"ყველაზე მეტად ცოცხი და ზეთი გაძვირდა" _ ფასების ზრდის თავისებურება ოზურგეთში

მთავარი თემა

"ყველაზე მეტად ცოცხი და ზეთი გაძვირდა" _ ფასების ზრდის თავისებურება ოზურგეთში

1 ოქტ. 2020, 14:47:54

პანდემიის პერიოდს რომ ფასების ზრდა მოჰყვებოდა და მოჰყვა, ეს უჩვეულო ამბად არავის მიაჩნია. თუმცა, მოქალაქეთა უკმაყოფილება გარკვეულ მოსაზრებას შეიცავს, თუ როგორ და რატომ ხდება ფასების მატება, რაც ასე ულმობლად ურტყამს მათ ბიუჯეტს.

_ ფასები რომ არ "გაიქცეს" თავის ჭკუაზე, მთავრობა, აღმასრულებელია თუ საკანონმდებლო, იმთავითვე უნდა იდგეს პრობლემის მოსაგვარებლად. რას ნიშნავს ის, რომ ერთ დღეს, დილიდან რომ ჰქონდათ შაქარი, მოულოდნელად, შუადღისას არსად იყო, დიდ მარკეტებში განსაკუთრებით. უცებ როგორ გაქრა ყველგან?! ეს იმას ნიშნავს, რომ ფასის გაზრდას ელოდებიან და მომდევნო დილით რომ აწეული ფასი დაგვხვდება, იტყვიან, რომ ფასმომატებული შემოიტანეს. რომ შემოიაროთ ახლა მაღაზიები, ყველას ექნება დასაწყობებული, მაგრამ ჩხრეკას ხომ ვერ ჩაატარებ? ელოდებიან მომდევნო დღეს, რომ ერთად გააძვირონ. დღეს თუ აქა-იქ, პატარა მაღაზიებში, ზოგ სასურსათო წერტილში იყიდით 1,70 ლარად ერთ კილოგრამ შაქარს, დიდ მაღაზიებს რატომ არ უნდა ჰქონდეთ? _ გვეუბნებიან რიგითი მოქალაქეები, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ შაქრის გაძვირების გამო.

23 სექტემბრისთვის ოზურგეთში ერთი კილოგრამი შაქარი 1,80 ლარი ღირდა, თუმცა, ყველა მაღაზიაში არ იყო და ხალხი ვარაუდობს, რომ ფასს კიდევ უფრო გაზრდიან:

_ სასურსათო პროდუქტებს შორის ყველაზე ძალიან ზეთი გაძვირდა, საყოფაცხოვრებო ნივთებს შორის კი _ ცოცხი. გასაკვირია, რატომ გაძვირდა ესენი ყველაზე ძალიან? ცოცხი 8 ან ცხრა ლარი ღირს. ერთი ბოთლი ზეთის ფასი კი იწყება 4,20 ლარიდან, როცა ერთ ლიტრს სამ ლარადაც იყიდდი. ახლა სულერთია, რა ხარისხის და დასახელებისაც უნდა იყოს, ერთი ბოთლის ფასი 4 ლარზე მეტია, საშუალოდ კი, 4,50 ლარიდან იწყება. არ გვითხრათ ახლა, ეს ბიზნესიაო. იმდენს კი ვხვდებით, რომ მთავრობაა ვალდებული, წინასწარ დაიჭიროს თადარიგი და არ გაგვიძვირონ არაფერი, პროდუქტები განსაკუთრებით, _ გვეუბნებიან ოზურგეთელი მოქალაქეები: ნინია ოგანოვა, ხათუნა ლომჯარია, მანანა ტყეშელაშვილი, მანანა მახარაძე და სხვები. ისინი წუხან, რომ დილიდან ბაზარში წამოვიდნენ და სირბილში ეხარჯებათ დრო, უფრო "იაფიან მაღაზიის" მისაგნებად, თუმცა, როგორც თქვეს, საბითუმოებშიც მაღალი ფასებია.

თავის მხრივ, დიდ მარკეტებში ამბობენ, რომ არ შეეფერება სიმართლეს ის მოსაზრება, თითქოს ვინმე საწყობში მალავს შაქარს ან სხვა პროდუქტს.

