რამდენ ათას ლარს იღებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ყოველთვიურად

მთავარი თემა

რამდენ ათას ლარს იღებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ყოველთვიურად

6 აპრ. 2017, 14:00:26

საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს, მამუკა ბახტაძეს, 2017 წლის 30 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში, 284 688 ლარი აქვს მიღებული, რაც საშუალოდ თვეში 23 724  ლარია.

როგორც ბახტაძის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, მისი წლიური შემოსავალი მხოლოდ საქართველოს რკინიგზიდან მიღებული 220 474,00 ლარი არ არის. გარდა ამისა, ის კიდევ ორ თანამდებობას იკავებს, საიდანაც შემოსავლის სახით ჯამში 64 214 ლარი აქვს მიღებული.

კერძოდ, მამუკა ბახტაძე შპს „ჯორჯია ტრანზიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია და მან გასული წლის განმავლობაში აქედან -  45 662,00 ლარი აიღო; ასევე, ის არის  შპს „ჯრ ტრანზიტ ლაინი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც და 2016 წელს შემოსავლის სახით  18552,00 ლარი აქვს აღებული.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2015 წელს, მამუკა ბახტაძის შემოსავალი ჯამში 289 591 ლარი იყო (თვეში, დაახლოებით, 24 132 ლარი); 2014 წელს - მისმა შემოსავალმა 248 652 ლარი შეადგინა (20721 ლარი თვეში);  2013 წელს კი, ბახტაძემ 241 334.93 ლარის შემოსავალი მიიღო (თვეში, დაახლოებით, 20 111 ლარი).

ამ შემოსავლებიდან ირკვევა, რომ 2013-2016 წლებში მამუკა ბახტაძემ შემოსავლის სახით, საქართველოს რკინიგზიდან და რკინიგზის დაფუძნებული კომპანიებიდან ჯამში, 1 მილიონ 064  265,93 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

ცნობისთვის, საქართველოს რკინიგზის 100% მფლობელი სახელმწიფოა, ზემოთ აღნიშნული ორი შპს-ც საქართველოს რკინიგზას ეკუთვნის - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში  განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შპს “ჯორჯია ტრანზიტი” და შპს “ჯრ ტრანზიტ ლაინი” საქართველოს რკინიგზის მიერ დაფუძნებული კომპანიებია.

შარშან, მამუკა ბახტაძის ქონებრივ დეკლარაციაზე მუშაობისას, „გურია ნიუსმა“ საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურს კითხვებით მიმართა. როგორც უწყებიდან მიღებულ წერილშია აღნიშნული,  რკინიგზის დირექტორს სრული კანონიერი უფლება აქვს ხელფასის სახით მიიღოს გასამრჯელო სხვა საწარმოდან, რომელშიც იგი გარკვეულ ფუნქციებს ასრულებს.

გარდა ამისა, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" იურისტი ნინო მერებაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას განმარტავდა, რომ "ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის დათქმა, რომელიც ინტერესთა კონფლიქტს განსაზღვრავს, საქართველოს რკინიგზის დირექტორზე არ ვრცელდება.

მერებაშვილი ამბობდა, რომ ბახტაძე საჯარო მოსამსახურე არ არის, თუმცა, მიიჩნევდა, რომ ეს კანონის ხარვეზია და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებზე, "ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონი უნდა გავრცელდეს, რათა ინტერესთა კონფლიქტი ამ შემთხვევაშიც ავიცილოთ თავიდან.  

რაც შეეხება მამუკა ბახტაძის ფინანსურ მდგომარეობას, 2017 წლის 30 მარტს, დეკლარაციის შევსების მომენტში, მას საქართველოს ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 25637,93 დოლარი, ხოლო სახელფასო ანგარიშზე  _6840,23 ლარი. "ვი–თი–ბი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე  კი, 22543,86 ლარი ერიცხებოდა. გასულ წელს, სესხის (საკრედიტო ხაზის გახსნა) პროცენტის დასაფარად 1361,30 ლარის გასავალი ჰქონია.

რაც შეეხება ბახტაძის საკუთრებაში არსებულ ქონებას, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მამუკა ბახტაძის 100,00%-იან მფლობელობაშია 2016 წელს ნაჩუქარი 355,05 კვ.მ -ის ფართობის საცხოვრებელი სახლი მცხეთაში, კოსმონავტების ქუჩაზე და ამავე მისამართზე არსებული 670,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი.

ცნობისთვის, სს „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, მამუკა ბახტაძე 2013 წლის მარტში დაინიშნა.

სს „საქართველოს რკინიგზის“ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მამუკა ბახტაძე 1982 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები; ფლობს მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ს კვალიფიკაცია. 2013 წლამდე მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.

 

 

ამავე თემაზე:

საქართველოს რკინიგზის უფროსის ქონება და ექვსნიშნა შემოსავალი

მოწმდება თუ არა თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციის სიზუსტე

იყო თუ არა "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი "ნაცმოძრაობის" შემწირველი

თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების წარდგენასთან დაკავშირებული დარღვევები




 ახალი ამბები
  • პენიტენციური სამსახური: ადვოკატი კობაიძე პოლიტიკური ხასიათის წინასაარჩევნო ინსცენირებებშია ჩართული (R)სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას მიმართა საჩივრით, რომლითაც ის ითხოვს ეთიკის კომისიამ შეაფასოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ქმედებებთან დაკავშირებით. კერძოდ, მიმდინარე წლის 25 სექტემბერს რამდენიმე ტელეარხის მიერ გავრცელდა ინფორმაცია ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის საპროტესტო აქციის შესახებ. ადვოკატი მტკიცებით ფორმაში საუბრობდა მსჯავრდებულთა მიმართ გაუპატიურებით დამუქრებაზე N8 დაწესებულების დირექტორის მხრიდან. პენიტენციური სამსახურის მიერ ადვოკატთა ასოციაციისათვის გაგზავნილ საჩივარში აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ცილისწამება, ადვოკატი კობაიძე ორჯერ იქნა მიწვეული ფაქტების ან ინფორმაციის წარსადგენად მის მიერ გაჟღერებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, რაზეც მან უარი განაცხადა. პენიტენციური სამსახური გამოთქვამს მზაობას, ადვოკატთა ასოციაციის დაინტერესების შემთხვევაში, სრულად ითანამშრომლოს მასთან და მიაწოდოს სრულფასოვანი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკური ხასიათის წინასაარჩევნო ინსცენირებებთან, რომელშიც ადვოკატი კობაიძე არის ჩართული. ასევე საჩივარში აღნიშნულია, რომ საეჭვოდ და პრობლემატურად გამოიყურება ამ ქმედებებში ალექსანდრე კობაიძის დიდი მონდომება პენიტენციური დაწესებულების დისკრედიტაციისთვის. ალექსანდრე კობაიძე არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი და აქვს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გაცხადებული გეგმა. როგორც ჩანს, ამ მიზნით ალექსანდრე კობაიძე არ ერიდება არც ტყუილს და არც პატიმრებისა და საპატიმროების თემით არაკეთილსინდისიერ მანიპულირებას. სპეციალური პენიტენციური სამსახური მიიჩნევს, რომ ადვოკატის მოცემული ქმედებები ნამდვილად არ შეუწყობს ხელს საზოგადოებაში ადვოკატის პროფესიის რეპუტაციისა და ადვოკატთა კორპუსის ავტორიტეტის ზრდას. ამიტომაც, თავად ადვოკატთა ასოციაციის ინტერესშია, რომ შეფასდეს და შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს ადვოკატ კობაიძის ზემოთ აღწერილ ქმედებებს. ... ...
  • ირანის მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 2 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული შ.ლ. - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, ხოლო 1984 წელს დაბადებული ვ. შ. ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაულები 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ლ.-მ თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ერთ-ერთი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ირანის რესპუბლიკის მოქალაქეს -1987 წელს დაბადებულ ვ.რ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ორი მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამართალდამცველებმა შ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. იგი დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ამავე ინციდენტის დროს, შ.ლ.-ს თანმხლებმა - ვ.შ.-მ ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა ვ.რ.-ს თანმხლებ ირანის მოქალაქეს. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების და ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 126-ე მუხლებით ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთვევხევა მოხდა ფოთში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსისს" ჟურნალისტი იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. წინასწწარი ინფორმაციით, დაშავებულებია ოთხი მგზავრი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ... ...
