რატომ ვერ მოხერხდა ხიდისთავში ანა კალანდაძის სახლ-მუზეუმის აშენება

მთავარი თემა

რატომ ვერ მოხერხდა ხიდისთავში ანა კალანდაძის სახლ-მუზეუმის აშენება

19 დეკ. 2019, 10:47:59

"ჩემი პირველი პოეტური შთაგონება, ჩემი პირველი პოეტური სიტყვა ჩემს მშობლიურ სოფელს _ ხიდისთავს უკავშირდება. იგი გურიაშია, ჩოხატაურის რაიონში. ამ სოფელში ვარ დაბადებული", _ წერდა პოეზიის დედოფლად წოდებული ანა კალანდაძე, რომლის მამაპაპისეულ სახლში "გურია ნიუსი" 16 დეკემბერს იმყოფებოდა. სახლში ოჯახის დიასახლისი ლარისა მანჯავიძე და პოეტის ძმისშვილი ვახტანგ კალანდაძე დაგვხვდნენ.


„თითქოს გარიყულები ვართ, რატომ ან რისთვის, ვერ ვხვდები. არავის გახსენებია, რომ 15 დეკემბერს ანას დაბადების დღე ჰქონდა“, _ ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი პოეტის ძმისშვილის მეუღლემ, ქალბატონმა ლარისამ, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას პოეტის ხსოვნის მიმართ უპატივცემულობაში ადანაშაულებს.

დღეს მიწვეული ვართ ბათუმის „ნიკეას“ სახელობის სკოლაში ანა კალანდაძის შესახებ ღონისძიებაზე. ჩვენთან თუ ტარდება რაიმე მსგავსი ღონისძიება, არ ვიცი, ადგილობრივ ხელისუფლებას კი არც გავხსენებივართ. რატომ, რა არის ამის მიზეზი, ვერ გეტყვით. სანამ თანამდებობებზე დაინიშნებოდნენ და სკამებს დაიკავებდნენ, გვერდში ვედექით სოფლის დეპუტატს და მერის წარმომადგენელს ხიდისთავში. ჩემი მეუღლე ფეხდაფეხ დაჰყვებოდა. მოვიდნენ თანამდებობებზე და შემდეგ ამბავიც არ უკითხავთ. ძალიან მწყდება გული, რომ ასეთი ბუმბერაზი პოეტი უყურადღებოდაა. ანა ნამდვილად არ იმსახურებდა ამას“, _ ამბობს ქალბატონი ლარისა.

ხიდისთავში, პოეტის მშობლიურ სოფელში დღემდე არ არსებობს მემორიალური დაფა, რომელიც ტურისტებს გზის გაკვლევაში დაეხმარება.

„უბრალოდ, მემორიალური დაფის დადგმა ვერ მოხერხდა, რომ დაინტერესებულმა ადამიანებმა შეძლონ ანას მამისეულ სახლს კითხვისა და მინიშნების გარეშე მიაგნონ. ხშირად ინტერესდებიან სხვა რეგიონები. საქართველოს ყველა კუთხიდან მოდიან. როგორც ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში მიდიან, ისე მოდიან აქ. უამრავი ბავშვი მოჰყავთ ექსკურსიებზე. მთელი ზაფხულის განმავლობაში არ წყდება ნაკადი. ძლივს აგნებენ. კითხვა-კითხვით მოდიან ჩვენამდე. დღემდე ვერ მოახერხეს, რომ მემორიალური დაფა თუ არა, უბრალო მინიშნება მაინც დაიდგას, სად მდებარეობს ანა კალანდაძის მამაპაპისეული სახლი“.

ანა კალანდაძის მშობლიურ სახლში გვეუბნებიან, რომ მუზეუმის ასაშენებლად დიდი ხანია გამოყოფილია ადგილი ეზოში მდებარე აკაციის ტევრში, თუმცა, ამშენებელი არ ჩანს.

„აქვე ეზოში, სიმბოლურად აკაციის ტევრში გამოვყავით ადგილი მუზეუმისთვის წლების წინ. მოსული იყო მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა. ეს, დაახლოებით, 2-3 წლის წინ იყო, სოფლის წარმომადგენელი დათო ვასაძეც ახლდა. ვილაპარაკეთ, იმედი მოგვეცა, რომ ბოლოს და ბოლოს, ანას სახლ-მუზეუმი ეღირსებოდა, მაგრამ მას შემდეგ აღარავინ შემოგვხმიანებია და არც მუზეუმის ამშენებელი გამოჩენილა ვინმე. ნუთუ ასე გაუჭირდა ხელისუფლებას, რომ ერთი მოკრძალებული მუზეუმი ვერ ააგო ანა კალანდაძის სახელზე. ბევრი გვყავს ანასნაირი პოეტი? მართალია, სახლში გვაქვს მოწყობილი ანას კუთხე, მოდიან და ნახულობენ, მაგრამ ეს ოჯახია, სადაც ვცხოვრობთ, სოფელია და ყოველთვის, შესაძლებელია, ვერ ვიყო ისე და ვერ დავხვდე მოსულს ისე, როგორც ეს ანას ხსოვნას ეკადრება, _ ამბობს ქალბატონი ლარისა და დასძენს: „ცენტრალურმა ხელისუფლებამ როგორ უნდა გაიგოს, თუ ხმა ადგილობრივმა არ მიაწვდინა. ადგილობრივმა კი ის თქვა, რომ თურმე ჩვენ ვართ ეზოში მუზეუმის აშენების წინააღმდეგი. სად გაგონილა ასეთი რამ?! პირადი ინტერესების გამო ჯავრი ანა კალანდაძეზე არ უნდა იყარო ადამიანმა“.

ლარისა მანჯავიძე „გურია ნიუსთან“ ყოფითი პრობლემების შესახებაც საუბრობს. როგორც ოჯახის დიასახლისი ამბობს, სახლში წვიმის დროს წყალი ჩამოსდით, ოჯახს კი საშუალება არ აქვს, სახურავი შეცვალოს და ანას კუთხე დასველებისგან დაიცვას.

_ მე და ჩემი მეუღლე უმუშევრები ვართ. კომუნალური გადასახადები რომ გადაგვეხადა, შვილი თბილისში წავიდა და იქ მუშაობს, 300 ლარი აქვს ხელფასი. პენსია სულ ორი თვეა, რაც დამენიშნა და ვეღარ შევიძელით სახლისთვის სახურავის შეცვლა. როგორც გითხარით, ძალიან ბევრი ჯგუფი მოდის ანას მამაპაპისეული ადგილის სანახავად. ერთხელ, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, კორესპონდენტმა შენიშნა, რომ წყალი ჩამოდიოდა. სიუჟეტი ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელს უნახავს, რომელმაც შემდეგ მოსწავლეები ჩამოიყვანა ჩვენთან. წასვლისას 200 ლარი გადმომცეს და მითხრეს, იქნებ, რამეში დაგეხმაროსო. ძალიან მომერიდა“, _ ამბობს ქალბატონი ლარისა და იხსენებს, რომ, წლების წინ, როდესაც ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი გაიხსნა ხიდისთავში, მუნიციპალიტეტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ანა კალანდაძეს მისი მუზეუმის გახსნაც შესთავაზა.

„ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმის გახსნაზე ანაც იყო ჩამოსული. გია ცინცაძე იყო მაშინ რაიონის გამგებელი და შესთავაზა მამიდას თქვენს მუზეუმსაც გავაკეთებთო, თუმცა, ანამ უარი უთხრა, ცოცხალი ადამიანისთვის სახლ-მუზეუმის გაკეთება იუხერხულა. ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო ქალბატონი ანა.

იმის გასაგებად, იგეგმება თუ არა ხიდისთავში ანა კალანდაძის სახლ-მუზეუმის გაკეთება და რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე ანას მამაპაპისეული სახლის მიმანიშნებელი აბრის დადგმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს ირაკლი კუჭავას დავუკავშირდით. 

