"წლის სხდომა" _ 4 დეკემბერს ოზურგეთის საკრებულოში მუშტი-კრივის გამართვას ცოტა დააკლდა

მთავარი თემა

"წლის სხდომა" _ 4 დეკემბერს ოზურგეთის საკრებულოში მუშტი-კრივის გამართვას ცოტა დააკლდა

2019 დეკ 9 12:37:56

 4 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე, მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, მსოფლიოში 16-დღიანი კამპანიის აღსანიშნავად, დარბაზში მყოფთ ნარინჯისფერ ბაფთებს უკეთებდნენ და ეს ფერი ყველა დეპუტატის მკერდიდან "ანათებდა", წინა პლანზე ჩხუბის სცენა წარმოჩინდა. ამ ნიშნით, სხდომას, თავისუფლად შეიძლება "წლის სხდომაც " ეწოდოს, რადგან, თითქმის, ორჯერ მეტი დრო დაეთმო ჩხუბს და ერთმანეთის ლანძღვას, ვიდრე საკითხების განხილვას.

დარბაზში შესულ პოზიცია-ოპოზიციის დეპუტატებს შორის, სიტყვიერი დაპირისპირება უცებ დაიწყო და გადაიზარდა ხმამაღალ ყვირილში, ჩხუბსა და ურთიერშეურაცხმყოფელ დაპირისპირებაში.

ჩხუბის მიზეზი გახდა, "ნაციონალი" დეპუტატის, დათო მჟავანაძისადმი "ქართული ოცნების" ქალი დეპუტატების მიერ, წინა დღის ამბების შეხსენება, როცა მან ფეისბუქსივრცეში ქალი დეპუტატები შეურაცხყო.

მჟავანაძე ამბობდა, რომ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული ნიუსი გააზიარა თავის გვერდზე, სადაც "ქართული ოცნების" დეპუტატის ცენზზე იყო საუბარი, რაც ვერ აპატიეს "ოცნების" დეპუტატებმა.

ხმამაღალი ლაპარაკი ჩხუბში გადაიზარდა _ დავით მჟავანაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ ერთმანეთი კარგა ხანს ლანძღეს:

_ ჩვეულებრივი გამყიდველი ხარ! კაცმა, რომელმაც ჭაობიდან ამოგათრია, გაყიდე, _ ეუბნებოდა მჟავანაძე ღურჯუმელიძეს.

_ ნაძირალა ხარ, ხულიგანი, უზრდელი, _ პასუხობდა ღურჯუმელიძე.

_ ბიძინას გოშია ხარ, ჩვეულებრივი, _ უკან არ იხევდა მჟავანაძე.

_ მე ვარ გოშია? ხულიგანი ხარ ჩვეულებრივი. კაცმა, რომელმაც სამი მილიარდი შესწირა ჩემს სამშობლოს, არ უნდა მომწონდეს? _ პასუხობდა ღურჯუმელიძე.

ჩხუბი და ერთმანეთის ლანძღვა თითქმის ნახევარ საათს გაგრძელდა.

როცა დარბაზში საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია შემოვიდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი 30 დეპუტატს გააცნო და მოუწოდა ყველას, სამუშაო რეჟიმში მოქცეულიყვნენ, "ნაციონალმა" დეპუტატმა, ბესო ქათამაძემ სიტყვა ითხოვა:

_ ჩვენ, ბატონო დავით, ვტოვებთ საკრებულოს სხდომას. ბიუროს წინა სხდომაზე მოვედით და ცოცხით შეიარაღებული ა(ა)იპ-ის თანამშრომელი დაგვახვედრეთ. დღეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გვეუბნება, დატოვეთ საკრებულოს სხდომაო. მერე მეორე ა(ა)იპ-ის თანამშრომელი მოვიდა და გვეუბნება, "ნაციონალი" ხარ და აქ რა გინდაო. ვერ გავიგე, კერძო საკუთრებაა ეს საკრებულო თუ აიპ-ია? სხდომაა თუ ბარდაგია? გადადით მაშინ ა(ა)იპ-ში და იქ ჩაატარეთ სხდომა. ყოფილი "ნაციონალები" გვეუბნებიან, რატომ ხართ "ნაციონალებიო". თუ შეგიძლიათ, გააკონტროლეთ სხდომა, თუ არ გვაქვს უფლება, მოვიდეთ? _ თქვა ქათამაძემ და მჟავანაძესთან ერთად დარბაზიდან გავიდა.

_ აგონიაში ხართ, ხომ იცით, რომ ეს სიტყვების რახა-რუხია! ხულიგანი ხარ? წადით, მოშორდით! _ ეძახდა ღურჯუმელიძე დარბაზიდან გასულ დეპუტატებს.

 "არაკაცები ხართ და წადით, წადით აქედან!" _ ღურჯუმელიძეს წამოეშველა "ოცნების" დეპუტატი მარი ჩხიკვიშვილი.

მორიგი ჩხუბის დასრულების შემდეგ, როგორც იქნა, საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ 6 საკითხზე იმსჯელა.
დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის შესახებ დადგენილება.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და გეგმის დამტკიცების შესახებ განკარგულების მისაღებად.

დეპუტატმა ლელა საჯაიამ თავის გამოსვლაში, რომელიც გენდერულ თემას შეეხებოდა, დეპუტატებს უთხრა, რომ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მნიშვნელოვან თარიღებს მოიცავს.

_ ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ ცვლილება დებულებაში. აქვე მინდა, გაგაცნოთ გენდერული საბჭოს წევრთა წინადადება, საბჭოს წევრის, დავით მჟავანაძის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. ის სისტემატურად არღვევს გენდერული საბჭოს კი არა, საკრებულოს წევრის და ღირსეული ადამიანისთვის მნიშვნელოვან უფლებებს. ცდილობს, ბულინგის საშუალებით შეურაცხყოფა მიაყენოს ჩვენს კოლეგებს. აქედან გამომდინარე, საბჭო უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს, მისთვის საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. დავით მჟავანაძეს არ ჰქონდა უფლება, დღეს სხდომაზე ნარინჯისფერი ბაფთით ყოფილიყო, _ თქვა საჯაიამ.

_ ამიტომაც მოვხსენი და აი, ხელში მიჭირავს, _ აჩვენა მას ბაფთა დეპუტატმა მარი ჩხიკვიშვილმა.

საკრებულომ მიიღო განკარგულება, დაბა ურეკში, უსახელო ქუჩისთვის "პალმების ქუჩის" სახელის მინიჭების თაობაზე.

თუმცა, ამ საკითხზე მსჯელობისას, "ლეიბორისტი" დეპუტატი, დავით მამალაძე, პალმების ქუჩის სახელის მინიჭების წინააღმდეგი აღმოჩნდა:

_ წინააღმდეგი ვარ, რომ დაბა ურეკში ერთ-ერთ ქუჩას პალმების ქუჩის სახელი ეწოდოს, რადგან არ ჯდება "ქართული ოცნების" და მათი ლიდერის მსოფმხედველობასა და იდეოლოგიაში, _ თქვა მან.

მამალაძის აზრს საკრებულოს წევრთა მხრიდან სიცილი მოჰყვა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ შეახსენა მას, რომ ეს ხალხის ინიციატივაა და არ არის ლამაზი პოლიტიკოსისგან ასეთი ლაპარაკი.

_ მსგავსი საკითხების დაყენება არ შეიძლება. ამით ხალხს პასუხობ თავის ინიციატივაზე, _ უთხრა მან დავით მამალაძეს.

_ სამაგიეროდ, შალვა ნათელაშვილის სახელობის ქუჩა დავბლოკოთ მერე, როცა იქნება, _ თქვა დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ.

_ ვინ მიანიჭებს ნათელაშვილის სახელს? _ შეეხმიანა მას დეპუტატი ლელა საჯაია.

დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ განსაკუთრებული ყურადღება მოითხოვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქუჩების სახელდების საკითხზე.

_ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაში შედის ქუჩების დამისამართების და სახელდების პრობლემის მოგვარება. შესაბამისად, აქ ჩვენი და მერიის პოზიციები გამიჯნულია. ჩვენ ვახორციელებთ სახელდებას, ნუმერაციას, ხოლო დამისამართების პროცესი და შესაბამისი აღჭურვილობის მომზადება, ფირნიშებზეა საუბარი და ასევე, საგზაო ნიშნებზე, ეს თქვენი პრეროგატივაა. დაუმისამართებელ ქუჩებს ახლავს სერიოზული პრობლემა _ თუ ვინმეს სჭირდება ქონების დარეგისტრირება, ამანათების მიტანა თუ სასწრაფოს გამოძახება, ყველა აწყდება დაბრკოლებას. ჩვენ ვახდენთ დამისამართებას, მაგრამ შემდგომი ეტაპი შეჩერებულია. მერიას ამისთვის ოთხი თვე ჰქონდა ვადა. ეს არის სუფთა ტექნიკური სამუშაო და განსაკუთრებით, ურეკის ზონაშია მძიმე მდგომარეობა. საკითხი რომ მოგვარდეს, უნდა აისახოს ბიუჯეტში. ეს არ არის დიდი ხარჯები. როგორც ვიცი, 22 ლარი ჯდება ერთი ფირნიშის დამზადება. სულ 22 ქუჩაა მოსაწესრიგებელი. თუ ყველას დამისამართება არ ხერხდება კანონთან შესაბამისობაში, მაშინ პრიორიტეტები შევარჩიოთ, დავიწყოთ ფართომასშტაბიანი დამისამართება. არ შეიძლება სასწრაფო დახმარების მანქანა ათ წუთის განმავლობაში დადიოდეს ადმინისტრაციულ ცენტრში და შემდეგ ნახევარი საათის განმავლობაში ეძებდეს ოჯახს. ძალიან გთხოვთ, ეს ბიუჯეტში აისახოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე კომისიას შევთავაზებ, რომ მხარი არ დავუჭიროთ ბიუჯეტს, _ თქვა ლავრენტი ბიგვავამ, რომელიც საკრებულოში ამავე დროს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეცაა.




