რას „შეეწირა“ სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის უფროსი და იცის თუ არა ეს მინისტრმა

მთავარი თემა

რას „შეეწირა“ სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის უფროსი და იცის თუ არა ეს მინისტრმა

24 ივნ. 2019, 14:54:48

ახლახან,  სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის უფროსი ნინო შეწირული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

„გურია ნიუსთან“ საუბარისას შეწირულმა თქვა, რომ საკუთარი სურვილით წავიდა.

საზოგადოებაში კი მუდამ, ასეთი დანიშვნა-გათავისუფლებების დროს ისმის კითხვები _   „თუ კარგი იყო, ასე უცებ რატომ ატოვებინებენ თანამდებობას? თუ ცუდი იყო და რაიმე დააშავა, პასუხისმგებლობას რატომ არ აკისრებენ?“

საკადრო პოლიტიკას თავისი დაუწერელი კანონებიც ახლავს, თუმცა, საქართველოს მაგალითზე, ძირითადად, ეს არის,  კლანური ჭიდილის  გამოძახილი ან  შეუგუებლობა  ინდივიდთან, რომელიც თამაშის წესებს არ ემორჩილება, არ „ისვრება“.

რა მოხდა კონკრეტულ   შემთხვევაში,  რამაც საზოგადოების საკმაო დაინტერესება გამოიწვია და დღეს ოზურგეთში აქტიურად სვამენ კითხვას _ ხომ არ ეხება ეს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებას და ზოგადად, „ფაროსანას პროგრამას?“

გავრცელებული აზრი, რომ რაკი საქართველოში 53 მილიონი იყო გასულ წელს  გამოყოფილი ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის,  შეწირული ან წესიერია და შეეწირა მაფიოზურ ორომტრიალს ან კორუფციაში ჩაეფლო და დაატოვებინეს თანამდებობა. თუ მეორე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მაშინ მინიშნება მაინც უნდა ყოფილიყო, _ ამბობენ აქ.

სეს-ის  გურიის რეგიონული სამსახურის უფროსი ნინო შეწირული გასული წლიდან „ფაროსანას პროგრამასაც“ ხელმძღვანელობდა. ამ გაზაფხულზე კი  ის პროგრამიდან „ჩახსნეს“. პროგრამის ხელმძღვანელობა ჩააბარეს, ანუ სურსათის ეროვნული სააგენტოს მობილური რეაგირების ჯგუფის უფროსის მოადგილედ დანიშნეს გოჩა ჯობავა. ის სხვა რეგიონიდან ჩამოყვანილი კადრია.

 ვიდრე ჯობავასა და შესაწამლი მანქანების მძღოლების დაპირისპირების შესახებ ვისაუბრებდეთ, რაც ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შეწირულის გათავისუფლების მიზეზი გახდა, ცოტა ადრიდან უნდა დავიწყოთ.

გასულ წელს „ფაროსანას“ პროგრამა სეს-ის რეგიონული სამმართველოს უფროსი ნინო შეწირული ხელმძღვანელობდა.  რეგიონში თბილისიდან გამოგზავნილი იყო სამი პირი: თემურ გაბრიჩიძე, თემურ ცქიტიშვილი და გიორგი მირზიკაშვილი და თითოეული,  გურიის სამი  მუნიციპალიტეტის თითოეული  ჯგუფის ხელმძღვანელად მუშაობდა.  როცა ფაროსანას საწინაღმდეგო შეწამვლა დაიწყო,  პირველი და მეორე შეწამვლის შემდეგ, საზოგადოებაში  მკვეთრი უკმაყოფილება იყო და ღიად საუბრობდნენ, რომ  ცხელი ნისლის  შესხურებამ  ხალხს  ბაღ-ბოსტანი უფრო გაუნადგურა, ვიდრე ფაროსანამ. მეორე და მესამე წამლობა კი ბევრად უკეთესი და შედეგიანი გამოდგა.

 „გურია ნიუსი“, ხშირად აშუქებდა ბრძოლის ღონისძიებებს, ხალხის შენიშვნებზე ვცდილობდით, სპეციალისტთა ყურადღების მიპყრობას. 

გასულ წელს ხალხში ღიად იყო  გავრცელებული  ინფორმაცია, რომ ხდებოდა შესაწამლ პრეპარატ  „დეციზის“  და დიზელის საწვავის „მოტეხვა“.

„გაგვიფუჭეს  ყველაფერი, წყალში  ურევენ ცოტა „სალიარკას“,   წამალს კიდევ უფრო ცოტას და რის ხარისხი ექნება წამლობას?“ _ მუდმივად ისმოდა ხალხში. თუმცა, ამ ყველაფერს, ძირითადად, ხალხის გაღიზიანებას მიაწერდნენ. 

ჩვენი წყაროს ცნობით,  ერთგვარი „ჩეპე“, რაც მაშინ  შეწირულის ყურს მიწვდა,  იყო დიზელის საწვავის  გადამალვა, ე.წ. „მოტეხვა“.  ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია  პრეპარატი  „დეციზბლუს“ გადამალვის შესახებ, რომლის ერთი ლიტრის  ღირებულება 75 ლარია.  სწორედ ამის გამო წუხდა ხალხი, რომ შეწამვლა უხარისხო იყო და მხოლოდ ბაღჩეულს თუ ხეხილოვნებს აფუჭებდა.   

როცა ჩვენ ვაზუსტებდით ინფორმაციას, რომ შეზავების პროცესში ხომ არ ხდებოდა როგორც წამლის, ისე დიზელის საწვავის მითვისება და ხსნარში წყალის მეტი რაოდენობით შერევა, ანუ რაზეც ხალხში საუბრობდნენ,  ისმოდა პასუხები, რომ  შესაწამლი სპეციალური აგრეგატი ვერ იმუშავებდა, ასევე სპეციალური დოზებით შეზავებული ხსნარის გარეშე და „დაასტუკებდა“. არადა,  როგორც შემდეგ გავიგეთ, ეს აგრეგატი თურმე ჩვეულებრივ წყალსაც  კარგად ასხურებს  სივრცეში. ხმაური მალე მიწყნარდა.  გაბრიჩიძე, ცქიტიშვილი და მირზიკაშვლი დედაქალაქში დააბრუნეს. შემდეგ კი გაბრიჩიძე სეს-ის რეაგირების ჯგუფის უფროსად დანიშნეს. ცქიტიშვილი სპეციალისტად მიავლინეს, მირზიკაშვილი კი სახლში გაუშვეს. 

ჩვენი წყაროსავე ცნობით, შეწირულის ძალისხმევით, მაშინ სეს-მა აუდიტი მოავლინა გურიაში, დაკითხეს მძღოლები და  15-დან ხუთი მძღოლი გაათავისუფლეს. მაშინ ამაზე ხუმრობდნენ კიდეც გურიაში _ ვინც აღიარა დიზელის მოპარვა,  დატოვეს სამსახურში, ვინც არა _ გააგდეს და ნეტა, ყველა ერთად მოპარვას როგორ გაბედავდა თუ ხელმძღვანელი არ იქნებოდა წილშიო? თუმცა, ამ ყველაფერს საბოლოოდ ჭორს უწოდებდნენ და მაგალითად მოჰყავდათ გაბრიჩიძის დაწინაურების ფაქტი,  ჯგუფის  ხელმძღვანელებს რომ ასეთი რამ ჩაედინათ, როგორ დააწინურებდნენო?

როგორც ჩვენი წყარო მაშინ გვეუბნებოდა,  გათავისუფლებულმა  ხუთეულმა არ აღიარა „ჩალიჩი“ და სახლში გაუშვეს.  მთავარი კი, რაც ამ ღონისძიებას მოჰყვა,  იყო ის,  რომ მეორე და მესამე შეწამვლის შემდეგ გურიაში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიება აღმოჩნდა შედეგიანი და ხალხის კმაყოფილებაც გაცილებით დიდი იყო.

ჩვენი წყაროს ცნობით, გაბრაზებული მძღოლები მაშინ გურიის გუბერნატორთანაც მივიდნენ და ელემენტარული პირობების უქონლობაზე ესაუბრნენ.  პარალელურად, ჩვენი წყარო გვარწმუნებდა, რომ მექანიზაციის ცენტრში, ჯობავასა და შეწირულის კამათს და უკმაყოფილო საუბარს, რაც მძღოლების საქმეს ეხებოდა, ათი ადამიანი მაინც ისმენდა ყოველდღე.  თუმცა,  მაშინ ჩვენ ეს  ნინო შეწირულმა არ დაგვიდასტურა და საუბრისგანაც თავი შეიკავა. 

ასევე, თავი შეიკავა შეწირულმა ჩვენთან საუბარში კიდევ ერთი ინფორმაციის ირგვლივ _ დასვა თუ არა მან წელს საკითხი, რომ ფაროსანას ინტენსიური შეწამვლა ამ სეზონზე  საჭირო არ არის, რადგან მავნებელი წელს ისე მასობრივად აღარ არის, როგორც შარშან იყო.  თუმცა, მავანთ მაინც ხელს აძლევს კვლავ ადრინდელი ინტენსივობით მოხდეს შეწამვლა. გავრცელებული ხმები  და ეჭვი იმის თაობაზე, რომ ძვირადღირებული დეციზბლუ და შეასხურებენ, რასაც ხარისხი არ აქვს, მცენარის ფოთლებს კი წვავს და აჭკნობს. ამიტომ ხშირად ისმის: „წელს სოფელში არ შემოვუშვებთ მაგათ“,  „ეზოსთან არ გავატარებთ“, „შუკებში არ დაგინახოთ“ და ასე შემდეგ.

ჩვენთვის ცნობილია ინფორმაცია მექანიზაციის ცენტრში მანქანების ავზების დაკაწვრის შესახებ, როცა პოლიციაც გამოიძახეს, თუმცა, მოპარული არაფერი იყო და რა იყო ამ მავნებლური ქმედების მიზეზი,  ბოლომდე ვერავინ გაარკვია.

 „გურია ნიუსი“ მძღოლების საქმესთან დაკავშირებით გოჩა ჯობავას ესაუბრა.

კითხვაზე _ რატომ ჰქონდათ მასთან კომუნიკაციის პრობლემა და ბოლოდროინდელი მოვლენები: შეწირულის წასვლა, გურიის გუბერნატორთან მძღოლების ვიზიტი, რა კავშირში იყო მასთან? _ ჯობავამ ბოდიში მოგვიხადა და გვითხრა, რომ ვერ გვიპასუხებდა.

_ ბოდიშს გიხდით, მაგრამ ვერაფერზე გიპასუხებთ. ყველანაირ ინფორმაციას  მოიპოვებთ ვებგვერდზე ან მიმართეთ  სამინისტროს პრესსამსახურს.

_ მძღოლებთან თქვენი დაპირისპირების ამბავი ვებგვერდზე წერია? ან პრესსამსახურში გვეტყვიან? თქვენსა და შეწირულს შორის მომხდარ კონფლიქტზეც?

_ ბოდიშს გიხდით, იმუშავეთ, იმუშავეთ და იმუშავეთ ბევრი, შედით ინტერნეტში და ნახავთ, რა ხდება. (?)

_ და მაინც, მოხდა თუ არა თქვენსა და მძღოლებს შორის დაპირისპირება ელემენტარული პირობების გაუმჯობესების გამო, რაც შეეხებოდა წყალს, სკამების დადგმას, რომ დროებით  ჩამომსხდარიყვნენ.

_ უბრალოდ, სასაცილოა. მე ვინმეს წყალი არ დავალევინე? მათრახიც ხომ არ მეკავა.

_თუ ხართ ადგილზე, რომ მოვიდე?

