როგორ შეათავსებინეს გამგებელს ექიმობა და რატომ უნდა ვენდოთ დეპუტატ წილოსანს სიტყვაზე

მთავარი თემა

როგორ შეათავსებინეს გამგებელს ექიმობა და რატომ უნდა ვენდოთ დეპუტატ წილოსანს სიტყვაზე

2017 აპრ 10 17:56:04

თუ ჩოხატაურის სამუზეუმო გაერთიანებას ორშაბათს, დღის პირველ ნახევარში ეწვევით, ვერც დირექტორს _ შოთა ჩანტლაძეს იპოვით და ვერც მის მოადგილეს _ თამთა ჯანხოთელს.

ამის მიზეზი ისაა, რომ საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციის სრულ განაკვეთზე დასაქმებული მოხელეები, სხვადასხვა სკოლაში ნახევარ განაკვეთზე მუშაობენ.

იქ მისულებს ბუღალტერი ხათუნა ჩხიკვაძე დაგხვდებათ, რომელიც გირჩევთ, რომ თუ უფროსთან ან მის მოადგილესთან გაქვთ საქმე, დღის მეორე ნახევარში მიხვიდეთ ან ტელეფონით სცადოთ დაკონტაქტება. ბუღალტერი იმასაც გეტყვით, რომ ასე ხდება ყოველ ორშაბათს.

როგორც გავარკვიეთ, ბუღალტერმა ისიც კარგად იცის, რომ ეს კანონის დარღვევაა, თუმცა, აღნიშნავს, რომ ამ თემებზე საუბარი მის კომპეტენციაში არ შედის.

ამაზე არც გაერთიანების და არც მასში შემავალი სხვადასხვა მუზეუმების თანამშრომლები საუბრობენ ღიად. თუმცა, პირად საუბრებში გვიყვებიან, რომ „პატრონიანებისთვის“ ასეთი რამ დასაშვებია. იმასაც გვიმხელენ, რომ პედაგოგიურ მოღვაწეობას მუზეუმების სხვა თანამშრომლებიც ეწევიან და ამის გამო, ბევრი მათგანი სამუშაო საათების ნაწილს სკოლაში ატარებს.

საჯარო მოსამსახურეებს კანონი პედაგოგიურ საქმიანობას არ უკრძალავს, თუმცა, ასეთ შემთხვევაში პირი კონკრეტული უწყებიდან სრული განაკვეთის ანაზღაურებას არ უნდა იღებდეს და თუ იღებს, მაშინ გაცდენილ დროს დამატებითი სამუშაოს დროით უნდა ანაზღაურებდეს. თუმცა, როგორც შოთა ჩანტლაძისგან გავიგეთ, დამატებით არც თვითონ მუშაობს, არც მისი მოადგილე და არც მუზეუმების ის თანამშრომლები, რომლებიც, პარალელურად, პედაგოგიური საქმიანობით არიან დაკავებულები.

ჩანტლაძესთან საუბარში ისიც გაირკვა, რომ სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელმა კანონი კარგად იცის და ისიც, რომ თავადაც არღვევს:

_ ასე მოუწია, რომ მეც და ჩემს მოადგილესაც გაკვეთილები ორშაბათს გვაქვს. თუმცა, სხვა თანამშრომლები არიან ოფისში, _ გვითხრა შოთა ჩანტლაძემ.

_ ბატონო შოთა, თქვენ ხომ მუზეუმების მუშაობაზე პასუხისმგებელი პირი ხართ? სამუშაო საათებში სამსახურში თქვენი ან თქვენი მოადგილის ყოფნა რომ აუცილებელია, არ იცით?

_ კი, მაგრამ შევცვლით.

_ იცით, რომ თქვენც და თამთა ჯანხოთელიც კანონს არღვევთ?

_ კი, მაგრამ გპირდებით, რომ გამოვასწორებთ და სხვა დროს გადავიტანთ გაკვეთილებს.

_ ეს ხომ თქვენი პრეროგატივა არ არის? რას ნიშნავს, გაკვეთილებს სხვა დროს გადაიტანთ?

_ მე ვთხოვ ჩემი სკოლის დირექტორს ცხრილის შეცვლას. მე თუ არ გამომივიდა, მაშინ თამთა მოახერხებს. ისე ვიზამთ, რომ ორივე ერთდროულად არ ვიყოთ წასულები.

_ და სანამ თქვენ ან თქვენი მოადგილე ამ საკითხს მოაგვარებთ, მანამდე კანონი უნდა დაარღვიოთ?

_ ცოტა ხანია, რაც ასე ხდება და იმ სემესტრიდან შეიცვლება, _ დაგვაიმედა ჩანტლაძემ.

ამ კანონდარღვევის პარალელურად კი ირკვევა, რომ შოთა ჩანტლაძე, სრულ განაკვეთზე მუშაობით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, როგორც სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი, ყოველთვიურად 600 ლარს იღებს, ხოლო მისი მოადგილე _ თამთა ჯანხოთელი 560 ლარს.

ამ თემაზე მუშაობისას „გურია ნიუსმა“ კიდევ ერთი საინტერესო დეტალი აღმოაჩინა _ რამდენიმე დღის წინ, შოთა ჩანტლაძემ, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დეკრეტულ შვებულებაში მყოფი დირექტორის შემცვლელად მაკო ბენიძე წარადგინა.

როგორც მუზეუმის თანამშრომლებმა გვითხრეს, წარდგენას ჩანტლაძის მოადგილე თამთა ჯანხოთელიც ესწრებოდა, რომელიც ბენიძის მეუღლის მამიდაშვილია. თუმცა, მეორე დღეს, დირექტორის შემცვლელი სამსახურში აღარ მისულა. როგორც გავარკვიეთ, ამის მიზეზი მუნიციპალიტეტების რამდენიმე ხელმძღვანელი პირის პროტესტი გახდა, რომლებსაც ბენიძის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

ჩანტლაძე ამბობს, რომ მუზეუმის თანამშრომლებს კანდიდატურა „სხვათა შორის“ წარუდგინა:

_ დანიშვნით არ დამინიშნავს, ისე, სხვათა შორის წარვადგინე. თანამშრომლებს ვუთხარი, რომ შეიძლება ეს გოგონა გამხდარიყო მათი დირექტორი.

_ რას ნიშნავს „სხვათა შორის“? ჩვენ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ბენიძის დანიშვნის ბრძანება გაგაუქმებინეს..

_ ბრძანება არ მქონდა დაწერილი. მოვიდა ეს გოგონა და დაწერა განცხადება, რომ სურდა მუშაობის დაწყება და მე იმავე დღეს წარვუდგინე თანამშრომლებს.

_ ბატონო შოთა, ვინც თქვენთან განცხადებას წერს სამსახურის დაწყების მოთხოვნით, ყველას წარდგენას ასე აკეთებთ?

_ არა. უბრალოდ, მითხრეს, რომ ეს გოგონა იქნებოდა.

_ ეს მითითება ვინ მოგცათ?

_ გამგეობიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ დამენიშნა.

_ იცოდით, რომ ეს „გოგონა“ თქვენი მოადგილის ნათესავი იყო?

_ მერე გავიგე, რაც წარვადგინე, _ გვითხრა ჩანტლაძემ და საუბარი იმ მიზეზით შეწყვიტა, რომ სკოლაში გაკვეთილებს ატარებდა.

ჩვენ ამ დეტალების გადამოწმება ჩოხატაურის გამგებელთან ვცადეთ _ ირაკლი კუჭავამ, ტრადიციულად, კითხვების წერილობით გაგზავნა მოითხოვა. გავუგზავნეთ კიდეც და პასუხის მიღებამდე შევეცადეთ ჩანტლაძესთან კიდევ გაგვერკვია რამდენიმე საკითხი. სატელეფონო კომუნიკაციის დროს, სამუზეუმო გაერთიანების უფროსმა ჯერ გვითხრა, რომ ვერ გაგვესაუბრებოდა, რადგან მეგობართან იყო აუცილებელ საქმეზე, ხოლო მერე გვითხრა, რომ ექიმთან იმყოფებოდა ვიზიტზე და ამ მიზეზით არ შეეძლო საუბარი.

განსხვავებული და საეჭვო პასუხების გამო. „გურია ნიუსმა“ გადაწყვიტა ჩანტლაძის ადგილმდებარეობა დაეზუსტებინა. მით უმეტეს, გვქონდა ინფორმაცია, რომ გამგებელმა ყველა სამსახურის და ა(ა)იპ-ის უფროსს ჩვენთან ინტერვიუები აუკრძალა და დაავალა, კითხვებზე პასუხი მხოლოდ წერილობით გაეცათ.

ირაკლი კუჭავასთან გაგზავნილი კითხვების შინაარსის გათვალისწინებით, სავარაუდო იყო, რომ ჩანტლაძე ჩვენთვის მოცემული ინტერვიუს გამო სასაყვედუროდ დაიბარეს. არც შემცდარვართ _ ჩანტლაძესთან გახორციელებული ზარის შემდეგ, გამგებლის მდივანს დავურეკეთ და ვკითხეთ, იყო თუ არა თავისუფალი გამგებელი, რომ მიღებაზე შევთანხმებულიყავით. მდივანმა გვითხრა, რომ გამგებელთან სამუზეუმო გაერთიანების უფროსი შოთა ჩანტლაძე იმყოფებოდა.

ეს ინფორმაცია მოგვიანებით, გამგებლის კაბინეტიდან გამოსულმა ჩანტლაძემაც დაგვიდასტურა, თან აღნიშნა, რომ ექიმთან წასვლას აპირებდა და ამიტომ შეათავსებინა გამგებელს ექიმობა(?!)

ჩანტლაძემ არ გვითხრა, კონკრეტულად რომელი თანამდებობის პირის ბრძანებით აპირებდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მისი მოადგილის ნათესავის დანიშვნას. უფრო სწორად, ჩვენი ინფორმაცია, რომ ეს პირი გამგებლის მოადგილე მინდია ჟღერია იყო, არც უარყო და არც დაადასტურა. თუმცა, აღნიშნა, რომ ბენიძის მეუღლის _ თენგო მეგრელიშვილის და ჟღერიას ახლო მეგობრობის შესახებ მისთვის ცნობილი არ იყო.

თავად ჟღერია მეგრელიშვილთან (მეგრელიშვილი გამგეობაში ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომელი იყო, ცოტა ხნის წინ კი გამოცდები ჩააბარა. ავტ.) მეგობრობას არ უარყოფს და ამბობს, რომ იგი ისინი კლასელები არიან. კითხვაზე, მისი ბრძანებით დაინიშნა თუ არა მეგრელიშვილის მეუღლე დირექტორად ერთ დღით, გვპასუხობს, რომ ბრძანებებს არ იძლევა. თუმცა, არ უარყოფს, რომ მისი მხრიდან ამ დანიშვნაზე თხოვნას ჰქონდა ადგილი.

უფრო მეტი კონკრეტიკა ჟღერიამ არ მოისურვა და კითხვებზე საპასუხოდ მესიჯების გაგზავნა ითხოვა.

_ ბატონო მინდია, როცა ჟურნალისტი გირეკავთ, არ უნდა უპასუხოთ?

_ მომიმესიჯეთ და გაგცემთ პასუხს.

_ რას ჰქვია, მოგიმესიჯოთ? სტატიას ვამზადებთ, გირეკავთ თანამდებობის პირს და კითხვებზე პასუხს გთხოვთ....

_ მომწერეთ, ისე ვერ გიპასუხებთ.

_ გამგებლის ბრძანება, რომ ინტერვიუები წერილობითი მომართვის გარეშე არ მოგვცეთ, თქვენზეც ვრცელდება? ვინმეს უთანხმებთ, რა პასუხები უნდა გაგვცეთ?

_ რა შუაშია გამგებლის ბრძანება?! თუ კითხვებზე პასუხი გინდათ, მომწერეთ, _ აღნიშნა ჟღერიამ.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ბენიძის დანიშვნის რეკომენდაცია ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა გასცა იმის გამო, რომ მისი ბიუროს თანამშრომელი ბენიძის ნათესავია. წილოსანი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ არავის დანიშვნაში არ ჩარეულა, თუმცა, მომხდარის შესახებ ინფორმაციას ფლობს:

_ მე მომწერა მაკომ და მითხრა, რომ პრობლემა შეიქმნა. ერთი დღით დანიშნეს და მერე დღეს მოხსნეს. ორი დღის წინ იყო ეს ამბავი და სიმართლე გითხრათ, ვერ მოვიცალე ამის გასარკვევად.

_ ქალბატონო ნინო, გვითხარით, რომ ბენიძის დანიშვნაში არ ჩარეულხართ და თუ ეს ასეა, თქვენ რატომ მოგწერათ ბენიძემ პრობლემის შესახებ?

_ მე მაჟორიტარი ვარ და როცა ვიღაცას პრობლემები აქვს, მწერს. არაფერია ამაში გასაკვირი. მართალია, მტკიცებულება არ მაქვს, რომ დანიშვნაში არ ჩავრეულვარ, მაგრამ, იმედია, სიტყვებზე მენდობით, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას ნინო წილოსანმა.

იმის გასარკვევად, კონკრეტულად რა პრობლემები შეექმნა მაკო ბენიძეს, ამ უკანასკნელს ტელეფონით დავუკავშირდით:

_ არაფერი მსგავსი არ ყოფილა _ არც არავის დავუნიშნივარ და არც გავუთავისუფლებივარ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ბენიძემ.

_ თუ ასე იყო, წერილი რატომ მიწერეთ დეპუტატს?

_ არ მიმიწერია.

_ ნინო წილოსანმა გვითხრა, რომ მიწერეთ.

_ ხო, კაი, და მერე რა?

_ იქნებ, ჩვენც გვითხრათ, რა მოხდა _ რატომ დაგნიშნეს ერთი დღით დირექტორად?

_ არ ვაკეთებ ამ თემაზე კომენტარს, _ გვითხრა ბენიძემ და ტელეფონი გაგვითიშა.

და ბოლოს _ რაც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან გაგზავნილ კითხვებს: ჩვენ დავინტერესდით, იცის თუ არა ირაკლი კუჭავამ, რომ ორშაბათს, დღის პირველ ნახევარში, სამსახურში არც სამუზეუმო გაერთიანების უფროსი დადის და არც მისი მოადგილე; რა ინფორმაციას ფლობდა ერთდღიან დირექტორზე და ვინ დაურეკა შოთა ჩანტლაძეს გამგეობიდან; ასევე, იცის თუ არა სხვადასხვა მუზეუმების იმ თანამშრომლების შესახებ, რომლებიც ჩანტლაძის და ჯანხოთელის მსგავსად, პედაგოგებად მუშაობენ და ამავე დროს, მუზეუმებში სრულ განაკვეთზე არიან დასაქმებულები.

ამ კითხვებზე გამგებლის მიერ ოფიციალურად გამოგზავნილი პასუხები ასეთია:

„კანონის დარღვევასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ ვარ, რადგან „საჯარო სამსახურის შეახებ კანონი“ საქმიანობის შეზღუდვას აწესებს მხოლოდ სახელმწიფო მოსამსახურეებისთვის. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ აწესებს პედაგოგიურ საქმიანობაზე შეზღუდვას, რა თქმა უნდა, იგულისხმება გონივრულ ფარგლებში, ანუ ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობის შემთავსებელი. ასეა თქვენი თანამშრომელიც დავით ჩხიკვაძე, რომელიც ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელია.

რაც შეეხება ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, მუზეუმის დირექტორი იმყოფება სადეკრეტო შვებულებაში და იქ სხვა ახალი კადრი არ დანიშნულა,“ _ მოგვწერა გამგებელმა, რომელსაც, როგორც ჩანს, არც პარლამენტარი აყენებს საქმის კურსში, არც გამგებლის მოადგილე და არც ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი, რომლებიც ბენიძის დირექტორად დანიშვნას არ უარყოფენ; აღსანიშნავია, რომ ამ დანიშვნას თავად ბენიძეც ადასტურებს და მუზეუმის თანამშრომლებიც, რომლებიც „ერთდღიანი“ დირექტორის ოფიციალურად წარდგენას ესწრებოდნენ.

და ბოლოს, განმარტება გამგებლის მიერ ჩვენი თანამშრომლის მოხსენიების გამო _ ერთ-ერთი ა(ა)იპი-ს ხელძღვანელი დავით ჩხიკვაძე მართლაც მუშაობს „გურია ნიუსში“, თუმცა, მას სპეციალური სამუშაო გრაფიკი აქვს, რომლის მიხედვითაც მასზე დაკისრებულ მოვალეობას არასამუშაო საათებში ასრულებს _ იგი ინტერნეტტელევიზიის მიმართულების ტექნიკური თანამშრომელია.

თუ კი გამგებელს ეჭვი აქვს, რომ ჩხიკვაძე საჯარო სამსახურში არ დადის, მას „გურია ნიუსის“ ხათრით ნუ დააფარებს ხელს _ გამგებლის პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულებაა, იცოდეს, რომელი ჩინოვნიკი აცდენს სამსახურს და მის მიმართ შესაბამისი სანქციები გაატაროს.




