სოციალურ ქსელში დაწყებული და ამბიონებზე გაგრძელებული პოლიტიკა _ "ეს სხვებმაც მკითხეს"

მთავარი თემა

სოციალურ ქსელში დაწყებული და ამბიონებზე გაგრძელებული პოლიტიკა _ "ეს სხვებმაც მკითხეს"

2018 ნოე 13 15:03:20

21 სექტემბერს, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ, სამღვდელოებას პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავება ურჩია. პატრიარქის ამ მიმართვას  წინ საეკლესიო პირების მხრიდან მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გაკეთებული მკაცრი პოლიტიკური განცხადებები  უძღოდა.

მათ შორის იყო შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსებიც, რომელმაც სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება არ შეიძლება.

"კონკორდატში, ქალბატონო სალომე, არ წერია უზნეობაზე ხმა არ ამოიღოო. პირიქით _ თუ ვინმე საზოგადოებას, ჩვენს მრევლს გადაცდომისკენ მოუწოდებს, მოვალე ვართ ჩვენ იგი ვამხილოთ.

ეს მუქარა, რომელსაც თქვენ გამოთქვამთ წმინდა სინოდის მიმართ, კიდევ ერთი დასტურია, თქვენი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, თუ როგორი საშიში გახდებით ქართველი ერისა და ეკლესიის მიმართ.

თქვენ ბრძანეთ ერთ-ერთ გამოსვლაში, რომ, თურმე, ეპისკოპოსები და სამღვდელოება უსახურ ტაძრებს ვაშენებთ და იქვე სძენთ, რად გინდათ ამდენი ტაძრების აშენება როცა უამრავი გაჭირვებულია საქართველოში და ხომ არ აჯობებდა ეს ფული მათთვის გამოვიყენოთო.

მინდა შეგახსენოთ, რომ იუდამაც ზუსტადსეთი სიტყვები უთხრა მაცხოვარს, როცა მარიამ მაგდალინელმა ნელსაცხებელი ცხო უფალს ფეხებზე.

ეს და სხვა თქვენი გამოსვლებიდან გამომდინარე, ჩვენ და ქართველ საზოგადოებას გამოგვაქვს დასკვნა, რომ თქვენი პრეზიდენტობა არ შეიძლება.

ეს არ არის პოლიტიკა _ ეკლესია არც ერთი პოლიტიკური პარტიისკენ არ იშვერს ხელს და ხალხს არ მოუწოდებს, ხმა მას მიეცითო. მაგრამ რაც შეეხება იმ მოვლენებს, მოწოდებებს, ფუჭ დაპირებებს, ქართველი ერის დეგრადაციას, მათი მოთხოვნების უგულებელყოფას, ამაზე ჩვენ ვერ გავჩუმდებით, თვალს ვერ დავხუჭავთ.

გამხილებთ სიყვარულით და მოგიწოდებთ სინანულისკენ. იმიტომ გვაკურთხა ჩვენ ღმერთმა უფალმა იესო ქრისტემ, რათა სიმართლე და ჭეშმარიტება ვიქადაგოთ", _ აღნიშნული იყო მეუფის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

 ამის შემდეგ მეუფეს პოლიტიკური განცხადებები საჯაროდ არ გაუკეთებია, თუმცა, როგორც გვითხრეს, ფეისბუქით დაწყებულმა პოლიტიკამ ამბიონებზე გადაინაცვლა.

„გურია ნიუსს“ არა ერთმა წყარომ უთხრა, რომ მღვდლების ნაწილი პირდაპირ ქადაგებდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის მხარი არ დაეჭირათ.

თუმცა, იყო სხვა შემთხვევებიც _ რამდენიმე ტაძარში მღვდლებმა მრევლს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენაც მოუწოდეს.

მღვდლების დიდი ნაწილი საჯარო კომენტარზე არ დაგვთანხმდა, თუმცა, მათი ნაწილი პირად საუბრებში ამბობს, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათ აქვთ საკუთარი შეხედულებების თავისუფლად გამოხატვის უფლება.

„გურია ნიუსის“ წყარო ამბობს, რომ ერთ-ერთი სასულიერო პირი, რომელიც გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს საზოგადოებას, ქალაქ ლანჩხუთში მოღვაწე მამა გიორგია (მარშანიშვილი). თავად მამაო ამ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ ის ქრისტეს მხარესაა.

_ არავის არ ვუჭერ მხარს. საერთოდ არ მივდივარ არჩევნებზე, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მამაომ.

კითხვაზე _ იზიარებს თუ არა მეუფე იოსების განცხადებას, რომლის თანახმადაც სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება არ შეიძლება, გვიპასუხა, რომ შემოქმედის ეპარქიის წინამძღვრის განცხადება არ უნახავს და კომენტარსაც ვერ გააკეთებს.

წყაროს თქმით,  მკვეთრად გამოხატავს სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერას შუხუთის ტაძრის წინამძღვარი მამა საბა (ჟღენტი), რომლის წირვებს ხელისუფლების პირველი პირებიც კი ესწრებიან:

_ აგერ, ამ წუთში, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვზივარ (საუბარი ჩაწერილია 13 ნოემბერს) და არ ვიცი, რა გითხრათ. მსგავსი არაფერი არ ყოფილა. ჩვენ ამის უფლება არ გაქვს. აგვიკრძალეს, რომ  რომელიმე კანდიდატს მხარი დავუჭიროთ.

ჩვენ ეკლესია ვართ და ორივე კანდიდატს თანაბრად ვექცევით.  სადაც ახლა ვარ, ბევრი მღვდელი და მრევლიც იმყოფება და ხმამაღლა ვამბობ, რომ დღეს მსგავსი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია, _ გვითხრა მამა საბამ.

_ მამაო, დღევანდელ დღეზე არ არის მხოლოდ საუბარი. როგორც გვითხრეს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად მოუწოდებთ მრევლს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ..

_ არა. მე ვუჭერ მხარს ყველას, ვინც საქართველოს საკეთილდღეოდ მოვა.

_ მეუფის ცნობილ განცხადებაზე რას გვეტყვით _ იზიარებთ მის მოწოდებას, რომ ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება არ შეიძლება?

_ ვერაფერს ვერ გეტყვით. მეუფის მაგივრად კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამაზე მას უნდა ესაუბროთ.

_ თქვენთვის მითითება იყო მისი საჯარო განცხადება?

_ ძალიან გთხოვთ! არ ვერევი და ვერ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა მამა საბამ.

მრევლის ინფორმაციით, პოლიტიკურ ორთაბრძოლაში ოპოზიციის მხარე უჭირავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულში მდებარე  ტაძრის წინამძღვარს მამა ილარიონს (ურუშაძე), რასაც მამაო კატეგორიულად უარყოფს. მისივე თქმით, არ იცნობს მეუფის განცხადებას და მოწოდებას, რომლის თანახმადაც, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება მიუღებელია:

_ მე არ ვერევი პოლიტიკაში და რატომ ამბობენ, არ მესმის. მეც მითხრეს, რომ თითქოს ვაშაძეს ვუჭერ მხარს. ალბათ, იმიტომ, რომ იანეულში, გურამ ჩალაგაშვილის სახლში ვცხოვრობ (გურამ ჩალაგაშვილი „ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია). აქ მოდის ის კაცი და ხალხს გონია, რადგან პირველ ტურში იანეული მოიგო, მე ვიმუშავე. გურამს ბევრი სიკეთე აქვს ამ სოფლისთვის გაკეთებული. ეს  სხვებმაც მკითხეს და იგივე ვუთხარი, _ აღნიშნა მამა ილარიონმა.

_ მამაო, თქვით, რომ ამ თემაზე უკვე დაგისვეს შეკითხვა. ვინ დაინტერესდა თქვენი პოლიტიკური შეხედულებით _ ხელისუფლება?

_ არა, სოფელში მკითხეს ბიჭებმა, რატომ მოიგო ჩალაგაშვილმა იანეულიო. მე რა ვიცი, რატომ მოიგო _ კაცი ყველას ეხმარება და უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული. ყველა ამიტომ დაუდგა მხარში.

_ მამაო, ჩვენ გვახსოვს 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდი და ორად გაყოფილი ეკლესია. ჩვენ არქივშიც შემონახულია ფაქტები, რომ გურიაში, სამღვდელოების დიდი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი იყო... მათ შორის, თქვენც იყავით იმ ადამიანთა რიგში, რომელიც იმდროინდელ ხელისუფლებას უჭერდა მხარს. თუმცა, შემდეგ ხელისუფლებაც შეიცვალა და პოზიციებიც... დღეს რა ხდება? იგივე პერიოდში დავბრუნდით?

_ ჩვენ არც მაშინ ვერეოდით საარჩევნო კამპანიაში და არც ახლა. ხალხს აქვს მისი არჩევანი და რასაც გააკეთებს, ხალხი დაინახავს, _აღნიშნა მამა ილარიონმა.

წყაროს თქმით, ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერია მაკვანეთის ტაძრის წინამძღვარი მამა ვახტანგი (თოხაძე). როგორც გვითხრეს, მამა ვახტანგი მრევლს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

მამაოს თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება:

_ არც ზურაბიშვილს ვუჭერ მხარს და არც გიორგი ვაშაძეს. მიმაჩნია, რომ ორივე ერთმანეთზე უარესია, _ გვითხრა მამა ვახტანგმა.

მისივე თქმით, მისთვის მეუფეს არც ერთი კანდიდატის მხარდაჭერა არ უთხოვია;

_ მე მეუფის განცხადებასაც არ ვიცნობ. ალბათ, მან მისი პირადი მოსაზრება გამოხატა. ჩემთვის არაფერი უთქვამს და სხვა მღვდლებს რა უთხრა, არ ვიცი, _ აღნიშნა მამაომ.

 წყაროს თქმით, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს მრევლს მამა თეიმურაზიც (ბურჭულაძე), რომელიც ოზურგეთსა და ჩოხატაურში წირავს. მისი თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და პოლიტიკაში არ ერევა:

_ როდის იყო ეს, სად ნახეს?! საერთოდ არ ვერევი პოლიტიკაში და ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ ვერც ამ თემაზე და ვერც მეუფის განცხადებაზე. არანაირი სურვილი არ მაქვს კომენტარის გაკეთების, _ გვითხრა მამა თეიმურაზმა.

რამდენიმე წყარომ დაგვიდასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოზურგეთში, სასულიერო პირების უმრავლესობა ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს მრევლს. ტაძრების წინამძღვრების დიდმა ნაწილმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ზოგმა ტელეფონი გამოგვირთო, ზოგმა კი კომენტარზე უარი განაცხადა.

ჩვენ ბევრჯერ ვეცადეთ ამ საკითხზე მეუფე იოსებიც კომენტარიც მოგვეპოვებინა, თუმცა, ეპარქიის წინამძღვარმა „გურია ნიუსის“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მოგვიანებით ტექსტური შეტყობინებაც გავუგზავნეთ და ვთხოვეთ, ეპასუხა, რამდენად სწორია წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მან მღვდლებს გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა დაავალა და ამ დავალებაში ისიც შედის, რომ ქადაგების დროსაც კი, მრევლს უნდა მოუწოდონ, რომ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება არ შეიძლება.

ამ გზავნილის და რამდენიმე საათის ლოდინის მიუხედავად, შემოქმედელი მიტროპოლიტი კონტაქტზე არ გამოვიდა.

უნდა ითქვას, რომ ეს გურიისთვის ახალი თემა არ არის. ასე იყო 2012 წელს _ მაშინ, ეპარქიის სასულიერო პირების დიდი ნაწილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს ღიად უჭერდა.  უფრო მეტიც, „გურია ნიუსმა“ იმ დროს რამდენიმე მტკიცებულება მოიპოვა, რომ სასულიერო პირები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ უჭერდნენ მხარს, მეუფის მიერ დაისაჯნენ კიდეც. უფრო მეტიც _ ერთ-ერთი სასულიერო პირი, რომელმაც „ქართული ოცნების“ ოფისი აკურთხა, სასულიერო პირებისა და პოლიტიკოსების წინ საჯაროდ გაიკიცხა _ მას უთხრეს, რომ თუკი ამაზე ისაუბრებდა, ჯვარს ახსნიდნენ. ჩვენ მაშინ მეუფე იოსებსაც ვთხოვეთ კომენტარი, რაზეც გვიპასუხა, რომ თუ ამის შესახებ დაიწერებოდა, მამაოს ჯვრის ტარების უფლებას ჩამოართმევდა.

და კიდევ ერთი დეტალი _ ამ ყველაფერს წინ მეუფე იოსების პოლიტიკაში აქტიურად ჩართვაც უძღვოდა _ გურიის სასულიერო წინამძღვარი საარჩევნო კამპანიაშიც კი იყო ჩართული და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ სამწყოს, არათუ ამბიონიდან, სცენიდანაც კი მოუწოდებდა.

თუმცა, მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა და სასულიერო პირები საარჩევნო პროცესებში აქტიურად არ ჩართულან. იმ მღვდლებისა და დედაობის ნაწილმა, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერები იყვნენ, მოქმედ ხელისუფლებასთან დასაახლოებლად გზები გამონახეს და შედეგსაც მიაღწიეს.

თუმცა, ახლა სიტუაცია როგორც ჩანს, შეიცვალა და ფეისბუქით დაწყებული ქადაგება, რომელიც წყაროების თქმით, ამბიონებზე გაგრძელდა, აქტიურ ფაზაშია შესული. 




 ახალი ამბები
  • „ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ _ ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისიახვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია. ტრადიციულ დოღს,  რომელიც მეორე წელია,  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით გაიმართება, წელს ბევრი სიახლე ახლავს _ „ბახმაროს თასი 2019“ ღონისძიებისათვის კომპანია „წყალი მარგებელმა“ ახალი სპონსორები მოიძია, რის გამოც საპრიზო ფონდი გაზრდილია. _ წინა წელს დავიწყეთ ეს ღონისძიება ამ მასშტაბით და მაშინ დავპირდით  პირველ რიგში გურულებს და მთელ საქართველოს, რომ ბევრად დიდი მასშტაბი იქნებოდა წელს, რაც ვფიქრობ, რომ შევძელით.  ჩვენი გეგმა, რომ 10 წლის მანძილზე ბახმარო გავხადოთ არამარტო გურიის, არამედ მთელი საქართველოს სავიზიტო ბარათი.  დღეს ვნახე და ძალიან გამიხარდა, რომ დოღში მონაწილეთა რაოდენობა გაზრდილია _ მონაწილეები დაგვემატნენ ბათუმიდან, პანკისიდან,  რაც მისასალმებელია. ასევე, სასიხარული და მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა ბიზნესის ჩართულობაც _  “საქართველოს ბანკის“ შემდეგ, დაგვემატა „გალფი“, „გლოვო“, „კროკო ბეთი“. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ნაწილი და მთავარი ნაწილი შეიძლება ითქვას . ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ სახე ქვეყნის და ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის, _ ამბობს კომპანია “წყალი მარგებლის“ დამფუძნებელი მიხო სვიმონიშვილი. სვიმონიშვილი იმედოვნებს, რომ წელს, ბახმაროს დოღს შარშანდელზე მეტი ადამიანი დაესწრება: _  წინა წელს 27 000 ათასი ადამიანი დაესწრო დოღს და ამდენი გაღიმებული ადამიანის ერთად ნახვა ბედნიერებაა. იმედი მაქვს, წელს, ეს რიცხვი მეტი იქნება, _ აღნიშნა სვიმონიშვილმა. კომპანია „გალფის“ ვიცე პრეზიდენტის ნინო ჯიბლაძის თქმით, „გალფისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და ეკოლოგიურად პასუხისმგებელობიანი აქტივობების მხარდაჭერა“: _  წელს პირველად დავუჭირეთ მხარი ბახმაროს დოღს და მოხარულები ვართ, რომ გარდა საპრიზო ფონდში თანამონაწილეობისა, საჩუქრებს და პრიზებს დავაწესებთ ოთხივე გარბენის გამარჯვებულისათვის, _ თქვა ნინო ჯიბლაძემ. ერთი სიტყვით, „ნაბეღლავი“, წყაროს წყალი „ბახმარო“, მათი გენერალური მხარდამჭერი „საქართველოს ბანკი“ და ღონისძიების სპონსორები _ „გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი ხვალ, 19 აგვისტოს, ბახმაროში კარგ სანახაობას გპირდებიან. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე გამართული დოღი ასეთი იქნება: ,,ბახმაროს თასი“ – 4 800 მეტრი; „ნაბეღლავის თასი“ – 2 400 მეტრი; „გმირების თასი“ – 1200 მეტრი; „გურიის თასი“ – 1200 მეტრი; ,,ბახმაროს თასი“მარულა გარბენის მანძილი: 4 800 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.საპრიზო ფონდი: 4 800 ლარი I ადგილი 2 500 ლარი; II ადგილი 1500 ლარი; III ადგილი 800 ლარი; „ნაბეღლავის თასი“გარბენის მანძილი: 2 400 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1800 ლარი I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გმირების თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გურიის თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი; I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ... ...
  • გადაიწევს თუ არა აბიტურიენტთა ჩარიცხვების ვადების გამოცხადებააბიტურიენტები სახელმწიფოს მიერ 2019 წელს სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას ელოდებიან, რომელიც, ჯერჯერობით, არ ჩანს. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში edu.aris.ge-ს განუმარტეს, რომ დოკუმენტს ახლო მომავალში გამოაქვეყნებენ და ვადებში ეტევიან. თუმცა, ფაქტია, რომ  აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების შესატანად ცოტა დრო რჩებათ. საგულისხმოა, ისიც რომ გასულ წლებში უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი აგვისტოს დასაწყისში უკვე გამოქვეყნებული იყო, მაგალითად: 2016 წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების სია გამოქვეყნდა 28 ივლისს, 2017 წელს – 2 აგვისტოს, 2018 წელს – 6 აგვისტოს. უკავშირდება თუ არა სიის გამოქვეყნების დაგვიანება სამინისტროს მიერ უფასო ფაკულტეტების დაფინანსების წესში შესატან ცვლილებებს, ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ სამინისტრო პირველ ეტაპზე, 2019 წლისთვის უფასო ფაკულტეტების დაფინანსების მოდელში ცვლილებების შეტანას აპირებდა, მოგვიანებით კი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მის საერთოდ გაუქმებაზე ალაპარაკდა, რაც შემდეგ 2020 წლისთვის გადადო. ცნობისთვის! – აბიტურიენტებს უფასო ფაკულტეტების არჩევის ვადა, აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან შემდეგი დღის 18:00 საათამდე აქვთ. “ნაეკის” ინფორმაციით, აპელაციის შედეგების გამოქვეყნება, სავარუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს დასრულდება. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ფაკულტეტების სია, ამ პერიოდისთვის გამოქვეყნებული ... ...
  • საქართველოს საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავსმივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს შვიდი მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში. „შეშფოთებას გამოვთქვამთ საოკუპაციო ძალების მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან შვიდი ადგილობრივი მცხოვრების გატაცების გამო. იმ პირობებში, როცა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად დაძაბულია მდგომარეობა სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას. საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი. ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი; საქმის კურსში არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „ჩვენ დაუყოვნებლივ გავააქტიურეთ ცხელი ხაზი; უკვე დავუკავშირდით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს; პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზზე და პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა არის ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ერთადერთი გზა. მივმართავთ ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ... ...
  • რუსმა სამხედროებმა სოფელ არცევთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავესრუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. საქართველოს მოქალაქეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. სუს-ის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება და ე.წ. სასამართლო პროცესს ელოდება. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მათ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში სდებენ ბრალს. ე.წ. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ ჩაინიშნება. სუს-ის ინფორმაციით, ცხელი ხაზის რამდენჯერმე გააქტიურების შემდეგ, გვიან ღამით შედგა დე-ფაქტოცხინვალის წარმომადგენლობასთან კომუნიკაცია, რომლებმაც დაადასტურეს საქართველოს შვიდი მოქალაქის ... ...
  • დამტვრეული ინვეტარი, მიტოვებული, არგახსნილი მუზეუმი და ბალახებში ჩაფლული პარკი შემოქმედშიეს ფოტოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედის ერთ-ერთ პარკსა და 2 წლის წინ აშენებულ, ჯერ არგახსნილ, ვარლამ სიმონიშვილის ეთნოგრაფიულ მუზეუმში არის გადაღებული. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ახალგარემონტებულ პარკში, ახალაშენებულ საპირპარეშოში საშინელი მდგომარეობა. დამტვრეული ინვეტარი. სოფელ შემოქმედში ახალი პარკი და ეთნოგრაფიული მუზეუმი 2015-2017 წლებში ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...