"სანიმუშოდ უნდა დაისაჯოს" _ მერიაში ჩატარებული თათბირის სკანდალური ჩანაწერი

მთავარი თემა

"სანიმუშოდ უნდა დაისაჯოს" _ მერიაში ჩატარებული თათბირის სკანდალური ჩანაწერი

2018 ოქტ 13 11:28:06

ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსის, თამარ დუმბაძის და აუდიტის სამსახურის უფროსის კობა ხაბალაშვილის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებზე, რომლის თანახმადაც ხაბალაშვილს და დუმბაძეს ოზურგეთის მერი დევნის, ავიწროებს და უკანონობის ჩადენას აიძულებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

სისხლის სამართლის საქმე 150-ე მუხლით არის აღძრული, რაც იძულებას გულისხმობს.

ჩვენი ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებამ მერიის რამდენიმე თანამშრომელი დაკითხა და როგორც შსს-ს პრესსამსახურში გვითხრეს საგამოძიებო მოქმედებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებული გამოძიების პარალელურად კი შიდა გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ.

მის მიერ 10 ოქტომბერს გამოცემულ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ხაბალაშვილის მიერ ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემული ინტერვიუთი, „ადგილი აქვს არა მარტო კონკრეტული თანამდებობის პირის, არამედ საჯარო დაწესებულების მიმართ რეპუტაციის შელახვის შესაძლო ფაქტებს“.

იმის დასადგენად კი, შელახა თუ არა ხაბალაშვილმა მერიის რეპუტაცია, შარაშენიძემ 17-კაციანი კომისია შექმნა, რომელსაც ოზურგეთის ვიცე მერი, ალექსანდრე სურგულაძე ხელმძღვანელობს.

კომისიაში მერის მოადგილეები, სამსახურის უფროსები და მერის მოადგილის თანაშემწეები არიან.

ბრძანებით თუ ვიმსჯელებთ, კომისიამ ხაბალაშვილის  მიერ გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობა უნდა შეისწავლოს. თუმცა, კომისიის წევრების შეხვედრის ჩანაწერში, რომელიც „გურია ნიუსმა“ მოიპოვა იკვეთება, რომ აუდიტის სამსახურის უფროსს განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს და ის  „სანიმუშოდ უნდა დაისაჯოს!“.

ჩანაწერი 40 წუთზე მეტია და მასში ყველაზე ბევრს ოზურგეთის ვიცე მერი, ალექსანდრე სურგულაძე საუბრობს. იგი შეხვედრაზე მყოფ სამსახურის უფროსებს უმარტავს თუ რატომ იქმნება კომისია და რა უნდა გააკეთონ.

აგერ ხართ და გინდათ ხელის აწევით, გინდა დუმილით გამოხატეთ თქვენი თანხმობა“, _ მიმართავს სხდომაზე მყოფებს სურგულაძე.

საკმაოდ მკაცრია მერიის ადმინისტრაციის უფროსი გოგი ინწკირველი, რომელიც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და სწორედ ის მიუთითებს კომისიის წევრებს, რომ კობა ხაბალაშვილი „სანიმუშოდ უნდა დიასაჯოს“.

„თანამდებობის პირი არ ასრულებს მერის დავალებას. რაზეა აქ ლაპარაკი! არ შეუძლია მერს ან მერის მოადგილეს დავალება მოგცეს? ჩემის აზრით, სანიმუშოდ უნდა აგოს პასუხი. ეს არის გადამდები, მეორეზე, მესამეზე.

როდესაც გამარჯვებული მერი გეუბნებათ, რომ ერთი არ ორი საფეხურით დაგაქვეითებთ რატომ არ იყენებთ ამათ,. რატომ ხართ ოპოზიციაში.  ყველა უნდა გავერთიანდეთ“ _ ისმის გოგი ინწკირველის ხმა, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ მერიაში კიდევ ბევრი ადამიანი, რომლებიც არაფერს აკეთებენ.

ოზურგეთის ვიცემერი აღნიშნავს რომ „ხაბალაშვილი აქეთ ისვრის სიბინძურეს მუნიციპალიტეტისკენ, როცა თავად შექმნა ამის წინაპირობა“

„კოლექტიურად მოხდეს ამის შეფასება“, _ აცხადებს ალექსანდრე სურგულაძე.

სამსახურის უფროსებთან საუბარში მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე მგელაძეც ერთვება და მიუხედავად იმისა, რომ კომისიის წევრი არ არის, სოციალური სამსახურის უფროსს, თამარ დუმბაძეს, რბილად რომ ვთქვათ „საქმეს ურჩევს“.

