რატომ ცვლის "ნაცმოძრაობა" ფრაქციის თავმჯდომარეს და არის თუ არა დაპირისპირება გუნდში

მთავარი თემა

რატომ ცვლის "ნაცმოძრაობა" ფრაქციის თავმჯდომარეს და არის თუ არა დაპირისპირება გუნდში

2019 თებ 18 12:04:35

"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით "ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციაში დაპირისპირებაა _ როგორც გვითხრეს, ამის მიზეზი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაა, რომელიც ამჟამად დავით მჟავანაძეს უკავია, თუმცა, ამ პოსტზე პრეტენზიას ბესო ქათამაძეც აცხადებს.

წყარო ყვება, რომ ქათამაძესა და მჟავანაძეს შორის დიდი ხნის წინ დაწყებული კონკურენცია დაპირისპირებაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გამძაფრდა.

"მათ შორის კონკურენცია ყოველთვის იყო. მჟავანაძემ და ქათამაძემ ორჯერ შეძლეს მაჟორიტარულ თემებში გამარჯვება და პარტიაში პირველობის ამბიცია ორივეს ჰქონდა. ქათამაძეს პარტიის თავმჯდომარეობა ყოველთვის სურდა, თუმცა, მჟავანაძე მყარად ინარჩუნებდა ამ პოსტს, რაც ქათამაძის განაწყენებას იწვევდა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ორივე მათგანმა შეძლო საკუთარ მაჟორიტარულ უბნებში ოპოზიციის კანდიდატის გაყვანა. თუმცა, მიხეილ სააკაშვილმა მჟავანაძის შედეგს გაუსვა ხაზი და პირდაპირ ჩართვაში ყველას ამცნო, რომ სოფელი ჭანიეთი, რომლის მაჟორიტარიც დავით მჟავანაძეა, გრიგოლ ვაშაძემ მოიგო. მას ყურადღება არ გაუმახვილებია ქათამაძის მიერ მოგებულ ნასაკირალზე, რამაც ამ უკანასკნელს გული დაწყვიტა. მეორე ტურში სიტუაცია შეიცვალა _ მჟავანაძემ, ქათამაძისგან განსხვავებით, ჭანიეთის მოგება ვერ შეძლო, თუმცა, ამას მისთვის პოზიციები არ შეურყევია", _ ყვება ჩვენი წყარო და ამტკიცებს, რომ სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ღია დაპირისპირება მჟავანაძეს და ქათამაძეს შორის.

მისივე ინფორმაციით, ქათამაძემ სიტუაციის დალაგება პარტიის ცენტრალურ ოფისშიც სცადა, თუმცა, არ გამოუვიდა _ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა მჟავანაძის ჩანაცვლებაზე უარი უთხრეს:

"ამ ამბავმა ქათამაძე ძალიან გააბრაზა და დაანონსდა, რომ პარტიას საერთოდ დატოვებდა", _ აღნიშნა ჩვენმა წყარომ, რომლის თქმით, ქათამაძე ქვეყნის დატოვებასაც გეგმავს.

აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს ბესო ქათამაძე და ამბობს, რომ მასსა და მჟავანაძეს შორის დაპირისპირებას ადგილი არ აქვს. თუმცა, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქვეყნიდან წასვლა სურს, არ უარყოფს:

_ წასვლას ვგეგმავ, მაგრამ დროებით და ისიც მხოლოდ სწავლის გასაგრძელებლად. არის ვარიანტი, რომ სწავლა გავაგრძელო ბრიუსელში, მაგრამ ჯერ ბოლომდე არ არის გარკვეული. დიდი პროცედურებია საჭირო _ ვიზა, სწავლის თანხა. ვნახოთ, თუ მოვაბი თავი, წავალ სასწავლებლად, _ გვითხრა ქათამაძემ.

_ ბატონო ბესო, ეს იმას ნიშნავს, რომ "თავის მობმის" შემთხვევაში საკრებულოს დატოვებთ?

_ არავითარ შემთხვევაში _ უცხოეთში დარჩენას არ ვაპირებ. ორ თვეში ერთხელ ვიქნები აქ და შევინარჩუნებ მანდატს, რადგან არჩეული დეპუტატი ვარ და ხალხთან ვალდებულებები მაქვს. ცალკე პარტიაც არის.

_ არსებობს ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციაში დაპირისპირებაა და თქვენი ეს გადაწყვეტილებაც ამან განაპირობა. ვგულისხმობთ თქვენსა და დავით მჟავანაძეს შორის არსებულ კონკურენციას და ლიდერობის ამბიციას...

_ არასწორი ინფორმაციაა. დათო ჩემი მეგობარია და მსგავსი რამ ბუნებაში არ არსებობს.

_ ჩვენი წყარო ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტის დაკავება გსურდათ და უარი მიიღეთ...

_ სურვილიც არ მქონია, რადგან თავმჯდომარე ჩემი მეგობარია. ჩვენ ვართ ერთი დიდი ოჯახი და ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს.

