საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი - საფრანგეთი საქართველოს ერთ-ერთ პრივილეგირებულ პარტნიორად მიიჩნევს

მთავარი თემა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი - საფრანგეთი საქართველოს ერთ-ერთ პრივილეგირებულ პარტნიორად მიიჩნევს

15 იან. 2021, 14:17:36

საფრანგეთი საქართველოს ერთ-ერთ პრივილეგირებულ პარტნიორად მიიჩნევს და მობილიზებულები ვართ, დავეხმაროთ მას ევროკავშირთან და ნატოსთან კავშირების გაძლიერებაში, - ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი გიორგი გახარიასადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს, სადაც მთავრობის მეთაურს თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მისალოც წერილშია აღნიშნული, საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ვინაიდან ახლახანს დაგამტკიცეს პრემიერ მინისტრად, მოხარული ვარ მოგილოცოთ ამ თანამდებობაზე დანიშვნა იმ დროს, როდესაც თქვენი ქვეყანა, ისევე როგორც ჩვენი, ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშეა, მსოფლიოში, სადაც ჩვენი დემოკრატიული ღირებულებები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და სადაც საერთაშორისო ურთიერთობები უფრო და უფრო არაპროგნოზირებადი ხდება. ასეთ ვითარებაში, მოხარული ვარ, დაგიდასტუროთ, რომ საფრანგეთი საქართველოს ერთ-ერთ პრივილეგირებულ პარტნიორად მიიჩნევს და რომ მობილიზებულები ვართ, დავეხმაროთ მას ევროკავშირთან და ნატოსთან კავშირების გაძლიერებაში, მით უმეტეს, რომ თქვენი ქვეყანა სამაგალითო როლს თამაშობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. 12 დეკემბრის კომუნიკეში, საფრანგეთსა და გერმანიას შესაძლებლობა მიეცათ აღენიშნათ ის მნიშვნელობა რომელსაც ანიჭებენ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და თქვენი ქვეყნის მიერ დაწყებული ამბიციური რეფორმების გაგრძელებას. მათ ასევე შესაძლებლობა მიეცათ შეეხსენებინათ თუ რა მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ გამოვხატავთ ამ პოზიციას უკლებლივ ყველა ფორუმზე, სადაც კი ამ შეხსენებას მოვლენების მსვლელობაზე შეუძლია ზეგავლენა. ბოლოს, ვისურვებ, რომ 2021 წელს შევძლოთ გავმართოთ მეორე სხდომა საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი სტრატეგიული დიალოგისა, რომელიც ჩვენ 2019 წლის 2 დეკემბერს გავხსენით პარიზში. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გთხოვთ, ირწმუნოთ, ბატონო პრემიერ მინისტრო, ჩემი ღრმა პატივისცემა", - აღნიშნულია საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მისალოც წერილში.




 ახალი ამბები
  • ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება - რა ხდება პარლამენტთანპოლიტიკური დიალოგის განახლების მიუხედავად, ოპოზიცია პიკეტირებასა და აქციებს მაინც აპირებს. საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე პიკეტირებისას, მას შემდეგ, რაც ერთერთმა აქტივისტმა გზის გადაკეტვა სცადა, ის სამართალდამცველებმა დააკავეს. "ხელი გამიშვით, თქვენ პოლიცია არ უნდა გერქვათ, თქვენ ხართ ოდეპე, ივანიშვილის რეჟიმი კი მაინც დაემხობა", - დაიყვირა აქტივისტმა, ენმ-ის წევრმა ცესიკ გაზდელიანმა, სანამ მანქანაში ჩასვამდნენ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს, რასაც წინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, პროტესტი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ძირითადი მოთხოვნები არ ... ...
  • შარლ მიშელი 2 კვირიან ვადას ასახელებს შარლ მიშელი 2 კვირიან ვადას ასახელებს, როდესაც ბრიუსელში ასოცირების საბჭოზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ანგარიშს ჩაიბარებს, თუ რა შედეგი მოჰყვება ოპოზიციისა და  ხელისუფლების დიალოგს. "ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი. პოლიტიკური პარტიებსა და მთავრობას შორის უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები და ყველა მონაწილემ უნდა იზრუნოს დიალოგის გაძლიერებაზე. ჩვენ განვაგრძობთ მხარდაჭერას ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტისთვის, რომ ეს დიალოგი დარჩეს ძალაში. მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა", _ ამბობს შარლ ... ...
  • ვადა დაახლოებით 2 კვირა დაინიშნა - ხაზარაძე "მთავარია, პროცესი დაიძრა და ამ პროცესს კონკრეტული ვადები ახლავს. ვადა დაახლოებით 2 კვირა დაინიშნა. 2 კვირაში არის შეხვედრა ბრიუსელში და იმ დღისთვის, ჩვენ უნდა მოვახერხოთ რომ ეს შეთანხმებები ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გადაწყდეს. საუბარი ყველა საკითხზე იყო, გაიცვალა აზრები დ შევთანხმდით რომ წარსულზე არ უნდა იყოს საუბარი. პროცესი სხვა კატეგორიაში გადავიდა და იმედი მაქვს, რომ თუ ხელისუფლება იქნება გონივრული და მოქნილი, გამოსავალს ვნახავთ,"- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შეხვედრის დასრულების შემდეგ „ლელოს" ლიდერმა მამუკა ... ...
  • გავცვალეთ პოზიციები - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა დასრულდახელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე დასრულდა. მხარეებს შორის დიალოგი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევაზე ჯერ საუბარი ნაადრევია. „გავცვალეთ პოზიციები და ვუთხარით მთავრობის ხელმძღვანელს, რომ არსებულ ვითარებაში გამოსავალია ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება“,_ განაცხადა ... ...
  • "ვიბრძოლოთ მამა-პაპების დანატოვარი მიწისთვის"- ჩოხატაურში აქცია იგეგმებახვალ, ჩოხატაურში მერიის შენობასთან სუფსის ხეობის გადასარჩენად საპროტესტო აქციის ჩატარებაა დაგეგმილი. ინფორმაციას ამის შესახებ გოგი ტრაპაიძე სურების საინციატივო ჯგუფის სახელით ავრცელებს. „ყველას ვისაც გული გიძგერთ და სიყვარული ,სითბო გაგაჩნიათ სუფსის ულამაზესი ხეობის მიმართ, მოგიწოდებთ შევიკრიბოთ 2021 წლის 2 მარტს 11 სთ 30წთ-ზე ჩოხატაურში მერიის შენობასთან მშვიდობიან გამაფრთხილებელ აქციაზე. საქმე ეხება ზემოსურებში ათეულობით ჰექტარი მიწის ნაკვეთის “სუფსა-ენერჯი ჯორჯიაზე”გადაცემას 49-წლით ჰესების მშენებლობისთვის.   მოგიწოდებთ ყველა სურებელს და სურებიდან წასულს, ყველას ვისაც შეხება აქვს სურების ხეობასთან დავდგეთ ერთად, ვიბრძოლოთ ჩვენი მამა-პაპების დანატოვარი მიწისთვის. ხეობაში არ უნდა განმეორდეს “ნამახვანი -2”. ვითარება საგანგაშოა,საქმე სასწორზე დევს. უნდა ვიბრძოლოთ თორემ მერე გვიან იქნება. გელოდებით ყველას სუფსის ხეობა საფრთხეშია!“_ წერია ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...