"პროტესტს კვლავ განვაახლებთ!"

მთავარი თემა

"პროტესტს კვლავ განვაახლებთ!"

10 სექ. 2020, 16:27:51

4 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში (მერიის თემი) ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს წყალგაყვანილობის გაკეთების მოთხოვნით. მათ ურეკი-ოზურგეთის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს და კატეგორიულად ითხოვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მისვლას.

_ მოვიდნენ პირველი პირები სასწრაფოდ. მერი, კოტე შარაშენიძე რომ შეგვპირდა, 23 აგვისტოსთვის ჭაბურღილი გექნებათო, სადაა? რამდენჯერ უნდა მოგვატყუონ? რა გახდა ჩვენთან წყლის პროექტის გახორციელება? გზას მანამ არ გავხსნით, სანამ არ მოვლენ, _ ბრაზობდნენ აქციის მონაწილეები და პოლიციის არა ერთგზის თხოვნის მიუხედავად, გზიდან არ გადადიოდნენ.

აქციის მიმდინარეობისას, ხშირად ისმოდა ნიშნისმოგებით და მუქარით ნათქვამი სიტყვები: "არჩევნებზე არ მოვიდნენ აქ!" "მალე იქნება არჩევნები და ვაჩვენებთ, როგორ უნდა მოტყუება!" "არჩევნებამდე არ მივუშვათ. წავიდეთ მერიაში და ავჭედოთ კარი!" "ვიხრჩობით, ღელის წყალი არაა, რომ ხელი დაისველო!" "ოზურგეთის საკრებულოში კი გვყავს დეპუტატი, მაგრამ მას აქვს წყალი, იქით უბანში კი არის და რატომ მოვა აქ?! რა გახდა ამ ჭაბურღილის გაკეთება, სამი წელია, ტყუილებით რომ გვბერავენ?" _ ყვიროდნენ აქციის მონაწილეები.

კითხვაზე, თუ რატომ ახსენებდნენ ხშირად არჩევნებს წყალგაყვანილობის მოთხოვნით გამართულ აქციაზე და ეს ხმაური საპარლამენტო არჩევნების მოახლოების გამო ხომ არ იყო დაგეგმილი, აქციის მონაწილეებმა თქვეს:

ნელი დოლიძე, ადგილობრივი მკვიდრი: "რა გასაკვირია?! არჩევნები რომ მოვა, ჩვენც მასე მოვატყუებთ. 23 აგვისტოს უნდა ყოფილიყო ჭაბურღილი გაკეთებული. წავიდნენ ახალგაზრდები, იშრომეს და გაკაფეს ადგილი, სადაც ეს ჭაბურღილი უნდა დაიდგას, მაგრამ მაინც არ გააკეთეს. არადა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი შეგვპირდა, რომ აუცილებლად გააკეთებდა ამ დროისთვის. ესაა სიტყვის შესრულება?!"

არიადნა გოგიტიძე, ხვარბეთის მცხოვრები: "არ დავინახო აქ არჩევნებზე არავინ! უწყლოდაა მთელი სოფელი. ჭები დაშრა. შავ დღეში ვართ..."

მერი კვირკველია, ადგილობრივი მკვიდრი: "გამოდგებიან და ყვირიან, ხელი დაიბანე, ეს ქენი, ის ქენი, კორონააო... რით დავიბანო ხელი?! რა დავლიოთ?! არჩევნებზე ხომ მოირბენენ?! სამი წელია, ვიხრჩობით. ყველგან გაკეთდა. ჩვენ მარტო დაპირებით გვატყუებენ".

"კი, კი, საარჩევნო აქციაა... მე კომენტარს ვერ გაგიკეთებთ... აქაური არ ვარ, უბრალოდ, მომეწონა აქცია და ვესწრები..." _ ირონიულად გვითხრა მამაკაცმა, რომელმაც ვინაობა არ გაგვიმხილა.

აქციის მსვლელობისას, პოლიციის წარმომადგენლები გამუდმებით მიმართავდნენ მოქალაქეებს: "თქვენ საავტომობილო გზის პიკეტირებით არღვევთ კანონს. გადადით გზიდან და ჩაატარეთ აქცია, ხელს არავინ შეგიშლით... გავატაროთ მანქანები..." თუმცა, მათ არ ემორჩილებოდნენ.

აქციაზე განსაკუთრებით აგრესიულად იქცეოდა რამდენიმე მამაკაცი, რომლებიც მძიმე ტვირთმზიდ მანქანებს პირდაპირ წინ უდგებოდნენ და მათ მძღოლებს მიმართავდნენ, რომ გასვლა არ "გაებედათ!"

თუმცა, მამაკაცებს არც ქალბატონები ჩამორჩებოდნენ და პოლიციის წარმომადგენელთა მითითებაზე, გზიდან გადასულიყვნენ, მანქანები გაეტარებინათ და მშვიდობიანად ჩაეტარებინათ აქცია, იქით ეურჩებოდნენ:

_ რას მოეთრიეთ აქ? ქურდია დასაჭერი თუ რაიმე დააშავა ვინმემ? ვინც თქვენ გამოგგზავნათ, ის თვითონ არის დასაჭერი... წყალი გვინდა ჩვენ... _ უკან არ იხევდნენ პროტესტის გამოსახატავად მოსულნი.

მაგისტრალზე სწრაფად წარმოიშვა საცობი _ გზის ორივე მხრიდან მომავალი მძიმე ტვირთმზიდი მანქანები, მიკროავტობუსები თუ მსუბუქი ავტომობილები შეჩერდნენ და თითოეულის მძღოლი თუ მგზავრი კატეგორიულად ითხოვდა გზის გათავისუფლებას.

პოლიციამ კორდონი გააკეთა. მოულოდნელად შუა გზაზე მდგომი ერთი ქალბატონი ცუდად გახდა. ის მალევე მოასულიერეს, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ჟურნალისტმა გამოიძახა, რადგან თავად აქციის მონაწილეები 112-ში დარეკვის წინააღმდეგი იყვნენ...

მალე მოხერხდა სიტუაციის განმუხტვა.

პოლიციამ კორდონი კვლავ გააკეთა და მოძრაობაც აღდგა.

"მოიცათ, პარასკევს ისევ გადავკეტავთ გზას. არ გავჩერდებით! დღეს ასე იყოს! ჯობს, დაპირება შეასრულონ _ ასე გადაეცით მთავრობის წარმომადგენლებს, თორემ არჩევნებზე არ მოვიდნენ აქ!" _ ყვიროდნენ ადგილობრივები.

აქციის შემდეგ "გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, თემურ გიორგაძეს ესაუბრა:

_ ამ პრობლემის შესახებ ვიცით. აღნიშნულ სოფელში წყალგაყვანილობა მალე გაკეთდება _ პროექტი მომზადებულია. უცებ არ კეთდება ყველაფერი. გამოთქვამენ საყვედურებს, რომ სხვაგან გაკეთდა და თითქოს მათთან არ კეთდება. იმ "სხვაგან" რომ არ გაკეთებულიყო და ხვარბეთში გახორციელებულიყო უფრო ადრე პროექტი, მაშინ სხვებიც იმავეს იტყოდნენ. ჭაბურღილის დადგმა, უფრო რთული პროცესია, _ გვითხრა გიორგაძემ.




 ახალი ამბები
  • ზუგდიდის ბანკთან ინკასაციის მანქანა გამოჩნდა _ თავდამსხმელმა ბანკი დატოვახელისუფლება, სავარაუდოდ, თავდამსხმელის მოთხოვნებს აკმაყოფილებს -  ბანკის შენობასთან ინკასაციის მანქანა გამოჩნდა და ვერტმფრენი დაჯდა. არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, ინკასაციის მანქანა თავდამსხმელის მხრიდან ფულის მოთხოვნას, ხოლო ვერტმფრენი მის მიერვე მოთხოვნილ უდაფრთხო კორიდორს უკავშირდებოდეს.  შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა. თავდამსხმელი შენობიდან სავარაუდოდ რამდენიმე მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში ჩანს, მას შენობის დატოვების დროს ხელები აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ, ხელში ხელყუმბარა ეკავა. ადგილზე სპეცრაზმის ჯგუფები და სამართალდამცავები არიან მობილიზებული. შემოსაზღვრული ლენტის გარე პერიმეტრზე იმყოფებიან მძევლების ოჯახის წევრები. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლაარსებული ინფორმაციით, ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა.  დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებად პოლიცია მუშაობას აგრძელებს. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელიასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მძევლების აყვანის ფაქტს ეხმიანება. როგორც განცხადებაში წერია, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია. „მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას. ასევე, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები“- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან ორმხრივი სროლისას ოთხი ადამიანი დაიჭრაცოტა ხნის წინ ქვემო ქართლში, კერძოდ დმანისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. დაპირისპირებამ შემდეგ გარე პერიმეტრზე გადაინაცვლა, სადაც იყო ორმხრივი სროლა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ოთხი ადამიანი. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ნასვამები იყვნენ. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ... ...
  • ხმაური ლანჩხუთში "მედალფას" კლინიკასთან ლანჩხუთში "მედალფას" კლინიკასთან რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაური იყო. კლინიკა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახრეხებდა სასწარაფო დახმარების მიერ გადმოყვანილი პაციენტის მიღებას. პაციენტის ახლობლებს, რომლებიც კლინიკასთან იმყოფებოდნენ, მედიკოსები განუმარტავდნენ, რომ ადგილის არ ქონის გამო ავადმყოფს ვერ მიიღებდნენ. ხმაური და კამათი "მედალფასთან" რამდენიმე საათი გრძელდებოდა, ბოლოს საქმეში კლინიკის ხელმძღვანელის რეზო კვერენჩხილაძის ჩარევის შემდეგ, პაციენტი, რომელსავ კუჭ-ნაწლავის პრობლემა აღენიშნებოდა, სტაციონარში მოათავსეს. "მედალფას" კლინიკის მენეჯერი რევაზ კვერენჩხილაძე პაციენტის ახლობლებს შეხვდა და მათ განუმარტა, რომ შეყოვნება იძულებით იყო. "კლინიკაში გვიწევს კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტი, იმ ზონაში სხვა პაციენტს ვერ მოვათავსებთ. სანამ ქალბატონს მოიყვანდა სასწრაფო, მანამდე მივიღეთ 44 წლის მამაკაცი, უმძიმესი მდგომარეობით. მისი სიმძიმიდან გამომდინარე, ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ახლა გათავისუფლდა ადგილი და პაციენტს მივიღებთ. ბოდიშს გიხდით ყველას, მაგრამ პანდემიის გამო, ფაქტობრივად, ომში ვართ, ექიმები წინა ხაზზე არიან. გაგვიგეთ, რომ იქნება დაყოვნებები, ჩვენ შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ", - თქვა კლინიკის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...