ტროტუარებზე განთავსებული ბაზარი და ცარიელი დახლების ქრონიკა

gurianews.com

მთავარი თემა

ტროტუარებზე განთავსებული ბაზარი და ცარიელი დახლების ქრონიკა

2018 ივლ 5 15:17:58

გარევაჭრობის პრობლემა ახალი თემა არ არის ოზურგეთში, თუმცა, რაც დღეს აქ, კერძოდ, აგრარულ ბაზართან ახლოს მდებარე აბაშიძის ქუჩაზე ხდება, ამ სფეროში დღემდე არსებულ ყველა უწესრიგობის ფარგლებს სცილდება.

აბაშიძის ქუჩაზე, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო ხაზიცაა, დილიდანვე ტროტუარები სავსეა სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული მეურნე ადამიანებით. პირდაპირ გზაზე აწყვია გასაყიდად გამოტანილი აგრარული კულტურები _ კიტრი, პომიდორი, კარტოფილი, ტყემალი, სხვადასხვა მწვანილეული. რძის ნაწარმი _ ყველი, ნადუღი. რძე ბოთლებით ტროტუარზეა დალაგებული და გამვლელ-გამომვლელს ფეხებში ედება. ბაზარში ჩასასვლელ ქუჩაზე კი ქალბატონები, ქათმებით და ინდაურებით ხელში მყიდველებს უხმობენ. ფაქტობრივად, შუადღემდე ტროტუარებს შეთავსებული აქვს "სავაჭრო დახლების" ფუნქცია, რის გამოც ყოველ წუთს გამოთქვამს უკმაყოფილებას ქალაქის მცხოვრებთა და გამვლელ-გამომვლელთა დიდი ნაწილი.

"ამ საქმეს ვინ უნდა მიხედოს? რას ჰგავს აქაურობა! ვის მოსწონს ტროტუარზე "ცელოფნის" პარკებით დაწყობილი ყველი?! მტვერსა და ნაგავში ყრია ამდენი პროდუქტი და ბოსტნეული. ბოსტნის გადმოტანა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე რა წესია?! რომელი საუკუნეა _ ელემენტარული წესრიგის ღირსი არ ვართ?!" _ ამბობენ ოზურგეთელები.

"გურია ნიუსი" ადრე დილით არაერთხელ გავიდა აბაშიძის ქუჩაზე და მოვაჭრეებს გაესაუბრა, რომლებიც ვინაობის დასახელებას გაურბიან.

"ორ საათამდე ვიქნებით და მერე გავათავისუფლებთ აქაურობას"; "ყველა იდგა და მეც მოვედი და დავდექი"; "რა დროს ბაზარში ჩასვლაა, აქ არ ჯობს?! უცებ ამოვათავებ ამ ტყემალს და წავალ"; "ადრე დაგვდევდნენ, ახლა შეგვეშვნენ"; "გვიჭირს საწყალ ხალხს, თავი დაგვანებეთ"... _ ასეთია მოვაჭრეთა ლოგიკა.

კითხვაზე _ რამდენად უსაფრთხოა გამყიდველთა ასე განლაგება ტროტუარებზე, როცა ზოგიერთი სამანქანე გზაზეც კი დებს ტომრებსა თუ ჩანთებს, გულგრილად გვპასუხობენ: "რა არის საშიში? ბორბლებში კი არ ვუხტებით მანქანებს, "შოფრობა" თუ ისწავლა ვიღაცამ, გაიაროს კიდეც", _ ამბობენ ისინი.

ამ დროს, აგრარულ ბაზარში, რომელიც შპს "სოფლის ნობათის" სახელით ფუნქციონირებს, საკმაოდ კეთილმოწყობილი დახლების მესამედზე მეტი ცარიელია. როგორც ბაზრის დირექციაში გვეუბნებიან და დახლებთან მდგომი მოვაჭრეებიც ადასტურებენ, დღიური გადასახადი მხოლოდ ერთი ლარია.

"ერთ ლარს გაურბიან და გამვლელ-გამომვლელს ფეხებში ედებიან. გარეთ გადავიდა თითქმის ნახევარი ბაზარი. ეს მართლაც მეტისმეტია. ჩვენამდე, ვინც აქ ვდგავართ, წესებს ვემორჩილებით და ვვაჭრობთ, მყიდველი არ უნდა მოვიდეს? გადავიდეს მაშინ ყველა აბაშიძის ქუჩის ტროტუარზე _ რად უნდათ ეს ბაზარი?! ვდიოთ ხალხს უკან კარტოფილით და ყველით ან წინ დავუდგეთ და ასე უფრო ადვილი იქნება პროდუქტის გასაღება", _ ამბობენ ბაზარში დარჩენილები.

შპს "სოფლის ნობათის" დირექტორი ნოდარ ცინცაძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ თითქმის ყველა გარეთ, ტროტუარზე დადგა: "ერთი ლარია მოსაკრებელი და ამასაც არ იხდიან _ გადიან გარეთ. ბუნებრივია, ეს ძალიან ცუდად აისახება შემოსავლებზე. ჩვენ მივმართეთ ზედამხედველობის სამსახურის უფროსს შუქრი გაბრიჩიძეს. ბევრს ეცადა ისიც, თუმცა, შედეგი არ გვაქვს. კანონმდებლობაც არ არის შესატყვისი _ ხომ ვერ ეჭიდავები ადამიანს?! აქ საკმაოდ ნორმალური პირობები გვაქვს _ კეთილმოწყობილია დახლები, მზისგან და წვიმისგან დაცული. გვაქვს წესრიგი და სისუფთავე", _ გვითხრა ნოდარ ცინცაძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შუქრი გაბრიჩიძე ამ მომენტისთვის ურეკში იმყოფება, სადაც ზღვის სეზონია და ანალოგიური მდგომარეობაა გარევაჭრობის მხრივ:

_ რა გითხრათ? ახლა ურეკში ვარ. რა ვუყოთ აქაურობას?! აქაც იგივე და უარესი მდგომარეობაა. ტროტუარებზე სხედან. მე სულ დავრბივარ იქაც, როცა ვარ, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიეთ.

_ ზედამხედველობის სამსახურის ყველა თანამშრომელი ურეკშია? ბატონო შუქრი, თუ იცით, რა მდგომარეობაა აბაშიძის ქუჩაზე? ტროტუარები დახლებად არის ქცეული, ბაზარი ცარიელია...

_ ხუთნი ვართ. სამი თანამშრომელი ახლა აქ ვართ. ვიცი, რა მდგომარეობაც არის, მაგრამ სხვა გზა არ არის.

_ დანარჩენი ორი სად არის? ოზურგეთში არავინ ჩანს თქვენი სამსახურიდან.

_ ურეკს რა ვუყოთ? ადრე 11 თანამშრომელი გვყავდა, ცალკე სამსახური იყო, ძალაუფლებაც მეტი გვქონდა და შედეგსაც ვაღწევდით.

_ ანუ ოზურგეთის ბაზარი ტროტუარებზე უნდა განთავსდეს?

_ მაშინ დასვით საკითხი, სამი-ოთხი თანამშრომელი დაგვიმატონ(?!).

_ ადრე როგორ ახერხებდით წესრიგის დამყარებას?

_ ყველაფერზე მივდიოდით, კარგი გაგებით და იმიტომ. იძულებით შევიყვანეთ, იყო ჯარიმები. თუმცა, მერე გამოჩნდა, რომ ასე არ შეიძლება. ჟურნალისტებიც უკან დაგვდევდნენ და იურისტებიც, რატომ შეგყავთ ბაზარშიო.

_ ახლა რატომ არ აჯარიმებთ? ბაზარში მოვაჭრეები ამბობენ, რომ საკმარისია ერთი ადამიანი დააჯარიმონ, ყველა შიგ შემოვაო...

