გვინდა სასმელად ვარგისი წყალი!

მთავარი თემა

გვინდა სასმელად ვარგისი წყალი!

2020 იან 23 13:26:01

20 იანვარს, ჩოხატაურში, "ივლიტას ბიბლიოთეკაში" არასამთავრობო ორგანიზაციამ "Post ალიონი" სხვადასხვა პარტიებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების, ასევე, მოქალაქეების მონაწილეობით შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განსჯის საგანი იყო წყლის ვარგისიანობა ჩოხატაურში, ასევე, სხვა პრობლემები, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს და მოგვარებას ითხოვს.

შეხვედრა პროექტის "წმინდა წყალი!" ფარგლებში მოეწყო, რომლის მხარდამჭერია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI).

ორგანიზაცია "Post ალიონის" წარმომადგენლებმა მრგვალი მაგიდის მონაწილეებს გააცნეს ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მასალები და გახორციელებული აქტივობები.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენელი ალეკო ელისაშვილი, "გირჩის" წარმომადგენლები ვახტანგ ზენაიშვილი, მირიან ბეჟიტაშვილი, "ლელოს" წარმომადგენლები: ვაჟა დარჩია, ოთარ დავითაშვილი, პარტია "სამართლიანობისთვის" წარმომადგენლები: ჯუმბერ თავართქილაძე, ვარლამ ხათრიძე, რამინ ბოლქვაძე.

ჩამოსულ სტუმრებს მუნიციპალიტეტში უხარისხო სასმელი წყლის, ასევე, სხვა პრობლემების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს პოლიტიკური პარტიების და ჯგუფების ადგილობრივმა ლიდერებმა: მაია გიორგაძემ (კონსერვატიული პარტია), ლია ჩიგოგიძემ (ევროპული საქართველო), მაია კუტუბიძემ და ირაკლი ახობაძემ "პატრიოტთა ალიანსიდან", გოჩა ჯიქიამ "ქართული ოცნებიდან".

მანამდე, ანალოგიური შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, სამიზნე სოფლების წარმომადგენლებთანაც გამართა.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა მოინიშნეს ყველა ის საკითხი, რომელიც წყლის ხარისხს, წყალმომარაგების სფეროს სტრუქტურულ მოწესრიგებას ეხება _ ისინი მზად არიან, რეკომენდაციების შემუშავების პროცესში ჩაერთონ და შემდგომი მრგვალი მაგიდის გამართვისას, პრობლემის მოგვარების თავიანთი პოლიტიკური ორგანიზაციების ხედვა წარმოადგინონ.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მწვავე და მტკივნეული პრობლემა განიხილეს,  დებატები არ გაცდენია პოლიტკორექტულობის ფარგლებს, რაც ასე იშვიათია დღევანდელ რეალობაში.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო მოქალაქეების მოსაზრებების მოსმენა. როგორც შეხვედრის მონაწილემ, ხიდისთაველმა ლალი შანიძემ თქვა, მოსახლეობა პოლიტიკოსებისგან საკუთარი რეიტინგების ზრდისთვის გამართულ ხელჩართულ ბრძოლას კი არა, კონკრეტული პრობლემების გადაჭრას მოითხოვს: "ამიტომ, ყველა პოლიტიკოსს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნა სურს, უნდა ჰქონდეს გეგმა, სტრატეგია თუ როგორ უნდა გადაიჭრას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები _ როგორ უნდა შევძლოთ, რომ მოსახლეობას ჰქონდეს და სვამდეს უვნებელ წყალს, ჰქონდეს ეკოლოგიურად სუფთა გარემო, სოფელში იყოს გაზი, ელექტროენერგია, გზა, კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და საგანმანათლებლო კერები. ამიტომ, თქვენგან მარტო პოლიტიკურ კამათს კი არა, საქმეს ველოდებით!"_ თქვა ქალბატონმა ლალიმ.

ორგანიზაცია "Post ალიონი" პროექტის "წმინდა წყალი!" ფარგლებში გეგმავს ხუთ სამიზნე სოფელში წყლის ვარგისიანობის ხარისხი შეამოწმოს, რისთვისაც ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა, რომ 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული ყოფილიყო საჭირო ხარჯები. მერიის წარდგინებით და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყველა ფრაქციის ერთსულოვანი მხარდაჭერით, ადგილობრივ ბიუჯეტში ეს ხარჯები გათვალისწინებულია.

