რატომ შეჩერდა და როდის განახლდება ციხის მშენებლობა ლაითურში

მთავარი თემა

რატომ შეჩერდა და როდის განახლდება ციხის მშენებლობა ლაითურში

25 მარ. 2019, 14:32:59

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში ციხის მშენებლობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. 2013 წელს კი, უკვე "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნისას, მაშინდელი სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი აღნიშნული ციხის პროექტის გადაკეთებაზე საუბრობდა.

სუბარის თქმით, ციხეში, რომელიც 4 500 კაცზე იყო გათვლილი და მისი მშენებლობისთვის გამოყოფილი იყო 60 მილიონი ლარი, ახალი პროექტის მიხედვით, 1 500 პატიმარი განთავსდებოდა.

_ ეს არის საპყრობილის რეჟიმის ციხე, სადაც პატიმარს გარეთ გამოსვლის უფლება მხოლოდ დღეში ერთხელ, ერთი საათით ექნება. თუმცა, რამდენად შესაძლებელია, 4 500 პატიმრის პირობებში ეს, ცალკე თემაა. პროექტის შემცირებასთან ერთად, შემცირდება მისი მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხები, რაც მოხმარდება სხვა ახალი და უფრო ღია ტიპის დაწესებულების აშენებას, სადაც აქცენტი გაკეთდება რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე, _ ამბობდა მაშინ სუბარი.

დაპირებისამებრ, ციხის მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულებულიყო.

2017 წლის აპრილში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში ციხის მშენებლობის შესახებ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, "გურია ნიუსი" წერდა, რომ ლაითურში მაღალი რისკის დაწესებულების მშენებლობა, რომელიც 850 მსჯავრდებულზეა გათვლილი, 2017 წლის ბოლოს დასრულდებოდა.

_ მოეწყობა მაღალი რისკის დაწესებულების შესაბამისი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა.

ლაითურის დაწესებულება საქართველოში პირველი მაღალი რისკის დაწესებულება იქნება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აბსოლუტურად დააკმაყოფილებს, _ გვითხრეს მაშინ.

მიუხედავად ამისა, ლაითურის ციხის მშენებლობა დღესაც არ მიმდინარეობს.

"გურია ნიუსი" ციხის მშენებლობის დასათვალიერებლად ადგილზე მივიდა, სადაც ასეთი ვითარებაა _ მშენებლობა კვლავ შეჩერებულია, ხოლო დაწესებულების შესასვლელებთან, როგორც გვერდით, ასევე, წინ მხარეს, დაცვის თანამშრომლები დგანან. ესენი არიან წვევამდელები, რომელთაც აქ მუშაობა სამხედრო სავალდებულო სამსახურში ეთვლებათ და ბევრი ოჯახი, ასევე წვევამდელებიც, კმაყოფილი არიან, რომ მათთვის ასეთი შანსი გაჩნდა.

დაცვის თანამშრომელთაგან ზოგმა გვისაყვედურა ციხის ტერიტორიასთან მიახლოების და ფოტოების გადაღების გამო:

_ ჩვენ ვერანაირ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ _ მიმართეთ პრესსამსახურებს. მშენებლობა თუ არის შეჩერებული, მალე, მაისში განახლდება. აქ იქნება ბევრი სამუშაო ადგილი და ყველაფერი რომ კარგად იქნება, თქვენ თვითონ ნახავთ, _ გვითხრეს მათ და გვთხოვეს, ტერიტორია დაგვეტოვებინა.

ადგილობრივ მცხოვრებთა შორის, საკმაოდ ნახავთ ისეთ ადამიანს, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ციხის მშენებლობას არ ამართლებს, თუმცა, საკუთარი ვინაობის დასახელებისგან "გურია ნიუსთან" თავს იკავებენ.

_ ჰკითხეს ვინმეს, მშენებლობა რომ დაიწყეს? სააკაშვილი ვის რას ეკითხებოდა, მაგრამ ესენი რას შვებიან, ვერც ეს რომ ვერ გავიგეთ? ითქვა, მშენებლობა შეჩერდება, მერე გადაკეთდებაო. იყო საუბარი იმაზეც, რომ ლაითურელებს და ასევე, გურიის მოსახლეობას აქ დასაქმების შანსი გაუჩნდებოდათ. რა კუთხით უნდა დასაქმდეს აქ ხალხი? ან რა საჭირო იყო ასეთ მიუდგომელ ადგილზე ასეთი ტიპის დაწესებულების აშენება? ერთადერთი, ეს იქნებოდა და იქნება გზა, სადაც საკმაოდ ბევრი ყოფილი ან პოტენციური დამნაშავე იმოძრავებს. ღმერთმა ქნას, სასიკეთო საქმე გაკეთდეს ამ ციხის მშენებლობით, მაგრამ ხედავთ რაიმეს სასიკეთოს? რა ვიცით, იქნებ, ჩვენ ვერ ვერკვევით, _ გვეუბნებიან ადგილობრივები.

"გურია ნიუსი" პენიტენციალური სისტემის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები და დაწესებულების მშენებლობა მას შემდეგ დაიწყება, რაც პროექტი ექსპერტიზას გაივლის:

"დაბა ლაითურში დაგეგმილია 600 პატიმარზე გათვლილი, დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულების მოწყობა, სადაც პატიმრების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის შესაბამისი სივრცეები იქნება განთავსებული.

ამჟამად მიმდინარეობს პენიტენციური დაწესებულების შენობის საპროექტო სამუშაოები, რის შემდეგაც ჩატარდება პროექტის ექსპერტიზა. ექსპერტიზის გავლის შემდეგ, პროექტის მიხედვით, გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი და სავარაუდოდ, მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყება სამშენებლო სამუშაოები".




 ახალი ამბები
  • ხანძარი ჩოხატაურში- ცეცხლმა ხვიჩა გელოვანის საცხოვრებელი სახლი გაანადგურახანძარი ჩოხატაურში- ცეცხლმა შუა სურებში ერთ-ერთი მოსახლის საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. როგორც "გურია ნიუსს" მერის წარმომადგენელმა შუა სურების ადმინისტრაციულ ერთეულში, განუცხადა, დამწვარია ხვიჩა გელოვანის საცხოვრებელი სახლი.  შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, შემთხვევის ადგილას მობილიზებულია 3 სახანძრო ეკიპაჟი. ხანძრის შედეგად არავინ ... ...
  • უბედური შემთხვევა თბილისში- ერთ წლამდე ბავშვი მე-14 სართულიდან გადავარდაერთ წლამდე ბავშვი მე-14 სართულიდან დღეს, გამთენიისას გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უბედური შემთხვევის დროს ბავშვის მშობლები სახლში იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ... ...
  • იმოგზაურე მატარებლით და აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად! (R)ძვირფასო მგზავრებო! ორშაბათს, 10 აგვისტოს თბილისი-ფოთის რეისზე მარიკა ბაკურაძე დაგემგზავრებათ.  ჩვენი გზამკვლევი მოგიყვებათ რა ისტორია ინახება ფოთის მუზეუმში, რომელიც ,,გერმანულ სახლში" მდებარეობს, რაზე მოგვითხრობს ლეგენდა პალიასტომის ტბის შესახებ, რომელ ტყეს ადარებენ უცხოელები ამაზონის ტყეს და როგორია კოლხეთის ნაკრძალი, რომელიც აუცილებლად მოსანახულებელ ადგილთა სიაში შედის - ეს ჩვენი ე.წ. გიდის ამბების მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია.  დაგვემგზავრეთ ფოთის რეისზე და ჩვენ საინტერესო თავგადასავალს გპირდებით.   შეგახსენებთ, რომ მგზავრობის პროცესში ჩვენი გადამღები ჯგუფი აწარმოებს გადაღებას, მოგვიანებით კი მოვამზადებთ საინფორმაციო ვიდეო რგოლს, რადგან სხვა ადამიანებსაც მოვასმენინოთ ჩვენი გზამკვლევების მიერ მოყოლილი ამბები. იმოგზაურე მატარებლით და აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად! ... ...
  • მეუფე მელქისედეკი - საქართველოს ომი არ დაუწყია"ცნობილი გამოთქმა - ,,დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო“ არათუ ქართული არაა, არამედ ანტიქართულია და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს ხალხში მონური სულისკვეთება გააღვივოს", - ასე გამოეხმაურა, აგვისტოს ომის 12 წლისთავს, მარგვეთის და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე). მეუფეს თქმით, რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს არ დაწყებულა და არც დასრულებულა. როგორც მღვდელმთავარი აღნიშნავს, საქართველოს ომი არ დაუწყია და რუსეთი არის ოკუპანტი. ,,გურია ნიუსი“ მღვდელმთავრის წერილს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, უცვლელად გთავაზობთ: ,,ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, კიდევ ერთხელ გვიწევს რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი, 2008 წლის აგვისტოს თარიღის გახსენება. ჩვენი და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დაპირისპირებაზე საუბრისას, კონკრეტული თარიღი ალბათ უფრო პირობითი ტერმინია. დიახ, რუსეთს საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ომი 2008 წელს არც დაუწყია და არც დაუმთავრებია, გვებრძოდა მანამ და გვებრძვის იმის მერეც, ოღონდ განსხვავებული საშუალებებით, იქნება ეს ეკონომიკური ემბარგო, მავთულხლართები, ჰიბრიდული ომი, ცრუ ინფორმაციების გავრცელება თუ სხვა საზარელი მეთოდები, რომლებითაც, სამწუხაროდ, უფრო მეტად იფლობა ოკუპაციის მომაკვდინებელ და დამღუპველ ცოდვაში. აგვისტოს ომმა თითოეულ ჩვენგანს უამრავი ტკივილი მოგვაყენა, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით ვნახავთ, რომ ის საგმირო საქმეები, რაც ჩვენმა თანამემამულეებმა 2008 წლის აგვისტოში გამოიჩინეს, წაუშლელ კვალს დატოვებს ქართველი ერის მეხსიერებაში. რად ღირს შინდისის გმირების, გიორგი ანწუხელიძის თუ სხვათა (თუნდაც დღემდე უცნობი) ქართველების გაბედულების გახსენება, რომლებმაც საკუთარი თავი გასწირეს, რათა ჩვენთვის ესწავლებინათ, რომ მტერს, თუნდაც ურიცხვს, არ შეიძლება უფლება მივცეთ, რომ სისხლით მონაპოვარი დამოუკიდებლობა დაგვათმობინოს. ფილოლოგი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ცნობილი გამოთქმა - ,,დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო“ არათუ ქართული არაა, არამედ ანტიქართულია და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს ხალხში მონური სულისკვეთება გააღვივოს. აგვისტოს ომის გმირების ისტორიის კარგად შესწავლა ამ პრობლემასაც აგვაცილებს თავიდან. ჩვენი მოქალაქეებისა და მეომრების ისტორიის გახსენებასთან ერთად, ამ საკითხზე საუბრისას, არ შეიძლება უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების ამაგის დაუფასებლობა, რომ არაფერი ვთქვათ იმ დიპლომატიურ ომზე, რაც მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნებზე იყო გაჩაღებული და ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებაზე, ცალკე უნდა გამოვყოთ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების თანადგომა და მათი მეთაურების საოცარი გაბედულება, რომლებმაც, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების სანაცვლოდ დატოვეს კომფორტული სამუშაო კაბინეტები, ჩამოვიდნენ საქართველოში და გვერდში დაგვიდგნენ. უფალმა დაუფასოს მათ და მათ სახელმწიფოებს ეს ამაგი. და ბოლოს, მსურს კიდევ ერთხელ შევავედრო ყოვლადმოწყალე უფალს აგვისტოს ომში აღსრულებული, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე ქართველი მეომრების უკვდავი სულები და შევთხოვო, რომ მისი სარწმუნოების ერთგულ ქართველ, მშვიდობისმოყვარე ერს, ააცილოს სამომავლოდ ის აგრესია, რაც 2008 წელს ოკუპანტმა რუსეთმა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიჩინა. საქართველოს ომი არ დაუწყია! რუსეთი ... ...
  • ლანჩხუთში 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგესდღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ პატივი მიაგო 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას. ამ ომმა ლანჩხუთიდან სამი ვაჟკაცის სიცოცხლე შეიწირა- ემზარ წილოსანი და რუსლან წულაძე შინდისის ბრძოლაში დაეცნენ, ვასილ სმირნოვი კი გორის გზაზე დაბომბვას ემსხვერპლა.  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს. "დღეს 12 წელი გავიდა იმ ავბედითი თარიღიდან, მაგრამ რა დროც უნდა გავიდეს, ჩვენ გმირებს დავიწყება არ უწერიათ. ქედს ვიხრით მათ წინაშე", - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.  ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში მამა დავითმა (წულაძემ) გმირთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...