ოზურგეთის ბაზარში არსებულ მაღაზიებში მოვაჭრე გამყიდველთა უმეტესობა ამბობს, რომ მხოლოდ შაქარი და ზეთი გაძვირდა. ამბობენ იმასაც, რომ შაქრის ფასი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს _ ბევრი ამას საშემოდგომო მოვლენად თვლის და ამბობს, რომ, როცა ღვინის დაყენების სეზონი იწყება, შაქრის ფასი ყოველ წელს მატულობს.

_ მარტო შაქარი კი არა, ყველაფერი გაძვირდა. ახლახან რომ ჩავედით ბათუმში და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პროდუქცია ავიღე, ვიანგარიშე და 18%-ია მომატებული. ღმერთმა იცის, გაძვირებული შემოიტანეს თუ იქვე გააძვირეს სასწრაფოდ. რაკი ვირუსი გააქტიურდა, გააქტიურდნენ ადვილად ფულის შოვნის მსურველებიც. ეს რომ ასე ხდება ასეთ დროს, მთავრობამ ჩვენზე კარგად იცის. ამიტომ იქაც საჭიროა ე. წ. რეგულაციები, _ გვეუბნებიან ბაზარში მოქმედი მაღაზიების გამყიდველები.

რაც შეეხება პურსა და პურის ფქვილს, ჯერჯერობით, არ გაზრდილა გამომცხვარი პურის ფასი. პურის ფქვილის ღირებულება კი, გაიზარდა. ერთი 25 კილოგრამიანი ტომარა 32-33 ლარი ღირს. ცოტა ხნის წინ კი 29 ლარად შეიძლებოდა შეძენა.

ჩვენ არაერთხელ ვცადეთ წისქვილკომბინატ "გულისტანის" მენეჯერთან დაკავშირება, თუმცა, მარინა ჩხაიძემ გვითხრა, რომ შეხვედრებზე იმყოფება და სხვა დროს გვიპასუხებდა. ამასობაში კი პურის ფქვილის ფასის კვლავ მატებაზე საუბრობენ.

მოქალაქეებს ყველაზე მეტად სურსათზე ფასების ზრდა აწუხებთ _ კვლავინდებურად ძვირია ხორცი (ერთი კილოგრამი 17 ლარი ღირს), ერთი კილოგრამი ყველის ფასი 9-10 ლარია, ხოლო ერთი ლიტრი რძე 2,50 ლარი ღირს. თუ მოასწრებ და დილით ადრე სოფლებიდან ჩამოსულ ხალხს დახვდებით, შესაძლებელია, ერთი ლარით უფრო იაფად შეიძინოთ ესა თუ ის პროდუქტი. თუმცა იქაც გაწევ-გამოწევაა, რადგან მყიდველ-გადამყიდველებს ცალკე აქვთ ერთმანეთში დავა, "ოპტავოი" ხალხი ვართ და ხელს ნუ გვიშლითო.

ცოცხალი ფრინველით და ცხოველით მოვაჭრეთა თქმით, ცოტათი გაიაფდა გოჭის ღირებულება.

_ თუ მაგას გაიაფება ჰქვია, დღეისთვის ცოცხალი წონით, გოჭის ფასი ერთ კილოგრამი ათი ლარია. წინა კვირაში კი 12 ლარი იყო. ახალი ქათამი 15 ლარი ღირს, დედალი 20-25 ლარი. შედარებით იაფია იხვი _ ზრდასრულის ყიდვა 12-14 ლარადაა შესაძლებელი, _ გვითხრეს ბაზრის ტერიტორიაზე საგანგებოდ გამოყოფილ სივრცეში, სადაც შინაური ფრინველითა და ცხოველით მოვაჭრეები არიან განთავსებული.

_ ყველა პენსიონერი და ასაკოვანი ხალხი  ვართ. სულ არ გვინდა, აქ ვიდგეთ და ამ სუნსა და ყვირილში ვატარებდეთ სიბერის დღეებს, მაგრამ შეგვიქმნა ვინმემ უკეთესი პირობები? დღევანდელი პენსიით თავის რჩენა ვის შეუძლია? შვილიშვილს თვეში ორჯერ შოკოლადი არ უნდა ვუყიდოთ? ასაკოვან ადამიანს ეს თანხა წამლებში სჭირდება, _ ხელისუფლების მიმართ საყვედურს გამოთქვამენ აქ მომუშავე ქალბატონები.

