სოფელი, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 20 პროცენტს აქვს სასმელი წყალი

მთავარი თემა

სოფელი, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 20 პროცენტს აქვს სასმელი წყალი

2020 თებ 13 16:35:27

სოფელი შუა ამაღლება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ურიის ქედის სამხრეთით, მდინარე სუფსის ხეობაში, ზღვის დონიდან 140 მეტრზე მდებარეობს და მუნიციპალიტეტის ცენტრიდან ოთხი კილომეტრი აშორებს.

იმის მიუხედავად, რომ სოფელი მაღალმთიანი არაა, მიგრაციის დონე მაინც მაღალია და 300-მდე კომლია დარჩენილი. 120 ბავშვზე გათვლილი ახალი სკოლის შენობა 2017 წელს შევიდა ექსპლოატაციაში და იქ 100 მოსწავლე სწავლობს. სოფელში სკოლის გარდა, ფუნქციონირებს საბავშვო ბაგა-ბაღი, მაღაზიები; ისტორიულ სოფელში 2 ეკლესიაა. სოფელში ადრე ჩაის ფაბრიკაც მუშაობდა, რომლის ნარჩენებიც სოფლის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, გაიყიდა და ამ თანხით, დანგრევის პირას მისული კულტურის ცენტრი აღადგინეს. კულტურის ცენტრში ორი ანსამბლი მუშაობს _ "როკვა" და "უდაბნო".

სოფლის ამბულატორიის შენობა ამორტიზებულია _ ახალია ასაშენებელი ან კულტურის ცენტრში არსებულ ფართში უნდა გადავიდეს. სოფლის ცენტრში არსებული ამორტიზებული შენობები ეკონომიკის სამინისტროს კუთვნილებაა _ საჭიროა მუნიციპალიტეტს გადმოეცეს დემონტაჟის მიზნით.

მაჟორიტარი დეპუტატი შუა ამაღლების ადმინისტრაციული ერთეულიდან, საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და სპორტის კომისიის ხელმძღვანელი ვლადიმერ სიხარულიძე "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ სოფელში მოუწესრიგებელია გზები:

_ სოფელში არის 23 კმ გზა და ფაქტობრივად, რეაბილიტაცია სჭირდება 23-ვე კილომეტრს. ადრე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, რომ სოფლის პროგრამით დაყრილიყო ხრეში, რადგან მალევე წყალს მიჰქონდა; ამიტომ, დღეს ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ კაპიტალურად და ამას დრო დასჭირდება. წელს, სოფლის პროგრამით, ერთი მიმართულებით კეთდება სანიაღვრე არხები და კეთილმოეწყობა სოფლის ცენტრი, ერთ ადგილას მოხდება მილხიდის რეაბილიტაცია და გარკვეულ ნაწილზე დაიგება ასფალტი.

მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დადგა გარე განათების საკითხიც, მაგრამ გადავდეთ გვერდზე, რადგან იმდენად აქტუალური არაა, როგორც გზის მოწესრიგების საკითხი.

 ამ ეტაპზე ხორციელდება ერთი პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან (პროექტირების ტენდერში შპს "არტმა" გაიმარჯვა) და მეორე - სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან, რომლის შესახებაც ტენდერს მუნიციპალიტეტის მერია გამოაცხადებს, _ ამბობს სიხარულიძე.

როგორც ვლადიმერ სიხარულიძე ამბობს, სოფელს ძალიან მწვავე _ უწყლობის პრობლემა უდგას.

_ პირველი წყალსადენი სოფელში 70-იან წლებში გაკეთდა, უდაბნოს მიმართულებით, საიდანაც წყაროს წყალი გამოედინება კლდიდან - ხარისხიანი სასმელად ვარგისი წყალი. იმ ერთი კუთხის პრობლემა მაშინ გადაწყდა. შემდეგ, სოფლის კოლმეურნეობამ გადაწყვიტა მთლიანად წყალსადენის ქსელი გაეკეთებინა, პროექტიც მომზადდა, მოიტანეს ყველა საჭირო მასალა, კაპტაჟები გაკეთდა, მაგრამ შემდეგ აირია ქვეყანა და სოფელი უწყლოდ დარჩა, _ ამბობს ვლადიმერ სიხარულიძე.

დეპუტატის თქმით, სოფელში შემკრები ავზები საკმარისი რაოდენობითაა _ 100-კუბიანი, 50-კუბიანი, 30-კუბიანი, ასევე, უდაბნოს მიმართულებით არის 80-კუბიანი ავზი, რომელშიც წყაროს წყალი ჩაედინება და რომელიც სოფლის ამ კუთხეს ჰყოფნის; დანარჩენი სოფელი კი არტეზიული ჭების ამარაა.

მოსახლეობის წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, წყალსადენის ქსელი უნდა მოეწყოს; ამისთვის კი მუნიციპალიტეტმა თანხა უნდა მოიძიოს რომლისთვისაც თანხა, დეპუტატის თქმით, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარია მოსაძიებელი.

_ პრიორიტეტების განსაზღვრა მუნიციპალიტეტებში კვლავ გაუმჭვირვალე, ბუნდოვანი და საყოველთაო შეთანხმების მიღმა დარჩენილი პროცესია, _ ამბობს ორგანიზაცია "Post ალიონის" ხელმძღვანელი ია მამალაძე, _ ფორმალურად, მხოლოდ ქაღალდზე არსებული საზოგადოებრივი ან მრჩეველთა საბჭოების დონეზე კი არა, კვლევის, ფართო განხილვის შემდგომ უნდა შეირჩეს პრიორიტეტი, რომელია გადაუდებლად მოსაგვარებელი პრობლემა _ 400-კომლიანი სოფლის წყალმომარაგება თუ ასფალტის კიდევ ერთი ფენის "დამატება" დაბის ცენტრში. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ წლების განმავლობაში 10-15 ათასი ლარის ფარგლებში გამოიყოფა ხოლმე თანხები წყალსადენის სისტემების "მოსაწესრიგებლად" და ეს თანხები პირდაპირ გაფლანგულია, რადგან ვერც პრობლემას შველის და ხალხის ჯიბეს კი აკლდება. ასე იყო, მაგალითად შუა ამაღლებაშიც, როცა 13 ათას ლარზე მეტი, მხოლოდ დახეთქილი მილების ხის სოლებით "გამაგრებას" მოხმარდა! კაპიტალურად, ეფექტურად წყალმომარაგების ქსელის გაკეთება საშვილიშვილო საქმეა და ეს უნდა იყოს მუნიციპალიტეტის, სოფლის პრიორიტეტი.

მერის წარმომადგენელი შუა ამაღლებაში ნუგზარ ჯიბლაძე ამბობს, რომ სოფლის 60%-ს სასმელი წყალი არ აქვს:

_ 60%-ზე მეტს არ მიეწოდება წყალი, აქვთ მხოლოდ ტექნიკური წყალი და ძირითადად, ჭებს იყენებენ. მოსახლეობის მხოლოდ 20%-ს აქვს სასმელად ვარგისი წყალი. 25 კმ სიგრძის წყლის სისტემა მთლიანად შესაცვლელია. რაც არის გაყვანილი კოლმეურნეობის გაკეთებულია, 1984 წელში. ყველაზე დიდი პრობლემა წყალია ჩვენს სოფელში.

რაც შეეხება სკოლას და საბავშვო ბაღს, აქ 100-მეტრის სიღრმის ჭაბურღილია, 2 წლის წინ შემოწმდა, თუ არ ვცდები, სკოლის ინიციატივით და დადებითი პასუხი მოვიდა. მოსახლეობაში არსებული წყლის დაქლორვა ხდება, როცა საშუალება აქვს მოსახლეობას, თავისი ნებით ქლორავენ, რა თქმა უნდა. გაწმენდას რაც შეეხება, არის ადამიანი რომელიც წმენდს ზოგჯერ, მოსახლეობა უგროვებს 1-2 ლარს, თუმცა ზოგჯერ ამასაც არ აძლევენ, _ ამბობს ნუგზარ ჯიბლაძე.

ჯიბლაძის თქმით, მცირებიუჯეტიანი პროგრამებით შუა ამაღლებაში წყალმომარაგების საკითხი ვერ მოგვარდება - ამისთვის დაფინანსების მოძიებაა საჭირო. შემდგომი ექსპლუატაციისა და შენახვისთვის კი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსის _ წყლის მოხმარებაზე თუნდაც მინიმალური გადასახადის შემოღებაა აუცილებელი:

_ აუცილებლად უნდა დაწესდეს ოფელში წყლის გადასახადი. მაშინ თითოეული მოქალაქე იზრუნებს საკუთარ გაყვანილობაზე, ონკანებს დააყენებენ და მიშვებული არ ექნებათ. ამ თანხით, შესაძლოა, ანაზღაურება დაენიშნოთ იმათ, ვინც მოუვლის რეზერვუარებს და იზრუნებს ქსელის მოვლაზე, _ ამბობს ნუგზარ ჯიბლაძე.

სოფლის დეპუტატი ვლადიმერ სიხარულიძე კი მიიჩნევს, რომ ამ ყველაფერს საკანონმდებლო ხარვეზიც ემატება:

_ კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ წყალმომარაგების სისტემა იყოს ლიცენზირებული, როგორც, მაგალითად, დაბაშია _ სისტემა თავისი დაფინანსებით, ფაქტურით... ლიცენზირებული წყალმომარაგების სისტემა, რომელიც უვლის, არის პასუხისმგებელი და იღებს ფულს. რაც შეეხება სოფლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ წყალსადენებს, ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები გადაწყვეტილი არაა თუნდაც საკანონმდებლო დონეზე და ამიტომ, ყოველთვის ჭირს თანხის მოძიება წყალსადენების მოსაწესრიგებლად. მიმაჩნია, პირველ რიგში ეს კანონმდებლობაა დასახვეწი, _ ამბობს სიხარულიძე.

 მომზადებულია პროექტ "წმინდა წყალის" ფარგლებში




 ახალი ამბები
  • მოქალაქეთა მონაცემების ჰაკერულ საიტზე განთავსების შესახებ ინფორმაციაზე ცესკო განცხადებას ავრცელებსჰაკერების მიერ 4,9 მილიონზე მეტი ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების თაობაზე, ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ გამოქვეყნებული მონაცემები, რადიკალურად განსხვავდება საარჩევნო ადმინისტრაციის პორტალზე განთავსებული ამომრჩეველთა სიის მონაცემებისგან. როგორც ცესკო-ში განმარტავენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პორტალზე დაახლოებით 3,5 მილიონი ამომრჩევლის შესახებ არის ინფორმაცია მოცემული, რომელშიც არ შედის ინფორმაცია გარდაცვლილთა შესახებ. „ცესკო-ს, ამომრჩეველთა სიის ფორმირების მიზნებისთვის, არ გადმოეცემა და შესაბამისად, ამომრჩეველთა მონაცემების ბაზაში არც ფლობს ინფორმაციას ამომრჩევლის მამის სახელის, ტელეფონის ნომრისა თუ პირადობის მოწმობის ნომრის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ ჰაკერულ საიტზე გამოქვენებული ინფორმაცია, რომელსაც ცესკო არ ამუშავებს და ამასთან, მონაცემთა ბაზა, როგორც მონაცემებით, ისე ფორმატით და ბაზის სტრუქტურით განსხვავდება საარჩევნო ადმინისტრაციის ხელთ არსებული ინფორმაციისგან. დამატებით აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის ცესკოში კიბერინციდენტი არ გამოვლენილა და ამასთან, გადამოწმებამ აჩვენა, რომ ჰაკერულ საიტზე განთავსებული პირადი ნომრები და მისამართები არ ემთხვევა ცესკო-ს ამომრჩეველთა ბაზის მონაცემებს. აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიური უსაფრთხოების საკითხთან მიმართებაში ცესკო-მ სწორედ დღეს მიიღო განკარგულებით გადაწყვეტილება 1 489 611.86 აშშ დოლარის ღირებულების მხარდაჭერის მიღებაზე, რომელიც აშშ-ს მთავრობის დახმარების ფარგლებში, დონორი ორგანიზაციის აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ განხორციელდება და რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის საინფორმაციო ტექნოლოგიური და კიბერუსაფრთხოების მხარდაჭერას“,- აღნიშნულია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ... ...
  • მიიღებენ თუ არა გურიაში, სამეგრელოს მსგავსად, მკაცრ ზომებსსაქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. სამეგრელოში გამკაცრდა მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, ბოლნისი და მარნეული კი დაიკეტა. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გურიის გუბერნატორს, ზურაბ ნასარაიას მივმართეთ კითხვით_ ხომ არ არის მოსალოდნელი გურიაში, სამეგრელოს მსგავსად, მკაცრი ზომების მიღება? „გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს. ქალაქსა და სოფლებში მკაცრი კონტროლისათვის ხდება მოსახლეობის ინფორმირება და მოწოდება სახლში დარჩენის, დისტანციის დაცვისა და რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ. ბანკებთან, ბანკომატებთან და სავაჭრო ობიექტებთან ხალხმრავლობის თავიდან აცილებას და ვაჭრობისას მოქალაქეების დისტანცირების ორგანიზებას მოხალისეთა ჯგუფები ახდენენ. რაც შეეხება, ისეთივე ზომების მიღებას, რაც სამეგრელოში ხდება, აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ გავატაროთ შესაბამისი ღონისძიებები“,_ გვიპასუხა გუბერნატორმა. შეგახსენებთ, რომ სამეგრელოს რეგიონში ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში  დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდა. კერძოდ, დამატებით ბლოკ-პოსტები დგას რეგიონის, მუნიციპალიტეტების შესასვლელებში და გაძლიერებული საპოლიციო ძალები, ანუ ეკიპაჟები მკაცრად აკონტროლებენ საავტომობილო ... ...
  • "დარჩი სახლში"_ ლანჩხუთში მოსახლეობას ავტომობილებიდან აფრთხილებენლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ ავტომობილებიდან ხმოვანი აპარატურით მოუწოდებენ. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოსახლეობის გაფრთხილებას ისახავს მიზნად. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობის გაფრთხილება  მანქანებიდან,  როგორც ქალაქის ტერიტორიაზე ასევე,  სოფლებში  ხდება. ... ...
  • რას ისახავს მიზნად ჩოხატაურის "მედალფასთან" განთავსებული კარავიჩოხატაურში, მედალფასთან კარავი განთავსდა, სადაც სამედიცინო ცენტრის დირექტორის, ანტონ ხუნდაძის თქმით, პაციენტთა პრეტრიაჟი მოხდება. „პაციენტი რომ შემოვა, ხარისხდება, ქირურგთან მიდის თუ თერაპევტთან და ეს ხდება მიმღებში. ამას ჰქვია პრეტრიაჟი. სანამ საავადმყოფოში შევა პაციენტი, მანამდე შევა აქ. მიზანია, რომ შემთხვევითი პირი, სიცხიანი და ვირუსზე საეჭვო, არ მოხვდეს შენობაში. ამიტომ პაციენტი ჯერ შევა ამ კარავში. ექიმთან გაივლის პირველად შემოწმებას, გამოიკითხება. თუ რამე საეჭვო ნიშნები იქნება ვირუსის მსგავსი, ამ შემთხვევაში დავაყოვნებთ, იქნება დროებითი იზოლატორი გარეთ, რომ არ მოხდეს თანამშრომლების და სხვა პაციენტების ინფიცირება“,_ გვითხრა ხუნდაძემ. მისი თქმით, რეფერალით  გადაყვანამდე 4-5 პაციენტის დაყოვნება იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება, ვირუსზე არასაეჭვო პირებს, ისინი კლინიკაში შესვლას პრეტრიაჟის გავლის შემდეგ სპეციალური საშვით შეძლებენ. ... ...
  • სანამდე გაგრძელდება პურის ფქვილის ფასის მერყეობაკორონავირუსის  შედეგად,  ქვეყანაში შექმნილი  ვითარების ფონზე, მოსახლეობის  უკმაყოფილება, ძირითადად, საკვებ პროდუქტებზე ფასების მატებას უკავშირდება _ მუდმივ რეჟიმში  ისმის  შიშით გაჯერებული  კითხვა, რატომ მერყეობს ზრდისკენ პურის ფქვილის ფასი. რას ემყარება, კერძოდ, ოზურგეთის მაღაზიებში ჯერ ერთ  ტომარა ფქვილის ფასის, სულ ცოტა, 5 ლარით ზრდა, მერე ისევ დაკლება და კვლავ მომატება.  _ ორ დღეში სამჯერ შეიცვალა ფასი. ხომ უნდა ვიცოდეთ, ერთი 25-კილოგამიანი  ტომარა, ერთი  და იმავე ხარისხის, 27 ლარი ღირს, 28 თუ 33 ლარი? _ გვეკითხებოდნენ რიგითი ადამიანები, რომლებიც  დაჟინებით ითხოვდნენ პასუხს,  რამ გამოიწვია პურის ფქვილზე ფასის ერთბაშად მომატება, მერე ნაწილობრივ დაკლება მოკლე დროში. _ ახლა,  ვირუსმა რომ შემოგვიტია და ააყირავა ყველაფერი,  ამავე დროს,  გაზაფხულია, რომელსაც  ხალხი "მშიერ  პერიოდს" ეძახის და  თავის გატანა ჭირს, ხომ შეიძლება, ყველაზე ძალიან პურის ფქვილის ფასის სტაბილურობაზე იფიქრონ?! მით უფრო, რომ  ხელისუფლება ამ მხრივ მზრუნველობას გვპირდება. მაშინ, რა ხდება? _ ამ კითხვებს გამუდმებით სვამენ  რიგითი მოქალაქეები. 26 მარტს,  ოზურგეთის სხვადასხვა სავაჭრო ცენტრსა თუ მაღაზიაში, სადაც პურის ფქვილი იყიდება,  25 კილოგრამის ოდენობის ერთი ტომარა  ფქვილი 33 ლარი ღირდა. სხვადასხვა სოფლების მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ კერძო პირებს, კერძო მიკროავტობუსებით,  ოჯახში მიტანით, ასეთივე წონის ფქვილი 34-35 ლარად მიაქვთ. გაურკვევლობა  და ხალხის გაღიზიანება უფრო იმ მიზეზით  წარმოიშვა, რომ ოზურგეთში, წისქვილკომბინატ "გულისტანის" წარმომადგენლები ამბობდნენ,  რომ ამ დროისთვის არც ერთი ტომარა პურის ფქვილი არ ჰქონდათ მომატებული ფასით გაცემული. _ არ მოუმატებიათ და ჩვენ სიზმარი ვნახეთ?!  როგორ გაბედავს ადგილზე გამყიდველი 25-კილოგრამიან ტომარას ხუთი ლარი და 50 კილოგრამიანს 10 ან 11 ლარი დაამატოს?!  