"ფრთხილად, წინ საშიში წარსულია!" _ საქართველოს ტრაგიკული ბედის მოზიარე

მთავარი თემა

"ფრთხილად, წინ საშიში წარსულია!" _ საქართველოს ტრაგიკული ბედის მოზიარე

2018 აგვ 13 10:17:01

დღეს ჩვენ გიამბობთ ერთი სურებელი ქალის ისტორიას, რომელმაც საქართველოს 12 შვილი გაუჩინა.

გონიერს, მშრომელს, სამართლიანსა და გულმოწყალეს, სიცოცხლეში "სოფლის დედა" შეარქვეს, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, სწორედ მას და მის ოჯახს, მთელი სიმძიმით დაატყდა თავს საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის გამაოგნებელი სისასტიკე. მისი "დანაშაული" კი მხოლოდ ის გახლდათ, რომ იგი დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის პირველი თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა "რკინის" მინისტრის _ ნოე რამიშვილის და იყო.

 

 

 

 

 

 

 

 

მართა რამიშვილი

ექვსი ძმის ერთადერთ დას _ მართა რამიშვილს, რომელიც 1893 წელს ნესტორ რამიშვილზე დაქორწინდა, მაყარში უმცროსი, თორმეტი წლის ძმა, ნოე რამიშვილიც ახლდა, რომელსაც სიყვარულით "კოჟორას" ეძახდა.

მართა და ნესტორ ბერიშვილების შეძლებულ ოჯახში 12 შვილი დაიბადა; მათგან 2 გოგონა "ბატონებმა" იმსხვერპლა; 10 წლის ვასილი ტყეში მუშაობისას დამარცხდა, დანარჩენმა კი სხვადასხვა სფეროში უმაღლესი განათლება მიიღეს და საქართველოს განვითარებისთვის დიდი ღვაწლის გასაწევად იყვნენ მზად.

მაგრამ საქართველოს ბედი სხვაგვარად დატრიალდა და დემოკრატიული განვითარების გზაზე შემდგარი დამოუკიდებელი ქვეყანა სისხლიანი ანექსიისა და სულმდაბალი ადამიანების შურისძიების არენად იქცა.

პირველი შვილი, მალაქია, კოჯრის ბრძოლების მონაწილე და გმირი, ქართულ ჯარებში გავრცელებული ტიფით დაავადდა. იგი ბათუმში გადაიყვანეს, გარდაიცვალა და სურებში აასვენეს. მართა შვილის ცხედარს უხმოდ დაემხო და როცა წამოაყენეს, ყველა გაოგნდა: გამწარებულ დედას მკერდზე სისხლი ჩამოსდიოდა _ 12 შვილის გამზრდელი ძუძუს თავი საკუთარი კბილებით მოეკვნიტა! ასე მოიქცა მართა ბერიშვილი მეორედაც, 1939 წელს, როცა კიდევ ერთი შვილის, უნიჭიერესი მათემატიკოსის _ ტიტეს ვარშავაში დახვრეტის ამბავმა ააღწია სურებამდე.

მართას უმცროსმა შვილმა, მამია ბერიშვილმა, 2002 წელს საქართველოში ბოლო სტუმრობისას, "გურია ნიუსთან" ინტერვიუში ოჯახის წევრების ტრაგიკული ბედის შესახებ ისაუბრა:

