"სწორედ პანდემიის პირობებში უნდა დაჩქარდეს ოზურგეთის პარკის რეაბილიტაცია"

მთავარი თემა

"სწორედ პანდემიის პირობებში უნდა დაჩქარდეს ოზურგეთის პარკის რეაბილიტაცია"

8 ოქტ. 2020, 12:42:31

"გურია ნიუსი" ახლახან წერდა ოზურგეთის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის პროცესის შეჩერების შესახებ, რასაც მალევე მოჰყვა გამოხმაურება ახალგაზრდების მხრიდან, რომლებიც ითხოვენ პარკის რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარებას და ნაკლებად სჯერათ დაპირების.

"ჩვენ არ ვამბობთ და არც ვამტკიცებთ, რომ პარკი არ გაკეთდება. გვაინტერესებს, დაჩქარდება თუ არა რეაბილიტაცია. ჩვენ სხვა უკეთესი ადგილი არ გვეგულება, რომ გარეთ გამოვიდეთ და შინ ჩაკეტილი არ ვიყოთ, განსაკუთრებით, ამ ცნობილი პანდემიის პირობებში.

ყველა უნდა დაგვეხმაროს, ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით და მოვითხოვოთ პარკის რეაბილიტაციის დაჩქარება", _ ამბობენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები: მაია და რუსუდან კაპანაძეები, ეკა პატარაია, ლუკა ლელაძე, ნინო ჩავლეშვილი, ნინო სალუქვაძე და სხვები.

 ოზურგეთის ა(ა)იპ კულტურის და ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორი, თამარ ნადირიძე, რომლის უშუალო მოვალეობაა, იზრუნოს კი არა, იბრძოლოს კულტურის და დასვენების პარკის რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარებისთვის, სტატიის გმოქვეყნებისთანავე გამოგვეხმაურა:

"ყველამ კარგად იცის, რომ გასულ წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, ოზურგეთში სამი პარკის რეაბილიტაციისთვის სამი მილიონი ლარი უნდა გამოყოფილიყო. მე მესმის და გულწრფელად გეტყვით, მომწონს თქვენი კრიტიკა _ ასე პირდაპირ შეხსენება იმისა, რომ ოზურგეთის კულტურის და დასვენების პარკი, მართლაც დროულად უნდა გაკეთდეს. თუმცა, ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს პროცესი შეჩერდა. როგორც ცნობილია, ოზურგეთში ორი პარკის და ერთი სკვერის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს. ოღონდ ეს ერთად, პარალელურ რეჟიმში ვერ მოხდება. დაიწყო თეატრის მიმდებარე პარკის რეაბილიტაცია, ასევე, მოხდება პოლიციის წინ მდებარე სკვერის კეთილმოწყობა და, რა თქმა უნდა, უმთავრესის, ყველაზე დიდის _ ოზურგეთის კულტურის და დასვენების პარკის რეაბილიტაციაც მალე დაიწყება. დარწმუნებული ვარ, მომავალი წლის ბოლომდეც არ გაგრძელდება ეს პროცესი და 2021 წლის გაზაფხულ-ზაფხულში, პარკის რეაბილიტაცია დასრულებული იქნება", _ გვეუბნება ნადირიძე.

კითხვაზე, იცის თუ არა, რომ რეგფონდის მიერ გაიყო ეს პროექტი და შეჩერდა პარკის რეაბილიტაცია, ნადირიძე არ გვეთანხმება _ ის ამბობს, პროექტი არაა გაყოფილი და ეტაპობრივი აღდგენა ხდება.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ჩვენი პირველად მისვლისას, პარკში აღებული იყო საბავშვო მატარებლის ვაგონები, რელსები და რელსებისთვის განკუთვნილ ბილიკზე ბეტონის საფარის ნახევრად იყო დასხმული. ახლა ეს სამუშაოები დასრულებული დაგვხვდა. რა თქმა უნდა, სასიამოვნო ფაქტია, რომ "გურია ნიუსის" დაინტერესების შემდეგ, რამდენიმე დღეში დასრულდა კარგა ხნის წინ დაწყებული წრიული ბილიკის საფარის დასხმა, რომლის გაკეთებას ნახევარი დღეც არ სჭირდება, გაკეთება კი, ნახევარი წლის წინ დაიწყო. ასევე, ექვს თვეზე მეტია, მინიატურული ვაგონი შესაკეთებლად არის წაღებული და გასაკვირია, რელსების და "შპალების" განსათავსებელი წრიული ბილიკის გაკეთება თუ ერთ კვირაში იყო შესაძლებელი, აქამდე რატომ ვერ მოხერხდა.

როგორც თამარ ნადირიძე ამბობს, ადგილობრივი ძალებით ხდება ვაგონების შეკეთება, ბილიკების განახლება, კვირის ბოლოს კი დაიგება ლიანდაგი.

თამარ ნადირიძის მოადგილე, კობა ბანძელაძე კონკრეტული ლოკაციების განახლებაზე გვესაუბრება:

"პარკში სამუშაოები სულ სრულდება. ხდება განახლება ცალკეული სკამების, ღობეების შეღებვა. დაცულია სისუფთავე, იცელება ბალახის ზედმეტი საფარი, ყვავილოვნებს და ბუჩქოვან მცენარეებს საგულდაგულოდ უვლიან. რაც შეეხება ველოტრეკს, ამფითეატრს თუ მთლიანად შესაცვლელ ელქტროგაყვანილობის სისტემას, ეს რეაბილიტაციის პროცესში მოხდება სრულყოფილად. ჩვენი ძალებით რამდენიც უნდა ვეცადოთ, დიდად ვერ დავატყობთ ხელს აქაურობას. მატარებლის ვაგონი როცა დაზიანდა, ცალკე ნაწილის ყიდვა ვერ შევძელით _ საკმაოდ ძვირია. ამიტომ, გადავწყვიტეთ, დაკვეთა მიგვეცა და ჩამოესხათ. მალე აიწყობა ვაგონები, ლიანდაგიც გასწორდება, შპალები უკვე ჩამოტანილი გვაქვს და კვირის ბოლოს მზად იქნება ლიანდაგი და მატარებელიც", _ გვეუბნება ბატონი კობა.

თუმცა, რატომ არ მოხერხდა ეს ნახევარი წლის მანძილზე და რა გახდა ერთი საბავშვო მატარებლის მინივაგონის გარემონტება, პასუხი არავის აქვს. პარკის ავტოდრომზე არსებული ექვსი მანქანაც ამ დროისთვის გაჩერებულია და კარგა ხანია, არც ამუშავებულა. როგორც აქ გვეუბნებიან, გაფუჭებული არც ერთი არაა, მაგრამ რაკი დიდი ხანია უმოძრაოდაა, "ხელის შევლება" მაინც დასჭირდება, უმოძრაობა კი პანდემიის ბრალია...თუმცა, გავიმეორებთ, რომ სწორედ პანდემიის პირობებში, მსოფლიოში, ადამიანები მწვანე სივრცეებში პოულობენ თავშესაფარს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარუჯის საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელები, რომლებსაც ჩვენ ოზურგეთის პარკში შევხვდით, საუბრობენ პარკის განახლების აუცილებლობაზე:

"დიდი ხანია, გვესმის, რომ აქ ყველაფერი შეიცვლება, თანამედროვე კულტურისა და დასვენების ცენტრი გახდება და ახალგაზრდებსაც ეს გვინდა. ხშირად ჩამოვდივართ. აქ სიწყნარე და სიმშვიდეა, თუმცა ეს კმარა? საუკეთესო მწვანე გარემოა და საკადრისი ინფრასტრუქტურა და გასართობი, შემეცნებითი ლოკაციებია საჭირო. რაც მალე იქნება ეს ყველაფერი, უკეთესია", _ ამბობენ ნარუჯის საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელები: თორნიკე ბოლქვაძე, ნონა ხარაბაძე, მარიამ დეკანოიძე და გიორგი ქამადაძე.

ახალგაზდები _ ლუკა ლელაძე და მარიკა ხავთასი საკუთარ მოსაზრებებს გვთავაზობენ:

"გასაგებია, რომ არსებობს ნება და გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა, პროექტის შეჩერების შესახებაც გვესმის აქტიური საუბარი. მით უფრო, ფონდია ეს და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პროცესი, შესაძლოა, შეიცვალოს ან დიდხანს გაგრძელდეს ეს დაპაუზებული მდგომარეობა. მიგვაჩნია, რომ სწორედ პანდემიის პერიოდში უნდა დაჩქარდეს ოზურგეთის კულტურის და დასვენების პარკის რეაბილიტაცია და ის, მატარებლის ვაგონის შეკეთების თუ ლიანდაგის გზის დასხმის პროცესივით, არ უნდა გაიწელოს.

მსოფლიოში პანდემია რომ არის, სწორედ ამიტომ გვჭირდება საგანგებოდ კეთილმოწყობილი ღია სივრცე, სადაც მხოლოდ ჩვენ, ახალგაზრდები კი არა, ყველა ასაკის ადამიანები, განსაკუთრებით, მოხუცები და პატარები დაისვენებენ, გაერთობიან. საუცხოო სივრცეა, მწვანე საფარიც არაჩვეულებრივი. ახლა, როცა ადამიანები, განსაკუთრებით, ბავშვები, ახალგაზრდები დაბმულივით არიან ცნობილი მოვლენის გამო, ჰაერივით გვჭირდება ეს გარემო, თანამედროვე სტანდარტით მოწყობილი და განახლებული. იმედია, პროცესი დაჩქარდება. უნდა გვახსოვდეს, რომ პანდემია უცებ არ დაგვანებებს თავს, შესაძლოა, არც არასდროს. ამიტომ ასეთი გარემო, გაცილებით უკეთესი "წამალია", ვიდრე აფთიაქში შეძენილი მედიკამენტები", _ ამბობენ ახალგაზრდები.

"გურია ნიუსი" თემაზე მუშაობას აგრძელებს. მალე ჩვენ შემოგთავაზებთ, რეგიონული განვითარების ფონდის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა და სხვა ოფიციალურ პირთა თვალსაზრისს. ასევე, კონკრეტულად გაგაცნობთ პროექტის შინაარსსა და სქემას.




 ახალი ამბები
  • როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა„კახი კავსაძე ჩვენთან გუშინ, დაახლოებით 14:00 სთ-ზე შემოიყვანეს. შემოყვანისას მდგომარეობა კრიტიკული იყო. ჩატარდა ყველა ღონისძიება. დადასტურებულია კოვიდინფექცია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ კოვიდინფექციის მძიმე ხარისხი ამ ეტაპზე არ იკვეთება. კლინიკურად მასთან სახეზე იყო ძირითადი დაავადება, რომელიც დააპროვოცირა კოვიდ ინფექციამ და მისმა გართულებამ. მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე დადებითი დინამიკა გვაქვს. გემოდინამიკა უფრო სტაბილური გახდა. სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია. ვიმედოვნებთ, ღონისძიებები, რომელიც უკვე ჩატარდა და მომავალში ჩაუტარდება, პაციენტის გამოჯანმრთელებას გამოიწვევს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა,   ლევან ... ...
  • აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის ფაქტზე 2 ობიექტი დაჯარიმდა, 2 309 ობიექტს კი საქმიანობა შეუჩერდაშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით, იმ დაწესებულებების შემოწმება განახორციელა, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322-ე დადგენილებით აკრძალულ საქმიანობას ახორციელებდნენ. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ქ. ბათუმში შპს ,,ონლაინ მეჯიქ" ე. წ "რეფორმერი ფიტნესი" აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა, ფაქტის ადგილზე დაფიქსირების შემდეგ, დარღვევების შესაბამისად, იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, სპორტული დარბაზი საქმიანობას კვლავ განაგრძობდა. შრომის ინსპექციამ განმეორებითი დარღვევის ფაქტის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა. N322-ე დადგენილებით დამტკიცებული "იზოლაციისა და კარანტინის წესების" მოთხოვნების განმეორებით დარღვევაზე პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 I მუხლის შესაბამისად. ასევე, აკრძალული საქმიანობის გამო 10 000 ლარით დაჯარიმდა ქ. ბათუმში რესტორანი შპს "დიანა" - ე.წ. "კიდობანი". ობიექტი N322-ე დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა. გარდა ამისა, შრომის ინსპექციის მიერ ქ. თბილისში ღამის კლუბების შემოწმებაც განხორციელდა. შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ 10 000 ლარით დაჯარიმებული ობიექტი შპს ,,და ჰაუს რეკორდს”აკრაძალულ ეკონომიკურ საქმიანობას კვლავ განაგრძობდა. აღნიშნულის შესახებ შრომის ინსპექციამ შემდგომი რეგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ აცნობა. ბოლო ორი დღის განმავლობაში შრომის ინსპექციამ გაფრთხილება 2738 ობიექტს მისცა, 2  დააჯარიმა და 2309 ობიექტს საქმიანობა შეუჩერა. შეგახსენებთ, რომ შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შრომის ინსპექცია ქვეყნის მასშტაბით გამკაცრებულ კონტროლს ... ...
  • უბედური შემთხვევა ჩოხატაურში _ ბიჭი ე.წ. "დრაბილკაში" ჩავარდაუბედური შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, მდინარე სუფსის ნაპირზე მდებარე ქვის სატეხი საამქროს ე.წ. დრაბილკაში ბიჭი ჩავარდა. იგი მძიმე დაზიანებებით ჩოხატაურის "მედალფას" სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. სადაც ჩვენივე ინფორმაციით ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. „პაციენტს ჰქონდა მუცლის და გულ-მკერდის ძლიერი ტრავმა ჰქონდა. მუცლის დახურული ტრავმა. დიდი რაოდენობით სისხლი ჰქონდა დაკარგული. ოპერაციები ჩაუტარდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს დაზიანებები შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან“, _ გვითხრა მედალფას ჩოხატაურის ცენტრის ხელმძღვანელმა ანტონ ხუნდაძემ. დაღუპული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში ცხოვრობდა. ის 37 წლის ... ...
  • უწყლობა ხიდისთავში- როდის მიეწოდება მოსახლეობას წყალიჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხიდისთავის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. სოფელში უწყლობის პრობლემა წყალსადენი მილის დაზიანებას უკავშირდება. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის თემში, ზურა მათითაიშვილმა განუცხადა. „დილიდან ამ პრობლემის მოგვარებით ვარ დაკავებული. უკვე მესამეჯერ მივდივარ გორთაფონში. ხვალ დილისთვის სოფელს წყალი ექნება“,_ გვითხრა მერის ... ...
  • შსს-ს მომსახურების სააგენტო გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 30 ნოემბრიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს და მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადადის. "ახალი რეგულაციების თანახმად, მოქალაქეები დროებით ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას, გარდა იმ პირებისა, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის დღე ან ჩაბარებული აქვთ თეორიული და აბარებენ პრაქტიკულ გამოცდებს. მათ საშუალება ეძლევათ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ისარგებლონ შესაბამისი მომსახურებით. ასევე, ის პირები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მისი აღდგენის მიზნით, გამოცდებზე დაიშვებიან ელექტრონული რიგის დაჯავშნის გარეშე. დროებით ჩერდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურებიც. გარდა ამისა, 30 ნოემბრიდან იზღუდება მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების პროცედურის განხორციელება, გარდა საბაჟო საწყობის ზონისა და სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი (დილერი/ ცენტრი) კომპანიების ტერიტორიაზე. ასევე, მოქალაქეები დროებით ვერ ისარგებლებენ ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრებში სასურველი მომსახურებით. ახალი სამუშაო გრაფიკის თანახმად, მომსახურების სააგენტოს შეგიძლიათ მიმართოთ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს. რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). მზა დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს. ამასთანავე, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ნუ მიმართავთ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს, ხოლო მიმართვის შემთხვევაში, თავი შეიკავეთ გარეშე პირების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...