შემოქმედელთა პროტესტი ჰესის მშენებლებს

მთავარი თემა

შემოქმედელთა პროტესტი ჰესის მშენებლებს

2019 ივნ 10 12:37:30

8 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ცენტრში ადგილობრივი მცხოვრებლები შეიკრიბნენ _ ისინი მდინარე ბჟუჟზე მცირე ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, რომლის პროექტის პრეზენტაციასაც "ბჟუჟაჰესის" მფლობელი ბეჟუაშვილის კომპანიის წარმომადგენლები გეგმავდნენ.

შემოქმედელთა ერთიანობის დასტური, როგორც თავად გვითხრეს, იყო ადმინისტრაციული შენობის ფასადზე გამოკრული ბანერი: "სოფელი არ დაუშვებს კიდევ ერთი ჰესის მშენებლობას", რომელიც იქვე გამყარებული იყო ილიას შეგონებით: "ვაი იმ ქვეყანას, სადაც "მე" ხშირია და "ჩვენ" _ იშვიათი".

შემოქმედის მცხოვრებთა დიდი ნაწილი საპროტესტოდ იყო მომზადებული სოფელში ახალი მიკროჰესის მშენებელთა წინააღმდეგ, რომლებიც აქ პროექტის პრეზენტაციის მოტივით მივიდნენ და მოსმენა ითხოვეს, რათა კარგად გაეგოთ ადგილობრივებს, რომ მათთვის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ისაუბრებდნენ.

 "მხოლოდ შემოქმედის ინტერესებიდან გამომდინარე!" _ გაისმა ულტიმატუმი დარბაზიდან, როცა პროექტის დირექტორი გიორგი მარგებლიძე პრეზენტაციისთვის მოემზადა და საუბრის დაწყება სცადა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ სთხოვა დარბაზში შეკრებილთ, რომ მოესმინათ, რაზე იყო საუბარი და მერე, რამდენიც სურდათ, იმდენი კითხვა დაესვათ:

_ თქვენი ნების წინააღმდეგ არავინ წავა. ჯერ მოვუსმინოთ. მეც ერთი თქვენგანი ვარ დღეს, _ უთხრა მან შემოქმედელებს.

გიორგი მარგებლიძემ ვიდეომასალის მეშვეობით სცადა, ადგილობრივებისთვის აეხსნა, თუ როგორი შედეგიანია მცირე ჰესები ავსტრიაში და ქვეყანა არის ძლიერი, რომ ჰესის მშენებლობა ბუნების და ადგილობრივთა დაზარალების ხარჯზე არ მოხდება:

_ აქ ჩვენ არ მოვსულვართ ბულდოზერებით. გავერკვეთ, რა ზიანს და რა სარგებელს მოგვიტანს და მერე ერთად გადავწყვიტოთ, _ თქვა მან. თუმცა, დარბაზში მყოფებმა მეტის გაგრძელება აღარ ისურვეს.

"გადმოფრინდი შვეიცარიიდან შემოქმედში და მიხვდი, სად ხარ", "ეუფ, ბულდოზერით არ მოსულა, უკვე დაწერილი პროექტით მოვიდა, რომლის შედგენა არავისთვის უკითხავთ", "შენ 800 ევროს გიხდის ბეჟუაშვილი და ჩვენ სული გინდათ ამოგვხადოთ", "შემოქმედი ყარაჯალა ხომ არ გგონიათ თქვენ?!" "აქ არის ერთი ბჟუჟაჰესი და მეორე ჰესი არ აშენდება", "ნუ გვაბოლებ, ბიძიკო!" _ ისმოდა დარბაზიდან.

_ "ბჟუჟაჰესი" ახლა წყალს ითვლის, _ თავისი არგუმენტებიდან ერთ-ერთი მოიყვანა მარგებლიძემ და სცადა პრეზენტაციის გაგრძელება.

_ ფულს არ ითვლის, ფულს?! _ წამოხტნენ დარბაზში.

შემოქმედის მკვიდრმა გია მამაკაიშვილმა აკადემიური ჟესტი ირჩია და მშვიდად ესაუბრა სტუმრებს თანასოფლელთა განწყობის შესახებ:

_ ყველამ კარგად ვიცით, მომძლავრებული გლობალური პრობლემების შესახებ. ადრეულ წლებში გვახსოვს, როგორი თოვლიანი ზამთარი იცოდა. ბოლო ათი წელია, მდინარე ბჟუჟის ნაკადი შემცირდა. მთებში თოვლი ნაკლებად ან სულ არ არის, ჭებში წყალი დაშრა ან შრება. ჩვენ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი კი არ ვართ, თუმცა, აქ პრობლემაა _ ბჟუჟი ახლა სოფლისთვის ერთადერთი მაცოცხლებელი ძალაა. დიდი ხანია, სოფელს უამრავი ყოფითი პრობლემა გააჩნია. დიასახლისებს იმის საშუალება მაინც უნდა ჰქონდეთ, რომ წყლის ტუმბოები ჩაკიდონ მდინარეში. ეს საშუალება მაინც უნდა დარჩეს ხალხს, _ თქვა მან.

მარგებლიძემ კვლავ სცადა პასუხის გაცემა და საუბრის გაგრძელება, თუმცა, უშედეგოდ _ სიტყვის თქმა არ აცალეს და ერთხელ თქმული, კვლავ განრისხებით გაიმეორეს:

"ჩოუყვია ჯიბეში ხელი, გადმოუშვია "საროჩქა", მაგას 800 ევროს უხდის თავისი უფროსი და ჩვენ აქ სული უნდა რომ ამოგვხადოს უწყლობით! ფეხს არ დავადგმევინებთ შემოქმედში!" "კარგად გვაბოლებ", _ ყვიროდნენ დარბაზში.

_ ძალიან გთხოვთ, მოვუსმინოთ, დაამთავროს საუბარი და მერე დასვით კითხვები. ისე არ გამიგოთ, რაიმე პოზიციას ვაფიქსირებდე. ხომ უნდა იცოდეთ, რა კეთდება? თქვენი ნების წინააღმდეგ არავინ წავა. მოვუსმინოთ, სტუმარია, ბოლოს და ბოლოს, _ მიმართა დარბაზს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე სურგულაძემ.

"სტუმარი თუა, წევიყვანოთ რესტორანში. მაი არ გვეშლება ჩვენ!", არ აშენდება, მორჩა და გათავდა!" _ წამოვიდა რეპლიკა დარბაზიდან.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან მგელაძემ ჩვენთან საუბარში საკუთარი პოზიცია ასე დააფიქსირა:

"მცირე ჰესების მშენებლობა, მარტო შემოქმედის პრობლემა არაა. ეს პრობლემა მთელ მსოფლიოშია და მას ევროპაში გარემოს დამცველები "სისხლიან ჰესებს" ეძახიან. ჩვენი სტუმრები, რომლებიც აქ პრეზენტაციისთვის მოვიდნენ ან თავად არიან შეცდომაში შეყვანილები, ან ხალხი განზრახ შეჰყავთ შეცდომაში. მცირე ჰესებს გააჩნია ალტერნატივა და ის ენერგომოპოვების სხვა წყაროებმა უნდა ჩაანაცვლონ", _ თქვა მგელაძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლეიბორისტმა დეპუტატმა დავით მამალაძემ შემოქმედელთა პოზიციას სამართლიანი და სახალხო უწოდა"

"ხალხი სამართლიანად წინ აღუდგა მილიონერთა კასტას, რომლებიც კომპანიების, რეჟიმის და ხელისუფლების სახით სულს ხდის მას. სანამ მათი დიქტატი არ დამთავრდება, სულ ასეთი ამბავი იქნება. ენერგეტიკა სახელმწიფოს ხელში უნდა იყოს და ხალხს უნდა ხმარდებოდეს და არა ვიღაც მილიონერებს, რომლებმაც სახელად კომპანიები დაირქვეს და ხალხს ძარცვავენ და ატყუებენ. თუმცა, ნახეთ დღეს, რაც მოხდა. ადვილი არაა ხალხის მოტყუება. ისინი, უბრალოდ, დიდხანს ითმენენ..." _ თქვა მამალაძემ.

პროექტის ავტორმა გიორგი მარგებლიძემ "გურია ნიუსთან" ასეთი კომენტარი გააკეთა:

"რის თქმაც მინდოდა, არ მაცალეს. დამთავრება კი არა, არც დამაწყებინეს. სახლში როცა მივალ, მექნება იმის უკმაყოფილება და განცდა, რომ ჩემი სათქმელი ვერ ვთქვი, ვერ მივიტანე ხალხთან. არ მომცეს ამის საშუალება. მე მინდოდა მეჩვენებინა და მეთქვა, რომ 2012 წლამდე როგორც შენდებოდა, ისე აღარ აშენდება ჰესები.

საბედნიეროდ, დღეს არის ის დრო, როცა ხალხის ნების წინააღმდეგ არავინ მიდის და ვერ მიდის. თუ არ უნდათ, არ აშენდება. მეტი რა გითხრათ?" _ განაცხადა მარგებლიძემ.




 ახალი ამბები
  • "თავისუფლება ვაჟა ექიმს" _ კახა ასკურავა საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა"ექიმი ისეთი პროფესიაა, მტერი რომ ნახო დაჭრილი, მას უნდა უმკურნალო, ვალდებული ხარ. ვაჟა გაფრინდაშვილის ფაქტი სწორედ ის შემთხვევაა, როცა ცხადია, რომ პუტინის პოლიტიკა უარყოფს და უგულებელყოფს ყოველივე მორალურს, დაწერილ თუ დაუწერელ კანონებს, რომელიც ხანდახან უფრო მეტი ვიდრე მსოფლიო კონვენცია!", _ აღნიშნულის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. იგი რამდენიმე წუთის წინ ჩავიდა საოკუპაციო ხაზთან, სადაც სეპარატისტული რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი და მხარდამჭერები აქციას მართავდნენ. როგორც კახა ასკურავამ "გურია ნიუსთან" აღნიშნა, გზა აერიათ და, სამწუხაროდ, აქციას ვერ ჩაუსწრეს. მანვე მოგვაწოდა საოკუპაციო ხაზთან გადაღებული ... ...
  • "თავისუფლება ვაჟა ექიმს" _ საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი აქციას მართავს"სოხუმი და ცხინვალი საქართველოა", "სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის", "თავისუფლება ვაჟა ექიმს"- ამ მოწოდებებით საოკუპაციო ხაზთან, დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. მათთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, თეთრ ხალათებში ჩაცმული ექიმები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები. შეგახსენებთ, რომ დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ოძისამდე საავტომობილო მსვლელობით გადმოინაცვლეს. "გურია ნიუსი" უმოკლეს დროში შემოგტავაზებთ ინფორმაციას საოკუპაციო ... ...
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი კარები ჩაკეტესოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი კარები ჩაკეტეს. შენობაში განთავსებულია მაჟორიტარი-დეპუტატის არჩილ თალაკვაძის ბიურო, სადაც ალეკო ელისაშვილის აქცია უნდა დაიწყოს. ელისაშვილმა და მისმა გუნდმა უკვე ერთი აქცია ჩოხატაურის ბაზარში გამართეს. "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები" _ ასე ქვია ელისაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციას, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ... ...
  • "მთელი მისი ნარატივი იყო, დეპუტატი მდიდარია და რაიონი ღარიბიო" _ ნინო წილოსანი ელისაშვილზესამოქალაქო მოძრაობის ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ჩოხატაურის მოსახლეობასთან შეხვედრას ჩოხატაური-ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება. "დღეს ბატონი ალეკო ელისაშვილი ესტუმრა ჩოხტაურს. მთელი მისი ნარატივი იყო დეპუტატი მდიდარია და რაიონი ღარიბიო. - ვერც ერთ შემთხვევას ვერ ასახელებს რაიონიდან რამე წამეღოს, პირიქით მიტანის უამრავი, მაგრამ ეს ხომ მას არ აინტერესებს.- არც მასავით ლაპარაკით გამდიდრებულა ჩემი ოჯახი. სხვები ქარხნებს ჯართად რომ ჭრიდნენ მამაჩემი თავისი ჯანმრთელობის ფასად ვაგონმშენებლობას ანვითარებდა და მთავრობების რეკეტს უმკლვადებოდა. - რაიონი რომ ღარიბია, ალეკო ელისაშვილმა ეხლა დაგუგლა, მე ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავ და ვებრძვი ამას. და ჩემი მუშაობა თუ უნდა შეაფასოს, შეადაროს რა იყო რაიონში და რა არის ეხლა - სკოლები, ბაღები, გაზიფიცირება, გზები, რეაბილიტირებული ერისთავის სახლი, ახალი პროფსასწავლებლის მშენებლობა, ბავშვთა საფეხბურთო აკადემია , ლანჩხუთში 10 სოფლის წყალმომარაგება, დაკმაყოფილებული ეკომიგრანტები და ა.შშემიძლია მივაწოდო მართლა თუ აინტერესებს.კომუნისტები მსგავსი ანტისიმდიდრის ნარატივს რომ ავითარებდნენ და გააკულაკეს ხალხი, იმიტომ არის რომ დღემდე ვერ დავდექით ფეხზე!! მასე გააგრძელე, ბატონო ალეკო, შორს წახვალ და ზედ მიიყოლებ ვინც დაგიჯერებს, _ წერს ... ...
  • "არ გავჩერდებით, სანამ სისხლს არ გავუშრობთ ამ წურბელა მთავრობას" _ ალეკო ელისაშვილიჩოხატაურის ბაზარში სამოქალაქო მოძრაობის წევრები ამ წუთებში მართავენ კამპანიას "ვამხილოთ გურული ფეოდალები". ისინი ბაზარში მყოფ ადამიანებს ესაუბრებიამნ პროპორციული საარჩევნო სისტემის მნიშვნელობის შესახებ და თანამდებობაზე მყოფ დეპუტატებს _ არჩილ თალაკვაძესა და ნინო წილოსანს ადანაშაულებენ, რომ ისინი ხალხზე არ ზრუნავენ.  როგორც სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "გურია ნიუსთან" განაცხადა, არ გაჩერდებიან, სანამ მიზანს არ მიაღწევენ. "ისინი მდიდრდებიან ხალხის ხარჯზე! არ გავჩერდებით, სანამ სისხლს არ გავუშრობთ ამ წურბელა მთავრობას", _ გვითხრა ელისაშვილმა. ამ წუთებში სამოქალაქო მოძრაობის ჩოხატაურელ მოსახლეობასთან შეხვედრა დაპირისპირების ფონზე ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...