რაც შეეხება ლარის და დოლარის კურსს, 26 სექტემბრისთვის, ოზურგეთში, ერთი დოლარის ყიდვა 3,60 ლარი ხოლო გაყიდვა 3, 66 ლარი იყო:

_ დიახ, ძალიან გაუფასურდა ლარი. ვერ ხედავთ? ჩვენ კი არ ვშვებით ამას, ასეთია მოცემულობა. ბანკებში შედით, უფრო ძვირს დაგიფასებენ. ჩვენ ცოტა ნაკლებში ვყიდით. "ზემოთ" ჰკითხეთ, ჩვენ ნუ გვეკითხებით, _ ბაზარში მომუშავეთა მსგავსად, მთავრობისკენ მიგვითითეს ოზურგეთის "სავალუტო ბირჟაზე" დასაქმებულებმა.

ქვეყანაში საკვები პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების ზრდას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ _ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ საკითხის მოსაგვარებლად აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს:

"ფასების ზრდა, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება მოქალაქეების ჯიბეზე, განსაკუთრებით, ღარიბი მოქალაქეების ჯიბეზე. ეს არის ძალიან მძიმე ტვირთი და მგონია, რომ ამ შემთხვევაში აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, საკანონმდებლოსთან ერთად, ყველანაირი ბერკეტი უნდა გამოიყენოს. თუმცა, უნდა ვთქვათ ისიც, რომ არიან გარკვეული არაკეთილსინდისიერი ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ ამ პანდემიის დროს, გაჭირვებული პერიოდში მოითბონ ხელი თვითონ და სხვა მოქალაქეების გაღარიბების ხარჯზე", _ განაცხადა სოფო კილაძემ.

ფასების ზრდას ოპოზიციის წარმომადგენლები "ქართული ოცნების" არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ _ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, მთავრობას მეტი უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ მოსახლეობას ინფლაცია და ფასების მატება მძიმე ტვირთად არ დასწოლოდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ფასების ყველაზე მკვეთრი ზრდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიაშია, რომლებმაც 14.7%-ით მოიმატა. გაძვირებულია ხილი, რძე, კვერცხი, თევზეული. ავეჯის, საოჯახო ნივთებისა და სახლის მოვლის კატეგორიაში ფასები 8.3%-ით გაიზარდა, ხოლო ჯანდაცვაში ფასები 6.1%-ით არის გაზრდილი.




