შარაშენიძე სოციალურ ქსელში აქტივობას წყვეტს _ "ოზურგეთელებმა განაჩენი უკვე გამოუტანეს"

gurianews.com

მთავარი თემა

შარაშენიძე სოციალურ ქსელში აქტივობას წყვეტს _ "ოზურგეთელებმა განაჩენი უკვე გამოუტანეს"

2017 ოქტ 15 14:16:17

ოზურგეთის დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძე სოციალურ ქსელში აქტიურობას წყვეტს, ამის მიზეზად კი მის მხარდამჭერებზე გახორციელებულ ზეწოლას ასახელებს:

გამომდინარე იქედან, რომ ჩემი ღია მხარდამჭერების მიმართ მუქარა და შანტაჟი ხორციელდება, ვცდილობთ, რომ ჩვენი შეხვედრების ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა არ გავასაჯაროოთ. სწორედ ამიტომ, სოციალურ ქსელში აქტივობისგან თავს ვიკავებთ“, _ აღნიშნავს შარაშენიძე.

ჩვენ შევეცადეთ შარაშენიძესთან დეტალები დაგვეზუსტებინა და გაგვეგო, ფლობს თუ არა შანტაჟისა და ზეწოლის ფაქტებს, თუმცა, მერობის კანდიდატმა ტელეფონი გაგვითიშა.

„ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციის პრესსამსახურში შარაშენიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებენ:

არ ვფიქრობთ, რომ გაკოტრებული პოლიტიკოსის ამ განცხადების პასუხს, რომელიც რეალობისგან ძალიან შორსაა, დიდი დრო უნდა დავუთმოთ.

ადვილია თავისი წარუმატებლობა და ის ფაქტი, რომ მის შეხვედრებზე ხალხი არ დადის, გადააბრალოს ძალას, ადამიანებს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში აკეთებდნენ იმ საქმეს ოზურგეთში, რომელიც შარაშენიძემ ვერ ან არ შეძლო.

როგორც ჩანს, ბატონმა კონსტანტინემ გაიაზრა, რომ მას ოზურგეთელებმა განაჩენი უკვე გამოუტანეს და ცდილობს ეს ამბავი იმ გზით შეფუთოს, რომელზეც სიარულს მიჩვეულია. თუმცა, ეს მას ვერ გადაარჩენს.

„ქართული ოცნების“, ჩვენი გუნდის მთავარი მონაპოვარი დემოკრატია და ის თავისუფლებაა, რომელსაც თითოეული ადამიანი გრძნობს ამ საარჩევნო პერიოდში. პერიოდში, სადაც სწორედ ბატონი კონსტანტინეს მხარდამჭერების მხრიდან დაფიქსირდა ჩვენი შეხვედრების ჩაშლის არა ერთი მცდელობა. გვინდა ვუთხრათ მას _  ნუ ეცდება საკუთარი „შემოქმედება“ ჩვენ გადმოგვაბრალოს.

ჩვენ პატარა ადამიანები არ ვართ და არ ვიყენებთ იმ მეთოდებს, რომელსაც ბატონი კონსტანტინე და შესაბამისად, მისი ეს განცხადება ყოველგვარ რეალობას მოკლებულია. დაგვერწმუნეთ, ასე რომ არ იყოს და მას რაიმე მტკიცებულება ჰქონდეს, უკვე იქნებოდა საჯარო,“ _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას მმართველის პარტიის პრესსამსახურში.


ნახვა: 2177


 ახალი ამბები
  • "ასე ევროპაში ვერ შეხვალთ!" _ რა ხდება, როცა მუნიციპალიტეტი ვალდებულებებს არ ასრულებსსაქართველოში ნარჩენები განსაკუთრებულ ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს _ დღემდე ის რჩება ეკოსისტემების დაბინძურებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების წყაროდ. ამასთან, ჩვენთან არსებული სამწუხარო პრაქტიკა გულისხმობს ნარჩენების განთავსებას უკონტროლო, არაოფიციალურ ნაგავსაყრელებზე _ უახლოეს ხევებში, გზების პირას და მდინარეების ნაპირზე, ყოველგვარი უსაფრთხოების ზომების და სანიტარულ-გარემოსდაცვითი ნორმების უგულებელყოფით. საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად, პოლიგონებზე ხვდებოდა და ხვდება სამრეწველო, სამშენებლო, სამედიცინო, ბიოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო და სხვა სახის სახიფათო ნარჩენები. სპეციალისტების დასკვნით, ქვეყანაში მოქმედი ნაგავსაყრელების უმრავლესობა არ შეესაბამება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს და ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო დირექტივებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. აღსანიშნავია, რომ მყარი ნარჩენების საერთაშორისო სტანდარტებით მართვა საქართველოს მიერ ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. ამ ვალდებულების შესრულებაზე რამდენიმე უწყებაა პასუხისმგებელი, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც ამ პრობლემას ვერ უმკლავდება; შესაბამისად, ე. წ. სტიქიურ ნაგავსაყრელებს ბევრ ადგილზე შეხვდებით. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ლანჩხუთში, სადაც მუნიციპალური ნაგავსაყრელი დახურულია და ნაგავი სხვა მუნიციპალიტეტში მიაქვთ. მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი ამბობს, რომ პრობლემის მოგვარებას ცდილობენ: _ მარტისთვის ველოდებით დამატებით ურნებს, რომ ცენტრალურ გზასთან ახლომდებარე სოფლებში დავდგათ, _ ამბობს სარიშვილი. _ იმ სოფლებზე არ ფიქრობთ, რომლებიც ცენტრალური გზისგან მოშორებითაა? _ რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, მაგრამ იქ გზის პრობლემაცაა. სამწუხაროდ, შიდა გზები ისეთ მდგომარეობაშია, რომ ნაგავშემკრები მანქანა ასვლას ვერ მოახერხებს. _ ბატონო ალექსანდრე, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესახებ გსმენიათ? _ კი, რა თქმა უნდა და აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით.  როგორც გითხარით ველოდებით ახალ ურნებს. _ სანამ ურნებს მიიღებთ, მანამდე მოსახლეობამ ნაგავი სად წაიღოს? _ ეზოებში უნდა გააკეთონ ორმოები. რის დაწვაც შეიძლება, დაწვან. მოსახლეობამაც უნდა შეგვიწყოს ხელი. არ ვამბობთ, რომ ეს პრობლემა არ არის, მაგრამ ვმუშაობთ. დაფინანსებაც გავუზარდეთ დასუფთავების სამსახურს; ვთანამშრომლობთ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთანაც, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სარიშვილმა. სპეციალისტების დასკვნის მიხედვით, სტანდარტებთან მიახლოებულია მუნიციპალური ნაგავსაყრელი ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თუმცა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებობს სოფლები, სადაც ნაგვის ურნებიც კი არ დგას და, შესაბამისად, მოსახლეობა სტიქიურ ნაგავსაყრელებს ქმნის. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ „თუ ვაცლით (?!), იმუშავებენ“: _ თუ გვაცლით მუშაობას, თუკი დაგვეხმარებით და ხელს შეგვიწყობთ, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ ყველაფერს. _ ჩვენ ხელი როგორ უნდა შეგიწყოთ და რაში დაგეხმაროთ? _ ობიექტურობით და ჭკვიანად ყოფნით. რა ვიცი(?!). _ ბატონო კონსტანტინე, სტიქიური ნაგავსაყრელების პრობლემაზე გესაუბრებით. გაქვთ ინფორმაცია, რომ სოფლებში რთული მდგომარეობაა და რომ ამ პრობლემის მოგვარება ევროკავშირთან აღებული ვალდებულებებითაც გევალებათ? _ ამ კითხვაზე შარაშენიძემ პასუხი არ გაგვცა და ტელეფონი გაგვითიშა. სტიქიური ნაგავსაყრელების სიმრავლეა ჩოხატაურშიც _ უმეტეს სოფლებში, ნაგვის ურნების არარსებობის გამო, დაბინძურებულია საუბნო და ცენტრალური გზები, მდინარეები, სადაც ინერტული მასალაც კი იყრება. ურნების დადგმას და დამატებას ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას დიდი ხანია პირდება, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურში ამბობენ, რომ ნაგვის გამოტანა მხოლოდ იმ სოფლებიდან ხდება, სადაც ნაგვის ურნები დგას _ მარტივად რომ ვთქვათ, სუფთავდება მხოლოდ დაბა ჩოხატაური და მასთან ახლო მდებარე სოფლები. უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ყველაფერთან ერთად, პრობლემას საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონეც ქმნის _ ქუჩაში, მდინარეში, ბუნებაში ნაგვის დაყრა რომ არ შეიძლება, ეს ჯერ კიდევ ვერ გაგვიგია და გვავიწყდება, რომ ნაგვის თვალთახედვიდან მოშორება არ ნიშნავს მის გაქრობას. _ სად დავყაროთ, სად წავიღოთ? წლებია, ნაგის ურნების დადგმას ვითხოვთ, მაგრამ უშედეგოდ. ფული არ გვაქვსო, გვეუბნებიან. მთელი სოფელი ნაგავს მდინარეში ყრის. განა არ გვრცხვენია, მაგრამ გამოსავალი არ გვაქვს, _ ამბობენ „გურია ნიუსთან“ საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდივანის საჯარო სკოლის პედაგოგები. მათივე ინფორმაციით, ურნების დადგმის აუცილებლობაზე საჯარო წერილი დაწერეს, ხელმოწერებიც შეაგროვეს და მუნიციპალიტეტის მერიას დახმარებისთვის მიმართეს, თუმცა, შედეგი არც ამ აქტივობას მოჰყვა. დიდივანში მერის წარმომადგენელი ელენე ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მოსახლეობის თხოვნა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას გადასცა: _ გვითხრეს, რომ ნაგვის ურნებს დადგამდნენ, მაგრამ ნაგვის გატანას ვერ მოახერხებდნენ, _ ამბობს ზაქარეიშვილი. მისივე თქმით, სოფელში ნაგავს ეზოებში გათხრილ სპეციალურ ორმოებში ყრიან და მდინარეს არავინ ანაგვიანებს, რასაც უარყოფენ ადგილობრივები. დიდივანის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი რამიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სოფელში ჩამომავალი მდინარე სუფსა ნაგვით სავსეა: _ სხვა ალტერნატივა არ არსებობს, არავის აქვს ეზოში ორმო _ ყველა მდინარეში ყრის. ადრე მდელოზე ყრიდნენ და გარემოს დაცვამ გაფრთხილება მოგვცა. მას შემდეგ სოფლის ნაგავი მდინარეში იყრება. ვიცით, რომ ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ხელისუფლება სხვა გამოსავალს არ გვიტოვებს. ურნებს დაგიდგამთ, მაგრამ ნაგავს ვერ გავიტანთო? ეს პასუხია? ბუკისციხეს, გოგოლესუბანს, შუა ამაღლებას თუ სჭირდება ნაგვის გატანა, დიდივანმა რა დააშავა? გაჭირვებული ქვეყნის ხელისუფლება გაჭირვებულად უნდა ცხოვრობდეს _ მოიკლონ პირადი სარგებლობისთვის გამოყოფილი საწვავი და ნაგვის მანქანას ჩაუსხან. სირცხვილია რაც სოფლებში ხდება, _ ამბობს რამიშვილი. მისივე თქმით, სოფელში ჩამოსული სტუმრები დანაგვიანებული გარემოთი ძალიან შეწუხებულები არიან: _ განსაკუთრებით ზაფხულში ბევრი ტურისტი მოდის ჩვენს ხეობაში, რომელიც სამ სოფელს აერთიანებს. ყველგან ერთი და იგივე სიტუაცია ხვდებათ _ ნაგავი ქუჩაში, მდინარეში. გასულ ზაფხულს ნოე რამიშვილის შვილიშვილი, მიშელ რამიშვილი ისვენებდა ჩემს კოტეჯში. სულ წუხდა ამის გამო. მახსოვს, ნაგავი შეაგროვა და ჩოხატაურში ჩამოიტანა, თუმცა, ამას ადგილობრივები ვერ მოახერხებენ. მაშინ თქვა ბატონმა მიშელმა _ ასე ევროპაში ვერ შეხვალთ და სულ ერთ წრეზე იტრიალებთო. ასეცაა _ ხმამაღალ განცხადებებში ყველა მაგარია, თუმცა, როდესაც საქმეა გასაკეთებელი, დუმან, _ ამბობს გიორგი რამიშვილი. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს: „ბოლო პერიოდში,  ჩვენს მუნიციპალიტეტში,  მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მოეწყო ნაგავსაყრელი, შეძენილი იქნა სამი ახალი ნაგავმზიდი, ასევე, 100  ნაგავშემკრები კონტეინერი. დღეისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 221 ნაგავშემკრები კონტეინერია განთავსებული, აქედან 103 დაბაში, 118 კი _ 25 სოფელში. თუმცა, ეს საკმარისი ნამდვილად არ არის და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას ვგეგმავთ. არის კიდევ ერთი პრობლემა _ ზოგიერთი  ჩვენი თანამოქალაქის დამოკიდებულება იმ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ, რასაც სუფთა გარემოში ცხოვრება ჰქვია. იყო ურნების დაზიანების შემთხვევები, მასში ცეცხლის გაჩაღების, უფრო მეტიც, გორაბერეჟოულის ტერიტორიაზე მდინარე სუფსაშიც კი გადააგდეს. მინდა მოვუწოდო ყველას, რომ ხელისუფლების მცდელობა ფუჭი იქნება, თუ თითოეული ჩვენთაგანი არ გავიზიარებთ პრობლემის მნიშვნელობას“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლი კუჭავამ. _ ბატონო ირაკლი, როცა თქვენ ამბობთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობთ, სოფელ დიდივანში კი გვეუბნებიან, რომ ნაგვის ურნების დადგმაზე უარს იმ მოტივით ამბობთ, რომ დასუფთავების მანქანა ნაგავს სოფლიდან ვერ გამოიტანს... რატომ _ საკმარისი თანხა არ არის ბიუჯეტში? _ ზუსტად მაგაზე ვსაუბრობდით, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გასაგრძელებელია. სურების ხეობის სოფლებში ნაგავშემკრები კონტეინერები ჯერ არ გვაქვს. _ და სანამ თქვენ მუშაობთ, მანამდე მოსახლეობამ ნაგავი სად გადაყაროს? მდინარეშიც აღარ ეტევა უკვე... _ ასეთ სოფლებს ვურჩიეთ, გამოვყოთ ერთი დღე და როცა შეაგროვებენ მყარ ნარჩენებს, კომუნალური სამსახური მოახდენს გამოტანას. _ და სად უნდა მოახდინონ ამის შეგროვება? გაქვთ ადგილი გამოყოფილი? ან როდის ურჩიეთ, სად შეხვდით? _ კიდევ გიმეორებთ, რომ სადაც არ გვაქვს ურნები განთავსებული, გრაფიკით შევძლებთ მის გატანას. ინფორმაციას მოგვაწვდიან წარმომადგენლები. _ ბატონო ირაკლი, ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებას იცნობთ და იცით იმ ვალდებულებების შესახებ, რაც თვითმმართველობას აქვს ამ პრობლემის მოგვარებისთვის აღებული? _ დიახ, ვიცი და ყველა ის ნაბიჯი, რაც გადაიდგა და გადაიდგმება ამ მიმართულებით, იქნება ამ ვალდებულების შესაბამისი. _ წინ გადადგმული ნაბიჯის რა ეტყობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებს? _ მეტი კომენტარის გაკეთებას აღარ ვაპირებ. ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას ამ მიმართულებით, _ გვითხრა ირაკლი კუჭავამ. გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტების მიერ დამტკიცებული გეგმის თანახმად, 2020 წლისათვის ე. წ. „სტიქიური ნაგავსაყრელები“ აღარ უნდა არსებობდეს: „ჩემთვის აღნიშნული პრობლემა კარგად არის ცნობილი. გეთანხმებით _ ძველი და არაკონტროლირებადი ე.წ. „სტიქიური“ ნაგავსაყრელები გარემოსდაცვითი თვალსაზრისით დიდი პრობლემას წარმოადგენს. თანამედროვე ნაგავსაყრელები ემსახურება რამდენიმე მუნიციპალიტეტს და მათი მოწყობა და ოპერირება საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ძველი ნაგავსაყრელების დახურვა და ახლის მოწყობა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. მოგახსენებთ, რომ არსებული კანონმდებლობით არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტების კომპეტენციას და ჩვენ ამ საკითხზე შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან“ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. მოგეხსენებათ, გურიის რეგიონში სამივე მუნიციპალიტეტს 2017 წელს შემუშავებული და დამტკიცებული აქვს „2018-2022 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა“. გეგმის მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველობებს ჩატარებული აქვთ სტიქიური ნაგავსაყრელების პირველადი ინვენტარიზაცია. ასევე, გეგმითვეა განსაზღვრული სამომავლო სამუშაოები, რომლის შედეგად, 2020 წლისათვის ე. წ. „სტიქიური ნაგავსაყრელები“ აღარ უნდა არსებობდეს. ბოლო წლებში, ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტებში გახორციელდა მნიშვნელოვანი თანხის მობილიზება. დაფინანსება გაეზარდათ დასუფთავების სამსახურებს. ქმედითი ნაბიჯები იდგმება, რათა სერვისი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს . ჩვენ უკვე ჩავერთეთ კამპანიაში _ „დაასუფთავე საქართველო“, რომელიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და ამ კუთხით ვგეგმავთ მასშტაბური ღონისძიებების ჩატარებას. როგორც თქვენთვის ცნობილია, გურიამ მიიღო ყველაზე „სუფთა რეგიონის“ სტატუსი. ეს დიდი პატივი, მოტივაცია და პასუხისმგებლობაა, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, სამხარეო ადმინისტრაციამ აქტიურად იმუშაოს ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხზე“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მერაბ ... ...
  • ეს ის პრობელმებია,რომლებსაც საეთრაშორისო დონის ორგანიზაები ხედავენ _ სულხან სალაძესაერთაშორისო უფლებადამცავმა ორგანიზაციამ Human rights watch-მა  2018 წლის ანგარიში  გამოაქვეყნა, 643-გვერდიანი ანგარიში აფასებს გასულ წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ პრაქტიკას 90-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოს არ გააჩნია ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად, გარდა ამისა, საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შეშფოთებას იწვევს მდგომარეობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, შრომის უფლებების, მედიის თავისუფლებისა და ლგბტ თემის უფლებების დაცვის კუთხით. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე ,,გურია ნიუსთან“  ამბობს, რომ პრობლემების შესახებ, რომლებიც 2018 წლის ანგარიშში მოხვდა, სამოქალაქო სექტორი წლებია საუბრობს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სახელმწიფოს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობლობისკენ მოუწოდებს. ,,დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის საჭიროებაზე წლებია საუბრობს სამოქალაქო სექტორი. ის, რომ, რიგ შემთხვევებში, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სამართლდამცავთა მხრიდან ჩადენილი შესაძლო დანაშაულის გამოძიების შემთხვევები არ არის ახალი, მაგარამ ის გარემოება, რომ ამის შესახებ საუბარია უმნიშვნელოვანეს ანგარიშში, კიდევ ერთხელ აჩვენებს პრობლემის სიმწვავეს. სახელმწიფომ  უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები და რეალურად ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ჩამოყალიბებას, რომელიც მეტ გარანტიას  შექმნიდა, რომ ასეთი ტიპის საქმეები გამოძიებული იყოს. ცხადია, ანგარიში  არ შემოიფარგლება მხოლოდ დამოუკიდბელი საგამოძიებო მექანიზმის  ჩამოყალიბებაზე, აქ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც არის საუბარი, რომელთა  შორის, მედიის თავისუფლების კომპონენტი და ორი მნიშვნელოვანი საკითხია გამოყოფილი,  ეს გახლავთ გასულ წელს  რუსთავი 2 -თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები და საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული საკითხები“, _ განაცხადა სულხან სალაძემ. Human rights watch -ის  ანგარიშში მოხვდა ნარკოპოლიტიკასთან, შრომის უსაფრთხოებასთან, გენდერულ თანასწორობასთან და საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები. როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, საერთაშორისო დონის ორგანიზაციის დასკვნა პრობლემების სიმწვავეზე მიუთითებს. ,,საყურადღებოა ის, რომ ანგარიშში სათანადო ადგილი უჭირავს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ ჩანაწერებს, შრომის უსაფრთხოების საკითხებსა და  პირადი ცხოვრების  ხელშეუხებლობის  უფლებებთან დაკავშირებით არსებულ ჩანაწერს, რომელიც ნათლად  მიუთითებს იმ პრობლემაზე, რომელიც წლებია გვაწუხებს. უნდა გამოვყოთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის სექსუალური ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული შეფასებები, საკონსტიტუციო ფორმა და მასთან დაკავშირებული მოვლენები. ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ  თავიდან იყო მცდელობა, რომ საკონსიტუციო ცვლილებები ყოფილიყო ერთობლივი კონსენსუსის  შედეგი, რაც, სამწუხაროდ, არ იქნა მიღწეული.  ძალიან ბევრი საკითხი, რომლებზეც სამოქალაქო სექტორი წლების განმავლობაში საუბრობდა, არის  ასახული ამ ანგარიშში და თუკი ჩვენი ხელისუფლება გვესაუბრება იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო სექტორის შეფასებები, შესაძლოა,  არ იყოს თანხვედრაში არსებულ რეალობასთან, ვეტყოდით, რომ ეს ის პრობელმებია, რომლებსაც საერაშორისო დონის ორგანიზაებიც ხედავენ “, _ თქვა სულხან სალაძემ. საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაცია (HRW) ხაზს უსვამს, რომ 2016 წლის ნოემბრიდან ანგარიშის მომზადების მომენტამდე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 25 საჩივარი მიიღო წამებისა და არასათანადო მოპყრობის თაობაზე, რომელთაგან 20 საჩივარი _ პოლიციის მიერ, ხოლო 5 საჩივარი ციხის პერსონალის მიერ წამებასა და არასათანადო მოპყრობას ეხებოდა. 2014 წლიდან ანგარიშის მომზადების მომენტამდე კი პროკურატურამ, სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე გამოძიება დაიწყო სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის 63 ფაქტზე, თუმცა, ამ გამოძიებებს შედეგად არც ერთი სისხლისსამართლებლივი პასუხისმგებლობა არ ... ...
  • მმართველი გუნდის უალტერნატივო არჩევანი თედორაძის სასარგებლოდმას შემდეგ, რაც ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატმა ელისო ჭიჭინაძემ, პოლიტიკური თანამდებობის პირის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის გამო, სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარეობა დატოვა, უმრავლესობამ საბოლოო არჩევანი აცანის მაჟორიტარზე ემზარ თედორაძეზე შეაჩერა.  საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე უალტერნატივო კანდიდატი 26 ხმით დაამტკიცა. უმრავლესობაში აღნიშნული პოსტის დასაკავებლად თედორაძესთან ერთად გვიმბალაურის ადმინისტრაციული ერთეულის რჩეულის ციცო ურუშაძის კანდიდატურაც განიხილებოდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მმართველმა გუნდმა  აცანის მაჟორიტარი არჩია. არადა, ჯერ კიდევ ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომამდე სოციალური კომისიის თავმჯდომარის პოსტზე უალტერნატივო კანდიდატად სწორედ ურუშაძე სახელდებოდა. თუმცა, თავად ციცო ურუშაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას არ ადასტურებს აღნიშნულ ფაქტს და ამბობს, რომ მსგავსი ამბიცია არ ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო იარაღი ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ო.ქ., ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, კასპის რაიონის სოფელ საქადაგიანოში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ... ...
  • “ შენ წაგართვი, ძმაო, რამე? _ გაზრდილი ხელფასები და დაპირისპირება საკრებულოზეოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელიც 18 იანვარს სასწრაფოდ მოიწვიეს, “ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს შორის ურთიერთდაპირისპირებისა და შეურაცხყოფის ფონზე წარიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე  საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელმა გიორგი ჩაგანავამ და მერიის ამავე სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა ისაუბრეს. როგორც მათ  განმარტეს, საჯარო დაწესებულებები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2018 წლის 20 იანვრამდე საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების, "საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონით გათვალისწინებული საბაზო თანამდებობრივი სარგოს მიხედვით დამტკიცებას უზრუნველყოფს. ახალი საშტატო ნუსხის მიხედვით ოზურგეთის ჩინოვნიკების ხელფასი 2018 წლიდან ასე გამოიყურება: _  საკრებულოს თავმჯდომარე _ 3000 ლარი, მოადგილე _ 2 600, ფრაქციის თავმჯდომარე _ 2000 ლარი, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე _ 1 500, აპარატის უფროსი _1 800, აპარატის უფროსის მოადგილე _ 1500 ლარი, უფროსი სპეციალისტი _1000 ლარი. მუნიციპალიტეტის მერი_ 3000 ლარი, პირველი მოადგილე _ 2 600, მეორე მოადგილე _ 2 400, სამსახურის უფროსი _ 2000 ლარი, განყოფილების უფროსი _ 1400 ლარი. აღნიშნული საკითხის დამტკიცებამდე პროტესტი მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის “ დეპუტატებმა  გამოთქვეს. მათი განცხადებით, ხელფასების მატება იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, რაც ქვეყანაშია, სირცხვილია: _  ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური და სოციალური პირობებია. ნაგავში ყოველდღე უამრავი ადამიანი იქექება, უჭირთ, ლუკმა-პური არ აქვთ და თქვენ ხელფასებს იმატებთ? ქვეყანაში სადაც დაბალი პენსიაა და მატება ამ მხრივ არ ჩანს, უხერხულია და მოსახლეობას პასუხი უნდა გასცეთ ამასთან დაკავშირებით, ხალხზე უნდა ვიზრუნოთ, თქვენ კი ხელფასებს იზრდით! _ამბობდნენ “ენმ“-ს დეპუტატები. მათ განცხადებას უმალვე მოჰყვა “ოცნების“ დეპუტატების პასუხი: “აგრარულ საკითხთა და ქონების მართვის“ კომისიის ხელმძღვანელმა გოჩა კილაძემ  ქათამაძეს მიმართა: _ თქვენ წაგართვით, ძმაო რამე? _ ხალხს ართმევთ, ხალს და ჯიბეში იდებთ!  არ მოგცათ მერმა პრემია და ხელფასებს იმატებთ! _ ვინ კითხავს მერს პრემიების დარიგებას?! დაგანახებ მაგასაც თუ არ ავიღებთ! _ მაიმუნი კაცი ხარ შენ ქათამაძე! _ მაიმუნიც ხარ და უზრდელიც, შენ “ნაციონალების“ დროსაც კარგად იღებდი პრემიებს“, _ უპასუხა ქათამაძემ. „ნაციონალებსა“ და „ოცნების“ დეპუტატებს შორის დაპირისპირება ურთიერთშეურაცხყოფაში გადაიზარდა. დეპუტატები არჩევნების თემასაც შეეხნენ. ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გელა აროშიძემ ბესიკ ქათამაძე პოპულისტობაში დაადანაშაულა და მიმართა: _ არჩევნები დამთავრებულია და არჩეული ხარ, აღარ მოგცემენ აწი ხმას, დაჯექი“. რაზეც “ენმ“-ს დეპუტატებმა უპასუხეს: _ არჩევნების თემას როგორ ეხებით, არც გრცხვენიათ, როგორ არ ერიდებით ხალხს, კრიმინალები და ყაჩაღები გედგათ გვერდში! _ თქვენ როგორ ლაპარაკობთ ხალხის ზრუნვაზე? თქვენ რომ გეზრუნათ, მაშინ ჩვენ ხელისუფლებაში კი არ ვიქნებოდით, _ უპასუხა გოჩა კილაძემ “ენმ“-ს დეპუტატებს. _ ამ კანონის მიღება-არმიღებით მაინც ვერ შევცვლით ვერაფერს, ამიტომ მივიღოთ და დავამტკიცოთ. ვიცით, უამრავი გაჭირვებულია, მარტო ჩვენი სამეზობლო გვეყოფა. სამაგიეროდ, ამ კანონის მიღებით  საჯარო მოხელეები პრემია-დანამატს აღარ მიიღებს , _ მიმართა დეპუტატებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა. აღსანიშნავია, რომ  ჩინოვნიკების ხელფასების მატებას ყველა  ოპოზიურმა კანდიდატმა _ მათ შორის “ევროპულმა საქართველომ“, ასევე “პატროტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოთხი კომისია და ასევე  ექვსი ფრაქციაა. საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ღურჯუმელიძის თქმით, საკრებულო უფლებამოსილია როგორც მერიის, ასევე, საკრებულოს თანამდებობის პირებზე საშტატო ნუსხა დაამტკიცოს. ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, სხვა მოსამსახურეთა, ასევე, საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ნორმატიული აქტები. საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონი  2018 წლის 1 იანვრიდან ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ მიხვდეთ მოვწონვართ თუ არა თანამშრომლებს

სამსახურში ბევრი ადამიანი თავს იზოლირებულად ...

შხამიანი ჩიტები

მეცნიერებმა ახალ გვინეაში მიაკვლიეს ბეღურასნაირთა...

მფრინავი დრაკონი

როგორც აღმოჩნდა, არსებობს არა მარტო...

ყველაზე ფოტოგენური კინომსახიობები

ცოტა ხნის წინ გაზეთ "ტელეგრაფის"...

ლიფტით კოსმოსში

არცთუ დიდი ხნის წინ ლონდონის...

საოცარი ხარცხვარი

გრენლანდიაში, ჩრდილოეთ კანადასა და ალასკაზე...
კარმიდამო ჩემი

კარტოფილის სასწაულებრივი ძალა

კარტოფილი არა მარტო გემრიელი საკვებია,...

"შემოდგომის ყვავილებს ჩემში მზე შემოჰყავს!"

თითქოს ჩვეულებრივი და მაინც ყველასგან...

ჩაი _ მსოფლიო საუნჯე

ასე კარგად ნაცნობი ჩაის კულტურა,...

მცენარეთა დაცვისთვის ინტეგრირებული სისტემა უნდა ამოქმედდეს

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმებისგან დაცვა...

სამარხვო კერძი სოკოსგან პიურეთი

ნახევარი კილოგრამი სოკო და ორი...

სასარგებლო "სარეველები"

სასარგებლო "სარეველები" - აი, რა...

ცაცხვის სამკურნალო თვისებები

ცაცხვს სამკურნალო თვისებებს სძენს ბიოლოგიურად...

მეფუტკრე ქალის გზა _ უნდობლობიდან ძლიერი იმიჯის შექმნამდე

"მინდოდა მქონოდა ნატურალური თაფლი. ამიტომ...

როგორ გამოვიყვანოთ ცხოველი ტყავი

პატივცემულო რედაქცია, როგორც ვიცით, სამი...

დავთესოთ მწვანილეული და ცერცვი

ჩვენს მკითხველს მუდამ ვურჩევთ, რომ...