_ 1930 წელს ყველა დაიჭირეს, მათ შორის მეც. მაშინ 13 წლის ვიყავი. თითქმის ორი წელი გავატარე თბილისის საპატიმროებში.... ჩემი სანათესაოდან 56 კაცი დაიღუპა და აქედან, 22-ის საფლავი არ ვიცით. მამა სამი წელი იყო გადასახლებული, დაავადებული დაბრუნდა და გარდაიცვალა. უფროსი ძმა _ მალაქია კოჯორთან დაღუპულა 1921 წლის თებერვალში; ოლღა (ოლია) _ ექიმი, 10 წლით გადაასახლეს ყაზახეთში; მომდევნო _ შალვა, 1924 წლის აგვისტოს ამბოხების აქტიური მონაწილე საზღვარგარეთ გაიქცა, ორი ათეული წელი დაჰყო ემიგრაციაში, ნოე ჟორდანიასა და ნოე რამიშვილის მარჯვენა ხელი იყო პარიზში. სამშობლოში დაბრუნებული გადაასახლეს, 70 წლისა გათავისუფლდა, დაოჯახდა, ქალიშვილიც ეყოლა და 90 წელს გადაცილებული გარდაიცვალა თბილისში. ტიტე _ მათემატიკოსი, გერმანელმა ფაშისტებმა დახვრიტეს ვარშავაში 1939 წელს. გერონტი, აგრონომი _ ხანგრძლივად გადაასახლეს; 1943 წელს, რუმინეთში, ტყვეობაში დაიღუპა კიდევ ერთი ძმა ბიკენტი; მომდევნო და ნინო, 1949 წელს უსასრულო დაკითხვებისა და წამების დროს შემოაკვდათ. ამბობენ, რომ რუხაძემ საკუთარი ხელით დაახრჩო, _ იხსენებდა მამია ბერიშვილი, რომელიც ლევილის მამულს პატრონობდა და 2003 წელს პარიზში გარდაიცვალა.

ბოლშევიკებმა ოჯახს ქონება ჩამოართვეს, სახლი დაშალეს და სოფლის კანტორად გადაიტანეს. "სოფლის დედა" მარტოსული, პატარა დამხმარე სახლში ათევდა ღამეს... მასთან ურთიერთობას მეზობლები, მისგან დაპურებულები და ნაპატრონებიც კი გაურბოდნენ წითელი ტერორის შიშით.....

ბერიშვილების ოჯახის მემატიანე, ქალბატონი რუსუდან ბერიშვილი იხსენებს, რომ მცირეწლოვნების მიუხედავად, ახსოვს სოფელში დარხეული ხმა: მართა ბერიშვილი დააპატიმრეს და წაიყვანეს! ახსოვს უკვე მთლად ცარიელი, აჭედილი სახლის კარი.... გადმოცემის მიხედვით, მის დასაპატიმრებლად, 1949 წლის მაისში, სურებში თავად "შინსახკომის უფროსი" რუხაძე ავიდა. როგორც თავად მამია ბერიშვილი "გურია ნიუსთან ყვებოდა, ოთხმოც წელს გადაცილებული, უსინათლო მოხუცი დედისგან ითხოვდნენ, გაეთქვა, სად იმალებოდა შვილი _ მამია, რომელიც იმ დღეებში, თურქეთიდან არალეგალური გზით სურებში გადმოვიდა ნატანჯი დედის უკანასკნელად სანახავად.

რუსუდან ბერიშვილი: "გამთენიისას, როცა აივანზე გამოსულ მართას რუხაძემ გამოუცხადა, დაპატიმრებული ხარო, მართამ საკინძე ჩამოიგლიჯა, საკუთარი კბილებით კერტებწაკვნეტილი, ტყავად ქცეული ბებერი მკერდი გამოაჩინა და ისე დაწყევლა სტალინი და ბოლშევიკების მიმდევრები, რომ თავად რუხაძეც კი შეკრთა და გაეცალა. სიმწრისგან ძალამიცემული ვერ დაიმორჩილეს, ვერ დაამაგრეს და ტაბურეტზე დაკრული ჩაიყვანეს გზამდე... ყაზახეთიდან ათწლიანი გადასახლების შემდეგ დაბრუნებულმა შვილმა _ ოლია ბერიშვილმა შეძლო დედის ფოტოსურათის პოვნა, თორემ შთამომავლობას მართა ბერიშვილის ფოტოც კი არ შემორჩებოდა..."