_რა ვიცი, დღეს შესაძლოა,  არ ვიყო, ხვალ კი ვიყო ჯვარცხმაში, ზეგ _ თხინვალში. ჩვენ, გურულები მაგრები ვართ..

_ თქვენ გურული ხართ?

_მე აჭისწყალელიც ვარ, თხინვალელიც ვარ... ისე, მე, პირადად, ჩემზე შემიძლია გესაუბროთ, სად დავიბადე, ვინ ვარ...

_ გვესაუბრეთ...

_თბილისში დავიბადე, 1976 წელს. დავამთავრე 85-ე სკოლა. მერე საფრანგეთში  დავამთავრე  უნივერსიტეტი და ახლა ვარ აქ... დიდი ბოდიში... ისწავლეთ, იმუშავეთ ბევრი, ბევრი იმუშავეთ და იმუშავეთ ბევრი... (?) ჩვენ, ალბათ, გავიცნობთ ერთმანეთს, _ გვითხრა ჯობავამ.

„გურია ნიუსი“  გურიის მხარის გუბერნატორს ესაუბრა სეს-ის გურიის რეგიონულ სამსახურში  მიმდინარე პროცესების შესახებ და ჰკითხა, ასევე, ნამდვილად იყვნენ თუ არა მასთან უკმაყოფილო მძღოლები.

_ მძღოლები ნამდვილად იყვნენ ჩემთან. ისინი ითხოვდნენ  ყოფითი პრობლემის მოგვარებას. ეს შეეხებოდა წყალს, ადგილზე სკამების დადგმას. ახლა ეს პრობლემა მოგვარებულია. ისინი გუშინაც იყვნენ ჩემთან. რაც შეეხება ნინო შეწირულს, ის ძალიან კარგი გოგოა, კარგი ხელმძღვანელია და კარგად მუშაობდა.  მისი გათავისუფლების ამბავი ეხება სურსათის ეროვნულ სააგენტოს. როგორც ვიცი, მან თავად დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე.

_ბატონო ზურაბ, თუ კარგია, კარგად მუშაობდა, რატომ ხდება ასე, რომ ერთ დღესაც მიდის ხელმძღვანელი, უხდიან მადლობას და ვითომც არაფერი მომხდარა... თან ახლა, როცა ფაროსანასთან  ბრძოლის აქტიური პერიოდია...

_ ამაზე  სეს-ში გიპასუხებენ, ალბათ. ვფიქრობ, ნინო შეწირული, თავის სფეროში გააგრძელებს მუშაობას.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სეს-ის აუდიტის სამსახურის უფროსი,  დავით ბეჟაშვილი გურიის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს სამსახურიდან გაგდებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ მედიასთან იკონტაქტებდნენ. როგორც წყარო ამბობს, ის იმის გამო განაწყენდა, რომ რეგიონულ სამმართველოში შემოსვლისთანავე ახალი უფროსი და მისი მხლებლები კედელზე გაკრულ დიპლომს ეჯაჯგუნებოდნენ ჩამოსაღებად (რაც მათგან შეუმჩნევლად, პირადად დავინახე. ავტ.).

ჩვენ გვსურდა ამის შესახებ, აგრეთვე, მძღოლების და მანქანების შესახებაც გვეკითხა ბეჟაშვილისთვის, თუმცა, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არც ერთხელ არ უპასუხა.  შემდეგ სმს შეტყობინებაც გავუგზავნეთ, რაც, ასევე, უპასუხოდ დატოვა. როცა კვლავ ვცადეთ დაკავშირება, გვითხრა, სხვაგან  მოხვდითო და ტელეფონი გაგვითიშა.

ჩვენ ვერც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსს ზურაბ ჩეკურიშვილს დავუკავშირდით, რადგან ის ახლა, როგორც პრესსამსახურში, ქალბატონმა თეა შველიძემ  გვითხრა, საზღვარგარეთ იმყოფება,  რამდენიმე დღეში დაბრუნდება და მისივე თქმით,  ყველა კითხვაზე გვიპასუხებს.