  • “მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი“83 წლის ლამარა წიქარიძე აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზური წიქარაძის დედაა.  “მე ვარ 83 წლის. ვმუშაობ შეძლებისდაგვარად ჩაის პლანტაციებში. ჯანმრთელად ვარ და არანაირ ავადმყოფობას არ ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი ვიცოცხლო და ვიცხოვრო ჩემი შვილიშვილების ხათრით“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლამარა წიქარაძე. ლამარა წიქარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ცხოვრობს. იმ დროს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, ის მეუღლესთან სოსო წიქარიძესთან ერთად იმყოფებოდა სოხუმში. ლამარა წიქარაძე: გურიაში ვაპირებდით ჩამოსვლას, რადგან ზურის შვებულება ეწყებოდა. შვებულების ფურცელზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი იმ სამსახურის უფროსს, სადაც ზური მუშაობდა და ამიტომ გაგვიგრძელდა ყოფნა სოხუმში. აფხაზეთის ომში ჩემი შვილი ზური წიქარიძე გმირულად გარდაიცვალა. ის სოხუმში თან სწავლობდა და თან მუშაობდა. ის იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი, როდესაც ომი დაიწყო. ჩემი შვილი შინაგან ჯარში მუშაობდა და ომის დროს ქალაქიდან არ უნდა გასულიყო, მაგრამ... მას სთხოვეს დახმარება და წაიყვანეს სოფელ შრომაში. სოფელზე, სადაც ისინი წავიდნენ, მოხდა თავდასხმა, მოულოდნელი თავდასხმა იყო. მან გადაწყვიტა თავის მეგობართან ერთად ახალგაზრდები (ჯარში 25 ახალგაწვეულის სიცოცხლე იხსნა ზურიმ და მისმა მეგობრებმა) გამოეყვანა სამშვიდობოს. მოახერხეს კიდეც, იბრძოდა მანამ, სანამ ტყვიები, არ დაუმთავრდათ. ამის შემდეგ კი დაიჭერეს რუსმა სამხედროებმა და ცოცხლად დაწვეს. ჩემმა მეუღლემ კი დაიწყო გარდაცვლილი შვილის ძებნა, უიარაღოდ იყო და ისე ეძებდა. მან იპოვა ზურის დამწვარი სხეული და განადგურებულებმა ჩამოვასვენეთ ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში. მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი. ერთ ამბავს კიდევ გავიხსენებ... ბოლოს, ძებნა რომ გაგვიჭირდა ჩემი შვილის, ბატონ ჟიული შარტავასთავან მივედი განცხადებით. მან კი მითხრა, არ მინდა განცხადება, ქალბატონო, თქვენ სახეზეც ვკითხულობ, როგორ იწვით ახლაო. ისე გააკეთა, რომ კიდევ ორი დღე მოგვცა შვილის ძებნის უფლება. არ გვქონდა უკვე ქართველებს ჩვენს მიწაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. ამის შემდეგ სასწაული მოხდა და ვნახეთ ჩემი შვილი. ლამარა წიქარიძე ჩვენთან საუბრის დროს აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და ის მშვიდობიანი გზით დაკარგულ ტერიტორიებს არ გადმოგვცემს. “ომით დაკარგულ ტერიტორიას ომით დაბრუნება უნდა, სხვანაირად დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. მე, არ მჯერა რუსეთის კეთილსინდისიერების. აფხაზეთში იბრძოდნენ რუსები და ისინი აპირისპირებდნენ ქართველებს და აფხაზებს. თქვენ გგონიათ აფხაზები იბრძოდნენ თავიანთი ძმების წინააღმდეგ? ჩვენი ტანკები დაჩახჩახებდნენ, დანგრეულები. რუსების ტანკები კი დასრიალებდნენ, ანგრევდნენ შენობებს, გადამცემ ხაზებს, ელექტრო ბოძებს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, რადგან ვიდრე ჩემი გარდაცვლილი შვილი არ ვნახე, მანამ არ დამიტოვებია სოხუმი.“ ზურის დაღუპვის შემდეგ, რამდენი თვეში სოფელ ნაგომარში მამამისი, სოსო წიქარიძე გარდაიცვალა. “10 წლის განმავლობაში სახლიდან არ გადავდიოდი. მაგრამ შემდეგ დავარწმუნე თავი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. შვილებს და შვილიშვილებს დახმარება უნდოდათ. ახლა კი მყავს ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი. მინდა, რომ ეს თაობა მოესწროს საქართველოს მთლიანობას და მშვიდობიან ქვეყანაში ... ...
  • "გადაწყვეტილება შეიცვალა" _ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას მერხებთან გააგრძელებენცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის რეგიონში ყველა საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდოდა. თუმცა, გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა და ცნობილი ხდება, რომ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას ისევ მერხებთან გააგრძელებენ. "საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიით გურიის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, ონლაინ სწავლების რეჟიმზე უნდა გადასულიყო რეგიონის ყველა საჯარო სკოლა. თუმცა, გადაწყვეტილებაში ჩაერია განათლების სამინისტრო და ვინაიდან, ჯერჯერობით, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ვირუსი ისე ფართო მასშტაბით არაა გავრცელებული, როგორც ოზურგეთშია, გადაწყდა, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლების ყველა მოსწავლე მერხებთან გააგრძელებს სასწავლო პროცესს", _ გვითხრა ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls