რამდენიმე აუცილებელი განმარტება "ქელეხში მყოფ" და "მოუცლელ" დეპუტატებს

მთავარი თემა

რამდენიმე აუცილებელი განმარტება "ქელეხში მყოფ" და "მოუცლელ" დეპუტატებს

2017 მარ 30 16:22:52

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია. საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის თქმით, კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, დავით შარაშიძის გარდაცვალებიდან 40 დღე ახლახან გავიდა და შესაბამისად, საკრებულოს 31 მარტს  ჩანიშნულ სხდომაზე მისი შემცვლელის ვინაობა ცნობილი არ გახდება.

_ გუშინწინ გავიდა ბატონი დავითის გარდაცვალებიდან ორმოცი დღე და მორალურად არ იქნება მისაღები, ამ დღიდან, საკრებულოს პირველივე სხდომაზე ეს საკითხი დავაყენოთ, _ ამბობს ზაალ მამალაძე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საკრებულოში ამ თანამდებობის მსურველთა განცხადებები არ შესულა:

_ კანონმდებლობის თანახმად, ყველა ფრაქციას შეუძლია კანდიდატის დასახელება. ასევე, კანდიდატი შესაძლოა წარმოადგინოს საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც საკრებულოს წევრთა 1/5-ს უნდა შეადგენდეს. ჩვენი საკრებულოს შემთხვევაში _ 8 ადამიანს. როგორც კი შემოვა ეს თემა, დარეგისტრირდებიან კანდიდატები და ამის შემდეგ ჩატარდება ფარული კენჭისყრა, _ აღნიშნავს ზაალ მამალაძე, რომლის განმარტებით, ამ დროისთვის არც ერთი კანდიდატი არ დასახელებულა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ სასურველი იქნება, თუ კანდიდატები საკრებულოს საკუთარ ხედვებს გააცნობენ:

_ კანონი და რეგლამენტი ამას არ ითვალისწინებს, თუმცა სასურველი იქნება, ასე მოხდეს და კანდიდატებმა საკუთარი ხედვა, მიზნები და გეგმები დეპუტატებს გააცნონ, _ გვითხრა ზაალ მამალაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ  ჯერ ოფიციალური განცხადებები არ შეუტანიათ, "გურია ნიუსმა"  გაარკვია, რომ ამ თანამდებობაზე საკრებულოს სამი წევრი აცხადებს პრეტენზიას _ ყოფილი "ფორუმელი" და ახლა უკვე "ქართული ოცნების" წევრი, სოფელ ბუკისციხის დეპუტატი ქეთევან სიხარულიძე, "ქართული ოცნების" წევრი, სოფელ გუთურის მაჟორიტარი დეპუტატი  ლაშა თოლორდავა და ამავე პარტიის სიით გასული დეპუტატი კლოდი მდინარაძე.

მდინარაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ კომისიის თავმჯდომარეობის სურვილი აქვს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია:

"თავმჯდომარეობის სურვილი მაქვს, პარტიაში და ფრაქციაში ყოფნიდან გამომდინარე. რაც შეეხება მხარდაჭერას, ჯერ არავისთვის მითქვამს და თუ გადავწყვიტე, თუ პარტიამ თანხმობა თქვა, მაშინ საზოგადოება დამიჭერს მხარს," _ გვითხრა კლოდი მდინარაძემ.

"უამრავი ადამიანის მხარდაჭერის" იმედად აპირებს თავისი კანდიდატურის დაყენებას ლაშა თოლორდავა:

"ახლა ვერ გეტყვით, ვინეები მიჭერენ მხარს, მაგრამ უამრავი არიან," _ გვითხრა თოლორდავამ.

_ ბატონო ლაშა, თქვენი სიტყვებით, დიდი შანსი გაქვთ, რომ კომისიის თავმჯდომარე გახდეთ...

_ კი. თუმცა, ჯერ არაფერი გადამიწყვეტია, მაგრამ თუ გადავწყვიტე, სავარაუდოდ, ასე იქნება და საკრებულოს წევრებიც დამიჭერენ მხარს.

_ ცენტრალურ ოფისში ეძებთ მხარდამჭერებს?

_ არა. ჩოხატაურელი ვარ, აქ მირჩევნია, ყველასთან გავარკვიო.

_ პროგრამა, ხედვა უკვე ჩამოყალიბებული გაქვთ?

_ ჯერ არ გადამიწყვეტია. პარტიას ველოდები და მერე მექნება, _ გვითხრა თოლორდავამ.

თავმჯდომარეობის სურვილი დაგვიდასტურა ქეთევან სიხარულიძემაც, რომლის თქმით, პროგრამაც აქვს, თუმცა, დასტურს უცნაური კითხვა მოაყოლა:

_ კი, მაქვს, მაგრამ თქვენ უნდა ნახოთ ახლა?!

_ არა, ჩვენ გვაინტერესებს თქვენი ხედვა და ასევე, ვისი მხარდაჭერის იმედი გაქვთ?

_ თუ იქნება ჩემი კანდიდატურა, მაქვს საკრებულოს მხარდაჭერის იმედი.  მგონი, ჯერ ეს განხილვის პროცესშია და გადაწყვეტილიც არაფერია, _ გვითხრა ქეთევან სიხარულიძემ.

ჩვენ ვეცადეთ სამივე დეპუტატისგან გაგვეგო, იციან თუ არა, რა ფუნქციები და მოვალეობების აქვს საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიას, რას ნიშნავს ბიუჯეტის ტრანსფერი და ასევე, იციან თუ არა რამდენია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

სიხარულიძესთან ეს საუბარი რამდენიმე წუთი გაგრძელდა:

_ რა თქმა უნდა, ვიცი კომისიის ფუნქციების და მოვალეობების შესახებ, დიდი ხანია ამ კომისიაში ვმუშაობ, მაგრამ ახლა არ მაქვს ამის დრო, ისეთ მდგომარეობაში ვარ.

_ ძალიან მოკლედ გვითხარით _ თუ იცით  რას ნიშნავს ბიუჯეტის ტრანსფერი?

_ კი, როგორ არ ვიცი, ყველაფერი ვიცი.

_ რას ნიშნავს? _ აქ  დიალოგი შეწყდა, თუმცა, ქალბატონ ქეთევანს ტელეფონის გათიშვა დაავიწყდა და ჩვენმა დიქტოფონმა შემდგომი საუბარიც ჩაიწერა, რომელშიც ბუკისციხელების რჩეული ვიღაცას აღშფოთებული უყვება, "თუ როგორი შეკითხვები დავსვით":

"ა, ხედავ, რაებს მეკითხება?! ბიუჯეტის ტრანსფერი თუ იციო, პროგრამა თუ რაღაც თუ გაქვსო", _ ისმის ჩანაწერში, რომელშიც ასევე ისმის მამაკაცის ხმა, რომელიც ქალბატონ ქეთევანს აკონკრეტებინებს,  თუ რა გვაინტერესებდა. საბოლოოდ, საუბარი ინდური ტელესერიალის მუსიკამ ჩაახშო.

ეს შეკითხვები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სხვა კანდიდატებსაც დავუსვით.  ლაშა თოლორდავამ პასუხი არ მოისურვა და მხოლოდ "ვიცი, ვიცით" შემოიფარგლა:

_ რა თქმა უნდა, ვიცი, რა ევალება კომისიას, მაგრამ ახლა როგორც გესაუბროთ _ ქელეხში ვარ. სხვა შეკითხვები არ გაქვთ?

_ ბიუჯეტის ტრანსფერი იცით რას ნიშნავს?

_ არ მინდა რა, ეს იურიდიული შეკითხვები, რა, _ აღნიშნა თოლორდავამ.

კითხვებზე პასუხს არ გაქცევია კლოდი მდინარაძე, რომელიც ამბობს, რომ სოციალურ საკითხთა  კომისიას  "გაჭირვებული ადამიანების დახმარება ევალება":

_  კარგად არ ვარ ამ საკითხში გარკვეული, რადგან, როგორც გითხარით, არც ის ვიცი, ვიქნები თუ არა მე კომისიის თავმჯდომარე.

_ იცით ბიუჯეტის ტრანსფერი რას ნიშნავს?

_ ცენტრალური ბიუჯეტიდან მოწოდებულ თანხებს.

_ ჩოხატაურის ბიუჯეტი რამდენია?

_ 6 მილიონამდეა, თუ არ ვცდები.

მდინარაძე ამჯერად არ შემცდარა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები 5 694,1 ლარს შეადგენს. რაც შეეხება ტრანსფერს,  იგი 4 სახის არსებობს, რომელთა განმარტებებს დეპუტატებს აქვე ვთავაზობთ:

გათანაბრებითი ტრანსფერი _ საკუთარ უფლებამოსილებათა გახორციელების უზრუნველსაყოფად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი ფორმულის შესაბამისად გამოყოფილი თანხები, რომელთა გამოყენების მიმართულებებს დამოუკიდებლად განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეული;

მიზნობრივი ტრანსფერი _ დელეგირებულ უფლებამოსილებათა გახორციელების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების სახით მიღებული სახსრები;

სპეციალური ტრანსფერი _ სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე, სხვა ღონისძიებების გასახორციელებლად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება;

კაპიტალური ტრანსფერი _ კაპიტალური პროექტის გასახორციელებლად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება, რომელიც დაკავშირებულია ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდასთან.

და ბოლოს ყველაზე მთავარი _ რა  ფუნქციები აქვს სოციალურ საკითხთა კომისიას.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ №31 სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ დადგენილება  2014 წლის 27 აგვისტოს გამოსცა.

"სოციალურ საკითხთა კომისია (შემდგომ "კომისია") წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა გახორციელებას.

კომისია იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლის, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით.

 კომისიის საქმიანობის წესი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით.

კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს: ა) განათლების, კულტურის და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების  შესახებ; ბ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული  პირის ფორმით  შექმნისა და  მათი  ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების  შესახებ; გ) ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, გამოფენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობის ხელშემწყობი მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების  შესახებ; დ) ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარულ-ეპიდემოლოგიურ მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ; ე) მოსახლეობის შრომითი  მოწყობისა და დასაქმების ხელშემწყობი მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ; ვ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მოსახლეობის დამატებითი სოციალური მომსახურების სახეების დაფინანსების შესახებ; ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების პირობების დადგენის შესახებ; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.

კომისიის თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას; ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას;  არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს  გარეთ;  ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის; ამ დებულების შესაბამისად ქმნის კომისიის სამუშაო  ჯგუფებს; ადგენს და ამტკიცებს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გახორციელებას; აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;  კომისიის სხდომაში მონაწილეობისთვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და  სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს; კომისიაში სამუშაოდ იწვევს სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს  შრომითი  ხელშეკრულების  გასაფორმებლად; აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას; საკრებულოს წარუდგენს  წლიურ  ანგარიშს კომისიის მიერ  გაწეული  საქმიანობის შესახებ; ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს; ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

გარდა ამისა, კომისიის უფლებამოსილებათა ფუნქციური დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისგან შეიძლება შეიქმნას კომისიის სამუშაო ჯგუფები;   კომისიის წევრთა გადანაწილებას სამუშაო ჯგუფებში კომისიის წევრთა სურვილის გათვალისწინებით ახდენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს კომისიის რამდენიმე სამუშაო ჯგუფის წევრი;  სამუშაო ჯგუფის ფუნქციაა თავის უფლებამოსილების ფარგლებში განიხილონ და მოამზადონ კომისიის სხდომაზე  განსახილველი  საკითხები.

კომისიაში ასევე შეიძლება შეიქმნას სამუშაო ჯგუფები.

კომისიის თავმჯდომარეობის მსურველებს ამ დებულების სრულად ნახვა შეუძლიათ ვებგვერდზე: macne.gov.ge.




 ახალი ამბები
  • ეს ძალიან მნიშვნელოვანია _ რა უნდა ვიცოდეთ საყოველთაო კარანტინის დროს მოქმედი წესების შესახებმთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ხვალ დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სხდომა დღეს გაფართოებულ ფორმატში გაიმართა და მას საბჭოს წევრების გარდა დედაქალაქის მერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. „მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად, ხაზგასმით აღვნიშნავ - ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილის 08:00 საათიდან დაიწყება. ეს კარანტინი ნიშნავს შემდეგს: · სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე - ქალაქებს შორის. · დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. · ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით. · იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია. · ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი ცალკე იქნება გაწერილი და ექნებათ ცალკე პროტოკოლები, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძოს ფუნქციონირება და ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, სრულად არ იყოს გაჩერებული. ასევე, რა თქმა უნდა იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება. · აკრძალული იქნება 70 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. · იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები მათ მიმართ ვალდებულება აქვს, რომ დაეხმაროს ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, აგრეთვე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. · ყველაზე მნიშვნელოვანი - საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე. ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ, ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი. · პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, პირთა გადაადგილების კონტროლის და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები - ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდსა და ქ. გორში. ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და მასთან ერთად ჩართული იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები. · ძალზედ მნიშვნელოვანი პუნქტი - ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,“- განაცხადა საქართველოს ... ...
  • რა ცვლილება შევიდა სამტრედიის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამაში დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. დეპუტატები პირბადეებითა და ხელთათმანებით იყვნენ, დაცული იყო ასევე ერთმეტრიანი დისტანცია. სამი დეპუტატი კენჭისყრაში ონლაინ ღებულობდა მონაწილეობას. 31 მარტის საკრებულომ მხარი დაუჭირა ააიპებში შიდა მუხლობრივ ცვლილებებსა და სამტრედიის ტერიტორიაზე განსახორციელებელი პროექტების დამტკიცებას. საკრებულოს დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხი მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამაში ცვლილების შეტანა იყო. საკრებულოს გადაწყვეტილებით, მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების თანხა, 250 ლარი, გარდა უპატრონო და იძულებით გადაადგილებული პირებისა, 2020 წლის 31 მარტიდან გადაეცემათ ასევე მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი, უკიდურესად შეჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დღეს, თანხმობა მისცა უკურნებელი სენით, მეოთხე და მესამე სტადიის მქონე ონკოლოგიური პაციენტებისთვის ერთჯერადად 150 ლარის ... ...
  • რა განსხვავებაა მოლეკულურ და სწრაფ ტესტებს შორისსაკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განმარტა, რა განსხვავებაა მოლეკულურ და სწრაფ ტესტებს შორის. „არსებობს კლასიკური მოლეკულური ტესტი, ის რასაც ლუგარის ლაბორატორია და ამ ეტაპზე ინფექციური საავადმყოფო, ქუთაისის და ბათუმის ფილიალები აკეთებს. ამ პროცესში ჩაერთო ერთ-ერთი კერძო ლაბორატორია თბილისში. ყველა ესენი სარგებლობენ პი-ჯი-ერ (პოლიმერაზა ჯაჭვური რეაქციის ტესტი) ტესტით. რომელიც არის ოქროს სტანდარტი დიაგნოსტიკაში. ძალიან ბევრი დაავადების და მათ შორის Covid-19-ის დიაგნოსტიკაში. ამ ტესტს სჭირდება რამდენიმე საათი, იმისთავის, რომ პასუხი მივიღოთ. ასევე არსებობს დაჩქარებული პოლიმერაზა ჯაჭვური რეაქციის დაჩქარებული ტესტები. ტესტირება ხდება კარტრიჯული სისტემით და არ სჭირდება მაღალი კლასის სპეციალისეტები. ეს აპარატი საქართველოში არის 50. გარდა ამისა, არსებობს სწრაფი ტესტები, რომლებიც უკვე შემოსულია საქართველოში. ეს იქნება ვალიდაციისთვის, რამდენად იმუშავებს ეს ტესტები. ეს ტესტი კარგია, მაგრამ სჭირდება აპარატი, რომელიც ტესტის შედეგს ხილულს ხდის. ეს არის სწრაფი ტესტი, ოღონდ ცოტა სხვა ტექნოლოგიებით გაკეთებული. ასევე არსებობს სწრაფი, მარტივი ტესტები, რომლებიც სისხლის წვეთით კეთდება. თუმცა არის ტესტები, რომლებიც ვენურ სისხლზე მუშაობს. ეს არის ანტისხეულების, ანუ ორგანიზმის პასუხის აღმომჩენი ტესტები. ასევე არის სწრაფი მარტივი ტესტი ანტიგენის აღმოჩენის, რომელიც მხოლოდ კორეას აქვს. კორეასთან მიდის მუშაობა, რადგან ამ ქვეყანასაც ეს ტესტები შეზღუდული რაოდენობით აქვს“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ. იმნაძემ აღნიშნა, რომ  კორონავირუსის დამდგენი ტესტებით მსოფლიო ბაზარი სავსეა,  თუმცა, შერჩევას დიდი სიფრთხილე ... ...
  • ლანჩხუთის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გაცემა დაიწყოლანჩხუთში, სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების მშობლებისთვის პროდუქტების გაცემა დაიწყო და როფორც ცენტრის ხელმძღვანელი ნატა კობალავა ამბობს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მაქსიმალურად გათვალისწინებულია რეკომენდაციები და დაცულია უსაფრთხოების წესები. მისივე ინფორმაციით, თითოეული აღსაზრდელის მშობელი მათსავე ბაღში მიიღებს განკუთვნილ ... ...
  • ლევან რატიანი: ამ ეტაპზე ომში მეტწილად გავიმარჯვეთდღეს ძალიან ბედნიერია მთელი ჩვენი კლინიკა, რადგან ომში მეტწილად გავიმარჯვეთ და პაციენტის, რომელიც კრიტიკული მდგომარეობით იყო შემოსული, მდგომარეობა გაუბჯობესდა და არის კონტაქტური, _ ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. ლევან რატიანის თქმით, აღნიშნულ პაციენტს აღენიშნებოდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი და ყველა გართულება, რაც ამ დაავადებისა და კორონავირუსისთვის არის დამახასიათებელი. „ამ ეტაპზე უნდა გითხრათ, რომ ომში მეტწილად გავიმარჯვეთ, ვინაიდან პაციენტი გახდა კონტაქტური, ადექვატური და დღის ბოლომდე შეიძლება იგი აპარატიდან მოიხსნას. რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, რომელიც არის კოვიდინფიცირებული, აქვს გულის უკმარისობა და ამავდროულად ასაკი, ამ ქალბატონის შესახებაც მინდა გითხრათ, რომ ჩატარებული კვლევებითა და სუბიექტურ-ობიექტური მონაცემებით, დადებითი დინამიკაა მიღწეული და გამარტივდა სუნთქვის პარამეტრები. კიდევ ერთი გამარჯვებაა ის, რომ ამ ეტაპამდე ქალბატონი ცოცხალია, ვიტალური ფუნქციები უკეთესია, იმედია ასე გაგრძელდება და რამდენიმე დღეში ეს პაციენტიც მოიხსნება აპარატიდან“, - განაცხადა ლევან ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...