_ ეს კომფორტი იმაშიც გამოიხატება, რომ საკრებულოში თქვენი ფრაქციის თავმჯდომარე ხშირად იცვლება?

_ ეს შიდა პარტიული გადაწყვეტილებაა.

_ ერთ წელიწადში უკვე სამჯერ შეიცვალა _ თავიდან იყო დავით მჟავანაძე, შემდეგ თორნიკე გოგუაძე, ახლა თქვენ ხართ, თუმცა, გვითხრეს, რომ მალე დატოვებთ ამ პოსტს...

_ ეს ხდება შიდა პარტიული სიტუაციიდან გამომდინარე. ვეცვლებით ერთმანეთს საჭიროებიდან გამომდინარე; პირადულიდან გამომდინარეც ხდება.

_ რას ნიშნავს პირადულიდან გამომდინარე? ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობაზე ვსაუბრობთ...

_ ჩვენ მხოლოდ პარტია არ ვართ. ვართ მეგობრები, ერთი დიდი ოჯახი.

_ ამას ხელფასის გამო აკეთებთ?

_ არა, ხელფასი რა შუაშია. ჩვენ არ ვართ მაგ ხელფასზე დამოკიდებულები და ფრაქციის ხელფასი, ძირითადად, ხმარდება პარტიულ საქმიანობას. არასდროს ყოფილა პრობლემა, თუ ვინ აიღებდა. არის რაღაც საჭიროებები, რის გამოც ხდება გადანაცვლება. დაბრუნდება მჟავანაძე მალე. რა პრობლემაა ამაში?! _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ბესო ქათამაძემ.

ფრაქციის თავმჯდომარის პოსტის მალე დაბრუნების შესახებ არსებულ ინფორმაციას არ უარყოფს დავით მჟავანაძეც:

_ არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის. როტაციის პრინციპით ვენაცვლებით ერთმანეთს, _ გვითხრა მჟავანაძემ, რომელიც ქათამაძესთან დაპირისპირებას უარყოფს:

_ არანაირი დაპირისპირება ჩემსა და ბესოს შორის არ არსებობს. პირველად თქვენგან გავიგე, რომ რაღაც დაპირისპირება არსებობს და ბესო ამის გამო აპირებს ქვეყნის დატოვებას. მიხეილ სააკაშვილის მიერ ჭანიეთის ხსენება სულაც არ ნიშნავს, რომ კონფლიქტი უნდა იყოს. ალბათ, ვიღაცას ხელს აძლევს ამ ხმების გავრცელება და სურთ გამოაჩინონ, რომ კონფლიქტი არსებობს. მე ვიცი, რომ ბესო რამდენიმე თვით თავის საქმეზე აპირებს წასვლას და ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაპირისპირებულები ვართ, _ გვითხრა მჟავანაძემ.