მართას შვილის _ ნოე ბერიშვილის ქალიშვილი, ასმათ ბერიშვილი ერთადერთია, რომელმაც მისი წინაპრების კერა არ დატოვა და დღეს, შუა სურებში, იმ ადგილთან ახლოს, სადაც მართა და ნესტორ ბერიშვილების გავერანებული ნამოსახლარია, მამის ნაფუძარზე ცხოვრობს. ამ სახლში ახლა სკოლაა _ ბერიშვილების ოჯახს ეს ტრადიცია ისევ შემორჩა; მართას მეუღლის _ ნესტორ ბერიშვილის სახელს უკავშირდება სურების ხეობაში ფოსტის დაარსება, სოფლისთვის საჭირო ბევრი საქმის მოთავეობა საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში.

ასმათ ბერიშვილი

ასმათ ბერიშვილის მამა _ ნოე, რომელიც სახელოვანი ბიძის მოსახელე იყო, ძმებისგან განსხვავებით, პოლიტიკაში არ ერეოდა; ოჯახის დიდ მეურნეობას უძღვებოდა _ მამულებს, ფუტკარს, საქონლის მოვლას, 800-ზე მეტი სულისგან შემდგარ თხის არვეს.... ოჯახს, რომელიც დოვლათს ქმნიდა, ერთ-ერთ ბრალდებად ისიც კი წაუყენეს, რომ მოჯამაგირეები ჰყავდა... ნოე 14 წლით გადაასახლეს სამარყანდში.

_ მამაჩემს, ნოეს, გადასახლების შემდეგ ჩამოართვეს ქონება. რაც დარჩა, მეზობლებმა წაიღეს. გადასახლებიდან რომ დაბრუნდა, ის სახლი დაიბრუნა და ცხოვრება თავიდან დაიწყო. ვცდილობ, კერია არ ჩავაქრო და ამ სახლის საკვამურიდან კვამლი მუდამ ამოდიოდეს, _ ამბობს ასმათ ბერიშვილი.

_ 1994 წელს, როდესაც მამაჩემი გარდაიცვალა, ბიძაჩემს, მამია ბერიშვილს დავურეკეთ, რადგან ჩამოსვლის უფლება არ ჰქონდა და ეს ადგილი მოგვასწავლა. გვითხრა, მამის მიერ დარგული ჭადრის ძირში იყო დაკრძალული თავად ბაბუაჩემი და ბიძაჩემი _ მალაქია. გვთხოვა, მამაც აქ დაგვეკრძალა და ასეც მოვიქეცით. ახლა, აქ ბაბუაჩემი _ ნესტორ ბერიშვილი, მისი ორი ვაჟი _ მალაქია და ნოე, დედაჩემი განისვენებენ. სამწუხაროდ, ბევრი ჩემი წინაპრის საფლავი უცნობია. არ გვაქვს ბებიაჩემის _ მართას საფლავიც, რომელიც, გადმოცემის თანახმად, ყაზახეთისკენ გადასახლებაში გაგზავნეს, უსინათლო ღრმა მოხუცმა მგზავრობას ვერ გაუძლო და გვამი მატარებლიდანვე გადააგდეს... _ ჰყვება ასმათ ბერიშვილი.

აქ არიან დასაფლავებულები ნესტორ ბერიშვილი, მისი ორი ვაჟი _ მალაქია და ნოე, აგრეთვე, ასმათ ბერიშვილის მშობლები

ქალბატონ ასმათს გული წყდება, რომ მისი წინაპრების მიერ გაღებული მსხვერპლი სათანადოდ დაფასებული არ არის და ეს მართლაც ასეა. სწორედ ამ მიზეზით, თითქმის ყველასთვის უცნობია, რომ მართას ვაჟის, კოჯრის ბრძოლების მონაწილის და გმირის _ მალაქია ბერიშვილის საფლავი შუა სურებში, ბოლშევიკებისგან უღვთოდ დანგრეული ლომისკარელის ეკლესიის ეზოშია.

ლომისკარელის ეკლესიის ნანგრევები

მართა და ნესტორ ბერიშვილების ოჯახის მიერ გაღებული მადლი და მსხვერპლი, სამწუხაროდ, დღეს მივიწყებული და შეუფასებელია. ჩვენ მიერ სოფელში გამოკითხული ახალგაზრდებიდან, სამწუხაროდ, არც ერთისთვის არ აღმოჩნდა ნაცნობი საქართველოს ტრაგიკული ბედის მოზიარე ქალის _ მართა ბერიშვილის ვინაობა.

ამ დიდი ოჯახის შესახებ ბევრი ცნობაა მოსაძიებელი, დასაზუსტებელი და რაც მთავარია, თაობებისთვის გაკვეთილად გადასაცემი, რადგან რუსული ოკუპაცია ისევ ჩვენი აწმყოა. არ დაგვავიწყდეს, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან წინ საზარელი, სახიფათო წარსულია!

პუბლიკაცია მომზადებულია Post-ალიონისა და მედია სახლ "გურია ნიუსის" პროექტის _ "ფრთხილად, წინ საშიში წარსულია!" ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია საქართველოს პრეზიდენტის ფონდი და ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს.




 ახალი ამბები
  • სპეცრაზმი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ეზოდან, სავარაუდოდ, მომიტინგეების დასარბევად ემზადება (ფოტო)ამ წუთებში პარლამენტთან მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მხრიდან სპეცრაზმელების დიდი რაოდენობაა მობილიზებილი. გავრცელებული ინფორმაციით ისინი მომიტინგეების დასარბევად ... ...
  • "გასაღები ჩემს ხელშია!" _ გურული ლეიბორისტი აქციიდან დაბრუნდა„ლეიბორისტული პარტიის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მამალაძე გუშინ ჩატარებული აქციიდან დაბრუნდა. "დავბრუნდი და გასაღები ჩემ ხელშია! ვნახოთ, როგორ შევლენ პარლამენტში!" _ ხუმრობით გვითხრა დავით მამალაძემ. მისივე თქმით, ივანიშვილის მმართველობა სრულდება და ცოტა ხანში ხალხი განთავისუფლდება ... ...
  • ოზურგეთის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ლადო სურგულაძის ხსოვნას პატივი მიაგესდღეს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა შედგა. საკითხების განხილვის დაწყებამდე, საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას თხოვნით, ბიუროს სხდომის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მოულოდნელად გარდაცვლილი, ოზურგეთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ვლადიმერ სურგულაძის ... ...
  • "არ მივცემთ სპეცრაზმს შესვლის უფლებას" _ აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტესაქციის მონაწილეებმა ჩიტაძის ქუჩაზე ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს, საიდანაც, სავარაუდოდ, სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტისკენ დაიძრება. "არ მივცემთ სპეცრაზმს შესვლის უფლებას", _ ამბობენ ... ...
  • მცირე ცვლილებები და მრავალი კითხვა15 ნოემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული ორივე საკითხი, 2019 წლის ბიუჯეტში, საკრებულოს 2018 წლის 26 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების და დამატებების შეტანას და 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების მესამე კვარტლის ანგარიშის მიმოხილვას ეხებოდა. ორივე საკითხის ირგვლივ მთავარი მომხსენებელი საფინანსო სამსახურის უფროსი გია მამაკაიშვილი იყო. როგორც მამაკაიშვილმა ბიუროს წევრებს უთხრა, 2019 წლის მესამე კვარტლის განმავლობაში დამტკიცებულ ბიუჯეტში გახორციელდა მხოლოდ ორი ცვლილება, რომელიც შეეხო სოციალური პროგრამებიდან დახმარების გაცემის წესს, ხოლო მეორე ცვლილებით, მთავრობის განკარგულებით, სულ შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში გაიზარდა 16 მილიონ 154 702 ლარით. _ 2019 წლის ბიუჯეტის მესამე კვარტლის შემოსულობებმა, 2018 წლის გარდამავალი ნაშთების გარეშე შეადგინა წლიური გეგმის 86,12 %. შემოსავლების წლიური გეგმა ტრანსფერის გარეშე შესრულებულია 87,58 %-ით. ხოლო ფაქტიურმა საკასო ხარჯებმა 2019 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით შეადგინა წლიური გეგმის 70.21 %-ი, _ თქვა მამაკაიშვილმა. მან ჩაშლილი სახით წარმოადგინა ხუთი მილიონი ნაშთი, თუ რამდენი დარჩა ევროკავშირის, მიზნობრივი, მთავრობის განკარგულებებით თუ სხვადასხვა მიმართულებებიდან, განმარტა ისიც, რომ ამხელა ნაშთი არაა გამართლებული საბიუჯეტო თვალსაზრისით. მამაკაიშვილმა თქვა, რომ ბიუჯეტში წელს ბევრი ცვლილება არ მომხდარა.  2019 წლის ბიუჯეტში ცვლილების განხილვისას, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად, მან სათამაშო ბიზნესის შეწყვეტაც დაასახელა. _ სამმა მეწარმემ, რომლებიც აქ სათამაშო ბიზნესს ფლობდნენ, მუშაობა შეწყვიტეს. წლის ბიუჯეტში, კვარტალში, დაგეგმილი იყო 250 ათასი ლარის ოდენობით გადასახადის შემოტანა. წლის დასაწყისში ამ მეწარმეებმა რაკი აქ ფუნქციონირება შეწყვიტეს, საბიუჯეტო ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, _ თქვა გია მამაკაიშვილმა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კითხვაზე, რა მოხდება ამის შემდეგ, არის თუ არა კიდევ სხვა სახის სათამაშო ბიზნესი ქალაქის ტერიტორიაზე, მამაკაიშვილმა განმარტა: _ როგორც ვთქვი, სამმა მეწარმემ გადაწყვიტა წასვლა. ისინი გავიდნენ ოზურგეთიდან. ახლა აქ მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა. სათამაშო ბიზნესის აპარატები აგრძელებენ ფუნქციონირებას, რომელთაგან, მილიონი ლარის ნაცვლად (რომელიც, ძირითადად, წელიწადში აწ წასულებისგან შემოდიოდა), შემოვა 100-150 ათასი ლარი. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ცვლილება. დღეის მდგომარეობით, პროექტის მიხედვით, შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში ბიუჯეტი 7 648 428, 55 ლარით იზრდება. შემოსავლების ნაწილში საკუთარი შემოსავლები 851 300 ლარით, _ თქვა მან. _ ძალიან კარგია, რომ ბიუჯეტში ცვლილებებმა და დამატებებმა იკლო, მაგრამ რამ გამოიწვია ეს? ბიუჯეტის პროცესების ანალიზის დროს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ცვლილებების შეტანა. მიზეზი არის ცუდი საბაზისო მონაცემები და ცოტა მცდარი დასკვნების გამოტანა. ტექნიკური ხარვეზებია თუ რა ხდება? ჩემი შენიშვნა ეხება დამატებებს. ჯარიმების მუხლში დაგეგმილია დამატებით 851 ათასი ლარით შევსება და წლის ბოლომდე. რომ არ შემოვიდეს ეს თანხა? ან რამ განაპირობა ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა? გასაგებია მიზანი, მაგრამ ეს მთლად გამართლებული არ არის, _ თქვა ლავრენტი ბიგვავამ და მაგალითად მოიყვანა გასულ წლებში რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, რომელსაც ბიუჯეტში სერიოზული გარღვევა მოუვიდა მსგავსი ქმედებისას. როგორც გია მამაკაიშვილმა განაცხადა, რომ 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ამ მუხლში გეგმა 105 %-ით არის შესრულებული, ხოლო ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბრის თვეებში შემოსულობებს ველოდებით და პრობლემა არ იქნება. ლავრენტი ბიგვავა მაინც თავის მოსაზრებას ასაბუთებდა და ისიც თქვა, რომ მაგას კრედიტი აგეღოთ, ის ჯობდაო. ბიუროს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ცვლილებებს კომისიები და ფრაქციები განიხილავენ, რასაც შემდეგ, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ თქვა, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?