ორგანიზაცია, შემდგომ შეხვედრაზე, მოსახლეობასთან და პოლიტიკურ სპექტრთან ერთად, წყლის ინფრასტრუქტურის მოსაგვარებლად  საჭირო რეკომენდაციების შემუშავებაზე იმსჯელებს.




 ახალი ამბები
  • აპლიკანტს ნინო ჭელიძის განათლების ცენტრი გრანტის დაბრუნებას ედავებააპლიკანტი, რომელიც იაპონიამ დაასაქმა და გამოცდილებას საქართველოსთვის შეიძენს, ნინო ჭელიძის განათლების ცენტრი გრანტის დაბრუნებას ედავება. აღნიშნულ ინფორმაციას  „ახალგაზრდა ადვოკატები“ავრცელებს. "2020 წლის 21 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მოსამართლე ლეილა გოგიშვილის თავმჯდომარეობით, „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2016-2017“-ის კონკურსში გამარჯვებული ნინო ც.-ის საქმეს განიხილა. სარჩელის ავტორი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრია, რომელიც იაპონიის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს სახელმწიფო გრანტის პირობების დარღვევას და მიღებული გრანტის - 53,379,36 ლარის დაბრუნებას ედავება. თავის მხრივ, სასამართლოში წარდგენილია ნინო ც.-ის შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია თანხის დაბრუნების შესახებ სსიპ განათლების საერთაშოროს ცენტრის 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ცენტრისთვის ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალება საქართველოში დასაქმების ვალდებულების შესრულების გადავადებასა და ვალდებულების შესრულების ვადის განსაზღვრული პერიოდიდან ათვილის დაწყების შესახებ.  საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნინო ც.-მა „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2016-2017“-ის ფარგლებში მოიპოვა სახელმწიფო გრანტი იაპონიაში, იაპონიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად გამოცხადებულ საჯარო მმართველობის მიმართულების საჯარო მართვისა და პოლიტიკის ანალიზის პროგრამაზე 2016-2017 და 2017-2018 სასწავლო წლებისთვის სწავლის საფასურისა და სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. გრანტის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, გრანტის მიმღები ვალდებულია საზღვარგარეთ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დასრულების შემდეგ, დაბრუნდეს საქართველოში არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დარჩეს ქვეყანაში 3 წლით და დასაქმდეს საქართველოში შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში. ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, გრანტის მიმღები არ დაბრუნდა ქვეყანაში, დაარღვია გრანტის ხელშეკრულება და მოეთხოვება ფინანსური პასუხისმგებლობა თანხის უკან დაბრუნებაზე.  სინამდვილეში, როგორც სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის 2016 წლის 26 აპრილის №10-16 ბრძანება, ასევე მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 28 ივლისის, აგრეთვე 2017 წლის 25 სექტემბრის "გრანტის შესახებ" ხელშეკრულება ცალსახად აწესრიგებს შემდეგს - გრანტის მიმღებს უფლება აქვს, მიმართოს საკონკურსო კომისიას სწავლის დასრულებიდან არა უმეტეს ერთი წლის ვადით ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით, უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭების თხოვნით. გრანტის მიმღები ვალდებულია წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება და დასაქმების ოფიციალური დოკუმენტი. საკონკურსო კომისიის მიერ გრანტის მიმღებისათვის უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭება ჩაითვლება გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება საკონკურსო კომისიის მიერ გრანტის მიმღებისათვის მინიჭებული უცხო ქვეყანაში დასაქმების უფლების ვადის ამოწურვისთანავე.  „ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ 2018 წლის 16 ოქტომბერს, ნინო ც.-მა განცხადებით მიმართა ცენტრს და მოითხოვა საზღვარგარეთ დასაქმების მიზნით 1 წლით, 2019 წლის შემოდგომამდე დარჩენა. 2018 წლის 9 ნოემბერს, დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, ცენტრმა არ დააკმაყოფილა მოთხოვნა. კომისიის აზრით, ნინო ც.-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან არ იკვეთებოდა სამსახურეობრივი პოზიცია და ფუნქცია-მოვალეობების შესაბამისობა დაფინანსებული სამაგისტრო პროგრამის მიმართულებასთან, რაც საზღვარგარეთ სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით დარჩენის უფლების მინიჭების წინაპირობას წარმოადგენდა. 2018 წლის 18 დეკემბერს, განცხადებით კვლავ მიემართა ცენტრს და წარედგინა სრული დოკუმენტაცია და მოთხოვნილ იქნა ხელთავიდან მათზე მსჯელობა. 26 დეკემბერის ცენტრის წერილში საუბარია, რომ ნინო ც.-ის განცხადება განხილვის მიზნით წარმოებაში იქნა მიღებული და იმავდროულად, მხარეს მოეთხოვა იმ ობიექტურ გარემოებებზე მითითება, თუ რატომ არ იქნა დოკუმენტაცია წარდგენილი პირველ ეტაპზე.  2019 წლის 3 იანვარს, ცენტრს კვლავ წარედგინა დაზუსტებული მოსაზრებები სამუშაო აღწერისა და შესაბამისობების თაობაზე, ასევე ობიექტური გარემოებების თაობაზე, თუმცა 9 იანვარს, ნინო ც.-მა ცენტრისგან მიიღო წერილი, სადაც ნათქვამია, რომ თითქოსდა: ა. ვერც დადგენილ და ვერც დამატებით განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში ვერ მოხერხდა ცენტრის ინფორმირება და ობიექტური გარემოების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის წარმოდგენა და ბ. ნინო ც.-ის მიერ წარმოდგენილი ცნობა ვერ ადასტურებდა 18/12/18 განცხადებაში მითითებული შემაფერხებელი ობიექტური გარემოების არსებობას. შესაბამისად, გრანტის მიმღებს მოეთხოვა თანხის სრული მოცულობით დაბრუნება. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი შემჩნეულია აპლიკანტების მიმართ არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ მოქმედებებში, ნინო ც.-ის შემთხვევა კი გამონაკლის არ წარმოადგენს. იმ პირობებში, როდესაც ა. სახეზე იყო ხელშეკრულებით და პროგრამით გათვალისწინებული საჭირო დოკუმენტური მასალა, ბ. პროგრამასთან და მიღებულ განათლებასთან შესაბამისობაში არსებული საქმიანობის სფერო, უფლება-მოვალეობები და გ. სამუშაო გამოცდილების დაგროვების დასაბუთება, ცენტრს არ გააჩნდა არავითარი უფლება, სათანადო კვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების გარეშე დაეტოვებინა 2018 წლის 18 დეკემბრის ნინო ც.-ის განცხადება საზღვარგარეთ 1 წლის ვადით დარჩენის უფლების ხელთავიდან განხილვის შესახებ. შესაბამისად, სტრატეგიული სამართალწარმოების განხორციელების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია. ცნობისთვის: სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა ნინო ც.-ს მიმართ სარჩელი სასამართლოს 2019 წლის 16 სექტემბერს წარუდგინა, ხოლო ნინო ც.-მა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს შეგებებული სარჩელით 2020 წლის 9 იანვარს მიმართა. როგორც სარჩელი, ასევე შეგებებული სარჩელი დასაშვებად იქნა ცნობილი. ნინო ც.-ის ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი და იურისტი ნიკა მენოგნიშვილი წარმოადგენენ. საქმეზე შემდგომი სხდომა 2020 წლის 20 მაისს გაიმართება.   ... ...
  • 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. ამ დღეს პატივს მიაგებენ 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ ახალგაზრდა იუნკერებს. 1919 წელს შექმნილი სამხედრო სკოლის იუნკერები ისტორიაში სწორედ 1921 წლის თებერვლის ბრძოლების შემდეგ შევიდნენ. წელს ამ ბრძოლიდან 96 წელი გავიდა. საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1918 წლის 26 მაისი) სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის წითელი არმია საქართველოში 1921 წლის 12 თებერვალს შემოიჭრა. დამპყრობელთან ყველაზე მძაფრი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა, მე-11 არმიას ქართული ჯართან, სახალხო გვარდიასთან და და მოხალისეებთან ერთად დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს იუნკრებმაც . მათ ერთხანს კიდეც უკუაგდეს მტერი. თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში დაიღუპა პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც , ის ბრძოლის ველზე მედდად მუშაობდა და ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში. 23 თებერვალს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები შეწყდა. კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკრები ეკლესიის ეზოში დიდი პატივით დაკრძალეს. 1921 წლის 25 თებერვალს კი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შეიჭრა. მოკავშირეების დარჩენილმა ქვეყანამ რუსეთის არმიას სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია, რუსეთმა საქართველოს დედაქალაქი დაიკავა და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ტაძრის ადგილზე სადაც იუნკრების საფლავები იყო ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს. აღნიშნული ტაძარი 1930 წელს კომუნისტებმა დაანგრიეს. წყარო: www.newposts.ge ... ...