 ახალი ამბები
  • გიორგი სიორიძე: ხელისუფლებას გურია უბრალოდ არ აინტერესებს„გურიის რეგიონში მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, წლებია გრძელდება მკვეთრად ნეგატიური ვითარება“, - ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა გურიის საარჩევნო ოლქში პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი სიორიძემ. მისი თქმით, 2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემების მიხედვით, დაფიქსირდა მიუღებელი და აღმაშფოთებელი ფაქტი -  პირდაპირი უცხოური  ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით,  გურიას დაუფიქსირდა უარყოფითი მაჩვენებელი - მინუს 215 ათასი დოლარი. კიდევ უფრო მძიმეა ის, რომ გურია ერთადერთი რეგიონია საქართველოში, სადაც ეს მაჩვენებელი მინუსებშია. თავისთავად ფაქტი, პანდემიიდან გამომდინარე ვარდნის მიუხედავად, მაინც ყოვლად მიუღებელი და საგანგაშოა. რეალობა არის ის, რომ გურიის რეგიონი ყოველთვის მოკლებული იყო ყურადღებას ყველა ხელისუფლების მხრიდან. რიცხვები მეტყველებს ყველაფერზე. წინა წლების სტატისტიკის მიხედვით, რომელსაც, სხვათა შორის, გურიასთან მიმართებით, მხოლოდ 2016 წლიდან ითვლიან,  ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2019 წელს და ეს რიცხვი იყო მილიონ 653 ათასი დოლარი. მანამდე, 2018 წელს იყო 301 ათასი დოლარი, 2017 წელს ერთ მილიონზე ოდნავ მეტი (1,084 მლნ) და 2016 წელს 553 ათასი დოლარი. ეს არის ძალიან დაბალი მონაცემი იმ ეკონომიკური პოტენციალის მქონე რეგიონისთვის, როგორიც არის გურია. ეს ნიშნავს, რომ ხელისფლების ინტერესში არ არის რეგიონის ეკონომიკური განვითარება. სხვაგავრად, წარმოუდგენელია, რომ გურიაში, რომელიც დახუნძლულია ზღვისა და მთის კურორტებით, სადაც იშვიათი სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის წარმოების უნიკალური პირობებია, სადაც ეკოტურიზმის განვითარებისთვის იდეალური წინაპირობაა, ვერ შექმნა კეთილმყოფელი საინვესტიციო გარემო“, - აღნიშნა გიორგი სიორიძემ. მისი თქმით, „ლელოს“ ხელისუფლება რადიკალურად შეცვლის საინვესტიციო კლიმატს რეგიონში და ეს დაიწყება „ლელოს“ „მარშალის გეგმის“ თანმიმდევრული განხორციელების შედეგად. „ლელოს“ ხელისუფლებაში მოსვლის მეორე დღიდანვე ამომრჩეველი დაინახავს რადიკალურად განსხვავებულ მიდგომებს. „ლელო“ მოდის იმისთვის, რომ ემსახუროს ქვეყანას და არა ეპატრონოს მას. ჩვენ არჩევნების მეორე დღიდანვე დავიწყებთ „მარშალის გეგმით“ გაწერილ სამუშაოს. ერთად დავდებთ ლელოს საქართველოსთვის და ამ ბრძოლაში გურიაც ყოველთვის იტყვის თავის წონად სიტყვას, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ. ... ...
  • მაკა ჭყონია: „ოზურგეთის ბაღებში კვების პროდუქტებით ბავშვების მოწამვლა გამოირიცხა“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში,  ბავშვებში გავრცელებულმა ვირუსმა, რის გამოც ბევრ ბავშვს 11 სკოლამდელ დაწესებულებაში აღენიშნებოდა დიარეა, პირღებინება, საყოველთაო შეშფოთება გამოიწვია. საზოგადოებაში ეჭვი გაჩნდა კვების პროდუქტების მიმართ. „გურია ნიუსის“  ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები მუშაობდნენ და დასკვნაც დაიდო, რის შესახებაც უკვე ვწერდით. „გურია ნიუსი“ ამ დილით სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორს,  მაკა ჭყონიას კვლავ ესაუბრა, რადგან გუშინ მან გვითხრა, რომ  საღამოსთვის ეცოდინებოდა ლაბორატორიული დასკვნის შესახებ. სრული პასუხი ეცოდინებოდა. _ დაგიდასტურებთ მხოლოდ ერთს,  რომ ამ ფაქტის ირგვლივ, კვების პროდუქტები გამოირიცხა. მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ საბოლოო დასკვნა არ მიგვიღია, _ გვითხრა მან.  ჩვენ, ასევე,  სეს-ის გურიის  რეგიონული სამსახურის უფროსს, მანანა ერქომაიშვილს ვთხოვეთ კომენტარი. _ გეტყვით, რომ საბოლოო დასკვნა ჯერ არ არის ცნობილი. კვლევები კვლავ   გრძელდება.  მას თავისი მეთოდოლოგია აქვს. რაც  აქამდე გაკეთდა, იმ კვლევების მიხედვით, საკვები პროდუქტებით მოწამვლა ნამდვილად გამოირიცხა. თუმცა, კვლევა გრძელდება და როცა გვექნებ პასუხი, გპირდებით, მაშინვე გაცნობებთ და გახდება საჯარო, _ გვითხრა ... ...
