საია: ოზურგეთის მერის მხრიდან, სავარაუდოდ, ადგილი აქვს თანამშრომელთა დევნას

მთავარი თემა

საია: ოზურგეთის მერის მხრიდან, სავარაუდოდ, ადგილი აქვს თანამშრომელთა დევნას

2018 ოქტ 11 13:52:56

“თუკი ოზურგეთის მერიის აუდიტის სამსახურის უფროსის, კობა ხაბალაშვილის განცხადებები სიმართლეს შეესაბამება, მაშინ, სავარაუდოდ, საქმე გვაქვს დევნასთან და ეს საკითხი შესაბამისმა სამსახურებმა აუცილებლად უნდა შეისწავლონ“, _ ეს კომენტარი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელმა თამაზ ტრაპაიძემ „გურია ნიუსთან“ ხაბალაშვილის იმ სკანდალური განცხადების შეფასებისას გააკეთა, რომლის თანახმადაც აუდიტის სამსახურის უფროსს, ოზურგეთის მერი  უკანონობის ჩადენას აიძულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრება.

ტრაპაიძე, ასევე მიიჩნევს, რომ  ხაბალაშვილის გარდა, მედიაში გაკეთებული განცხადებების მიხედვით, მერის მხრიდან, სავარაუდოდ ადგილი აქვს სოციალური სამსახურის უფროსის, თამარ დუმბაძის დევნასაც.

მისივე თქმით, თუ ხაბალაშვილი და დუმბაძე საია-ს მიმართავენ, ისინი მათ ყველანაირ სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ.

 აღსანიშნავია, რომ ხაბალაშვილის განცხადებაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასაგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.

როგორც "გურია ნიუსს" უწყებაში უთხრეს, გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში ამ საკითხზე მოკვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხაბალაშვილის განცხადებები მედიაში გაჟღერდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თქმით, უკვე გამოიკითხა ხაბალაშვილი და მიმდინარეობს სხვა პირების გამოკითხვა.

ამ ყველაფრის პარალელურად კი „გურია ნიუსს“ ხელში ჩაუვარდა ის წერილები, რომლებიც ხაბალაშვილმა და მისმა თანამშრომლებმა ოზურგეთის მერს გაუგზავნეს და რომლებიც, მათივე თქმით, შარაშენიძემ რეაგირების გარეშე დატოვა.

წერილებში მერიის სხვადასხვა სამსახურებში არსებული დარღვევებია ჩამოთვლილი და წერილის ავტორები შარაშენიძისგან რეაგირებას ითხოვენ.

მაგალითად ინსპექტირებისა და ანალიტიკური განყოფილების მიერ შედგენილ მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ  ოზურგეთის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში, რომელსაც გია მამაკაიშვილი ხელმძღვანელობს 2018 წლის 1 იანვრიდან 1 აპრილამდე შესულია 1958 წერილი; აქედან ვადაგადაცილებით შესრულებულია 1222 წერილია, შეუსრულებელი ვადაგადაცილებული (პასუხგაუცემელი) არის 474 წერილი. წერილები განყოფილებების უფროსების გვერდის ავლით არის გადაწერილი თანამშრომლებზე.

ამავე ბარათში აღნიშნულია, რომ მერიის ადრეული სკოლამდელი აღზრდის განყოფილების უფროსს, თეიმურაზ მოქიას არ აქვს სამუშაო გეგმა, არ აქვს გადანაწილებული თანამშრომლებს შორის ფუნქციები; აქვს ვადაგადაცილებული (პასუხგაუცემელი) წერილები;

იგივე პრეტენზია აქვს აუდიტის სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების უფროსთან, თამარ აროშიძესთან; ასევე, იმ დროისთვის განთლებისა და გენდერულ საკითხთა განყოფილების უფროსთან მარინა ჯაფარიძესთან, რომელიც დღეს  განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებს.

განსხვავებული სიტუაცია არც სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურშია, რომელსაც ლაშა თავაძე ხელმძღვანელობს.

ამ სამსახურში 2018 წლის 1 იანვრიდან 1 აპრილამდე შესულია 509 წერილი. აქედან ვადაგადაცილებით შესრულებულია 168 წერილი; შეუსრულებელი ვადაგადაცილებული (პასუხგაუცემელი) არის 101 წერილი. 

წერილები განყოფილებების უფროსების გვერდის ავლით არის გადაწერილი თანამშრომლებზე

მსგავსი ტიპის დარღვევები ყველა სამსახურშია აღმოჩენილი.

კონსტანტინე შარაშენიძემ რეაგირების გარეშე დატოვა  ინსპექტირებისა და ანალიტიკის განყოფილების უფროსის მარიკა ნაცვალაძის მოხსენებითი ბარათიც, რომელიც წერს, რომ საქმის მოკვლევისას გამოვლინდა საქმის წარმოების განყოფილების უფროსის მაია ინარიძის გადაცდომები, კერძოდ კი სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობა.

თუმცა, როგორც კობა ხაბალაშვილმა გვითხრა, არცერთ წერილს  რეაგირება არ მოჰყოლია.

აუდიტის სამსახურის უფროსი თქმით, შარაშენიძის მთავარი სამიზნე მხოლოდ თამარ დუმბაძეა:

მერი ჩემზე ამის გამო  ახორციელებს ზეწოლას და მაიძულებს უკანონო ქმედებების ჩადენას. მას სურს დავწერო ისეთი დასკვნა, რომლითაც საფუძველი ექნება, დუმბაძე გაათავისუფლოს.

ხუთი თვის განმავლობაში ოთხჯერ დაიწერა დისციპლინარული წარმოება თამარ დუმბაძეზე, რაც არ შეიძლებაფაქტიურად პარალიზებულია შიდა აუდიტის სამსახური და მუშაობს ერთი მიმართულებით  _ ყველა ბრძანება იწერება სოციალური სამსახურის შემოწმებაზე, _ აღნიშნავს ხაბალაშვილი.

მისივე თქმით, შარაშენიძე მას სამსახურიდან გაშვებით მხოლოდ იმის გამო ემუქრება, რომ დუმბაძის საქმიანობაში  დარღვევები ვერ აღმოაჩინა.

_ ნებისმიერი თათბირი, ნებისმიერი სამსახურეობრივი შეხვედრა  იწყება იმით, რომ სამსახურიდან უნდა გამიშვას, _ ამბობს კობა ხაბალაშვილი.

ჩვენ რამდენიმე დღეა შარაშენიძესთან დაკავშირებას ვცდილობთ, თუმცა უშედეგოდ. ოზურგეთის მერი, რომელიც ჩვენი წყაროს ცნობით, ამ საკითხზე უახლოეს დღეებში უნდა დაკითხონ ჟურნალისტებს ემალება _ ის არც სამსახურშია და არც სატელეფონო ზარებს პასუხობს მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ სერიოზული ბრალდბეები ისმის.

 ხაზგასასმელია კიდევ ერთი დეტალი _ მას შემდეგ რაც ხაბალაშვილი მერის მხრიდან დევნასა და შევიწროებაზე ალაპარაკდა, თემით ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი, არჩილ თალაკვაძეც დაინტერესდა.

იმ ფონზე, როდესაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის არაერთ თანამშრომელს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების მოტივით დავა აქვს მერიასთან, თამარ დუმბაძის და კობა ხაბალაშვილის განცხადებები დროულად უნდა იყოს შესწავლილი.

დაუშვებელია შიდა აუდიტის სამსახურის გამოყენება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის _ მისი მთავარი ამოცა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის და ეფექტიანობის შემოწმებაა. ოზურგეთის მერიამ ამომწურავი განმარტება უნდა გააკეთოს, _ აღნიშნა ორშაბათს, „გურია ნიუსთან“ საუბრისას არჩილ თალაკვაძემ, რომლის მოწოდება, როგორც ფაქტები ცხადყოფს ოზურგეთის მერისთვის არაფერს ნიშნავს, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, კონტანტინე შარაშენიძე ამ თემაზე განმარტებას ამ დრომდე არ აკეთებს.

 

ამავე თემაზე: ახალი სკანდალი ოზურგეთის მერიაში _ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი საქმის დროულ შესწავლას ითხოვს

„მეშინია მისი“ _ რა მისწერა ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა ომბუდსმენს




 ახალი ამბები
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, ხოლო 26-27 მაისს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.     ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...