რას ჰყვებიან პოლიციელების ცემაში ბრალდებულები და ვის ჰქონდა მათი დაჭერის ინტერესი

gurianews.com

მთავარი თემა

რას ჰყვებიან პოლიციელების ცემაში ბრალდებულები და ვის ჰქონდა მათი დაჭერის ინტერესი

2017 აგვ 17 21:15:34

„...პოლიციელმა ავთანდილ ვეფხვაძემ მკაფიოდ და გარკვევით განმარტა, რომ გაგვაჩერა პოლიციის უფროსის დავით გიგაშვილის დავალებით და უნდა გადავეყვანეთ ზესტაფონის რაიონულ სამართველოში. იქცეოდნენ აგრესიულად და მეტყველებდნენ გამომწვევად...“

„დაეგდე მანქანაში არავინ გკითხავს შენ აქ რა ხდება“-ო, რის შემდეგაც თავი თავზე მომადო, გადახტა უკან და დაიწყო ყვირილი: „თავი ვის ჩაარტყი, ბიჭო, პოლიციელები ვართ, არავიში შეგეშალოთ“-ო. სასწრაფოდ დავილაგე ხელები უკან, მივეყუდე მანქანას და ვუთხარი ნუ ინტრიგნობდა...“

„მომიქნია მარჯვენა ხელი რომელიც ავიცდინე და მხოლოდ მცირედ მომხვდა მარცხენა ყურთან. ჩამავლო ხელი გულმკერდის არეში ტანსაცმელზე და დამიწყო ნჯღრევა, თან ციხეში დალპობით მემუქრებოდა. მეუბნებოდა, რომ ციხეში მისი მეგობრები მომივლიდნენ როგორც საჭირო იყო“, _ ამის შესახებ 2017 წლის 13 იანვარს, ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩაზე, პოლიციელებსა და მოქალქეებს შორის მომხდარი შელაპარაკების საქმეზე ბრალდებული მერაბ ხიდაშელი „გურია ნიუსთან“ საუბრისას  აცხადებს.

მისივე თქმით, ის და გურამ ცხადაძე უდანაშაულოები არიან და ზესტაფონის რაიონული სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებმა პროვოკაცია მოაწყვეს.

როგორც „გურია ნიუსი“ ცოტა ხნის წინ წერდა, საქმეზე უკვე დაკითხულები არიან დაზარალებულად ცნობილი პოლიციელები ავთანდილ ვეფხვაძე და დავით ნაკაშიძე, ასევე,  თვითმხილველი მოწმეების ნაწილი.

კონფლიქტის განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ დაზარალებულად ცნობილი პოლიციელები. როგორც ავთანდილ ვეფხვაძემ და დავით ნაკაშიძემ სასამართლოში დაკითხვისას განაცხადეს, პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც მათი  დაზიანებები მოჰყვა. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის, დავით ნაკაშიძის თვალბუდის არის, ხოლო ამავე სამმართველოს მეორე პოლიციელის, ავთანდილ ვეფხვაძის სამსახურებრივი მაისურის დაზიანება.

ჩვენებები, რომელიც „გურია ნიუსმა“ ექსკლუზიურად სასამართლო სხდომაზე მოიპოვა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე უკვე შემოგთავაზეთ (იხილეთ ვიდეო ჩანაწერები).

აქვე განვმარტავთ, რომ „გურია ნიუსს“ აქვს ყველა მოწმის სასამართლოზე მიცემული ჩვენების ამსახველი ფოტო და აუდიო მასალაც.

რას აცხადებენ საქმეში ბრალდებული პირები, რა დაინტერესება ჰქონდა პოლიციას მათ მიმართ და როგორია მათი მოლოდინი, ამ საკითხზე „გურია ნიუსი“ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ცემაში ბრალდებულებს, მერაბ ხიდაშელს და გურამ ცხადაძეს ესაუბრა. ორივე მათგანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ სიმართლეს სასამართლოში დაამტკიცებენ.

როგორც მერაბ ხიდაშელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, პოლიციელები, რომლებიც მოწმეებად დაკითხეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში, ცრუობენ. მისივე განმარტებით, გურამ ცხადაძის ავტომანქანა  2017 წლის 13 იანვარს ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩაზე პოლიციელებმა დავით ნაკაშიძემ და ავთანდილ ვეფხვაძემ არა დარღვევისთვის, არამედ, ზესტაფონის რაიონული პოლიციის უფროსის, დავით გიგაშვილის დავალებით გააჩერეს, რადგან გიგაშვილს ხიდაშლის დაკავების ინტერესი ჰქონდა.

მერაბ ხიდაშელი „გურია ნიუსთან“ საუბრისას დეტალურად იხსენებს 13 იანვრის დღეს განვითარებულ მოვლენებს და ამბობს, რომ პოლიციელები ნაკაშიძე და ვეფხვაძე მათ თავიდანვე აგრესიულად ესუბრებოდნენ და დაკავებით ემუქრებოდნენ.

„13 იანვარს, მე, გურამ ცხადაძე, დედამისი, მისი მცირეწლოვანი შვილი და ძმა წავედით ზესტაფონის აგრარულ ბაზარში სურსათის საყიდლად. იქედან რომ ვბრუნდებოდით, ჭანტურიას ქუჩაზე იყო საცობი. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვიდექით რიგში, რომ როგორმე ავტომანქანების მწკრივში ჩავმდგარიყავით. გზა დაგვითმო შემხვედრმა ავტომობილმა, რის შემდეგაც დავიწყეთ მოძრაობა ჭანტურიას ქუჩაზე სამკერვალო ფაბრიკის მიმართულებით. ამ დროს, გაგვაჩერეს პოლიციელებმა და მძღოლს, გურამ ცხადაძეს მოთხოვეს საბუთები. აღმოჩნდა, რომ საბუთები მას ქურთუკის ჯიბეში, სახლში დარჩა. პოლიციელებს კითხა, რაში იყო საქმე და რა მიზეზით გააჩერეს. ავთანდილ ვეფხვაძემ მკაფიოდ და გარკვევით განმარტა, რომ გაგვაჩერა პოლიციის უფროსის დავით გიგაშვილის დავალებით და უნდა გადავეყვანეთ ზესტაფონის რაიონულ სამართველოში. იქცეოდნენ აგრესიულად და მეტყველებდნენ გამომწვევად. წამიერად ჩემთვის გასაგები გახდა მათი აგრესიის მიზეზი, რაზედაც ქვემოთ მოგახსენებთ. გურამმა უთხრა, რომ მანქანაში იყო მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ატირდა პოლიციელებთან საუბრის დროს და შეუძლებელი გახდა მისი დაწყნარება. გურამმა შესთავაზა პოლიციელებს რომ საკუთარი ნებით გაყვებოდა სამმართველოში ადმინისტრაციული ჯარიმის დასაწერად და დასამალი არაფერი ჰქონდა, რაზეც პოლიციელებმა მოუმატეს აგრესიულ საუბარს. ორივენი ერთად, ნაკაშიძეც და ვეფხვაძეც ხმამაღალი ტონით ცდილობდნენ გურამის მანქანიდან გადაყვანას, სტაცეს ქამარში ხელი და ექაჩებოდნენ, რომ გადაეთრიათ ძირს, რაზეც ბავშვი ფაქტიურად ჩაბჟრდა. პოლიციელების აგრესიული ქმედებები გაგრძელდა დაახლოებით, 2-3 წუთის განმავლობაში“, _ აღნიშნავს ხიდაშელი.

ანაგლოგიურად ყვება 13 იანვარს განვითარებულ მოვლენებს გურამ ცხადაძეც. როგორც მან „გურია ნიუსს“ უთხრა, მას პოლიციელები ურტყამდნენ „ვითომ ჩავლების მიზნით“ და  ცდილობდნენ მანქანიდან გადაეთრიათ. E

ეს აქტიობა ხდებოდა მონაცვლეობით, ერთ-ერთი მათგანი გამუდმებით ესაუბრებოდა ტელეფონით პოლიციის უფროს გიგაშვილს, უფრო ხშირად ავთანდილ ვეფხვაძე და ასრულებდენ ზუსტად იმ დავალებას, რასაც გიგაშვილი კარნახობდა“, _ ამბობენ ბრალდებულები.

როგორც მერაბ ხიდაშელი ამბობს,  ამ ქმედების შემდეგ, შეუძლებელი იყო ავტომანქანაში გაჩერება და ის თავისივე სურვილით გადავიდა მანქანიდან, რომ პოლიციელებს გასაუბრებოდა.

ბავშვის შემხედვარე ვეღარ მოვითმინე და მანქანიდან გადავედი, მივედი მათთან და მოვუწოდე დაწყნარებულიყვნენ, რადგან საჩხუბარ მიზეზს ვერ ვხედავდი. ისედაც საცობი იყო და ამ ჩოჩქოლზე ხალხი მოგროვდა. ავთანდილ ვეფხვაძე შემომატრიალა და ღრიალი მითხრა: დაეგდე მანქანაში, არავინ არ გკითხავს შენ აქ რა ხდება“-ო, რის შედეგაც თავი თავზე მომადო, გადახტა უკან და დაიწყო ყვირილი თავი ვის ჩაარტყი, ბიჭო, პოლიციელები ვართ, არავიში შეგეშალოთ“-ო. სასწრაფოდ დავილაგე ხელები უკან, მივეყუდე მანქანას და ვუთხარი რომ ნუ ინტრიგნობდა,

ამის შემდეგ, ვეფხვაძემ მომიქნია მარჯვენა ხელი რომელიც, ავიცდინე და მხოლოდ მცირედ მომხვდა მარცხენა ყურთან. ჩამავლო ხელი გულმკერდის არეში ტანსაცმელზე და დამიწყო ნჯღრევა, თან ციხეში დალპობით მემუქრებოდა. მეუბნებოდა, რომ ციხეში მისი მეგობრები მომივლიდნენ როგორც საჭირო იყო.

ხელით მოვიშორე, რის შემდეგაც, უკან მოგროვებულნი პოლიციელები: ზურაბ გაჩეჩილაძე, მამუკა მელაძე, ზურაბ კოსინენკო, გიგა ფანჩულიძე, ჯუღელი, კახა ქარდავა და კიდევ ერთი პოლიციელი, რომლის გვარიც არ მახსოვს მომვარდნენ და დამაკავეს. ჯუღელი და ქარდავა პროკურატურის მიერ შეკერილ საქმეში არ ფიგურირებენ საერთოდ ვითომც იქ არ ყოფილან, არადა ქარდავა აწარმოებდა ინტენსიურ ვიდეო გადაღებას, მთელი ეს პროცესი გადაღებული აქვს თავისი ტელეფონით, რომელიც ნანახი აქვს პოლიციას. მეტიც, ეს ვიდეო მოგვიანები მსჯავრდებულ დავით მგალობლიშვილს აყურებინა და უთხრა, არჩადენილ დანაშაულს თუ არ აღიარებდა, ჩვენზე უარესს დამართებდნენ.

მყისიერად მომახტნენ ზურგზე და დამაგდეს ძირს წვიმაში წყლის გუბეში ფაქტიურად სუნთქვის წყარო ჩამეკეტა. დაახლოებით, სამი ოთხჯერ მოვახერხე წამოდგომა და ისევ  ძირს მაგდებდნენ, ვუყვიროდი რომ მანქანაში ჩავესვი, რადგან ამ ყველაფერს  უამრავი ხალხი უყურებდა და მათ მაგივრად მრცხვენოდა.

მთელი ძალით მანქანის კარებისაკენ ვიწეოდი. ჰაილუქსის“ მარკის მანქანა იყო პოლიციის, რომელშიც ჩემი ნებით ჩავჯექი. გვერდით მომიჯდა ვეფხვაძე, საჭესთან დაჯდა დავით ნაკაშიძე და არა ზურაბ კოსინენკო, რომელიც სასამართლოში გულმოდგინედ ამტკიცებდა, რომ მან მიმიყვანა თითქოს პოლიციაში და წავედით სამართველოში“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას ხიდაშელმა.

რაც შეეხება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში განვითარებულ მოვლენებს, როგორც მერაბ ხიდაშელი იხსენებს, მას სამმართველოში არა მარტო გამომძიებელი, პროკურორი და სხვა პოლიციელები, არამედ პოლიციის უფროსი დავით გიგაშვილიც შეხვდა, რომელიც, მისივე თქმით, „ცინიკურად და გამომწვევად“ ესაუბრა.

„ამიყვანეს მეორე სართულზე. შემიყვანეს ერთ-ერთ ოთახში. შემოვარდა გიგაშვილი და მკითხა თუUრა მოხდა. ვუთხარი, რომ მოძალადე პოლიციელებით არის სავსე ესტაფონის სამმართველო-მეთქი. თავიდან ბოლომდე ტალახში ვიყავი ამოსვრილი... ამის შემდეგ, ამოიღო ტელეფონი გადამიღო სურათი და გავიდა ოთახიდან. შემდეგ შემოვიდა ჩემთან პროკურორი კობა სირაძე და მკითხა რას გერჩოდნენ პოლიციელებიო? საშინლად ამოსვრილი და ნაცემ-ნაბეგვი რომ ვიყავი, მეტყობოდა. პროკურორს, რა თქმა უნდა, მოვუყევი რაც მოხდა“, _ ამბობს ხიდაშელი.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ის პროკურორ კობა სირაძეს ესაუბრა, ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა. როგორც ხიდაშელი ამბობს, სირაძე მასთან საუბრის შემდეგ შევიდა პოლიციის უფროსთან და სავარაუდოდ უთხრა, თუ ამათ არ დაიჭერ, პოლიციელებს დაიჭერენო. მისივე თქმით, ამის შემდეგ მას ხელბორკილი დაადეს, ხოლო გურამ ცხადაძეს, რომელიც მისი ამბის საკითხავად მივიდა პოლიციის სამმართველოში, გამოუცხადეს, რომ ისიც ბრალდებულის სახით არის დაკავებული.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ჰქონდა ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უფროსს დავით გიგაშვილს ხიდაშელის და ცხადაძის დაკავების ინტერესი, ხიდაშელი ამბობს, რომ ყველაფერი გაცილებით ადრე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში დაიწყო.

„ყველა დანაშაულს აუცილებლად სჭირდება მოტივი, სწორედ ამ მოტივზე ვესაუბრე პროკურორ სირაძეს და განვუმარტე, რომ გიგაშვილს ჩემი დაკავების ინტერესი ჰქონდა. კერძოდ,  2016 წლის 1 ოქტომბერს, დავით გიგაშვილს ვინმე ქართლოს პერანიძემ, რომელიც იყო  დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ილია კოკაიას საარჩევნო შტაბში კოორდინატორების უფროსი, გადაუგზავნა ჩემი ავტომობილის ფოტოსურათი და უთხრა, რომ ეს მანქანა სვირში დადიოდა და ხევდა ილია კოკაიას საარჩევნო პლაკატებს. ამის შემდეგ, ათი შეიარაღებული კაცით გამოვარდა გიგაშვილი და შემომესივნენ სოფელ სვირის გადასახვევთან მაღაზიის წინ. მოვარდა და მთხოვა საბუთები. გვერდით ედგა მისი პირველი მოადგილე შოთა ფორჩხიძე. მივაწოდე საბუთები და ვკითხე, რა ხდებოდა, რაზეც მიპასუხა ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ და დამატებით ისიც, რომ თვითონ პერანიძემ დამინახა როგორ ჩამოვხიე პლაკატი. პერანიძე არის პოლიციელი მამუკა მელაძის მამიდაშვილი, რომელიც ჩვენს საქმეში მოწმედ გამოდის. რა თქმა უნდა, გამეცინა და ვუთხარი, რომ ეგეთ შემთხვევაში რაიმე მტკიცებულება უნდა ჰქონოდათ, რომ ნამდვილად მე ჩამოვხიე ვინმეს პლაკატი, თუნდაც ფოტოსურათი გადაეღოთ ჩემთვის ამ ჩამოხევის მომენტში. ვუთხარი, რომ ჩემი საქმე არ იყო პლაკატის გაკვრა ან ჩამოხევა და მშვიდობიანი აპოლიტიკიური მოქალაქე ვიყავი. ჩემს დანაშაულს რომ ვერაფრით ამტკიცებდა,

გიგაშვილმა ყვირილი დაიწყო, პოლიციელების წინააღმდეგობისთვის დააკავეთო. ვუთხარი, ჯერ წინააღმდეგობის არსი განმიმარტე და ჩემი ნებით წამოვალ განყოფილებაში-მეთქი. პოლიციელები იქცეოდნენ საკმაოდ დარცხვენილად, არ უნდოდათ ჩემთვის ხელის მოკიდება და არც არავის მოუკიდია. უხეხულობის გასანეიტრალებლად თვითონOვკითხე რომელ მანქანაში დავმჯდარიყავი, მიმანიშნა ერთ-ერთ მანქანაზე, გამოვაღე კარი და მძღოლის სავარძლის უკან დავჯექი. მანქანაში ვიჯექი მარტო, დაახლოებით, 2 წუთი. მოვიხედე და დავინახე, რომ ჩემს გვერდით, სავარძელზე იდო დატენილი კალაშნიკოვის მარკის ... სისტემის ავტომატი. არც დავფიქრებულვარ, გამოვაღე ავტომანქანის კარი და დავუძახე გიგაშვილს, დამნაშავისათვისდატენილი ავტომატის ხელში მიცემა უარესი დანაშაულია, ვიდრე ის, რისთვისაც მიჭერ-მეთქი. ვეღარ მოვითმინე და სხვა სალანძღავი სიტყვებიც არ დავიშურე, კერძოდ ყურადღებას ვამახვილებდი მის არაკომპეტენტურობაზე, არაპროფესიონალიზმზე... არცკი დაფიქრებულან, ისე გადმომიყვანეს მანქანიდან და გამომიშვეს“, _ იხსენებს ხიდაშელი.

