"როცა გამოქვეყნდა ვიდეოები, აღვიდგინე რაღაცეები" _ რატომ "ჩაუშვა" მამალაძემ ოხანაშვილი

მთავარი თემა

"როცა გამოქვეყნდა ვიდეოები, აღვიდგინე რაღაცეები" _ რატომ "ჩაუშვა" მამალაძემ ოხანაშვილი

2017 მარ 21 15:14:31

მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ ბრალდების მთავარმა მოწმემ, ირაკლი მამალაძემ გამოძიებისთვის მიცემულ ახალ ჩვენებაში, დეკანოზის თანამზრახველებად მეუფე დიმიტრი და სოსო ოხანაშვილი დაასახელა:

მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე ხელმეორედ დაკითხეს და მეორე ჩვენებაში ამბობს, ვფიქრობ, მამა გიორგი მრავლობითში იმიტომ ლაპარაკობს, რომ ის მარტო არ მოქმედებდა და კონკრეტულ პირებს გულისხმობსო. რადგან მასთან დაახლოებული პირები არიან სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი, შეიძლება, მამა გიორგი მამალაძესთან ერთად მოქმედებდნენო. ვარაუდობს, რომ ამის უკან მეუფე დიმიტრი დგას. ეს ორი ადამიანი არსად ფიგურირებდა და ახლა გამოჩნდნენ ირაკლი მამალაძის ჩვენებაში. პროკურატურას ახალი ვერსიის შექმნა უნდა, რადგან ძველმა არ გაამართლა. ძველი ვერსიით, მამა გიორგი შორენას მოსაწამლად მიდიოდა, ახლა კი უნდათ ააგორონ, თითქოს ოხანაშვილთან ერთად მოქმედებდა და ამ ამბის უკან მეუფე დიმიტრი იდგა. ირაკლი მამალაძის გარდა, არავინ ასახელებს ოხანაშვილს, _ განაცხადა გიორგი ფანცულაიამ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ფანცულაიას განცხადებაზე და ახალ ჩვენებაზე ირაკლი მამალაძე „გურია ნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს. საქმის მთავარი მოწმე ამბობს, რომ ვიდეოკადრების გასაჯაროების შემდეგ, „რაღაცეები აღიდგინა“:

„მამა გიორგიც ამბობს ჩანაწერში, სოსო და დიმიტრიც იყვნენ დელეგაციაშიო. ამაზეა ლაპარაკი. ანუ ეს ვიდეო-მტკიცებულებები, რაც იყო, ფურცელზე ხომ უნდა გადასულიყო? შესაბამისად, როცა გამოქვეყნდა ეს მასალები, მეც აღვიდგინე რაღაცეები. მანამდე ამ მასალებთან არანაირი წვდომა არ მქონდა. როგორც ნახა საზოგადოებამ, ისე ვნახე მეც. კი, შევხვდი და ველაპარაკე, მაგრამ შეხვედრიდან ყველაფერს ხომ ვერ გაიხსენებ?!

ვერ ვხვდები, რაში აწყობთ მაგათ ეს ჩემი ჩვენება, მაგათზე კარგს არაფერს ვამბობ და ჩემი ჩვენების გამოქვეყნება რაში უნდა აწყობდეთ, ცოტა გასაკვირია,“ _ აღნიშნავს ირაკლი მამალაძე ჩვენთან საუბრისას.

_ ირაკლი, ადვოკატის თქმით, ახალი ჩვენებით პროკურატურას ახალი ვერსიის შექმნა უნდა.

_ მთავარმა პროკურორმა გააბათილა მაგათი მორიგი სისულელე _ შოთაძემ თქვა, რომ ამ ეტაპზე არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც „ციანიდის საქმესთან“ ოხანაშვილს და მეუფე დიმიტრის დააკავშირებს. ეგენი რაღაცას ვარაუდობენ, მართლა მასე ხომ არ არის?! ძალიან არასერიოზულად უდგებიან საკითხს. მამალაძის გარემოცვიდან საზოგადოების მასხრად აგდებას აქვს ადგილი. ჯერ თქვეს იარაღზე, რომ მე მივუტანე, მერე თქვეს, რომ მამა გიორგი ისეთ ჩვენებას მოგვცემს, ხალხი გაოცდება და შოკში ჩავარდებაო. მაგრამ ვნახეთ, ამ ჩვენებაში ნათქვამია, რომ შორენა იკლავდა თავს და, თურმე, მამა გიორგი ამისთვის დაეძებდა ციანიდს ჩემთან ერთად, რომ ჩვენ ერთად გაგვესტუმრებინა იმქვეყნად. ასეთი არასერიოზული ჩვენებების ფონზე მესამე ვერსიის არსებობა ძალიან სასაცილოა.

ჩემ ირგვლივ ვინც არის, ყველას _ უცნობს თუ ნაცნობს, ამ საქმის გამო, თვენახევარია არ დაუძინიათ, ნერვიულობენ, დარდობენ, რომ ემუქრებიან ეკლესიას, პატრიარქს და ასე შემდეგ. ესენი კი ისე გათავხედდნენ, ადვოკატების ჩათვლით, რომ ამაზე საუბრობენ სარკასტულად, ძალიან ხელაღებით, თითქოს, მამა გიორგი ხუმრობდა. როგორ შეიძლება სხვადასხვა დროს ოთხჯერ შეხვდე ადამიანს და ოთხივეჯერ ერთსა და იმავე თემაზე იხუმროს?! უკიდურესად არასერიოზული დამოკიდებულება აქვთ საქმის მიმართ. თუ მამა გიორგის ხუმრობის გამო სოსო ოხანაშვილი გამოაგდეს საპატრიარქოდან, სინოდი შეიკრიბა და მიიღო გადაწყვეტილება გამოძიების მხარდაჭრასთან დაკავშირებით... როგორც ჩანს, ამ ადამიანს სახუმაროდ ჰქონია საქმე, არ ნერვიულობს და შესაბამისად, საზოგადოებამაც არ უნდა ინერვიულოს.

_ გვითხარი, რომ კადრები ჩვენების შემდეგ „რაღაცეები აღიდგინე“... რა აღიდგინე მეუფე დიმიტრისთან დაკავშირებით?

_ მეუფე დიმიტრისთან დაკავშირებით რა უნდა აღმედგინა? მას არასოდეს შევხვედრილვარ. ვიცოდი, რომ არის მეუფე და პატრიარქის ძმისშვილი. მას სხვა საკვანძო თანამდებობა არ ეკავა, რომ გამოჩენილიყო ამ ჯგუფთან. ისინი აქცენტს აკეთებდნენ ისეთ პირებზე, რომლებსაც გარკვეული სადავეები ეჭირათ საპატრიარქოში. ამ საქმეში რომ მეუფე დიმიტრია ჩართული, ხელაღებით ამის თქმა შეუძლებელია _ ეს ან გამოძიებით უნდა დადასტურდეს, ან დაკავებულმა უნდა მისცეს ჩვენება იმასთან დაკავშირებით, ვინ მოქმედებდა. მაგრამ ის, რომ 31 წლის ასაკში მამა გიორგის ეკავა სამი მაღალი თანამდებობა _ იყო სასულიერო სემინარიის რექტორი, კლინიკის დირექტორი, ქონებას მართავდა, ფლობდა ორ ჯვარს და ასე შემდეგ, ადასტურებს, რომ იერარქიული წყაროებით უკავშირდებოდა მეუფე დიმიტრის და ასე ვთქვათ, მისი ხელდასმულია. მეუფეს და ოხანაშვილს დაცვა არ სჭირდებათ, თუ დაცვა დასჭირდათ ფანცულაიაზე უკეთეს ადვოკატსაც იპოვნიან. ვერ ვხვდები, ჩემი ჩვენება რაში დასჭირდათ _ ეს უმსუბუქებს ან პირიქით, ამძიმებს მამა გიორგის საქმეს თუ რა, ვერ გამიგია.

_ ფანცულაია გარკვევით ამბობს, რომ თქვენს მიერ მიცემული პირველი ჩვენება მყარი არ იყო და ახლა სხვა მიმართულებით ცდილობთ გამოძიების წაყვანას...

_ მყარი თუ არ არის, მაშინ შეუძლიათ გაასაჩივრონ აღკვეთი ღონისძიება, გამოუშვან დღესვე მამა გიორგი. მაგრამ ამ ადამიანებს საზოგადოებასთან სათქმელი არაფერი აქვთ ჩემი ჩვენების გარდაც _ არც ალტერნატიულ გამოძიებას აწარმოებენ. ერთადერთი მათი არგუმენტი მამა გიორგის ხუმრობაა იმ შემზარავ ჩანაწერებზე.

_ ფიქრობ, რომ მეუფე დიმიტრი მამა გიორგის გეგმის შესახებ ინფორმაციას ფლობდა?

_ ვერაფერს გეტყვით _ ვერც უარვყოფ, არ შემიძლია ამ თემაზე საუბარი. მე ის ვიცი მხოლოდ, რომ ოხანაშვილი მთლიანად ჩართული იყო ამ საქმეებში და მამა გიორგისთან ერთად მოქმედებდა.

_ თქვი, რომ საპატრიარქოში არსებულ დარღვევებზე ინფორმაციას ოხანაშვილი და მამა გიორგი გაწოდებდნენ. ეს იცოდა მეუფე დიმიტრიმ?

_ ვერ გეტყვით, უთანხმებდნენ თუ არა დეტალებს მეუფე დიმიტრის, მაგრამ ის ვიცი, რომ სოსო ოხანაშვილს თანამდებობა მეუფე დიმიტრის წყალობით ეკავა და გარკვეულ დონეზე აკონტროლებდნენ სიტუაციას.

_ შორენა თეთრუაშვილი შესაძლო დანაშაულის შესახებ გააფრთხილე?

_ გამოვრიცხავ, რომ ამის შესახებ თეთრუაშვილს ინფორმაცია ჰქონოდა.

_ თუმცა, თქვი, რომ ადვოკატ ირმა ჭკადუას მოუყევი და სთხოვე, ის ადამიანები გაეფრთხილებინა, რომლებსაც ეს ამბავი ეხებოდათ..

_ შემიძლია გითხრათ, რომ ირმა ჭკადუას არც ერთ ეტაპზე არ ჰქონია კავშირი შორენა თეთრუაშვილთან. ადვოკატებს აბსოლუტურად სხვა პირთან ჰქონდათ კონტაქტი და როგორც ვიცი, მისთვის არაფერი კონკრეტული არ უთქვამთ. როცა მათ შევხვდი, უბრალოდ, ვუთხარი, რომ თავს გაუფრთხილდეს და რომ დაძაბული სიტუაცია იყო საპატრიარქოში. იქ არსებული მდგომარეობის, დაპირისპირების შესახებ მათაც ჰქონდათ ინფორმაცია. აქ ახალი არაფერი თქმულა და საფრთხეს ერთმანეთისგან ყოველთვის გრძნობდნენ.

_ გინდა დაგვაჯეროთ, რომ ამ ამბის გახმაურებამდე არჩილ გამზარდიას მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს სიზმარში ნახა, როგორ აპირებდნენ პატრიარქის მოწამვლას გერმანიაში, მართლა სიზმარი იყო?

 _ ნამდვილად სიზმარი იყო, მგონი...

_ რეალობასთან ასე ახლოს? იქნებ, ისიც იყო გაფრთხილებული?

_ რა მოხდა ამ შემთხვევაში, არ ვიცი. თუმცა, პატრიარქს რომ რაღაცას უპირებდნენ, ამაზე მუდმივად მიდიოდა საუბრები. რამდენჯერაც ცუდად გახდებოდა, იმდენჯერ იგონებდნენ რაღაცეებს. სიმართლე გითხრათ, მე, პირადად, არასდროს მჯეროდა ამის, მაგრამ საბოლოოდ ისე აღმოჩნდა, რომ მე დავაჯერე იქეთ საზოგადოება.

_ ირაკლი, ამ საქმეში ყველაზე საინტერესო დეტალი ციანიდია _ საწამლავი, რომლით მოწამვლის ნიშნები ძალიან ადვილი ამოსაცნობია. ამავე დროს, მამა გიორგი იყო კლინიკის დირექტორი და მას ბევრ პრეპარატთან ჰქონდა შეხება. ცოტა რთული დასაჯერებელია, რომ შეარჩია საწამლავი, რომლის მიღებასაც გამოძიება ყველაზე მარტივად დაადგენდა.

_ მე ვიცი, რომ ციანიდის აღმოჩენა სხეულში ყველაზე რთულია. რაც შეეხება მეორე კითხვას, კლინიკაში ერთი თვის დანიშნულს არ შეეძლო ვინმესთვის რამე ეთხოვა. ნდობაც არავისი ექნებოდა...

_ და მას არ შეეძლო კონკრეტული პრეპარატი ჩუმად აეღო? რატომ გენდობოდა ასე?

 _ ჩვენ გვქონდა ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა. ბევრი რამ უთქვამს მას ჩემთვის, ბევრი დოკუმენტი მოუწოდებია, თუმცა არც ერთხელ არ გათქმულა წყარო. ყველა სიტუაციიდან მამა გიორგი გამოდიოდა მშრალად.

_ წყაროს ჟურნალისტები ყოველთვის ვიცავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის სანაცვლოდ ვინმემ საწამლავის შოვნა გვთხოვოს..

_ აქ სხვა რამეზეა საუბარი _ ძალიან მძიმე დოკუმენტებთან მქონდა შეხება, რომლებსაც მამა გიორგი მაძლევდა და ეს რომ გამჟღავნებულიყო, მას პასუხს აუცილებლად მოსთხოვდნენ. უფრო მეტსაც გეტყვით _ როდესაც დავდექი იმ რეალობის წინაშე, რომ უნდა დამესახელებინა წყარო, მე პატრიარქის დაცვის სამსახურისკენ მივუთითე, რადგან იქ საერო პირები მუშაობდნენ და მათ პასუხს ვერ მოსთხოვდნენ.

_ მამა გიორგის ნაცვლად ოხანაშვილი „ჩაუშვი“?

_ არ „ჩამიშვია“. უბრალოდ, ასე გამოვიდა, რადგან ოხანაშვილს ვერ მოთხოვდნენ პასუხს ისე, როგორც მამა გიორგის.

_ “გურია ნიუსი“ წლებია წერს საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე, საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე, მეუფეების პირად საკუთრებაში არსებულ მილიონობით ღირებულ ქონებაზე, თუმცა, არც ერთხელ არ მოუთხოვიათ წყაროს დასახელება... საინტერესოა, თქვენ ვინ და რატომ გთხოვდა ამას?

_ ვინ მთხოვდა, მაგას ვერ გეტყვით.

_ ეს მოთხოვნა სასულიერო პირებიდან მოდიოდა თუ საგამოძიებო სტრუქტურებიდან?

_ საგამოძიებოდან ნამდვილად არა. მეტს ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ ჩემს მიერ პრესში გაჟღერებული ინფორმაციები კონკრეტულ ჯგუფს ეხებოდა. თან ისეთი ფაქტები იყო, რომ მეუფეს ქონებაც ჩამოართვეს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მამალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ ყველაფერმა წარმოშვა ის ნდობა, რომ მამა გიორგიმ სწორედ მას სთხოვა ციანიდის შეძენა იმისა გათვალისწინებით, რომ „ურთიერთობა ჰქონდა „არ ემ ჯი გოლდთან“:

_ მამაომ იცოდა, რომ მე დიდი ხნის მანძილზე კაზრეთში ვცხოვრობდი. როცა ამ თემაზე იყო საუბარი, მკითხა, მყავდა თუ არა სანდო პირი. ვუთხარი, რომ კი. დავინტერესდი დეტალებით და სწორედ ამის შემდეგ დამიწერა ფურცელზე, რომ სჭირდებოდა ციანიდი, _ ამბობს მამალაძე.

_ თუკი მამა გიორგისთან მეგობრობდი, მან არ იცოდა, რომ „არ ემ ჯი გოლდთან“ შენ კავშირები არ გქონდა? იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ კომპანიის შესახებ არა ერთი საჯარო გამოსვლა გქონდა...

_ არა, ეს დეტალები მან არ იცოდა. ისე ღრმად არ იყო ამ საქმეში, როგორც ჩანს. მას უთხრეს, რომ ამ ნივთიერების შოვნა კაზრეთში ადვილად შეიძლებოდა და არც ძალიან ძვირი ღირდა. თანაც, ახლა იმდენ რაღაცას შოულობენ, ნდობის მომენტი თუ არის, შეიძლება მოგიტანონ.

_ ირაკლი, თქვი, რომ ეჭვები პროკურატურაში მისვლამდე გაგიჩნდა. გარდა გამოქვეყნებული ვიდეოებისა, გამოძიებას სხვა ჩანაწერებიც მიაწოდე, რომელსაც ძიების დაწყებამდე იწერდი?

_ ამ თემაზე ვერ გაგცემთ პასუხს.

_ მამა გიორგისთან შეხვედრებს იწერდი?

_ მამა გიორგისთან ყველა შეხვედრებს, რა თქმა უნდა, არ ვიწერდი. ჩაწერა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც ფურცელზე ციანიდი დამიწერა. ესეც საკუთარი თავის დასაცავად, რადგან თავიდან ვიფიქრე, ჩემს წინააღმდეგ ხომ არ ხდებოდა შეთქმულება, რადგან მე „არ ემ ჯი გოლდთან“ მქონდა დაპირისპირება, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას ირაკლი მამალაძემ.

ჩვენ შევეცადეთ სოსო ოხანაშვილის და მეუფე დიმიტრის კომენტარებიც მოგვეპოვებინა, თუმცა, არც ერთმა მათგანმა სატელეფონო ზარებზე არ გვიპასუხა.

 




 ახალი ამბები
  • იუსტიციის მინისტრი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების მიერ მოყვანილი მოსავლის აღებას დაესწრო (R)„ჩვენ მიერ გლდანში გაზაფხულზე შემოტანილი პროექტის შედეგად, მსჯავრდებულები უკვე მოსავალს იმკიან და ფინანსურ შემოსავალსაც იღებენ“, _ ასე დაიწყო საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებთან შეხვედრა.  მინისტრი გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე 2019 წლის გაზაფხულიდან მოქმედ სასოფლო-სამეურნეო პროექტის ფარგლებში, მსჯავრდებულების მიერ მოყვანილი მოსავლის აღების პროცესს დაესწრო. დღეს პატიმრებმა  შემდეგი მოსავალი აიღეს - ორ-ორი სახეობის ლობიო და ჭარხალი, კიტრი, პომიდორი, რეჰანი, შაშკულავი და ოხრახუში, ასევე ჟოლო.   პროექტში 7, გრძელვადიანი საპატიმრო სასჯელის მქონე პირია ჩართული. აღსანიშნავია, რომ აღებული მოსავლის რეალიზაციას, საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, პატიმრები  ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში ახორციელებენ. გარდა ამისა, მსჯავრდებულების მიერ მოყვანილ პომიდორსა და იისფერ ლობიოს კერძების დასამზადებლად კაფე "ლიტერა” ყიდულობს. პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხა პროექტში დასაქმებული პატიმრების შემოსავლის წყაროა. დღეისათვის, პროექტის ფარგლებში პატიმრებს 2000 ლარამდე შემოსავალი აქვთ მიღებული. თანხის ერთი ნაწილი მათ პროექტის დაფინანსებას დაუთმეს, ხოლო დანარჩენი თანხა მათ ბარათებზე შემოსავლის სახით დაირიცხა. დღესვე,  მინისტრმა პროექტში მონაწილეობისთვის მადლობის სიგელები გადასცა პროექტის  მხარდამჭერი სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი"-ის აგრონომებს, ზვიად ბობოქაშვილს, ირმა ირემაშვილს და ფრიდონ სანაიას, რომლებიც მსჯავრდებულებს პროდუქციის მოყვანაში უწევენ დახმარებას. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი, საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ანტუან ლორენ ბარდონი, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“, "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი"-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ. მინისტრის თქმით, მსგავსი ტიპის პროექტში მონაწილეობა ე.წ. დახურული ტიპის დაწესებულების მსჯავრდებულებისათვის საუკეთესო საშუალებაა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და პატიმართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციისათვის. პროექტი, რომლის ფარგლებშიც N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმდნენ, გაზაფხულზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივითა და საფრანგეთ -საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური ხელშეწყობით შემუშავდა. პროექტის მიზანია, დაწესებულებაში მყოფი სრულწლოვანი მსჯავრდებულების, მათ შორის, უვადო სრულწლოვანი პატიმრების დასაქმება. პროექტის მხარდამჭერები საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან ერთად არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი" და შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია". ... ...
  • მაია მელიქიძის ინიციატივით ენერგო წყაროების ლაბორატორია დაფუძნდა (R)საქართველოში პირველად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განახლებადი ენერგო წყაროების ლაბორატორია გაიხსნა. RES Lab-ის შექმნის მიზანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევების განხილვა, შესაბამისი კვლევების განხორციელება და კონსულტაციების გამართვა. ლაბის ფარგლებში შეიქმნება სადისკუსიო პანელი, სადაც კერძო და სახელმწიფო ინსტიტუციები გაერთიანდება. პანელური შეხვედრების ფორმატში მუდმივად განიხილება კვლევების შედეგები, რეკომენდაციები და მისი განხორციელების გზები საქართველოში.  ლაბორატორიის ფარგლებში ეტაპობრივად გაწევრიანდებიან სხვადასხვა ორგანიზაციები, წევრობა არ ითვალისწინებს ფინანსურ კონტრიბუციას და მოიაზრებს მხოლოდ ინტელექტუალურ და აკადმიურ პარტნიორობას. განახლებადი ენერგო წყაროების ლაბორატორიის დაფუძნების ინიციატორია სემეკის წევრი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარმომადგენელი მაია მელიქიძე. ... ...
  • ჩოხატაური-ლეჟაისკი _ დიდი სამომავლო გეგმებიმიმდინარე წლის 4-11 სექტემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დელეგაცია, საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის მინდია ჟღერიას, საკრებულოს აპარატის სპეციალისტების ჯუმბერ ბერძენიშვილისა და ნაზი ბერძენიშვილის შემადგენლობით, ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა პოლონეთის ქალაქ ლეჟაისკში. დელეგაციის წევრები დაესწრნენ ყოველწლიურ ტრადიციულ შემოდგომის ფესტივალს, რომელშიც მონაწილეობა იღებს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალური სამსახურები, სოფლების თვითმმართველობები, ასევე, პოლონეთის პარლამენტის წევრები და საეკლესიო პირები. ვიზიტის დროს გახორციელდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა უშუალოდ ქალაქ ლეჟაისკის თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან, სადაც სტუმრები ადგილზე გაეცნენ თვითმმართველობის მუშაობის წარმატებულ პრაქტიკას. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელები ესტუმრნენ ლეჟაისკის სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელს. საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის ინიციატივით მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პოლონეთის დელეგაციის სტუმრობისას დაიწყო, მომავალში იმ გამოცდილების გაზიარების შესახებ, რომელიც ქალაქ ლეჟაისკში არსებულ აღმოსავლეთი ევროპის მასშტაბით წარმატებულ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელს გააჩნია. ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეულია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობის დასრულებისა და ფუნქციონირების დაწყების შემდეგ, პოლონეთის მხარე დახმარებას გაუწევს სასწავლებელს, როგორც საგანმანათლებლო კუთხით, ასევე, შესაძლებელი იქნება გაცვლითი პროგრამების გახორციელება. პოლონეთის მხრიდან, ასევე, გამოითქვა მზაობა, მოხდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის და ქალაქ ლეჟაისკის რამდენიმე სკოლის დამეგობრება, გამოცდილების გაზიარება და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების გახორციელება. 2020 წლის ივნისში, ქალაქ ლეჟაისკში გაიმართება კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 20-ზე მეტი მაღალი დონის შემსრულებელი, მათ შორის სპეციალური სტუმრის სტატუსით მიწვეულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი „ამაღლება, რომლის გამოსვლებს ფესტივალის ერთი დღე მთლიანად ... ...
  • ზურაბიშვილის პირველი კომენტარი სკანდალურ შეწყალებებზე: "არ მჩვევია, ვინმე სხვაზე გადავიტანო პასუხისმგებლობა"საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ შეწყალებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პირადად მან მიიღო და ამაში არავინ ჩარეულა: "იყო ბევრი სპეკულაცია სხვადასხვა ადამიანის ჩარევაზე, მათ შორის ჩემს საპარალამენტო მდივანზე, მაგრამ ეს არ არის მისი კომპეტენცია და ის არ შეიძლება, ჩარეული ყოფილიყო. მე მივიღე გადაწყვრტილება და არ მჩვევია, ვინმე სხვაზე გადავიტანო პასუხისმგებლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში ამ წუთებში მიმდინარეობს. მისივე თქმით, მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. „როგორც პრეზიდენტი, მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე. მერე ვნახოთ როგორ იქნება, წესები როგორი იქნება და როგორ იქნება შეწყალება, ამის მიხედვით განისაზღვრება", _ განაცხადა ზურაბიშვილმა. ამავე თემაზე: ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული ძებნილის სკანდალი: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ძალიან მეშინია" მკვლელები, ყაჩაღები და ახლა უკვე ძებნილი _ ვინ შეიწყალა სალომე ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს _ "იყო ბევრი სპეკულაცია სხვადასხვა ადამიანის ჩარევაზე"საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. „როგორც პრეზიდენტი, მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე. მერე ვნახოთ როგორ იქნება, წესები როგორი იქნება და როგორ იქნება შეწყალება, ამის მიხედვით განისაზღვრება. იყო ბევრი სპეკულაცია სხვადასხვა ადამიანის ჩარევაზე, მათ შორის ჩემს საპარალამენტო მდივანზე, მაგრამ ეს არ არის მისი კომპეტენცია და ის არ შეიძლება, ჩარეული ყოფილიყო. მე მივიღე გადაწყვეტილება და არ მჩვევია, ვინმე სხვაზე გადავიტანო პასუხისმგებლობა“, _ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სგაანგებო ბრიფინგზე, რომელიც ამ წუთებში ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...