  • რას იწვევს კანაფის ყოველდღიური მოხმარებამარიხუანას, როგორც სამედიცინო მიზნით გამოყენება, ასევე, მოხმარება დღეს უფრო და უფრო ხშირად ხდება. მაუწყებლობა Wbsu მედიკოსებთან კონსულტირების შედეგად ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რისი გამოწვევა შეუძლია კანაფის ყოველდღიურ მოხმარებას. თავდაპირველად მაუწყებლობა მარიხუანის გამოყენების დადებით მხარეებს ასახელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ის ტკივილსგან ათავისუფლებს. გერმანელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მარიხუანაზე დამოკიდებული მედიკამენტების გამოყენებამ, სიმსივნით დაავადებულ ადამიანებში ტკივილი 50%-ით შეამცირა. მსგავსი ეფექტი აქვს პარკისონის დაავადების მქონე პაციენტებშიც. გარდა ამისა, მას შეუძლია შფოთვის შემცირება. არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ამცირებს ქოლესტეროლის დონეს, ამცირებს სხეულის მასის ინდექსს. რაც შეეხება მარიხუანას ყოველდღიური მოხმარების უარყოფით გავლენას, მედიკოსები ამტკიცებენ, რომ ადამიანს უვითარდება სურვილი მისი მოხმარების, რომ ისევ ის ეიფორია განიცადოს, რასაც მოწევა იწვევს და ამიტომ მასზე დამოკიდებული შეიძლება გახდეს. გარდა ამისა, ყოველდღიური მოხმარება კარდიოვასკულარულ რისკს ზრდის. ექიმები ამბობენ, რომ მარიხუანას მოხმარება იწვევს გულისცემის აჩქარებას, რაც საშიშია გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, კანაფის ყოველდღიურ მოხმარებას ორიენტაციის უნარის დაკარგვის და აზროვნების, მეხსიერების დაქვეითება შეუძლია. მოქმედებს ტვინის განვითარებაზე. გარდა ამისა, იწვევს რესპირატორულ პრობლემებს, მაგალითად, ქრონიკულ ხველას და დეპრესიასაც ... ...
  • ჩატარდება თუ არა ნოემბერში პრაქტიკოს მასწავლებელთა გამოცდები? _ სამინისტრო ვერ პასუხობსეპიდსიტუაციის მიზეზით შემოდგომაზე გადატანილი პრაქტიკოს მასწავლებელთა საგნის გამოცდების ჩატარების თარიღი ისევ უცნობია. საუბარია 5 000-მდე მასწავლებელზე. 28 ოქტომბრის მდგომარეობით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ვერ პასუხობს კითხვას, რა თარიღში ჩატარდება ნოემბერში დაანონსებული გამოცდები, უწყება ვერც იმას გვეუბნება იყო თუ არა შეხვედრა ჯანდაცვის წარმომადგენლებთან საკითხის განხილვის მიზნით და აქვთ თუ არა მათ რაიმე სახის რეკომენდაცია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამბობს, რომ გამოცდის ჩანიშვნის შესახებ ინფორმაცია მისი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება, თუმცა სამინისტროს სხვა დამატებითი ინფორმაცია არ გააჩნია. პრაქტიკოს მასწავლებელთა თქმით კი, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამოყენება სწორედ იმისთვის ხდება, რომ მათ სკოლა დაატოვებინონ. სხვა შემთხვევაში, ამბობენ, რომ არც ეროვნული გამოცდები უნდა ჩატარებულიყო ზაფხულში. “ის მასწავლებლები, რომლებიც ვერ ჩააბარებენ გამოცდას, ამ შემთხვევაში დაასრულებენ მიმდინარე სასწავლო წელს და შემდეგ მათ ადგილებზე გამოცხადდება ვაკანსია”, – მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელის მოადგილის ეს სიტყვები იმ 4 700–მდე პრაქტიკოს მასწავლებელს ეხება, რომლებიც ზაფხულში ჩასატარებელ გამოცდაზე გეგმავდა გასვლას და კომპეტენციის დადასტურებას, თუმცა გამოცდის ჩატარება შემოდგომაზე გადაუტანეს. პედაგოგთა პროფკავშირები ცოტა ხნის წინ იმასაც ამტკიცებდა, რომ გამოცდების ჩატარებას პრაქტიკოსებისთვის, მათი ინფორმაციით, არც შემოდგომაზე აპირებდნენ, თუმცა ეს გამოცდების ცენტრმა უარყო. ... ...
  • ადამ კინზინგერი: საქართველოში არჩევნებმა ჩარევისა და ინციდენტების გარეშე უნდა ჩაიაროსაშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი საქართველოში არჩევნების დღის მოახლოებასა და მის მნიშვნელობას „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბარში გამოეხმაურა. „ჩემი გულრწფელი იმედია, რომ ქართველ ხალხს შეეძლება სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესში მიიღოს მონაწილეობა ამ უქმეებზე, შედეგით რომელიც მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ იქნება გადაწყვეტილი. ეს მათი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და უნდა ჩატარდეს ჩარევისა და ინციდენტების გარეშე. როგორც წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ამ უქმეებზე თვალს მივადებნებ არჩევნების მიმდინარეობას და გავაგრძელებ აქტიური როლის თამაშს, რათა საქართველო დარჩეს შეერთებული შტატების მნიშვნელოვან პარტიორად“, - განაცხადა ადამ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...