  • 1902 წლის 23 თებერვალს მარო მაყაშვილი დაკრძალესდღეს საქართველოს ეროვნული გმირის, მარიამ (მარო) მაყაშვილის დაკრძალვის დღეა. ის 1902 წლის 19 თებერვალს  დაიღუპა საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში თბილისის მისადგომებთან. მარო მაყაშვილი დაიბადა თავადაზნაურთა ოჯახში. მამა, კონსტანტინე მაყაშვილი პოეტი და საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო; დედა, თამარ გაბაშვილი კი — მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ასული. დაამთავრა ქალთა ქართული გიმნაზია და სწავლა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე განაგრძო. წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, 19 წლის სტუდენტი მოხალისედ წავიდა ფრონტზე, წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და შეუერთდა კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს. 19 თებერვალს, ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში. დაკრძალულია ქართველ იუნკრებთან ერთად ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში (ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობის ტერიტორია რუსთაველის გამზირზე). შემორჩენილია მაყაშვილის დღიურები და წერილები. სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პირველი მსხვერპლი — ქალის დაღუპვა მძიმედ განიცადა ქართველმა საზოგადოებრიობამ, რაც აისახა იმდროინდელ პრესაში, მას ქართველი “ჟანა დ’არკი“ უწოდეს. დაკრძალეს 23 თებერვალს, სამხედრო ტაძრის გალავნის შიგნით, კოჯორში დაღუპულ ქართველ იუნკერებთან ერთად, ოღონდ საპირისპირო, ახლანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მხარეს. 2015 წელს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მარო მაყაშვილის სახელობის ბაღი გაიხსნა. მარო მაყაშვილის პატივსაცემად ზაქარია ფალიაშვილმა თავისი ოპერის დაისის მთავარ გმირს მისი სახელი — მარო — დაარქვა. 2015 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მარო მაყაშვილს გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. მარო მაყაშვილი გახდა პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ვიკიპედიის მასალების მიხედვით სტატია მოამზადა გიორგი ... ...
  • გახარია: კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ყველა საჭირო ზომა გატარდებაპრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ყველა საჭირო ზომა გატარდება. „კორონავირუსთან დაკავშირებით, ყველა ის აუცილებელი მექანიზმი ამუშავდება, რომელიც საჭიროა, რათა საქართველოში შესაბამისი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა განხორციელდეს ეფექტურად. ეს იქნება ფრენები, თუ სხვა, რაც იქნება საჭირო ყველაფერს გავაკეთებთ. მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ეფექტურად განახორციელოს კონტროლი“,_ განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან.     ... ...
  • საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტებმა 17 წლის მოზარდი დააკავესგორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტებმა 17 წლის მოზარდი დააკავეს. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განმარტეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მოლაპარაკებები მოზარდის გასათავისუფლებლად. სოფლის გამგებლის, დავით ცერცვაძის განცხადებით, დაკავებულია ალექსანდრე შიუკაშვილი. მოზარდი თანასოფლელებთან ერთად იმყოფებოდა ტყეში, რომელიც საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება. ცერცვაძის თქმით, შიუკაშვილთან მყოფებმა გამოქცევა მოასწრეს. ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...