„ვერ დაგეთანხმებით, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არ გახსენებია ანა კალანდაძის დაბადების დღე, რადგან 13 დეკემბერს ჩოხატაურის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში გაიმართა ამ დღისადმი მიძღვნილი საღამო, რომელსაც პირადად ვესწრებოდი. სწორედ ამ შეხვედრაზე ვისაუბრე და კიდევ ერთხელ გამოვთქვი წუხილი იმის გამო, რომ, სამწუხაროდ, პოეტის სახლ-მუზეუმი არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ დავაყენეთ საკითხი შესაბამის უწყებებში. ჩვენს თვითმმართველობას მუზეუმის აშენების ფინანსები არ გააჩნია.

შესაბამისად, როცა მუზეუმი არ არსებობს, მასთან მისასვლელი მანიშნებელი ფირნიშიც ვერ იქნება.

ამ ეტაპზე, დიდი პოეტის უკვდავსაყოფად ხიდისთავის ცენტრში მოვაწყვეთ მისი სახელობის სკვერი. ოჯახშიც ნამყოფი ვართ, იმედი მაქვს, რომ გამოვნახავთ სახსრებს ამ საქმისათვის.

გულახდილად გეტყვით _ თავის მართლებას არ ვაპირებ, ეს ის თემაა, რომლის გამო კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ ირაკლი კუჭავამ, თუმცა, მუნიციპალიტეტის მერს, არ გახსენებია, რომ სახლს, რომელზეც ვსაუბრობთ, 2014 წლის ივნისში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

სოფელ ხიდისთავში მართლაც არის გაშენებული სკვერი, თუმცა, იქ არც მემორიალური დაფა დგას და არც სხვა რაიმე მიმანიშნებელი, თუ ვის ეკუთვნის აღნიშნული სკვერი.

ამის შესახებ მერის წარმომადგენელი ხიდისთავის თემში დავით ვასაძე ამბობს, რომ სკვერში მემორიალური დაფის დადგმა უახლოეს დროში იგეგმება.

დაგეგმილია და ძალიან მალე დაიდგმება ხიდისთავში მდებარე სკვერში ანა კალანდაძის მემორიალური დაფა. ვარჩევთ სტროფებს ლექსებიდან, რომ ასევე, განთავსდეს სკვერში", _ გვითხრა ვასაძემ.

კითხვაზე, რას გულისხმობდა ლარისა მანჯავიძე პირად ინტერესებში, როცა ამბობდა, რომ „პირადი ინტერესების გამო ჯავრი ანა კალანდაძეზე არ უნდა იყაროს ადამიანმა“, ვასაძე ამბობს, რომ ვერ ხვდება, რას შეიძლება გულისხმობდეს ქალბატონი.

_ რა პირადი ინტერესები შეიძლება მქონდეს ანა კალანდაძის ან ოჯახის მიმართ?! რაზე საუბრობს ქალბატონი ლარისა ვერ ვხვდები, არანაირი პირადი ინტერესი არ არსებობს, _ გვითხრა დავით ვასაძემ, თუმცა, ფაქტია, რომ პოეტი, რომელიც ასე ეამაყება ჩოხატაურელებს და სრულიად საქართველოს, შესაფერისი ყურადღების მიღმაა დარჩენილი.




 ახალი ამბები
  • „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ძალადობა არ წყდება- მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე მარნეულის მუნიციპალიტეტში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან  "ენმ"-სა და "ოცნების" წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. „კრიმინალური და მავნებელი ძალის, „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროვოკაციები და ძალადობა არ წყდება. ამჯერად, არსებული ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ნაციონალური მოძრაობის პარტიული აქტივის წარმომადგენლები მივიდნენ ცესკოს საოლქო კომისიის შენობასთან, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც არის ჩვენი ოფისიც, ,,ქართული ოცნების" შტაბი, საიდანაც მძიმე შეურაცხყოფის ფონზე აპირებდნენ ჩვენი შტაბის წევრების პროვოკაციაზე წამოგებას, თუმცა ჩვენ, როგორც იცით, ჩაშლილი გვაქვს მკაცრი დირექტივა პარტიაში, რომ პარტიულმა აქტივმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი მსგავს მავნებლობაზე. ამიტომ, ,,ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროვოკაციის პირველი მცდელობა დასრულდა უშედეგოდ.  ამის შემდეგ, ცესკოს საოლქო ორგანიზაციის შენობაში შეუშვეს მათი აქტივისტი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ( ეს პირი იდენტიფიცირებულია და შეგნებულად არ ვამბობ სახელს და გვარს) ,  რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მაისური შემოახია ცესკოს თანამშრომელს, რასაც მოჰყვა მცირე ფიზიკური დაპირისპირება. შენობასთან შეკრებილმა „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა აღნიშნულზე დაიწყეს ხმაური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოსაყენებლად. „ნაციონალური მოძრაობის" წევრები უკვე რამდენიმე დღეა და თქვენ ეს ფაქტები ყველამ მშვენივრად იცით, ცდილობენ „ქართული ოცნების" წევრების პროვოკაციაზე წამოგებას, თუმცა, დღეს, როდესაც ჩვენი გუნდის წევრების მიმართ მათი ასეთი მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, ისინი უკვე ცესკოს თანამშრომელზე გადავიდნენ და აღნიშნული პიროვნება მათი ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამჟამად, როგორც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, ადგილზე იმყოფება პოლიცია და  დაწყებულია გამოძიება. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე არიან წამსვლელები, რადგან მათ არჩევნებში იციან, რომ წარმატების არანაირი შანსი არ აქვთ და მხოლოდ პერმანენტულ ძალადობაზე, მუდმივ პროვოკაციაზე არიან გადასულები. კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, არა მხოლოდ ჩვენს აქტივისტებს და განსაკუთრებით ჩვენი პარტიის წევრებს და აქტივისტებს,  მაქსიმალურად შეიკავეთ თავი „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების პროვოკაციაზე რეაგირებისგან. როგორც ჩანს უკვე მათ აქვთ თავისი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ ხაზად განსაზღვრული პროვოკაციები, ამიტომ ჩვენ ყველას გვმართებს, რომ პროვოკაციებზე არ წამოვეგოთ. სრული მობილიზება მოვახდინოთ ყველა მიმართულებით, რადგან ასევე აქვს საქართველოს მოსახლეობას უნიკალური შანსი, რომ ,, ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი არჩევნების შედეგებში იყოს  ისტორიულ მინიმუმზე. ასევე, მოვუწოდებთ  საერთაშორისო პარტნიორებს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან საარჩევნო პროცესში დესტრუქციის შემოტანაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ყველა კანონდარღვევას, ძალადობის ყველა ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი, მკაცრი პასუხი მოჰყვება და დესტაბილიზაციის საშუალება არავის მიეცემა“,_ განაცხადა ... ...
  • სოფლის ცენტრში, ტუალეტში ბამბუკია ამოსული : „გაკეთებული საქმეების „მშვენება“ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა წყალსადენის მშენებლობაა, რომლის  პროექტირებაც  უკვე  დაწყებულია. აქაურები ითხოვენ  სოფლის ყველა უბანში გზის გაკეთებას, რომლის მოასფალტება შეუძლებელია თუ ჯერ წყლის გაყვანა არ მოხდა. „გურია ნიუსი“ სოფელს ეწვია. ჩვენ  გავეცანით  აქაურთა პრობლემებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო წლებში ბევრი საქმე  გაკეთდა, განსაკუთრებით  კი  დვაბზუსა და გაღმა დვაბზუს შორის, მდინარე  მაღელაზე  ხიდის  აგებისთვის,  გამოთქვამენ კმაყოფილება, სომელიც მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით  აიგო.  მათივე თქმით, ძველი დროიდან მოყოლებული, ერთ დიდი პრობლემას წარმოადგენდა. სოფლის ცენტრში, საბავშვო  ბაღის შენობის  მიმდებარედ, სადაც ასევე სამედიცინო უბანია განთავსებული,   ტერიტორიის მოზრდილი ფართობია, რომლის უკანა კუთხე ეკალ-ბარდითაა დაფარული.  ხოლო იქვე მდგარ, ამჯერად უფუნქციოდ დარჩენილ ტუალეტში , ბამბუკის ხეებია ამოსული.   ბარდები და  და ჭინჭარია ასევე  ამოსული სამედიცინო უბნის კედლების გასწვრივ. ჩვენს კითხვაზე, თუ   რატომ არის  აქ ასეთი მდგომარეობა და შესაძლებელია თუ არა აქვე მომუშავეთა მიერ,  დასუფთავების დღის მოწყობა,  ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ   სოფელში გაკეტებული ბევრი კარგი სქმის „მშვენება“, ნამდვილად არ უნდა იყოს ცენტრში ასეთი ანტისანიტარიული  ადგილი. _მოვახერხებთ, დავალაგოთ და მოვაწესრიგოთ აქაურობა, - გვითხრეს მათ.   ჩვენის მხრივ, ვიტყვით, რომ აქაურობის იერ-სახეზე, დასუფთავებასა და მოვლაზე,  ხელისუფლების ადგილობრივ წარმომადგენლებს , დეპუტატს  თუ აქვე , სხვადასხვა სფეროში მომუშავეებს, ერთნაირად  უნდა შესტკიოდეთ   გული და საკუთარი ინიციატივით უნდა აწყობდნენ „დასუფთავების დღეებს“. _აქ მალე სკვერი უნდა გაკეთდეს. ზოგადად, კოორდინირებული მუშაობით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, ბევრი რამის გაკეთება შევძელით _ გვითხრა მუნიციპალიტეტის  მერის წარმომადგენელმა სოფელში, მამუკა გოგოუაძემ. დვაბზუს მცხოვრებთაგან, დღეისთვის სამ მცხოვრებს აღმოაჩნდა კორონა ვირუსი (ისინი ქობულეთის ფაბრიკის, „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლები არიან)  და ყველა გადაყვანილია ბათუმში. „გურია  ნიუსი“ ვრცლად,  დვაბზუში  არსებული პრობლემების თუ   გაკეთებული საქმეების ირგვლივ, საგაზეთო სტატიაში ... ...
  • 2 დაღუპული და 2 დაშავებული_ ავარია ავტობანზეავტოსაგზაო შემთხვევას თბილისი-სენაკი ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ორი მამაკაცი ემსხვერპლა,  ორი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ავტობანზე მოძრავი „ნისანის” მარკის ჯიპი ტრაილერს შეეჯახა. შემთხვევის გამო ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • „თხილის ფასს არ ეხება ომი და წაბლისას აფარჩაკებს? “ : ოზურგეთული „გარჩევა“ ფასებზე დღეს, დილიდან, ოზურგეთში თხილის ფასის კიდევ ერთი ახალი  ფორმულაა ძალაში - ამჯერად ერთი კილოგრამი შვიდლარნახევარი ღირს,  სულერთია, „ბერძნულაა “ თუ „გულშიშველა“.  ოღონდ  ათი ცალი გატეხილი თხილიდან, რვა მაინც საღი უნდა იყოს _ ასეთია თხილის მიმღები  პუნქტების ოპერატორთა ლოგიკა. კითხვაზე, თუ  ერთ ცალ საღ გულში აპირებენ 80 თეთრის გადახდას, თან ზოგი ამბობს, რომ ათიდან, რვა რომ იყოს საღი, მაინც რვა ლარს გადავიხდითო, ეს რა ლოგიკაა? _ ვკითხეთ მათ. _ის ლოგიკაა, რომ მაგდენი საღი თხილი არცერთ ვარიანტში არ   გამოვა. ტყუილა იძახიან, _ თავ-თავის „ლოგიკას“  იშველიებენ ფასებზე და ერთმანეთზე   აღრენილი  თხილის მიმღები ოპერატორები. _არაფრით არ შეიძლება ათი ცალიდან ათივე საღი გამოვიდეს,    „ბერძნულა“   ნამეტურ. ამიტომ ნუ ამბობთ და ნუ წერთ რომ, ერთი კილოგრამი რვა ლარი  ღირს. მასეც რომ იყოს, მაინც არავინ გადაიხდის შვიდლარნახევარზე მეტს. რატომ,  იცით?   გარჩეული, მზა ნედლეული, ერთი კილოგრამი თხილი დღეს  ღირს 18 ლარი. ერთ კილოგრამ გარჩეულ თხილს 2,400 კგ გაუტეხავი თხილი სჭირდება. ახლა იანგარიშეთ, რამდენია? 19 ლარს აჭარბებს გარჩეული თხილის გულის ფასი, თუ გაუტეხავში 8 ლარს გადაიხდიან.  ვინმე წაგებაზე წავა? ამიტომ, ვინც იძახის, რომ ერთ  ცალში 80 თეთრს იხდის და შესაბამისად,  ერთ კილოგრამში 8 ლარს მიიღებთო, გატყუებთ, _ გვითხრეს თაყაიშვილის ქუჩაზე განლაგებულ ჯიხურებში. რაც შეეხება წაბლის ფასს, რომელიც  ერთი კვირაა, რაც ბაზარზე შემოვიდა, ერთ კილოგრამს 2 ლარად იბარებდნენ.  თუმცა,  დღეს  ერთი კილოგრამის  ფასი  ერთი ლარია. _თხილის  ფას კი მიფრინავს, ერთი ეს გვითხარით, წაბლი რომ ღირდა 2 ლარი, ახლა რატომ განახევრდა ფასი?  ეს საქმეა?  თან საკმაოდ კარგად  ასხია წელს,_   სვამდნენ კითხვებს წაბლით სავსე ჩანთებით მოსული სოფლის მცხოვრებლები. _ხომ გითხარით, აზერბაიჯანში გაჰქონდათ, ახლა ომიაო და ამიტომ შეჩერდა გატანა. აქით თურქეთიც ჩაკეტილია, ამიტომ დაეცა ფასი. თქვენზე უფრო გვინდა ჩვენ, მაღალი ფასი რომ ჰქონდეს _ განმარტებებს არ იშურებდნენ თხილის პუნქტებიდან. _ თხილის ფასს  არ ეხება ომი და  წაბლისას   აფარჩაკებს?  _ უპასუხოდ დარჩა იმ ქალბატონების კითხვა, რომლებაც  პირი იბრუნეს და ჩასაბარებლად წამოღებული წაბლი ისევ შინ ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახმეტაში უალკოჰოლო ლუდის მინი საწარმო აშენდასაქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ახმეტაში, კერძოდ სოფელ ომალოში, უალკოჰოლო ლუდის მინი საწარმო აშენდა. კომპანია დღიურად 100 ლიტრ ლუდს აწარმოებს და მის რეალიზაციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე  ახდენს.  სამომავლოდ საწარმო ხილის გადამუშავებას და ახალი ასორტიმენტის შეთავაზებას აპირებს მომხმარებლისთვის. ისეთის როგორიცაა, ვაშლის ლუდი, კუნელის ლუდი და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 100 000 ლარია, აქედან შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში საქართველოს ბანკის თანამონაწილეობა 40 000 ლარს შეადგენს. კომპანია აქტიურ რეჟიმში აწარმოებს უალკოჰოლო ლუდს და პროდუქციას ყიდის თბილისში, რუსთავში, მარნეულში, თელავსა და გურჯაანში.  კომპანია გაყიდვების ზრდას და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას ელის. ამ ეტაპზე კომპანიაში 6 ადამიანია დასაქმებული. „საქართველოს ბანკი  ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით აქტიურად აგრძელებს  ახალი პროექტების წახალისებას. მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა შეგვეტანა წვლილი ადგილობრივი წარმოების, კერძოდ უალკოჰოლო ლუდის საწარმოს მშენებლობის განხორციელებაში. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტები დაეხმარება რეგიონის ეკონომიკას და დადებით გავლენას მოახდენს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ საწარმოს სამომავლო საქმიანობაში.“ - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls