რა ღონისძიებებია დასახული გომისმთაზე არსებული უმწვავესი პრობლემების მოსაგვარელად

მთავარი თემა

რა ღონისძიებებია დასახული გომისმთაზე არსებული უმწვავესი პრობლემების მოსაგვარელად

2019 აგვ 28 15:48:10

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ გომისმთაზე დღეისთვის უკიდურესად მწვავე, უკონტროლო მდგომარეობაა შექმნილი _ აქ კურორტის სტატუსის მინიჭებიდან დღემდე, ყოველგვარი კონტროლისა და ზედამხედველობის გარეშე გრძელდება ფიზიკური პირების მიერ მიწის ნაკვეთების უკანონო მიტაცება და თვითნებური მშენებლობები (ძირითადად სააგარაკე სახლები შენდება).

მოქალაქეებს თვითნებურად გაჰყავთ გზები და აწყობენ სხვადასხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურულ ობიექტებს _ ცხოველთა სადგომებს, საპირფარეშოებს, სამუშაო ინვენტარის შესანახი სათავსოებს. ასევე,  ხდება მიწების ათვისება ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ორგანიზაციის მიზნით.

არავინ არაფრად დაგიდევთ მოქმედ კანონმდებლობას, რომელიც ითვალისწინებს მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობის აკრძალვის სხვადასხვა ფორმას და წესს, სადამსჯელო ღონისძიებების და სანქციების გატარება კი სერიოზულ გართულებებთან არის დაკავშირებული.

საქმე იმაშია, რომ კურორტ გომისმთის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების მიტაცება და უნებართვო მშენებლობები რამდენიმე ათეული წლებია გრძელდება. ბოლომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, დღეისთვის კურორტის ტერიტორიაზე 800-მდე მოქალაქე ფლობს უნებართვოდ აშენებულ, შესაბამისად დაურეგისტრირებელ სააგარაკე სახლებს და მიზნობრივი დანიშნულების სხვადასხვა ნაგებობებს.

რაც ყველაზე მიუღებელია, კურორტ გომისმთაზე დღეს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის მეტნაკლებად მოწესრიგების ღონისძიებების გახორციელებას ხელს უშლის კურორტ გომისმთის პროექტის სახით არსებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დაუმტკიცებლობა იმის გამო, რომ შესაბამისი უწყების მიერ, ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა აღნიშნული კურორტისთვის დასახლების რომელიმე კატეგორიის სტატუსის მინიჭება.

თემა ძალზე, მწვავე და აქტუალურია, რაც მოქალაქეთა დიდ ინტერესს იწვევს.

ჩვენ ვესაუბრეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეს ლავრენტი ბიგვავას, რომელიც ამბობს, რომ კომისიამ, ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-სთან ერთად, შეისწავლა კურორტ გომისმთაზე არსებული მდგომარეობა, მოახდინა მოკვლეული ფაქტობრივი შედეგების ანალიზი და ერთობლივ სხდომაზე მიიღეს სარეკომენდაციო გადაწყვეტილებები.

_ ბატონო ლავრენტი, საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია ინფორმაციის გავრცელებამ იმის თაობაზე, რომ კურორტზე არსებული მშენებარე სახლების ის კატეგორია, რომელთა 30%-ია აშენებული, არ შეეხებიან.

_ ეს ინფორმაცია არ არის სწორი და ზუსტი _ ჩვენ არაფერი დაგვიკანონებია. სარეკომენდაციო მიმართვა გავაკეთეთ, რომლის მიხედვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წლის 15 აგვისტოდან კურორტ გომისმთის ტერიტორიაზე არ დაუშვას უნებართვო მშენებლობებისა და ფიზიკური პირების მიერ მშენებლობის მიზნით ადგილების მონიშვნის არც ერთი ფაქტი. ხოლო ასეთის გამოვლენის შემთხვევაში, იმოქმედოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. დროის უმოკლეს პერიოდში კი დაასრულოს, კონკრეტულად ეს რიცხვი 2019 წლის 15 აგვისტომდე იყო, უნებართვოდ აშენებული სააგარაკე სახლების და სხვა ნაგებობების (ქონების), აგრეთვე, მშენებლობის პროცესში მყოფი სააგარაკე სახლების (შესრულებული სამუშაოების 30% და მეტი ოდენობით) ინვენტარიზაცია და მოახდინოს მიღებული შედეგების სისტემატიზაცია კურორტის უბნების, აშენების წლებისა და ნაგებობების ტიპების მიხედვით.

_ და მოახდინეს? უკვე აგვისტოს ბოლო რიცხვებია...

_ სამწუხაროდ, ეს რთული პროცესია, ხელს უამინდობაც უშლით, არის წვიმებიც, ხშირად ნისლია. მუშაობა დაწყებულია და გრძელდება. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ მერიამ შეძლოს კურორტზე შექმნილი ფაქტობრივად უმართავი პროცესების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევისა და იქ მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაარეგულიროს. შეიმუშაოს და აღნიშნული დანიშნულების დოკუმენტი აუცილებლობის შემთხვევაში წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს და მთავრობას.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ასევე, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს კურორტ გომისმთის დასახლების რომელიმე კატეგორიის სტატუსის მინიჭებისა და შესაბამისად, აღნიშნული კურორტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების მიმდინარე პროცესების დაჩქარება.

_ გურიის სამხარეო ადმინისტრაციას რა მოთხოვნა წარუდგინეთ?

_ სამხარეო ადმინისტრაციას ეთხოვა, რომ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას აღმოუჩინოს სათანადო დახმარება (მეთოდური, საკონსულტაციო) ზემდგომ ორგანოებთან კურორტ გომისმთასთან დაკავშირებული უმწვავესი პრობლემების მოგვარებისთვის, _ გვითხრა ბიგვავამ.




 ახალი ამბები
  • რომელი მოსწავლეები მონაწილეობენ გურიიდან “ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველასათვის“ ფინალში საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით და თაოსნობით სკოლის მოსწავლეებისთვის გამართულ კონკურსში “ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველასათვის“ (OLYINFO) ფინალში გურიის სამივე მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლის მოსწავლეები მოხვდნენ. “გურია ნიუსმა“  გაგაცნოთ ინფორმაცია, რომ ლიხაურის საჯარო სკოლიდან ოთხი მოსწავლე გადავიდა ფინალში. ახლა კი გაგაცნობთ ჩოხატაურის და ლანჩხუთის სკოლის მოსწავლეების სია, რომლებიც თბილისში გასამართ ფინალში მიიღებენ მონაწილეობას. თამთა ყაჭეიშვილი, დავით სიხარულიძე, ლაშა-გიორგი სიხარულიძე, იური ყაჭეიშვილი, საბა ჩანტლაძე  არიან  სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეები; ნიკოლოზ ცინცაძე,  ანა კალანდაძე-  სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ  იანეულის   საჯარო    სკოლის მოსწავლეები; ანტონ  სიხარულიძე    სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ  ბუკისციხის  საჯარო სკოლის მოსწავლე. ელენე გვარჯალაძე და მარიამ ცინცაძე არიან მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები; ლია ბოლქვაძე, ლინდა ჭაღალიძე, ბარბარე მორჩილაძე, ანასტასია გოგელია -სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გია ტრაპაიძის სახელობის სოფელ ქვემო აკეთის საჯარო სკოლაში სწავლობენ. ამავე თემაზე: ... ...
  • “მორიგი სუპერ-ამბავი"-ვინ გახდნენ “გურული დღიურების“ სტიპენდიანტები“მორიგი სუპერ-ამბავი,“ - ასე ავრცელებს სოციალურ ქსელში “გურული დღიურების“ დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე. “დღეს გურული დღიურების ფონდის სტიპენდიატი ეს უნიჭიერესი ტყუპი გახდა: დათა და რენე გაბრიჭიძეები. ისინი ყველაზე პატარა, პირველკლასელი წევრები არიან ჩვენი ფონდის კლუბში"_ წერს გიორგი ... ...
  • "ოცნების" მხარდამჭერებმა პარლამენტთან კარავი დადგესთბილისში პარლამენტის შენობის წინ კიდევ ერთი კარავი დაიდგა. ამჯერად კარავი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა მოძრაობამ „შევინარჩუნოთ სიცოცხლე“ დადგა და ასე მოუწოდა ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებების ... ...
  • ლევან დავითაშვილი: „სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სიცრუესა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უწოდებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ თანამდებობის პირთა დეკლარაციების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს საკუთარ დეკლარაციაში არასრულად აქვს გასაჯაროებული მისი და ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა. „მინდა აღვნიშნო, რომ დეკლარაციის შევსების შემდგომ, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განხორციელდა ჩემი დეკლარაციის მონიტორინგი. მათ დეტალური კვლევა ჩაატარეს და მივიღე დადასტურებული პასუხი, რომ დეკლარაციის შევსების კუთხით შენიშვნა არ არსებობდა. აბსოლუტურად ცრუა ინფორმაცია, რომ ჩემი დეკლარაცია რამეს მალავს, ან უზუსტობაა. მხოლოდ ჩემი სიტყვები რომ არ იყოს მტკიცებულებად, გთხოვთ, თავად მიმართოთ საჯარო სამსახურის ბიუროს ობიექტური პასუხის მისაღებად“, _  ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად ... ...
  • “მაი ერთსქესიანთა ქორწინების აქციაა?!“ - რა შეუთვალა გურულმა მამაკაცმა სახალხო დამცველსდღეს ოზურგეთში სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ასევე დღეს დასრულდა 16-დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, წლევანდელი კამპანიის დევიზი იყო “არა სექსუალურ შევიწროებას“. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გურიაში თამარ ოგანოვამ კამპანიის ფარგლებში არაერთი მოქალაქის კითხვას გასცა პასუხი და ასევე დაარიგა სხვადასხვა საკითხებზე მომზადებული ბუკლეტები. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მოქალაქე კამპანიის არსს ვერ მიხვდა და გაღიზიანებულმა დატოვა შეხვედრის აქცია. “მაი ერთსქესიანთა ქორწინების აქციაა? თქვენი უფროსია (საუბარია სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე) მაგათი დამცველი. მაგას გადაეცით ხალხის უფლებები დაიცვას,“_ თქვა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვებრძოლოთ დაღლილობას

თუ ხშირად გრძნობთ დაღლილობას, გტანჯავთ...

ჯენიფერ ლოპესის სილამაზის საიდუმლო

ცოტა ხნის წინ უბერებელმა კინომსახიობმა...

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს