"წყალს გაყოლილი მილიონები"

მთავარი თემა

"წყალს გაყოლილი მილიონები"

2018 მაი 7 14:41:32

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების გასახორციელებლად ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა 2015 წლის 18 სექტემბერს ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 1 480 690 ლარს შეადგენდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს "ბილდინგ-დეველოპერმა" აღნიშნული ტენდერი 1 184 969, 97 ლარად მოიგო.

სამუშაოები 2015 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო და 2016 წლის 21 ოქტომბერს დასრულდა. როგორც მერიაში აღნიშნავენ, ობიექტმა ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში გაიარა.

#275 ხელშეკრულებაში, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმდროინდელმა გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ შპს "ბილდინგ დეველოპერის" ხელმძღვანელთან, ალექსი სიხუაშვილთან გააფორმა, აღნიშნულია, რომ სამუშაოს შესრულების პროცესში გამოსაყენებელი მასალები და მოწყობილობები უნდა იყოს მაღალი ხარისხის, შეესაბამებოდეს მოქმედ სტანდარტებს და აკმაყოფილებდეს შემსყიდველის მოთხოვნებს. შესრულებულ სამუშაოს აქვს საგარანტიო ვადა _ 5 წელი, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი სახსრებით აღმოფხვრას გამოვლენილი დეფექტები.

თუმცა, როგორც გაირკვა, მილიონზე მეტი ღირებულების პროექტთან დაკავშირებით პრობლემებია _ ჯუმათელების თქმით, სამუშაოები თავის დროზე უხარისხოდ შესრულდა და სწორედ ესაა მიზეზი, რომ სოფელს წყალი არ მიეწოდება.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების შესრულებისას არ იქნა გამოყენებული, ე. წ. "ქვიშის ბალიშები", რაც, ასევე, იწვევს მილების დაზიანებას, რადგან თხრილი, სადაც მილებია ჩაყრილი, ქვა-ღორღით არის დაფარული.

აღნიშნული საკითხი არაერთხელ გახდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" დეპუტატების დაპირისპირების თემა _ ენმ-ს ლიდერებმა ადგილობრივ ხელისუფლებას სოფლების პროექტების არაკანონიერად გახორციელებასა და კორუფციაში დასდეს ბრალი. მათი თქმით, უკვე დასრულებულ პროექტში, წყალთან დაკავშირებით ხელისუფლებამ 85 000 ლარი უნდა გადარიცხოს დამატებით, რადგან დაზიანებული მილები შეკეთებას მოითხოვს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე შპს "სატისის" ხელმძღვანელი დავით ცერცვაძეც იმყოფებოდა, რომელმაც ჯუმათის წყალმომარაგების პრობლემასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მიზეზი რამდენიმე ხნის წინ მომხდარი სტიქიაა, რომელმაც წყლის სათავე ნაგებობა მწყობრიდან გამოიყვანა.

"გურია ნიუსმა" სოფელ ჯუმათში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მოინახულა _ თითქმის ყველა 10 მეტრში გზებზე დაზიანებული და დახეთქილი მილები ყრია, საიდანაც წყალი იღვრება. ზოგან ამოთხრილია ჭები, რომელიც თავღიადაა დატოვებული; თხრილში ჩაყრილი მილები ქვა-ღორღით არის სავსე.

"გურია ნიუსი" იმ დროს მივიდა ჯუმათში, როცა ერთ ადგილზე დაზიანებული მილების შესაკეთებლად მუნიციპალიტეტის მერიის შპს "სატისი" წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. როცა მათ აღნიშნული პრობლემის შესახებ ვკითხეთ, გვიპასუხეს, რომ "დასახვეწია რაღაც-რაღაცები; გვალვაა და დებეტი არ ჰყოფნის".

სულ სხვას ამბობენ ჯუმათის მცხოვრებლები _ ისინი აღნიშნავენ, რომ სამუშაოები, რომელიც სოფელში ჩატარდა, მოიცავდა იმ პროექტს, რომელიც, დაახლოებით, 10 წლის წინ შედგა:

"ადამიანები, რომლებიც წყლის შემოყვანაზე მუშაობდნენ, ამბობდნენ, რომ პროექტი არის არასწორად შედგენილი და ხარვეზებით სავსე. ბევრი წყალი მოდის და იმიტომ სკდება მილები. უამრავი თანხაა დახარჯული", _ ამბობს ჩვენთან საუბრისას მანანა ჩხარტიშვილი.

ჯუმათში მცხოვრები ცისანა დარჩია ამბობს, რომ "წყალი ხან არის, ხან _ არა და ხშირია შემთხვევა, როცა მილები სკდება".

"მილები ყოველდღე სკდება. დადიან ტრაქტორით და აკეთებენ. ალბათ, უვარგისი მილებია ჩაყრილი. უამრავი პრობლემაა _ გზა ჩვენ არ გვაქვს და არაფერი. ახალგაზრდები საერთოდ აღარ არიან სოფელში, არანაირი პერსპექტივა არ არის. ყველა გაქცეულია აქედან", _ თქვა ჩვენთან საუბრისას ფატი მითაიშვილმა, რომელსაც თანასოფლელი ნინო ხელაძეც ეთანხმება:

"წყალი მოგვეწოდება კვირაში ორჯერ 1 საათით. თუმცა, დღეში, ალბათ, სამჯერ ამოდიან და აკეთებენ წყალგაყვანილობას. ცუდადაა გაკეთებული _ წყალს მილები არ იკავებს", _ აღნიშნავს ხელაძე.

თანასოფლელების მსგავსად, უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე ამახვილებს ყურადღებას ვენიკო დარჩია:

"გზა არ არის, არც _ წყალი, არც _ გაზი. გამგებელიც არ გვყავდა ამდენ ხანს _ ორიოდე დღის წინ დაგვინიშნეს. ღიად არის ჭები დარჩენილი. რაც გაკეთდა, უხარისხოდ გაკეთდა _ მილები იხსნება, წნევა ძლიერია და სკდება. ქვიშა უნდა ჩაყრილიყო და მერე ჩაედოთ მილები, თუმცა, პირდაპირ ჩაყარეს ქვებთან ერთად", _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

შპს "ბილდინგ დეველოპერის" წარმომადგენელი დავით ბექაური "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ მათ პროექტში სამუშაოების შესრულების დროს არ ჰქონდათ განსაზღვრული, მილების ჩადების დროს გამოეყენებინათ ე. წ. "ქვიშის ბალიშები": "არანაირი კანონდარღვევით არ შესრულებულა სამუშაოები _ ყველაფერი გაკეთდა ისე, როგორც პროექტით იყო განსაზღვრული. არანაირ დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს ჩემი კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები. მილი თხრილში უნდა იყოს, აბა სად? თხრილში, ოღონდ ჩამარხული, ჩაუმარხავი არ უნდა იყოს. პროექტი ე. წ. "ქვიშის ბალიშებს" არ ითვალისწინებდა. მილები ამოთხრილი გრუნტით დაიფარა და არა ქვიანი ქვიშით. როგორც ვიცი, მოსახლეობას წყალი აქვს", _ ამბობს ბექაური.

უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს გამორიცხავს გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, სამუშაოების დაწყების დროს მუნიციპალიტეტის პირველი პირი იყო:

"სოფელ ჯუმათის წყალმომარაგების სისტემის მოწყობისთვის პროექტირება 2015 წლიდან დავიწყეთ. პროექტს ექსპერტიზა ჩაუტარა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ. ჯუმათის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას (6 კმ ცენტრალური მაგისტრალი, 38 კმ _ ქსელი) შპს "ბილდინგ დეველოპერი" ახორციელებდა. სამუშაოთა ღირებულებამ 1 247 082 ლარი შეადგინა, რომელიც 1 370 მომხმარებელზეა გათვლილი. შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოებმაც გაიარა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ექსპერტიზა, ანუ მუნიციპალიტეტმა, წყალსადენის მშენებლობისთვის შესაბამისი რეგლამენტებით გათვალისწინებული ყველა პროცედურის სრული დაცვის გავლის შემდგომ მოახდინა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმება და  წყალსადენის ექსპლუატაციაში შეყვანა.

რაც შეეხება დღეის მდგომარეობით შექმნილ პრობლემებს წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას ვაცნობებ, რომ ეს გამოწვეულია 2017 წლის ოქტომბერში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილი ღვარცოფით, რომელმაც დააზიანა სათავე ნაგებობა. ამ პრობლემას ემატება წყლის დებეტის სიმცირე, რაც გამოწვეულია მარტსა და აპრილში ნალექის არარსებობით. ჩემთვის ცნობილია, რომ წყალსადენის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის მიზნით შედგენილია შესაბამისი პროექტი და უახლოეს დღეებში უნდა გამოცხადდეს ტენდერი.

რაც შეეხება ჩემი "კონკურენტების" აპელირებას, თითქოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ სამშენებლო სამუშაოები "უხარისხოდ" სრულდებოდა, საზოგადოებას ვაცნობებ, რომ ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და ადამიანების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, პირთა ძალიან ვიწრო წრის მიერ, მხოლოდ ჩემი პიროვნების დისკრედიტაციის მიზნით", _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მერაბ ჭანუყვაძემ.




 ახალი ამბები
  • საპატრულო პოლიციის გურიის მთავარ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავსშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის გურიის მთავარ სამმართველოს პოლიციის მაიორი შოთა ხაჟომია უხელმძღვანელებს. 1986 წელს დაბადებულ შოთა ხაჟომიას უმაღლესი განათლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში აქვს მიღებული, იგი პროფესიით სამართალმცოდნეა; შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შოთა ხაჟომიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმიანობა 2010 წელს პატრულ-ინსპექტორის პოზიციიდან დაიწყო; 2010-2014 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს პირველი სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა საგამოძიებო სამსახურის ინსპექტორი; 2014-2015 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი; 2015-2016 წლებში ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს, ოპერატიული უზრუნველყოფის მე-2 სამმართველოს (აღმოსავლეთის მიმართულება) მე-2 სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპეტორის თანამდებობა; 2016-2017 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო-ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი-გამომძიებელი და ქვემო-ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსი. 2017 წლიდან ეკავა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის ... ...
  • „ოცნებიდან“ ბესელიას გუნდის გასვლას დეპუტატთა მეორე ტალღის გასვლაც მოჰყვება“_ ანჯაფარიძე„ქართული ოცნების“ ერთიანობა დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მმართველი პარტიის წევრების მიერ ერთმანეთის მიმართ პოლიტიკური თუ პიროვნული ანტიპატიის გამოვლინების შემთხვევები გუნდიდან დისიდენტების გამოყოფის პროცესს დააჩქარებს. ვვარაუდობ, რომ ეკა ბესელიას გუნდის პარტიიდან გასვლას  დეპუტატთა მეორე ტალღის გასვლაც მოჰყვება. სავარაუდოდ, დაშლის პროცესი დაწყებულია, სხვა საკითხია აღნიშნული პროცესი ოფიციალურად როდის გაფორმდება“, _ განაცხადა „გურია ნიუსთან“ დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ. ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ მათ მიერ გადადგმულ თითოეულ  ნაბიჯზე საზოგადოება პასუხს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გასცემს. „მმართველმა პარტიამ ხალხს უნდა დაანახოს, რომ დანაპირებს ასრულებს. ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებები ხორციელდება. თუ მოსამართლეებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებრივ მოთხოვნასთან თანხვედრაში არ იქნება, მოქალაქეების პასუხი ადეკვატური იქნება“, _ აღნიშნა ... ...
  • „ნაქები ჩვენი გზა უკვე წავიდა ტ.....კენ!