_ მთლად მასე არ არის. კანონმდებლობით, გარევაჭრობის თემა ასეთია: როცა ტომრებით თუ ჩანთებით ტროტუარზე დგებიან, უნდა დააჯარიმოს პატრულმა. მე არ მაქვს უფლება, ხელი მოვკიდო, გადავუგდო რაიმე ან იძულებით წავიყვანო. პირადობას ვერ ვთხოვთ _ უმეტესად არ აქვთ. პატრული გვეუბნება, თავში თუ ჩაგცხეს, მოვალთო. თავი უნდა გამიტეხონ, რომ მოგვეშველონ? მიმართეთ, აბა, საპატრულო პოლიციას, რატომ არ გაჰყავთ ტროტუარიდან ეს ხალხი?! რამდენიმე მოვაჭრე აქ, იცით, როგორ "მამლობს"? ჩვენ რევოლუცია მოვახდინეთ და აბა, ერთი გაბედეთ და აქედან გაგვყარეთო. ასე ესმით ეს ყველაფერი. ერთხელ მთელი კვირა ვიბრძოლეთ. გავწმინდეთ ტროტუარები. მოვიდნენ მერე, ვიღაცამ ადვოკატი მოიყვანა, ქალს შაქარმა აუწია ტროტუარიდან რომ გააგდეთო და აქეთ მემუქრებოდნენ.

_ გამოსავალს რაში ხედავთ? გარევაჭრობა უკვე საქართველოს ყველა ქალაქში მოწესრიგებულია და ოზურგეთის მსგავსად, ტროტუარებზე არსად სხედან სოფლის ნობათის გამყიდველები.

_ აპირებენ რეორგანიზაციას. გვეუბნებიან, რომ დაგვიმატებენ თანამშრომლებს. ვნახოთ, რაღაც საშველი იქნება. ახლა კი ურეკს ვერ მივატოვებთ _ როგორმე ეს სეზონი უნდა დასრულდეს. აბაშიძის ქუჩაზეც შენდება დიდი სავაჭრო მაღაზია. არეულია გარემო და ზოგი ამით სარგებლობს, იქვე ჯდება სავაჭროდ. უახლოეს პერიოდში, შევძლებთ ამ ყველაფრის მოწესრიგებას, _ გვითხრა გაბრიჩიძემ.

საკითხავია, როგორც ბატონმა შუქრომ გვითხრა, პატრულს ჩვენ, ჟურნალისტებმა უნდა მივმართოთ, რომ ტროტუარზე დამსხდარი მოვაჭრეები ბაზარში შეიყვანონ ან ზედამხედველობის სამსახურს თუ თანამშრომლების დამატება სჭირდება, ეს საკითხიც ჩვენ უნდა დავსვათ? საინტერესოა, ამ დროს რას აკეთებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, რომლის სახელითაც არა ერთი მოვაჭრე ზედამხედველობის სამსახურის უფროსსაც კი ემუქრება, თურმე.


ნახვა: 340


 ახალი ამბები
  • "დაველოდოთ გამოძიებას" _ ჰქონდა თუ არა პროკურატურას შეკითხვები ნოდარ ჯავახიშვილთან (ექსკლუზივი)საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე პროკურატურაში დაიბარეს. ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, საგამოძიებო უწყებას კითხვები მის თანამდებობაზე დანიშვნამდე და ასევე შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებსა და შესყიდვებზე ჰქონდა: "ვიმყოფებოდი მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. გამოკითხვაზე შეკითხვები შეეხებოდა ჩემს თანამდებობაზე დანიშვნამდე და ასევე შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებს და შესყიდვებს. გამოძიებას მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული სრული და ამომწურავი ინფორმაცია. როგორც იცით მიმდინარეობს გამოძიება და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს“, _  განაცხადა ალავიძემ. ყოფილ მინისტრს დეტალებზე არ უსაუბრია და არ ის უთქვამს, კონკრეტულად რას იძიებს პროკურატურა მისი წინამორბედის, ნოდარ ჯავახიშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილეა. ნოდარ ჯავახიშვილი კი "გურია ნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებას მასთან კითხვები არ ჰქონია: _ თუ ჩემს პერიოდს შეეხებოდა, მე დამიბარებდნენ. არავის არ ჰქონია ჩემთან მსგავს საკითხზე შეკითხვები. ასეთი რამ როდესმე გაგიგიათ? _  საქართველოში, იმ უსამართლობის პერიოდშიც კი, რაც გვქონდა, არ ყოფილა, რომ სხვის საქმეზე სხვა დაებარებინოთ დაკითხვაზე, _ აღნიშნა ჯავახიშვილმა. _ ბატონო ნოდარ, ხართ პირადად პასუხისმგებელი ყველა იმ პროექტზე და შესყიდვაზე, რომელიც თქვენი მინისტრობისას გახორციელდა? _ რასაკვირველია ვარ, მინისტრის კომპეტენციის ფარგლებში. _ თქვენ ხართ აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე. შეგიმოწმებიათ თუ არა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშაობა მაშინ, როცა ის ალავიძეს ებარა? _ არა. მე მორალური უფლებაც არ მაქვს იმ სისტემის აუდიტი ვატარო, სადაც თვითონ ვმუშოაბდი. ამიტომ, ეგ ჩემს საკურაციო ზონაში არ შემოდის. მართალია, აუდიტის სამსახურმა შეამოწმა ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მაგრამ მე შეგნებულად არ ვინტერესდები ამ თემით. _ ალავიძის მუშაობას როგორ აფასებთ? _ რამდენადაც თქვენგან გავიგე, მიდის გამოძიება და ჩემი  შეფასება აღარ არის საინტერესო. გვაქვს საშუალება დაველოდოთ გამოძიებას და იმის შეფასება მოვიღოთ. _ როგორც ყოფილ მინისტრს და სფეროს მცოდნეს, გქონდათ კითხვები ალავიძის მინისტრობის დროს გახორციელებულ პროექტებზე? _ ნამდვილად არ ვუყურებდი მაგას. მე ვუყურებდი მაშინ, როცა მინისტრი ვიყავი. _ ბატონო ნოდარ, ალავიძის მინისტრობისას სამინისტროს სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე ის ადამიანები მუშაობდნენ, რომლებიც თქვენ დროს... ნუთუ არ დაინტერესებულხართ და სიტუაცია არ მოგიკითხავთ? _ მერე? მე მინისტრის პოსტი რომ ჩავაბარე იქ დამთავრდა ჩემი შეფასება სამინისტროს მართვასა და შეფასებაში, _ გვითხრა ნოდარ ჯავახიშვილმა. ჩვენ შევეცადეთ უფრო მეტი დეტალი გამოძიების მიმდინარეობაზე ზურა ალავიძისგან გაგვეგო, თუმცა, ყოფილმა მინისტრმა "გურია ნიუსის" ზარებს არ ... ...
  • ,,არ შეიძლება საქართველოში პრემიერ-მინისტრები უცებ ქრებოდნენ, უარგუმენტოდ“_მარგველაშვილისაქართველოს პრეზიდენტმა ყოფილი მინისტრების, ზურაბ ალავიძისა და დიმიტრი ქუმსიშვილის, პროკურატურაში გამოკითხვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესები საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს. ამასთან, მარგველაშვილმა კვირიკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით უკმაყოფილება კიდევ ერთხელ გამოთქვა. ,,საზოგადოებას აქვს ძალიან კონკრეტული კითხვები იმასთან მიმართებაში, რანაირად ფორმირდება ხელისუფლების ვექტორები და ძირითადი ორიენტაციები. არაერთხელ აღმინიშნავს ბატონი კვირიკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება საქართველოში პრემიერ-მინისტრები უცებ,  უარგუმენტოდ ქრებოდნენ პოლიტიკური პროცესებიდან. ეს კითხვა გაგრძელდა აჭრასთან მიმართებით, როდესაც პატარაძემ მადლობა გადაუხადა პარტიას და წავიდა თანამდებობიდან. ეს კითხვა მაქვს მე და შესაბამისად, პროცესი, რომელიც ამას მოჰყვება, უმნიშვნელოვანესია, რომ იყოს უაღრესად გამჭვირვალე“,_განაცხადა გიორგი ... ...
  • „თურმე, მე და ჩემს მეუღლეს ოფიციალურად გვისმენენ“_ზაზა სარალიძე პროკურატურაში მივიდაამ წუთებში ზაზა სარალიძე პროკურატურაში იმყოფება. ის იქ პროკურორებთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შესახვედრად და კითხვებზე პასუხების მისაღებად მივიდა. „ეს შეხვედრა 7 ივლისს დაიგეგმა. კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად 10 დღიანი ვადა ითხოვეს. დღეს გავიდა 10 დღე და მოვედი და შევხვდები ისევ იმ პირებს, პროკურორებს, იმედი მაქვს მთავარ პროკურორსაც შევხვდები. რას ვაპირებ, რომ გამოვალ შეხვედრიდან მერე გადავწყვეტ, რა კითხვებიც დავსვი იმ კიტხვებზე უნდა მივიღო პასუხები. ერთი რამე მინდა ავღნიშნო. პირველ დეკემბერს როცა ეს ინციდენტი მოხდა, იქ მონაწილე ბავშვებიდან არცერთის ტელეფონი არ იყო ამოღებული და მოსმენაზე დასმული. როგორც გავარკვიე, თურმე, მე და ჩემი მეუღლე მოსმენაზე დაგვსვეს ოფიციალურად  და ამ კითხვაზეც უნდა მივიღო პასუხი, რომელ პროკურორს მოუვიდა თავში იდეა, რა ბრალდება წაგვიყენეს“,_განაცხადა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. ... ...
  • პროკურატურა ყოფილი მინისტრების გადაცდომებს იძიებსრეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ალავიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ_აღნიშნული ,,გურია ნიუსს“ პროკურატურაში დაუდასტურეს. ,,გურია ნიუსი“ ჯერ კიდევ ერთი კვირით ადრე წერდა, რომ ყოფილი მინისტრების საქმიანობის შესწავლა პროკურატურაში მიმდინარეობდა, თუმცა მაშინ პროკურატურამ  ჩვენს კითხვებს არ უპასუხა და დუმილი ამჯობინა. მთავარი პროკურატურა ყოფილ მინისტრებს სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავება. ,,მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე. გიდასტურებთ, რომ ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე. საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“_გვითხრეს მთვარ ... ...
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ორი ახალი მრჩეველი ჰყავს.რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად სოზარ სუბარი დაინიშნა. განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კი მიხეილ ჩხენკელი იქნება. შესაბამისი ბრძანებები მთავრობის მეთაურმა დღეს გამოსცა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ... ...

არქივი

ზაფრანი

ყავა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც ორგანიზმზე...

ხუთი ყველაზე შხამიანი არსება დედამიწაზე

კუბომედუზა _ უდავო ლიდერი, ყველაზე...

უკვდავების გასაღები

ადამიანი ოდითგან ოცნებობს უკვდავებაზე, ამიტომ...

სიძუნწე დაავადებებს იწვევს

დადგენილია, რომ ძუნწობასა და სნეულებებს...

ქალთევზა _ მითი თუ სინამდვილე

უძველესი დროიდან მოყოლებული ადამიანებს უამრავი...

მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ადამიანი

ბრიტანელი ბენ ლი, რომელიც ვიოლინოზე...
კარმიდამო ჩემი

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...

წიფლის წიწიბო

წიფელი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მძლავრი...

ჩეხური "კალაჩი"

ჩეხური სამზარეულო ლუდის გემრიელი მენიუსა...

როგორ ვიმკურნალოთ თაფლით

ხალხურ მედიცინაში არ მოიპოვება ისეთი...

პეტუნიას პოპულარობა და თავისებურება

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენში განსაკუთრებული...

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...