მისივე თქმით, ამ ფაქტის შემდგომ პოლიციელებმა რამდენჯერმე გააფრთხილეს, რომ დავით გიგაშვილი პროვოკაციის მოწყობას გეგმავდა, რის შესახებაც გააფრთხილა სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი და რაიონის პოლიტიკური თანამდებობის პირები.

მიპასუხეს, რომ მსგავს რამეს გიგაშვილი ვერ გაბედავდა.Eეს ყველაფერი, 13 იანვრის განვითარებული მოვლენების შემდეგ, რა თქმა უნდა, უფრო დეტალურად და დაწვრილებით მოვუყევი პროკურორ სირაძეს, რომელმაც მყისიერად აცნობა გიგაშვილს და უთხრა, რომ მონათხრობზე რეაგირება რომ არ მოეხდინა პროკურატურას, ამისათვის საჭირო იყო ჩემი მყისიერი დაპატიმრება, თუნდაც ცრუ ბრალდებით“, _ განაცხადა ხიდაშელმა „გურია ნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ხიდაშელის თქმით, ამის შემდეგ გიგაშვილმა ის კიდევ ერთხელ მოინახულა პოლიციის სამმართველოში და დაემუქრა კიდეც.

„შემოვარდა ჩემთან ოთახში გიგაშვილი და მითხრა: რა მოუყევი, ბიჭო, შენ პროკურორს. მე შენ მაშინ ჯიგრულად გაგიშვი, რამე რომ მდომოდა შენგან, ეზოს და ჯიბეებს იარაღით და წამლით გაგივსებდი“-ო. რა თქმა უნდა, ვიკამათეთ. მის პარალელურად სამმართველოს ფოიეში პროკურორი სირაძე ცხადაძის თანდასწრებით ეკითხებოდა პოლიციელებს ცხადაძის ბრალეულობასთან დაკავშირებით. ყველა პოლიციელი ერთხმად აღნიშნავდა, რომ მთელი კონფლიქტის მანძილზე ცხადაძეს ხელში ეჭირა ატირებული, ჩაბჟირებული შვილი და ფაქტიურად ადგილიდან არ განძრეულა. შეიკეტნენ გიგაშვილის კაბინეტში ველანი ერთად, მცირე თათბირის შემდეგ ჩაირბინა ფოიეში ვეფხვაძემ და ყველას თვალწინ დაადო ხელბორკილი გურამ ცხადაძეს ვითომ და დააკავეს ჭანტურიას ქუჩაზე. არადა, ის კაცი თავის ფეხით მოვიდა სამმართველოში“, _ ამბობს ხიდაშელი.

ფაქტს ასევე ადასტურებს, საქმეზე ბრალდებული გურამ ცხადაძეც. მისი თქმით, 13 იანვარს, ჭანტურიას ქუჩაზე ის არავის დაუკავებია. მეტიც, თავისივე ფეხით მივიდა პოლიციის სამმართველოში მერაბ ხიდაშლის ამბის საკითხავად, საკუთარი ავტომობილით. დაახლოებით,  15 წუთის მერე უთხრეს, რომ დაკავებული იყო ბრალდბულის სახით პოლიციის დაუმორჩილებლობისა და წინააღმეგობის გაწევისთვის. როგორც ცხადაძე ასევე ხიდაშელი აღნიშნავს, რომ მათთვის არავის განუმარტავს ბრალდებულის უფლებები, რითაც პოლიციამ კანონი დაარღვია.

მერაბ ხიდაშელი ამბობს, რომ პროცესუალური დარღვევებისა და პოლიციელების უკანონო ქმედებების შესახებ დაწვრილებით მოუყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციის და ქუთაისის საოლქო პროკურატურის გამომძიებლებსა და თანამდებობის პირებს. თუმცა, არცერთ უწყებას ამ დრომდე რეაგირება არ მოუხდენია.

შსს-ს გენინსპექციაში უწყების ხელმძღვანელის მოადგილის, ვარლამ ხათრიძის ოფისში უშუალოდ ვინც მკითხავდა ისიც „დაზარალებული“ პოლიციელის, ავთანდილ ვეფხვაძის მამიდაშვილი ყოფილა - ბექა ედიბერიძე, რის შესახებაც მოგვიანებით შევიტყვე. შესაბამისად, ედიბერიძემ, რა თქმა უნდა, მყისიერად აცნობა ვეფხვაძეს და გაანადგურეს ყველანაირი მტკიცებულება საკუთარი ტელეფონებიდან და იმ ადგილიდან, სადაც შემთხვევა მოხდა. მეტიც, ედიბერიძის კომპიუტერში ინახება ჩემი ცემის ვიდეომასალა, რომელიც პოლიციელებმა გადაიღეს. ამის მოწმეც არსებობს, რომელსაც ედიბერიძესთან ეს ვიდეო ნანახი აქვს. შესაბამისად, იმის თქმა რომ არავის უნახავს ჩემი დაკავების კადრები, სისულელეა. გარდა ამისა, შეგიძლიათ თქვენც გადაამოწმოთ და ნახოთ, რომ შემთხვევის ადგილზე ოთხი სათვალთავლო კამერაა, რომელიც უყურებს უშუალოდ კონფლიქტის ადგილს, თუმცა ყველგან წაშალეს ფირები და არცერთი ვიდეოჩანაწერი საქმეში არ დევს. ობიექტების მეპატრონეები, სადაც კამერებია დამონტაჟებული, პირად საუბრებში ადასტურებენ რომ ნამდვილად იყვნენ პოლიციელები იმავე დღეს, 13 იანვარს მისულები და გაანადგურეს ფირები, მაგრამ პოლიციის შიშით, სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარს ამბობენ. ჩემი სიტყვების დასტურად ისიც კმარა, რომ გამომძიებელ ლაშა პირველაშვილს არ მიუმართავს ოფიციალური მოთხოვნით კამერების ჩანაწერების თაობაზე არცერთი მეპატრონისათვის, რადგან ზუსტად იცოდა რომ მათი საწინააღმდეგო კადრები იყო და საქმეში მისი ჩადება პირდაპირ გამოიწვევდა არა მარტო პოლიციელთა, არამედ, უფრო მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას.

სამმართველოში დამონტაჟებულ კამერებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს ფირებიც გააქრეს. მეტიც, შოთა ფორჩხიძის და დავით გიგაშვილის მტკიცებით, არ იციან ეს კამერები რისთვისაა დამონტაჟებული, ეს მათ სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადეს. ხოლო გამომძიებელი ლაშა პირველაშვილი ამბობს, რომ ონალაინში უყურებენ კამერებს და მონიტორნიგი არ მიმდინარეობს; შესაბამისად, ჩანაწერებს ვერ მომცემენ. იმის დასტურად, რომ ჩემი მონათხრობი სრული სიმართლის არასრული ვერსიაა მოვიყვან იმ გარემოებას, რომ ამ ყველაფერზე დეტალური ჩვენება მივეცი პროკურატურას და გენინსპექციას. არანაირი რეაგირება და საგამოძიებო სამუშაოები არ ჩატარებულა მათი მხრიდან, როგორც უკვე მოგახსენეთ. შსს-ს გენინსპექციიდან მთავარ პროკურატურაში გადამამისამართეს და მითხრეს, რომ პოლიციელების დანაშაულებირვ ქმედებას ისინი გამოიძიებდნენ. თუმცა, საბოლოოდ, როგორც გენინსპექციიდან, ასევე მთავარი პროკურატურიდანაც მივიღე პასუხი, რომ ჩემს მონათხრობში, რასაც მე ზესტაფონის რაიონული პოლიციის თანამშრომლებზე ვყვებოდი, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს. არადა, საქმე გვაქვს კარგად ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან, რომლებსაც, სამწუხაროდ, ჩვენი მწირი ბიუჯეტიდან ხელფასებს ვუხდით იმისათვის, რომ კრიმინალური საქმიანობა გააგრძელონ და უდანაშაულო ხალხი ციხეში გამოამწყვდიონ“, _ განაცხადა მერაბ ხიდაშელმა „გურია ნიუსთან“ ექსკლზიურ ინტერვიუში.

საკუთარი პოზიციის დაფიქსირება „გურია ნიუსმა“ პროკურორებს კობა სირაძესა და გიორგი ავალიშვილსაც სთხოვა, თუმცა, ორივე მათგანი აცხადებს რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მათ კომენტარის გაკეთება არ სურთ.

შეგახსენებთ, რომ პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმის განხილვას ზესტაფონის რაიონული სასამართლო 13 სექტემბრიდან გააგრძელებს. მანამდე, საქმეში ბრალდებული პირები, გურამ ცხადაძე და მერაბ ხიდაშელი 5 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლებულები არიან. „გურია ნიუსი“ პროცესის მიმდინარეობას აკვირდება და დამატებით ინფორმაციებს მოგვიანებითაც შემოგთავაზებთ.

რას ყვებიან მოწმეები „ნაცემი პოლიციელების“ საქმეზე და თავად რა პოზიცია აქვთ დაზარალებულებს, ამაზე შეგიძლიათ იხილოთ „გურია ნიუსის“ სტატიები:

დამარცვლით გვაგინეს“ _ რას ჰყვებიან დაზარალებულად ცნობილი პოლიციელები (ვიდეო)

რას ყვებიან მოწმეები „ნაცემი პოლიციელების“ საქმეზე (ექსკლუზივი)


ნახვა: 595


 ახალი ამბები
  • "ტოტალური კორუფცია საგზაო დეპარტამენტში" _ ბრალდებებს დეპარტამენტის თავმჯდომარე პასუხობს,,ევროპული საქართველოს“ წერი ირმა ნადირაშვილი საგზაო დეპარტამენტის თავმჯომარესა და მოადგილეებს კორუფციაში ადანაშაულებს. როგორც ნადირაშვილი აცხადებს, უწყებაში ფულის კეთების მძლავრი მექანიზმი არსებობს. ,,საგზაო დეპარტამენტში მაღალი დონის ტოტალური კორუფცია არსებობს, უწყებაში მუშაობს ფულის კეთების ძალიან ორიგინალური  სქემა, როდესაც  დეპარტამენტის მაღალჩინოსნები მასობრივად  გადადიან სამუშაოდ იმ კომპანიებში, კერძო კომპანიებში, რომელთაც ამავე დეპარტამენტის ტენდერები აქვთ მოგებული. მაგალითად, ზაზა  სიმონია, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე სამუშაოდ გადავიდა  ჩინურ კომპანია ,,სინო ჰიდროში“. ამ კომპანიამ  253 მილიონიანი ტენდერი მოიგო, მეორე მოადგილე ირაკლი ხერგიანი ასევე გადავიდა კომპანიაში ,,დოჰვა ინჟინერინგში“, გივი ჩოჩია სამუშაოდ გადავიდა თურქულ კომპანიაში, რომელიც ასევე არა ერთ ტენდერშია გამარჯვებული და მათ შორის ბათუმის შემოვლით გზას აშენებს. საგანგაშო ფაქტი გახლავთ ის, რომ ეს ადამიანები იყვნენ სატენდერო  კომისიის წევრები და უშუალოდ მიიღეს გადაწყვეტილება ტენდერში გაემარჯვა იმ კომპანიებს, სადაც შემდგომში სამუშაოდ გადავიდნენ. ეს სქემა თავისუფლად შეგვიძლია ჩავთალოთ დეპარტამენტის თავმჯდომარის ბატონი  სეთურიძის ფულის კეთების ნოუ ჰაუთ“, - განაცხადა ნადირაშვილმა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე  ,,გურია ნიუსთან“ საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. ,,ჩვენთვის ცნობილია იმ დაინტერესებულ პირთა ჯგუფების შესახებ, რომლებიც  რამდენიმე კვირაა მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევიან. ბრალდებები, რომლებზეც ისინი საუბრობენ, მინდა გითხრათ, რომ არ არღვევს არანაირ კანონს და საფუძველს მოკლებულია. აქ ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება სხვა ბრალდებებს, ბევრჯერ გავეცი პასუხი. ასე რომ, მინდა დაგიდატუროთ, თუ ვინმეს ეჩვენება, რომ რაიმე  არასწორად ხდება, ამას  მუდამ  დიდი ინტერესით განვიხილათ, მაგრამ ცილისწამებაზე, რომელიც ფაქტებს მოკლებულია, კომეტარს ვერ გავაკეთებ. ძალიან ბევრი რანგის თანამდებობის პირი  გადასულია კერძო კომპანებში სხვადასხვა დროს, მათ შორის, ისინი, ვინც ამ ბინძურ კამპანიაში არიან ჩართულები, მაგრამ მინდა გითხრათ,  რომ არც ერთ შემთხვევაში კანონი არ დარღვეულა და ეს არის სპეკულაციის საგანი, რომელიც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია“ , _ განაცხადა ,,გურია ნიუსთან“  გიორგი ... ...
  • „შარაშენიძე ნაციონალური პროდუქტია და სამსახურიდან „ოცნების“ მხარდაჭერისთვის გამათავისუფლა“დღეს, ოზურგეთში, დემოკრატიული  ჩართულობის ცენტრში, ბრიფინგი გამართა ეკა ნინიძემ, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კოტე შარაშენიძემ ახლახან სამსახურიდან გაათავისუფლა. ბრიფინგს ჟურნალისტები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. _ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და უკანონოდ გამათავისუფლეს სამსახურიდან. ორი მუნიციპალიტეტის შერწყმა საინტერესო პროცესია და როგორც შრომის კოდექსი ითვალისწინებს, შერწყმის პროცესში მოხდა სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანებაც. ამიტომ ორი თანამდებობის პირიდან ერთ-ერთი მაინც უნდა დანიშნულიყო. ასევე, უნდა მომხდარიყო შეთავაზება, თუმცა, არცერთი ეს არ მომხდარა და მერმა, ერთი ხელის მოსმით, ცრუ საფუძველზე გამათავისუფლა.  კოტე შარაშენიძის სლოგანი _ „მეგობარი მერი“, ასე „მეგობრულად“ გამოიხატა ჩემ მიმართ. მე მარტო არ ვარ, ჩემ გვერდითაა მოქალაქეთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, დიდი გუნდი, რომელთაც ადარდებთ ოზურგეთის ყოფა. სამართლებრივი გზით გავაგრძელებ ბრძოლას, _  თქვა ნინიძემ. მან, ასევე, დეტალურად ისაუბრა   გათავისუფლების მოტივის სრულ სიცრუეზე. კერძოდ, ის ფაქტი, რომ 12 თებერვალს დაწერეს ნინიძის გათავისუფლების ბრძანება, თითქოსდა, რეორგანიზაციის საფუძველზე,  მტკნარი სიცრუეა.  საერთოდ არ არის დასრულებული ეს რეორგანიზაცია. პარალიზებულია მთელი სტრუქტურები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ისეთ სენსიტიურ თემაზე, როგორიცაა ბავშვები. _რა რეორგანიზაციის დასრულებაზე საუბრობს მერი? კოტე შარაშენიძემ  ერთადერთი ქმედება, რაც წარმატებით განახორციელა მოსვლის დღიდან, ეს არის საკუთარი სიძისთვის 30 ათასი ლარის გადარიცხვა,  ეს კი მოახერხა, _ აღნიშნა ნინიძემ. ეკა ნინიძემ გაიხსენა 9 თებერვალი, როცა ის ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ სამსახურში გავიდა და  შარაშენიძემ იმ დღესვე აუდიტის  სამსახურის უფროსი და იურიდიული სამსახურის წარმომადგენელი გაუგზავნა. _ ეს პირები, ძალიანაც რომ სდომებოდათ,  უკან ხელცარიელი  ვერ დაბრუნდებოდნენ.  ამიტომ მიზეზად წამომიყენეს ასეთი რამ, 11 დეკემბერს რატომ არ გვაცნობე, თუ 12-ში საავადმყოფოში წვებოდიო. თუმცა ასეთ არასერიოზულ კითხვაზე უნდა ვუპასუხო, რომ  განგებასთან არ მაქვს ხელშეკრულება დადებული და არ ვიცოდი, ასე მძიმედ თუ გავხდებოდი ავად. ყველამ იცით, რომ ერთი კვირის განმავლობაში სასუნთქ აპარატზე ვიყავი შეერთებული.  ჩემთვის პირველი არ არის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება. 2012 წელს გამათავისუფლეს იმის გამო, „ოცნების“ მიტინგზე რატომ იყავიო. ახლა „ოცნება“ ოცნებისთვის მათავისუფლებს. რევოლუცია არ მომხდარა, რომ 2017 წელს ხელისუფლება შეცვლილიყო, ამიტომ მიკვირს და ვერ გავიგე ეს განტოლება. ხელისუფლებაში  „ნაციონალური“  ძალა მოვიდა, ასე გამოდის, _ დაასრულა ნინიძემ. ბრიფინგზე არაერთი კითხვა დაისვა. მათ შორის, ვის და რას გულისხმობს ეკა  ნინიძე „ნაციონალების“ მოსვლაში. _ მე ვიყავი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის მხარდამჭერი. ხელისუფლებაში „ნაციონალების“ მოსვლაში ვგულისხმობ იმას, რომ კოტე შარაშენიძე არის „ნაციონალური“ პროდუქტი.  მან სული მიყიდა „ნაციონალებს“.   წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირად ვერ გაიმარჯვებდა. გადახედეთ მის საარჩევნო შტაბს, ვინ იყვნენ იქ? თავართქილაძე, ბოლქვაძე, მამეიშვილი _ „ნაციონალების“ მთელი გუნდი.  ამიტომ ვამბობ, რომ სამსახურიდან  „ოცნების“ კანდიდატის მხარდაჭერისთვის გამიშვეს, ამიტომ მდევნიან, თუმცა, ვიმეორებ, ვაგრძელებ ბრძოლას სამართლებრივი გზით, _ უპასუხა მან  ჟურნალისტებს. ბრიფინგზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა   დამფუძნებელმა ოზურგეთში ნუგზარ გიორგაძემ.  მან მადლობა გადაუხადა ეკა ნინიძეს აქტიურობისთვის. ამასთანავე ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას  მისამართით კრიტიკა არ დაიშურა: _ აქამდე უნდა გაეკეთებინა განცხადება საკრებულოს თავმჯდომარეს და გამოეთქვა მხარდაჭერა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სახელმწიფოს გვერდით იდგნენ არჩევნებზე, მხარს უჭერდნენ „ქართულ ოცნებას“ და დღეს ამის გამო,  შარაშენიძე სამსახურიდან ათავისუფლებს. თქვენ, ვისაც უსამართლოდ მოგექცნენ, აუცილებლად უნდა შეადგინოთ პეტიცია ხელისუფლების მისამართით. საკრებულოში ხომ დღეს თქვენ მიერ მიცემული ნდობის მანდატით  სხედან? _ მიმართა მან ნინიძეს. თავის მხრივ, ეკა ნინიძემ განმარტა,  რომ მისი კომპეტენცია არ არის არჩევნების შედეგების შეჯამება. _ ვიცი ესეც, რომ საკრებულოში სხედან ჩვენგან მიცემული ნდობის მანდატებით. თუმცა, ოზურგეთს დღეს აქვს თავისი კონსტიტუცია, რომელსაც ჰქვია „კოტეს კონსტიტუცია“. ამიტომ მე ვიბრძოლებ სამართლებრივი გზით. ყველას მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, _ ასე დაემშვიდობა ბრიფინგის მონაწილეებს ეკა ნინიძე. „გურია ნიუსი“ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას დაუკავშირდა და კითხვით მიმართა: _ ბატონო დავით, ეკა ნინიძის ბრიფინგზე გამოითქვა მოსაზრება, რომ თქვენ არ გააკეთეთ მხარდამჭერი განცხადება იმ ადამიანების დასაცავად, ვისაც სამსახურიდან ათავისუფლებენ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისთვის და აღნიშნეს, რომ  დაკავებული ხართ  მხოლოდ პირადი კეთილდღეობით... _ რა გითხრათ?! ვერაფერს გიპასუხებთ. რა არ გავაკეთე? მე ყველაფერი გავაკეთე.  ახლა  რა გიპასუხო, ვერ გიპასუხებ,  არ ვესწრებოდი.   ახლა შეჯიბრს ვესწრები, _ გვითხრა დარჩიამ. ეკა ნინიძის განცხადებას, მისი სამსახურიდან  პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ, ოზურგეთის მუნციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე ასე ეხმაურება: _ მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა, მუნიციპალიტეტის მერიაში თითქმის ყველა თანამშრომელმა შეინარჩუნა პოზიცია. რაც შეეხება ა(ა)იპ-იებს, მოხდა ქალაქის და მუნიციპალიტეტის ასეთი ორგანიზაციების გაერთიანება, შეიქმნა ახალი, რომლის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების გადაწყვეტილებას იღებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი. გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი სენსიტიურია და ეხება ბავშვებს, სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელის შერჩევა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ... ...
  • პარლამენტმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილი მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და 83 მომხრე ხმით, 13-ის წინააღმდეგ ვეტო დაძლია. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებსა და საკანონმდებბლო ცვლილებებზე მსჯელობა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართა, სადაც გიორგი მარგველაშვილის მიერ გამოყენებული ვეტოს შინაარსი დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ გააცნო. საკითხზე გამართული პოლიტიკური დებატების შემდეგ, დეპუტატებმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს კენჭი უყარეს. ინიციატივით ზუსტდება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი პროდუქციის და არა ეთერის არანაკლებ 25 პროცენტს დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს დაუთმობს. ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილი იქნება, შინაარსობრივი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებრივი აზრის/აუდიტორიის კვლევა ჩაატაროს. ამასთან, კანონპროექტით შესაძლებლობა ეძლევა, რადიომაუწყებლობის და საქართველოს რეგიონებში რადიოპროგრამების შეღწევადობის ასამაღლებლად, დამატებითი რადიო სამაუწყებლო სიხშირეები გამოიყენოს. პროექტით დამატებით ზუსტდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფის, მათ შორის, მითითების, დავალების მიცემის, ასევე შეთანხმების დავალების ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელების დაუშვებლობა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ. ასევე ცვლილებების მიხედვით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი არ გავრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ეთერით გადასაცემი გადაცემების, სერიალ(ებ)ის, მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმ(ებ)ის დამზადების მომსახურების შესყიდვაზე. გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, სამეურვეო საბჭო, გენერალური დირექტორის წარდგინებით, შეიტანს ცვლილებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში. ამასთან, სამეურვეო საბჭო უფლებამოსილი იქნება, საკუთარი ინიციატივითაც შეიტანოს დებულებაში ცვლილებები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცვლილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურასთან დაკავშირებულ დებულებებს შეეხება. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილი იქნება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში ცვლილებები მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს. კანონპროექტით, სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დადგენის უფლებამოსილება აღარ ექნება. ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინა წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი ნაშთი მომდევნო წლის დასაწყისში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას ემატება. საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებაა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები, მიმართოს დამწყები საწარმოების (სტარტაპების) წახალისების, ტელე-რადიო და ონლაინ პროდუქციის ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ცვლილებებით ასევე განისაზღვრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. ამასთან, სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს კომერციული რეკლამის განთავსების შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს (ნაცვლად 30 წუთისა), ხოლო ყოველ საათში – 12 წუთს (20 %-ს), (ნაცვლად 6 წუთისა (10%-ისა), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს (5%-ს). ინიციატივით დასაშვები ხდება აგრეთვე გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა. ამასთანავე, კანონპროექტით, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული ხდებიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა (ნაცვლად 1 საათში არანაკლებ 60 წამისა), რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში, საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს. ... ...
  • თბილისში ყოფილი კიროვის ქარხანა იწვისმეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ერისთავის ქუჩაზე ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი კიროვის ქარხანა იწვის. ამ ეტაპზე უცნობია, ხანძარი რა მასშტაბზეა გავრცელებული.  როგორც ამბობენ,  ცეცხლი დასაწყობებულ მატრასებს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ... ...
  • ალავიძე დანელის პასუხობს: ჩემთვის გაუგებარია რატომ გააკეთა ასეთი განცხადებარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებას პასუხობს და არ ადასტურებს, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შექმნილი კომისიის სხდომა რამდენიმე წუთში დატოვა. „თუ ასეთი განცხადება გააკეთა, ჩემთვის გაუგებარია რატომ გააკეთა. სხდომაზე ვიჯექი ჩვეულებრივად, დაახლოებით ერთი საათი. ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში მობილიზებულები ვართ თავიდან ბოლომდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს ჭირი დავამარცხოთ. ყოველ შემთხვევაში, წელს დიდი რაოდენობით შევამსუბუქოთ ის დაწოლა, რაც ფაროსანაზე გვაქვს. ერთ წელში ამის მთლიანად მოგვარება ძალიან რთული იქნება“, - განაცხადა ზურა ალავიძემ.შეგახსენებთ, რომ ოთარ დანელიას განცხადებით, ზურა ალავიძემ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შექმნილი კომისიის სხდომა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვა: "შეგახსენებთ, სამეგრელოს, იმერეთის სოფლებს, გურიას, აჭარას პრაქტიკულად გადაუარა ფაროსანამ. ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრი არც კი ესწრება ბოლომდე სხდომას და ტოვებს მას დაწყებიდან რამდენიმე წუთში, ის ერთხელაც არ მინახავს რეგიონში ჩასული", _ განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

მერილინ მონროს საიდუმლო

რამდენიმე წლის წინ ცნობილმა ამერიკელმა...

"სიყვარულში გალეული"

ვაშინგტონის ზოოპარკის მკვიდრი, 58 წლის...

თვალები გეღლებათ?

სამუშაო დღის ბოლოს თვალები გვეღლება....

თავბრუ გეხვევათ?

ეს შეგრძნება შეიძლება უწყინარი მიზეზითაც...

ლიკურგეს სამართალი

სპარტის სამეფოს გაძლიერებას ანტიკური ხანის...

კიტრი ნერვებს ამშვიდებს

კიტრში შემავალი ნივთიერებები აუმჯობესებს მეხსიერებას,...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის პური

თაფლი, დინდგელი, ყვავილის მტვერი, ცვილი...

როგორ მოვუაროთ მცენარეებს ადრე გაზაფხულზე

გაზაფხულის დამდეგი ზამთრიდან გაზაფხულისკენ გარდამავალი...

სენპოლია _ მთელი წელი მოყვავილე ოთახის ია

ეს სამხრეთ აფრიკული მცენარე ინტერიერის...

როგორ დავიცვათ თავი ბრონქიტისგან

ხველება ყოველთვის მიგვანიშნებს ორგანიზმის არასასურველ...

ვიოლები _ საოცარი ყვავილების ისტორია და მოვლის წესები

ამ საოცარ ყვავილებს ვიოლებს უწოდებენ,...

ოთახის მცენარე, რომელიც ჰაერს გაზის ნამწვისგან წმენდს

სპეციალისტები გვირჩევენ, აუცილებლად ვიყოლიოთ სახლში...

ჩაი და ყავა არა მარტო სასმელია

ცნობილია, რომ ჩაისა და ყავის...

შეწამვლითი ღონისძიებები და უსაფრთხოების ზომები

ვაგრძელებთ უსაფრთხოების ზომების შესახებ საუბარს,...

ახლებურად შევხედოთ ჩაის აღდგენას და მისი მოვლის მეთოდებს

ჩაის გაშენება ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო...

მონსტერა ჩვენს პირობებში _ როგორ გამოვაზამთროთ ოთახის გარემოში

მონსტერა მარადმწვანე ბუჩქოვანი და ლიანა...

ლავანდი _ ძვირფასზეთოვანი და სურნელოვანი მცენარე

ლავანდი ეთერზეთოვანი მცენარეა, რომელიც ეკუთვნის...