ჩვენ ვესაუბრეთ თეა შველიძეს ყველა იმ  თემაზე, რაზეც დღევანდელ სტატიაში ვსაუბრობთ.  თუმცა, როგორც ჯობავამ გადაგვამისამართა, შველიძემ მძღოლების საკითხზე არაფერი იცოდა.

_ რაც შეეხება გურიის რეგიონულ სამსახურში განვითარებულ მოვლენებს, ნინო შეწირულის გათავისუფლებას, ფაროსანას პროგრამიდან მის ჩამოშორებას და იქ არსებულ შიდა პრობლემებს, რაზეც ახლა მესაუბრებით,  არაფერი ვიცი და ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. თუ რაიმე კანონდარღვევას და დანაშაულს აქვს ადგილი, ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ. ჩემი კომპეტენცია ეს არ არის. მე შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია, რა რაოდენობის ფართობი შეიწამლა, როგორ მიმდინარეობს ფაროსანას ბრძოლის ღონისძიებები...

კითხვაზე, შესთავაზა თუ არა ზურაბ ჩეკურიშვილმა სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის უფროსის თანამდებობა ყოფილ უფროსს, კახა თავბერიძეს,  რომელიც აქ ნინო შეწირულის მოსვლამდე მუშაობდა და ეს ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში გავრცელდა, შველიძემ გვითხრა, რომ პირველად ესმის.

_ მე არაფერი ვიცი, პირველად მესმის ამის შესახებ.

რა მანძილი და მსგავსებაა ცნობილ  „ტრაქტორების საქმესა“  და  მანქანების და მძღოლების საქმეს შორის? მით უფრო, როცა ჩვენი წყარო გვეუბნება, რომ ათ წელზე მეტია, იგივე ხალხი მუშაობს სფეროში ან მის სიახლოვეს.  რატომ დააწინაურეს  პირი, რომლის ჯგუფის უფროსად მუშაობისას აუდიტმა მისივე ქვემდებარე თანამშრომლების მიერ  სერიოზული დარღვევა აღმოაჩინა. რას შეეწირა  სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის უფროსის  ნინო შეწირულის თანამდებობა და  იცის თუ არა ყოველივე ამის შესახებ მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა? _ „გურია ნიუსი“ თემის ირგვლივ მუშაობას განაგრძობს და მასალას მკითხველს მალე მიაწვდის.