ვინ გაგვაჩერებს აქ?! ჩვენ ლარნახევარს თუ ვამატებთ,  საბითუმო მაღაზიები ხომ არ ვართ? იკითხეთ, კარგად, რა მოხდა! თავად  უნდოდათ ამდენის მომატება. გადაირია ხალხი და იკადრეს ცოტა უკან დახევა. თუმცა, ვეჭვობთ, ისევ  არ აუწიონ,  _  გვითხრეს იმ სასურსათო მაღაზიებში მოვაჭრეებმა,  სადაც პურის ფქვილს, როგორც  ტომრებით, ასევე, მცირე წონით დაფასოებულსაც ყიდიან. 27 მარტს,  ოზურგეთში  პურის ფქვილის ფასი   შედარებით  დასტაბილურდა  და ყველა დასახელების  25-კილოგრამიანი  ტომარა  30 ლარი ღირდა, ხოლო ქატოს ფასი, როგორც ადგილზე გვითხრეს, არ შეცვლილა ან 50-თეთრიანი  ცვლილებით ფიქსირება. _ პურის ფქვილის ფასი ახლა 2 ლარით  გაიზარდა. ამას წინათ შემაშინებელი ფასები გამოჩნდა, რასაც მოსახლეობის გულისწყრომა მოჰყვა. ადამიანები ისეც შეშინებული არიან და გაჭირვებას რომ შიში დაემატება, როგორია? ეს ორლარიანი მატებაც მტკივნეულია მათთვის. ასე მაინც რომ დარჩებოდეს და კიდევ არ ასწევდნენ ფასს,  რაღაცას გაჭირვებით შეძლებს ხალხი, _ გვითხრეს ცენტრალური ავტოსადგურის ტერიტორიის მიმდებარე მაღაზიების გამყიდველებმა: ირმა სალუქვაძემ, მაია სპარსელაშვილმა, ინდმეწარმე "მარინა ჯიჯიეშვილის" წარმომადგენელმა. აქაც, ისევე, როგორც თაყაიშვილის ქუჩაზე განლაგებულ მაღაზიებში, ამ დროისთვის (27 მარტი) პურის ფქვილის ფასი ყველგან ერთნაირი იყო: 25-კილოგრამიანი 30 ლარად ყიდდნენ, 50 კილოგრამიანს _ 55 ლარად. _ ბათუმიდანაც ასეთი ფასით მივიღეთ პურის ფქვილი. "ბარაქა", "ჯეჯილი" თუ სხვა, ამ დროისთვის ერთნაირი ფასით იყიდება და ეს ჩვენც გვიხარია. ვიღაც, ეტყობა, ჩაერთო საქმეში და თუ სახელმწიფო ასე მიუდგება პურის ფქვილის ფასის საკითხს, უკეთესი დახმარება ჩვენთვის, ამ ეტაპზე, არაფერია.  ხალხი სოფლიდან ჩამოდის და პირველ რიგში, პურის ფქვილისკენ გარბიან. ნისიად მიაქვთ, ხელს ვუწყობთ. ახლა სიმინდიც შემოლეულია და როგორმე, პირველ რიგში, პურის ფქვილის ფასმა არ უნდა მოიმატოს, მნიშვნელოვნად მაინც, ყოველ წუთს ამაზე წუხან, _ გვითხრა მაია სპარსელაშვილმა. "გურია ნიუსი" წისქვილკომბინატ "გულისტანის" მენეჯერს მარინა ჩხაიძეს ისევ დაუკავშირდა. კითხვაზე _ რამ გამოიწვია ფქვილის ფასის ორ დღეში სამჯერ ცვლილება და რამდენად საიმედოა დღეს არსებული ფასი, რაზეც ხალხი მუდმივ რეჟიმში ითხოვს პასუხს, ჩხაიძემ ასეთი კომენტარი გააკეთა: _ ამას წინათ  გითხარით, რომ ჩვენ რამდენიმე დღე შეჩერებული გვქონდა წარმოება და მომატებული ფასით არ გაგვიშვია არც ერთი ტომარა. დღეს (საუბარი შედგა  27 მარტს) არსებული ფასით, როგორც ნახეთ,  მცირედით მომატება მოხდა, 2-3 ლარის ფარგლებში. ეს გამოიწვია დოლარის კურსის შეცვლამ და იძულებული გავხდით, ფასი გაგვეზარდა, რადგან აიწია ხორბლის ფასმაც, საწარმო კი წაგებაზე ხომ ვერ იმუშავებს?! ბიზნესი  ასე არ არის. მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ არ მომხდარიყო ცვლილება. ახლა გეტყვით კარგ ამბავს _ უახლოეს დღეებში ჩვენ ჩავერთვებით  სუბსიდირების პროგრამაში და სახელმწიფო დაგვიფინანსებს იმ თანხას, რა თანხითაც, დოლარის კურსის მატების გამო უნდა  გაგვეზარდა ფასი.  ამის შემდეგ,  ეს ცოტათი  მომატებული ფასიც დაიწევს. მანამდე კი, სანამ ამ პროგრამაში  ჩავერთვებით, ასე ორი კვირის განმავლობაში, იძულებული ვართ,  ამ მომატებული ფასით  ვიმუშაოთ, _ გვითხრა მარინა ჩხაიძემ. იმედია, დანაპირები შესრულდება და მოსახლეობას, რომელიც  პურის ფქვილის ფასის ცვლილებაზე  მწვავედ  რეაგირებს, სიმშვიდის საფუძველი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...