 ახალი ამბები
  • გორში ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლაგორში ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. ... ...
  • სამტრედიის N3 საჯარო სკოლის გუნდი ,,წიგნების თაროს“ მე-8 სეზონში მიიღებს მონაწილეობასახალგაზრდებში მეტად პოპულარული სატელევიზიო  ლიტერატურული შოუს ,, წიგნების თაროს“  მე-8 სასკოლო სეზონის შესარჩევი ტური  დასრულდა. საქართველოს მასშტაბით 32  სკოლა შეირჩა. რჩეულთა შორის  სამტრედიიდან მხოლოდ ერთი გუნდი მოხვდა, N3 საჯარო სკოლის გუნდი. ელენე ალფაიძე, მარიამ  რუხაძე და ანი  ჯღამაძე,   მე-11 კლასის წარჩინებული მოსწავლეები არიან. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი როგორც სასკოლო,  ასევე, კლასგარეშე ღონისძიებებში. ,,წიგნების თაროში“  მონაწილეობას  სიხარულით შეხვდნენ, თუმცა,  ორმაგ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ, მათ ხომ არა მარტო სკოლის, არამედ  მშობლიური ქალაქის ინტერესების დაცვაც ევალებათ. ,,თაროელები’’ საინტერესო  სეზონს გვპირდებიან. წარმატებები ... ...
  • კონკურსში, „სუფთა რეგიონი“ , ოზურგეთის მუნიციპალიტეტი დაჯილდოვდასაქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ორგანიზებით,  კონკურსის „სუფთა რეგიონი" გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ნომინაციაში, "ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის" სიგელით  დაჯილდოვდა. 27 იანვარს, თბილისის საკრებულოში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. აღნიშნული კონკურსი გასულ წელს გამოცხადდა.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ნომინაციაში, "ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის" სიგელით  დაჯილდოვდა. კონკურსის იდეა პირველად გაჩნდა 2015 წელს „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში. კონკურსის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები), შემოსული მასალების საფუძველზე გამოავლინა 2019 წლის ნომინაციების გამარჯვებულები.  გამარჯვებულთა შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტიცაა - შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებით სიგელი გადაეცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის.  კონკურსი ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი", „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო", საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.  ... ...
  • საფრანგეთში ქართველი მორაგბე გარდაიცვალაფრანგული „გროლეს“ ქართველი მორაგბე ბექა ბურდიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული გუნდის ვებგვერდმა დაადასტურა. 27 წლის მორაგბე, რომელიდ ფედერალ 1-ის ბინადარ გუნდში 2014 წლიდან ირჯებოდა, სტადიონისკენ საკუთარი ავტომობილით მიემართებოდა და ხეს დაეჯახა, რის შედეგადაც, გარდაიცვალა. ფრანგული მედიის ცნობით, ავარიის მიზეზი ნისლი და მოლიპული გზის ზედაპირი გახდა. მანქანაში ბექა მარტო იმყოფებოდა, მისი გარდაცვალების გამო კი, „გროლესა“ და „ლავორის“ შეხვედრა გადაიდო. წყარო: ... ...
  • რა მდგომარეობაა ჩოხატაურში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით და შეწყდება თუ არა სასწავლო პროცესიზამთრის დადგომასთან ერთად, გაციებით გამოწვეული და გრიპისმსგავსი დაავადებების შემთხვევები მატულობს. მათ შორის, ცირკულაცია უკვე გრიპის ვირუსმაც დაიწყო. ავადმყოფობა კი ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც, ბავშვები სკოლას და საბავშვო ბაღს აცდენენ. როგორც „გურია ნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლებში გაკვეთილებს მოსწავლეთა დიდი ნაწილი არ ესწრება. როგორც ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, შორენა სიხარულიძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესს აცდენენ, სკოლებში სწავლის შეწყვეტის საშიშროება არ დგას. „მცირეოდენი გაცდენები გვაქვს, მაგრამ ეს არ არის ის ზღვარი, რომლის გამოც, სკოლამ უნდა შეწყვიტოს პროცესი. სკოლების ნაწილში ჩავარდნებია, მაგრამ, ძირითადად, სკოლებში სწავლა ნორმალურად მიმდინარეობს. თითო- ოროლა ბავშვი აკლია კლასებში, ცხადია, მაგრამ ეს არ არის საგანგაშო მაჩვენებელი. მაგალითად, ამაღლების საჯარო სკოლამ გვითხრა, რომ მეცხრე კლასში ბავშვების უმრავლესობა არ იყო“, _ გვითხრა შორენა სიხარულიძემ. როგორც  ა(ა)იპ ბაღების გაერთიანება „მომავალის“ დირექტორი,  ნინო ბარამიძე ამბობს, სასწავლო პროცესის განახლებამდე საბავშვო ბაღებში დეზინფექცია ჩატარდა, მაგრამ არის ბაღები, სადაც ვირუსის გამო ბავშვები არ დადიან. ბარამიძის ინფორმაციით, გრიპის გამო დღეს არცერთი ბავშვი არ მივიდა სოფელ სამების საბავშო ბაღში. „სასწავლო პროცესი 20 იანვარს განვაახლეთ. 17-18-ში სრული დეზინფექცია ჩავატარეთ და დავიწყეთ სასწავლო პროცესი, მაგრამ ვირუსი რამდენიმე ბაღში დაფიქსირდა. გამკაცრებული გვაქვს წესები და ბავშვები სადაც არ მოდიან, აქვთ ვირუსი. დღეს სოფელ  სამების ბაღში ერთი ბავშვიც არ ყოფილა. სააღმზრდელო პროცესის შეჩერებისა და ბაღების დათხოვნის საფრთხე არ არის. იქ სადაც ბავშვები არ დადიან იმ დღეს სააღმზრდელო პროცესი თავისთავად არ არის“,_ ბარამიძე. რამდენად არის გავრცელებული  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გრიპის ვირუსი და რამდენად ხშირია მიმართვიანობა_ ამ კითხვით ჩოხატაურის კლინიკებს მივმართეთ. შპს „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“-ს მთავარი ექიმი თემურ კოროშინაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მიმართვიანობა შედარებით გაზრდილია. განსაკუთრებით კი ბავშვებში. საავადმყოფოში ამ დროისთვის 6 პაციენტი ფილტვების ანთებით მკურნალობს. „მომართვიანობა შედარებით გაზრდილია, განსაკუთრებით ბავშვებში. განსაკუთრებული შემთხვევა ისეთი, რომ რეფერალი ყოფილიყო საჭირო გრიპთან დაკავშირებით, არ გვქონია. დაწესებულებაში 6 პაციენტი გვიწევს ფილტვების ანთებით, 2 ხვალ გაეწერება, ამჯერად, საუბარია მოზრდილებზე“, _ გვითხრა თემურ კოროშინაძემ. ჩოხატაურის „მედალფას“ სამედიცინო ცენტის ხელმძღვანელი ანტონ ხუნდაძე კი ამბობს, რომ კლინიკაში გრიპის ვირუსის გართულებული ფორმებით მიმართვა ზამთრის არდადეგების დროს უფრო ხშირი იყო. „წინა თვეში უფრო მეტი მომართვიანობა იყო გრიპის ვირუსის გართულებებით, ვიდრე ახლა. გრიპის ვირუსს მკურნალობენ ბინაზე ოჯახის ექიმების მეშვეობით“, _ გვითხრა ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...
ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...