 ახალი ამბები
  • სესიაშვილი: "თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, კიდევ გვიწევს ბრძოლა"საბჭოთა ოკუპაციიდან 99 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკურმა წითელმა არმიამ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან გაიმართა, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს გვარდიის ჯარისკაცებთან ერთად ახალგაზრდა იუნკერები იბრძოდნენ. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კობა კობალაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. „25 თებერვალი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკული დღეა. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის არმიამ ჩვენი ქვეყნის ოკუპირება მოახდინა. სამწუხაროდ, თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, ჩვენ კიდევ გვიწევს ბრძოლა, იმისთვის რომ რუსეთმა დეოკუპაცია განახორციელოს. მაგრამ განსხვავებით 1921 წლისა, საქართველო დღეს არის შემდგარი ქვეყანა და მას გვერდში უდგას ცივილიზებული სამყარო და საერთაშორისო საზოგადოება. ჩვენი ძალა ჩვენი ქვეყნის სიყვარულში მდგომარეობს, ამ გმირი იუნკერების სულში და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა მიაღწევს თავის სანუკვარ თავისუფლებას და მოახდენს ტერიტორიების დეოკუპაციას. ამას ვერანაირი წითელი ან სამფეროვანი რუსეთი წინ ვერ აღუდგება", - განაცხადა ირაკლი ... ...
  • ჩოხატაურელი იუნკერის, მაკარ ბურჭულაძის ხსოვნას პატივი მიაგეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გმირ მაკარ ბურჭულაძის ხსოვნას მიაგეს პატივი. აღევლინა გმირის ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდიც, რასაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები,  სოფელ სამების, ამღლების, შუა ამაღლების, ხიდისთავის, ბუკისციხის, გოგოლესუბნის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის, ნიკო მარის სახელობის  N1  სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. ცნობისთვის, ჩოხატაურელი იუნკერი, მაკარ ბურჭულაძე სოფელ სამების მკვიდრი იყო. ის  საბჭოთა ოკუპაციის დროს კოჯორში ... ...
  • ოკუპაციის დღე ლანჩხუთშიოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის  ,,ოკუპაციის მუზეუმში" ჩატარდა ექსკურსიები და საქართველოს ოკუპაციის ამსახველი კადრები უჩვენეს. გარდა ამისა, მუზეუმში პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპოზიცია თემაზე ,,1921 წლის 25 თებერვალი- საქართველოს ოკუპაცია". „ოკუპციის მუზეუმში“ სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებიც ... ...
  • მშობლები სკოლაში _ საინტერესო პრეზენტაციები და დაახლოება სკოლასთან ქალაქ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლაში დასრულდა ერთკვირიანი კამპანია “მშობლები სკოლაში“. ამ ხნის მანძილზე 1-ა კლასის მოსწავლეების წინაშე ხუთი მშობელი წარსდგა. პირველ დღეს მშობელმა ნანა წითლიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია სოფელ ლიხაურის ღირშესანიშნაობებისა და დიდი ექვთიმეს შესახებ. მეორე დღეს კი მოსწავლეების წინაშე წარსდგა ხათუნა რუსიეშვილი, პრეზენტაციით “ჩემი სამშობლო საქართველოა".  პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა მცირე დისკუსია თემაზე - რა არის თქვენთვის სამშობლო?! კვირეულის ფარგლებში მოსწავლეების წინაშე გამოვიდნენ: თეოფილე კალანდარიშვილი პრეზენტაციით - ,,ბუნებრივი აირი და უსაფრთხოების წესები", ლელა გოგიტიძე: პრეზენტაციით ,,მოსწავლე და მასწავლებელი, კვირეულის დასასრულს კი პრეზენტაცია მოაწყო სოფო ცინცაძე, რომლის თემა იყო “ბაქტერიები და ჰიგიენა.“ “ამ ეტაპზე ხუთმა მშობელმა მცირე პრეზენტაციებით პირველკლასელებს თავიანთ პროფესიები გააცნეს და ასევე საინტერესო თემებზე ისაუბრეს ბავშვებთან. პროექტის მიზანია გავზარდოთ მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში და ავამაღლოთ მოსწავლეთა მოტივაცია და ინტერესები სწავლისადმი.“ - აღნიშნა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს 1- ა კლასის მასწავლებელმა ნათია ჯულაყიძემ. მისივე თქმით, პირველი კლასელებისთვის აუცილებელია სკოლაში ჩატარდეს სახალისო და ამავე დროულად საინტერესო გაკვეთილები. “ამისთვის. შემოქმედებითი კუთხით ვიგონებთ ათასგვარ პროექტებს. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენს მიერ წამოწყებულ ინიციატივებზე მშობლები მოდიან და პრეზენტაციებს აწყობენ ბავშვებისთვის. ბავშვებისთვის პირველ რიგში მშობლები არიან ავტორიტეტები და აქედან გამომდინარე მოგვივიდა იდეა, რომ სკოლაში მშობლის კვირეული ჩაგვეტარებინა. შემდეგ ეტაპზე აუცილებლად ვაპირებთ მამების ჩართვას პროექტში და ისინი გააცნობენ საინტერესო და მნიშვნელოვან ამბებს პირველკლასელებს.“- გვითხრა ნათია ჯულაყიძემ. კვირეულის ფარგლებში ძალიან აქტიურობა გამოიჩინეს პირველკლასელებმა და შეიძლება ითქვას კითხვების წვიმაში მოაქციეს ... ...
  • ჟურნალისტმა ნინო ხოზრევანიძემ აჭარის მაუწყებელი დატოვააჭარის მაუწყებელის ჟურნალისტმა ნინო ხოზრევანიძემ ტელევიზია პროტესტის ნიშნად დატოვა. ნინო ხოზრევანიძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში ავრცელებს განცხადებას. "ბატონო გიორგი, რომ ვფიქრობდე გაუაზრებლად აზიანებთ მაუწყებელს, თქვენთან დალაპარაკებას ვცდიდი, მაგრამ დღითიდღე ვრწმუნდები, როგორ მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ანგრევთ, ანადგურებთ მაუწყებლის იდეას. პროცესები იმდენად შეუქცევადია, რომ აზრს ვეღარ ვხედავ დავრჩე ხელფასისთვის, თქვენს ქუდქვეშ ყოფნა მიუღებელია ჩემთვის. 21 თებერვალს ვნახეთ, როგორ მოარგეთ კონკურსი ბაკალავრის დიპლომის მქონე ვახო ხუზმიაშვილს, რომლის დანიშვნაზეც წინასწარ ვიცოდით. 20 თებერვალს განვითარებული მოვლენები კი სცდება ყოველგვარ მორალურ ზღვარს. მაუწყებლის ნგრევის პროცესში, რომელიც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით დაიწყო და ნათია ზოიძის იძულებით წასვლით გაგრძელდა, იცით, რომ თქვენ ხართ რიგითი შემსრულებელი. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი დროებითია და თქვენი ქმედებებისთვის პასუხისგება მოგიწევთ" - წერს ნინო ხოზრევანიძე.   ნინო ხოზრევანიძე წლების განმავლობაში იყო აჭარის მაუწყებლის თბილისის ბიუროს რეპორტიორი.  ... ...

არქივი

ზაფრანი

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...