პრობლემის პიკი ანასეულში "ჭკვიანი" ოსიკოს "ბრძნული" კომენტარებით

მთავარი თემა

პრობლემის პიკი ანასეულში "ჭკვიანი" ოსიკოს "ბრძნული" კომენტარებით

2018 ივნ 15 15:32:18

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ანასეულის მოსახლეობა, მრავალი წელია, უწყლობას უჩივის, თუმცა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, პრობლემის სიმძიმემ პიკს მიაღწია.

საკუთარი პრობლემას ანასეულელები "გურია ნიუსისთვის" მოწოდებულ განცხადებაში აღწერენ.

"უწყლობის გამო, ანასეულის მოსახლეობა დღეისთვის უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაშია. ადვილი მოსალოდნელია, აქ ეპიდემიამ იფეთქოს, რადგან ხალხი, ძირითადად, კორპუსებში ცხოვრობს და საკანალიზაციო სისტემას თავისი საექსპლუატაციო წესები აქვს. ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან, ანასეულს საკუთარი წყალმომარაგება გააჩნდა, რომელსაც მდინარე აჭიდან თვითდინებით იღებდა და ნორმალურად ფუნქციონირებდა.

რადგან წყალმომარაგების ხაზი მდებარეობს სოფელ ლიხაურის ტერიტორიაზე, თავის დროზე, პროექტის ორგანიზატორმა, ინსტიტუტის ყოფილმა დირექტორმა ვახტანგ ჯაყელმა გამოიჩინა კეთილი ნება და ცალკე წყალგაყვანილობის ხაზი, მისივე მითითებით, გაკეთდა ლიხაურის მოსახლეობისთვისაც.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, ლიხაურის მოსახლეობამ მასობრივად, უნებართვოდ დაიწყო ანასეულის წყალგაყვანილობის გამოყენება წყლის დამატებითი მილების მიერთებით. ანასეულის ხელმძღვანელობა ადრეულ წლებში ახერხებდა ზომების მიღებას და ინსტიტუტის ფუნქციონირებისა და მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების რეგულირებას. იყო ფაქტი, როცა რაიონის ხელმძღვანელობამ, პოლიციის მონაწილეობით, მოახდინა ანასეულის წყალგაყვანილობის გათავისუფლება _ ლიხაურის მოსახლეობის ნაწილს მილები ჩაუჭრა და მკაცრი გაფრთხილებაც მისცა.

ამჟამად პროცესი კვლავ უკონტროლო გახდა და წყლის მოწოდება კატასტროფულად შემცირდა. ლიხაურის "მოსახლეობის მიბმას" ანასეულის წყალგაყვანილობაზე დაემატა ლიხაურში მდებარე საწარმო, რომელიც, რამდენადაც ცნობილია, მაქსიმალურად იყენებს ანასეულის გაყვანილობის წყალს და იჩენს სრულ უპასუხისმგებლობას ანასეულის მოსახლეობის და ინსტიტუტის მიმართ. ყოველივე ამის გამო, ანასეულის მოსახლეობა დღეების და ზოგჯერ რამდენიმე კვირის განმავლობაში, მთლიანად უწყლოდ რჩება. ამასთანავე ანასეულის დასახლებაში არ არსებობს რაიმე წყარო, მდინარე, არ კეთდება ჭა. ამ დროს კი, ლიხაურის მოსახლეობა გაყვანილ წყალს, ძირითადად, მოსარწყავად იყენებს.

ანასეულის მოსახლეობის და აქ არსებული დაწესებულებების (სკოლა, საბავშვო ბაღი, სსიპ დიაგნოსტიკური ცენტრი, ა(ა)იპ-ის საკვლევი ინსტიტუტი, ჩაის გადამამუშავებელი საწარმოები) _ სასმელი წყლით მომარაგების უზრუნველყოფას უკანასკნელ პერიოდში გვპირდებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელები და დეპუტატები, მაგრამ არავითარი შედეგი არ დამდგარა არასდროს.

ანასეულის მოსახლეობის მოთხოვნაა, წყლის პრობლემის მოგვარება ყველაზე მარტივი ფორმით: ანასეულის წყალმომარაგების ხაზის გათავისუფლება უნდა მოხდეს ლიხაურის მოსახლეობის მიერ და იქ არსებული საწარმოს მილების ჩაჭრით", _ აღნიშნულია წერილში.

"გურია ნიუსი" ანასეულის მოსახლეობის პრობლემას ადგილზე გაეცნო. ჩვენ დაბაში იმ დროს მივედით, როცა ერთ-ერთ ადგილობრივს, უნივერსიტეტის ქუჩაზე მცხოვრებ ირაკლი გაბედავას მანქანიდან წყლით სავსე ბალონები გადმოქონდა: "აი, ასე ვეზიდებით ქალაქის სხვადასხვა უბნიდან ანასეულში წყალს, ძალიან ცუდ დღეში ვართ და საშველი არ ჩანს. ყველაზე მეტად ამის გვეშინია, რაიმე ეპიდემია არ გაჩნდეს", _ გვითხრა ირაკლი გაბედავამ.

"გურია ნიუსთან" დაბაში არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით გულისტკივილით საუბრობენ:

თინა სალუქვაძე, ანასეულის მცხოვრები, ოთხი შვილის დედა: "ჩვენთან წყლის მოწოდება გრაფიკითაა, თუმცა, სახელად ჰქვია ასე _ 48 საათში ორი საათით გვაქვს წყალი. არ არის ეს უბედურება? სარეცხის მანქანა ჩართულია და უცებ ჩერდება. როდის და როგორ მოვასწროთ გარეცხვა, დაბანა, სხვადასხვა ჰიგიენური მომსახურება?! პირუტყვები ხომ არ ვართ?! არა და არ ეშველა ამ პრობლემას. ვინ დაგვეხმარება? მივედით მერიაში და ჩვენ რა უნდა ვქნათო, _ გვითხრეს. ვიღაცამ ხომ უნდა იტვირთოს ორგანიზატორის როლი? ხელისუფლება რატომ გვყავს?!"

ლალი სურგულაძე, ანასეულის მცხოვრები: "მივედით ქალაქის მერიაში. მერის მოადგილემ, ოსიკო თოთიბაძემ მიგვიღო და გვითხრა, წადით და პარლამენტის დეპუტატს, არჩილ თალაკვაძეს მიმართეთო (ოსიკომ, რომელიც მერი მოადგილეა, ისიც კი არ იცის, რომ წყლის პრობლემის მოგვარება პარლამენტარის საქმე არაა. რედ.). თვითონ არ უნდა მიმართონ?"

რუსუდან ჯაში, ანასეულის მცხოვრები: "ოსიკო თოთიბაძემ ისიც გვითხრა, ანასეული ჰაერშია გამოკიდული და  ეს უბანი ქალაქს არ ეკუთვნისო. ახლა უბანი გავხდით? იმასაც ამბობენ, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უარი თქვა, ეს პროექტი არ გვიღირს, სარფიანი არ არისო. ოთხი წელია, სრულ გაურკვევლობაში ვართ. აქ ყველა განათლებული, ღვაწლმოსილი და დამსახურებული ადამიანი ცხოვრობს. ბოლოს და ბოლოს, ვინ მიხედავს ანასეულის წყალს?!"

დემურ გობრონიძე, ანასეულის მცხოვრები: "ჩაინიკით" რეცხავს ხალხი სარეცხს... სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში ანასეულს წყალი არ აქვს. ეს ის ანასეულია, პარიზზე რომ არ გაცვლიდი, ისეთი იყო. ისევ ნაღობილევში წავიდე, საიდანაც ვარ წარმოშობით და იქ ვიცხოვრო, ჯობს. ანასეულის მარცხენა მხარეს, ქვედა ბინებში საერთოდ გაუსაძლისი მდგომარეობაა. ანასეულისთვის ეს მაცოცხლებელი წყალია, ზოგისთვის კი ტექნიკური და მხოლოდ მოსარწყავად ხმარობენ. ყველა "ტრუბაზე" დაჯდა, უკითხავად, უნებართვოდ. ამას ხომ უნდა მიხედოს ხელისუფლებამ, რომელიც ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ. მეტი რა ვქნათ. იყო დრო, პოლიციის ძალით აგვარებდნენ და ახლაც ასე მოიქცნენ".

"გურია ნიუსთან" საკუთარ თვალსაზრისს და გულისტკივილს გამოთქვამს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსი ვალერიან ცანავა:

"მე შემიძლია გითხრათ ჩემი გულისტკივილი, როგორც ანასეულის მცხოვრებმა. ანასეულის მიმართულებით მომავალ წყლის მაგისტრალზე აბსოლუტურად უნებართვოდ აქვს გაყვანილი წყალი ლიხაურის მოსახლეობას. ამას დაემატა საყვავილე მეურნეობის ადგილზე გახსნილი ახალი საწარმო.

ახალ პროექტზე როგორ ვილაპარაკებ? ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული. ერთხელ, კომუნისტების დროს, ვისაც უკანონოდ ჰქონდა გადაყვანილი, ჩაუჭრეს მილიციის დახმარებით. რაღაც ასეთი ახლაც უნდა მოხდეს, რადგან, თავის დროზე, ანასეულის წყალი კეთილი ნებით ნაწილობრივ დაუთმეს ლიხაურს. შემდეგ მოხდა მიტაცება. ამას სჭირდება ხელისუფლების ჩარევა.

კიდევ ბედი ჩვენი, რომ ეპიდემია არ დაიწყო ამდენ ხანს. ახლა, ქალაქიდან, "გზამშენი-18"-ის ტერიტორიიდან ეზიდება მოსახლეობა სასმელ წყალს. ძალიან კარგი ადამიანი და ხელმძღვანელია ბატონი თემურ ჯახვა, ადამიანურად ეპყრობა აქაურებს, მაგრამ, ათასი ხელმრუდი დადის და  ვთქვათ დაიკარგა რაიმე იმ ორგანიზაციის ტერიტორიაზე! ხომ გახდება იძულებული ბატონი თემური, რომ ეზოში არავინ შეუშვას?

უამრავი მიზეზი არსებობს, ჩვენი ასეთი მძიმე პრობლემის კიდევ უფრო დასამძიმებლად. აქ, საცხოვრებელ კორპუსებში, ცხოვრობენ ისეთი მარტოხელა მოხუცები, ღვაწლმოსილი მეცნიერები, რომლებიც ხელში ერთი ბოთლის მეტს ვერ იჭერენ. რა ქნას ამ ხალხმა? სერიოზულ ყურადღებას ითხოვს ხელისუფლებისგან ეს პრობლემა. ჩვენ მივმართეთ გურიის წინა გუბერნატორს, სალუქვაძეს. ჯერ გვითხრა _ თქვენთან ვარ, დაგეხმარებითო, მერე კი, ლიხაურის საწარმოში ჩემი მეგობრები არიან და წყალს ვერ შევუწყვეტ, თქვენ ისეც მემდურითო..."

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ნანული ორაგველიძე "გურია ნიუსთან" განმარტავს, რომ თვითონაც ანასეულში ცხოვრობს და ეს პრობლემა მისთვის ნაცნობი და მტკივნეულია:

"გრაფიკი სახელად ჰქვია, თორემ თუ ერთი დღით უნდა მოგვეწოდოს წყალი, მხოლოდ ორი საათით არის, არც კი. ხვალ სულ არ იქნება. გაუსაძლისი მდგომარეობაა. ხელისუფლებამ რაღაც უნდა იღონოს. როგორ შეიძლება ანასეულის დასახლება უწყლოდ იყოს? ლიხაურის მოსახლეობა მრავალრიცხოვანია და უმჯობესი იქნება, ახალ პროექტზე იქ იფიქრონ. ჩვენთან კი ის ძველი აღადგინონ და დაგვიბრუნონ. ცხელი ზაფხული წინ არის და ეპიდემიამ არ იფეთქოს, ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე".

ანასეულის ინსტიტუტის დირექტორი თემურ რევიშვილი "გურია ნიუსთან" აცხადებს, რომ ის, როგორც ერთი რიგითი ანასეულელი, ძალზე შეწუხებულია ამ პრობლემით:

"მე ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ. წყალი მინდა, ვიხდი ფულს. დროზე უნდა გადაიბაროს ეს საკითხი მუნიციპალიტეტმა და მიხედოს ამ საქმეს. არსებობს სხვადასხვა დონის პროექტები. ჩვენთვის ანასეულის წყალი ყოველდღიურობაა და ვიღაცისთვის კიდევ ტექნიკური წყალი. აქ რიგითი მცხოვრებლები მარტო ვერაფერს გახდებიან _ ხელისუფლება უნდა დაეხმაროს ხალხს. ანასეულში საგანგაშო მდგომარეობაა ამ მხრივ", _ გვითხრა რევიშვილმა.

"გურია ნიუსმა" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა და მერის მოადგილისგან, ოსიკო თოთიბაძისგან კომენტარი ითხოვა. მკითხველს შევახსენებთ, რომ ოსიკო თოთიბაძე ინფრასტრუქტურის სფეროს განაგებს და ახლახან ანასეულის მცხოვრებლებთან შეხვედრაზეც მან განაცხადა, რომ "ანასეული ჰაერშია გამოკიდული, ქალაქს არ ეკუთვნის და დეპუტატი თუ მიხედავსო".

ოსიკოს კომენტარს დიდხანს ველოდეთ, თუმცა, ამჯერად, ალბათ, თავად იყო "ჰაერში გამოკიდული" და პასუხი ვერ მივიღეთ.

"გურია ნიუსი" აგრძელებს ანასეულისთვის წყლის მიწოდების პრობლემის შესახებ მასალების მოძიებას, უახლოეს მომავალში კი სოფელ ლიხაურის პრობლემებზე ვისაუბრებთ.




 ახალი ამბები
  • ლისაბონში ვებპროგრამირების სამიტზე ორი ოზურგეთელი მიემგზავრება“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ყოველწლიურ ვებპროგრამირების სამიტზე, რომელიც ყოველწლიურად ლისაბონში ტარდება, წელს ოზურგეთიდან ორი ქალი თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი მიეგზავრება. წელს, აპრილსა და მაისში სოციალური მედიისა და ვებპროგრამირების ტრენინგი ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ფონდის ეგიდით მიერ ჩატარდა და ემსახურებოდა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. პროექტი ჩატარდა დასავლეთ საქართველოში 5 რეგიონში, მათ შორის გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში და ლანჩხუთში. კონკურსში მონაწილეობდა 11 ადამიანი, აქედან ოთხი იყო ოზურგეთელი _ იაკო თავდიშვილი, თამო ონიანი, სოფო კალანდაძე, მერი ეძიეშვილი. საბოლოო ჯამში, გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული, რომელიც ლისაბონში მიემგზარება ყოველწლიურ ტექნოლოგიების ვებსამიტზე. თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი პირველად არიან მსგავსი ტიპის შეხვედრაზე. “ეს არის ძალიან პრესტიჟული და საკმაოდ მნიშვნელოვანი სამიტი. სასიხარულოა, რომ სამიტზე პირველად გურიიდან ორი ქალი მიეგზავრება. საქართველოდან სამიტზე წლებია ესწრებიან ქალები", _ გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა ტრენერმა ხათუნა ... ...
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...
  • ოზურგეთში, ღია დიალოგის რეჟიმში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ღია დიალოგის რეჟიმში, ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია სოფელ ჯუმათის, ზვანის უბნისა და გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივებს ინფორმაცია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიაწოდეს. მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სკვერის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემის მოწყობის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხია. აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება. შეხვედრებს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. ... ...
  • გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყოსაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, _ ნათქვამია პროკურატურის ... ...
  • ანზორ ჩუბინიძე: ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონიასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა. როგორც ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცა პასუხი. „20-21 ივნისის მოვლენებზე გამოვიკითხე და რაც მკითხეს, ვუპასუხე. რა დონეზე ვმონაწილეობდი, როგორ ვიყავით ჩართულები და პირადად ჩემთან ქონდათ გარკვეული კითხვები ჩემი მონაწილეობის შესახებ. მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტის შენობა არის დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და აქ კითხვა არაა, თუ რატომ ვიყავი იქ. მე მითითებებს გავცემდი მხოლოდ და მხოლოდ სდსს თანამშრომლებზე. რა თქმა უნდა, არ გავცემდი არანაირ ბრძანებას სროლაზე“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ. ამასთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თქმით, ის პასუხისმეგებლობისგან გაქცევას არ აპირებს. ​ „რაც შეეხება იმას, რომ სდსს-ის თანამშრომლები იყვნენ განლაგებული პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო და იქნება, სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი სდსს-ის. ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონია. არავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე, თუ დადგება ეს საკითხი. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ანზორ ჩუბინძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...