სოფლის დაზიანებულ გზებს დამატებული მეწყერი და მოსახლეობის უიმედო მოლოდინი

gurianews.com

მთავარი თემა

სოფლის დაზიანებულ გზებს დამატებული მეწყერი და მოსახლეობის უიმედო მოლოდინი

2018 იან 16 12:27:42

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში მთლიანად დაზიანებული ცენტრალური გზის შესახებ, ბოლო რამდენიმე წელია, არაერთხელ ითქვა და დაიწერა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, დიდი ხანია, საქმის კურსშია და შეპირება გზის გაკეთების შესახებ, ყოველთვის იყო, თუმცა, დაპირების იქეთ საქმე არ წასულა. გასული წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას, გაითვალისწინეს თანხა სოფლის გზის დახვნა-გაფხვიერების და შემდეგ დატკეპნვისთვის, თუმცა, ესეც დაპირებად დარჩა და თანხების უკმარისობის გამო, დროებითი პროექტიც არ გახორციელდა.

აღსანიშნავია და უდიდესი საქმეც ის, რომ სოფელ ჭანიეთში, წინა საარჩევნო პერიოდში, ახალი საბავშვო ბაღი და სკოლა აშენდა. ძირითადად, გზის კაპიტალურად შეკეთების დაგვიანებად ეს სახელდებოდა, რადგან ერთბაშად ერთ სოფელში შეუძლებელი იყო ყველაფრის გაკეთება.

ამასობაში კი, სოფელ ჭანიეთის გზის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ, ავტომანქანები, გავლას ძლივს ახერხებენ.

მაია გაჩეჩილაძე, ჭანიეთის თემის სოფელ ქაქუთის მცხოვრები:

_ ამ დანგრეულ გზაზე, რა დროც სოფლის ავტობუსს სჭირდება ოზურგეთში ჩასვლისთვის, ნორმალურ ტრასაზე ბათუმამდე ჩასვლას მოახერხებს ადამიანი. კარგია, რომ ჭანიეთში აიგო თანამედროვე სტანდარტების მქონე ახალი საბავშვო ბაღი და სკოლა, მაგრამ სულ ამას ხომ არ ვიძახებთ?! კარგია, რომ გაკეთდა, მაგრამ გზაც აუცილებელია და უნდა გაკეთდეს. არ შეიძლება ამ საქმის გადადება.

რამაზ კორტავა, სოფელ ქაქუთის მცხოვრები:

_ ახლახან გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჭანიეთში გზა გაკეთდება მხოლოდ სანახევროდ და ქაქუთის მიმართულებით მხოლოდ მომდევნო წლებში დააგებენ, ჩვენთვის მიუღებელია. მიიტანეთ ხელისუფლებამდე ეს ამბავი _ ქაქუთის ზედა წერტილიდან დაიწყონ გაკეთება, იქ სადაც გზა მთავრდება და წამოვიდნენ თავქვე, ცენტრისკენ. სადამდეც გაკეთდება, იქ გაჩერდნენ და მერე გააგრძელონ. გაზიფიკაცია რომ დაიწყეს, ძლივს ამოვიდნენ ზევით, ახლა გზაც სოფლის შემოსასვლელში უნდა გაკეთდეს და მეორე ნახევარი ანუ ჭანიეთის თემის სოფელი ქაქუთი კვლავ მოლოდინის რეჟიმში უნდა დარჩეს?

ნანი დიასამიძე, სოფელ ქაქუთის მცხოვრები:

_ სანამ უნდა ვიყოთ დაპირების უიმედო მოლოდინით?! რამდენი წელია, აკეთებენ და ვეღარ გააკეთეს! რა უსაშველო გახდა ამ კილომეტრნახევრიანი გზის გაკეთება?!

სერგო ბოიაჯანი, ქაქუთის მცხოვრები:

_ არ მგონია, შეუძლებელი იყოს ამ გზის გაკეთება. ყველა სოფელში არის კარგი გზა. რამდენჯერ უნდა მოგვატყუონ?!

როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას გაირკვა, სოფელ ჭანიეთში გზის რეაბილიტაცია მხოლოდ სანახევროდ მოხდება და ერთ კილომეტრამდე მონაკვეთი გაკეთდება, ხოლო მეორე ნახევარი გარდამავალი პერიოდის პროექტს დაექვემდებარება.

ჭანიეთის თემის მოსახლეობა ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, საკმაო ნაწილს კი გზის სანახევროდ გაკეთებისაც არ სჯერა. სოფლის მცხოვრებთა რამდენიმე წარმომადგენელი დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, გზის სანახევროდ გაკეთების შესახებ. ისინი ამბობენ, რომ სოფელ ჭანიეთში ბოლო სამ წელიწადში უდიდესი საქმე გაკეთდა ახალი საბავშვო ბაღისა და სკოლის მშენებლობით და როგორმე გზის პრობლემაც მოგვარდებაო.

რაც შეეხება ჭანიეთის თემის მცხოვრებთა საკარმიდამო ნაკვეთებში მეწყერული ზონების წარმოშობას, ახლახან ვწერდით თინა ლომჯარიას ეზოში, ციტრუსოვანთა პლანტაციაში წარმოქმნილი მეწყერული ნაქცევის შესახებ, რომელმაც საოჯახო ბაღის ნახევარი შეიწირა.

ჭანიეთის თემის სოფელ ქაქუთში მეწყრის შედეგად განადგურდა ბადრი ხავთასის საკარმიდამო ნაკვეთის დიდი ნაწილი. აღნიშნულ მონაკვეთზე, რომელიც სოფლის ცენტრალური გზის გასწვრივ მდებარეობს, მეწყერული ზოლი თანდათან მატულობს. ამ საკარმიდამო ნაკვეთზე ძირითადად ტყიანი მასივის ზოლი იყო, რომელიც გრძივ სერს იცავდა სწორედ ჩამოქცევისგან, თუმცა, მეწყერული ზოლი მაინც გაჩნდა.

ოჯახის დიასახლისი ნაირა ხავთასი "გურია ნიუსთან" საკუთარ გასაჭირზე საუბრობს:

_ ჩვენი სახლი, როგორც ხედავთ, მაღალ სერზე დგას. აქ საშიშროება მუდამ არსებობდა, რომ ნაქცევი არ გაჩენილიყო. ამიტომ, ეზოს ეს ტყიანი ნაწილი სულ დაცული გვქონდა და აქ ხეებს არც ვჭრიდით, თუმცა, მეწყერი მაინც ჩამოწვა და როგორც ხედავთ, ჩამოქცევის საშიშროება კიდევ არსებობს. ეზოს დამრეცი ნაწილი, უკვე მერამდენედ ჩამოიქცა _ ტყიან-მიწიან-ტალახიანი მასა ჩამოწვა სოფლის ცენტრალურ გზაზე, რომელიც ჩვენი ეზოს გასწვრივ მდებარეობს.

არ ვიცით, რა გვეშველება. სახლამდე ძალზე პატარა მანძილია დარჩენილი და შეშინებული ვართ, რომ სახლი თავზე არ დაგვენგრეს და მეწყერმა ჩვენი სახლიანად უფსკრულში არ ჩაგვიტანოს. სოფლის გამგებელს როგორ მივმართოთ _ როგორც ვიცით, ჯერ დანიშნული არავინაა. გამგებლის თანაშემწე საქმის კურსშია და ველოდები რეაგირებას. თუ რაღაც კუთხით არ დაგვეხმარნენ, სავალალო შედეგამდე მივალთ, _ ამბობს ქალბატონი ნაირა და საგანგებოდ აღნიშნავს, რომ მათ ეზოს სოფლის ცენტრალური გზა გასდევს და თუ ხავთასების ოჯახს არ დაეხმარებიან, ამ გზის გამო მაინც უნდა გააკეთონ დამცავი ჯებირი.

"გურია ნიუსი" ესაუბრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებს, სადაც გვითხრეს, რომ ამ სამსახურში ჯერ უფროსი არ არის დანიშნული, თუმცა, თავდაპირველად სოფლის გამგებელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფოტოები და წერილობითი განცხადება, შემდეგ კი მოხდება ადგილზე მისვლა, შესწავლა და თუ საჭირო გახდება, გეოლოგების გამოძახება.

სოფელ ჭანიეთში მერის წარმომადგენლის თანაშემწე ირაკლი რამიშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ, ინფორმირებულია. თუმცა, ჯერჯერობით მუნიციპალიტეტის მერიას საკადრო საკითხი აქვს გადასაწყვეტი და როგორც კი დაინიშნება წარმომადგენელი სოფელში, ხავთასების საკარმიდამო ნაკვეთში მოხდება მეწყრით მიყენებული ზარალის და ზოგადად, მდგომარეობის შესწავლა, ეზოს დასურათება, მდგომარეობის შესწავლა. შემდეგ კი დაუყოვნებლივ მიმართავენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას.

როგორც ირკვევა, ახლა ჭანიეთში არსებული მეწყერული საკარმიდამო ეზოების შესწავლას და სათანადო განცხადების გაკეთებას ხელს უშლის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის გაჭიანურებული საკადრო პოლიტიკა, რომელიც ამ ვითარებაში გამგებლის წარმომადგენლის დანიშვნაში გამოიხატება.