 ახალი ამბები
  • ,,ჩვენ ერთად ვირჩევთ მომავალს“ - განათლებისა და თანასწორობის ცენტრმა ოზურგეთში ახალ პროექტი დაიწყო ,,ჩვენ ერთად ვირჩევთ მომავალს“ - ასე ეწოდება პროექტს, რომელიც არასამთავრიბო ორგანიზაცია განათლებისა და თანასწორობის ცენტრი, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უმცირესობების წარმომადგენლებისთვის დემოკრეტიულ ღირებულებებზე დაფუძნებული არაფორმალური განათლების შეთავაზება და სამოქალაქო კულტურის განვითარების ხელშეწყობა. 15 ნოემბერს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფორმატი მოიცავდა დისკუსიას თემაზე: რამდენად ახდენს გავლენას არჩევნების შედეგზე დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული საარჩევნო კამპანია. დისკუსიაში  მუნიციპალიტეტში მომქმედი პოლიტიკური პარტიებთან:  პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება  ,,ევროპული საქართველო“, პარტია  ,,სამართლიანობისთვის“, პოლიტიკური პარტია ,,ლეიბორისტული (შრომის) პარტიასთან“  ერთად მონაწილეობდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და  სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ოზურგეთის საარჩევნო ოლქის წევრები და ჟურნალისტები. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, დამსწრე საზოგადოებამ ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები დემოკრატიულ ღირებულებზე დაფუძნებული საარჩევნო კამპანიის მნიშვნელობაზე. პროექტი ნოემბრის ბოლოს დასრულდება და  არა ერთ აქტივობას პირდება ... ...
  • სემეკმა დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი დაამტკიცასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებისთვის დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესები დაამტკიცა. წესის საფუძველზე დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ფარგლებში დადგინდება, თუ რამდენად სრულყოფილად ასრულებს კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს კონკრეტული რეგულირებადი საქმიანობისათვის საჭირო დანახარჯების წარმოშობის, დასაბუთების, გონივრულობის და  სათანადოდ აღრიცხვის კუთხით. სატარიფო რეგულირების პროცესში სემეკი ითვალისწინებს კომპანიის მიერ წარმოდგენილ, დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შედგენილ აუდიტის ანგარიშს, რომლითაც აუდიტორის მიერ დადასტურებულია კომპანიის ყველა სახის დანახარჯი და არა ამ დანახარჯის მიზანშეწონილობა კონკრეტული რეგულირებადი საქმიანობისთვის. „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი“ კი ადგენს პრინციპებს, კონკრეტულ რეგულირებად საქმიანობასთან დანახარჯის კავშირისა და მისი გონივრული ოდენობით განსაზღვრის შესახებ.  ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights Tbilisi გაიმართა (R)საქართველოს ბანკის პარტნიორობით რიგით მეჩვიდმეტე Fuckup Nights Tbilisi გაიმართა. ღონისძიება განკუთვნილია მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის. მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე, ისაუბროს პროფესიული მარცხის შესახებ, დრო სასიამოვნო გარემოში, საინტერესო ადამიანებთან ერთად გაატაროს. Fuckup Nights Tbilisi არის სივრცე, სადაც მონაწილეები ისმენენ ბიზნესისტორიებს, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, განიხილავენ პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც გაფუჭდა, საუბრობენ პროდუქტზე, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა.  Fuckup Nights Tbilisi-ის წლევანდელი სპიკერები იყვნენ:  ლაშა ანთაძე, Shelf Network-ის დამფუძნებელი. Shelf არის ბლოქჩეინ სტარტაპი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი გასაყიდი ნივთი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ერთდროულად თავსდება ონლაინ მარკეტფლეისებზე და ტარდება სინქრონული აუქციონი ან ვაჭრობა. 2018 წელს სტარტაპმა მოიპოვა $1.6 მილიონი ინვესტიცია.  მარიამ რუსიშვილი, QuickCash AI-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. QuickCash AI ღრუბლოვანი ბიზნეს ბანკინგის მაღალტექნოლოგიური ალგორითმული პლატფორმაა (www.lightspeed.ge), რომელიც ემსახურება მცირე და საშუალო კომპანიების კრედიტუნარიანობის ონლაინ შეფასებას. 2019 წელს კომპანია EMERGING EUROPE AWARDS-ზე, ლონდონში  საუკეთესო სამეულში, როგორც წლის ინოვაციური ინიციატივა მოხვდა.  კრისტინა ავსარქისოვა, მუსიკოსი, რომელიც ცნობილია როგორც Dudey.  ის არის მომღერალი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, რომელმაც house-მუსიკის მიმართულების სინთეზი მოახდინა გოთურ სიმღერასთან, ტექსტებთან და ცოცხალ ვოკალთან.  წარუმატებლობის კიდევ ერთი ისტორია გააზიარა დამსწრეებთან სანდრო გაბელიამ, Metro Production-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა პროდიუსერმა.  Fuckup Nights Tbilisi-ის სცენა ღიაა მათთვის, ვინც არ უშინდება ფართო აუდიტორიასთან საკუთარ მარცხზე საუბარს. Fuckup Nights -ის სცენამ 16 შეხვედრის დროს უკვე უმასპინძლა სტარტაპებს, არქიტექტორებს, ანტრეპრენერებს, ეკონომისტებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ჟურნალისტებსა და პრომოუტერებს, უამრავ სხვა საინტერესო პროფესიის ადამიანს, რომლებმაც წარუმატებლობის საკუთარი ისტორია გააზიარეს.  Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს. Fuckup მოძრაობა 2012 წელს მექსიკაში დაიწყო. დღეს ღონისძიებები ყოველთვიურად მსოფლიოს 300-ზე მეტ ქალაქში იმართება. საქართველო გლობალურ მოძრაობას 2018 წლის 13 აპრილს შეუერთდა და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 86 ქვეყანასა და 318 ქალაქში მიმდინარეობს.  ... ...
  • რა მდგომარეობაა საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით კომპანიებშიCSR- კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, ბიზნეს მოდელში ინტეგრირებული თვითრეგულაციის ფორმაა. სოციალური პასუხისმგებლობა კი მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომპანიისთვის. ეს განსაკუთრებით დიდი ბიზნესის წარმომადგენლების პრ საქმიანობას ეხება. უფრო პატარა კომპანიები ხშირად მთელი პროცესის მაგივრად მხოლოდ ცალკეულ საქველმოქმედო აქციებს მიმართავენ. აღსანიშნავია, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მიხედვით, ვალდებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარებისთვის,  ხელი შეუწყოს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას. CSR კვირეულის ფარგლებში, ქორთიარდ მარიოტში  კორპორაციული პასუხისმგებლობის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-ს დაკვეთითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა. პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მოქმედი ბიზნესების გამოკვლევა კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით. კვლევა საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ მხარეს, დაინახოს თუ რა მდგომარეობაა საქართველოში მოქმედ მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის კომპანიებში ამ თვალსაზრისით. ორგანიზაციული სტრუქტურა და კორპორაციული პასუხისმგებლობა, კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საქმიანობის/აქტივობების დაგეგმვის, აღსრულებისა და მონიტორინგის პროცესი, კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული რეპორტინგი და საქმიანობის/აქტივობების გაშუქება, ადამიანის უფლები და შრომითი უფლებები,  გარემოს დაცვა და ნარჩენების მართვა, კორუფციასთან ბრძოლა, ქველმოქმედება, სპონსორობა, სხვადასხვა სფეროს განვითარების მხარდაჭერა, პარტნიორობა საჯარო და არასამთავრობო სექტორთან_ ეს ის რამდენიმე ძირითადი ნაწილია, რისგანაც კვლევის კითხვარი შედგებოდა. რა მდგომარეობაა საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით კომპანიებში_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ აღმასრულებელ დირექტორს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კვლევის ფარგლებში 1000-ზე მეტი, მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის  კომპანია გამოიკითხა. „გამოვიკვლიეთ ისეთი მიმართულებები, როგორიცაა, კორპორაციული მმართველობა, ადამიანის უფლებების დაცვა, შრომის უფლებების სტანდარტების მიმართულებით რას საქმიანობენ კომპანიები, გარემოს დაცვა, კორუფციასთან ბრძოლა. მათ შორის, გამოვიკვლიეთ ამ მიმართულებებით რა ღონისძიებებს ახორციელებს კომპანია პარტნიორულად სხვა კომპანიებთან ან არასამთავრობო სექტორთან ან სახელმწიფო სტრუქტურებთან. გარკვეული შედეგები დაიდო ამ კუთხით. ერთის მხრივ კომპანიების 26%-მა თქვა, რომ მათ აქვთ გათვალისწინებული კორპორაციული პასუხისმგებლობა სტრატეგიულ დონეზე და ყურადღებას აქცევენ, რომ ამ მიმართულებით გარკვეული საქმიანობა განახორციელონ. 26% ძალიან მცირეა, მაგრამ ამ მიმართულებით გასულ წლებში უფრო ცუდი მდგომარეობა იყო. რაც შეეხება ადამიანის უფლებების სტანდარტებს, კომპანიების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ისინი არა მხოლოდ ითვალისწინებენ ადამიანების უფლებების სტანდარტებს, არამედ თავიანთ კონტრაქტორებს სთხოვენ, რომ სტანდარტები გაითვალისწინონ. გამოვიკვლიეთ, შრომითი უსაფრთხოების სტანდარტები რამდენად არის გათვალისწინებული კომპანიების შიდა დოკუმენტებში და საქმიანობაში, ბავშვთა შრომის საკითხები, ასევე გამოვიკვლიეთ გაერთიანების თავისუფლება და სხვა. მდგრადი განვითარების დღის წესრიგის  შესრულების საკითხიც  იქნა გამოკვლეული და კომპანიების უმრავლესობა აცხადებს, რომ მდგრადი განვითარების პირველ ორ მიზანზე ახდენს ზეგავლენას ძირითადად საქმიანობით, რომელიც არის სიღარიბის დაძლევა და შიმშილის აღმოფხვრა“,_ ამბობს ზურაბიშვილი. როგორც „სიდას“ აღმასრულებელ დირექტორი ამბობს,  კორპორაციული პასუხისმგებლობა არის ძალიან მრავალმხრივი და ამიტომაც  ყველა აღნიშნულ მიმართულებაზე გამოწვევები არსებობს. ადამიანის უფლებების სტანდარტების სტატისტიკური მონაცემები არის ძალიან დაბალი. კომპანიებში ხშირად არ არსებობს საჩივრის მექანიზმები, რაც ადამიანის უფლებების დარღვევის გამოვლენას ხელს უშლის. „რამდენი კომპანია ახორციელებს, რამდენ კომპანიას აქვს პოლიტიკის დონეზე დანერგილი ეს სტანდარტები, რამდენად ახორციელებენ იმის მონიტორინგს ნამდვილად ხორციელდება ის, რაც გაწერილია დოკუმენტში. რამდენად არსებობს საჩივრის მექანიზმები ამ მიმართულებით. ხშირად კომპანიებში არ არსებობს საჩივრის მექანიზმები იმისთვის, რომ გამოვლინდეს ადამიანის უფლებების დარღვევები. შრომის უფლებების დარღვევების სტანდარტების მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სტანდარტები არის უკვე საკანონმდებლო დონეზე გაწერილი. მაგალითად, შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა და შრომითი ზედამხედველობის მენეჯერის არსებობა კომპანიაში მსხვილი ზომის საწარმოების დიდ ნაწილშიც კი არ არის ეს საკითხი გათვალისწინებული“,_ ამბობს ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი ასევე კომპანიებში ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებულ პრობლემებზეც საუბრობს. „მიუხედავად იმისა, რომ ნარჩენების მართვა საკანონმდებლო დონეზე გვაქვს გათვალისწინებული, დიდი რაოდენობა კომპანიების ამბობს, რომ ამ საკითხზე ისინი არ მუშაობენ და არანაირ ნაბიჯს არ დგამენ იმისთვის, რომ გარემოზე მინიმალური ზეგავლენა ჰქონდეთ“,_ ამბობს ... ...
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი: უფრო მეტად, შვილების შემხედვარე, „ბასტი-ბუბუს“ ვუყურებ ხოლმეპარლამენტში, სადაც, ამ წუთებში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, პაატა სილაგაძის მოსმენა მიმდინარეობს, "ევროპული საქართველოს" დეპუტატი ოთარ კახიძე დაინტერესდა, იცნობდა თუ არა „თიბისი ბანკის“ საქმეს  პაატა სილაგაძე, რაზეც მან უპასუხა, რომ ფაქტის შესახებ ტელევიზიიდან გაიგო. „საქმეს არ ვიცნობ. ფაქტი ვიცი, რომ მიმდინარეობს. ტელევიზიიდან გამომდინარე, მაგრამ დეტალები არ ვიცი“, _ აღნიშნა სილაგაძემ, რომლის განცხადებას დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილის გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სილაგაძე არის პირველი კანდიდატი, ვინც თქვა, რომ ტელევიზორს უყურებს. "უფრო მეტად, შვილების შემხედვარე, „ბასტი-ბუბუს“ ვუყურებ ხოლმე“, _ ასე უპასუხა გოგორიშვილის რეპლიკას ... ...

არქივი

ზაფრანი

რა მოხდება მაშინ, თუ ყოველდღე ორ ბანანს მივირთმევთ

ბანანი მნიშვნელოვნად არეგულირებს არტერიულ წნევას,...

არ მიირთვათ ხილი ჭამის შემდეგ

ხილი მიირთვით საჭმლის მიღებამდე, რადგან...

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...