რა წერია აუდიტის დასკვნაში და რატომ შეაქვთ ეჭვი გუბერნატორის მოადგილის კეთილსინდისიერებაში

მთავარი თემა

რა წერია აუდიტის დასკვნაში და რატომ შეაქვთ ეჭვი გუბერნატორის მოადგილის კეთილსინდისიერებაში

17 სექ. 2018, 14:26:04

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლის აუდიტი დაასრულა. დასკვნა ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა „გურია ნიუსისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი რამდენიმე დეტალი ამ დასკვნიდან.

მათგან ყველაზე მნიშნელოვანი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, აუქციონის წესით გაცემული რამდენიმე მიწაა, რომელიც ზღვისპირა ზოლთან ახლოს მდებარეობს და რომლებიც ძალიან იაფად არის შეფასებული და გაყიდული.

მყიდველები კი ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახის წევრები და ახლობლები არიან.

ეს არის ერთ-ერთი საფუძველი სახელმწიფო აუდიტის ეჭვისა, რომ „ადგილი ჰქონდა საეჭვო გარიგებებს“.

ერთ-ერთ ასეთ მძიმე მაგალითად დასკვნაში დასახელებული გურიის გუბერნატორის მოადგილის ქეთევან მოისწრაფეშვილის ოჯახის წევრების მიერ გახორციელებული შესყიდვა.

უფრო კონკრეტულად კი, აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ აუქციონზე 2.5 თეთრად გაყიდული 1 კვადრატული მიწის ნაკვეთი, აუქციონიდან 4 დღეში, ამავე ფასად მყიდველისგან შეიძინეს მოისწრაფეშვილის მამამ და ძმამ, რომლებმაც მიწის ნაწილი, შეძენიდან ერთ კვირაში გაყიდეს _ როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ერთ ნაწილში 18 დოლარი აიღეს, მეორე ნაწილში კი _ 21 დოლარი (საუბარია ერთ კვადრატული მიწის ფასზე).

„გურია ნიუსმა“ დაადგინა, რომ იმ დროს, როცა მოისწრაფეშვილებმა მიწის ნაკვეთები შეიძინეს, უმუშევრები იყვნენ _ გუბერნატორის მოადგილის მამას არანაირი შემოსავალი არ უფიქსირდება; ასევე, შემოსავალი არ აქვს მის ძმას, რომელიც სტუდენტია.

ქეთი მოისწრაფეშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს:

_ ვერაფერს გეტყვით, რადგან პირველად მესმის. მოვიკითხავ, რა ხდება.

_ თქვენმა ოჯახის წევრებმა რომ აუქციონზე ნაყიდი მიწა რამდენიმე დღეში იმავე ფასში იყიდეს და ერთ კვირაში თითქმის 2 000-ჯერ (!) მეტად გაყიდეს, ამის შესახებ არაფერი იცით?

_ არა, ნამდვილად არ ვიცოდი. და აუქციონზე ნაყიდი თუა, რატომაა პრობლემა?

_ აუქციონზე იყიდა სხვა პირმა, რომლისგანაც მეოთხე დღეს მამათქვენმა და თქვენმა ძმამ შეიძინეს იმავე ფასში და გაყიდეს მალევე ძალიან ძირად. ეს სერიოზულ ეჭვებს ბადებს... მით უმეტეს, რომ არც მამათქვენი მუშაობს და თქვენი ძმაც სტუდენტია...

_ მამაჩემს სახელმწიფო სამსახურში არასდროს უმუშავია.

_ არც სხვაგან აქვს ნამუშევარი. ჩვენ გადავამოწმეთ და მიწების შეძენის დროსაც უმუშევარი იყო...

_ კი, ვერც დააფიქსირებდით ვერსად. ის ხშირად გადის საქართველოდან, _ გვითხრა მოისწრაფეშვილმა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე საუბარი არ შეუძლია, რადგან ინფორმაციას არ ფლობს.

აუდიტის სამსახურის დასკვნაში, ასევე, მოხვდა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ქონების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსის მერაბ წივწივაძის მიერ შეძენილი 1 ჰექტარი და 400 კვ. მიწის ნაკვეთი, რომელიც, აუდიტის თქმით, ასევე, იაფად არის შეფასებული.

წივწივაძე ამბობს, რომ მან მიწა კანონის სრული დაცვით შეიძინა:

_ მე წლებია, სოფლის მეურნეობას მივდევ და ეს ჩემი სფეროა. აუქციონზე ვიყიდე მიწა ჩემი საქმიანობისთვის _ ბამბუკის გასაშენებლად. ნებისმიერს შეუძლია მივიდეს და ადგილზე ნახოს _ სრული ჭაობია. არანაირ უკანონობას ადგილი არ ჰქონდა. არც დავმალულვარ _ ჩემი სახელით შევიძინე. რაიმე უკანონო რომ ყოფილიყო, უამრავი ნათესავი მყავს და მათ ვაყიდინებდი.

არ მესმის, აქ რატომ გაჩნდა კითხვები. ვინმეს არ ეგონოს, ეს მიწა „ბლექ სი არენასთანაა“. ე. წ. ლეკიანშია, საფერმე ადგილებზე და ამ ტერიტორიის წინ, თხილით გაშენებული 1 კვ. მიწა სულ ცოტა ხნის წინ 1 ლარად და 60 თეთრად გაიყიდა, _ გვითხრა წივწივაძემ.

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში საეჭვო გარემოებად არის მიჩნეული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას დის, სოფელ შრომის ყოფილი გამგებლის მაყვალა დარჩიას სიძის _ ბახვა ჩხარტიშვილის მიერ შეძენილი მიწები.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ჩხარტიშვილია ის პიროვნება, რომელმაც „ნავსი“ გატეხა და სწორედ მან შეიძინა პირველად მიწა ძალიან იაფად.

დავით დარჩია ამბობს, რომ ამ საქმის შესახებ არაფერი იცის. მაყვალა დარჩია აღნიშნავს, რომ მის სიძეს მასთან არაფერი შეუთანხმებია:

_ მას შემდეგ გავიგე, რაც დაიწერა. რა შუაში ვარ მე ან ჩემთან რატომ უნდა შეეთანხმებინა ბახვას რაიმე. მან ჩემზე უკეთ იცოდა მიწის ფასი _ წლების მანძილზე მუშაობდა გამგეობაში, _ ამბობს მაყვალა დარჩია.

ჩვენ შევეცადეთ დეტალები ბახვა ჩხარტიშვილთანაც გაგვერკვია, თუმცა, მან „გურია ნიუსის“ სატელეფონო ზარებსა არ უპასუხა.

არადა, კითხვები ბევრი იყო _ მით უმეტეს, რომ ჩხარტიშვილი 2012-2014 წლებში, მაშინ, როცა მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე შარაშენიძე იყო, ქონების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობდა და მის მიმართ იაფად გაყიდულ ქონებასა და მიწებზე კითხვები იმ პერიოდშიც არსებობდა.

ჩვენი ინფორმაციით, ეს კითხვები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც აქვს, რომელიც დაბალ ფასად გაყიდული მიწების საკითხს სწავლობს.

ჩვენი წყაროს თქმით საგამოძიებო უწყებას აქვს ეჭვი, რომ ქონების მართვის სამსახურის თანამშრომლებს ვიღაც მითითებებს აძლევდა:

_ სულ პირველი აუქციონი, რომელზეც ძალიან იაფად გაიყიდა მიწა, სწორედ ბახვა ჩხარტიშვილმა მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ მიწა აუდიტის მიერ იყო შეფასებული, კითხვები მაინც გაჩნდა. ამის შემდეგ ვეღარ შეძლეს ფასის დაწევა და ინერციით წავიდა ყველაფერი. იმის გამო, რომ კითხვები არ გაჩენილიყო, სულ დაბალ ფასში გაყიდეს მიწები. სწორედ ამ საკითხებს სწავლობს ახლა სუს-ი, _ ამბობს ჩვენი წყარო.

ამ ფაქტის გარდა, სუსი, ასევე, სწავლობს კიდევ ერთ საეჭვო აუქციონს, რაზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც ყურადღებას ამახვილებს. საქმე ეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში გაყიდული მიწებს _ 18 350 კვადრატული მეტრი მიწაში სოფელ შემოქმედში მცხოვრებ ლაშა მგელაძეს 9 633. 75 ლარად აქვს შეძენილი ანუ 1 კვ.მ მიწის ნაკვეთში 50 თეთრია გადახდილი.

სუს-ის მიერ გაკეთებულ პირველად დასკვნაში გარკვევით წერია, რომ აუდიტის მიერ მიწის შეფასება კანონის გვერდით ავლით მოხდა და მას ამაში გამგეობის თანამშრომელი დაეხმარა.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2016 წლის 18 მარტს და, ასევე, 2017 წლის 17 აგვისტოს, აღნიშნული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების დადგენა დამოუკიდებელი აუდიტორის დავით რობაქიძის მიერ მოხდა კანონით დადგენილი წესებით დარღვევით. კერძოდ, გამოძიებით უტყუარად დადასტურებულია, რომ დამოუკიდებელი აუდიტორი დავით რობაქიძე საერთოდ არ ყოფილა შესაფასებელ ობიექტზე, არ გამოუყენებია მიწის ნაკვეთის შეფასების არც ერთი კრიტერიუმი და ფასის განსაზღვრისას დაეყრდნო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური სამსახურის ქონების მართვის განყოფილების უფროსის, მალხაზ გორგოშიძის მიერ მიწოდებულ არარეალურად დაბალ ფასს _ 1კვ.მ _ 0.50 ლარი“, _ წერია დასკვნაში, რომელშიც, ასევე, აღნიშნულია, რომ სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიურომ აღნიშნული მიწის 1 კვ.მ 43 ლარად შეაფასა.

რატომ გადაუგზავნა აუდიტს ასეთი ფასი და ვისი მითითებით გააკეთა ეს, მალხაზ გორგოშიძისგან ვერ გავიგეთ. ჩვენი კითხვის მოსმენის შემდეგ კი ტელეფონი გათიშა და ზარებს არც მოგვიანებით უპასუხა.

რაც შეეხება აუდიტს _ დავით რობაქიძე ამბობს, რომ მას კანონი არ დაურღვევია:

_ ზოგან ჩავდიოდი და ზოგან _ არა. მიწის შეფასების დროს არაა აუცილებელი ჩასვლა. სადმე წერია, რომ ყველგან უნდა ჩავიდე?! _ გვითხრა რობაქიძემ.

აუდიტი ამბობს, რომ არ არსებობს ფაქტი, სადაც სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფასზე სამმაგად მეტად მიწა გაყიდულიყოს.

_ მაქ მიწა ღირს 3 და 5 თეთრი, მე შეფასებული მაქვს 50 თეთრად. ეს ის მიწებია, რომელიც კომუნისტების დროსაც კი არ ყოფილა გამოყენებული. მინიმალური საპრივატიზაციო ფასი დავადე მე.

_ რატომ არ დაადგინეთ საბაზრო ფასი?

_ მეტად არ იყიდება. მე იმერეთიდან ვარ და განახებთ, რომ ლარნახევრად და ორ ლარად, საკარმიდამო, განაშენიანებული, შემოღობილი მიწები იყიდება.

_ ბატონო დავით, თქვენ მიერ ორლანახევრად შეფასებული მიწა მყიდველმა ერთ კვირაში 18 დოლარად გაყიდა

_ შეიძლება ვიღაცა გამოიჭირო და გაყიდო. მაგაზე არაა საუბარი. მე გეუბნებით, რა ღირს მიწები, რომლებზეც განაშენიანებაც არის, სადაც გაზიც არის და წყალიც მიყვანილი. აქ კი არის მიწები, რომლებიც კომუნისტების დროსაც არ გამოყენებულა. არც საძოვარი ერქვა, არც _ სახნავი. არავის არასდროს გამოუყენებია. ახლა ამოიდგა ყველამ ენამ და ლაპარაკობს ამდენი და იმდენი ღირსო.

_ ბატონო დავით, არსებობს ეჭვი, რომ მიწის დაბალ ფასად შეფასებისთვის მითითებებს იღებდით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან...

_ არავისთან არ მქონია კონტაქტი ქონების მართვის სამსახურის გარდა. თვალით არ მინახავს გამგებელი, ან რატომ უნდა მენახა?!

_ ძალიან დაბალ ფასში აფასებთ მიწებს და ეჭვები რომ ჩნდება, ბუნებრივია..

_ ამაზე გითხარით უკვე. ვიყავი სუს-ში და კითხვებზე პასუხიც გავეცი. მე ვადებდი ქონებას ფასს და ვინმეს თუ უნდოდა, მოემატებინა ფასი.

_ ფასს სხვა როგორ მოამატებდა, ბატონო დავით?! თქვენ ხომ აუდიტი ხართ და სწორედ მაგიტომ გიკვეთავენ მომსახურებას, რომ ფასი დაადგინოთ... თქვენ გაქვთ ამის ვალდებულება და ამის პარალელურად ირკვევა, რომ თქვენ არც კი ჩამოდიოდით ადგილზე...

_ ზოგან ჩამოვდიოდი, ზოგან _ არა.

_ ზოგან რომ არ ჩამოდიოდით და ამ არჩამოსულზე შეფასებულ მიწებზე რომ ვიღაც დიდი სარგებელს ნახულობდა, ესაა სწორედ პრობლემა. თქვენს მიერ შედგენილი აუდიტის საფუძველზე მილიონობით ლარის ზარალი აქვს სახელმწიფოს მიყენებული...

_ რას ლაპარაკობთ!!! რა ზარალი, რის ზარალი?! ახლა, ურეკში არასასოფლო მიწა 15 დოლარი ღირს 1 კვ.მ., ეს მიწები კი სასოფლოა და არ არის ზღვისპირეთში. ამას მიაქციეთ ყურადღება. აბსურდია ჩემთვის რაიმეს დაბრალება. არ ყოფილა ბუნებაში და ვერც ვერავინ დამიმტკიცებს, რომ ვინმესთან გარიგებაში ვიყავი, _ გვითხრა რობაქიძემ.

გარიგებას კატეგორიულად გამორიცხავს ლაშა მგელაძეც _ იგი ამბობს, რომ მიწა კეთილსინდისიერად შეიძინა და აუქციონში სხვა დროსაც მიუღია მონაწილეობა:

_ არანაირი კანონდარღვევას არ ჰქონია ადგილი. გამოცხადდა აუქციონი და შევიძინე მიწა. სხვა დროსაც მიმიღია აუქციონში მონაწილეობა. რაა ამაში საეჭვო?!

_ ძალიან იაფად გაქვთ შეძენილი და არსებობს ეჭვები, რომ გარიგებას ჰქონდა ადგილი... ამის ერთ-ერთ არგუმენტად კი თქვენი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმდროინდელი გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის მეგობრობა სახელდება...

_ მე შემოქმედში ვცხოვრობ და შემოქმედელია მერაბ ჭანუყვაძეც. ის მთელ შემოქმედთან მეგობრობს და ამის გამო აუქციონში მონაწილეობა ვერავინ უნდა მიიღოს? ოზურგეთში ყველა ყველას ნაცნობი, მეგობარია და ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა ვიცხოვროთ?! არც არავისთან შევსულვარ გარიგებაში და არც არაფერი დამიშავებია. მე კეთილსინდისიერად შევიძინე მიწა, _ ამბობს მგელაძე

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ამბობს, რომ ყველა მიწა კანონმდებლობის სრული დაცვით არის გაყიდული:

_ მიწის ფასს არ ადგენს არც გამგებელი და არც გამგეობის რომელიმე თანამშრომელი. მიწის ფასის დადგენა განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და მის სარეალიზაციო ღირებულებას ადგენს დამოუკიდებელი ექსპერტი.

