"სკოლა, ამდენი ბავშვი და უსაფრთხოების გარანტიის მინიმუმიც არ არსებობს!"

მთავარი თემა

"სკოლა, ამდენი ბავშვი და უსაფრთხოების გარანტიის მინიმუმიც არ არსებობს!"

22 თებ. 2021, 11:12:44

ლანჩხუთის ცენტრში, გზის ის მონაკვეთი, რომლითაც ავტობანი ცენტრალურ ავტომაგისტრალს უკავშირდება, აქ მომხდარი ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევებიდან გამომდინარე, ადგილობრივი მოსახლეობის მთავარ პრობლემად იქცა.

მოსახლეობის თქმით, მათ თვეებია, "მსხვერპლის შიშის მოლოდინის რეჟიმში"  უხდებათ ცხოვრება.

მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე რამდენიმე დღის წინ მოხდა _ მთავარი მაგისტრალიდან ავტობანის გადასახვევის კვეთაზე ავტობანით ბათუმისკენ მიმავალმა "ტოიოტა პრიუსმა"  პირდაპირ "გააჭრა"  და "ოპელ კორსას"  დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთი ავტომობილი პირველი საჯარო სკოლის ეზოს კუთხესთან აღმოჩნდა, მეორე კი _ კვირკველიას ქუჩაზე შევარდა, ნაგვის ურნას შეეჯახა და სკოლასთან მდებარე სანიაღვრე არხში აღმოჩნდა. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, ამ ფაქტს ლანჩხუთელთა მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"კიდევ კარგი, სკოლის საათები არ იყო და ბავშვები არ იმყოფებოდნენ. ეს რა გააკეთეს, რა უბედურებაა?! ეს უკვე მერამდენე ავარიაა და სანამ საშინელება არ მოხდება, მანამ არ მიაქცევენ ყურადღებას?

გახსნის დღიდან არა ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ზოგი მანქანა ისე დაიმტვრა, ჯართში ჩასაბარებლად თუ გამოდგება, მარა ამას ვინ ამბობს, მთავარია, ადამიანები გადარჩნენ. მაინცდამაინც ადამიანი უნდა შეეწიროს, ვინმემ ყურად რომ იღოს ეს პრობლემა?! კიდევ კარგი დღის საათებში არ მოხდა _ მანდ ხომ მშობლები და ბავშვები დგანან. აქ მომხდარი ავარიებიდან სასწაულებრივადაა გადარჩენილი ბევრი. "ზებრაზე"  დაეჯახა მანქანა სკოლიდან გამომავალ ბავშვს, საბედნიეროდ, ბავშვი გადარჩა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებსაც სკოლის მხრიდან უწევთ ჩამოსვლა, "ავერსის"  კლინიკაც აქვეა, მოკლედ სრული ქაოსია, ასეთი საშიში საავარიო ადგილი არსად არ არის. არც შუქნიშანია და არც რაიმე დამაბრკოლებელი" , _ ამბობენ ლანჩხუთელები.

ის, რომ ავტომაგისტრალის ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთის გახსნით სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობა გაიზარდა და შეუფერხებელი სატრანსპორტო მიმოსვლის უზრუნველყოფაც მოხდა, ამაზე მოქალაქეები არ დაობენ. მათი უკმაყოფილება გზის იმ მონაკვეთს უკავშირდება, რომლითაც ავტობანი ცენტრალურ ავტომაგისტრალს უკავშირდება. ეს გზა, ფაქტობრივად, ქალაქის ცენტრში, პირველი საჯარო სკოლისა და "ავერსის"  კლინიკის მიმდებარედ ამოდის და მოსახლეობის თქმით, განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საფრთხის შემცველია.

მოსახლეობის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, პირველი საჯარო სკოლის შენობასთან შუქნიშნის დადგმაა აუცილებელი. თუმცა, მეორე ნაწილის აზრით, შუქნიშანი საცობს წარმოქმნის და კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას. ისინი მიიჩნევენ, რომ გამოსავალი ე. წ. "წრიულის"  გაკეთებაა: "არ არის აქ საჭირო შუქნიშანი, საცობი იქნება. ერთი წრიული რომ გააკეთონ, საკმარისია, კომფორტულია უფრო და უსაფრთხო" .

ზოგადად კი, ლანჩხუთში უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ავტობანიდან ამოსასვლელი ქალაქის ცენტრში არ უნდა გაკეთებულიყო.

"ვის მოაფიქრდა ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას გაეკეთებინა ეს?! ქალაქიდან უნდა გასულიყვნენ და შემდეგ ამოეყვანათ ეს გზა. ღმერთმა ყველა დაგვიფაროს, მაგრამ ეს პრობლემა დროზე უნდა მოგვარდეს. სკოლასთან ახლოს ეს შეიძლებოდა, ან კლინიკასთან, სადაც სულ სასწრაფოები მოძრაობს?! შვილებს გულის კანკალით ვუშვებთ სკოლაში. საქმე ბავშვებს ეხება და რაიმე რომ მოხდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი?!

ხელმოწერები შევაგროვეთ, სკოლას გადავეცით. სკოლამაც მიმართა შესაბამის ორგანოებს, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს. მოვიწვიოთ ჟურნალისტები და აქცია გავმართოთ. სანამ ადამიანი არ დაიღუპება, მანამ არაფერი არ უნდა ქნან?! მსხვერპლის შიშის მოლოდინის რეჟიმი როდის უნდა დასრულდეს?"  _ გზის ზემოთ ნახსენებ მონაკვეთთან დაკავშირებით ლანჩხუთელები სოციალურ ქსელშიც აქტიურობენ.

საგულისხმოა, რომ გზის იმ მონაკვეთზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომლითაც ლანჩხუთში ავტობანი ცენტრალურ ავტომაგისტრალს უკავშირდება, არახალია და გახსნის დღიდან აქ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების გამო არაერთხელ გამხდარა მოსახლეობის გულისწყრომის ობიექტი. აქედან გამომდინარე, თავის დროზე "გურია ნიუსი"  საკითხთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტსაც დაუკავშირდა. როგორც მაშინ უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, აღნიშნული პრობლემის თაობაზე მათ არაფერი სმენიათ და ისიც დაგვიკონკრეტეს, რომ დეპარტამენტის ფუნქციაში არ შედის შუქნიშნების დაყენება _ ამის თაობაზე მოქალაქეებმა ადგილობრივ ხელმძღვანელობას უნდა მიმართონ:

"მომატებული ავტოსაგზაო შემთხვევები პირდაპირ კავშირშია გაუმჯობესებულ გზის საფართან, ამიტომ მათი თავიდან აცილებისთვის საჭიროა ყველა დაემორჩილოს დაწესებულ საგზაო წესებს. თუკი მოსახვევში არ შემოვლენ გადამეტებული სიჩქარით და დადგენილ წესებს დაემორჩილებიან, ავარიის შემთხვევებიც არ იქნება. საგზაო დეპარტამენტი კომპეტენციაში არ შედის შუქნიშნების დაყენება _ ამის თაობაზე მოქალაქეებმა ადგილობრივ თვითმმართველობებს უნდა მიმართონ.

პროექტის მიხედვით რაც იყო გათვალისწინებული საგზაო უსაფრთხოების კუთხით, ყველაფერი შესრულებულია, თუ დამატებით რაიმე არის საჭირო, წერილი უნდა გამოაგზავნონ ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან გზების დეპარტამენტში. შესაბამისი სამსახური ადგილზე შეისწავლის საკითხს და ყველა შესაბამისი ღონისძიება გატარდება დამატებით", _ გვითხრეს მაშინ გზების დეპარტამენტში.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, "გურია ნიუსმა"  საკითხის გარკვევა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ლევან ჩხაიძესთან სცადა, რომლის თქმითაც, მოსახლეობის მოთხოვნა შუქნიშნის დაყენების თაობაზე ვერ იქნება დაკმაყოფილებული:

"ამ საკითხზე ჩვენ მივმართეთ შესაბამის უწყებას, თუმცა, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ფიზიკურად არ ხდება შუქნიშნის დაყენება. უბრალოდ, პერიფერიულ გზაზე შეზღუდვაა დაწესებული სათანადო საგზაო ნიშნით, რომ ცენტრალურ მაგისტრალზე მანქანა გაატაროს და შემდეგ გავიდეს. აღმაშენებლის ქუჩა ამ ეტაპზე არის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა და ამიტომაც ვერ დგება შუქნიშანი" , _ გვითხრა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა.

როგორც ჩანს, "შიშის რეჟიმში"  ცხოვრება ქალაქის მოსახლეობას მანამ მოუწევს, სანამ ავტომაგისტრალის ლანჩხუთი-ხაჯალიის მონაკვეთი არ გაიხსნება. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა ჯერ დაწყებული არაა. როგორც ამბობენ, მოკლე ხანში დაიწყება და დიდი ალბათობით ორ წელიწადში დასრულდება.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში ხანძარიაოზურგეთში, ექადიის თავზე ხანძარია. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება ოზურგეთის სამაშველო-სახანძროს ბრიგადები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში “გურია ნიუსს” განუცხადეს, რომ ცეცხლი უკიდია ხმელ ბალახს. ხანძრის გავრცელების საშიშროება არ ... ...
  • “მოდერნიდან“ 135 ლარია წაღებულიგუშინ, ოზურგეთში სუპერმარკეტ “მოდერნში“ ყაჩაღობა მოხდა. როგორც მედიისთვის ცნობილი გახდა,  დილის საათებში ერთმა პირმა მოახერხა ფულის წაღება. “გურია ნიუსს“ “მოდერნში“ განუცხადეს, რომ წაღებულია 135 ლარი. ყაჩაღობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმეზე 179 მუხლით დაიწყო გამოძიება. ამ დრომდე ყაჩაღობის ფაქტი გახსნილი არ ... ...
  • PSP გაფრთხილებთ - სმს შეტყობინება მომხმარებლებსPSP მომხმარებლებს ცრუ სმს შეტყობინებების შესახებ აფრთხილებს. როგორც მობილურ ტელეფონზე დაგზავნილ სმს შეტყობინებაშია ნათქვამი: „პსპ გაფრთხილებთ: სმს-ით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია PSP-ში cashback აქციის შესახებ. არ გახსნათ სმს-ით მოსული საიტის მისამართი და არ შეავსოთ საბანკო ინფორმაცია!“     ... ...
  • პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - რა მოხდა იმერეთშიშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ვანის რაიონული სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გ.მ. ვანში დააკავეს. მას ბრალად სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმა ედება. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „მიმდინარე წლის 5 მარტს ვანის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი თავის მოკვლას აპირებდა. სამართალდამცველებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და დაუყოვნებლივ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. სანადირო თოფით შეიარაღებულმა გ.მ.-მ., რომელიც თავის მოკვლას აპირებდა, პოლიციელების დანახვისთანავე, მათი მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც დაიჭრა ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი. დაჭრილი პოლიციელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს. სამართალდამცველის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი კი ნივთმტკიცებად ამოიღო. სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“,_ აცხადებენ ... ...
  • დისტანციურ სწავლებაზე 17 სკოლა და 145 კლასი - რა ვითარებაა სკოლებშიგანათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში დაბრუნებიდან დღემდე საქართველოს ყველა სკოლაში მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ინფიცირების მაჩვენებელმა კიდევ უფრო იკლო.  მიმდინარე კვირაში, ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, Covid-19 მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0,1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0,01%-ს დაუდასტურდა. მშობელთა თხოვნით, ასევე, კოვიდის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 17 სკოლა და 145 ცალკეული კლასი. საქართველოს მასშტაბით რისკ-ჯგუფში მყოფმა 69 მასწავლებელმა მიმართა თხოვნით სკოლის ადმინისტრაციას და დარჩა დისტანციური სწავლების ფორმატში.  სამინისტროსთვის სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო წელი სკოლებში დასრულდეს და მოსწავლეთა განათლება შეუფერხებლად გაგრძელდეს.  სწორედ ამიტომ პროტოკოლით გათვალისწინებული ნორმების დაცვის მონიტორინგში ჩართულია როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ასევე მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, ზოგადი განათლებისა და კოორდინაციის სამმართველოები, მანდატურის სამსახური და რესურსცენტრები. სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში დაბრუნებიდან დღემდე მინისტრის პირველი მოადგილე შემთხვევითობის პრინციპით რამდენიმე ათეულ სკოლაში იმყოფებოდა. ზოგადი განათლებისა და კოორდინაციის სამმართველოების მხრიდან თბილისსა და რეგიონებში შემოწმებულია 120-ზე მეტი სკოლა, ხოლო რესურსცენტრების მხრიდან მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.  მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები რეგულაციების შესაბამისად მაღალ დონეზეა დაცული, სისტემატურად ხდება საპირფარეშოებისა და დერეფნების სველი წესით დამუშავება. შეზღუდულია სკოლის შენობაში ვიზიტორთა შესვლა. დაწყებითი კლასის მოსწავლეები პედაგოგებს მშობლებთან სკოლის ეზოში ორგანიზებულად გამოყავთ. დაცულია პირბადის ტარების წესები. ერთეულ შემთხვევებში, შემოწმების შედეგად გამოვლენილია ხარვეზები, რის გამოც სკოლებმა დამატებითი რეკომენდაციები მიიღეს. ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება და, როგორ წესი, ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...