 ახალი ამბები
  • ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე 2 000 კვმ მიწის ფართი, შსს-ს უსასყიდლოდ გადაეცემაოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელიც 27 ნოემბერს, 12 საათისთვის იყო დანიშნული, თითქმის, ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. განცალკევებით მდგარი საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია კარგა ხანს ურეკავდა დეპუტატებს, რომ სხდომაზე მოსულიყვნენ. მალე დეპუტატთა რიგებს შემოემატნენ ლეიბორისტი დავით მამალაძე, " ქართული ოცნების" საკრებულოს წევრი დეპუტატები _ დავით მდინარაძე და დავით ჭაკნელიძე, რის შემდეგაც სხდომა დაიწყო. _ მეგობრებო, ყველამ კარგად ვიცით, როგორი მდგომარეობაა. ვიცი, რომ ზოგი ტესტირებაზე იყო, ზოგიც ავად არის, თუმცა, უნდა გავაკეთოთ მაქსიმალური მობილიზება, სიფრთხილის დაცვა და ასე მუშაობაა საჭირო. ბიუჯეტი მისაღებია. დიდი მადლობა ყველას, რომ შეძელით მოსვლა, _ ასე მიმართა დავით დარჩიამ საკრებულოს წევრებს და მათ დღის წესრიგით გათვალისწინებული 15 საკითხი გააცნო. საკრებულოს წევრებმა, ცალკეული საკითხების ირგვლივ განკარგულებები, რომლებიც კომისიების სხდომებზე იყო განხილული და აღარ საჭიროებდა კვლავ განხილვას, მსჯელობის გარეშე მიიღეს. ამასთანავე, საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს, რომელთაგან ზოგს ტაშიც კი დაუკრეს. მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა, ალეკო მამეშვილმა წარმოადგინა საკითხი "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ" _ ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე აღნიშნული 2 000 კვ.მ. მიწის ფართი, სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უსასყიდლოდ გადაეცემა. დეპუტატმა გოჩა კილაძემ განმარტა, რომ ეს საკითხი განიხილეს კომისიაზე და მიზანშეწონილად ცნეს სამინისტროსთვის აღნიშნული ფართის გადაცემა. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, როგორც სხდომაზე დასმული კითხვების პასუხებიდან გახდა ცნობილი, საპატრულო პოლიციისთვის მოეწყობა სადგომი, სადაც საჯარიმოდ გადატანილ ავტომანქანებს განათავსებენ. საკითხი _ "მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ", იურიდიული სამსახურის უფროსმა ლაშა თავაძემ წარმოადგინა. საკითხის ირგვლივ საუბრისას მან განმარტა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნება ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის მომსახურების განყოფილება. ახალ განყოფილებაში ხუთი თანამშრომელი იმუშავებს. დარბაზიდან გაისმა საკრებულოს წევრთა კითხვები კადრების შერჩევასთან დაკავშირებით. კერძოდ, ადგილზე მოხდება შერჩევა თუ ცალკეული პირები კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. _ შესაძლოა, გამოცხადდეს შიდა კონკურსი, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ადგილობრივი რესურსი, _ განაცხადა ლაშა თავაძემ. იმ შემთხვევაში, თუ შიდა კონკურსი ჩატარდება და გამარჯვებულები დაიკავებენ ბავშვთა მომსახურების განყოფილების თანამშრომელთა ადგილებს, მერიაში გათავისუფლებულ საშტატო ერთეულებზე სამომავლოდ გამოცხადდება კონკურსი ახალი თანამშრომლების დასანიშნად. თავაძემ განმარტა, რომ მერიის რომელიმე თანამშრომელი თუ ბავშვთა განყოფილებაში გადავა სამუშაოდ შიდა კონკურსის საფუძველზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორ ადგილზე იმუშავებს და ასე კითხვა არც უნდა დაისვას. საკრებულოს წევრმა დავით მდინარაძემ, რომელიც პროფესიით პედიატრია და საბავშვო კლინიკას ხელმძღვანელობს, გამოთქვა თვალსაზრისი, რომ კადრების შერჩევას სერიოზულად უნდა მიუდგნენ: _ სერიოზული სფეროა და ძალზე გულისხმიერი მიდგომა სჭირდება. აუცილებელია კადრების  სწორად შერჩევა, _ თქვა მან. ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის მომსახურების განყოფილებაში დასაქმებულ ხუთ თანამშრომელს, სხვადასხვა პოზიციაზე, ხელფასი განესაზღვრებათ შემდეგი ოდენობით: განყოფილების უფროსი _ 1 400 ლარი; უფროსი სპეციალისტი, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი _ 1 100 ლარი; ბავშვის ფსიქოლოგი _ 1 000 ლარი; უფროსი სპეციალისტი ბავშვის ჯანმრთელობის მართვის საკითხებში _ 900 ლარი და უფროსი სპეციალისტი, ბავშვის სამართლებრივი დახმარების სპეციალისტი _ 900 ლარი. სხვადასხვა თვალსაზრისის გამოთქმის შემდეგ, საკრებულოს დეპუტატებმა დადგენილება მიიღეს. საკრებულომ მოისმინა მერის მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 2020-2021 წლებში, საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან, დასაფინანსებელი პროექტების და ა(ა)იპ "სოციალური პროექტების განვითარების ფონდის" მიერ წარმოდგენილი წინადადებები _ დეპუტატებმა შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებას უყარეს კენჭი, მომხსენებელმა ალეკო მამეშვილმა ისაუბრა პროექტების ჩამონათვალის ირგვლივ: _ ეს იქნება ციხისფერდი-გურიანთის შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია. ასევე, სოფელ ხვარბეთში და ძიმითში სასოფლო გზების რეაბილიტაცია, ლიხაურში ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზის მოასფალტება, სოფელ შრომაში საბავშვო ბაღის მოწყობა, საბაგირო გზის მოწყობა მთისპირი-ბახმაროს მიმართულებით და სხვა, _ თქვა მამეშვილმა. _ სულ ცოტა, ამ პროექტების გახორციელების შემთხვევაში, ოზურგეთს მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ასიგნებებს თანხა დაერიცხება და ეს იქნება ძალიან კარგი. მაინტერესებს, ეს სააგენტო ხომ არ ითხოვს ე. წ. განზრახვათა წერილს. როგორც ვიცი, იყო შეხვედრები მერთან. და ხომ არ მომზადებულა ასეთი წერილი? _ იკითხა დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ, რაზეც მამეშვილმა უპასუხა, რომ ჯერ არ ყოფილა ასეთი მოთხოვნა. საკრებულოს წევრმა, სოფელ ნატანების დეპუტატმა თამაზ ტუღუშმა უკმაყოფილება გამოთქვა ნატანებში მუსიკალური სკოლისთვის რემონტის დაგვიანების გამო. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, თემურ გიორგაძემ მას უპასუხა, რომ მომავალ წელს მოხერხდება ამის გაკეთება: _ ახლა სკოლები დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ. ამიტომ, ჯერ სხვა პროექტებს მივხედოთ და შემდეგ _ მუსიკალურ სკოლას, _ თქვა გიორგაძემ და მიანიშნა, რომ ჯერ რეგფონდის და სოციალური პროექტების განვითარების ფონდის წარმოდგენილ პროექტებს სჭირდება მხარდაჭერა: _ კარგია ერთი პროექტი ნატანებშიც თუ გახორციელდება. მერე ერთ თეთრს არ მოვითხოვ ბიუჯეტიდან, _ იუმორით დაასრულა თავის გამოსვლა თამაზ ტუღუშმა. სხდომაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, სანებართვო პირობების და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცება", რაც ადმინისტრაციულ წარმოებაში მიიღეს. როგორც მომხსენებელმა, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა, თემურ მურვანიძემ განმარტა, ცალკეულ ტრანსპორტის მარშრუტებზე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ქალაქ ოზურგეთშიც გამოცხადდება კონკურსი: _ მასში მონაწილეობის უფლება ექნებათ როგორც ორგანიზაციებს, ისე _ ფიზიკურ პირებს. ვინც კონკურსში გაიმარჯვებს, მიიღებს ნებართვას უშუალოდ მუნიციპალიტეტის მერისგან. მსგავსი კონკურსი 2000 წელს მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებში ჩატარდა. ახლა ჩატარდება კონკურსი ტრანსპორტის კანონში ცვლილების საფუძველზე, რის შემდეგაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამართულად დარეგულირდება შიდა გზებზე მგზავრთა გადაყვანა, _ თქვა ... ...
  • ავარიას სუფსაში ერთი ადამიანი ემსხვერპლაროგორც ვიუწყებოდით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომაქანა დაეჯახა. შემთხვევა სუფსაში საღამოს, დაახლოებით 7 საათზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხევას ერთი ადამიანი იმსხვერპლა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეექვსე ნაწილით. ამავე თემაზე; ავტოსაგზაო შემთხვევა სუფსაში - არის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სუფსაში - არის მსხვერპლიჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არის მსხვერპლი. “გურია ნიუსი“ დამატებით ინფორმაციას რამდენიმე წუთში ... ...
  • ჯანმომ პირბადის ტარებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები განაახლაჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პანდემიის პირობებში, იმ შემთხვევაში, თუ სულ მცირე ერთი მეტრის დისტანციის დაცვა შეუძლებელია, პირბადე როგორც შენობის შიგნით, ასევე შენობის გარეთ უნდა ვატაროთ. გარდა ამისა, ორგანიზაცია რეკომენდაციით გამოდის, რომ მოქალაქეებმა პირბადე დისტანციის დაცვის შესაძლებლობის მიუხედავად ატარონ, თუ შენობაში სათანადო ვენტილაცია არ არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განახლებული რეკომენდაციები, როგორც ზრდასრულებს, ასევე 12 წლიდან ბავშვებს ეხებათ. რეკომენდაციებში ასევე ნათქვამია, რომ ხუთ წლამდე ბავშვებმა პირბადე არ უნდა ატარონ, ხოლო 6-დან 11 წლამდე ბავშვებს რაც შეეხებათ, მათ პირბადე კონკრეტული გარემოს ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით უნდა ... ...
  • "გულგრილობის ვირუსი კლავს" _ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ონლაინკამპანია "გულგრილობის ვირუსი კლავს" — გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ონლაინკამპანია მიმდინარეობს. კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური აქტივიზმის ნაწილია. მის ფარგლებში, ცნობიერების ასამაღლებელ ვიზუალურ მასალებთან ერთად, შეიქმნა 4 აუდიოპიესა, რომელთა ავტორებიც ქართველი მწერლები ნესტან ნენე კვინიკაძე და ლაშა ბუღაძე არიან. პიესებში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სხვადასხვა ფორმა რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სცენებითა და სიტუაციებითაა აღწერილი. გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის (2017 წელი) თანახმად, საქართველოში 7-დან ერთ ქალს მეუღლის ან პარტნიორის მხრიდან ძალადობა გამოუცდია, მოსახლეობის 41% ფიქრობს, რომ ოჯახში ძალადობა ოჯახის საქმეა. აუდიოპიესებიცა და კამპანიაც, ცნობიერების ამაღლების გარდა, ერთ-ერთ მთავარ აქცენტს საზოგადოებაზე აკეთებს, რადგან მის სწორ რეაგირებას ხშირად ქალების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. მით უფრო ახლა, როდესაც COVID-19-ით გამოწვეულმა შეზღუდვებმა და იზოლაციამ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის საფრთხე კიდევ უფრო გაზარდა. ამ სიტუაციაში განსაკუთრებული როლი ეკისრება საზოგადოებას, რომელმაც გულგრილად არ უნდა დატოვოს ძალადობის შემთხვევები, რომლებიც მაგალითად, მეზობლის, მეგობრის, თუ უბრალოდ ნაცნობის სახლის კარს მიღმა ხდება. კამპანია პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ ნაწილია, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირებისთვის საჭირო პოლიტიკისა და კანონმდებლობის გამართვას, ასევე, შესაბამისი ინსტიტუციების შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება. ამავდროულად, პროექტის მიზანი საზოგადოებაში არსებული ნეგატიური გენდერული სტერეოტიპების, სოციალური ნორმებისა და დამოკიდებულებების შეცვლა, ქალთა უფლებების მხარდაჭერა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაა. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს. წელს კამპანია მთავარ აქცენტს იმ „ჩრდილოვან პანდემიაზე“ აკეთებს, რომელიც COVID-19-ის გავრცელებას მოჰყვა: გადაადგილების შეზღუდვისა და იზოლაციის დაწყებისთანავე ქალებისა და გოგოების მიმართ ყველა სახის ძალადობის, განსაკუთრებით, კი ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინებების რაოდენობ აგაიზარდა. გაეროს ქალთა ორგანიზაცია უერთდება ძალადობა გამოვლილ ადამიანებს, აქტივისტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, გაეროს სისტემასა და ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლებს, რათა უფრო ცხადად გამოკვეთოს, თუ რაოდენ საჭიროა დაფინანსება, აუცილებელი მომსახურებები, პრევენცია და მონაცემები, რომელთა მეშვეობით, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობაზე მეტად ინფორმირებული რეაგირება ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...