სუფსის აოხრებული კალაპოტი გურიაში

მთავარი თემა

სუფსის აოხრებული კალაპოტი გურიაში

6 მარ. 2020, 16:32:37

გურიაში, ქვიშა-ხრეშის მოპოვების მიზნით, მდინარეების კალაპოტებში გახსნილ კარიერებზე არსებული უმძიმესი ვითარების გამო, კარგა ხანია, ხმაურია. თუმცა, მოსახლეობის გარდა, გამკითხავი არავინაა და კარიერების მატებასთან ერთად პროტესტიც მატულობს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში, მდინარე სუფსის ხიდის მიმდებარედ, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, შპს "ქიუ ემ სის" მიერ სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) გადამუშავების საწარმოა მოწყობილი, რომელმაც სამშენებლო, ინერტული მასალების დახარისხება და დამუშავება უნდა მოახდინოს. თუმცა, როგორ "ახარისხებს", ამაზე ბაილეთისა და სილაურის მცხოვრებლებს უნდა მოვუსმინოთ, რომლებიც საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან:

"კაპიტალური გზა რომ გაკეთდა ჩვენს სოფლებში, რა აზრი აქვს? დახეთქეს და მოსპეს ამ უზარმაზარმა სატვირთოებმა. 80 ტონა სიმძიმეს როგორ უძლებს ეს საცოდავი ხიდი და გზა, სასწაულია!"; "ვანდალებს არ დაუჩეხავთ ასე გიბრალტარი, რაც ამათ სუფსის კალაპოტს უყვეს"; "მდინარე შუაზე გაჩეხეს, ხრეშით ამოავსეს და ორ მხარეს შორის ე. წ. ხიდი გააკეთეს"; "ასეთი მიდგომით ბევრად მეტი ქვიშა ამოიღეს, ამოიტანეს ქვესკნელი, რადგან "მოიშვლიპა" კალაპოტის ფსკერი"; "რომ არ გაცდნენ და დღე-ღამის განმავლობაში გადაბმულად იმუშაონ, საწვავი ადგილზე მიეწოდებათ. ნახეთ, ცისტრნებიანი მანქანები როგორ ემსახურებათ ადგილზე"; "ამ ქვეყანას გარემოს დაცვის სამინისტრო ჰყავს თუ ვანდალების მაოხრებელი დანაყოფი?!" _ ასეთი ემოციით დაგვხვდნენ ბაილეთელები სოფლის ცენტრში, რომლებიც შველას ითხოვენ და უახლოეს დღეებში საპროტესტო აქციას გეგმავენ.

ბაილეთის მცხოვრებლები ხაზგასმით საუბრობენ საკუთარ დამოკიდებულებაზე ამ საკითხზე.

ტარიელ ნაჭყებია, ბაილეთის მკვიდრი: "იმის თქმა ან ხალხის გამტყუნება იმ მოტივით, რომ თითქოს, შენებას ვეწინააღმდეგებით, მოძალადეების მიერ თავის სამართლებელი საშუალებაა, მეტი არაფერი. 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, მატარებელი გეგონება, რომ ამოვა ათი სატვირთო ერთად. ჯერ ხმაური თქვი, მერე, რა გზამ უნდა გაუძლოს ამხელა სიმძიმეს? ასეთი მიდგომა ხომ მეტყველებს იმაზე, რომ მოსწრებაზე არიან და არაფრად ენაღვლებათ მდინარის კალაპოტი, გზა თუ ჩვენი სახლები? მოთმენას საზღვრები აქვს, პროტესტს მივმართავთ ახლა _ სხვა არაფერი გამოვიდა".

იური დარჩია, ბაილეთის მკვიდრი: "საყანეები წყალმა წაიღო მაგათი გადამკიდე. მანქანას სამჯერ მეტი ტვირთი მიაქვს. წონიანო, რომ ჰკითხო, დადგმულია სასწორი, მაგრამ ვინ აკონტროლებს იმ მწონავს? ერთი გაქუცული რვეული უჭირავთ და წერენ შიგ რაღაცას. ბავშვი მიხვდება ამ სისულელეს. წესიერად რომ მოიპოვონ ინერტული მასალა, უმკაცრესი წესი, კონტროლი და კანონია საჭირო. ამას ვითხოვთ ჩვენ და არა აღმშენებლობის შეჩერებას. დასახიჩრებულია მდინარის კალაპოტი. ასე თუ შეიძლებოდა კალაპოტის აოხრება, ფიქრშიც ვერ წარმოვიდგენდი, საზარელი სურათია, ჩადით, ნახეთ..."

ირმა დობორჯგინიძე, ადგილობრივი მცხოვრები: "რამდენი წელია, მაგ კარიერების გამო მიაქვს სუფსას ჩვენი სახნავ-სათესები. ანაზღაურებას და კომპენსაციას ვინ ჩივის, თანდათან გვაოხრებენ. რაღაც კანონი, დამცავი მექანიზმი თუ არ ამოქმედდა, დავიღუპეთ და ეგაა".

"იცით, რა მოიფიქრეს? ღამით მუშაობენ, ხრეშს მთებად აგროვებენ, რომ დაიწრიტოს და დილიდან უკვე შეუსვენებლად გააქვთ. გაგვაგებინეთ, რომ ანგრევენ, ისეთს რას აშენებენ? ახლად დაგებული გზები დასკდა, ხიდი ჩაინგრა, სახლები დაიბზარა. გაგვეცალონ ან უმკაცრესი კონტროლი მოხდეს. შენების წინააღმდეგი არავინაა და ხალხს ნუ გვასულელებენ", _ ამბობენ სილაურელები და ბაილეთელები.

ეკოდამცველები ირმა გორდელაძე და ლევან მგელაძე (მგელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატია), ადგილობრივებს საკუთარი კონსტიტუციური უფლებების შესახებ ესაუბრნენ და განუმარტეს, რომ არც ერთ ლიცენზიანტს არ აქვს უფლება, სამუშაოდ შევიდეს რომელიმე მდინარის კალაპოტში და გახსნას იქ კარიერი, თუ არ დაეკითხა ადგილობრივ მოსახლეობას. ამიტომ ყველაფერი დამოკიდებულია მოსახლეობაზე, რადგან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას შეზღუდული აქვს მოქმედების უფლება და ვერ აკონტროლებს აღნიშნულ სივრცეს:

"ყველა გადაწყვეტილება მიიღება გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ, რომელიც პირდაპირ ავალდებულებს მათ, რომ ესა თუ ის ლიცენზიანტი უნდა შეუდგეს დასახელებულ ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას და განცხადება თანდართული დოკუმენტაციით განათავსონ საინფორმაციო დაფაზე", _ ამბობენ ისინი.

"გურია ნიუსმა" გადაწყვიტა, სოფელ ბაილეთისა და სილაურის საზღვართან, სუფსაზე მდებარე ხიდთან, რამდენიმე წუთით შეჩერებულიყო და დაეთვალა მძიმეწონიანი სატვირთო მანქანები, რომლებსაც ქვიშა-ხრეში გადააქვთ. აღმოჩნდა, რომ ერთი საათის განმავლობაში საათში, სულ ცოტა, ათი სატვირთო ამოდის კარიერიდან.

თვით კარიერზე, მდინარე სუფსის ვრცელ კალაპოტში, სადაც ასეულობით ტონა ქვიშა-ხრეში აქვთ ამოღებული, დგას სასწორი და იქვე ერთი პირი აწარმოებს აღრიცხვას, თუმცა, ამ ყველაფერს საეჭვო ელფერი დაკრავს, რადგან უსუსტესი მაკონტროლებელი მექანიზმის შთაბეჭდილებას ტოვებს, რაზეც სამართლიანად ბრაზობენ ადგილობრივი მცხოვრებლები და საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.




 ახალი ამბები
  • აჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდააჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 50 წლის კაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილებით ის ბათუმის „ცხელების ცენტრში" მოათავსეს, სადაც კორონავირუსი დაუდგინდა. უწყების ცნობით, ცხელების ცენტრიდან კაცს საკუთარი სურვილით თურქეთში გადაიყვანენ, სადაც მკურნალობას განაგრძობს. აჭარაში, კორონავირუსის დიაგნოზით 7 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ... ...
  • ბებო კახეთიდან, რომელიც ლანჩხუთის ქუჩებში შემწეობას ითხოვდა, უპოვართა სახლში გარდაიცვალამოხუცი ქალბატონი, რომელიც წარმოშობით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხაანიდან იყო და წლების განმავლობაში ლანჩხუთის ქუჩებში მოწყალებას ითხოვდა, უპოვართა სახლში გარდაიცვალა. ეთერ ნატროშვილის ოჯახი ლანჩხუთში კახეთიდან რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა შვილთან და მეუღლესთან ერთად. მეუღლე ორიოდ წლის წინ გარდაიცვალა და ლანჩხუთშია დაკრძალული. მოხუცი ქალბატონი შვილთან ერთად ზამთრის ცივ დღეებში, თოვლსა თუ წვიმაში, წლების განმავლობაში ქუჩაში იდგა მოწყალების მისაღებად და თავს სხვადასხვა ნაგებობებსა და მიტოვებულ ავტობუსს აფარებდა. ლანჩხუთის მერიამ მას არაერთხელ შესთავაზა ქირავნობის პროგრამა, მაგრამ სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ სახლებში, გარკვეულ მიზეზთა გამო, დიდხანს არ ჩერდებოდა. სამიოდ თვის წინ კი, პრობლემა ნაწილობრივ იმით მოგვარდა, რომ მოხუცი ქალბატონი საგარეჯოს უპოვართა სახლში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ, იგი გარდაიცვალა, ლანჩხუთში ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით ე.წ. "ატეკის სასაფლაოზე" ... ...
  • სპეცოპერაცია ზუგდიდში _ დაკავებულია ბიზნესმენის შვილიზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე, სპეცოპერაციიყო. სამართალდამცავები დაკავებული მოქალაქის ავტომანქანას ჩხრეკენ. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ბიზნესმენ დათო შენგელიას შვილია. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით ... ...
  • სახლში, რომელიც დაიწვა, არავინ ცხოვრობდა _ ხანძარი შემოქმედშიდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა. ოზურგეთელმა მეხანძრე-მაშველებმა პირველი სართულის გადარჩენა მოახერხეს. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, სახლში წლების მანძილზე არ ცხოვრობდნენ. სახლის მფლობელები მხოლოდ თხილის სეზონზე ჩამოდიოდნენ. ამ დროისთვის უცნობია მიზეზი, რამ გააჩინა ცეცხლი მიტოვებულ ... ...
  • ხანძარი ოზურგეთში - შემოქმედში სახლი დაიწვაამ წუთებში ხანძარი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში. დაიწვა ადგილობრივი მცხოვრებლის სახლი. ამ დროისთვის სახლში არავინ ცხოვრობდა _ პატრონი სხვა ქალაქში ცხოვრობს. ადგილზე მისულმა ოზურგეთის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა ხანძარი ჩააქრეს. დეტალებს „გურიანუსი“ მალე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...