ს სახით, თუ ისევ რიგითი ადამიანების მიერ გადახდილი გადასახადების სახით,   ისევ „ოცნების“ ჩინოსანთა    ჯიბეებში ხვდება. მოკლედ, ბიუჯეტი მათთვის მხოლოდ „პრაკრუტკის“ საშუალებაა და მეტი არაფერი! ამიტომ არის ახლა უმნიშვნელოვანესი, რომ მოხდეს სოციალური შეთანხმება საზოგადოებაში, რომ აღნიშნულმა აკრძალვებმა არ და ვერ იმუშაოს; რომ ყველა ერთად დადგეს, პოლიტიკოსებიც, ბიზნესმენებიც, რიგითი ადამიანები... ერთდროულად შეიქმნას ბევრი „ცხელი“ წერტილი, ძალები რომ ვეღარ ეყოთ და ვერავინ ვეღარავინ დააჯარიმოს! თორემ თუ ერთმა გამოხატა პროტესტი და დანარჩენებმა გულხელდაკრეფილებმა მხოლოდ ტელევიზორით უყურეს მის ბრძოლას, ასე ნამდვილად არაფერი გამოვა. ბრძოლა არსებობისთვის მძიმე ბრძოლა", _ აცხადებს "ტრიბუნას" ... ...
  • როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსებიგარემოს ეროვნული სააგენტო დღის განმავლობაში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. სინოპტიკოსები 2 დეკემბერს ქუთაისში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +8. ასევე უნალექო დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6. მცირე ღრუბლიანობას ვარაუდობენ სინოპტიკოსები ბათუმში, სადაც +17 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში, ღამით კი +9 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +4, ნალექი არც აქ არის მოსალოდნელი. სოხუმში +17 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში +12 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -6 გრადუსია მოსალოდნელი. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. ჭიათურაში +18 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს. დღე უნალექოდ ჩაივლის. ბორჯომში +9 გრადუსია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +9 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -7 გრადუსი იქნება. გორში იწვიმებს. დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე უნალექო დღეს პროგნოზირებენ ცხინვალში, სადაც დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. გუდაურში +6 გრადუსია ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაიწევს. ომალოშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -6 გრადუსი არის ნავარაუდევი. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსი არის მოსალოდნელი. +9 გრადუსი და ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი 9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი სიღნაღშიც. +8 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, იწვიმებს, ღამით კი +1 გრადუსი არის ნავარაუდევი. უნალექო დღეა ნავარაუდევი რუსთავშიც, ჰაერის ტემპერატურა +11 იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ოდნავ მოიღრუბლება თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი ... ...
  • დავით ზალკალიანს დღეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მოუსმენენნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დღეს დისტანციურად მოუსმენენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატით წარიმართება და მასში მონაწილეობას დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგასთან ერთად მიიღებს. სწორედ დღეიდან იწყება მინისტრის სამუშაო ვიზიტი ვარშავაში. მინისტერიალის ფარგლებში განიხილავენ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობისკენ მიმართულ სამომავლო გეგმებს, მათ შორის საქართველოს ალიანსში გაერთიანებისთვის არსებული ინსტრუმენტების, იმავე „არსებით ღონისძიებათა პაკეტის“ განახლების პროცესს, რომელზეც ბოლო პერიოდში აქტიურად მუშაობდნენ. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ასევე განიხილავენ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს, შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველო-ნატოს თანამშრომლობას, საქართველოს მნიშვნელოვან როლს გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში, ნატოს მისიებში მონაწილეობის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...