“ _ „ჩაილულის წყალდალეული“ საუკუნის პროექტიომისა და სამხედრო ძალების  ვეტერანი გიორგი გოგუაძე, რომელიც ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებელია, ამავე სოფლის მკვიდრს,  მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს  სოციალური ქსელში ღია წერილით მიმართავს. „ხალხის ბრძოლის, დღედაღამ მრავალგზის პიკეტირების,ხელმოწერების შეგროვების შედეგი იყო 21-ე საუკუნეში სოფელს ჰქონოდა სავალი გზა, რასაც მივაღწიეთ. გულიანი-ჩოჩხათი-სუფსის 11-კილომეტრიანი გზის ასფალტის საფარით დაგება 2017 წელს დასრულდა. ყოველ წელს გვახსენებდნენ შეკრებებზე- თქვენთან 3-მილიონიანი პროექტი გახორციელდაო. მოგეხსენებათ, ვინც მეტად ვიყავით ჩართული ამ გზის უხარისხო მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტებში, ჩვენი აზრი მაინც უგულებელი იქნა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. რაც დაიგო დაიგო, მაგრამ ამასაც ხომ მოვლა და გაფრთხილება უნდა. ბატონო ალექსანდრე გახსოვთ,  სოფელ მოედნიდან ინერტული მასის (ხრეშის) გატანის ,ბიზნესმენ ვეფხვაძის მრავალგზის მცდელობის მიუხედავად (მ.შ.სოფლისთვის სასიკეთო დაპირებების),  ყოფილი გუბერნატორის გ.სალუქვაძის მისდამი მხარდაჭერისა ,ჩვენ თქვენთან ერთად ვუთხარით უარი ჩვენი სოფლისთვის არასასიკეთო საქმეს. მაგრამ რა ხდება დღეს??? შპს ''სამკუთხედმა'' გზის პროექტის ჩაბარებიდან 3 წლიანი შეფობა აიღო დაზიანების შემთხვევაში გზის გარემონტებაზე, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით გაფუჭებული გზის პატრონი კაციშვილი არაა. გზაზე 16ტონაზე მეტი ტვირთის გადაადგილების ამკრძალავი ნიშნები შეგნებულად მოიხსნა. გამალებულად გაედინება პირდაპირ მდინარე სუფსის წყლიდან 60 და მეტტონიანი მანქანებით ინერტული მასალა. გზა უკიდურესად დაზიანდა. კანონი შერჩევითია? მოსახლეობის სურვილი იგივე არ არის ,რაც 2 წლის წინ თქვენთან ერთად გვქონდა?? თუ თქვენგან ამ უკანონო ქმედებებს ხელშეწყობა არა აქვს, დაგვიდექით გვერდში, რათა შევინარჩუნოთ ეს გზა დიდხანს. თორემ ხალხის პროტესტს მომავალშიც ელოდეთ“ -წერს გიორგი გურგენაძე. გურგენაძის წერილის პასუხად  კომენტარს აკეთებს  გულიანი-ჩოჩხათი-სუფსის გზის რეაბილიტაციით უკმაყოფილო სოციალური ქსელის კიდევ ერთი მომხმარებელი და იქვე ფოტოსაც აქვეყნებს-„იმდენი მაინც ქნას თავისი სოფლის გზას მაინც მიხედოს, იმას ვერ ხედავს მაინც რა დღეშია ტაბიძე, როგორ სარგებლობს თანამდებობას თავისი სოფლისთვის, ლამისაა დავით აღმაშენებელს ადარებენ. მართალია ამ პიარით თავის სამომავლო საქმეს იკეთებს, მაგრამ გზა ხომ ყველასია, მეც კმაყოფილი დავრჩი ნიგვზიანით! ევროკავშირთან ვმეგობრობთ? მივექანებით მაპისკენ?-- --ეჰ, ეგზომ ნაქები ჩვენი გზა უკვე წავიდა ტ.....კენ!“   როგორც „გურია ნიუსმა“ გაარკვია, სუფსა-გულიანი- ჩოჩხათის  გზის მონაკვეთზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაობით მთლად კმაყოფილი არაა ადგილობრივი მოსახლეობა. „ამ გზის მშენებლობა თავიდანვე ხარვეზებით დაიწყო. სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებული არ იყო, რომ გზა უკვე ალაგ-ალაგ დაზიანებული იყო. პროექტი, რომელზეც სამ მილიონ ლარზე მეტი თანხაა გახარჯული, ჩაბარებიდან ერთი წლის თავზე გამოვიდა მწყობრიდან და სერიოზულად დაზიანდა. ბუნებრივიცაა, ხუთ  მილიონ ლარად შეფასებულ სამუშაოებს სამ მილიონად რომ გააკეთებენ, როგორ იქნება ხარისხიანი?!“, -ამბობს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი „გურია ნიუსთან“ საუბარში, რომლების გახარჯულ სამ მილიონ ლარს წყალში გადაყრილად მიიჩნევენ და  ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა სამუშაოების შემსრულებელ ფირმასა და ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებენ. გულიანი_ჩოჩხათი-სუფსის გზის მონაკვეთის თემასთან დაკავშირებით ლანჩხუთის მერიაში გვპასუხობენ, რომ „საავტომობილო გზის ექსპლოატაციის პროცესში გამოვლენილ დეფექტებთან დაკავშირებით, წერილობით მიემართება შემსრულებელ კომპანიას, რომელიც ვალდებულია საგარანტიო ვადის განმავლობაში საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს წარმოქმნილი დეფექტები. რაც შეეხება ინერტული მასალის გატანას, მისი კონტროლი წარმოადგენს გარემოს დაცვის დეპარტამენტის ფუნქციას და აღნიშნულის თაობაზე დამატებით ეცნობება რეგიონულ სამსახურს. აქვე დავძენთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე დაფიქსირდა მეწყერი, რამაც გამოიწვია გზის დაზიანება. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური შეისწავლის გულიანი-ჩოჩხათის გზაზე წარმოქმნილ ხარვეზებს“. ცნობისთვის, აქ სამუშაოები 2015 წლის ზაფხულში დაიწყო, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს „სამკუთხედი“ ახორციელებდა. აღნიშნულმა კომპანიამ  ოთხი მილიონ 436 ლარად შეფასებული პროექტი  სამ მილიონ ლარად მოიგო.  პროექტი გარდამავალი გახლდათ, მთლიანობაში სამ წელზე იყო გაწერილი და აღნიშნული გზის მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. პროექტის შესაბამისად, ეს უნდა ყოფილიყო  საკმაოდ მაღალი დონის გზა -  ჯებირებით, ხიდებით, ბორდიურებითა და სარკეებით. სამუშაოების დაწყებას საკმაო ხალხმრავალი პრეზენტაციაც უძღოდა წინ, სადაც მაშინდელ ადგილობრივ ხელმძღვანელ პირებთან ერთად გუბერნიისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ და როგორც მაშინ ითქვა, ეს იყო საუკუნის პროექტი. თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ მან „ჩაილულის წყალი“ ... ...
  • „ნავებს დაურიგებთ ხალხს თუ გაიმეტებთ ცოტა ასფალტს?! _ კითხვა ლანჩხუთის მერიას„ნავებს დაურიგებთ ხალხს თუ გაიმეტებთ ცოტა ასფალტს?!“ _ წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე, რომელიც ფეისბქგვერდზე ნიკა გურულის სახელითაა დარეგისტრირებული და იქვე ლანჩხუთში, სოფელ ღრმაღელეში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ფეისბუქმომხმარებლის კითხვის ადრესატი ლანჩხუთის მერიაა.  აღნიშნული ფოტოები ნიკა გურულმა სოციალურ ქსელში ერთი თვის წინ ატვირთა და როგორც გავარკვიეთ, გზის ამ მონაკვეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერაც არ გახორციელებულა. როგორც ლანჩხუთის მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, მაკა სულაბერიძემ გვითხრა, ღრმაღელეში შემოვლითი გზის საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია და ახლა ამავე სოფლის მეორე გზის პროექტის შედგენა ... ...
  • დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარობის შესახებ პენიტენციური დაწესებულება განცხადებას ავრცელებსდეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარობის შესახებ პენიტენციური დაწესებულება განცხადებას ავრცელებს. "მსჯავრდებული გიორგი მამალაძე, წინასწარი დიაგნოზით ჰიპერტონული კრიზი, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა, N9 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მიმდინარე წლის 15 თებერვალს, 18.38 საათზე გიორგი მამალაძემ შეუძლოდ იგრძნო თავი. დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ მას 18.41 საათიდან გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ასევე ექიმი ნევროლოგი. 19.18 საათზე დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოცხადდა. მსჯავრდებულისთვის გადაღებულმა კარდიოგრამამ არსებითი ცვლილებები არ უჩვენა, რის გამოც გიორგი მამალაძის სტაციონარში გადაყვანა სასწრაფო დახმარების მედპერსონალმა საჭიროდ არ მიიჩნია. 21.35 საათზე დაწესებულების მედპერსონალმა კვლავ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რის შედეგადაც მსჯავრდებული შემდგომი კვლევებისათვის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსდა", _ ნათქვამია ... ...

არქივი

ზაფრანი

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...

"ტატუ" იმუნურ სისტემას აუმჯობესებს

აქამდე ტატუს (სვირინგი) დანიშნულება, მხოლოდ...

როგორ გამოვიცნოთ პატიოსანი ადამიანი

ყველასთვის ცნობილია, რომ ბილწსიტყვაობა და...

როგორი მამაკაცი გჭირდებათ?

ქალების უმეტესობას მიაჩნია, რომ მამაკაცი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...