რომელი მინისტრის მოადგილის მეუღლეს აძლევს შპს სოლიდურ ფულად საჩუქრებს

მთავარი თემა

რომელი მინისტრის მოადგილის მეუღლეს აძლევს შპს სოლიდურ ფულად საჩუქრებს

6 მარ. 2017, 16:20:48

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის იური ნოზაძის მეუღლე, ლენა მამაცაშვილი რამდენიმე წელია შპს „ახალი სერვისიდან“ სოლიდურ ფულად საჩუქრებს იღებს. ამის შესახებ ნოზაძის ქონებრივ დეკლარაციებშია აღნიშნული, რომელსაც ის მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ ავსებს.

დელარაციების თანახმად, ჯამში, 2013-2016 წლებში ლენა მამაცაშვილმა საჩუქრად 80 500 ლარი მიიღო.

კერძოდ კი, შპს „ახალი სერვისიდან“ ლენა მამაცაშვილს საჩუქრის სახით, 2015 წელს 21 000 ლარი აქვს მიღებული. 2014 წელს, 20 850.00 ლარი2013 წელსაც იმდენივე - 20 850.00 ლარი;

2016 წელს კი, ამავე შპს-დან მან 17 80 -ლარიანი ფულადი საჩუქარი მიიღო.

მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, „გურია ნიუსთან“, მეუღლის სოლიდური საჩუქრის მიღებას ადასტურებს და ამბობს, რომ ლენა მამაცაშვილი უკვე რამდენიმე წელია ამ საჩუქრებს იღებს.

„პირდაპირ გეტყვით, ჩვენ ვართ „ქართუდან“... ახლობლებს, მსახიობებს, მომღერლებს აძლევენ თანხას დახმარების სახით. იმისთვის, რომ თანხა გაოფიციალურებულიდა დაბეგრილი ყოფილიყო, შეიქმნა ამაზე შპსახალისერვისი“ქართუში“და  იქედან ღებულობენ ამ თანხას. ეს არის დახმარების ფული“,_ აღნიშნავს ნოზაძე.

კითხვაზე: თქვენი მეუღლე კულტურის სფეროს წარმომადგენელია? - ნოზაძე გვპასუხობს:

„კულტურის სფეროს წარმომადგენელი კი არ არის, ჩვეულებრივი მეუღლეა, მე კიდევ „ქართუს“ნათესავი ვარ, რომელიც ასეთ დახმარებას აძლევს ჩემს მეუღლეს (სტილი უცვლელია, ავტ.)“,_ამბობს ნოზაძე.

ბატონო იური, ცოტა გაუგებარია და გაცილებით მეტი კითხვა გაჩნდა. იქნებ განგიმარტოთ, რა დამსახურებისთვის და რამდენი წელია ლენა მამაცაშვილი ამ დახმარებას იღებს? ამასთან, ვისი გადაწყვეტილებით იღებს თქვენი მეუღლე ამ თანხას - თქვენი მიმართვის საფუძველზე?

 „_ფონდის მეპატრონე წყვეტს, ვის დაეხმაროს, ვის არ დაეხმაროს, ვის რა დამსახურებისთვის, მე როგორ გითხრათ, რა დამსახურებისთვის აძლევენ? ეს არ არის თანამშრომელი, ალბათ, აქვს სტატუსი, რომლითაც იმსახურებს დახმარებას. ამაზე ჰკითხეთ მის დამფუძნებელს, დაუკავშირდით და კიდევ უფრო დეტალურად აგიხსნიან. მგონი 7-8-9წელი იქნება, რაც ამ დახმარებას ღებულობს, ზუსტად ვერ გეტყვით“,_ განუცხადა „გურია ნიუსს“ ნოზაძემ.

როგორც „გურია ნიუსმა“ გაარკვია, შპს „ახალი სერვისი“, ვირჯინიის კუნძულებზე 2010 წელს არის რეგისტრირებული (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება რინგოლდ ფინანს ლიმიტედი, ვირჯინიის კუნძულები (ბრიტანეთი) და ხელმძღვანელი პირი ნათელა ყალიჩავაა.საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ შპს „ახალი სერვისი“ ბანკი „ქართუს“ დაფუძნებულია, შპს-ს ხელმძღვანელი ნათელა ყალიჩავა კი, „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

„გურია ნიუსი“ ეცადა ნათელა ყალიჩავასთან დაკავშირებას, თუმცა, უშედეგოდ. დაკავშირების შემთხვევაში მის კომენტარსაც შემოგთავაზებთ.

რაც შეეხება იური ნოზაძის ქონებრივ მდგომარეობას და შემოსავლებს, როგორც 2017 წლის 28 თებერვალს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, მის საკუთრებაში 5 ბინა, კომერციული ფართი, საცხოვრებელი სახლი, 2 ავტოფარეხი და მიწის ნაკვეთია.

2017 წელს, იური ნოზაძეს თაბუკაშვილის 7 ნომერში მდებარე 34,74 კვ.მ-ის კომერციული ფართი, 30000,00-დოლარად  შეუძინია. ამავე მისამართზე აქვს ასევე, მშენებარე (კომერციული) ბინა, რომელიც 177,00 კვ.მ-ია. ბინის საფასური დეკლარაციაში მითითებული არ არის, თუმცა, როგორც ნოზაძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას განმარტა, ეს ფართი მას 2006 წლიდან აქვს, უბრალოდ, ის 2015 წელს დაარეგისტრირა. ჯამში, ნოზაძის საკუთრებაში, თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებული ფართები  211,74 კვ.მ-ია.

“კომერციული ფართი, რომელიც მაქვს შეძენილი „ცენტრ პოინტში“ იმ ავადსახსენებელ კომპნიაში, ვარ დაზარალებულად ცნობილი, იქ მქონდა 2005 თუ 2006 წელს შეძენილი ფართი. ამ გვიან დავარეგისტრირე ეს ქონება, თორემ თანხას 2006 წლიდან ვიხდი. დარეგისტრირებული რომ წერია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა მაქვს შეძენილი, ეს ქონება 2006 წელს შევიძინე. ეს არის კომერციული ფართი, რომელიც სულ 177 კვ.მ იყო, თუმცა, წელს დავამატე იგივე ფართში 35 კვ.მ, რისთვისაც 30 000 დოლარი მაქვს გადახდილი. ამისთვის მე ავიღე სესხი „საქართველოს ბანკიდან“. ამავე ბანკიდან მქონდა აღებული 72000,00-ლარიანი სამომხმარებლო სესხი, მაგრამ თანხა გავზარდე და ახლა გაერთიანებული სესხით 101 000ლარი მაქვს გადასახდელი 2031 წლამდე“, _ აცხადებს იური ნოზაძე.

რაც შეეხება სხვა ქონებას, რომელსაც ნოზაძეს ფლობს, დეკლარაციის მიხედვით ასე გამოიყურება:

2008 წელს ნაყიდი 189,10 კვ.მ-ის ფართობის ბინა თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზირზე, რომლის ფასი დეკლარაციაში არ წერა.

ასევე, 1997 წელს 55,00 კვ.მ-ის ფართობის ბინა თბილისში, მუხიანი IV ა მიკრო რაიონში;

2010 წელს ნაყიდი 39,60 კვ.მ-ის ფართობის ბინა ბორჯომში, დაბა ბაკურიანში ("დიდველი").

1994 წელს ნაყიდი 73,60 კვ.მ-ის ფართობის ბინა საჩხერეში, სანაპიროს ქუჩაზე და საჩხერეში, სოფელ მოძვში მდებარე 180,00 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი, რომელიც დეკლარაციის მიხედვით, იური ნოზაძეს საკუთარი სახსრებით 1997 წელს აუშენებია.

გარდა ამისა, ნოზაძე 1990 წლიდან ფლობს 15000,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთს სოფელ მოძვში, რომელიც მისთვის უჩუქებიათ.

ასევე, იური ნოზაძის საკუთრებაშია 2008 წელს ნაყიდი , 15,00 კვ.მ-ის ფართობის ავტოსადგომი თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზირზე და მეორე 15,00 კვ.მ-ის ფართობის ავტოფარეხი თბილისი, მუხიანი IV მკ-რაიონში, რომელსაც 1997 წლიდან ფლობს.

გარდა ამისა, იური ნოზაძის 100,00%-აინ საკუთრებაშია 2006 წელს შეძენილი მსუბუქი ავტომანქანა RAV-4.

რაც შეეხება მინისტრს მოადგილის ფინანსურ მდგომარეობას, როგორც ნოზაძის დეკლარაციიდან ირკვევა, მისი ოჯახის წლიური შემოსავალი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, მინისტრის მოადგილის პოსტიდან მიღებული 72518,36ლარი იყო.

დეკრაცაიის შევსების მომენტში კი, მის ანგარიშზე „ქართუ ბანკში“ 109,56 ლარი; 65,23 დოლარი და 15,31 ევრო იყო.

საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე 3037,47 ლარი ერიცხებოდა; ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე - 165,69 ლარი (-); ანაბარზე კი -  4015,00 ლარი ჰქონდა.

გარდა ამისა, იური ნოზაძის შვილის, გიორგი ნოზაძის მიმდინარე ანგარიშზე "ქართუ ბანკში" 218,89 ლარი და 561,75 ევრო იყო;

მეორე შვილის, ნიკანოზაძის ანაბარზე "ქართუ ბანკში" 210,00 დოლარი; მიმდინარე ანგარიშზე -  1,47 ლარი და 1,78 დოლარი იყო.

მეუღლის, ლენამამაცაშვილის მიმდინარე ანგარიშზე "ბანკი ქართუში" 1417,68 ლარი და 259,38 ევრო ირიცხებოდა.

დეკლარაციის მიხედვით, იური ნოზაძის სახელზე ორი სესხია (სესხი, სამომხმარებლო, 72000,00, GEL 27.08.2015, 27.08.2015-01.09.2020, საქართველოს ბანკი 8191,87 GEL (გასავალი);სესხი, სამომხმარებლო, 101000,00, GEL 27.08.2015, 20.02.2017-03.03.2031, საქართველოს ბანკი 0,00 GEL (გასავალი), თუმცა, როგორც „გურია ნიუსთან“ მინისტრის მოადგილემ განაცხადა, „საქართველოს ბანკიდან“ გაერთიანებული სესხი აქვს აღებული და ჯამში ეს თანხა 101000,00-ლარს შეადგენს.

დეკლარაციაში ასევე წერია, რომ იური ნოზაძეს სწავლის გადასახადისთვის, გასულ წელს, 9100ლარი გაუცია.




 ახალი ამბები
  • დახურული ბაგა-ბაღები და აღსაზრდელთა განაწყენებული მშობლები1 მარტიდან საბავშვო ბაგა- ბაღებში სწავლის პროცესი განახლდა. მათთვის  გაიცა განსაკუთრებული რეკომენდაციები, რომლის დაცვა, როგორც პერსონალს, ასევე, მშობელს და ბავშვსაც მოუწევს. ამის მიუხედავად არსებობენ ბაღის აღსაზრდელები, რომლებიც 1 მარტს მაინც სახლში დარჩნენ. თბილისის მასშტაბით, 8 საბავშვო ბაღმა ვერ მოახერხა სწავლის განახლება, რადგან პერსონალს კორონა ვირუსი დაუდასტურდა. „სწავლის პროცესის დაწყებამდე წინასწარ გაიტესტა პერსონალი. თბილისი მასშტაბით 8 ბაღში გამოვლინდა ინფიცირების შემთხვევები და ეს ბაღები არ გახსნილა.  პერსონალის საიზოლაციო 12-დღიანი  ვადა რომ გავა, შემდეგ შეძლებს ბაღები სრულად ფუნქციონირებას. პერსონალი ორ კვირაში ერთხელ გაივლიან ტესტირებას, რაც მუდმივი პროცესი იქნება“, _  განმარტა ჩვენთან საუბრისას ბაგა-ბაღების სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა. აღსაზრდელების მშობლებს იმ პერიოდში, როცა ბაგა-ბაღები სასწავლო-სააღმზრდელო  პროცესი შეჩერებული  იყო ურიგდებოდათ არამალფუჭებადი, დაფასოებული პროდუქცია, რომელიც ამ ეტაპზე დახურული ბაღების შემთხვევაში, აღარ დაურიგდებათ. როგორც ბაგა-ბაღების სააგენტოს პრესსამსახურში გვითხრეს, თითო ბაღის დონეზე ვერ გადაწყდება  პროდუქტების გაცემის პროექტი, რადგან ბაღის კვება და პროდუქტების პაკეტის გაცემა სხვადასხვა  პრინციპით ხორციელდება. აქედან გამომდინარე, ბაგა-ბაღები პროდუქტებს აღარ გასცემს. ჩვენ დაგვიკავშირდა თბილისის ერთ-ერთი ბაღის აღსაზრდელის მშობელი. მისი თქმით, ბაღში დაფიქსირდა კორონავირუსი და არ განუახლებია სწავლის პროცესი, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს მისი  5 წლის შვილზე. „ბავშვს აქვს დეპრესია, არის საშინლად განერვიულებული. უნდა ბავშვებთან კონტაქტი, თამაში. მე და მამამისი ვცდილობთ ვეთამაშოთ, მაგრამ ბავშვებთან თამაშის დროს ივსება. ჩამორჩენაზე აღარაფერს ვამბობ. ბაღის ყოველდღიურობა და რეჟიმი აკლია. მითხრეს სავარაუდოდ, ორ კვირაში აღდგება სწავლა ჩვენს ბაღში. რა საჭირო იყო ერთი ადამიანის გამო ბაღის მთლიანად დახურვა, ვერ ვხვდები“, _ გვითხრა აღელვებულმა მშობელმა. სპეციალისტების განმარტებით, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილია, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერდეს იმ ბაღებში, სადაც კორონავირუსის შემთხვევებია გამოვლენილი. მათი თქმით, დაწესებულებებში ჩატარდება დეზინფექცია, მოსამსახურე პერსონალს ჩაუტარდება კოვიდტესტირება და ფუნქციონირებას გააგრძელებს იმ შემთხვევაში, თუ არ გამოვლინდება ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა და რეგულაციების ყველა სტანდარტი დაცული ... ...
  • შორიდან აქვს ნასროლიო, თავს არ მოიკლავდა - დაღუპული ჯარისკაცის დედის პირველი კომენტარი19 წლის ჯარისკაცის, ჯონი ძინძიბაძის დედა დარწმუნებულია, რომ მის შვილს სიცოცხლე თვითმკვლელობით არ დაუსრულებია და გამოძიების მუხლის შეცვლას მოითხოვს. ვაზიანის მეოთხე ბაზაზე, გაურკვეველ ვითარებაში დაღუპულ სამხედროს  სულ ცოტა ხანში გადაასვენებენ, მანამდე კი მისი ოჯახის წევრები მომხდარის იმ ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ, რომლის შესახებაც თავდაცვის უწყება და გარდაცვლილის ძმა ტრაგედიის პირველივე წუთებიდან საუბრობდნენ.  "თავს ეგ არ მოიკლავდა, იმდენად ბედნიერი იყო. დამირეკა გუშინწინ, რომ ახალი გოგო გაიცნო. ანი ჰქვია, კარგი ადამიანი, წესიერი გოგოო. მინდა რომ სახლში მოვიყვანო და გაგაცნოთო, ბედნიერი იყო... ერთი სული ჰქონდა, როდის მოვიდოდა. ჯარიდან გამოსვლას აპირებდა და მოყვანას", - ამბობს დაღუპული ჯარისკაცის და.  "დაამთავრა ჯარი და ვაზიანში გადავიდა, ამდენი ხანი არ მეცალა და ახლა გავიცანი კარგი გოგო და გაგაცნობო. მიდიოდა და მოდიოდა ჭკვიანად. არაფერი დაუშავებია. შორიდან აქვს ნასროლიო..." - ამბობს დაღუპული ჯარისკაცის დედა.  შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით, მე-4 ბრიგადის ტერიტორიაზე ჯარისკაცმა თავი მოიკლა.  წყარო: ... ...
  • ვაქცინის მოწოდების საკითხები - ჯანდაცვის მინისტრი კელი დეგნანს შეხვდაCOVID-19-ის ვაქცინის მოწოდების საკითხზე ჯანდაცვის მინისტრმა დღეს აშშ-ს ელჩთან საქართველოში, კელი დეგნანთან შეხვედრისას ისაუბრა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, კელი დეგნანმა და მინისტრმა იმ ღონისძიებებზე საუბრეს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინის დროულად მიღების კუთხით ახორციელებს. "მნიშვნელოვანია ინფექციის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება. საქართველომ კარგად იმუშავა ინფექციის გავრცელების შემცირების კუთხით, დიდი მოცულობის ტესტირებით და სიფრთხილის ზომებით. ახლა ის ნაბიჯები, რასაც მთავრობა დგამს ეკონომიკის გახსნის კუთხით, ეკონომიკური სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველა დიდ ძალისხმევას ვდებთ, რომ მივიღოთ ვაქცინა ჩვენი მოსახლეობის ასაცრელად და ყველა ქვეყანა გარკვეულ სიძნელეებს აწყდება, რომ ვაქცინის საკმარისი რაოდენობა მიიღოს. საბედნიეროდ, ნელ-ნელა ახალი ვაქცინებიც შემოდის. სულ ახლახანს გამოჩნდა ჯონსონ-ჯონსონის ვაქცინა და იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი ვაქცინის მოწოდება გახდება შესაძლებელი საქართველოსთვის, ბოსნიის, მოლდივის, უკრაინისთვის, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი მოსახლეობისთვის საკმარისი რაოდენობის ვაქცინა მიიღონ“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი ... ...
  • "ამ საქმეს ბოლომდე მივაწვები"_ თამარ ბაჩალიაშვილის დედაგაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი, დღეს, 4 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მისი გამოკითხვაზე დაბარება მოწმე, მარიამ შარაშენიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ბაჩალიაშვილს გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მასთან მიმოწერა ჰქონდა. თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ შარაშენიძის და მისი შვილის ურთიერთობის შესახებ არაფერი იცოდა და ასევე, უცნობია არის თუ არა მათი Facebook-ზე მიმოწერის ე.წ. სქრინები ნამდვილი. "უნდათ, გამომიყვანონ მდგომარეობიდან, რომ შევეშვა ამ საქმეს. მეკითხებოდნენ, ადვოკატებთან ერთად რას აკეთებდი, ადვოკატი რას გირჩევდაო. ახლოვდება სტრასბურგი და ბოლომდე მივაწვები ამ საქმეს",- თქვა თეონა ... ...
  • რატომ დაგვიანდა და როდის გაიცემა ანაზღაურება ოზურგეთის საბავშვო ბაღებშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ანაზღაურების გაცემა დაგვიანდა. მომხდართან დაკავშირებით, ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, გამომწვევ მიზეზად  ტექნიკური შეფერხება სახელდება. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, ანაზღაურების გაცემა დაგვიანდა 3-4 დღით ტექნიკური შეფერხების გამო, რომელიც ამჟამად აღმოფხვრილია და ანაზღაურება გაიცემა დღეს და ხვალ“,_ ნათქვამია ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...