_ ბატონო მერაბ, თქვენი გამგებლობის დროს გაყიდული მიწის ფასი ძალიან დაბალია. ეს მიწები შეძენილი აქვთ ჩინოვნიკებს, ან მათ ახლობლებს. ერთ-ერთი მათგანი, ვგულისხმობ ლაშა მგელაძეს, თქვენი მეგობარია... სახელმწიფო აუდიტს აქვს ეჭვი, რომ გარიგებებს ჰქონდა ადგილი...

_ ეს არის ტყუილი! რას ქვია, ჩემი გამგებლობის დროს გაიყიდა იაფად მიწები?! ყველა მიწა გაყიდულია კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა პროცედურის სრული დაცვით, საჯარო აუქციონის წესით! როგორც უკვე გითხარით, მიწის ფასს არ ადგენს არც გამგებელი და არც გამგეობის რომელიმე თანამშრომელი!

მიწის ფასის დადგენა განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და მის სარეალიზაციო ღირებულებას ადგენს დამოუკიდებელი ექსპერტი. რაც შეეხება ლაშა მგელაძეს _ მის აუქციონში მონაწილეობას საერთოდ არანაირი შეხება არ აქვს ჩემთან, რადგან მაგ დროისთვის მე გუბერნატორი გახლდით და შეხება არ მქონდა აუქციონთან. ეს არის ტყუილი, რომელიც მიმართული იყო ჩემი პიროვნების დისკრედიტაციისთვის.

ასე რომ, რა ეჭვიც არ უნდა ჰქონდეს ვინმეს, სიმართლე არის ერთი _ გამოძიება დაწყებულია და თუ რომელიმე მხარე არაკეთილსინდისიერად იყო ამ პროცესებში ჩართული, პასუხს აგებს კანონის წინაშე, _ გვითხრა მერაბ ჭანუყვაძემ.

 ამავე თემაზე: შარაშენიძის გამგებლობის მიწურულს ჩატარებული აუქციონები - კვადრატული 12 ლარად სიძისთვის

მილიონიანი სახელმწიფო ქონება 9 ათას ლარად გაიყიდა_ კორუფციული გარიგება თუ კანონიერი გასხვისება




 ახალი ამბები
  • პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი ამიერიდან კვირაში ერთხელ გაივლის PCR ტესტირებასმიმდინარე წლის 23 ოქტომბრიდან პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი ნაცვლად ორკვირიანი შუალედისა, კვირაში ერთხელ გაივლის PCR ტესტირებას. ამასთან, შუალედში, ყოველ 72 საათში ერთხელ მოცემული პირები ანტიგენ-ანტისხეულზე სწრაფი ტესტით შემოწმდებიან. ახალი სამედიცინო პროტოკოლი კიდევ ერთი პრევენციული ზომაა იმისთვის, რომ პენიტენციურ სისტემაში განთავსებული ბრალდებულ/მსჯავრდებულები გარედან ვირუსის იმპორტისგან იყვნენ დაცულები. შეგახსენებთ, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის მაისის ბოლოდან პენიტენციური სისტემის თანამშრომლები ორ კვირაში ერთხელ გადიან PCR ტესტირებას. ხოლო პენიტენციური დაწესებულებების ის თანამშრომლები, რომლებიც მიმდინარე წლის 29 მარტიდან ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ, ყაზარმული რეჟიმით დაწესებულებებში შესვლამდე მოწმდებიან PCR ტესტით. ჯამში მაისის ბოლოდან სექტემბრის ჩათვლით პენიტენციურ სისტემაში 13253 PCR ტესტი გაკეთდა. ამიერიდან კი ყველა თანამშრომელისთვის ტესტირების ახალი სისტემა ამოქმედდა. ... ...
  • პოლიციამ ქობულეთში მომხდარი ინკასატორის გაძარცვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირიშინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ ქობულეთში მომხდარი, ინკასატორის გაძარცვის ფაქტი გახსნეს. ძარცვის ბრალდებით დაკავებულია 1986 წელს დაბადებული გ.მ. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ ქობულეთში, "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრის მიმდებარედ, თავს დაესხა შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯიას" ინკასატორს, რომელსაც ამავე კომპანიის კუთვნილი ფული - 55 000-მდე ლარი ძალადობის გამოყენებით გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გ.მ. ქობულეთში დააკავეს. პოლიციამ, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაძარცვი თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით ... ...
  • მთავრობის მკაცრი რეკომენდაცია მოსახლეობასგარე სივრცეში, იქ, სადაც თავშეყრას აქვს ადგილი, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად რიგებში, გაჩერებებზე და ა.შ, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა არის მკაცრად რეკომენდირებული მთავრობის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა პრემიერ-მინისტრთან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები. „საქართველოში ფიქსირდება ინფიცირების შემთხვევების ზრდა, ისევე, როგორც მსოფლიოში და ეს ზრდა გაგრძელდება. ხაზი გაესვა მსოფლიო პრაქტიკაზე დაყრდნობით პირბადის ტარებას და დისტანციის დაცვას, რასაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ინფიცირების შემთხვევების მატების შენელებაში. გუშინ მკაცრი რეკომენდაცია გავეცით საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, გარე სივრცეებში პირბადის ტარების შესახებ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ეს რეკომენდაცია შეასრულონ. ამ მხრივ პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს. თუმცა, არის შეუსრულებლობის შემთხვევებიც, ამიტომ, იმისთვის, რომ ინფიცირების გავრცელების შენელება მოხდეს, მაქსიმალურად უნდა ვატაროთ პირბადე არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეებში", - განაცხადა ნათია ... ...
  • გამყრელიძე - უმორჩილესად გთხოვთ, დავემორჩილოთ დაწესებულ რეგულაციებსის რეგულაციები, რაც დაწესებულია სახელმწიფოს მიერ უმორჩილესად გთხოვთ, დავემორჩილოთ, იმიტომ, რომ სხვანაირად პანდემია უკან არ იხევს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით,  პანდემია კიდევ დიდხანს იქნება და მოქალაქეებს მოუწევთ მასთან ერთად ცხოვრება,  შესაბამისი რეგულაციების დაცვით. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, სამუშაო შეხვედრაზე მსოფლიოში, რეგიონში და საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს. „სამუშაო შეხვედრაზე განვიხილეთ ეპიდსიტუაცია მსოფლიოში, რეგიონში და საქართველოში. ეპიდსიტუაცია გლობალურად დაძაბულია და კიდევ და კიდევ უფრო იძაბება მთელს მსოფლიოში. განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, ევროპაში. მსოფლიოში უკვე გადააჭარბა 42 მილონ ინფიცირებულს და დღევანდელი დილით იყო ანტირეკორდი - 490 000 ახალი შემთხვევა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაახლოებით 200 000 ახალი შემთხვევა გახლავთ ევროპის რეგიონში. ანუ ევროპის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე მზარდია ახალ შემთხვევათა თვალსაზრისით.  საქართველოში დღევანდელი დილის მონაცემებით გვაქვს 1941 შემთხვევა. კვლავ ცხელ წერტილებად რჩება სამი რეგიონი - აჭარა, სადაც 320 შემთხვევა იყო, ზრდა გვაქვს თბილისში - 1034 ახალი შემთხვევა, ასევე იმერეთში, 258 შემთხვევა, მნიშვნელოვნად წამოიწია ასევე ქვემო ქართლში 107 შემთხვევა. ეს უკავშირდება ისევ და ისევ დიდ შეკრებებს. იყო საქორწილო სუფრა და ამან გამოიწვია ეპიდ-აფეთქვება ერთ-ერთ სოფელში და შესაბამისად მისი გავრცელება სასწავლო დაწესებულებებში", - განაცხადა ამირან ... ...
  • როგორ გადასცეს „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს თანხა (ვიდეო)როგორ გადასცემს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა ბანკზე თავდამსხმელს თანხას,_ ამის ამსახველ ვიდეო ჩანაწერს „პრაიმტაიმი“ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...