„თუ სასამართლოზე ზეწოლა არ მოხდა, ჩემი ჩამორთმეული ქონება უნდა დამიბრუნდეს“ _ როლანდ ბლადაძის ექსკლუზიური ინტერვიუ

მთავარი თემა

„თუ სასამართლოზე ზეწოლა არ მოხდა, ჩემი ჩამორთმეული ქონება უნდა დამიბრუნდეს“ _ როლანდ ბლადაძის ექსკლუზიური ინტერვიუ

2017 მარ 14 17:14:15

ხვალ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის სადაო ქონებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

სადაო ქონება მოქალაქე როლანდ ბლადაძეს 2004 წელს ჩამოართვეს, მოგვიანებით კი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, ის სიმბოლურ ფასად, საკონსტიტუციო სასამართლოს იმჟამინდელ თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა. დავა ამ დრომდე სასამართლოში მიმდინარეობს.

„გურია ნიუსი“ სასამართლო სხდომის წინ, მოქალაქე როლანდ ბლადაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ:

_ბატონო როლანდ, ხვალ სასამართლომ თქვენს ჩამორთმეულ ქონებაზე გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს, რა მოლოდინები გაქვთ, იქნება თუ არა მართლმსაჯულება დამოუკიდებელი და პრინციპული? როგორც გურიანიუსთანსაუბარში თქვენმა მეუღლემ განაცხადა, ყოველ სხდომაზე მოსულ ოჯახს იმედგაცრუება აქვს. თქვენ რა მოლიდინები გაგაჩნიათ?

_მინდა მადლობა ვუთხრა საზოგადოებას და მედიას იმ დიდი ყურადღებისთვის, რომელიც ჩემი ოჯახის საქმეზე შექმნილია და არსებობს. 2004 წლიდან დღემდე, მთელი ოჯახით პოლიტიკურ ემიგრაციაში ვიმყოფებით. სახელმწიფომ 2013 წელს, ობიექტურად და მიუკერძოებლად განახორციელა საგამოძიებო მოქმედებები და დადასტურდა, რომ დანაშაული, რომლის საფუძველზეც ოჯახს ქონება ჩამოგვერთვა, მასთან არავითარი კავშირი არ გამაჩნდა. წინა ხელისუფლების მართლმსაჯულებაზე არაფერს ვიტყვი, თუმცა სამწუხაროა, რომ მოსამართლეები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს, ამ საქმეში დარღვევებს ვერ ხედავდნენ, დღეს კვლავ განახლებული საქმისწარმოების პროცესში, ისევ განმხილველი მოსამართლის სტატუსით აღმოჩნდნენ. შეგახსენებთ, 2016 წლის ოქტომბერში, ჩვენ მოვახერხეთ და თბილისის სააპელაციო სასამართლოში, შევცვალოთ საქმის განმხილველი მოსამართლეები, რომლებსაც, ნამდვილად დიდი მორალური ტრამვა აქვთ მიყენებული ჩემი ოჯახისთვის. ჩვენ ყველას გვქონდა და გვაქვს იმედი, რომ  2012 წლის ცვლილებების შემდგომ, ახალი ხელისუფლება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, შემდგომ პრემიერ–მინისტრების: ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი კვირიკაშვილის პირობებში, ყველაფერს გააკეთებდნენ, რომ ქონებაჩამორთმეულ მოქალაქეებს წართმეული დაბრუნებოდათ. სახელმწიფომ ნაწილობრივ აღმიდგინა სამოქალაქო უფლებები, როდესაც პროკურატურამ უდანაშაულოდ მცნო და ჩემს ოჯახთან ერთად, პრობლემის გარეშე მიხდება საქართველოში გადაადგილება, მაგრამ ამავე სახელმწიფომ, რომელიც სასამართლოში დღეს მიმდინარე დავის ერთ–ერთი მხარეა, არ ვიცი, რა მიზეზით, რა საფუძვლებით, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე თუ კიდევ რაიმე საფუძვლით, ვერ მოახდინა სამართლიანობის აღდგენა ჩემს ერთადერთ სახლზე, რომელიც ახლა არამხოლოდ მთელმა აჭარამ, არამედ მთელმა საქართველომ იცის, რომ წამართვეს. ამიტომაც, ოჯახი იმედგაცრუებული იქნება, ვიდრე ერთადერთ წართმეულ სახლს არ დაიბრუნებს. სასამართლო, მართალია, დღეს შედარებით თამამია, მაგრამ თამამი და პრინციპული არ აღმოჩნდა ყველა ის მოსამართლე, რომელიც 2012 წლიდან ახალი საქმისწარმოების პროცესში ჩემი ქონებრივი ინტერსების დაცვის განხილვას უზრუნველყოფს. სამწუხაროდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსამართლე დიანა ფარქოსაძის ხელით, ჩემი სასარჩელო მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. მე არ შევალ ამ გადაწყვეტილების იურიდიულ დასაბუთებაში, მაგრამ გადაწყვეტილების იურიდიული მხარე იმდენად ბუნდოვანია, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, სამართლიანობის აღდგენის ხელწერას დარტყმა ადგება. მე ვესწრებოდი სასამართლო სხდომებს უკვე სააპელაციო ეტაპზე და გამაჩნია ადამიანური მოლოდინი, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე, ბატონი მერაბ ლომიძე ღირსეულ და სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს. თუ სასამართლოზე ზეწოლა არ მოხდა, ჩემი ჩამორთმეული ქონება უნდა დამიბრუნდეს.

_რა გაძლევთ იმის ვარაუდის საფუძველს, რომ სასამართლოზე შესაძლოა ზეწოლა მოხდეს. ვისგან ან რა არგუმენტებით მსჯელობთ მოსალოდნელ საფრთხეებზე?

_როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვა დასრულდა, ჩვენ დავინტერესდით საქმისწარმოების მიღმა არსებული რეალობებით. პირველი, რაც ჩემმა იურისტებმა შეისწავლეს და გამოიკვლიეს, მოსამართლე დიანა ფარქოსაძის ქონებრივი მდგომარეობა იყო. აღმოჩნდა, რომ ერთ შემთხვევაში, მოსამართლე არ აკმაყოფილებს ბატონი გიორგი პაპუაშვილის საჩივარს სადავო ქონებაზე ყადაღის მოხსნის შესახებ, მეორე შემთხვევაში კი – სრულად აკმაყოფილებს. სწორედ ამ პერიოდში, ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, მოსამართლის ოჯახი ყიდულობს თბილისში ბინას. იურისტებმა შეისწავლეს საკითხი და აღმოჩნდა, რომ ქალბატონი მოსამართლე, რომელიც თავის სამსახურეობრივ საქმიანობას ახორციელებს თბილისში, არ გააჩნია საცხოვრებელი ფართი და ასეთი ფართისთვის სახელმწიფოსგან არც ქირას ღებულობს. ლოგიკურად დაისმის კითხვაც: მაშინ სად ცხოვრობს ქალბატონი დიანა ფარქოსაძე, რომელიც ოფიციალურად, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთშია რეგისტრირებული. ჩვენ გაგვიჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონოდა სავარაუდო კორუფციულ სამართალდარღვევას. ამიტომაც მივმართეთ იუსტიციის უმაღლესს საბჭოს და პროკურატურას საკითხზე რეაგირებისთვის. გარდა ამისა, მე ვითვალისწინებ იმას, რომ ბატონი გიორგი პაპუაშვილი, რომლის მიმართაც არავითარი პიროვნული შეუთავსებლობა არ გამაჩნია, თავისი საქმიანი და პროფესიული კონტაქტებით სამოსამართლო საზოგადოებაში, ალბათ, ამ საქმის მნიშვნელოვანი ბერკეტია. ასევე, ხელისუფლება საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახით. ჩვენმა იურისტებმა საზოგადოებას უკვე აცნობეს, რომ ყველა სხდომაზე, ყველა დოკუმენტში, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, როგორც სამინისტროს, ასევე ბატონ გიორგი პაპუაშვილის წარმომადგენლებს, ერთიდაიგივე მოსაზრება გააჩნიათ. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში მართლაც შეიცვალა ვითარება და კანონის წინაშე ყველას თანასწორუფლებიანი სტატუსი უნდა ჰქონდეს. თუკი სასამართლო სიმართლეს გაამრუდებს, ვერც საზოგადოება მოიგებს ამით და ვერც ქვეყანა. ამიტომაც, საქმიდან მთლიანად უნდა დაიცალოს პოლიტიკური აქცენტები და ვიმსჯელოთ მხოლოდ მტკიცებულებებზე; მტკიცებულებებით კი, საქმეს მნიშვნელოვანი პერსპექტივა გააჩნია. გარდა ამისა, მე მაწუხებს ის გარემოებაც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა ხდება იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს თავმჯდომარე, ბატობნი ვალერი ცერცვაძე არის პიროვნება, რომელმაც თავის დროზე, 2004 წელს, პროკურატურის მინდობილობით, ჩემი ქონების კონფისკაცია მოახდინა. ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელსაც ჩემი წართმეული ქონების დაბრუნების საკითხზე, ბევრ იურიდიულ უხერხულობასთან და პრინციპებთან მივყავართ. მე კიდევ ერთხელ საჯაროდ მინდა დავაფიქსირო პოზიცია, რომ ჩვენ ყველას უნდა ვუთანაგრძნოთ იმ ავბედითი დროის გამო, სადაც კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები არ ფასობდა. მე მიმაჩნია, რომ ადამიანებს თავიანთ პროფესიულ ცხოვრებაში, შესაძლებელია ჰქონდეთ შეცდომები, მაგრამ უფალი ამ შეცდომების გამოსწორების და ზნეობრივი როლის დაბრუნების შესაძლებლობას ყოველთვის იძლევა. მიმაჩნია, რომ სწორედ ახლაა ის დრო, როდესაც უნდა დავივიწყოთ წარსული და ახალ ვითარებაში, მივიღოთ ღირსეული და პრინციპული გადაწყვეტილებები. 15 მარტის სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება მაგალითი, თუ რამდენად შეგვიძლია დავდგეთ საკუთარ პრინციპებზე მაღლა, მაგრამ არა კანონის მაღლა. ჩემი ოჯახი მხოლოდ და მხოლოდ წართმეულ ერთადერთ სახლს მოითხოვს. ნუთუ შეუძლებელია ამ ერთადერთი სამართლიანი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა?!

_ბატონო როლანდ, რეალობა ასეთია, რომ შეცდომების და წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების გამო, დღეს თქვენი სახლის მესკუთრე გიორგი პაპუაშვილია. როგორ წარმოგიდგენიათ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონის ფარგლებში, არ იქნება აღქმული, რომ გიორგი პაპუაშვილს, რომელთანაც ხელისუფლებას კარგი დამოკიდებულება არ აქვს, გადაცემული ქონების ჩამორთმევაში დაადანაშაულონ?

_რა თქმა უნდა, არა! ბატონი გიორგი პაპუაშვილი ჯერ კიდევ 2012 წლის დეკემბერში მიმართავდა ხელისუფლებას და ალტერნატიულ ფართს მოითხოვდა. რა თქმა უნდა, მე იურიდიულად არ ვიმსჯელებ, ვინ არის კეთილსინდისიერი შემძენი და არაკეთილსინდისიერი მესაკუთრე. მე აქცენტი მიდა გავაკეთო სხვა საკითხებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, გიორგი პაპუაშვილს უნდა მიეცეს ალტერნატიული ფართი. სახელმწიფოს ალტერნატიული ფართის გადაცემა, ან ბატონი გიორგი პაპუაშვილის, ან ჩემი ოჯახისთვის, თუკი დავას ევროსასამართლო არ გავაგრძელებ, აუცილებლად მოუწევს. მოცემულ შემთხვევაში, მე მიმაჩნია, რომ ალტერნატიული ფართი უნდა გადაეცეს გიორგი პაპუაშვილს, როგორც ყოფილ მოსამართლეს და ყოფილ საჯარო მოხელეს, რის გამოც, თავის დროზე, ჩემი ქონება გადაეცა. საქმეში, თქვენ იცით, რომ არსებობს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს პრივატიზაციის წესით სადავო ქონების ჩემი ოჯახისთვის დაბრუნებას. გაოცებული ვარ, რატომ არ მოხდა ამ შეთანხმების შესრულება, რომელიც პრემიერ–მინისტრმა ეკონომიკის სამინისტროს დაავალა და ვინ დაბლოკა პრემიერის მითითებები. ამიტომაც, მიმაჩნია, რომ თუკი ქონება ჩემს ოჯახს დაუბრუნდება, ხოლო გიორგი პაპუაშვილის ოჯახი მიიღებს ალტერნატიულ ფართს, ვინ და რატომ, რა საფუძვლებით თუ მორალური პრეტენზიით იტყვის, რომ ქონება ერთს ჩამოართვეს და მეორეს გადასცეს? 2004 წელს ქონება სწორედ მიხეილ სააკაშვილის მითითებებით ჩემს ოჯახს ჩამოერთვა. სახელმწიფომ ის უკანონოდ განკარგა. თუკი ვსაუბრობთ სამართლიანობის აღდგენაზე, მე ვიტყოდი კანონის უზენაესობაზე, ამ შემთხვევაში, სწორედ სასამართლოს აკისრია ის ერთადერთი როლი სახელმწიფოში, რომ კანონის წინაშე ყველას თანასწორობა და კანონის უზენაესობა უზრუნველყოს. ამიტომაც, მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ქონება უკანონოდ ჩამომართვეს, ხოლო მაშინდელმა პრეზიდენტმა, სამწუხაროდ, არც ბატონი გიორგი პაპუაშვილი დაინდო. სადავო ქონება სწორედ მას გადასცა, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეს და არა რომელიმე სხვა მოსამართლეს. იმ გადაცემული ქონებებიდან მხოლოდ ჩემი ჩამორთმეული სახლი იყო და არის სადავო. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ სახელმწიფო დღეს ხელი უნდა შეუწყოს დავის სამართლიან გადაწყვეტას. ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა, როგორც ქონებაჩამორთმეულისთვის, არ აქვს, თუ რა პოლიტიკური მიზანშეუწონლობა არსებობს მოქმედ ხელისუფლებასა და ბატონ გიორგი პაპუაშვილს შორის. ჩემი ქონების დაბრუნების საკითხი უნდა გადაწყდეს ამ შეხედულებების მიღმა. მე არ ვარ პოლიტიკოსი და შესაბამისად, ვერავითარ შეფასებას ვერ გავაკეთებ ბატონ გიორგი პაპუაშვილთან ხელისუფლების პოლიტიკური პრეტენზიების შესახებ. ვფიქრობ, რომ გიორგი პაპუაშვილიც და მისი ოჯახიც უნდა გათავისუფლდეს იმ მორალური წნეხისგან, რომელიც 2007 წელს მიხეილ სააკაშვილმა დააკისრა.

_თუკი სასამართლო 15 მარტს თქვენს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებს, რას აპირებთ?

_ვაპირებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას საქართველოს უზენაესს სასამართლოში. იმ შემთხვევაში, თუკი საკასაციო სასამართლოც ქვეყანაში ამ საქმეზე მართლმსაჯულების ღირსებას არ დაიცავს, სამწუხაროდ, მაგრამ ფაქტი იქნება, რომ მივმართავთ ევროსასამართლოს. ჩვენი ყველა სამართლებრივი მოქმედების შესახებ საქმის კურსშია ევროპული ინსტიტუციებიც. ადგილობრივი საელჩოები. ჩვენ ვაპირებთ უთანასწორო ბრძოლაში ყოფნას, ვინაიდან ღირსების აღდგენა და დაბრუნება, დღეს ჩვენი ყველაზე დიდი ამოცანა.




 ახალი ამბები
  • „ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ _ ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისიახვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია. ტრადიციულ დოღს,  რომელიც მეორე წელია,  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით გაიმართება, წელს ბევრი სიახლე ახლავს _ „ბახმაროს თასი 2019“ ღონისძიებისათვის კომპანია „წყალი მარგებელმა“ ახალი სპონსორები მოიძია, რის გამოც საპრიზო ფონდი გაზრდილია. _ წინა წელს დავიწყეთ ეს ღონისძიება ამ მასშტაბით და მაშინ დავპირდით  პირველ რიგში გურულებს და მთელ საქართველოს, რომ ბევრად დიდი მასშტაბი იქნებოდა წელს, რაც ვფიქრობ, რომ შევძელით.  ჩვენი გეგმა, რომ 10 წლის მანძილზე ბახმარო გავხადოთ არამარტო გურიის, არამედ მთელი საქართველოს სავიზიტო ბარათი.  დღეს ვნახე და ძალიან გამიხარდა, რომ დოღში მონაწილეთა რაოდენობა გაზრდილია _ მონაწილეები დაგვემატნენ ბათუმიდან, პანკისიდან,  რაც მისასალმებელია. ასევე, სასიხარული და მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა ბიზნესის ჩართულობაც _  “საქართველოს ბანკის“ შემდეგ, დაგვემატა „გალფი“, „გლოვო“, „კროკო ბეთი“. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ნაწილი და მთავარი ნაწილი შეიძლება ითქვას . ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ სახე ქვეყნის და ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის, _ ამბობს კომპანია “წყალი მარგებლის“ დამფუძნებელი მიხო სვიმონიშვილი. სვიმონიშვილი იმედოვნებს, რომ წელს, ბახმაროს დოღს შარშანდელზე მეტი ადამიანი დაესწრება: _  წინა წელს 27 000 ათასი ადამიანი დაესწრო დოღს და ამდენი გაღიმებული ადამიანის ერთად ნახვა ბედნიერებაა. იმედი მაქვს, წელს, ეს რიცხვი მეტი იქნება, _ აღნიშნა სვიმონიშვილმა. კომპანია „გალფის“ ვიცე პრეზიდენტის ნინო ჯიბლაძის თქმით, „გალფისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და ეკოლოგიურად პასუხისმგებელობიანი აქტივობების მხარდაჭერა“: _  წელს პირველად დავუჭირეთ მხარი ბახმაროს დოღს და მოხარულები ვართ, რომ გარდა საპრიზო ფონდში თანამონაწილეობისა, საჩუქრებს და პრიზებს დავაწესებთ ოთხივე გარბენის გამარჯვებულისათვის, _ თქვა ნინო ჯიბლაძემ. ერთი სიტყვით, „ნაბეღლავი“, წყაროს წყალი „ბახმარო“, მათი გენერალური მხარდამჭერი „საქართველოს ბანკი“ და ღონისძიების სპონსორები _ „გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი ხვალ, 19 აგვისტოს, ბახმაროში კარგ სანახაობას გპირდებიან. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე გამართული დოღი ასეთი იქნება: ,,ბახმაროს თასი“ – 4 800 მეტრი; „ნაბეღლავის თასი“ – 2 400 მეტრი; „გმირების თასი“ – 1200 მეტრი; „გურიის თასი“ – 1200 მეტრი; ,,ბახმაროს თასი“მარულა გარბენის მანძილი: 4 800 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.საპრიზო ფონდი: 4 800 ლარი I ადგილი 2 500 ლარი; II ადგილი 1500 ლარი; III ადგილი 800 ლარი; „ნაბეღლავის თასი“გარბენის მანძილი: 2 400 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1800 ლარი I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გმირების თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გურიის თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი; I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ... ...
  • გადაიწევს თუ არა აბიტურიენტთა ჩარიცხვების ვადების გამოცხადებააბიტურიენტები სახელმწიფოს მიერ 2019 წელს სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას ელოდებიან, რომელიც, ჯერჯერობით, არ ჩანს. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში edu.aris.ge-ს განუმარტეს, რომ დოკუმენტს ახლო მომავალში გამოაქვეყნებენ და ვადებში ეტევიან. თუმცა, ფაქტია, რომ  აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების შესატანად ცოტა დრო რჩებათ. საგულისხმოა, ისიც რომ გასულ წლებში უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი აგვისტოს დასაწყისში უკვე გამოქვეყნებული იყო, მაგალითად: 2016 წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების სია გამოქვეყნდა 28 ივლისს, 2017 წელს – 2 აგვისტოს, 2018 წელს – 6 აგვისტოს. უკავშირდება თუ არა სიის გამოქვეყნების დაგვიანება სამინისტროს მიერ უფასო ფაკულტეტების დაფინანსების წესში შესატან ცვლილებებს, ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ სამინისტრო პირველ ეტაპზე, 2019 წლისთვის უფასო ფაკულტეტების დაფინანსების მოდელში ცვლილებების შეტანას აპირებდა, მოგვიანებით კი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მის საერთოდ გაუქმებაზე ალაპარაკდა, რაც შემდეგ 2020 წლისთვის გადადო. ცნობისთვის! – აბიტურიენტებს უფასო ფაკულტეტების არჩევის ვადა, აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან შემდეგი დღის 18:00 საათამდე აქვთ. “ნაეკის” ინფორმაციით, აპელაციის შედეგების გამოქვეყნება, სავარუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს დასრულდება. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ფაკულტეტების სია, ამ პერიოდისთვის გამოქვეყნებული ... ...
  • საქართველოს საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავსმივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს შვიდი მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში. „შეშფოთებას გამოვთქვამთ საოკუპაციო ძალების მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან შვიდი ადგილობრივი მცხოვრების გატაცების გამო. იმ პირობებში, როცა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად დაძაბულია მდგომარეობა სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას. საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი. ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი; საქმის კურსში არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „ჩვენ დაუყოვნებლივ გავააქტიურეთ ცხელი ხაზი; უკვე დავუკავშირდით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს; პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზზე და პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა არის ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ერთადერთი გზა. მივმართავთ ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ... ...
  • რუსმა სამხედროებმა სოფელ არცევთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავესრუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. საქართველოს მოქალაქეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. სუს-ის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება და ე.წ. სასამართლო პროცესს ელოდება. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მათ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში სდებენ ბრალს. ე.წ. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ ჩაინიშნება. სუს-ის ინფორმაციით, ცხელი ხაზის რამდენჯერმე გააქტიურების შემდეგ, გვიან ღამით შედგა დე-ფაქტოცხინვალის წარმომადგენლობასთან კომუნიკაცია, რომლებმაც დაადასტურეს საქართველოს შვიდი მოქალაქის ... ...
  • დამტვრეული ინვეტარი, მიტოვებული, არგახსნილი მუზეუმი და ბალახებში ჩაფლული პარკი შემოქმედშიეს ფოტოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედის ერთ-ერთ პარკსა და 2 წლის წინ აშენებულ, ჯერ არგახსნილ, ვარლამ სიმონიშვილის ეთნოგრაფიულ მუზეუმში არის გადაღებული. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ახალგარემონტებულ პარკში, ახალაშენებულ საპირპარეშოში საშინელი მდგომარეობა. დამტვრეული ინვეტარი. სოფელ შემოქმედში ახალი პარკი და ეთნოგრაფიული მუზეუმი 2015-2017 წლებში ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...