ნახვა: 196


 ახალი ამბები
  • "აქაურობა ბაყაყებითა და კოღოებით აივსება""გურია ნიუსს" დახმარების თხოვნით ლანჩხუთში, თბილისის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რამდენიმე მობინადრე დაუკავშირდა. როგორც ისინი ამბობენ, მათ ადგილობრივი ხელისუფლებას კორპუსის შიდა ეზოს მოასფალტების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა, შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა. "უკვე წლებია, რაც პრობლემის მოგვარებას ვითხოვთ, წინა ხელისუფლების დროსაც და მერეც, არა ერთხელ მივმართეთ დახმარების თხოვნით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას,  მაგრამ აქამდე არანაირი შედეგი არ გვაქვს. აქ არსებულ პრობლემას მარტო მოხრეშვა  ნამდვილად არ შველის.  იყო დაპირება, რომ 2017 წელს აქ გახორციელდებოდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ასფალტს დააგებდნენ, მაგრამ ეს დაპირებაც დაპირებად დარჩა _ ხრეში დაიყარა მხოლოდ. ბოლოს და ბოლოს როდის ჩაგვთვლიან ყურადღების ღირსად და ამ კორპუსის 50-ზე მე ოჯახსაც მოგვხედავენ?!" _ ამბობენ თბილისის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეები. მათივე თქმით, ეზოში მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაუარესდა, რაც მთავარ ქუჩაზე ღია სანიაღვრე არხი გაკეთდა: "ჩვენი ეზოს მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც თბილისის ქუჩაზე გამავალი სანიაღვრე არხის მშენებლობა დასრულდა. საქმე ისაა, რომ ცენტრალურ ქუჩაზე გაკეთდა ღია ტიპის სანიაღვრე არხი, რომელიც გაცილებით მაღალია, ვიდრე ჩვენი ეზო და, ბუნებრივია, არხი ეზოში დამდგარ წყალს ვეღარ ატარებს. ამის გამო ყოველი გაწვიმებისას კორპუსის მობინადრეებს დიდი პრობლემა გვექმნება, ისეთი წყალი დგება ყველგან, რომ ნავია საჭირო ეზოს გადასაცურად. ეზოში დამდგარი წყალი ბოლოს სახლის სარდაფში ჩადის. გამოეთხრება ერთ დღეს ძირი ამხელა კორპუსს და ამდენი ოჯახი უსახლკაროდ დარჩება. შეიძლება ასეთი უყურადღებობა?!" _ ამბობენ ადგილობრივები და დასძენენ, რომ თანახმა არიან არსებული პრობლემა კორპუსის ამხანაგობასთან ერთად თანადაფინანსებით მოგვარდეს. მათივე თქმით, კორპუსის მობინადრეთა მდგომარეობა ზაფხულის თვეებში გაუსაძლისი ხდება: "ახლა ზაფხული მოდის და აქაურობა ბაყაყებითა და კოღოებით აივსება. შეგვჭამს, იმდენი კოღო იქნება. სხვაგან თუ იგება ასფალტი, საინტერესოა, ჩვენ რით ვერ მივიქციოთ ხელისუფლების ყურადღება, წლების განმავლობაში ასეთ გაუსაძლის ყოფაში რომ გვამყოფებენ?!" მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე "გურია ნიუსთან" საუბარში ადასტურებს, რომ 2017 წელს მართლაც იყო საუბრები, რომ აღნიშნული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შიდა ეზოში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გახორციელებულიყო, თუმცა, საბოლოოდ, ეს ვერ მოხერხდა. ჩხაიძე ამ ეტაპზე ვერც იმას აკონკრეტებს, თუ როდის მოხდება აღნიშნული ტერიტორიის მოასფალტება: "ამ სახლის მობინადრეთა მოთხოვნები ჩვენთვის ცნობილია. იყო საუბარი, რომ აქ ინფრასტრუქტურული სამუშაოები გასულ წელს გახორციელებულიყო, მაგრამ მაშინ ვერ მოხერხდა. ტყუილი დაპირება რომ არ გამოვიდეს, გეტყვით, ჯერჯერობით, არც მიმდინარე წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებშია გათვალისწინებული ამ ტერიტორიაზე სამუშაოების შესრულება", _ ამბობს ... ...
  • ყაჩაღობა ხუდადოვზე _ შსს-მ ერთი პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ო.ჯ., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე, „საქართველოს ფოსტის“ კუთვნილ სავაჭრო ჯიხურში შეიჭრა, 6200 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ... ...
  • „ბედუკაძე პატიმრებს აშიშვლებდა და კარცერში ტოვებდა“ - ციხის ყოფილი თანამშრომლები ალაპარაკდნენციხის ყოფილი თანამშრომელები ლადო ბედუკაძეს ხელს ადებენ და ჩვენებებში ყვებიან, რომ პატიმართა დამამცირებელი მოპყრობის ბრძანებას ბედუკაძე პირადად გასცემდა. სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი, ამჟამად ბრალდებული დავით აბდუშელიშვილი 6 თვეა, პატიმრების წამებისა და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის ბრალდებითაა დაკავებული. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, თუმცა, მიიჩნევს, რომ განსასჯელის სკამზე მისი ყოფილი უშუალო უფროსი, ციხის იმდროინდელი ცვლის მორიგე-ინსპექტორი, ვლადიმერ ბედუკაძეც უნდა იჯდეს. დავით აბდუშელიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, 9-ტომიან საქმეში ციხის სკანდალური კადრების ავტორის წინააღმდეგ არაერთი მტკიცებულებაა. ბევრ დოკუმენტთან ერთად კი არსებობს მამხილებელი ჩვენებებიც, სადაც ბედუკაძის არაადამიანურ მოპყრობებზეა საუბარი. მანანა აფხაძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უშუალოდ იყო შემსწრე, როგორ აშიშვლებდა მისი უფროსი ბედუკაძე პატიმრებს და ტანისამოსის და პირადი ჰიგიენის ნივთების გარეშე, კარცერში დღეების განმავლობაში ტოვებდა. მანანა აფხაძის ინფორმაციით, ბრალდებულ აბდუშელიშვილის გარდა, ვლადიმერ ბედუკაძის დანაშაულებს სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებიდან ამოღებული დოკუმენტებიც ამხელს. მაგალითად, პატიმრების კარცერში განაწილების აღმრიცხველი ჟურნალი, სადაც ბედუკაძის მორიგეობის დღეებში დასჯილი მსჯავრდებულების რაოდენობა მითითებული არ არის. აფხაძის აზრით, ბედუკაძე მონაცემებს განზრახ მალავდა. დავით აბდუშელიშვილის ადვოკატი ეჭვობს, რომ გამოძიება განზრახ მალავს ბედუკაძის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარ მტკიცებულებას - ციხის შიდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს. მანანა აფხაძე დარწმუნებულია, რომ ბედუკაძეს ხელისუფლების წარმომადგენლები მფარველობენ. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, მის მფარველობას კი პროკურატურა უარყოფს. საქმის პროკურორი ამტკიცებს, რომ კონკრეტული პატიმრების წამების საქმეზე ის ადამიანები მისცეს პასუხისგებაში, ვის მიმართაც მტკიცებულება ჰქონდათ. წყარო: ... ...
  • "ჩვენ უკან არ დავიხევთ" _ კლუბი "ბასიანი" განცხადებას ავრცელებსკლუბი ბასიანის დამფუძნებლები განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბასიანი თავისუფლებისთვის ბრძოლას აგრძელებს. "გავერთიანდეთ BASSIANI / HOROOM-ის გადასარჩენად. www.bassiani.com/donate -ის საშუალებით გთხოვთ შემოუერთდეთ შემოწირულობას, იმისთვის, რომ დაეხმაროთ BASSIANI / HOROOM გუნდს, რომ შევინარჩუნოთ სივრცე და დავიწყოთ სამართლებრივი დავები სახელმწიფოს მხრიდან წარმოებული ჩაგვრის წინააღმდეგ. მსოფლიოს საცეკვაო კულტურის ერთ-ერთი აღიარებული კლუბი BASSIANI დახურვის საფრთხის წინაშეა. 12 მაისს, შავ პარასკევს საცეკვაო მოედანზე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით მომარჯვებული სპეცდანიშნულების რაზმი შეიჭრა, გამორთეს მუსიკა, ადგილზე მყოფი კლუბის თანამშრომლები და მოცეკვავეები გარეთ გამოყარეს და კლუბი გაურკვეველი ვადით დახურეს. ოფიციალური ვერსიით მიზანი კლუბსა და ნარკორეალიზატორებს შორის კავშირის გამოვლენა გახლდათ. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე ნარკორეალიზატორები უკვე გამოვლენილი და დაკავებული ყავდათ, ყველა მათგანი კლუბის გარეთ, ქალაქის სხვადასხვა უბნებში. სპეცრაზმის შეჭრას კლუბში მოქალაქეების მყისიერი პროტესტი მოჰყვა. ასეულობით მხარდამჭერი ჯერ კლუბის გარე შესასვლელთან შეიკრიბა. აგორებული პროტესტი პოლიციამ იმავე ღამეს დაარბია, რასაც წინააღმდეგობრივი ტალღის გაძლიერება და მისი ქალაქის მთავარ გამზირზე გადანაცვლება მოჰყვა. მომდევნო დღეს ათასობით ადამიანისგან შემდგარი საპროტესტო ტალღა უმკაცრესად მოითხოვდა შსს მინისტრისა და პრემიერ მინისტრის გადადგომას, საქმის გამოძიებასა და კლუბის დაბრუნებას. იმავე დღეს თბილისის ყველა კლუბი პროტესტის ნიშნად დაიხურა. კლუბებში მოწვეულმა მუსიკოსებმა, მათ შორის Giegling-ის გუნდმა მუსიკით ქალაქის ცენტრში გადმოინაცვლა და მთავარი გამზირი რამდენიმე ათასიანი საყოველთაო რეივის კერად აქცია. თბილისში გამართულმა ქართულმა მასშტაბურმა რეივმა, რომელშიც 10 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა მსოფლიო მედიისა და მუსიკალური სცენის ყურადღების ცენტრში გადაინაცვლა. კლუბს უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადეს მსოფლიოს საცეკვაო სცენამ, სხვადასხვა კლუბებმა, კავშირებმა, ორგანიზაციებმა და მედია საშუალებებმა, არტისტებმა, პროდიუსერებმა და რეივერებმა მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდით მათ. წარმოქმნილი საპროტესტო ტალღის გათვალისწინებით, შს მინისტრმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში და დადო საგამოძიებო მოკვლევის, დამნაშავეთა გამოვლენის, უმკაცრესი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მუშაობის განახლებისა და კლუბის დაბრუნების პირობა. გამართული მოლაპარაკებების მიუხედავად, არცერთი დათქმული პირობა არ შესრულებულა. ჩვენ უკვე პირველ პარასკევს შევხვდით BASSIANI-ს გარეშე, კლუბი კვლავ დახურულია. BASSIANI-ის მუზარადის უკან გაბრაზებული, ახალი იდეებისთვის მებრძოლი ადამიანი დგას, რომელიც საკუთარი თავისუფლების მოსაპოვებლად უკან არ დაიხევს. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბრძოლას უსამართლო სისტემისა და უთანასწორო გარემოს წინააღმდეგ. უღრმესი მადლობა ჩვენს თანამოაზრეებს უპირობო სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. იდეებისა და ღირებულებებისთვის მიმდინარე ამ ბრძოლაში ჩვენ მხოლოდ ჩვენი სიმართლისა და თანამებრძოლების მხარდაჭერის იმედი გვაქვს, _ აღნიშნულია ... ...
  • 33 წლის ახალგაზრდა მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალაახალგაზრდა მამაკაცი მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფელ ანში მოხდა. გარდაცვლილი 33 წლის იყო. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. როგორც სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, ახალგაზრდა კაცს მეხი მაშინ დაეცა, როდესაც საქონელს ... ...

არქივი

ზაფრანი

საინტერესო ფაქტები შინაური ცხოველების შესახებ

ძველ ეგვიპტეში ცხოველების თაყვანისცემა ცხოვრების...

ქალის ფიგურის ექვსი ტიპი

ცოტა ხნის წინ ამერიკელებმა თავიანთი...

უიღბლო ადამიანების საერთო მახასიათებლები

სრულყოფილებისაკენ სწრაფვა თითქოს ამაში ცუდი...

როგორი იქნება მსოფლიო ასი წლის შემდეგ

ცოტა ხნის წინ ვესტმინსტერის უნივერსიტეტის...

ახალი აღმოჩენა ეგვიპტეში

ჩეხმა არქეოლოგებმა ეგვიპტეში, ქაიროს სამხრეთით,...

უცნობი დედამიწა

პლანეტის ოქროს მარაგის 99% დედამიწის...
კარმიდამო ჩემი

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...

ევკალიპტი _"ტყეების ალმასი" და მისი ისტორია საქართველოში

ევკალიპტის კულტურას საქართველოში საუკუნეზე ცოტა...

როგორ გადავრგოთ და გავახაროთ ჟოლო

კენკროვანი კულტურები დღეს განსაკუთრებული პოპულარობით...

როგორ გამოვხადოთ თაფლის არაყი

საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების მრავალსაუკუნოვან გზაზე...

მაისში განსაკუთრებით ვიზრუნოთ შეწამვლით სამუშაოებზე

აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თვის...

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...