ეკა მგელაძე:რაღაც დათმობაზე უნდა წავიდეთ რომელიმე. არაფერი გამოვა ისე.  პარალიზებულია ყველაფერი. ცოტა სახელმწიფოებრივი ხედვა ხალხო! რა შევიწროებაზე ლაპარაკობენ, როცა 1200 დ 1500 ლარი ხელფასები აქვთ ხალხო. ვინ  გაშინებს თამუნა, ვინ დაგსდევს. ვინმე ჯოხით დაგსდევს გეხვეწები შენ?“

თამარ დუმბაძე: „შიშზე არ არის.  შენ რომ ყოფილიყავი ჩემს ადგილზე, ღამე დაებარებინე და ისეთი სიტყვები ეთქვა რას იზამდი? 10 თვის განმავლობაში ასეთ დღეში ვარ. ასე მგონია მე ვარ ახლა აქ მთავარი პერსონაჟი. მე შევედი მერთან და ბოდიში მოვუხადე. ვუთხარი, რომ საჯარო მოხელე ვიყავი და არ უნდა ჩავრეულიყავი ამ დონეზე არჩევნებში, ბოდიშის მოხდით დავიწყე და არ გამოვიდა. ასეთი რაღაცეები მითხრა. მე ქალი ვარ და იცით რა შეურაცხმყოფელია ეს?!  არ იცით და ნუ ლაპარაკობთ. მამაკაცს ქალმა ეს უნდა აკადროს? თორემ კოტე ჩემზე მეტად არავის ახლობელი არაა. მეზობელიცაა და ახლობელიც. რატომ უნდა წავსულიყავი.“

გოგი ინწკირველი: „თუ ასე იყო ერთხელ მოსულიყავი კოტეს შტაბში“  

თამარ დუმბაძე:ზუსტად ეს არის. როცა თქვენგან იყვნენ მოსულები ორი ბიჭი, ვუთხარი მათ, რომ მე ვერ გადმოვიდოდი, რადგან მე ვარ სახელმწოფო მოხელე და მავალებს ამას სახელმწიფო თქო“.

ამავე ჩანაწერით ირკვევა, რომ კომისიაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომლებიც კომისიის წევრებს დოკუმენტებს მიაწვდიან.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩანაწერი 40 წუთზე მეტია და ამიტომ, მხოლოდ ნაწილს გთავაზობთ. სრული ჩანაწერი რედაქციაში ინახება.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი _ მას შემდეგ რაც ჩანაწერი მოვიპოვეთ, ჩვენ, ოზურგეთის მერის კონსტანტინე შარაშენიძის კომენტარის მოპოვებას შევეცადეთ, თუმცა, უშედეგოდ. შარაშენიძე ისევ არ გამოდის კონტაქტზე.

ოზურგეთის ვიცემერმა, ალექსანდრე სურგულაძემ კი გვითხრა, რომ ასეთი საუბრების შესახებ არაფერი იცის და პირველად ჩვენგან გაიგო, რომ მერიაში ხაბალაშვილის „სანიმუშოდ დასჯას“ აპირებენ.

_ ბატონო ალექსანდრე, თქვენც ხომ ესწრებოდით იმ შეხვედრას სადაც ეს განცხადებები გაკეთდა?

_ არაფერი ვიცი, პირველად მესმის.

_ რატომ შეიქმნა კომისია მაშინ, როცა საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს და ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ოზურგეთის მერიაში საგამოძიებო ორგანოს უნდობლობას უცხადებენ?

_ სტუმრები მყავს და ბოდიშით, არ შემიძლია საუბარი“, _ ამ სიტყვებით დაგვემშვიდობა ვიცემერი, რომელსაც, როგორც ჩანს მისსავე კაბინეტში, 10 ოქტომბერს შემდგარი საუბარი, 12 ოქტომბერს "აღარ ახსოვს".

ამავე თემაზე: საია: ოზურგეთის მერის მხრიდან, სავარაუდოდ, ადგილი აქვს თანამშრომელთა დევნას

ახალი სკანდალი ოზურგეთის მერიაში _ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი საქმის დროულ შესწავლას ითხოვს

რატომ დაურიგეს ოზურგეთის მერიის თანამშრომლებს "იმედზე" გასული ინტერვიუს ბეჭდური ვერსია (დოკუმენტები)

„მეშინია მისი“ _ რა მისწერა ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა ომბუდსმენს

დუმბაძის და ხაბალაშვილის განცხადებების საფუძველზე შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა (ექსკლუზივი)




 ახალი ამბები
  • „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტში გურიაში ოთხი სკოლა ჩაერთვებაკორონავირუსის პრევენციის მიზნით,  პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი გადავადდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დისტანციურ სწავლების ერთ-ერთ საშუალებას ელექტრონულ ფორმატს განიხილავს, როგორც ალტერნატივას შექმნილ ვითარებაში სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისთვის და აძლიერებს აღნიშნულ მიმართულებებს. საქართველოს ყველა რაიონში შეიქმნა ვირტუალური საკონსულტაციო სივრცეები, რომლებშიც „ახალი სკოლის მოდელის“ მოხალისე ტექნოლოგიების ექსპერტები ტექნოლოგიების მიმართულებით სასკოლო საზოგადოებას დისტანციურ სწავლებაში ეხმარებიან. ამ ეტაპზე “ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული ოთხი სკოლია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძიმითის საჯარო სკოლა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფელ ნიგვზიანის და ჩიბათის საჯარო სკოლა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ზოტის საჯარო სკოლა. ასევე ცნობილი ხდება “ახალი სკოლის მოდელის“ ექსპერტების ვინაობა, ესენია: ხათუნა რუსიეშვილი და ლუკა მეგრელიშვილი.  მოხალისეებად კი მარიამ ბოლქვაძე და  მაია კაკაბაძე ... ...
  • მდინარაძე: სახელმწიფო თავისი ემიგრანტებისთვის აკეთებს გაცილებით მეტს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქართველი ემიგრანტების დაბრუნება სამშობლოში ეტაპობრივად, დადგენილი გრაფიკის მიხედვით  გაგრძელდება. მისი ინფორმაციით, ხელისუფლებამ სამშობლოში უკვე 5000-ზე მეტი ემიგრანტი ჩამოიყვანა. „ქართული სახელმწიფო თავისი ემიგრანტებისთვის აკეთებს გაცილებით მეტს, ვიდრე ამას აკეთებენ ჩვენზე გაცილებით ძლიერი, მათ შორის ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოები.  ამასთან დაკავშირებით, დღეს ბრიფინგი გამართა საგარეო საქმეთა მინისტრმა. დავით ზალკალიანმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ეტაპობრივად ქართველი ემიგრანტების დაბრუნება სამშობლოში. ისაუბრა ასევე, თუ როგორ ხდება უცხოეთში მყოფი ადამიანების დახმარება  ტექნიკური საშუალებებით, საკვები პროდუქტებით, ბინით უზრუნველყოფა. ჩვენი საელჩოები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ამ საკითხებზე", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით,  სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში ემიგრანტების ოპტიმალური რაოდენობა  ჩამოიყვანოს და  მოხდეს მათი დაბინავება საკარანტინო ... ...
  • სად არის შესაძლებელი ქართული წარმოების პირბადის შეძენაუწყებათშორისმა საბჭომ ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარებულ სხდომაზე განიხილა ადგილობრივი წარმოების, მათ შორის პირბადეების წარმოების მიმართულებით არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ იფი საქართველოს მასშტაბით სააფთიაქო ქსელებში უკვე გაყიდვაშია და მასზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ეტაპობრივად გაიზრდება. საქართველოში წარმოებული დოლბანდის პირბადეების საცალო ღირებულება 50 თეთრი იქნება.  ამასთან, აქტიურად გრძელდება პირველადი ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის კონტროლი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ პროცესის და შესაბამისი კონტროლის ჯგუფის გაძლიერების აუცილებლობას, რომელსაც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ხელმძღვანელობს. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რათა პროცესი კიდევ უფრო აქტიურად, ჯანდაცვის სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში ... ...
  • 76 საწარმოდან 14-ში ხარვეზები დაფიქსირდაუწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ  დღევანდელ სხდომა  პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა. ვიდეოკონფერენციისას განხილული იყო საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების შემოწმების პროცესი იმ საწარმოებში, რომლებიც ფუნქციონირებას განაგრძობენ ან შესაბამისი განაცხადით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართეს. მინისტრ ნათია თურნავას ინფორმაციით, გასული ორი დღის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციასთან ერთად, ინსპექტირება ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 76 საწარმოში, რომელთაგან 14-ში ხარვეზები დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან სამუშაო პროცესისა და გარემოს შესაბამისობის უზრუნველსაყოფად მათ დრო მიეცათ. ანალოგიური კონტროლი ხორციელდება სამშენებლო ობიექტებზე. თბილისის მერმა კახა კალაძემ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დედაქალაქში უკვე შემოწმდა 130-მდე სხვადასხვა მშენებლობა. ყველა ობიექტზე, სადაც დაკმაყოფილებულია შესაბამისი სტანდარტები, სამუშაო პროცესი გრძელდება. ის მშენებლობები კი, სადაც უსაფრთხოების ზომების არასათანადო უზრუნველყოფა გამოვლინდა, ამ ეტაპზე შეჩერებულია. შრომის უსაფრთხოების წესების კონტროლი გრძელდება საქართველოს მასშტაბით აგრარულ ბაზრებზეც. მუშაობის განახლებას შეძლებენ ის ბაზრები, რომელთა ადმინისტრაციები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალურ სავალდებულო პროტოკოლს სრულად დააკმაყოფილებენ. ... ...
  • დღეისთვის სამშობლოში დაბრუნებულია საქართველოს 5000-მდე მოქალაქეგრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. ამ მიზნით, სხვადასხვა ქვეყნიდან ხორციელდება სპეციალური რეისები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად. მკაცრად კონტროლდება ბილეთების გაყიდვა დადგენილ ფასად, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით, 199 ევროს არ უნდა აღემატებოდეს. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, დღეისთვის სამშობლოში დაბრუნებულია საქართველოს 5000-მდე მოქალაქე, ხოლო საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა შესაბამისი მატერიალური და ტექნიკური დახმარება გაუწია 40 ქვეყანაში მყოფ საქართველოს 2 425 მოქალაქეს. ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...